გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2081399-2/519-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი თამარ ცინაძე
მოსარჩელე - მი----–----–---ი
წარმომადგენელი - ეკ-------------–--ე, მა----------------ან
მოპასუხე - ე------------------, ნი------–---ი
წარმომადგენელი - ინ--------–---ი, ცი-------------ძე, იო------------–--ლი
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. გაერთიანებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–---------------- ე------------------- და ნი------–---ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება დადებული უძრავ ქონებაზე მდებარე დაბა ა------------------------–---------- საკადასტრო კოდი 6------------------.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–---------------- ე------------------- და ნი------–---ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება დადებული უძრავ ქონებაზე მდებარე დაბა ა------------------------–------------ მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 6-----------.
1.3. მი----–----–---ი ცნობილ იქნა ე--------------------- რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების მდებარე დაბა ა------------------------–---------- საკადასტრო კოდი 6------------------ და რ---------–------------ მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 6----------- ½ წლის მესაკუთრედ.
მოსარჩელის განმარტებით: მი----–----–---ი არის რეგისტრირებულ ქორწინებაში ე-----------–---–--------- წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ს--- ვაჟიშვილი. ოჯახით ცხოვრობდნენ მოსარჩელის ბებიის და ბაბუის საცხოვრებელ ბინაში, რომლის ორდერიც იყო გამოწერილი მი----–----–---ის სახელზე, მაგრამ სამწუხაროთ დღეის მდგომარეობით ა-------- არქივი არის დამწვარი და არანაირი ინფორმაცი არ ინახება აღნიშნულთან დაკავშირებით. წინა საუკუნის 80 წლებში სახლი დაანგრიეს, რადგან იყო ავარიული და მათ ოჯახს გამოუყვეს კ----------------------–-----------------------–-------------–--------- მდებარე ბინა, რომელის ორდერიც მოსარჩელის თხოვნით გაიცა მისი მეუღლის სახელზე. 1----–-–---------------- მისმა მეუღლემ ე-----------–---–-- შეადგინა პრივატიზაციის ხელშეკრულება და 2--- წელს დაირეგისტრირა თავის სახელზე 1-----------. საკადასტრო კოდით 6------------------ და ასევე დაიკანონა სახლთან არსებული მიმდებარე შენობა–ნაგებობა 1---------. საკადასტრო კოდით 6-----------. 1--- წელს, რადგან საქართველოში იყო კრიზისი და არ იყო სამუშაო ადგილები, მოსარჩელე სამუშაოთ გაემგზავრა რ------------------–--–- ქალაქ კ------------–-- ხოლო შემდგომ მ-------------–-–-- საიდანაც ოჯახს უგზავნიდა ფულად დახმარებას და ყოველწლიურად ჩამოდიოდა და შვილისათვის იყიდეს სახლი მათ საცხოვრებელ სახლთან მიბმული, ერთ აივანზე. 2----–-–--------------- თვეში მი----–----–---მა გადაწყვიტა ჩამოსულიყო საცხოვრებლად საქართველოში, რადგან ასაკი და ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობდა, რომ ემუშავა. ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრობდა მათ კუთვნილ სახლში 2----–-–--------------- მაგრამ მისმა მეუღლემ უთხრა, რომ სახლი უნდა გააქირავოს დამსვენებლებზე და რომ დაეცალა დაკავებული ოთახი. უთხრა, რომ წასულიყო სადაც უნდოდა, რადგან ეს სახლი იყო მისი და რეგისტრირებული მის სახელზე. მოსარჩელე იძულებული გახდა წასულიყო ძმის ოჯახში და დღემდეც ცხოვრობს იქ. სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. სწორედ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელემ ა---––---- რაიონულ სასამართლოში აღძრა დავა, სარჩელი მოპასუხემ ჩაიბარა 3-----–---------–--------------- განახორციელა მოჩვენებითი გარიგება და აღნიშნული უძრავი ქონება, მდებარე დ-----------------------------–--------- აჩუქა მათ არასრულწლოვან შვილიშვილს - ნი------–---ის დაჩქარებული წესით, რომლის რეგისტრაციაც მოახდინეს არა 4------–--- დღეში, არამედ 1------–-- რათა ვადებში წარმოედგინა შესაგებელთან ერთად აღნიშნული ამონაწერები და მე დავეტოვებინე ჩემი კანონით კუთვნილი ქონების გარეშე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ე-----------–---–-- შესაგებელში სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ 1----–-–---------------- ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა; მიუხედავად იმისა, რომ დღეს დღეობით ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, სამართლებრივად ქორწინების რეგისტრაცია მაინც არსებობს რადგან არ, მოუხდენიათ მისი შეწყვეტა შესაბამის ორგანოში. მოსარჩელე მხარესთან ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია 1--- წლიდან, მას შემდგომ რაც დატოვა ოჯახი და საცხოვრებლად გადავიდა რ------------------–--–-, ხოლო შემდგომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევიდა რ-------- მოქალაქესთან და ჰყავს ოჯახი. რაც შეეხება სადავო უძრავ ქონებას იგი გადაეცა პირადად ე------------------ უსასყიდლოდ და არა ოჯახს, როგორც კომლს. ხოლო მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მისი თხოვნით გაიცა ორდერი ე------------------ს სახელზე დაუსაბუთებელი. სადავოდ ქცეული უძრავი ქონება აღარ ირიცხება ე------------------ს საკუთრებაში; 2----–-–---------------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მის შვილიშვილს ნი------–---ს, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულება კი არ წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, რადგან იყო ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგი, რომელსაც მოჰყვა იურიდიული შედეგი და უძრავი ქონება ნამდვილად გადავიდა ნი------–---ის საკუთრებაში.
2.2. მოპასუხე ნი------–---მა შესაგებელში სარჩელი არ სცნო და მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ უძრავი ქონება მდებარე დ-----------------------------–--------–- ე------------------- ნამდვილი ნების გამოვლენით აჩუქა მის შვილიშვილს ნი------–---ს და მოჩვენებით გარიგებისათვის დამახასიათებელი შინაარსი მის ქმედებას არ ახლავს თან. მოპასუხე ე-----------–---–- წარმოადგენდა სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მას თავისუფლად შეეძლო მოეხდინა მისი განკარგვა. მეუღლის თანამესაკუთრედ ყოფნა თუნდაც, არ აჩერებს აღნიშნული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას. მითუმეტეს, რომ გაჩუქებული ნივთი მიიღო არასრულწლოვანმა და მას არ შეეძლო ევარაუდა, რომ იგი იყო მი----–----–---ის თანასაკუთრებაც, რადგანაც მოსარჩელე 2- და მეტი წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა ე--------------------- და არ აწარმოებდა მასთან საერთო მეურნეობას. მოსარჩელე და მოპასუხე ე------------------ 2- წლის განმავლობაში ფაქტიურად განქორწინებულები არიან, ერთად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთ საერთო მეურნეობას, რაც დასტურდება თავად მოსარჩელის სარჩელით. ამ ხნის მანძილზე მოსარჩელეს სხვა რაიმე ქმედება იმის თაობაზე. რომ სურდა სადაო ნივთის დაუფლება არ განუხორციელებია, ყავს მეუღლე და მონაწილეობს სახლის მოვლაში, შვილების აღზრდაში საერთოდ არ მიუღია. შესაბამისად არც მცირეწლოვან ნი------–---ისა და არც მის წარმომადგენელ ინ--------–---ისათვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი მოსარჩელეს პრეტენზიები. მითუმეტეს, რომ სახლი გააჩუქა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებულმა პირმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მი----–----–---ი და მოპასუხე ე------------------ 1----–-–------------------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა N------------ის ასლი (იხ.ტომი 2, ს.ფ.26).
3.1.2. უძრავი ქონება მდებარე დაბა ა------------------------–------------ მიმდებარედ ს.კ. 6----------- 2----–-–-----------------ს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებული იყო ე------------------ს სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტომი 2, ს.ფ.18-19).
3.1.3. უძრავი ქონება მდებარე დაბა ა------------------------–--------- მიმდებარედ ს.კ. 6------------------ 1----–-–---------------- განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ე------------------ს სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტომი 2, ს.ფ.21-22).
3.1.4. 2----–-–---------–--- მი----–----–---მა ა---––---- რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოპასუხე ე------------------ს მიმართ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (იხ.ტომი 2, ს.ფ.2).
3.1.5. 2----–-–---------------- ე------------------- და ნი------–---ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე დაბა ა------------------------–--------- საკადასტრო კოდი 6------------------ და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ნი------–---ის საკუთრებად საჯარო რეესტრში 0--------- წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტომი 1, ს.ფ.17-18).
- ჩუქების ხელშეკრულება (იხ.ტომი 1, ს.ფ.21-22).
3.1.6. 2----–-–---------------- ე------------------- და ნი------–---ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე დაბა ა------------------------–------------ მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 6-----------. და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ნი------–---ის საკუთრებად საჯარო რეესტრში 0--------- წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტომი 1, ს.ფ.19-20).
- ჩუქების ხელშეკრულება (იხ.ტომი 1, ს.ფ.23-2-).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობს მოპასუხე ე------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ე------------------ს და ნი------–---ის წარმომადგენელების განმარტებას, რომ ჩუქების ხელშეკრულებები წარმოადგენდა მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმდა 2----–-–----------------, მაშინ, როდესაც ა---––---- რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილ იქა მი----–----–---ის სარჩელი აღნიშნული უძრავი ქონებების თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით. თუკი მოპასუხეს სურდა აღნიშნული სადავო ქონების ჩუქება, რა ხელისშემშლელი გარემოება არსებობდა, რომ აქამდე მოეხდინა შ---–-–---–------ს ქონების ჩუქება, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მი----–----–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით იურიდიული ინტერესის არსებობა არსებითად უკავშირდება აღიარებით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასა და დასაშვებობას. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ე.ი. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს (ედავებოდეს) მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა, დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----–----–----- სარჩელი უძრავი ქონების მდებარე დაბა ა------------------------–---------- საკადასტრო კოდი 6------------------ და რ---------–------------ მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 6----------- გასხვისების თაობაზე ე------------------- და ნი------–---ის შორის 2-----–-–----------------- დადებული გარიგებების ბათილად ცნობის, აღნიშნულ ქონებაზე ნი------–---ის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს.
მოცემულ შემთხვევაში, მი----–----–---ის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს მასში, რომ ე------------------- და ნი------–---ს შორის 2----–-–---------------- დადებული უძრავი ქონების ჩუქების შესახებ გარიგებების ბათილად ცნობის შემთხვევაში მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე, როგორც საერთო ქონებაზე, აღდგება მი----–----–---ის თანასაკუთრების უფლება და ასევე მოითხოვს ამ ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2----–-–----------------, ე------------------- გააფორმა ჩუქების ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე მდებარე დაბა ა------------------------–---------- საკადასტრო კოდი 6------------------ და რ---------–------------ მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 6----------- თავის არასრულწლოვან შ---–-–---–--- ნი------–---ზე და აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე.
ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმებული 2----–-–--------------- ე------------------- და ნი------–---ს შორის თავისი შინაარსით არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება, იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით, რასაც ისიც მოწმობს, რომ ე------------------- ქონება გაასხვისა 2----–-–----------------, მაშინ როდესაც ა---––---- რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მი----–----–---მა (2----–-–---------–--ს წარმოდგენილ იქნა მი----–----–---ის სარჩელი, ხოლო 20---–-–---------------- კი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მოპასუხე ეთ----------–---–ზე მი----–----–---ის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი გზავნილი, შესაგებელი კი ე------------------ს მიერ წარმოდგენილ იქნა 20---–-–---------------- მას შემდეგ როცა გაასხვისა სადავო ქონება). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2----–-–---------------- დადებული ჩუქების ხელშეკრულებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა დაჩქარებული წესით 2----–-–----------------. მოსარჩელე მოითხოვს, რომ სასამართლომ ბათილად ცნოს ე------------------- და ნი------–---ს შორის 2----–-–---------------- დადებული გარიგება, როგორც მოჩვენებითი გარიგება და მი----–----–---ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების მდებარე დაბა ა------------------------–---------- საკადასტრო კოდი 6------------------ და რ---------–------------ მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 6----------- ½ წილის მესაკუთრედ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 2--- წლის 01 ივლისის Nას-1347-1272-2012 განჩინებაში განმარტავს, რომ ,,მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფაქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება“, ,,გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე".
ის ფაქტი, რომ ე------------------- თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელზეც დავა მიმდინარეობდა სასამართლოში საკუთრების უფლებით გადააფორმა თავის შ---–-–---–--- - ნი------–---ზე, რა თქმა უნდა, შეიძლება მიუთითებდეს ბ------–---–-–---–------- კეთილი ნების გამოხატვაზე, მაგრამ მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და რა აუცილებლობა არსებობდა ე------------------ს მიერ თავის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით თავის შ---–-–---–--- ნი------–---ზე გადაფორმება სასამართლოში მი----–----–---ის მიერ სარჩელის წარდგენისთანავე.
ამასთანავე 2----–-–---------–--ს მი----–----–---მა ერთობლივი ქონების გაყოფის შესახებ სარჩელით მიმართა ა---––---- სასამართლოს და მოითხოვა სწორედ ე--------------------- ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების მდებარე დაბა ა------------------------–---------- საკადასტრო კოდი 6------------------ და რ---------–------------ მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 6----------- ½ წილის თანამესაკუთრედ ცნობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი ასევე ამტკიცონ, რომ ე------------------ გააჩნდა სურვილი ნ--------–---------ს ეჩუქებინა აღნიშნული ქონება, მაგრამ უბრალოდ მან თავისი სურვილი განახორციელა მისთვის ხელსაყრელი დროს. ასევე, მიუხედავად ოჯახის წევრობისა, ნ--------–---------ს და მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის დედისთვის ინ--------–---ისთვის არ იყო ცნობილი მი----–----–---სა და ე------------------ შორის მიმდინარე საოჯახო დავის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ჩუქების ხელშეკრულების მხარეებს ბ-----–---–-–---–-- წარმოდგენილი დედით წარმოადგენენ. სასამართლოს მოსაზრებით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მიერ ამა თუ იმ ქონებაზე უფლების არსებობა ნებისმიერი მესამე პირისთვის წარმოშობს ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ქონებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ასევე, მესაკუთრის მეუღლე. მეუღლეთა შორის უთანხმოების არსებობის პირობებში, ასეთ ქონებაზე უფლების მოპოვება პირდაპირ მიუთითებს უფლების შემძენის მხრიდან ერთ-ერთი მეუღლის ინტერესების უგულველყოფაზე, რაც შემძენის კეთილსინდისიერებას გამორიცხავს.
ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო მი----–----–---სა და ე------------------ შორის მიმდინარე საოჯახო დავის თაობაზე, აქედან გამომდინარე, ე------------------- და ნი------–---ს შორის 2-----–-–--------------- დადებული ჩუქების ხელშეკრულებები თავისი შინაარსით არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური, ისინი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ:
ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ;
ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მი----–----–---ი და მოპასუხე ე------------------ს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1-----–-–------------------- სადავო უძრავი ქონება კი ე------------------- დაირეგისტრირა 2----–--–--
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სადავო უძრავი ქონება შეძენის დღიდან იგი წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას და მოსარჩელე მი----–----–---ს ამ ქონებაზე, როგორც მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე, წარმოეშვა თანასაკუთრების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ე------------------ რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო ქონება შეძენილია მის მიერ, ასევე მას გააჩნდა სურვილი შ---–-–---–------ს ეჩუქებინა აღნიშნული ქონება, მაგრამ უბრალოდ თავი აარიდა სამართლებრივ ფორმალობებს, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ე------------------- და ნი------–---ს შორის 2----–-–---------------- დადებული ჩუქების ხელშეკრულებები თავისი შინაარსით არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური, ისინი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სადავო ქონება შეძენის დღიდან იგი წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას და მოსარჩელე მი----–----–---ს მასზე, როგორც მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე, წარმოეშვა თანასაკუთრების უფლება.
აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძვლებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მი----–----–---ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 600 და 700 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელე მ-----–----–-–--- სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 50 (ორმოცდაათი) ლარის და (სასარჩელო განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 1300 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს მიერ 2----–-–------------------ მიღებულია განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო მოპასუხე ნი------–---ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე დ-----------------------------–------------- საკადასტრო კოდი 6------------------ და უძრავ ქონებას, მდებარე დ-----------------------------–-------------ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი 6-----------; იმის გათვალისწინებით, რომ მი----–----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ამ სარჩელთან დაკავშირებით ა---––---- რაიონული სასამართლოს მიერ 2----–-–------------------ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2-3-2-4-ე, 2-9-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----–----–----- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ჩუქების ხელშეკრულებები დადებული 2----–-–---------------- უძრავ ქონებაზე მდებარე დ----------------------------–--------------------------- და ს------------------------
3. მი----–----–---ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების ს.კ. 6----------- და ს------------------------ თანამესაკუთრედ ½ წილი.
4. მოპასუხეებს ე------------------ და ნი------–---ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 1350 ლარის გადახდა მოსარჩელე მი----–----–---ის სასარგებლოდ.
5. ძალაში დარჩელს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე