გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#2/2599-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - ლ--–- კ-----–-–---–ი;
წარმომადგენელი - ნ--- ზ------ე;
მოპასუხე - მ-----ი კ-----–-–---–ი;
წარმომადგენელი - დ-----ი ყ---–--ე;
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ--–- კ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს ქ.ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა N50/41-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ½ ნაწილის მესაკუთრედ. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ლ--–- კ-----–-–---–ი და აწ გარდაცვლ--–- ო-----ი კ-----–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1973 წლიდან. თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ ქ.ქუთაისში, გ------ ქუჩა N133-ში ბინა N98 (ახლანდელი ზ---------------ს ქუჩა) ოროთახიან ბინაში. ამავე ბინაში ცხოვრობდა აწ.გარდაცვლ--–- ო-----ი კ-----–-–---–ის პირველი მეუღლე გ---–---- კ--–---------ეს ასული ნ--–-----ე და მისი შვილი მ-----ი კ-----–-–---–ი. ყ-----ელების ოჯახთან შეთანხმებით მოხდა ბინების გაცვლა და აწ გარდაცვლ--–- ო-----ი კ-----–-–---–ი მის მეუღლესთან ლ--–- კ-----–-–---–თან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ქ.ქუთაისში, ხ-------ის N50/41-ში, ხოლო გ---–---- ნ--–-----ე მის შვილთან ერთად გადავიდა ქ.ქუთაისში, გ------ ქუჩა N86/3-ში, ყ-----ელის გამონთავისუფლებულ ერთ ოთახიან 15 კვ.მ. ფართის ბინაში, ვინაიდან მოსარჩელემ და მისმა გარდაცვლილმა მეუღლემ საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ქუთაისში ხ-------ის N50/41-ში შეიძინეს ქორწინების შემდეგ, როგორც თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი, მოსარჩელე მოითხოვს მესაკუთრედ ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. განმარტავს, რომ მამის გარდაცვალებამდეც და მის შემდგომაც ის დაეუფლა სადავო უძრავ ქონებას და განკარგავდა მას. ამასთან, მის მიერ გაწეული იქნა დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები, რის გამოც მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ლ--–- კ-----–-–---–ი და ო-----ი კ-----–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1973 წლის 04 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ--–- კ-----–-–---–ის და ო-----ი კ-----–-–---–ის ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16).
3.1.2. ო-----ი კ-----–-–---–ი გარდაიცვალა 2006 წლის 17 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ო-----ი კ-----–-–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 15).
3.1.3. ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობა მართვის ტერიტორიული სამსახურის 2006 წლის 26 სექტემბრის N4-- განკარგულებით ხ-------ის ქ. N50 /საცხოვრებელი ფართი 16 კვ.მ./ ბინა N41-ში ძირითად დამქირავებლად ცნობილ იქნა მოქ. ლ--–- დ-----ე-კ-----–-–---–ი. ოჯახი შედგება ერთი წევრისაგან - თვით.
2015 წლის 15 დეკემბრის N2--- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ,,ხ-------ის ქუჩა N50/41-ში მდებარე ბინაზე, მოქალაქე ლ--–- დ-----ე-კ-----–-–---–ის ძირითად დამქირავებლად ცნობის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის მართვის ტერიტორიული სამსახურის 2006 წლის 26 სექტემბრის N4-- განკარგულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობა მართვის ტერიტორიული სამსახურის 2006 წლის 26 სექტემბრის N4-- განკარგულება (ს.ფ. 94).
- 2015 წლის 15 დეკემბრის N2--- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება (ს.ფ. 90).
3.1.4. 2017 წლის 21 ივნისს ნოტარიუს ხ------- ჯ---------–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა N1---------, რომლის მიხედვითაც ლ--–- კ-----–-–---–მა, როგორც 17.02.2006 წელს გარდაცვლ--–- ო-----ი კ-----–-–---–ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლემ, წინამდებარე სამკვიდრო მოწმობით საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი - მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე, უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების უფლება და სხვა უფლებები, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა მესამე პირთა მიმართ), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი - მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ, სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში) ერთობლიობიდან, რომლებიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის ½ ნაწილი, ხოლო ½ ნაწილი დარჩა ღიად სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა N1--------- (ს.ფ. 127-130).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:
- ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში მდებარე უძრავი ქონების შეძენა მეუღლეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში.
- არის თუ არა ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41 არსებული უძრავი ქონების ½ წილი სამკვიდრო ქონება.
3.2.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში ლ--–- კ-----–-–---–ს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში. მოპასუხე უარყოფს უძრავი ქონების ქორწინების განმავლობაში შეძენას. ასეთი ფაქტების არარსებობას მოპასუხე ვერ დაამტკიცებს. ფაქტის არარსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთერთი პრინციპის მიხედვით ,,არარსებობს, არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება“. ამიტომაც მოსარჩელის მიერ ქონების ქორწინებამდე შეძენის დამტკიცება მოპასუხეს არ ეკუთვნის. თუ არ დადგინდა, რომ უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში, მიჩნეული იქნება, რომ ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს.
3.2.4. 1974 წლის 24 ივლისის ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N-- გადაწყვეტილებით ნება დაერთო მოქალაქე ბ.ბ. ყ-----ელს და მის მეუღლეს მ.პ. ლ--–---–---–-ყ-----ელს მოახდინონ ბინების შეცვლა მოქალაქე ო.ნ. კ-----–-–---–თან და მის ყოფილ მეუღლესთან გ.კ. ნ--–-----ესთან, რის შედეგადაც: მოქა. ბ.ბ. ყ-----ელი საცხოვრებლად დაიკავებს გ------ ქ. N133-ში ბინა N98, მოქ. ო.ნ. კ-----–-–---–ისა და გ.კ. ნ--–-----ის მიერ გამოთავისუფლებულ ოროთახიან 30 კვ.მ. ფართის ბინას, ოჯახი შედგება 4 სულისაგან.
მოქ. ო.ნ. კ-----–-–---–ი საცხოვრებლად გადავა ხ-------ის ქ.N49-ბ-ში ბინა N41, მ.კ.ლ--–---–---–ი-ყ-----ელის მიერ გამოთავისუფლებულ ერთ ოთახიან 16 კვ.მ. ფართის ბინაში. ოჯახი შედგება 2 სულისაგან, ხოლო გ.კ. ნ--–-----ე - გ------ ქ. N86-ში ბინა N3, ბ.ბ. ყ-----ელის გამონთავისუფლებული ერთოთახიანი 15 კვ.მ. ფართის ბინაში, ოჯახი შედგება ორი სულისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1974 წლის 24 ივლისის ქუთაისის მშრომელთა დეპუტატის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N1---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 25 - 26).
3.2.5. ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 24.07.1974 წლის N1---- გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოქ. ო-----ი ნ----- ძე კ-----–-–---–ს საცხოვრებლად მიეცა ქ.ქუთაისში ხ-------ის ქ. N49-ბ სახლში ერთოთახიანი ბინა N41, ფართით 16 კვ.მ. ოჯახი შედგება 2 სულისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის ცენტრალურ არქივის საარქივო ცნობა NA-------------- (ს.ფ. 27).
3.2.6. 1974 წლის 31 ივლისს გაცემულია N6--- ორდერი ო-----ი კ-----–-–---–ის სახელზე, ქ.ქუთაისში ხ-------ის ქ. N49-ბ სახლში ერთოთახიანი ბინა N41, ფართით 16 კვ.მ. ოჯახის წევრები არიან: 1 კ-----–-–---–ი ო-----ი ნ----- ძე, 2. კ-----–-–---–ი დ-----ე ლ--–- იოსების ასული, ცოლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1974 წლის 31 ივლისს გაცემულია N6--- ორდერი (ს.ფ. 18).
3.2.7. ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ო-----ი კ-----–-–---–ის საკუთრება იყო. ბინა მისი საკუთრება გახდა მასსა და ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტს შორის 1997 წლის 27 მარტს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით, რომლითაც ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტმა ო-----ი კ-----–-–---–ს პრივატიზაციის გზით უსასყიდლოდ გადასცა ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 1997 წლის 27 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21)
- ცნობა დახასიათება (ს.ფ. 17).
3.2.8. რაც შეხება მეორე სადავო საკითხს, არის თუ არა ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41 არსებული უძრავი ქონების ½ წილი სამკვიდრო ქონება. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, როგორ უნდა გაიყოს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში რამდენს შეადგენს მათი წილი სამკვიდრო ქონებაზე. აღნიშნულის გარკვევამდე სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ როდის იყო შეძენილი ეს ქონება. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მეუღლეთა საერთო საკუთრებაა მხოლოდ ის ქონება, რომელიც მათ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას შეიძინეს. კანონმდებელი ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს ქორწინების პერიოდს, როდესაც ისინი ერთიანი ძალებით უძღვებიან საოჯახო მეურნეობას. სასამართლო თვლის, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ის შეძენილია ქორწინების პერიოდში და სამკვიდრო გაიხსნება მხოლოდ სადავო ქონების ნახევარზე. ასეთ შემთხვევაში კი მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ლ--–- კ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს ქ.ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა N50/41-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ½ ნაწილის მესაკუთრედ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
-- საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილია თანაცხოვრების პერიოდში და ½ წილზე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას.
მოპასუხე მ-----ი კ-----–-–---–ი მიიჩნევს, რომ ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში მდებარე უძრავი ქონება მამამისს - ო-----ი კ-----–-–---–ს ეკუთვნოდა ქორწინებამდე და ის ვერ ჩაითვლება თანაცხოვრების პერიოდში შეძენილად.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ პრივატიზაციის უფლების მქონე პირთა წრე, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები 2000 წელს რეგულირდებოდა საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების შესაბამისად, დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად ,,საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები არიან, ხოლო ბინის დამქირავებლად ის პირი ითვლება, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი ფართი ბინის ორდერში”.
1997 წლის 27 მარტს ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტმა ნება გამოხატა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძვლით ო-----ი კ-----–-–---–ს უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103- მუხლის I ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--–- კ-----–-–---–მა დაამტკიცა, რომ ის ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41 მდებარე ქონების დამქირავებელი იყო პრივატიზაციის პროცესში. სხვანაირად ის ვერ იქნება პრივატიზაციის სუბიექტი. პრივატიზაციის სუბიექტუნარიანობისათვის აუცილებელია ის ბინის დამქირავებელებად იყოს მითითებული. ამ გარემოების დასადასტურებლად მან უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება, რომ ბინა ო-----ი კ-----–-–---–თან ერთად მასაც გამოუყვეს. ასეთ დოკუმენტად განიხილება ორდერი, პირადი ბარათი, საბინაო წიგნი, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება და სხვა დოკუმენტი.
საქმეში წარმოდგენილია 1974 წლის 31 ივლისს გაცემულია N6--- ორდერი ო-----ი კ-----–-–---–ის სახელზე, ქ.ქუთაისში ხ-------ის ქ. N49-ბ სახლში ერთოთახიანი ბინა N41, ფართით 16 კვ.მ. ოჯახის წევრები არიან: 1 კ-----–-–---–ი ო-----ი ნ----- ძე, 2. კ-----–-–---–ი- დ-----ე ლ--–- იოსების ასული, ცოლი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამავე კოდექსის 1163-ე მუხლით ,,თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული”.
საქმის განხილვით დადგენილია, რომ ლ--–- კ-----–-–---–ი და ო----- კ-----–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1973 წლიდან. მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა მიუხედავად იმისა თუ რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მეუღლეთა მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებს აქვს უტყუარობის დანიშნულება და რეგისტრირებულ მონაცემების მიმართ მოქმედებს სისრულის პრეზუმცია. ქონება ითვლება იმ პირის საკუთრებად, რომელიც მესაკუთრედაა რეგისტრირებული, მაგრამ დასახელებული პირობა მეუღლეებს არ ართმევს უფლებას ნებისმიერ დროს მოითხოვოს მესაკუთრედ დარეგისტრირება. სადავო არაა ის გარემოება, რომ ქონების მესაკუთრედ რეგისტირებული იყო ო-----ი კ-----–-–---–ი. ქონების ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად რეგისტრაცია არ ნიშნავს მას, რომ ლ--–- კ-----–-–---–მა უფლება დაკარგა ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო საკუთრებაზე. მას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს პრეტენზია და მოითხოვოს მისი საკუთრების უფლების აღიარება, რის გამოც მომართა სასამართლოს და ითხოვა აღნიშნულის დადგენა.
