განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0--------------153
საქმე N 1-----17
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--05.2--8 წელი ქ--------------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნ------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: მ------------------ა
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0---------01
1. ბრალდებული: დ--------–-------–ი
მამის სახელი: კ-------–ი
დაბადებული: 1--12.19-- წელი
პირადი ნომერი: 6---------4
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ო----------ი, სოფელი ვ---------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტები
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის.
2. ბრალდებული: რ---------–------ა
მამის სახელი: რ-----ი
დაბადებული: 0--12.19-- წელი
პირადი ნომერი: 0---------2
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა--–ა, სოფელი ს-------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტები
დისპოზიცია: ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. დ--------–-------–ი, ო----------ის რაიონული სასამართლოს 2--4 წლის 2--------ბრის და ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--6 წლის 29 მარტის განაჩენებით იყო რა მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ქურდობა არაერთგზის. კერძოდ 2--7 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე დ--------–-------–ი ქ--------------ში, ა--–---–--ის ქუჩაზე მდებარე ქ----------------–---–ის კუთვნილი თხილის მიმღები პუნქტიდან არაერთგზის, ფარულად დაუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 13,80 ლარის ღირებულების 13,8 კგ. თხილს, რითაც ქ----------------–---–ს მიაყენა 13,80 ლარის ქონებრივი ზიანი.
- დ--------–-------–ი ო----------ის რაიონული სასამართლოს 2--4 წლის 2--------ბრის და ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--6 წლის 29 მარტის განაჩენებით იყო რა მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ძარცვა არაერთგზის. კერძოდ 2--7 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 17:25 საათზე, ო----------ის მუნიციპალიტეტის დაბა უ----–ი, თ----–---–ის ქუჩა N----ში მდებარე საჯარო სკოლის მოპირდაპირე მხარეს არსებული, მ---------------–--ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან დ--------–-------–ი და რ---------–------ა მოქმედებდნენ რა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ 530 ლარს და ერთ შეკვრა ,,პარლამენტის’’ ფირმის სიგარეტს, რითაც მ---------------–--ეს მიადგა 580 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.2. რ---------–------ა ს-----ს რაიონული სასამართლოს 2--6 წლის 12 იანვრის განაჩენით იყო რა მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ძარცვა არაერთგზის. კერძოდ 2--7 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 17:25 საათზე, ო----------ის მუნიციპალიტეტის დაბა უ----–ი, თ----–---–ის ქუჩა N----ში მდებარე საჯარო სკოლის მოპირდაპირე მხარეს არსებულ მ---------------–--ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან, რ---------–------ა და დ--------–-------–ი მოქმედებდნენ რა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლნენ 530 ლარს და ერთ შეკვრა ,,პარლამენტის’’ ფირმის სიგარეტს, რითაც მ---------------–--ეს მიადგა 580 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. დ--------–-------–ის ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის.
3. რ---------–------ას ქმედების სამართლებრივი აღწერა
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის.
4. 2--7 წლის 2--------ბრის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების: დ--------–-------–ის და რ---------–------ას მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. დ--------–-------–მა და რ---------–------ამ წარდგენილ ბრალდებებში თავი ცნეს დამნაშავედ, ხოლო წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულებმა: დ--------–-------–მა და რ---------–------ამ თავი მთლიანად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედებანი, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავით იწკირველის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ--------–-------–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში: სახელდობრ, მოწმეების: ქ----------------–---–ის, ნ-------------–---–ის, ა-----–-------ის, კ----------ას, ნ-–--–---------ის და თვით დ--------–-------–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, დ--------–-------–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოცხრილი, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ო----------ის რაიოინული სასამართლოს 2--4 წლის 2--------ბრის და ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--6 წლის 29 მარტის განაჩენები დ--------–-------–ის მიმართ, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეო ჩანაწერის) გახსნისა და დათვალიერების ოქმი, დ--------–-------–ის მონაწილეობით ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეო ჩანაწერის) გახსნისა და დათვალიერების ოქმი, დ--------–-------–ისაგან ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის ამოღების ოქმი ფოტოცხრილით, ამოღებული ნივთმტკიცებები, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში: სახელდობრ, ე------------–---ს, მ--------------–--ის, მ---------------–--ის, ა-----------------–---–ის, ი-----–------------ის, უ--------–--ის, კ-------–ი ი-–-------–ის, მ------------–-–---–ის, ე------------------ის, ლ-–--–---–---ის, დ--------–-------–ისა და რ---------–------ას დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დ--------–-------–ისა და რ---------–------ას ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ამოღების ოქმები და ამოღებული ნივთმტკიცებები, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, დ--------–-------–ის დაკავების ოქმი, ო----------ის რაიონული სასამართლოს 2--4 წლის 2--------ბრის და ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--6 წლის 29 მარტის განაჩენები და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---------–------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ---------–------ას ბრალეულობას, სახელდობრ, ე------------–---ს, მ--------------–--ის, მ---------------–--ის, ა-----------------–---–ის, ი-----–------------ის, უ--------–--ის, კ-------–ი ი-–-------–ის, მ------------–-–---–ის, ე------------------ის, ლ-–--–---–---ის, დ--------–-------–ისა და რ---------–------ას დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დ--------–-------–ისა და რ---------–------ას ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ამოღების ოქმები და ამოღებული ნივთმტკიცებები, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, რ---------–------ას დაკავების ოქმი, ს-----ს რაიონული სასამართლოს 2--6 წლის 12 იანვრის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია დ--------–-------–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის) წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია რ---------–------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------–-------–მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის. მანვე ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული ქმედებანი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით, რის გამოც დ--------–-------–ი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ---------–------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით, რის გამოც რ---------–------ა ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
დ--------–-------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
რ---------–------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
7. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დ--------–-------–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.
ამდენად, დ--------–-------–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ--------–-------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით, თითოეული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, დ--------–-------–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ--------–-------–მა განზრახი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, მის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--6 წლის 29 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ რ---------–------ამ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.
ამდენად, რ---------–------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რ---------–------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ---------–------ამ განზრახი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, მის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა, ს-----ს რაიონული სასამართლოს, 2--6 წლის 12 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
8. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი 2.5 ლიტრი ტევადობის "-------" ფირმის ლუდი, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს მ--------------–--ეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის სამი კვალი, დ--------–-------–ისა და რ---------–------ასაგან აღებული ხელის კვლებისა და ნერწყვის ნიმუშები, თხილის დაუფლების ამსახველი ვიდეოჩანაწერები ორ ცალ DVD დისკზე, სს "------–----------–-----------------ან", შპს "ბ----------ან", ბ-----------–---–-საგან და ა-------------–-–----აგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ოთხ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ინახება უ----ის პოლიციის განყოფილებაში, შენახულ უნდა იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. დ--------–-------–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება უ----ის პოლიციის განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ დ--------–-------–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს. რ---------–------ასაგან ამოღებული ტყავის ქურთუკი, რომელიც ინახება უ----ის პოლიციის განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ რ---------–------ას ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, 67-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ--------–-------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
1.1. დ--------–-------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
1.2. დ--------–-------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ--------–-------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს, 2--6 წლის 29 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენთან ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, დ--------–-------–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
1.5. მსჯავრდებულ დ--------–-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2--7 წლის 9---------ის 20:20 საათიდან.
2. რ---------–------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს, ს-----ს რაიონული სასამართლოს, 2--6 წლის 12 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, რ---------–------ას, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2.2. მსჯავრდებულ რ---------–------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2--7 წლის 9---------ის 22:45 საათიდან.
3. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
3.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი 2.5 ლიტრი ტევადობის "-------" ფირმის ლუდი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს მ--------------–--ეს.
3.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის სამი კვალი, დ--------–-------–ისა და რ---------–------ასაგან აღებული ხელის კვლებისა და ნერწყვის ნიმუშები, თხილის დაუფლების ამსახველი ვიდეოჩანაწერები ორ ცალ DVD დისკზე, სს "------–----------–-----------------ან", შპს "ბ----------ან", ბ-----------–---–-საგან და ა-------------–-–----აგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ოთხ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ინახება უ----ის პოლიციის განყოფილებაში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3.3. დ--------–-------–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება უ----ის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ დ--------–-------–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
3.4. რ---------–------ასაგან ამოღებული ტყავის ქურთუკი, რომელიც ინახება უ----ის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ რ---------–------ას ოჯახის სრულწლოვან წევრს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა