გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
340210017001995489
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017001995489

საქმე # 2/468-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.05.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელეები - ალე--------------–---–ი, და---------–---–ი

წარმომადგენელი - ნო------------–---–ი

მოპასუხე - გი-----------–---–ი

მოპასუხე - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი - თი-------------–---–ი

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 20 აპრილის №126952 აქტით დაყადაღებული ქონება - სამეული (დივანი ორი სავარძლით), პერსონალური კომპიუტერი (DELUX-ის ფირმის კომპიუტერი, LG-ს ფირმის ,,ქეისი“, კლავიატურა, GENIUS-ის ფირმის ,,მაუსი“) ტელევიზორი LG-ის ფირმის, მაცივარი ,,NATIONAL”, მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: 2017 წლის 20 აპრილს მოსარჩელეების სახლში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი მივიდა, რომელმაც სახლში არსებული მოძრავი ნივთები აღწერა. აღმასრულებლისგან ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე ალე--------------–---–ის შვილს - მოპასუხე გი-----------–---–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოთ თანხა აქვს გადასახდელი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ გი-----------–---–ი ცალკე ცხოვრობს და ოჯახთან ურთიერთობა დაახლოებით 2 წელია შეწყვეტილი აქვს. ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა აღწერა წარმოადგენს მოსარჩელეების კუთვნილებას და გი-----------–---–ს მათ შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მოპასუხე გი-----------–---–ის ვალდებულების გამო არ უნდა მოხდეს მოსარჩელეების კუთვნილი ნივთების რეალიზაცია. 2. მოპასუხეების პოზიცია: 2.1. მოპასუხე გი-----------–---–მა წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ ცალკე ცხოვრობს, დაყადაღებული ნივთები მისი შეძენილი არ არის და მოსარჩელეების სახლში რაიმე ნივთი არასდროს მიუტანია. მოპასუხემ 2018 წლის 17 აპრილს განცხადებით მომართა სასამართლოს და მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვა ითხოვა; 2.2. მოპასუხე სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ გი-----------–---–ს ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა აქვს დაკისრებული. მასვე ეკისრება აღსრულების საფასურის გადახდა. სულ მოვალის ვალდებულება 2 140 ლარს შეადგენს. რადგან გი-----------–---–მა დაკისრებული თანხა ნებაყოფლობით არ გადაიხადა, აღმასრულებელი მოვალის იურიდიულ მისამართზე გამოცხადდა და იქ არსებული მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 44-ე მუხლის თანახმად, იგულისხმება, რომ ნივთები, რომელსაც პოულობენ მოვალის მისამართზე, მას ეკუთვნის. ამდენად, აღმასრულებელმა კანონის სრული დაცვით იმოქმედა და დაყადაღებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით გი-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის ე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ამავე სასამართლომ 2017 წლის 10 აპრილს გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე გი-----------–---–ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ჯარიმის იძულების წესით გადახდევინების მიზნით. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - - განაჩენი, სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 130-135). 3.1.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კახეთის სააღსრულებო ბიუროში №A1------4 სააღსრულებო საქმის წარმოება დაიწყო, სადაც კრედიტორს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო მოვალეს გი-----------–---–ი წარმოადგენს. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, 2017 წლის 20 აპრილს, გურჯაანის რაიონის სოფე-–----–--ში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: ტყავის სამეული (დივანი ორი სავარძლით), პერსონალური კომპიუტერი (DELUX-ის ფირმის კომპიუტერი, LG-ს ფირმის ,,ქეისი“, კლავიატურა, GENIUS-ის ფირმის ,,მაუსი“) ტელევიზორი LG-ის ფირმის, მაცივარი ,,NATIONAL”. ამავე აქტის მიხედვით ნივთების აღწერას ესწრებოდა თე--------ძე და დაყადაღებული ნივთები შესანახად მანვე ჩაიბარა. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 16-17). 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 20 აპრილის №126952 აქტში მითითებული ნივთები - ტყავის სამეული (დივანი ორი სავარძლით), პერსონალური კომპიუტერი (DELUX-ის ფირმის კომპიუტერი, LG-ს ფირმის ,,ქეისი“, კლავიატურა, GENIUS-ის ფირმის ,,მაუსი“) ტელევიზორი LG-ის ფირმის, მაცივარი ,,NATIONAL” წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ გუ---------------–----–------ის სოფე-–-----–--ი მოპასუხე გი-----------–---–ის რეგისტრაციის მისამართია, თუმცა იგი ამ მისამართზე არ ცხოვრობს. მისივე განმარტებით, გი-----------–---–ი ორ წელზე მეტია დე-------–--–----ოს სოფე-–--------–------–ოში ცხოვრობს და მოსარჩელის ოჯახთან ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, ერთი წლის წინ, მოვალე გი-----------–---–ს, სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე სასამართლოს განაჩენით დაკისრებული თანხის და აღსრულების საფასურის ნებაყოფლობით გადახდის მოთხოვნით წინადადება გაეგზავნა. წარმომადგენლის განმარტებით, გაფრთხილების წერილი მოვალის დედას თე--------ძეს ჩაჰბარდა. საქმეში წარმოდენილ ყადაღის აქტშიც მითითებულია, რომ 2017 წლის 20 აპრილს ჩატარებულ სააღსრულებო მოქმედებას მოვალის მხრიდან მხოლოდ თე--------ძე ესწრებოდა. (იხ. სასამართლოს 18.05.2018 წლის სხდომის ოქმი 14:38:39-14:39:10 სთ; 14:42:22-14:43:10 სთ) ამდენად, ორივე სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მოვალე გი-----------–---–ი რეგისტრირებულ მისამართზე (გურჯაანის რაიონი სოფე-–-----–--ი) არ იმყოფებოდა, საქმეში წარმოდგენილია საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ მოპასუხე გი-----------–---–ზე დე-------–--–----ოს რაიონის სოფე-–--------–------–ოში გაგზავნილი სასამართლოს უწყება ოჯახის წევრმა - მაი------–-–---–მა ჩაიბარა. გზავნილის მიხედვით, უწყების ჩამბარებელი პირი გი-----------–---–ის სიდედრია. ის აგრემოება, რომ გი-----------–---–ი რამოდენიმე წელია სოფე-–----–--ში აღარ ცხოვრობს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკისთხულმა გი--------------------ემაც დაადასტურა. (იხ. სასამართლოს 18.05.2018 წლის სხდომის ოქმი 114:47:03-14:47:30 სთ) ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ მიუხედავად რეგისტრაციისა, მოპასუხე გი-----------–---–ი არ ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფე-–----–--ში და ამ მისამართზე ალე--------------–---–ი, მისი მეუღლე თე--------ძე და შვილი და---------–---–ი ცხოვრობენ. მოპასუხე მხარეს ამ გარემოების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ გი-----------–---–ი არ ცხოვრობს გუ---------------–----–------ის სოფე-–----–--ში, სადაც ნივთების აღწერა-დაყადაღება მოხდა, ხოლო მოსარჩელეები ამ მისამართზე მაცხოვრებელი და შესაბამისად, სადავო ნივთების მფლობელ პირებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეები მოსარჩელეები არიან. სადავო ნივთებზე მფლობელებიდან გამომდინარე მოსარჩელეების მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს. - - სასარჩელო განცხადება, შესაგებლები (1-14; 47-54; 97-105); - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 16-17); - - უწყება, საფოსტო უკუგზავნილი (ს.ფ. 95-96); - - მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლოს 18.05.2018 წლის სხდომის ოქმი) სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 5.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით განმარტა რომ, ვინაიდან მოპასუხე გი-----------–---–ის რეგისტრაციის მისამართი გურჯაანის რაიონის სოფე-–-----–--ია, ამიტომ ამ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი ნივთები მის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია შეიძლება მისი მფლობელის მიმართ არსებობდეს და პირის რომელიმე მისამართზე რეგისტრაცია არ წარმოშობს ამ მისამართზე მდებარე მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებას. ამავდროულად, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლი მიუთითებს იმ ნივთებზე, რომელსაც მოვალესთან პოულობენ, ანუ მოვალის ადგილსამყოფელზე აღოჩენილ ნივთებზე. სასამართლოს, ამ მოსაზრების დასასაბუთებლად, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლითაც საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება. ნორმის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს. ცხადია, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი სურვილით, რეგისტრაცია ერთ-ერთი მათგანის მიხედვით გაიაროს და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი. სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს ენიჭება. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხე გი-----------–---–ის რეგისტრაციის ადგილია გუ---------------–----–------ის სოფე-–-----–--ი, თუმცა სასამართლო მიუთითებს რა სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, განმარტავს, რომ რეგისტრაციის ადგილი შეიძლება არ წარმოადგენდეს პირის საცხოვრებელ ადგილს და იგი სრულიად სხვა მისამართზე ცხოვრობდეს. ამდენად, ის გარემოება, რომ გი-----------–---–ის რეგისტრაციის ადგილი არის გუ---------------–----–------ის სოფე-–-----–--ი, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამ მისამართზე ცხოვრობს და ამ მისამართზე განთავსებული ყველა ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს. მითუმეტეს რომ, როგორც საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, ამ მისამართზე ალე--------------–---–ი, თე--------ძე და არსრულწლოვანი და---------–---–ი ცხოვრობს. სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ რეგისტრაციით არ განისაზღვრება, არამედ აუცილებელია, რომ პირი ფაქტობრივად ცხოვრობდეს რეგისტრაციის მისამართზე. განსახილველ შემთხვევაში კი ვერ იქნა დადასტურებული, რომ გი-----------–---–ი რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრობს. უფრო მეტიც, საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ მისი საცხოვრებელი მისამართი დე-------–--–----ოს მუნიციპალიტეტის სოფე-–--------–------–ოა. შესაბამისად, არ არსებობს ყადაღის აქტში მითითებული მოძრავი ნივთების მის საკუთრებად მიჩნევის ფაქტობრივი საფუძველი. 6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას. რომლებიც არ არიან მოვალეები და არც ის პირები, რომლებმაც სოლიდარულად შეიძლება აგონ პასუხი გი-----------–---–ის ფულად ვალდებულებებზე და რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელეების საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ სადავო ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე გი-----------–---–მა სარჩელი სცნო მოსამზადებელ ეტაპზე. მოპასუხე სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ სარჩელი არ სცნო. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 2 450 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელე მხარეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: 8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591,369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელეების ალე--------------–---–ის და და---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 20 აპრილის №126952 აქტით დაყადაღებული ქონება - სამეული (დივანი ორი სავარძლით), პერსონალური კომპიუტერი (DELUX-ის ფირმის კომპიუტერი, LG-ს ფირმის ,,ქეისი“, კლავიატურა, GENIUS-ის ფირმის ,,მაუსი“) ტელევიზორი LG-ის ფირმის, მაცივარი ,,NATIONAL”; 3. მოპასუხე სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ მოსარჩელეების ალე--------------–---–ის და და---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება; 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე რომან კუპატაძე