გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210016001427956
საქმე №2/1351 -16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.03.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ნა-------–------ი
წარმომადგენელი - ალ---------ე თა----–-–---–ი
მოპასუხე - ლია ბა--------ე
წარმომადგენელი - მა----ა მა-------
მოპასუხე - ა-----ნ ახ--–------ი
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ქ. ქუთაისში, ბუხაიძის ქ. №4, №3,27. (ს/კ №03.01.02.013.01.027) მდებარე ბინის ყადაღისაგან გათავისუფლება და სააღსრულებო წარმოებიდან ამორიცხვა.
1.2. მოსარჩელე ნა-------–------ს და ა-----ნ ახ--–------ს შორის ქორწინების განმავლობაში შეძენილი და თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა და უძრავი ქონების მდებარე: ქ. ქუთაისი, ბიხაიძის ქ. №4, ბინა №3,27. საკადასტრო კოდი №03.01.02.013.01.027 - მესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, კერძო აღმასრულებელის, წარმოებაშია №16047613 სააღსრულებო საქმე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.03.2016 წლის №610აპ-8 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოვალე ა-----ნ ახ--–------ს დაეკისრა კრედიტორის - ლია ბა--------ის სასარგებლოდ 45.000 ლარი. კერძო აღმსრულებლის მიერ 08.06.2016 წ. შედგენილი იქნა მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების აქტი, რომლითაც დაყადაღებული იქნა ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისი ბუხაიძის ქ. №4, ბინა, №3,27. საკადასტრო კოდი №03.01.02.013.01.027.
მოსარჩელე 1981 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ა-----ნ ახ--–------თან. მხარეებს შორის არსებობს დავა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ქონებრივი დავა. მოსარჩელესა და მოპასუხეს აქვთ დაძაბული ურთიერთობა. მოსარჩელეს სურს, რომ განქორწინდეს ა-----ნ ახ--–------თან და სადაოდ გახადოს მათ შორის ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი და უძრავი ქონების საკუთრება, შესაბამისად ითხოვს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფას, კონკრეტულად სადაო ბინის, მდებარე ქ. ქუთაისი ბუხაიძის ქ. №4, ბინა, №3,27. საკადასტრო კოდი №03.01.02.013.01.027. მესაკუთრედ ცნობას.
24.05.2016 წელს ა-----ნ ახ--–------ს ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის მიერ გამოგზავნილი წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა სააღსრულებო წარმოების შესახებ, მანამდე კი მისთვის უცნობი იყო კონკრეტული დეტალები, კერძოდ ის რომ მოპასუხე ა-----ნ ახ--–------ს ჰქონდა დაკისრებული თანხა 45.000 ლარის ოდენობით ლია ბა--------ის სასარგებლოდ. ასევე არ იცოდა აღსრულების წარმოების შესახებ. შესაბამისი ელექტრონული სააღსრულებო წარმოების მეშვეობით მოსარჩელე გაეცნო სააღსრულებო წარმოების მასალებს, რის შედეგაც მიიღო სრული ინფორმაცია.
აუქციონზე გასატანი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ბუხაიძის ქ. №4, ბინა, №3,27. საკადასტრო კოდი №03.01.02.013.01.027, მიმართ მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ინტერესი, კერძოდ, 1981 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა-----ნ ახ--–------თან. სადაო ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ა-----ნ ახ--–------ის სახელზე, თუმცა იგი რეალურად მოსარჩელის განმარტებით თავისი საკუთრებაა. კერძოდ, საცხოვრებელი ბინა უშუალოდ მის მიერ, მისივე სახელით არის შეძენილი. ამასთან მოსარჩელე განმარტავს, რომ მხარეებს შორის ქორწინების განმავლობაში რეალურად გაყოფილია უძრავ-მოძრავი ქონება. ისინი წინასწარ არის შეთანხმებული, თუ ვისია მოძრავი ნივთები და ასევე საცხოვრებელი სახლები. მხარეთა შეთანხმებით, აუქციონზე გასატანი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ბუხაიძის ქ. №4, ბინა, №3,27. საკადასტრო კოდი №03.01.02.013.01.027, ეკუთვნის მოსარჩელე ნა-------–------ს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა-----ნ ახ--–------მა სარჩელი სცნო და განმარტა, რომ ის უკანონოდ იქნა მსჯავრდებული და ქონებაც უკანონოდ დაუყადაღეს. განაჩენში მითითებული არ არის, რომ აუქციონზე გასატანი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ბუხაიძის ქ. №4, ბინა, №3,27. საკადასტრო კოდი №03.01.02.013.01.027, შეძენილია თაღლითურად მიღებული ქონებით. მისივე განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ბუხაიძის ქ. №4, ბინა, №3,27. საკადასტრო კოდი №03.01.02.013.01.027,ეკუთვნის მოსარჩელე ნა-------–------ს.
2.2. მოპასუხე ლია ბა--------ემ, წარმომადგენელი - მა----ა მა-------, შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ნა-------–------ი და ა-----ნ ახ--–------ი არიან მეუღლეები. ნა-------–------მა იცოდა ა-----ნ ახ--–------ის თაღლითური სქემა და ერთობლივად მოქმედებენ.
მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ბუხაიძის ქ. №4, ბინა, №3,27. საკადასტრო კოდი №03.01.02.013.01.027, შეძენილია თაღლითური გზით მოპოვებული თანხით და არ ეკუთვნის მოსარჩელე ნა-------–------ს და განქორწინება ფიქტიურია.
არ ეთანხმება საცხოვრებელ ბინაზე დადებული ყადაღის მოხსნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ ნა-------–------ი და ა-----ნ ახ--–------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1981 წლის 19 ნოემბრიდან.
მტკიცებულება:
-ქორწინების მოწმობა (ტ.1.იხ.ს.ფ.22).
3.1.2. საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის N-610აპ განჩინებით, ა-----ნ ახ--–------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დარჩა უცვლელი.
მტკიცებულება:
საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის N-610აპ განჩინება.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1.დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, კერძო აღმასრულებლის როინი პერანიძის წარმოებაშია აღსრულების ქვემდებარე აქტი. სააღსრულებო წარმოების ნომერია: A16047613, რომლის თანახმად მოვალე ა-----ნ ახ--–------ს დაეკისრა ლია ბა--------ის სასარგებლოდ 45.000.00 ლარის გადახდა.
მტკიცებულება:
-წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ.1.იხ.ს.ფ.16-19)
3.2.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 08 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით №A16047613, სააღსრულებო საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის №610აპ-8 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოვალე ა-----ნ ახ--–------ს კრედიტორ ლია ბა--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 45.000.00 ლარის გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით კერძო აღმასრულებელმა, როინი პერანიძემ მოახდინა ა-----ნ ახ--–------ის უძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება.
მტკიცებულება:
-აქტი (ტ.1.იხ.ს.ფ. 20-21);
3.2.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 28 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 რეგისტრირებულია ა-----ნ ახ--–------ის საკუთრების უფლება.
მტკიცებულება:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.იხ.ს.ფ.24-25)
3.2.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისის №02/130 აუდიტორული დასკვნით, მოქალაქე ა-----ნ ახ--–------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027, საერთო ფართი: №96,76 კვ.მ. საჭიროების კაპიტალურ რემონტს. აღნიშნული დასკვნით: ა-----ნ ახ--–------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი შეფასებულია 35.000 ლარად.
მტკიცებულება:
-აუდიტორული დასკვნა (ტ.1.იხ. ს.ფ.26).
3.2.5. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ და სააღსრულებო ფურცლით, დაკმაყოფილდა ნა-------–------ის განცხადება და შეჩერდა კერძო აღმასრულებლის როინი პერანიძის მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოება № A16047613 სააღსრულებო საქმეზე, სადავო ქონებაზე, ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ნაწილში, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027.
მტკიცებულება:
-განჩინება (ტ.1.იხ.ს.ფ.29-32);
-სააღსრულებო ფურცელი (ტ.1.იხ.ს.ფ.28)
3.2.6. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მოპასუხისადმი მიბარების ფაქტი, ხოლო მოპასუხის მტკიცების საგანია, მის მიერ მოძრავი ნივთის (სადავო კარადა) მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის შეძენის კანონიერების და დროის დადგენა. კერძოდ, ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027. შეძენილია თუ არა მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და იგივე უძრავი ნივთი ხომ არ არის შეძენილი უკანონოდ მოპოვებული თანხებით.
სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027. შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მათივე შეთანხმებით, მითითებული საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის მოსარჩელე ნა-------–------ს.
მოპასუხე ლია ბა--------ის განმარტებით, მოპასუხე ა-----ნ ახ--–------ი და ნა-------–------ი დღემდე განაგრძობენ თაღლითობას და არ სურთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027. შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპის სოციალური ქარტია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
6.2. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1981 წლიდან. (ტ.1.ს/ფ.22).
დადგენილია, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება- მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027. შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას.
6.5. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ლია ბა--------ემ აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება ა-----ნ ახ--–------ის მიერ შეძენილ იქნა მისი ფულადი სახსრებით, რომელიც ა-----ნ ახ--–------მა თაღლითურად გამოსძალა, რისთვისაც მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და არ არსებობს აღმასრულებელის მიერ გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ლია ბა--------ის და მისი წარმომადგენელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027. შეძენილია უკანონოდ მოპოვებული თანხებით, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ვერ იქნა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
კერძოდ, მოპასუხე ლია ბაღადავაძე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის N-610აპ განჩინებაზე, რომლითაც ა-----ნ ახ--–------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დარჩა უცვლელი.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას და აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულების (საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ნოემბრის N-610აპ განჩინება) სამართლებრივი ანალიზი არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საშუალებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027. შეძენილია უკანონოდ მოპოვებული თანხებით, რადგან განჩინებაში აღნიშნულის შესახებ პირდაპირი ჩანაწერი არ იკითხება.
6... სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებას იმის შესახებ, რომ ნა-------–------ი და ა-----ნ ახ--–------ი შეთანხმებული არიან ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027. თითქოსდა წარმოადგენდეს მხოლოდ ნა-------–------ის მფლობელობაში არსებულ ქონებას, რადგან ჯერ ერთი, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია ადგენს უძრავი ნივთის სამართლებრივ მდგომარეობას და როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით ქონების თანამესაკუთრედ მიჩნევისათვის არ არის აუცილებელი ორივე მეუღლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე და 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ნა-------–------ის საკუთრების უფლება ვრცელდება მხოლოდ ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 - ნახევარზე ½ ნაწილზე. შესაბამისად უძრავი ქონების 1/2 ნაწილში მოსარჩელე ნა-------–------ი ცნობილ უნდა იქნეს მესაკუთრედ, რადგან მთლიანი ნივთის დაყადაღებით და აუქციონზე რეალიზაციით დაირღვევა ნა-------–------ის საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლება.
კერძოდ - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ამ მხრივ საყურადღებოა ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი).
ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.
პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.
პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.
ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
სასამართლოს დასკვნები ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 ყადაღის ნაწილობრივ მოსხნის თაობაზე.
6.7.სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ხოლო ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: - სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;
6.8. სასამართლო მხარეებს მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.9.,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 63.1 მუხლით, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
2. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება.
6.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს.
წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027. შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში. დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელის, როინი პერანიძის წარმოებაშია №A16047613 სააღსრულებო საქმე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.03.2016 წლის №610აპ-8 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოვალე ა-----ნ ახ--–------ს დაეკისრა კრედიტორის - ლია ბა--------ის სასარგებლოდ 45.000 ლარი. კერძო აღმსრულებლის მიერ 08.06.2016 წ. შედგენილი იქნა მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების აქტი, რომლითაც დაყადაღებული იქნა ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისი ბუხაიძის ქ. №4, ბინა, №3,27. საკადასტრო კოდი №03.01.02.013.01.027.
6.11. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით ქონების თანამესაკუთრედ მიჩნევისათვის არ არის აუცილებელი ორივე მეუღლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამდენად, ვინაიდან დადგინდა, რომ ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027. შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში, ამასთან დადგინდა, რომ მითითებული უძრავი ქონება ა-----ნ ახ--–------ის მიერ შეძენილი არ არის უკანონოდ მოპოვებული თანხებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე და 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ნა-------–------ის საკუთრების უფლება ვრცელდება მხოლოდ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 - ნახევარზე ½ ნაწილზე.
ვინაიდან უძრავი ქონების 1/2 ნაწილში, მოსარჩელე ნა-------–------ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ, მთლიანი ნივთის დაყადაღებით და აუქციონზე რეალიზაციით დაირღვევა ნა-------–------ის საკუთრების უფლება. შესაბამისად ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს და კერძო აღმასრულებელის, როინი პერანიძის წარმოებაში არსებული №A16047613 სააღსრულებო საქმიდან, მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხოს, ქ. ქუთაისში, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 - ნა-------–------ის კუთვნილი ½ ნაწილი, რადგან ნა-------–------ი არ წარმოადგენს ლია ბა--------ის პირად მოვალეს და მას არ უნდა დაეკისროს ვალდებულება ა-----ნ ახ--–------ის ვალებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მოპასუხე ა-----ნ ახ--–------მა სარჩელი სცნო და იგი სსს კოდექსის 49.2-ე ნაწილით, სრულად უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარჩელის ფასია 35. 000. 00 ლარი, რომლის 3% შეადგენს 1050 ლარს.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ნა-------–------ი ცნობილი იქნა ქ. ქუთაისში, ბუხაიძის ქ. №4, მდებარე ბინის №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 - ½ ნაწილის მესაკუთრედ. ამდენად ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი, 1050 ლარის ნახევარი - 525 ლარი მოსარჩელე ნა-------–------ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ლია ბა--------ეს, რადგან მან სარჩელი არ სცნო.
სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 525 ლარი, უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა კერძო აღმასრულებლის, მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A16047613 სააღსრულებო საქმეზე, მხოლოდ სადავო ქონებაზე, ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული ქონების ნაწილში, მდებარე ქუთაისში, ბუხაიძის ქ.№4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 - ½ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 102-ე, 103-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნა-------–------ის სარჩელი ა-----ნ ახ--–------ის მიმართ - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
2.მოსარჩელე ნა-------–------ი ცნობილ იქნეს მოპასუხე ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27 საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 ½-ის მესაკუთრედ.
3.ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნა-------–------ის სარჩელი ა-----ნ ახ--–------ისა და ლია ბა--------ის მიმართ - უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
4. ყადაღისაგან გათავისუფლდეს და კერძო აღმასრულებლის, წარმოებაში არსებული №A16047613 სააღსრულებო საქმიდან, მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტიდან, ამოირიცხოს ქ. ქუთაისში, ბუხაიძის ქ. №4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 - ნა-------–------ის კუთვნილი ½ ნაწილი.
5. მოპასუხე ლია ბა--------ეს დაეკისროს მოსარჩელე ნა-------–------ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 525 ლარის გადახდა.
6. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 525 ლარი, ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა კერძო აღმასრულებლის, მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A16047613 სააღსრულებო საქმეზე, მხოლოდ სადავო ქონებაზე, ა-----ნ ახ--–------ის სახელზე რიცხული ქონების ნაწილში, მდებარე ქუთაისში, ბუხაიძის ქ.№4, ბინა №3,27, საკადასტრო კოდი: №03.01.02.013.01.027 - ½ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე