განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002376430
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/84-18 30 მაისი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031120118001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე : ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ირმა ბესალაშვილი
ბრალდებული: კ------------–---–-
მამის სახელი: თარიმანი
დაბადებული: 1----–-–-------------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი რატევანი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ბრალდებული: შ---- ა-------–---–-
მამის სახელი: ვალერიანი
დაბადებული: 1----–-–---------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი რატევანი, მე-18, 1-ლი ჩიხი N1
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 კ--- ა-------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 იანვარს დაახლებით 00:30 საათზე კ--- ა-------–---–მა გააჩერა ე-–--- მ--------ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსი, რომელსაც სთხოვა მიეყვანა ის ჯართის მიმღებ პუნქტთან. ადგილზე მისვლისას კ--- ა-------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა ე-–--- მ--------თან, რა დროსაც მას ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ე.მ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. კ--- ა-------–---–მა და შ---- ა-------–---–მა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 იანვარს კ--- ა-------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა ე-–--- მ--------თან, რა დროსაც მას მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ე. მ--------ზე განაწყენებულმა კ--- ა-------–---–მა მომხდარის შესახებ მოუყვა ბიძაშვილს შ---- ა-------–---–ს და მათ გადაწყვიტეს ეპოვნათ ე-–--- მ--------ი და ეცემათ ის. დაახლოებით 00:40 საათზე მათ ნახეს ე-–--- მ--------ი ქ. მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე და სცემეს ის. კერძოდ, მუშტებით და ფეხებით მიაყენეს დაზიანებები სახის და ტანის არეში, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
უდავოდ ცნობილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 29 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N000564718 დასკვნის თანახმად ე-–--- მ--------ს 12.01.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 12.01.2018 წელს დაუდგინდა: სისხლჩქცევა თავზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.
დაზარალებულ ე-–--- მ--------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება რომ იგი არის ტაქსის მძღოლი. 2018 წლის 12 ინავარს ქ.მარნეულში 26 მაისის მოედანზე დაახლოებით 00:30 საათზე, მას ავტომანქანაში ჩაუჯდა კლიენტი კ------------–---–-, რომელიც მიიყვანა ჯართის მიმღებ პუნქტთან, რა დროსაც მას კ--- ა-------–---–მა შელაპარაკების ნიადაგზე ორჯერ მუშტი დაარტყა სახის არეში. ხოლო მოგვიანებით, როდესაც საკუთარი ავტომანქანით იდგა 26 მაისის მოედანზე, სუპერმარკეტ ,,სმარტსა“ და ბენზინ გასამართ სადგურ ,,ლუკოილს შორის, მასთან მივიდნენ კ------------–---–- და შ---- ა-------–---–- და მიაყენეს ფიზიკური შეუარცხყოფა. კერძოდ, შ---- ა-------–---–მა მას ორჯერ დაარტყა სახის არეში, აღნიშნულზე ე-–--- მ--------ი წაიქცა. შემდეგ კი შ---- ა-------–---–- და კ------------–---–- მას ურტყავდნენ ფეხებს სხეულზე.
მოწმე ხაგანი იბრაგიმოვის გამოკითხვის ოქმით დასტურდება რომ 2018 წლის 12 იანვარს ქ. მარნეულში 26 მაისი მოედანზე ე-–--- მ--------ს მიუახლოვდა შ---- ა-------–---–-, რომელმაც მოულოდნელად ე-–--- მ--------ს რამოდენიმეჯერ მუშტი დარტყა სახის არეში, რის შემდეგაც ე-–--- მ--------ი წაიქცა. ამ დროს მათთან მივიდა შ---- ა-------–---–-ს ბიძაშვილი კ------------–---–- და ისინი ე-–--- მ--------ს ფეხებს ურტყავდნენ.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა კ--- ა-------–---–მა და შ---- ა-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნეს დამნაშავედ.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია რომ ე-–--- მ--------ზე განაწყენებული კ------------–---–- შეუთანხმდა ბიძაშვილს შ---- ა-------–---–ს და მათ ერთად ე-–--- მ--------ს არაერთჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები, რაც წარმოადგენს ცემას.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა კ------------–---–-ს და შ---- ა-------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: ე-–--- მ--------ის და ხაგანი იბრაგიმოვის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო დოკუმენტაციას და სამედიცინო ექსპერტიზის N000564718 დასკვნას.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა კ------------–---–-ს და შ---- ა-------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, შ---- ა-------–---–-ს და კ--- ა-------–---–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ კ--- ა-------–---–მა და შ---- ა-------–---–მა ე-–--- მ--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ------------–---–-) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. კ------------–---–-ს და შ---- ა-------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ კ--- ა-------–---–ს და შ---- ა-------–---–ს უნდა შეეფარდოღ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს კ------------–---–-ს და შ---- ა-------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენისას გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ ოჯახურ მდგომარეობას (შ---- ა-------–---–ს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; კ--- ა-------–---–ს კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მამა). აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ შ---- ა-------–---–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს ჯარიმა 800(რვაასი) ლარის ოდენობით.
ბრალდებულ კ--- ა-------–---–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის კი ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, საბოლოოდ კი მას სასჯელი დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274, 277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
კ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ--- ა-------–---–ს განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ კ------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000(ათასი) ლარი, დაუბრუნდეს მის შემტანს კ--- ა-------–---–ს (პ/ნ1----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
შ---- ა-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 800(რვაასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ შ---- ავქოფაშილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000(ათასი) ლარი, დაუბრუნდეს მის შემტანს კ--- ა-------–---–ს (პ/ნ1----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე