გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.06.2018
საქმის ნომერი
240210116001475553
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 240210116001475553

(2/338-2016)

გადაწყვეტილება -

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.06.2018 წელი ქ. სენაკი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - შპს ’’მი----------------------------–---------ო’’

წარმომადგენელი - ბე--- რი----ა, ან–--–- ლე-----ა

 

მოპასუხე - გი------ შე-------ა

მოპასუხე - კა------ ლო---

მოპასუხე - და---- ხე-–---

მოპასუხე - აკ--- შუ--–--ე

მოპასუხე - გო-- ყა-–----ა

მოპასუხე - მა----- ჭი----ა

 

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებისათვის - გი------ შე-------ას, კა------ ლო---ს, და---- ხე-–---ს, აკ--- შუ--–--ეს, გო-- ყა-–----ასა და მა----- ჭი----ასათვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 2347.10 (ორი ათას ორმოცდაშვიდი და ათი) აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე გი------ შე-------ამ 2016 წლის 13 სექტემბერს წარმოადგინა შესაგებელი, რომლის მიხედვითაც არ ცნო სარჩელის მოთხოვნა.

 

2.2. მოპასუხე და---- ხე-–---მ 2016 წლის 12 სექტემბერს წარმოადგინა შესაგებელი, რომლის მიხედვითაც არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.3 მოპასუხე კა------ ლო--- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.4 მოპასუხე აკ--- შუ--–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი.

 

2.5 მოპასუხე გო-- ყა-–----ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.6 მოპასუხე მა----- ჭი----ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 18 სექტემბერს შპს ’’მი----------------------------–---------ო“-სა და გი------ შე-------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 2400.00 (ორი ათას ოთხასი) აშშ დოლარი 24 თვის ვადით 1.62% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 3.15 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება დაგვიანებული თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან სესხის ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოეხდინა კრედიტის დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება #2------------ (18.09.2015 წელი);

 

3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 18 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა 2015 წლის 18 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა კა------ ლო---მ, და---- ხე-–---მ, აკ--- შუ--–--ემ, გო-- ყა-–----ამ და მა----- ჭი----ამ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარიანობა აშკარაა, ისინი (თავდებები)ვალდებულნი არიან თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება;

 

3.2.4. მოპასუხეების მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად ბანკის წერილობითი და ზეპირი გაფრთხილებისა, დავალიანების დაფარვა არ ხორციელდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინებები და ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.5. მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარჩელის აღძვრის პერიოდში მათი საკრედიტო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2347.10 აშშ დოლარს. საიდანაც 1786.88 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 446.39 აშშ დოლარი არის პროცენტი, 83.20 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 15.54 აშშ დოლარი არის ჯარიმა 0.27%-იანი დარიცხვით და 15.09 აშშ დოლარი არის საკომისიო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საკრედიტო დავალიანების შესახებ ინფორმაცია

 

3.2.6. მოპასუხეები კა------ ლო---, და---- ხე-–---, გო-- ყა-–----ა და მა----- ჭი----ას საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოპასუხეებს ჩაბარდათ საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება). თუმცა მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ მოუმართავთ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსთვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”კრ-----------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე გი------ შე-------აზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე კა------ ლო---მ, და---- ხე-–---მ, აკ--- შუ--–--ემ, გო-- ყა-–----ამ და მა----- ჭი----ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა გი------ შე-------ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, გი------ შე-------ასთან ერთად კა------ ლო---ს, და---- ხე-–---ს, აკ--- შუ--–--ის, გო-- ყა-–----ასა და მა----- ჭი----ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით, ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირი ინფორმირებული იყო. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს იმ პროცენტის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებმა იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ''კრ-----------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2347.10 აშშ დოლარის ანაზღაურება. საიდანაც 1786.88 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 446.39 აშშ დოლარი არის პროცენტი, 83.20 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 15.54 აშშ დოლარი არის ჯარიმა 0.27%-იანი დარიცხვით და 15.09 აშშ დოლარი არის საკომისიო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა კა------ ლო---ს, და---- ხე-–---ს, გო-- ყა-–----ასა და მა----- ჭი----ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 161.45 ლარი,სარჩელის უზრუნველყოფის - 150 ლარი, რომლის გადახდაც კანონის ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარი, სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილია 21 ლარი,საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილია 11 ლარი, რომელთა გადახდაც კანონის ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. (28.12.2007. N5669)

 

სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს ,,მი----------------------------–---------ო“-ს (ს/ნ 20-------) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს გი------ შე-------ას (პ/ნ 39---------), კა------ ლო---ს (პ/ნ 39---------), და---- ხე-–---ს (პ/ნ 39---------), აკ--- შუ--–--ეს (პ/ნ 39---------), გო-- ყა-–----ასა (პ/ნ 39---------) და მა----- ჭი----ას (პ/ნ 39---------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,მი----------------------------–---------ო“-ს სასარგებლოდ 2347.10 (ორი ათას ორმოცდაშვიდი და ათი) აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეებს გი------ შე-------ას (პ/ნ 39---------), კა------ ლო---ს (პ/ნ 39---------), და---- ხე-–---ს (პ/ნ 39---------), აკ--- შუ--–--ეს (პ/ნ 39---------), გო-- ყა-–----ასა (პ/ნ 39---------) და მა----- ჭი----ას (პ/ნ 39---------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,მი----------------------------–---------ო“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 161.45 (ასსამოცდაერთი და ორმოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხეებს გი------ შე-------ას (პ/ნ 39---------), კა------ ლო---ს (პ/ნ 39---------), და---- ხე-–---ს (პ/ნ 39---------), აკ--- შუ--–--ეს (პ/ნ 39---------), გო-- ყა-–----ასა (პ/ნ 39---------) და მა----- ჭი----ას (პ/ნ 39---------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,მი----------------------------–---------ო“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

5. მოპასუხეებს გი------ შე-------ას (პ/ნ 39---------), კა------ ლო---ს (პ/ნ 39---------), და---- ხე-–---ს (პ/ნ 39---------), აკ--- შუ--–--ეს (პ/ნ 39---------), გო-- ყა-–----ასა (პ/ნ 39---------) და მა----- ჭი----ას (პ/ნ 39---------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,მი----------------------------–---------ო“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 11 (თერთმეტი) ლარის ანაზღაურება.

 

6. მოპასუხეებს გი------ შე-------ას (პ/ნ 39---------), კა------ ლო---ს (პ/ნ 39---------), და---- ხე-–---ს (პ/ნ 39---------), აკ--- შუ--–--ეს (პ/ნ 39---------), გო-- ყა-–----ასა (პ/ნ 39---------) და მა----- ჭი----ას (პ/ნ 39---------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,მი----------------------------–---------ო“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი 21 (ოცდაერთი) ლარის ანაზღაურება.

 

7. უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

8. განემარტოს, მოპასუხე კა------ ლო---, და---- ხე-–---, გო-- ყა-–----ა და მა----- ჭი----ას რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია