გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210118002324890 (N2/212-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - თეიმურაზ ლომთაძე
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”
წარმომადგენელი - თათია ფხაკაძე, ლელა ბანძელაძე
მოპასუხეები - ეკ-----------------ე, ელ------------–--ე, კა---------------–ი, ხა----------–------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ეკ-----------------ეს, ელ------------–--ეს, კა---------------–ის, ხა----------–------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2687.13 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1471.04 ლარი, პროცენტი - 119.82 ლარი, ჯარიმა -1095.01 ლარი, დაზღვევა - 1.26 ლარი;
1.2. მოპასუხეებს ეკ-----------------ეს, ელ------------–--ეს, კა---------------–ის, ხა----------–------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 02 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობიდან) 2----–-–---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1471.04 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 29.42 ლარს.
1.3. თითოეული თავდების - ელ------------–--ის, კა---------------–ისა და ხა----------–------ის პასუხისმგებლობის თანხის მაქსიმალური ოდენობა ცალ-ცალკე განისაზღვროს 15600 ლარით.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „ბანკი კონსტანტასა“ და ეკ-----------------ეს შორის 2----–-–---------------- დაიდო საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 12000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 24 ნოემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება მისი სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადახდასთან დაკავშირებით. დაზღვევის პრემიის გადახდა ასევე უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო: ა) პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში დავალიანების 3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბ) 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - დავალიანების 1%-ის ოდნეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გ) 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - დავალიანების 0.1%-ის ოდნეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საბანკო კრედიტის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს,,ბანკი კონსტანტასა'' და ელ------------–--ეს, კა---------------–ს, ხა----------–------ეს შორის 2----–-–---------------- გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, ხელშეკრულებების საფუძველზე თავდებებმა - ელ------------–--ემ, კა---------------–მა და ხა----------–------ემ ეკ-----------------ესთან ერთად იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად და სრულად შეესრულებინათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. თითოეული თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობის ოდენობა ცალ ცალკე განისაზღვრა 15600 ლარით.
მოპასუხეთა საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის დეკემბრის თვეში. 2018 წლის 02 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეებს 2----–-–---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 2687.13 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის - 1471.04, პროცენტი - 119.82 ლარი, ჯარიმა - 1095.01 ლარი და დაზღვევა - 1.26 ლარი.
2015 წლის 20 იანვარს განოხრციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თბისი ბანკის'' წარმოადგენს სს ,,ბანკი კონსტანტას'' უფლებამონაცვლეს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის ნაწილში და მოითხოვა 2----–-–---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2092.12 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1471.04 ლარი, პროცენტი - 119.82 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი და დაზღვევა - 1.26 ლარი;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანებისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია და მოითხოვა მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ბანკი კონსტანტას“ და ეკ-----------------ეს შორის 2----–-–---------------- დაიდო საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 24 ნოემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება მისი სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადახდასთან დაკავშირებით. დაზღვევის პრემიის გადახდა ასევე უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო: ა) პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში დავალიანების 3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბ) 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - დავალიანების 1%-ის ოდნეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გ) 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - დავალიანების 0.1%-ის ოდნეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–---------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბანკი კონსტანტასა'' და ელ------------–--ეს შორის 2----–-–---------------- გაფორმდა თავდებობის N-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდალურად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 15 600 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–---------------- თავდებობს ხელშეკრულება (ს.ფ. 34-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბანკი კონსტანტასა'' და კა---------------–ს შორის 2----–-–---------------- გაფორმდა თავდებობის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდალურად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 15 600 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–---------------- თავდებობს ხელშეკრულება (ს.ფ. 39-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბანკი კონსტანტასა'' და ხა----------–------ეს შორის 2----–-–---------------- გაფორმდა თავდებობის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდალურად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 15 600 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–---------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 45-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.5. მოპასუხეთა მიერ საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის დეკემბრის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა; 2018 წლის 02 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეებს 2----–-–---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 2687.13 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის - 1471.04, პროცენტი - 119.82 ლარი, ჯარიმა - 1095.01 ლარი და დაზღვევა - 1.26 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან; (ს.ფ.49-50)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.52)
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თი---------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლით
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 400-ე, 405-ე, 411-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 1471.04 ლარის და პროცენტის - 119.82 ლარის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თი---------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ სს „ბანკი კონსტანტას“, ეკ-----------------ეს, ელ------------–--ეს, კა---------------–ს და ხა----------–------ეს შორის 2----–-–---------------- დაიდო კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 12 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 24 ნოემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა მსესხებლის ვალდებულება მისის სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადახდასთან დაკავშირებით. დაზღვევის პრემიის გადახდა ასევე უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო: ა)პ ირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში დავალიანების 3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბ) 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - დავალიანების 1%-ის ოდნეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გ) 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - დავალიანების 0.1%-ის ოდნეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თითოეული თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობის ოდენობა ცალ ცალკე განისაზღვრა 15600 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს „ბანკი კონსტანტას'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სესხის პროცენტის (119.82 ლარის) თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ სს „ბანკი კონსტანტასა“ და ეკ-----------------ეს, ელ------------–--ეს, კა---------------–ს და ხა----------–------ეს შორის 2----–-–---------------- დაიდო კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 12 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 24 ნოემბრამდე.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დავალიანების დაფარვა.
6.4 სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების - ელ------------–--ის, კა---------------–ის და ხა----------–------ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა, მხარეთა შორის 2----–-–---------------- დადებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში ელ------------–--ე, კა---------------–ი და ხა----------–------ე წარმოადგენენ კონტრაჰენტს და მათ ეკ-----------------ესთან ერთად სს „თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის ფარგლებში, თითოელი თავდებისთვის ცალ-ცალკე არაუმეტეს - 15 600 ლარისა.
6.5. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 02 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1471.04 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი).
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით (24 %-ად) მოხდებოდა მისი ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავოა, რომ ბანკი კრედიტს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კონკრეტული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით.
ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხისათვის მოსალოდნელიც, სავარაუდოც უნდა ყოფილიყო მოსარჩელისათვის შესაბამისი ზიანის მიყენების ფაქტი. სწორედ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ დაწესებულებას, ბუნებრივია მას გააჩნია კიდეც სხვა საკმარისი სახსრები, რომ მოახდინოს მათი კრედიტის სახით გაცემა. ის, რომ მას არ ქონდა სხვა სახსრები, რომ გაეცა კრედიტის სახით და მისთვის ამისათვის აუცილებელი იყო მოპასუხისაგან თანხის დაბრუნება, არც დასაბუთებული არ არის და შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოკლებულია გონივრულობას და ლოგიკას.
სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს მეტად გულმოდგინე და ფაქიზ მიდგომას უფრო მეტად დაუცველი მხარის კიდევ უფრო მეტად კაბალურ პირობებში ჩაყენების თავიდან ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში უპირობოდ მივიღებთ შემთხვევას, როდესაც პირისათვის, რომლისთვისაც შეუძლებელია მიმდინარე დავალიანების თანხის გადახდაც კი, ყველა შემთხვევაში დაეკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით დასარიცხი პროცენტი, რაც ცხადია მას ჩააყენებს კიდევ უფრო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნული კი ცალსახად ეწინააღმდეგება სამართიანობის პრინციპს და საჯარო წესრიგს.
სასამართლო განმარტავს, რომ თუ ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულდებოდა, რა თქმა უნდა მოსარჩელე მიიღებდა შესაბამისი ოდენობის სარგებელს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის წყდება ხელშეკრულება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება დავალიანების ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა, სავარაუდო ზიანი გონივრული განსჯის შედეგად უპირობოდ ხელშეკრულების მოქმედების, ან თუნდაც ვალდებულების სრულად შესრულებამდე მიუღებელი პროცენტის დარიცხვა კი არ იქნებოდა, არამედ შესაძლოა ეს ყოფილიყო მაგალითად, სხვაობა იმ თანხას შორის, რაც უნდა მიეღო და რაც ვერ მიიღო, რადგან ვერ მოხდა იმავე საპროცენტო განაკვეთში მისი კრედიტად გაცემა და ა.შ.
ამასთან, ზიანი არის ეკონომიკური დანაკლისი და სწორედ ზიანის ფაქტი უნდა დასაბუთდეს. ასეთად კი სამართლიანად და ობიექტურად ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ უფრო მეტი მოგების მიუღებლობა.
სასამართლო რა თქმა უდაოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, მაგრამ სასამართლოს მოსაზრებით, ეს ცალსახად ვერ დაადასტურებს, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი. მან უნდა დაადასტუროს კიდეც, რომ სწორედ ამ ოდენობით საპროცენტო სარგებელი შეეძლო მიეღო კრედიტის კვლავ გაცემით და რომ ვერ მიიღო, განიცადა ზიანი, ეკონომიკური დანაკარგი.
სასამართლოს აღნიშნულიდან სურს გააკეთოს დასკვნა, რომ ასეთ შემთხვევაში დასაბუთებული უნდა იყოს ზედმიწევნით არგუმენტირებულად და დამაჯერებლად, რომ სწორედ მითითებულ პროცენტად შეძლებდა იგი თანხის გაცემას მისი დაბრუნების შემთხვევაში, რომ მან ვერ გასცა თანხა და ამით განიცადა ზიანი. ”მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ”წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს”, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ეჭვის საფუძველს. (სუსგ. საქმე №ას-459-438-2015).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. განსახილველ შემთხვევაში, ხელშკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებში, არ არსებობს პირობა იმისა, რომ მიუღებელი შემოსავალი განისაზღვროს სავალდებულოდ შეწყვეტილი ხელშკრულებით შეთანხმებული სარგებლის - 24 % ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა აუნაზღაურდეს თანხა, ნასესხები ძირითადი თანხის 8%-ის ოდენობით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დავალიანების ძირითად თანხაზე - 1471.04 ლარზე წლიური 8% სარგებლის გადახდა.
6.6. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „თიბისი ბანკს“ გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მაღალია და უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. შესაბამისად, უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა - 100 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 112.38 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი - 50 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასური - 149.85 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავა მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შეთხვევაში მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის ნაწილში 500 ლარით, ხოლო მოპასუხემ მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანებისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ შემცირებული თანხისა და იმ ნაწილის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ანუ - 38.86 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა 12 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი - 149.85 ლარი და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარი.
მოპასუხეებს ეკ-----------------ეს, ელ------------–--ეს, კა---------------–ის, ხა----------–------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 112.38 ლარიდან - 61.52 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ - 149.85 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც მოსარჩელე სს ,,თი---------ის'' განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ხა----------–------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, საკადასტრო კოდით 26.01.52.028, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს ეკ-----------------ეს, ელ------------–--ეს, კა---------------–ს, ხა----------–------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1692.12 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1471.04 ლარი, პროცენტი - 119.82 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი, დაზღვევა - 1.26 ლარი;
1.2. მოპასუხეებს ეკ-----------------ეს, ელ------------–--ეს, კა---------------–ს, ხა----------–------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1471.04 ლარზე, 2018 წლის 02 თებერვლიდან აღსრულებამდე წლიური 8% სარგებლის გადახდა;
1.3. თითოეული თავდების - ელ------------–--ის, კა---------------–ისა და ხა----------–------ის პასუხისმგებლობის თანხის მაქსიმალური ოდენობა ცალ-ცალკე განისაზღვროს 15600 ლარით.
2. ძალაში დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
3. მოპასუხეებს ეკ-----------------ეს, ელ------------–--ეს, კა---------------–ს, ხა----------–------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 112.38 ლარიდან - 61.52 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ - 149.85 ლარის გადახდა.
4. სს ,,თი---------ს'' დაუბრუნდეს მის მის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 112.38 ლარიდან - 38.86 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 300903150, საგადასახადო დავალება N9, დანარჩენი თანხა 12 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე