გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2018
საქმის ნომერი
050210018002331684
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210018002331684

საქმე №2/224-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.04.2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: სს ,,ლი------ი ბა--ი“;

წარმომადგენელი: ან-----------ი;

მოპასუხე: მი---ლ მა------–---ი; ცი–-------------–-–---–ი;

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს მი---ლ მა------–---სა და ცი–-------------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე 24 248.05 (ძირი - 17350, % - 4246.24, ჯარიმა - 2751.81) ლარის გადახდა.

 

1.2. იპოთეკით დატვირთული ცი–-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 27.06.56.170) იძულებითი რეალიზაცია.

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით სრულად არ დაკმაყოფილდება ს.ს ,,ლი------ი ა--ის’’ მოთხოვნა, მოხდეს მოპასუხეების მი---ლ მა------–---ისა და ცი–-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებათა რეალიზაცია ს.ს ,,ლი------ი ბა--ის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა მი---ლ მა------–---მა და ცი–-------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ კერძოდ, ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2015 წლის 25 ნოემბერს სს ,,ლი------ი ბა--სა’’ და მი---ლ მა------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების №რბ-01090-2015 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ხაზის ლიმიტი განისაზღვრა 20 000 ლარით. მოქმედების ვადად განისაზღვრა 360 კალენდარული თვე, კერძოდ, 2045 წლის 25 ნოემბერი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 25 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების №რბ-01090-2015 ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ 18-25).

 

3.2.2. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ლი------ი ბა--სა’’ და მი---ლ მა------–---ს შორის 2016 წლის 20 ივლისს გაფორმდა საბა--ო კრედიტის №0002/2016/07741 ხელშეკრულება. საბა--ო კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 17350 ლარი, წლიური 16% პროცენტი, 84 თვით. პირგასამტეხლო კრედიტის ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 20 ივლისის საბა--ო კრედიტის ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ 26-31).

 

3.1.3. მი---ლ მა------–---მა სს ,,ლი------ი ბა--ში’’ მის სახელზე არსებული სესხის დაფარვის გრაფიკი დაარღვია 2016 წლის 02 სექტემბრიდან. 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით მი---ლ მა------–---ს დაერიცხა სასესხო დავალიანება 24248.05 ლარის ოდენობით (ძირი თანხა - 17350 ლარი, პროცენტი - 4146.24 ლარი და ჯარიმა - 2751.81 ლარი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

- სს ,,ლი------ი ბა--ის“ ცნობა დავალიანების შესახებ. (იხ. ს.ფ 43-44).

 

3.1.4. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულებითა და საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 20 ივლისს სს ,,ლი------ი ბა--სა’’ და ცი–-------------–-–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდები პირის პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 40 000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

- 2015 წლის 20 ივლისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ 32-36).

 

3.1.5. 2015 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 25 ნოემბერს სს ,,ლი------ი ბა--სა’’ და ცი–-------------–-–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა ცი–-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ლანჩხუთი, ყაზბეგის ქ.№1. ს/კ 27.06.56.170.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 25 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ 37-40).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 41-42).

 

3.1.6. 2018 წლის 09 თებერვალს მი---ლ მარგველანი და ცი–-------------–-–---–ი წერილობითი ფორმით გაფრთხილებულ იქნენ ბა--ის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისა და შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,ლი------ი ბა--ის“ 2018 წლის 09 ითებერვლის გაფრთხილებები და ჩაბარების დასტურები (იხ. ს.ფ 45-48).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-868-ე, 891-892-ე, 327-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე, 873-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად გა--არგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბა--ო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე მი---ლ მა------–---ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ,,ლი------ი ბა--ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მი---ლ მა------–---ს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და მხარეების მიერ ის სადავოც არ გამხდარა. დადგენილია, რომ მოპასუხემ ცი–-------------–-–---–მა მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა პასუხისმგებლობა მი---ლ მა------–---ის მიერ ბა--ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მი---ლ მა------–---თან ერთად ცი–-------------–-–---–ის სოლიდარული ვალდებულება ბა--ის წინაშე წარმოშობილია ბა--თან დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სასამართლო ხარჯების ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირმა უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის, თავდებობით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის ფარგლებში.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას გა--არგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი ხმარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის 17350 ლარის და პროცენტის 4146.24 ლარის დაკისრების თაობაზე, უფრო მეტიც მათ ამ ნაწილში ცნეს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე მხარისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების გა--არგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე გა--არგავს თავის მატერიალურ უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ძირი თანხის 17350 ლარის და პროცენტის 4146.24 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცხული პროცენტით არ გადაიხადეს. მათ გადასახდელი აქვთ ძირითადი თანხა 17350 ლარი, პროცენტი - 4146.24 ლარი და ჯარიმა (პირგასამტეხლო) - 2751.81 ლარი.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმა (პირგასამტეხლო) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა (პირგასამტეხლო), რაც სასარჩელო მოთხოვნის თანახმად შეადგენს 2751.81 ლარს წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მი---ლ მა------–---ის მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით მოპასუხეებს ჯარიმის (პირგასამტეხლოს) სახით უნდა დაეკისროთ 550.36 ლარის ოდენობით გადახდა.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის წერილობითი ფორმით გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,ლი------ი ბა--ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 22046.60 ლარის ანაზღაურება.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოსარჩელის მოთხოვნა ცი–-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: 27.06.56.170) რეალიზაციის მოთხოვნით ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301.11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული გენერალური ხელშეკრულების 10.4.3. პუნქტის თანახმად თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად დასაფარავად, მაშინ მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის ვალდებულების სრულად დაფარვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოპასუხეების სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, სასამართლო განმარტავს შემდეგ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.2. პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 727,44 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში სარჩელი ცნო. წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სს ,,ლი------ი ბა--ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 644,88 ლარი, ხოლო ბაჟის თანხის ნაწილი 66.05 ლარი უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში. მი---ლ მა------–---ს და ცი–-------------–-–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს ,,ლი------ი ბა--ის“ სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 16.51 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ლი------ი ბა--ის“ სარჩელი მი---ლ მარგვლიანი და ცი–-------------–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მი---ლ მა------–---ს და ცი–-------------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,ლი------ი ბა--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 22046.60 ლარის (ძირი - 17350 ლარის, პროცენტის 4146,24 ლარის, ჯარიმის 550,36 ლარის) გადახდა;

3. განხორციელდეს იპოთეკით დატვირთულის მოპასუხე ცი–-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 27.06.56.170 იძულებით რეალიზაცია.

4. მი---ლ მა------–---ს და ცი–-------------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,ლი------ი ბა--ის“ სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 16.51 ლარის ანაზღაურება.

4. სს ,,ლი------ი ბა--ს“ დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 644,88 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან მიმღები ბა--ი: სახელმწიფო ხაზინა; ბა--ის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300903150( გადახდის თარიღი: 01.03.2018 წელი, საგადასახადო დავალება 5140436252), ხოლო ბაჟის თანხის ნაწილი 66.05 ლარი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

5. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით სრულად არ დაკმაყოფილდება მოსარჩელის სს ,,ლი------ი ბა--ის’’ მოთხოვნა, მოხდეს მოპასუხეების მი---ლ მა------–---ისა და ცი–-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქოენაბთა რეალიზაცია მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისმიზნით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე