გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240210117001885490
(2/253-2017)
გადაწყვეტილება -
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.06.2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - სს ”კრ----------ი”
წარმომადგენელი - ბე--- რი----ა, ან–--–ა ლე------
მოპასუხე - მ---- დუ-------ა
მოპასუხე - გე-–---ი შა-------
მოპასუხე - ირ---–ი შა-------
მოპასუხე - ვე-----ა ტო-------ა
დავის საგანი - დავალიანების გადახდევინება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებისათვის - მ---- დუ-------აზე, გე-–---ი შა-------ზე, ირ---–ი შა-------ზე და ვე-----ა ტო-------აზე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 2010.69 (ორი ათას ათი და სამოცდაცხრა) ლარის სოლიდარულად დაკისრება;
1.2 მოპასუხეებისათვის- მ---- დუ-------აზე, გე-–---ი შა-------ზე, ირ---–ი შა-------ზე და ვე-----ა ტო-------აზე სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის სოლიდარულად დაკისრება.
1.3 მოპასუხეებისათვის- მ---- დუ-------აზე, გე-–---ი შა-------ზე, ირ---–ი შა-------ზე და ვე-----ა ტო-------აზე სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის სოლიდარულად დაკისრება.
1.4 მოპასუხეებისათვის- მ---- დუ-------აზე, გე-–---ი შა-------ზე, ირ---–ი შა-------ზე და ვე-----ა ტო-------აზე სააღსრულებო ბიუროში ხელფასის 50%-ის აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი 200 (ორასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.5 მოპასუხეებისათვის- მ---- დუ-------აზე, გე-–---ი შა-------ზე, ირ---–ი შა-------ზე და ვე-----ა ტო-------აზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩელის მიერ, სააღსრულებო ბიუროში ხელფასის 50%-ის აკრძალვის რეგისტრაციის გაუქმებისათვის მომავალში გადასახდელი თანხის- 300 (სამასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.6 მოპასუხე მ---- დუ-------აზე 99.64 (ოთხმოცდაცხრამეტი და სამოცდაოთხი) აშშ დოლარის ინდივიდუალურად დაკისრება.
1.7 მოპასუხე მ---- დუ-------აზე სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ინდივიდუალურად დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მ---- დუ-------ამ სასამართლოს მთავარ სხდომზე სარჩელის მოთხოვნა ცნო სრულად.
2.2 მოპასუხე გე-–---ი შა-------მ სასამართლოს მთავარ სხდომზე სარჩელის მოთხოვნა ცნო სრულად.
2.3 მოპასუხე ირ---–ი შა-------მ სასამართლოს მთავარ სხდომზე სარჩელის მოთხოვნა ცნო სრულად.
2.4.მოპასუხე ვე-----ა ტო-------ას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 25 აგვისტოს ს.ს " კრ----------"-სა და მ---- დუ-------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 2500.00 (ორი აათას ხუთასი) ლარი 24 თვის ვადით 1.62% თვიური საპროცენტო სარგებლით. ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოეხდინა კრედიტის დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება N 2------------ (25.08.2015 წელი);
3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 25 აგვისტოს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა გე-–---ი შა-------მ, ირ---–ი შა-------მ და ვე-----ა ტო-------ამ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარიანობა აშკარაა, ისინი (თავდებები)ვალდებულნი არიან თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება;
3.2.4. მოპასუხეების მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად ბანკის წერილობითი და ზეპირი გაფრთხილებისა, დავალიანების დაფარვა არ ხორციელდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინებები და ცნობა დავალიანების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.5. მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარჩელის აღძვრის პერიოდში მათი საკრედიტო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2010.68 (ორი ათას ათი და სამოცდარვა) ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1464.54 ლარი, პროცენტი - 276.66 ლარი , სიცოცხლის დაზღვევა- 64.86 და ჯარიმა - 204.63 ლარი- 0.07%-იანი დარიცხვით. ხოლო, მოპასუხე მ---- დუ-------ას ინდივიდუალური დავალიანება შეადგენს 99.64 (ოთხმოცდაცხრამეტი და სამოცდაოთხი) აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საკრედიტო დავალიანების შესახებ ინფორმაცია
3.2.6. მოპასუხე ვე-----ა ტო-------ა საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება)მოპასუხე ვე-----ა ტო-------ასათვის გადასაცემად ჩაბარდა მ---- დუ-------ას. რაც დასტურდება მ---- დუ-------ას ხელმოწერით. ვე-----ა ტო-------ა სასამართლოსათვის არ მოუმართავს და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”კრ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე მ---- დუ-------აზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ მოპასუხე გე-–---ი შა-------მ, ირ---–ი შა-------მ და ვე-----ა ტო-------ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა მ---- დუ-------ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, მ---- დუ-------ასთან ერთად გე-–---ი შა-------ს, ირ---–ი შა-------სა და ვე-----ა ტო-------ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით, ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირი ინფორმირებული იყო. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს იმ პროცენტის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებმა იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ''კრ----------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2010.68 (ორი ათას ათი და სამოცდარვა) ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე მ---- დუ-------ას (პ/ნ 6----------), ინდივიდუალურად უნდა დაეკისროს, მოსარჩელე სს ''კრ----------ის'' სასარგებლოდ 99.64 (ოთხმოცდაცხრამეტი და სამოცდაოთხი) აშშ დოლარის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა ვე-----ა ტო-------ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარი, რომლის გადახდაც კანონის ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარი, რომლის გადახდაც კანონის ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
მოსარჩელის მიერ სააღსრულებო ბიუროში ხელფასის 50%-ის აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილია 200 (ორასი) ლარი, რომლის გადახდაც კანონის ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს მ---- დუ-------ას (პ/ნ 6----------), გე-–---ი შა-------ს (პ/ნ 3----------), ირ---–ი შა-------სა (პ/ნ 3----------) და ვე-----ა ტო-------ას (პ/ნ 3----------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს სასარგებლოდ 2010.69 (ორი ათას ათი და სამოცდაცხრა) ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეებს მ---- დუ-------ას (პ/ნ 6----------), გე-–---ი შა-------ს (პ/ნ 3----------), ირ---–ი შა-------სა (პ/ნ 3----------) და ვე-----ა ტო-------ას (პ/ნ 3----------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ოროცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხეებს მ---- დუ-------ას (პ/ნ 6----------), გე-–---ი შა-------ს (პ/ნ 3----------), ირ---–ი შა-------სა (პ/ნ 3----------) და ვე-----ა ტო-------ას (პ/ნ 3----------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხეებს მ---- დუ-------ას (პ/ნ 6----------), გე-–---ი შა-------ს (პ/ნ 3----------), ირ---–ი შა-------სა (პ/ნ 3----------) და ვე-----ა ტო-------ას (პ/ნ 3----------) სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ, სააღსრულებო ბიუროში ხელფასის 50%-ის აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება.
6. მოპასუხე მ---- დუ-------ას (პ/ნ 6----------), დაეკისროს, მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს სასარგებლოდ 99.64 (ოთხმოცდაცხრამეტი და სამოცდაოთხი) აშშ დოლარის ანაზღაურება.
7. განემარტოს, მოპასუხე ვე-----ა ტო-------ას რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია