გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.05.2018
საქმის ნომერი
100310018002308801
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002308801

საქმე №3/11-2018წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17.05.2018 წელი. ქ. საჩხერე

საჩხერის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე: თე--------- თუ-----ე

წარმომადგენელი: ნ--- ღუ------–---–ი

მოპასუხე: ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: მი----– აბ–-----ძე

მოპასუხე: ჯე---–- სა-------–-ძე, მ--- ყი--–--ე, ა----- სა-------–-ძე, ნ--- სა-------–-ძე

წარმომადგენელი: ელ---- ბო-------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის 2012 წლის 21 აგვისტოს N8-----------06 გადაწყვეტილება უძრავი ქონების - ს/კ 35.04.51.0--, ა----- სა-------–-ძის, მ--- ყი--–--ის, ნ--- სა-------–-ძის, ჯე---–- სა-------–-ძის სახელზე რეგისტრაციის შესახებ.

 

2. მოსარჩელე თე--------- თუ-----ე (პ/ნ3----------) მიუთითებს, რომ 2007 წლის 14 ნოემბერს კანონით დადგენილი წესით მიიღო მამის ი----- თუ-----ის სამკვიდრო ქონება მდებარე საჩხერის რაიონის სოფელ სა----–- მდებარე მიწის ნაკვეთები. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოახდინა რეგისტრაცია საჯარო რეესტრის სამსახურში და აიღო ამონაწერები ს/კ 35.04.14.---, 35.04.14.2--. აღნიშნულ ქონებას ფლობს. 2017 წლის სექტემბერში წარადგინა საჯარო რეესტრში ელექტრონული რეგისტრაციისთვის შესაბამისი ნახაზები, თუმცა საჯარო რეესტრიდან აცნობეს, რომ საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული აქვს მის მეზობლად , მცხოვრებ ჯე---–- სა-------–-ძეს (პ/ნ3----------) , ა----- სა-------–-ძეს (პ/ნ 5----------), მ--- ყი--–--ეს (პ/ნ 5----------) და ნ--- სა-------–-ძეს (პ/ნ3----------) 2012 წელში ორივე მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად აქვს დარეგისტრირებული. მიუხედავად მოპასუხესთან კომუნ---ციისა ვერ მოხერხდა აღნიშნული სადაო საკითხის მოგვარება.

მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე საჯარო რეესტრის სააგენტომ სადაც მიუთითებს, რომ სარჩელს არ ცნობს. მოპასუხე განმარტავს, რომ 2012 წლის 18 ივლისს ჯე---–- სა-------–-ძემ მიმართა საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სა----–- მდებარე 2394 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე. დაინტერესებულმა პირმა წარადგინა საარქივო ცნობები, უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, 1995 წლის 02 მაისს ო-–-- სა-------–-ძის სახელზე გაცემული N2--- მიღება-ჩაბარების აქტი, თანდართული ექსპლიკაციით.

2012 წლის 24 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და განმარტა, რომ წარსადგენი იყო ო-–-- სა-------–-ძის კომლის შესახებ ინფორმაცია.

2012 წლის 30 ივლისს და 12 აგვისტოს დაინტერესებულმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა 2012 წლის 9 ივლისს და 012 წლის 21 აგვისტოს გაცემული საარქივო ცნობები.

2012 წლის 21 აგვისტოს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე მდებარე საჩხერე სოფელი სა------ საკადასტრო კოდი 35.04.51.0-- დარეგისტრირდა ა----- სა-------–-ძის, მ--- ყი--–--ის, ნ--- სა-------–-ძისა და ჯ----– სა-------–-ძის თანასაკუთრებად.

მოპასუხე მიუთითებს, რომ სადაო გადაწყვეტილება კანონიერია და ბათილად არ უნდა იქნას ცნობილი.

2.2. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებს: ჯე---–- სა-------–-ძეს, მ--- ყი--–--ეს, ა----- სა-------–-ძეს, ნ--- სა-------–-ძეს შესაგებელი არ შემოუტანიათ, თუმცა ჯე---–- სა-------–-ძე და ა----- სა-------–-ძე გამოცხადდნენ სასამართლოს სხდომაზე და მოითხოვეს სარჩელის უარყოფა, რადგან წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მათ საკუთრებას და არავითარი საფუძველი რეგისტრაციის ბათილად ცნობისა არ არსებობდა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ 2007 წლის 14 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელე თე--------- თუ-----ემ მიიღო სამკვიდრო მამის-ი----- თუ-----ის კუთვნილ დანაშთ ქონებაზე.

2003 წლის 29 მარტს ი----- თუ-----ის გარდაცვალებით გაიხსნა მემკვიდრეობა. მოწმობის თანახმად სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ი----- თუ-----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთები მდებარე საჩხერის რაიონის სოფელ სა----–- საკადასტრო კოდით 35.04.14.2-- და 35.04.14.---

სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელე თე--------- თუ-----ის სახელზე. საჯარო რეესტრში თე--------- თუ-----ის სახელზე უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 14 დეკემბერს.

დადგენილია, რომ თე--------- თუ-----ის მამის ი----- თუ-----ის სახელზე 1997 წლის 15 თებერვალს გაცემული იყო მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტი. საქმეში წარმოდგენილი

საკადასტრო რუკით მიწის ნაკვეთი ს/კ 35.04.14.--- სოფელი სა----- ფართობი 0,211 ჰა, ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღრიცხულია მოსარჩელის მამის ი----- თუ-----ის სახელზე, საჯარო რეესტრში 2002 წლის 09 იანვარს, რასაც ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს სახელმწიფო რეგისტრატორი.

საკადასტრო რუკით მიწის ნაკვეთი ს/კ 35.04.14.2-- სოფელი სა----- ფართობი 0,049 ჰა, ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღრიცხულია მოსარჩელის მამის ი----- თუ-----ის სახელზე, საჯარო რეესტრში 2002 წლის 09 იანვარს, რასაც ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს სახელმწიფო რეგისტრატორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 10-12)

- რეესტრის ამონაწერები(ს.ფ.13,14)

- მიღება- ჩაბარების აქტი (ს.ფ.

- საკადასტრო რუკა (ს.ფ.

- საკადასტრო რუკა (ს.ფ

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2. დადგენილია, რომ 1995-2005 წლების საკომლო წიგნების მიხედვით აწ. გარდაცვლილი ო-–-- სა-------–-ძის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ო-–-- სა-------–-ძე, ჯე---–- სა-------–-ძე, ა----- სა-------–-ძე, ნ--- სა-------–-ძე, მ--- ყი--–--ე. დადგენილია, რომ 1995 წლის 02 მაისს ო-–-- სა-------–-ძის კომლის სახელზე გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტი N 2---. ასევე მიწის ნაკვეთზე ს/კ 35.04.14.--- ო-–-- სა-------–-ძის სახელზე 2002 წლის 15 იანვარს გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა. განაცხადის რეგისტრაციის თარიღი 2002 წლის 9 იანვარი.

დადგენილია, რომ 2012 წლის 18 ივლისს ჯე---–- სა-------–-ძემ მიმართა საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სა----–- მდებარე 2394 კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთზე. წარდგენილი იქნა საარქივო ცნობები, მიღება - ჩაბარების აქტი N2---, ასევე წარდგენილი იქნა უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

დადგენილია, რომ 2012 წლის 24 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო შეჩერების შესახებ N 8----------6-03 გადაწყვეტილება ბოლო წლების შესახებ საარქივო ცნობების არ არსებობის გამო. 2012 წლის 30 ივლისს და 12 აგვისტოს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იქნა შესაბამისი ცნობები. უფლებათა რეესტრში დაცული ინფორმაციით დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სა----–- მდებარე 230 კვადრატული მეტრ დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთზე ს/კ 35.04.14.--- დარეგისტრირდა ო-–-- სა-------–-ძის ოჯახის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძველი-მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 2---. აღნიშნულ სისტემურ რეგისტრაციაზე გახსნილია სააღრიცხვო ბარათი რეგისტრატორის ხელმოწერითა და ბეჭდით.

2012 წლის 21 აგვისტოს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე მდებარე: საჩხერე სოფელი სა----- ს/კ 35.04.51.0-- დარეგისტრირდა ა----- სა-------–-ძის, მ--- ყი--–--ის, ნ--- სა-------–-ძისა და ჯე---–- სა-------–-ძის თანასაკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 80-81)

- საარქივო ცნობა(ს.ფ.82)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.93 )

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 27)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს.ფ.28)

-განცხადების მიღების ბარათი(ს.ფ.73)

- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება(ს.ფ.84)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე-თე--------- თუ-----ემ 2017 წლის 15 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. წარდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სუბსიდირების პროექტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილებით თე--------- თუ-----ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და 35.04.51.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. განმცხადებელს განემარტა კორექტირებული ნახაზის წარმოდგენის ან დავის არსებობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.

2017 წლის 25 ოქტომბერს თე--------- თუ-----ის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე. დადგენილია, რომ მედიაციის გამოყენებით შეთანხმება ვერ შედგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ნოემბრისა და 2017 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით განმცხადებელს ისევ ეცნობა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე. საჯარო რეესტრის სააგენტოს 2017 წლის 18 დეკემბრის N8----------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 95)

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 99-100)

- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ(ს.ფ.101-102)

- მიმართვა მედიაციის თაობაზე(ს.ფ.103)

- გადაწყვეტილებები (ს.ფ.117-122)

- მხარის განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე და მესამე პირები დაობენ საკუთრების უფლებას ზედდების ფარგლებში. მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ ჯერ კიდევ მოსარჩელის მამა-ი----- თუ-----ე ოჯახთან ერთად ამუშავებდა სადაო მიწის ნაკვეთს. აღნიშნულს არ უარყოფს არც ჯ----– სა-------–-ძე, თუმცა მას მიაჩნია, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი მის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლო ასევე დადგენილად თვლის, რომ ზედდების ფარგლებში განთავსებულია სახლის (მესამე პირთა განმარტებით) შენობის საძირკველი, რომელიც ნებართვის გარეშეა გაკეთებული.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით და საკადასტრო მონაცემებით დადგენილია, რომ ო-–-- სა-------–-ძის კომლისათვის გადაცემული მიღება-ჩაბარების 2--- აქტის მიხედვით არსებული მიწის ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვთის მესაკუთრე განსხვავდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმეთა ჩვენება (იხ.ოქმი)

- სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 24)

- მხარის განმარტებები (იხ. ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ თე--------- თუ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 აგვისტოს N8-----------06 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.04.51.0-- რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;

- სამოქალაქო კოდექსი.

- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგ მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერესს სასამართლოში დავის აღძვრისა.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

6.3. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სამკვიდრო მოწმობა ეს არის სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

დადგენილია, რომ 2007 წლის 14 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელე თე--------- თუ-----ემ მიიღო სამკვიდრო მამის-ი----- თუ-----ის კუთვნილ დანაშთ ქონებაზე.

2003 წლის 29 მარტს ი----- თუ-----ის გარდაცვალებით გაიხსნა მემკვიდრეობა. მოწმობის თანახმად სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ი----- თუ-----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთები მდებარე საჩხერის რაიონის სოფელ სა----–- საკადასტრო კოდით 35.04.14.2-- და 35.04.14.---

სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელე თე--------- თუ-----ის სახელზე. საჯარო რეესტრში თე--------- თუ-----ის სახელზე უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 14 დეკემბერს.

დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე თე--------- თუ-----ეს სარეგისტრაციო განცხადებით სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია

დადგენილია, რომ მოსარჩელე - თე--------- თუ-----ემ 2017 წლის 15 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. წარდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სუბსიდირების პროექტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილებით თე--------- თუ-----ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და 35.04.51.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. განმცხადებელს განემარტა კორექტირებული ნახაზის წარმოდგენის ან დავის არსებობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.

საჯარო რეესტრის სააგენტოს 2017 წლის 18 დეკემბრის N8----------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.

თე--------- თუ-----ემ სწორედ აღნიშნული კანონის ფარგლებში მიმართა საჯარო რეესტრს თავისი რეგისტრირებული საკუთრების უფლების სრულყოფის მიზნით კოორდინატთა სისტემაში.

 

6.5. მოსარჩელის უფლება სადაო მიწის ნაკვეთებზე - ს/კ 35.04.14.--- სოფელი სა----- ფართობი 0,211 ჰა, ს/კ 35.04.14.2-- სოფელი სა----- ფართობი 0,049 ჰა, დასტურდება 2007 წლის 14 დეკემბრის რეგისტრაცით და შესაბამისი რეესტრის ამონაწერით. აღნიშნული რეგისტრაცია მოსარჩელის მამის დანაშთ ქონებაზე არსებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზეა განხორციელებული. მოსარჩელის მამის საკუთრების უფლება სადაო ქონებაზე დასტურდებოდა 1997 წლის 15 თებერვალს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება ჩაბარების აქტით და 2002 წლის 09 იანვრის სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ განხორციელებული სადაო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციით.

 

2012 წლის 21 აგვისტოს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე მდებარე: საჩხერე სოფელი სა----- ს/კ 35.04.51.0-- (წინა ნომერი 35.04.14.---) დარეგისტრირდა ა----- სა-------–-ძის, მ--- ყი--–--ის , ნ--- სა-------–-ძისა და ჯე---–- სა-------–-ძის თანასაკუთრება (დაზუსტებული ფართობი 2394 კვადრატული მეტრი). რეგისტრაციის საფუძველი-მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 2---. აღნიშნულ სისტემურ რეგისტრაციაზე გახსნილია სააღრიცხვო ბარათი რეგისტრატორის ხელმოწერითა და ბეჭდით.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. მოპასუხეთა სახელზე არსებობს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N2--- ასევე ი----- თუ-----ის სახელზე გაცემულია მიწის მიღება - ჩაბარების აქტი, 2002 წლის განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად არსებული საკადასტრო რუკები, 2007 წლის 14 დეკემბრის რეგისტრაციის შედეგად არსებული რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო რუკები, აზომვითი ნახაზები, მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს ნაკვეთის პარამეტრებს - სიგრძე, სიგანე, ფართობი, ინფორმაცია მოსაზღვრე ნაკვეთების შესახებ, მასშტაბი და ა.შ.

6.6. საჯარო რეესტრის სააგენტოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სადავო აქტის გამოცემამდე. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წელს უძრავი ქონების საკუთრების და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს. სარეგისტრაციო მოწმობა ასახავს ამ ქონების საკუთრების ან იჯარის უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის. მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე, იჯარის ან გირავნობის ხელშეკრულებაზე გავრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რაც ჩაწერილია სააღრიცხვო ბარათში, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი არ არის აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობაში. 2002 წლის იანვარში ორივე მხარეს გააჩნდა სააღრიცხვო ბარათები სადაო თავიანთ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, აღნიშნული წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს, რომელშიც აისახებოდა უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაცია.

მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1 “ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის (ასეთი სახით ჩამოყალიბებულია 2011 წლიდან) რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

6.7. საჯარო რეესტრს 2012 წლის 21 აგვისტოს მოპასუხეთა ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა არსებული ზედდება. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

როგორც აღინიშნა 2007 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადაო მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი ფართობით, თუმცა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.05 წ. კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.4 მუხლის თანახმად „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.08წ. კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები (შემდგომში ინსტრუქცია) ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.

 

ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თუ საჯარო რეესტრში უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტირიულ სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები, გასცეს შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა.

ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო (საქმე #ბს-367-363(კ-12) ) განმარტავს, რომ რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტები, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული რეესტრის ამონაწერები ნაკვეთის სხვა მახასიათებლებთან ერთად, შეიცავს აგრეთვე საკადასტრო გეგმას 1:600 მასშტაბში თე--------- თუ-----ისა და მოპასუხეთა საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები კონფიგურაციის, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრებს, რაც ასევე იძლეოდა ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის საკმარის შესაძლებლობას.

 

6.8. ერთმნიშვნელოვანია, რომ ქრონოლოგიურად მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტებიდან დაწყებული, 2002 წლის სააღრიცხვო ბარათები, 2007 წლის 14 დეკემბრის რეგისტრაციის შესაბამისად შექმნილი საკადასტრო გეგმები და საკადასტრო აზომვითი ნახაზები შეიცავენ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მესაკუთრეთა შესახებ. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26.5 მუხლის შესაბამისად, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს ინფორმაციას მოსაზღვრე უძრავი ნივთის მფლობელის ან მესაკუთრის შესახებ.

სადაო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო აზომვთი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოცემული მდგომარეობით მოპასუხეთა კუთვნილი მიღება-ჩაბარების აქტით არსებული საზღვრები შესაბამისად მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მონაცემები განხვავდება სადაო რეგისტრაციის შედეგად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებისაგან.

სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე - 7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად მოპასუხეს არსებითი გამოკვლევის შემთხვევაში შეეძლო დაედგინა ნაკვეთის მესაკუთრე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა.

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას, რეესტრის სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა რეგისტრაციის არსებობა.

 

6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის - თე--------- თუ-----ისათვის ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ თე--------- თუ-----ის სახელზე გაცემული რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო რუკა და სხვა დოკუმენტები, მის სახელზე საჯარო რეესტრის განხორციელებული ჩანაწერი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ თე--------- თუ-----ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო - აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

ინსტრუქციის 26-ე მუხლის შესაბამისად საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადსტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა.

 

სასამართლო თვლის, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. სასამართლო თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.

 

6.10. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ თე--------- თუ-----ეს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო რუკები არ გაუქმებულა, თე--------- თუ-----ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ გამხდარა სადავო, ძალაშია და მოქმედებს.

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. არ შეიძლება, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად.

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისადსაქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს სადაო რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, უნდა გამოიკვლიოს მიღება-ჩაბარების აქტი N2---, ი----- თუ-----ის სახელზე გაცემული მიწის მიღება -ჩაბარების აქტი , 2002 წლის განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად არსებული საკადასტრო რუკები , 2007 წლის 14 დეკემბრის რეგისტრაციის შედეგად არსებული რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო რუკები, აზომვითი ნახაზები. აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს ნაკვეთის პარამეტრებს - სიგრძე, სიგანე, ფართობი, ინფორმაცია მოსაზღვრე ნაკვეთების შესახებ, მასშტაბი და ა.შ. უნდა მოხდეს მოცემული პარამეტრების შედარება სადაო რეგისტრაციის მონაცემებთან. სასამართლო ასევე თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს, სადაო აქტებთან. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს სადაო მიწის ნაკვეთზე შენობის საძირკვლის ან შენობის არსებობის ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნას ასევე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია მათი პარამეტრების შესაბამისად სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში მათი ადგილის მიხედვით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს სხვა გარემოებები, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა სადაო აქტებთან მიმართებაში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

 

6.11.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.12. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 აგვისტოს N8-----------06 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.04.51.0-- რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თე--------- თუ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 აგვისტოს N8-----------06 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.04.51.0-- რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოპასუხეებს - ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ჯე---–- სა-------–-ძეს, მ--- ყი--–--ეს, ა----- სა-------–-ძეს, ნ--- სა-------–-ძეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის- თე--------- თუ-----ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი