გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310018002282753
საქმე#3/5-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18.04.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე
მოსარჩელე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
წარმომადგენელი: მი----– ხო-–---–---–ი
მოპასუხე : სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მ------ ბა------ე
მესამე პირები: გ--- სა-------–---–ი, და---- სა-------–---–ი
წარმომადგენელი: თ-- მე-----–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ო----------- №8------------11 გადაწყვეტილების „რეგისტრაციის შესახებ“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ი--–---- №8------------05 გადაწყვეტილების „რეგისტრაციის შესახებ“- ბათილად ცნობა
2018 წლის 31 იანვარს საჩხერის რაიონული სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოდან განსჯადობით განსახილველად შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე მოსარჩელე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (ს/კ 2--------) სარჩელისა გამო, მოპასუხე ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 2--------) მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების - ბათილად ცნობის მოთხოვნით.
წარმოდგენილ სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 14 აპრილს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში შევიდა მოქალაქე და---- სა-------–---–ის განცხადება (რეგ.N48815), რომლითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული 4980 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N3--06.36.3--) კარიერული დამუშავების მიზნით ტყის გაჩეხვისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი მითითებების გაცემა. მათ მიერ 2017 წლის წლის 14 დეკემბერის N06/3---- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა საკადასტრო კოდით N3--06.36.3-- რეგისტრირებულ საკუთრებაზე დაკავშირებული დოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წლის 19 დეკემბრის N53 9--- წერილით გადაგზავნილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. სააგენტომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმე, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბერს N8------------11 გადაწყვეტილებით „რეგისტრაციის შესახებ“ დაკმაყოფილდა და---- სა-------–---–ის განცხადება და საჯარო რეესტრში და---- სა-------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ იქნა 4980 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N3--06.36.3--. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი, შედგენილი 1978 წლის 11 აგვისტოს. მათზე თანდართული ამონახაზების კონფიგურაცია არ ემთხვევა N3--06.36.3-- საკადასტრო კოდის მქონე 4980 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმას. „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს N2994 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით აღნიშნული ფართობის წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყით დაფარულ ტერიტორიას რომელიც მდებარეობს იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურა - საჩხერის სატყეო უბნის ვანის სატყეოში (კვარტალი N32, ლიტრები N 14 დაN15). მოსარჩელის მითითებით მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოებისას არსებითად დაარღვია ადმინისტრაციული აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, არასათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე გამოსცა მითითებული გასაჩივრებული კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ზიანს აყენებს სააგენტოს კანონიერ ინტერესებს. შესაბამისად მოსარჩელე აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ო----------- N 8----------- -11 გადაწყვეტილება.
მეორე გასაჩივრებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივ აქტთან მიმართებაში მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 2017 წლის 14 აპრილს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში შევიდა მოქალაქე და---- სა-------–---–ის განცხადება (რეგ.N48815), რომლითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული 4980 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N3--06.36.3--) კარიერული დამუშავების მიზნით ტყის გაჩეხვისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი მითითებების გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე სსიპ სატყეო სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს, გამოვლინდა, რომ მომიჯნავე მიწის ფართობზე 4992 კვ.მ მიწის ფართობზე განხორცილებული იყო საკუთრების რეგისტრაცია, შესაბამისად მოსარჩელის მიერ 2017წლის 14 დეკემბრის N06/3---- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა საკადასტრო კოდით N3--06.36.3-- რეგისტრირებულ საკუთრებაზე დაკავშირებული დოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წლის 19 დეკემბრის N53 9--- წერილით გადაგზავნილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. სააგენტომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმე, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბერს N8------------05 გადაწყვეტილებით „რეგისტრაციის შესახებ“ დაკმაყოფილდა გ--- სა-------–---–ის განცხადება და საჯარო რეესტრში გ--- სა-------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ იქნა 4992 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N3--06.36.3--. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი, შედგენილი 1978 წლის 11 აგვისტოს. მათზე თანდართული ამონახაზების კონფიგურაცია არ ემთხვევა N3--06.36.3-- საკადასტრო კოდის მქონე 4992 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმას. „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს N2994 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით აღნიშნული ფართობის წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყით დაფარულ ტერიტორიას რომელიც მდებარეობს იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურა - საჩხერის სატყეო უბნის ვანის სატყეოში (კვარტალი N32, ლიტრები N 14 დაN15). მოსარჩელეს აღნიშნულთან მიმართებაშიც მიაჩნია, რომ მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოებისას არსებითად დაარღვია ადმინისტრაციული აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, არასათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე გამოსცა მითითებული გასაჩივრებული კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ზიანს აყენებს სააგენტოს კანონიერ ინტერესებს. შესაბამისად მოსარჩელე აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ი--–---- N 8----------- -05 გადაწყვეტილება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ა.სკ. მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ჩართული იქნა და---- და გ--- სა-------–---–ები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაოდ ქცეული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონოს მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას როგორც და---- სა-------–---–თან, ისე გ--- სა-------–---–თან მიმართებაში გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მოცემულ საქმეზე მესამე პირად ჩართულმა და---- და გ--- სა-------–---–ებმა წარმოდგენილი შესაგებლით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი არ ცნეს. მესამე პირების წარმომადგენლის განმარტებით 2017 წლის 23 ოქტომბერს მოხდა და---- სა-------–---–ზე საკუთრების უფლების განხორციელება, საჯარო რეესტრმა მესამე პირთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აწარმოა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად იქნა მოკვლეული დოკუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა და---- და გ--- სა-------–---–ების მოთხოვნა და შესაბამისად საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები, რომელიც 1998 წელს მიწის მიღება - ჩაბარების აქტით გადაეცათ მათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა წარმოდგენილი დავის საგნის ირგვლივ, რაზეც მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 06 ივნისს და---- სა-------–---–მა განცხადებით (N8----------- ) მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს. განცხადებით მოთხოვნილ იქნა ჭიათურის რაიონის სოფელ სარქველეთუბანში მდებარე 4980 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. მის მიერ წარდგენილ იქნა პირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის მიღება - ჩაბარების აქტი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში 2017 წლის 29 სექტემბერს წერილობით (N 404476) მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელსაც თან დაურთო და---- სა-------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ.82)
- საჯარო რეესტრის 2017 წლის 29 სექტემბერს წერილი N 404476 (ს.ფ.119)
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
3.2.2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 ო----------- N 51/12246 წერილით დადგენილი, რომ განხილულ დ ადგილზე შემოწმებულ იქნა და---- სა-------–---–ის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქმეზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზთთან და დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან.
დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს N8------------11 (23.10.2017) გადაწყვეტილებით ჭიათურის რაიონის სოფელ სარქველეთუბანში მდებარე 4980 კვ.მ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა და---- სა-------–---–ის (პ/ნ 5----------- საკუთრების უფლება და უძრავ ნივთს მიენიჭა N3--06.36.3-- საკადასტრო კოდი.
რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1998 წლის 11 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N 285, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის N01797, N 51/12246 (17.10.2017) ოქმის და საარქივო ცნობა. მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისა და და მომიჯნავე მეზობლების შესახებ ინფორმაციის ამსახველი გრაფიკული მონაცემებით ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ტყე, სამხრეთით -გზა, აღმოსავლეთით გ. სა-------–---–ი, დასავლეთით - ბუჩქნარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 ო----------- N 51/12246 წერილი (ს.ფ.115)
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.77)
- საკადასტრო აგეგმვითი ფორმა (ს.ფ.88)
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 06 ივნისს გ--- სა-------–---–მა განცხადებით (N8-----------) მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს. განცხადებით მოთხოვნილ იქნა ჭიათურის რაიონის სოფელ სარქველეთუბანში მდებარე 4992 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. მის მიერ წარდგენილ იქნა პირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის მიღება - ჩაბარების აქტი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში 2017 წლის 12 ივნისს წერილობით (N 216247) მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელსაც თან დაურთო გ--- სა-------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ.95)
- საჯარო რეესტრის 2017 წლის 12 ივნისის წერილი (ს.ფ.111)
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
3.2.4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 ი--–---- N 51/8454 წერილით დადგენილი, რომ განხილულ და ადგილზე შემოწმებულ იქნა გ--- სა-------–---–ის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქმეზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზთან და დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან.
დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს N8------------05 (10.07.2017) გადაწყვეტილებით ჭიათურის რაიონის სოფელ სარქველეთუბანში მდებარე 4992 კვ.მ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა გ--- სა-------–---–ის საკუთრების უფლება და უძრავ ნივთს მიენიჭა 3--06.36.3-- საკადასტრო კოდი.
რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1998 წლის 11 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N 284, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის N 51/8454 (04.07.2017) წერილი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის N00801 (29.06.2017) ოქმი. მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისა და და მომიჯნავე მეზობლების შესახებ ინფორმაციის ამსახველი გრაფიკული მონაცემებით ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ტყე, სამხრეთით -გზა, აღმოსავლეთით დ. სა-------–---–ი, დასავლეთით - ბუჩქნარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 ი--–---- N 51/8454 წერილი (ს.ფ.107)
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.79)
- საკადასტრო აგეგმვითი ფორმა (ს.ფ.101)
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
3.2.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 აპრილს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს განცხადებით მიმართა მოქალაქე და---- სა-------–---–მა, რომლითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ 4980 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ/ 3--06.36.3--) კარიერული დამუშავების მიზნით ტყის გაჩეხვისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი მითითებების გაცემა.
აღნიშნულის შემდეგ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის 06/3---- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა საკადასტრო კოდით 3--06.36.3-- და 3--06.36.3-- რეგისტრირებულ საკუთრებაზე დაკავშირებული დოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 19 დეკემბრის 539--- წერილით სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში გადაგზავნილ იქნა ეროვნული სატყეოს სააგენტოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაცია.
დადგენილია, რომ სადაოდ ქცეული 3--06.36.3-- და 3--06.36.3-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- და---- სა-------–---–ის განცხადება (ს.ფ.18)
- ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის წერილი (ს.ფ 19)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის წერილი (ს.ფ.20)
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
3.2.6.დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთები (4980 კვ.მ. ; 4992 კვ.მ.) რეგისტრაციის პერიოდისათვის ხვდებოდა ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიის ფარგლებში, კერძოდ აღნიშნული ფართობი წარმოადგენდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურა - საჩხერის სატყეო უბნის ვანის სატყეოში (კვარტალი N32, ლიტერები N14 და N15).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ „საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს N2999 დადგენილების დანართი N2, საიდენტიფიკაციო კონტურები; (ს.ფ. 26; 37)
- ჭიათურა - საჩხერის სატყეო უბანი ვანის სატყეო კვარტალი N32, ლიტერი N14-15 (ს.ფ. 27-29; 38-40)
- საკადასტრო გეგმა (ს.ფ.24; 35)
3.2.7. დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად ცნობილი იყო, რომ სადავო წარმოებისას წარდგენილი უძრავი ნივთები ხვდებოდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში. როგორც და---- სა-------–---–ის, ასევე გ--- სა-------–---–ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებზე აღნიშნული იყო, რომ თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი მოხვდებოდა ტყის საზღვარში, თანახმა იყო მომხდარიყო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება ნახაზის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 95)
- განცხადება (ს.ფ. 82)
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მოუსმინა მხარეებს, გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი 95-98 მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.A
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. Aამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
6.3. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად
ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
აღნიშნული კანონის ფარგლებში მიმართეს გ--- და და---- სა-------–---–ებმა სხვადასხვა დროს, საჯარო რეესტრს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ..... რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
6.4. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ - სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სააგენტო დებს ხელშეკრულებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წერილობით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელსაც თან დაურთო და---- სა-------–---–ის გ--- სა-------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკეთების იდენტურობის დადასტურება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხილულ დ ადგილზე შემოწმებულ იქნა და---- და გ--- სა-------–---–ების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქმეზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახზთთან და დაგინდა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საზღვრები შესაბამისობაშია მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან.
საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 33-ე პუნქტის შესაბამისად უფლებარეგისტრირებული იმ მიწის ნაკვეთების, რომელთა საზღვრებიც დადგენილია თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე და რომლებსაც არ გააჩნიათ სახელმწიფო გეოდეზიური კოორდინატები, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება შეიტანება წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით მისამართის, ფართობისა და კონფიგურაციის უცვლელად.
6.5. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 151 -ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე.
საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.
„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს N2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით ორივე სადაო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა გ--- და და---- სა-------–---–ებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება კორექტირების თაობაზე და განაცხადეს თანხმობა კიდეც კორექტირების შესახებ.
ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას არის 1998 წლის 11 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N 285 და---- სა-------–---–თან მიმართებაში და 1998 წლის 11 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N 284 გ--- სა-------–---–თან მიმართებაში, შესაბამისად დოკუმენტი გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის მიერ დაცულია კანონის მოთხოვნები საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით.
6.6.საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს N8------------11 (23.10.2017) გადაწყვეტილებით ჭიათურის რაიონის სოფელ სარქველეთუბანში მდებარე 4980 კვ.მ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა და---- სა-------–---–ის (პ/ნ 5----------- საკუთრების უფლება და უძრავ ნივთს მიენიჭა N3--06.36.3-- საკადასტრო კოდი.
რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1998 წლის 11 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N 285, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის N01797, N 51/12246 (17.10.2017) ოქმის და საარქივო ცნობა.
დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს N8------------05 (10.07.2017) გადაწყვეტილებით ჭიათურის რაიონის სოფელ სარქველეთუბანში მდებარე 4992 კვ.მ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა გ--- სა-------–---–ის საკუთრების უფლება და უძრავ ნივთს მიენიჭა 3--06.36.3-- საკადასტრო კოდი.
რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1998 წლის 11 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი N 284, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის N 51/8454 (04.07.2017) წერილი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის N00801 (29.06.2017) ოქმი.
სასამართლო თვლის, რომ განმცხადებლის მიერ დაცულია მითითებული ნორმებით დადგენილი რეგულაციის საზღვრები. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიმღებია საჯარო რეესტრი. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა არგუმენტირებული და დასაბუთებული თუ რატომ უნდა მიეღო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმნისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მე-2 და მე3 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
საქართველოს ზოგადი ადმნისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტების შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ი--–---- გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.9. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტები-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ო----------- №8------------11 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ი--–---- №8------------05 გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს რაიმე ზიანი არ ადგება და არც უკანონოდ არ იზღუდება. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - “იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი