გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210116001632335
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.06.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნ-წილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე - სს ,, კ------- ბანკი “
წარმომადგენელი - ქ----------–---–-
მოპასუხეები - ნო------ ქე---–--ლი, ან- ჩუ----–--ლი, მა----- დი-----–-–--ლი, ნო------ წი--–-----ი
წარმომადგენელი ნო------ ს----–---–-
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს ნო------ ქე---–--ლს, ან- ჩუ----–--ლს, მა----- დი-----–-–--ლს და ნო------ წი--–-----ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის- 25 054.60 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა- 17 600 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 5 252.22 ლარი , დაზღვევა - 649.95 ლარი, პირგასამტეხლო - 1350.13 ლარი, საკომისიო 202,30 ლარი
სარჩელი ეფუძვნება შემდეგ გარემოებებს : 2015 წლის 19 ოქტომბერს სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს" (მოსარჩელე, კრედიტორი, ბანკი) და ნო------ ქე---–--ლს (მოპასუხე, მსესეხებელი, ძირითადი მოვალე) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება (ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მან ისესხა 20,000 ლარი 36 თვის ვადით- 2018 წლის 20 ოქტომბრამდე, 1.24 % თვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით- ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%. თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნ-კლებია, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. ხელშეკრულების 10.3 მუხლის შესაბამისად, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს, კერძოდ, სესხის გაცემიდან ყოველ მეთორმეტე თვეს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ უახლოეს გადასახდელებთან ერთად გადაიხდის ამ მომენტისათვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 0.7%-ს.
მსესხებელს ჰყავს სამი თავდები. კერძოდ, სს "მისო კ-------სა" და მა----- დი-----–-–--ლსა, ნო------ წი--–-----ს და ან- ჩუ----–--ლს (სოლიდარული თავდებები) შორის 2015 წლის 06 ოქტომბერს და 19 ოქტომბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.
მოპასუხეებმა 2015 წლის 19 ოქტომბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2016 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ გადაიხადეს. აღნიშნულის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა მოპასუხეებმა სესხი არ გადაიხადეს, შესაბამისად, მათი მხრიდან დარღვეულია სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. 2016 წლის ნოემბერში მსესხებელმა ნო----- ქე---–--ლმა განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ აქვს ფინანსური პრობლემები და ვეღარ იხდის თანხას . აღნიშნული გარემოებების გამო კრედიტორმა 2016 წლის დეკემბერში შეწყვიტა ხელშეკრულება და სარჩელით მომართა სასამართლოს, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე ნ-წილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, დაეთანხმნენ მხოლოდ 8500 ლარის ანაზღაურებას.
მსესხებელმა ნო----- ქე---–--ლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მხარეებმა სესხის ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 20 ოქტომბრამდე გაითვალისწინეს, ხოლო მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა და სასამართლოს სარჩელით მომართა 2016 წლის დეკემბერში, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, რისი უფლებაც ბანკს არ ჰქონდა. რაც შეეხება ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას, მოპასუხის მითითებით, მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება თავად მოსარჩელის ბრალით მოხდა, რადგან 2016 წლის ივნისში ბანკის წარმომადგენლებმა დავალიანების დაფარვის მიზნით თვითონ გაუყიდეს მეწველი ძროხები 2400 ლარად, მაშინ როცა მათი საბაზრო ღირებულება 5000 ლარი იყო, რამაც მისი გაკოტრება გამოიწვია და ვეღარ შეძლო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს თვითნებურად რომ არ გაეყიდა საქონელი და მისთვის საბაზრო ფასებში გაყიდვის შესაძლებლობა მიეცა, საქონელს ისეთ ფასში გაყიდიდა, რომ ძირითადი დავალიანება დარჩებოდა 8500 ლარი და არა 17 600 ლარი, ამიტომ ეთანხმება მხოლოდ ძირითადი თანხის ანგარიშში 8500 ლარის ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენ მოთხოვნას არ ეთანხმება .
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 19 ოქტომბერს სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს" (სამართლებრივი ფორმის შეცვლის შემდგომ სს „კ------- ბანკი“) და ნო------ ქე---–--ლს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც მან ისესხა 20,000 ლარი 36 თვის ვადით-2018 წლის 20 ოქტომბრამდე, 1.24 % თვიური საპროცენტო სარგებლით.
სესხის ხელშეკრულების 3.1. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის გადახდის გრაფიკში მითითებული გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს გრაფიკში მითითებულ რიცხვში, საღამოს 18 საათამდე. ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%. თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნ-კლებია, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დააზღვიოს სიცოცხლე და გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. ხელშეკრულების 10.3 მუხლის შესაბამისად, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს, კერძოდ სესხის გაცემიდან ყოველ მეთორმეტე თვეს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ უახლოეს გადასახდელებთან ერთად გადაიხდის ამ მომენტისათვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 0.7%-ს. ხელშეკრულების 8.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ხოლო ხელშეკრულების 9.1. მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას, გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.
3.1.2 ნო----- ქე---–--ლთან გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და მა----- დი-----–-–--ლს და ნო------ წი--–-----ს შორის 2015 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო მოსარჩელესა და ან- ჩუ----–--ლს შორის 2015 წლის 06 ოქტომბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, თავდებმა პირებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა : ან- ჩუ----–--ლის -30 005 ლარით, მა----- დი-----–-–--ლის და ნო------ წი--–-----ის - -30 021, 23 ლარით .
3.1.3. მსესხებელს 2015 წლის 19 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხა -20 000 ლარი უნდა გადაეხადა ნ-წილ-ნ-წილ იმდაგვარად, რომ 2016- 2017 წლებში წელიწადში სამჯერ - 20 ივნისს, 20 აგვისტოს და 20 ოქტომბერს, ხოლო 2018 წელს ოთხჯერ - 20 ივნისს, 20 აგვისტოს, 20 სექტემბერს და 20 ოქტომბერს უნდა გადაეხადა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირი თანხა, სარგებელი, სიცოცხლის დაზღვევის და საკომისიოს თანხები. ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს 2018 წლის 20 ოქტომბრამდე, ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე სულ უნდა გადაეხადა ძირი თანხა-20 000 ლარი, პროცენტი- 8918,92 ლარი, სიცოცხლის დაზღევა- 900 ლარი, საკომისიო-202,30 ლარი, სულ ჯამში -30 021 ლარი, რითაც ვალდებულება სრულად იქნებოდა შესრულებული.
3.1.4. მსესხებელმა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია პირველივე გადახდაზე, მან გრაფიკით გათვალისწინებული 2016 წლის 20 ივნისს - 3753,42 ლარის გადახდის ნ-ცვლად 2016 წლის 27 ივნისიდან-05 ივლისის ჩათვლით ნ-წილ-ნ-წილ გადაიხადა ჯამში 3453,42 ლარი, რის გამოც დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მსესხებელმა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია მეორე გადახდაზეც და 2016 წლის 20 აგვისტოს 2563,28 ლარის ნ-ცვლად 23.08-დან 31.08- მდე პერიოდში გადაიხადა 2971.84 ლარი, ხოლო 2016 წლის აგვისტოს შემდეგ ვალდებულების შესრულება შეწყვიტა და თანხა საერთოდ აღარ გადაუხდია .
3.1.5. ვალდებულების დარღვევის თაობაზე მსესხებელი და თავდებები გაფრთხილებულები იქნენ როგორც ზეპირად, ასევე გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა მოპასუხეებმა სესხი არ გადაიხადეს.
3.1.6. 2016 წლის ნოემბერში მსესხებელმა ნო----- ქე---–--ლმა განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ აქვს ფინანსური პრობლემები და ვეღარ გადაიხდის თანხას. ამის შემდეგ, 2016 წლის 05 დეკემბერს, სს ,,კ------- ბანკი“ს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში, რითაც შეწყდა სესხის ხელშეკრულება.
3.1.7. მსესხებლის მიერ ვალდებულების ანგარიშში სულ გადახდილია - 6477.81 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა - -2400.00 ლარი, პროცენტი -3666,70 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 250,05 ლარი , ჯარიმა -161,06 . ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის ძირითადი დავალიანებაა 17 600 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 5 252.22 ლარი, დაზღვევა 649.95 ლარი, საკომისიო 202,30 ლარი, პირგასამტეხლო- 1350.13 ლარი, რაც ჯამში 25.054,60 ლარს შეადგენს, რის ანაზღაურებასაც მოითხოვს მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 20-22).
- თავდების განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 23- 28).
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 33-43).
- ნო----- ქე---–--ლის განცხადება ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებაზე ( ს.ფ. 38)
- გადახდების ისტორია და ცნობა დავალიანების შესახებ ( ს.ფ. 44-45)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული სესხის და 2015 წლის 06 ოქტომბერს და 19 ოქტომბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ნო------ ქე---–--ლს, ან- ჩუ----–--ლს, მა----- დი-----–-–--ლს და ნო------ წი--–-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვთ დავალიანება- 25 054.60 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 17 600 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 5 252.22 ლარი , დაზღვევა 649.95 ლარი, საკომისიო 202,30 ლარი, პირგასამტეხლო 1350.13 ლარი
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მსესხებლის განმარტებას, რომ 2016 წლის ივნისში საქონელი საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასში ბანკის წარმომადგენლებმა გაუყიდეს, რის გამოც მისი ძირითადი დავალიანება 8500 ლარის ნ-ცვლად 17 600 ლარია დარჩენილი, ვინაიდან თავად მოპასუხის განმარტებით დადგენილია, რომ 2016 წლის ივნისში ნ-სყიდობიდან გამომდინარე ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა გამყიდველს-ნო----- ქე---–--ლსა და მყიდველს შორის, საქონელი თავად მიყიდა მყიდველს, თვითონვე მიიღო ნ-სყიდობის საფასური, რომელიც გადასცა ბანკის წარმომადგენელს, რაც ასახულია 2016 წლის 30 ივნისს განხორციელებულ გადახდაში, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი გადახდების ისტორიით . ამასთან გაურკვეველია, რას მოიაზრებს მსესხებელი საბაზრო ფასებით საქონლის გაყიდვაში, როგორ იანგარიშა და რის საფუძველზე აცხადებს, რომ მისი ძირი თანხის დავალიანება 8500 ლარია. ამ მიმართებით მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება საქმეზე არ წარმოუდგენია .
სსს კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სადავო გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოტივაციო ნ-წილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „კ------- ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნ-წილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის 17 600 ლარის, სესხზე დარიცხული პროცენტის 5 252.22 ლარის და საკომისიო მომსახურების 202,30 ლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნ-წილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხე მსესხებელს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რითაც მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით მის მიერ ნ-კისრი ვალდებულება და მსესხებელზე გასცა სესხი შეთანხმებული ოდენობით და პირობებით.
დადგენილია, რომ მხარეებმა სესხისთვის გაითვალისწინეს პროცენტი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას კი მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრული საკომისიო წარმოადგენს საბანკო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასურს, რის გადახდაზეც მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ , რაც აისახა გადახდის გრაფიკში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის გადახდების ისტორიით დასტურდება, რომ არსებული მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება ძირითად თანხაზე შეადგენს 17 600 ლარს, სესხზე დარიცხული სარგებელი - 5 252.22 ლარს, საკომისიო 202, 30 ლარს .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნ-წილ-ნ-წილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით , მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
სესხის ხელშეკრულების 3.1. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის გადახდის გრაფიკში მითითებული გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს გრაფიკში მითითებულ რიცხვში, საღამოს 18 საათამდე. ამავე ხელშეკრულების 8.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ხოლო ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნ-წილ-ნ-წილ (გრაფიკით), რაც მსესხებლის მიერ დარღვეულია, კერძოდ, 2016 წლის ივნისში და აგვისტოში მოპასუხემ დაგვიანებით და არასრულად გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, ხოლო აგვისტოს შემდეგ საერთოდ შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბანკის მხრიდან სესხის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას და გაფრთხილების შემდეგაც არ შეასრულა ვალდებულება და ასევე მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება, რაც დადასტურებულია მისივე განცხადებით, რითაც 2016 წლის ნოემბერში მიმართა ბანკს. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო კოდექსის 627-ე და 873-ე მუხლების თანახმად, კრედიტორს ანიჭებს უფლებას, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ მოითხოვს დავალიანების დაფარვა, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის- 17 600 ლარის , სესხზე დარიცხული პროცენტის- 5 252.22 ლარის და საკომისიოს- 202 ლარის დაკისრების ნ-წილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 1350 ლარის დაკისრების შესახებ ნ-წილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს პირგასამტეხლოს განსაზღვრის თავისუფლებას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
აღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამიტომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნ-წილში დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. განსახილველ საქმეში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სესხი სარგებლიანია და მოსარჩელე პირგასამტეხლოსთან ერთად ითხოვს სესხის ვადის ბოლომდე სარგებლის დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის სახით. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია, რომ მართალია გრაფიკის დარღვევით (დაგვიანებით) მაგრამ მოპასუხის მიერ ბანკისთვის 2016 წლის 20 ივნისს და 20 აგვისტოს გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხები (6316,42 ლარი) გადახდილია, კერძოდ, მსესხებელმა გადაიხადა 6477,81 ლარი, საიდანაც პირგასამტეხლოს ანგარიშში წარმართულია 161,06 ლარი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთჯერადად პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 100 ლარის გადახდა, ხოლო 1250,13 ლარის დაკისრებაზე უნდა ეთქვას უარი
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო პრემიის თანხის დაკისრების ნ-წილში ნ-წილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს
მოსარჩელე მოითხოვს სადაზღვევო პრემის სახით 649.95 ლარის დაკისრებას.
სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. ამავე კოდექსის 852-ე მუხლის თანახმად, თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან გასაჩივრების გამო, მაშინ მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა, რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით. მზღვეველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი დაქვითვებიც. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დააზღვიოს სიცოცხლე და გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გრაფიკით შეთანხმებული წესით გადაეხადა სადაზღვევო პრემია, სულ ჯამში 900 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ვალდებულების შესრულება, მათ შორის სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულება 2016 წლის აგვისტოს შემდეგ შეწყვიტა და 2016 წლის ოქტომბერში აღარ გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2016 წლის დეკემბერში შეწყვიტა ხელშეკრულება, დაზღვევა კი აქცესორულად დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების - სესხის ხელშეკრულების არსებობაზე, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა მხარესთან დადებული სადაზღვევო ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია. ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ანუ 2016 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით გადაუხდელი სადაზღვევო პრემია-50 ლარი, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგი პერიოდის, ანუ -2016 წლის დეკემბრიდან სადაზღვევო პრემიის თანხის- 599, 95 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან შეწყდა ხელშეკრულება, რომელიც მოპასუხეს სადაზღვევო პრემიის გადახდას ავალდებულებდა .
6.3. თავდების პასუხისმგებლობა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნ-წილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყონოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული,ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნ-წილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებელთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, სადაზღვევო პრემიის, საკომისიო თანხის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. მოსარჩელემ მოპასუხე თავდებებთან კი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები დადო, რომლის საფუძველზეც თავდებებმა მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ნ-კისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინ-რე თავდები ან- ჩუ----–--ლი -30 005 ლარის, მა----- დი-----–-–--ლი და ნო------ წი--–-----ი - -30 021, 23 ლარის ფარგლებში მსესხებელთან ერთად პასუხისმგებელები არიან ვალდებულების შესრულებაზე .
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნ-წილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნ-წილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანი არის 25 054,6 ლარი, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 751,65 ლარი, მოსარჩელეებმა სარჩელი აღიარეს 8500 ლარის დაკისრების ნ-წილში, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა 1850,08 ლარის მოთხოვნაზე, ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 751,65 ლარიდან 255 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად- 438.12 ლარი, მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 150 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლებისთვის და შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 32 ლარის, სააღსრულებო ბიუროში სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება .
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სსს კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვიდ, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნ-წილობრივ. შესაბამისად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნ-წილობრივ;
2. მოპასუხეებს ნო------ ქე---–--ლს, ან- ჩუ----–--ლს, მა----- დი-----–-–--ლს და ნო------ წი--–-----ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 23 104,52 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 17 600 ლარი, სარგებელი - 5252,22 ლარი, საკომისიო- 202,30 ლარი, სადაზღვევო პრემია-50 ლარი, პირგასამტეხლო 100 ლარი ;
3. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი 1850,08 ლარის დაკისრებაზე, არ დაკმაყოფილდეს
4. მოპასუხეებს ნო------ ქე---–--ლს, ან- ჩუ----–--ლს, მა----- დი-----–-–--ლს, ნო------ წი--–-----ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკი“ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად- 438.12 ლარი, მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 150 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლებისთვის და შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 32 ლარის, სააღსრულებო ბიუროში სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება .
5. მოსარჩელეს ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნ-წილი - 255 ლარი,6. ძალაში დარჩეს ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის განჩინება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნ-წილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნ-წილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნ-ნ- ჩალათაშვილი