დადგინდა და მხარეებიც არ უარყოფენ, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ო-----ი კ-----–-–---–ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული. ბინა მისი საკუთრება გახდა ო-----ი კ-----–-–---–სა და ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტს შორის 1997 წლის 27 მარტს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით. ბინა ო-----ი კ-----–-–---–ის საკუთრებად რეგისტრირებულია 1997 წლიდან. ანუ ითვლება, რომ დასახელებული ქონება შეძენილია იმ პერიოდში, როდესაც ლ--–- კ-----–-–---–ი და ო-----ი კ-----–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. შესაბამისად დასახელებული უძრავი ქონება მიჩნეული უნდა იქნეს ლ--–- კ-----–-–---–ის და ო-----ი კ-----–-–---–ის თანასაკუთრებად.
მოსარჩელემ მოითხოვა ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობა, რის უფლებასაც მას ანიჭებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლი. მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში მდებარე ბინა ლ--–- კ-----–-–---–ს და ო-----ი კ-----–-–---–ის მიერ ერთად შეძენილი ქონებაა.
6.4. სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის პოზიცია ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1339-ე მუხლის თანახმად, ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1319-ე მუხლით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
ამავე კოდექსის 1320-ე მუხლით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
განსახილველ შემთხვევაში, სამკვიდრო ქონება მდებარე ქალაქ ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა №50/41-ში ირიცხებოდა ო-----ი კ-----–-–---–ის სახელზე. იგი გარდაიცვალა 2006 წლის 17 თებერვალს, შესაბამისად ამ დროს მითითებულ ქონებაზე გაიხსნა მემკვიდრეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლით, გარდაცვლ--–- პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად: კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლ--–-ს შვილები, გარდაცვლ--–-ს შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
განსახილველ შემთხვევაში ო-----ი კ-----–-–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია, მაგრამ მას დარჩა პირველი რიგის ორი მემკვიდრე, მეუღლე ლ--–- კ-----–-–---–ი და შვილი მ-----ი კ-----–-–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში მემკვიდრეებს სანოტარო ორგანოსათვის დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად არ მიუმართავთ, თუმცა სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ლ--–- კ-----–-–---–ი, რომელიც იმ პერიოდში და შემდგომაც მითითებულ სახლში ცხოვრობდა. რაც შეეხება შვილს მ----- კ-----–-–---–ს ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო არ მიუღია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის განმარტებით, მ----- კ-----–-–---–მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი მოძრავი ნივთები, თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ვერც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ეს ნივთები შედიოდა სამკვიდრო მასაში. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 12 მარტს გაცემული ცნობა კინჩხის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ, იმის თაობაზე, რომ სოფელ ზედა კინჩხში ო-----ი კ-----–-–---–ის ქონებას მისი გარდაცვალების შემდეგ ფლობს მისი შვილი მ-----ი კ-----–-–---–ი, თუმცა ო-----ი კ-----–-–---–ის სახელზე უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს - მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს მემკვიდრის სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას როგორც საკუთარისა.
სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, კერძოდ, მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 225 ლარის ანაზღაურება.
7.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 300 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ქუთაისი ხ-------ის # 50/41 საკადასტრო კოდით 03----------------- ღიად დარჩენილ ½ ნაწილს;
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--–- კ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ლ--–- კ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს ქ.ქუთაისში, ხ-------ის ქუჩა N50/41-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ½ ნაწილის მესაკუთრედ.
1.2. მ-----ი კ-----–-–---–ს ლ--–- კ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 225 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 300 ლარის გადახდა.
1.3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა