განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2018
საქმის ნომერი
030100118002435131
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100118002435131

№1/96-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

25 ივნისი, 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - შოთა სირაძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ჩაჩიბაია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ------ ხ----------,ბრალდებული: დ----- ჩ-----,მამის სახელი: თ----------ის ძე,დაბადებული: 0-.0-.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლეობა: არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ფ-----, მ-------–---ს ქ. 58.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. დ----- ჩ-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდებულ დ----- ჩ-----ს სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალი ედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში (ორი ეპიზოდი), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დ----- ჩ-----ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის იანვრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ. ფოთში, მ-------–---ს ქ. N58-ში, ურთიერთშელაპარაკებისას დ----- ჩ-----მ დაარტყა ხელ-ფეხი ზურგის არეში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-- ხ--------ს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 06 აპრილს, დილის საათებში, ქ. ფოთში, მ-------–---ს ქ. N58-ში, დ----- ჩ-----მ იმ მოტივით, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, ა-- ხ-------- არ გამგზავრებულიყო ქ. მ--------––ი ნათესავების სანახავად, რამდეჯერმე დაარტყა მას ხელი მარცხენა ყურზე, რის შემდეგ დ----- ჩ----- ა-- ხ--------ს ტანისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ცემდა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

დ----- ჩ-----ს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშაულოა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

მხარეთა მიერ სადავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:

 

3.1. 2018 წლის 16 აპრილს ა-- ხ--------მ განცხადებით მიმართა ქ. ფ-----ს საქალაქო სამმართველოს, სადაც აღნიშნა, რომ მისი მეუღლე დ----- ჩ----- აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 6 აპრილს ცემა და დაუზიანა ყური, ხელი და ფეხი დაარტყა ზურგში, ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მის ახლობლებს, რაზედაც მოითხოვა კანონით შესაბამისი ზომების მიღება.

 

იხ. ს.ფ. 2.

 

3.2. მოწმე ი-----–- მ-------ს (გამომძიებელი) ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის აპრილის თვეში დაიწყო გამოძიება ა-- ხ--------ს განცხადების საფუძველზე, რომელიც მიუთითებდა მეუღლის, დ----- ჩ-----ს მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და აღნიშნავდა, რომ ცემის შედეგად მიიღო ყურის დაზიანება. მის მიერ გამოიკითხა ა-- ხ-------- და დ----- ჩ-----, რის შემდეგადაც ეს უკანასკნელი დაკავებულ იქნა. ასევე გამოიკითხა ექიმი გ--–------ და ჩატარდა ა-- ხ--------ს სამედიცინო ექსპერტიზა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას კანონი არ დარღვეულა.

 

იხ.20.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.3. 2018 წლის 18 აპრილს, 14:35 საათზე დ----- ჩ----- დაკავებულ იქნა; დაკავების საფუძვლად მიეთითა, რომ იგი შესაძლოა მიიმალოს.

დ----- ჩ-----ს ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ და იგი გათავისუფლდა დაკავებიდან.

 

იხ. ს.ფ. 18-22, 46-53.

 

3.4. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:

 

საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით ა-- ხ--------ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

იხ. ს.ფ. 42-45.

 

3.5. გამოძიებისათვის მოწმე გ------ გ--–------ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მუშაობს ქ. ფოთში შპს ‘’ი------ი-ფ-----ს“ კ-–-----–- ყელ-ყურ-ცხვირის ექიმად. 2018 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე მიიღო პაციენტი ა-- ხ--------, რომელიც იტკიებდა მარცხენა ყურს. შემოწმების შემდეგ დაადგინა, რომ ჰქონდა მარცხენა ყურის ტრამვული დაზიანება, სასმენი მილი მოვსებული იყო სისხლით, რაზედაც დაუნიშნა შესაბამისი მკურნალობა. პაციენტს განმეორებით არ მოუმართავს და რა ვითარებაში მიიღო დაზიანება არ უთქვამს.

 

იხ. ს.ფ. 13-15.

 

3.6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებული დ----- ჩ----- და დაზარალებული ა-- ხ-------- ჯვრისწერით მეუღლეები არიან, ჰყავთ საერთო შვილი, 2--- წლის 3 მ------ დაბადებული ლ---- ჩ-----.

 

იხ. ს.ფ. 6-7.

 

3.8. დაზარალებულმა ა-- ხ--------მ გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ‘’დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკუთარი უფლება, რომლითაც უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

იხ. 20.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.9. ბრალდებულმა დ----- ჩ-----მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

იხ. 25.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ დ----- ჩ-----ს ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ----- ჩ-----ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ორი ეპიზოდი), ფაქტის შემსწრეები არიან თვით ბრალდებული და დაზარალებული. სხვა პირი ამ შემთხვევას არ შესწრებია.

ბრალდებულმა დ----- ჩ-----მ უარყო ა-- ხ--------ზე ძალადობის ფაქტი, ხოლო ამ უკანასკნელისგან სასამართლოს ჩვენება არ მიუღია.

ამრიგად, ბრალდებულ დ----- ჩ-----ს ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ა-- ხ--------ს 2018 წლის 16 აპრილის განცხადება ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოსადმი, სადაც აღნიშნა, რომ მისი მეუღლე დ----- ჩ----- აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მოწმე ი-----–- მ-------ს (გამომძიებელი) ჩვენება და გამოძიებისათვის მოწმე გ------ გ--–------ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, შესაბამისად ამ მტკიცებულებათა წონადობა გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობისთვის.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე მუხლის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

როგორც აღინიშნა, ა-- ხ-------- სასამართლოში მოწმის სახით არ დაკითხულა და შესაბამისად, დ----- ჩ-----ს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ სასამართლოს მისგან ინფორმაცია არ მიუღია; აქედან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მისი ზემოაღნიშნული განცხადება ვერ გახდება დ----- ჩ-----ს ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება.

იგივე შეიძლება ითქვას გამოძიებისათვის მოწმე გ------ გ--–------ს მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე, რომელიც მხოლოდ ა-- ხ--------ს ყურის არეში დაზიანებაზე მიუთითებს და პაციენტისგან მისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანება და მოწმე ი-----–- მ-------ს (გამომძიებელი) ჩვენებაზე, რომელმაც ა-- ხ--------ს გამოკითხვისას მიიღო მისგან ინფორმაცია მეუღლის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისა და შესაბამისად პირის დამნაშავედ ცნობის თაობაზე დასკვნის გამოტანის პროცესში, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო და საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მატერიალური ნორმებით, ასევე სასამართლო პრაქტიკით, რომელიც მომდინარეობს საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით.

 

5.3. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5.4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

5.5. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეში სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა წონადობა გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობისთვის.

სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც ა-- ხ--------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე (რომლის უფლებაც მას გააჩნია), ამავე დროს საქმის მასალებში არ მოიპოვება ა-- ხ--------ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნების შესახებ მტკიცებულება, შესაფასებელი რჩება მხოლოდ მოწმე ი-----–- მ-------ს (გამომძიებელი) ჩვენება, რომელიც ა-- ხ--------ს გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას გადმოსცემს მეუღლის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ესე იგი ერთი ირიბი მტკიცებულება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.

სსსკ-ის თანახმად, მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენება, თუ ის სსსკ-ის ზემოთ დასახელებულ მოთხოვნას პასუხობს (და ამავე დროს შეიცავს კანონით დადგენილი წესით მოპოვებულ და საქმისთვის რელევანტურ ინფორმაციას), დასაშვებ მტკიცებულებას წარმოადგენს. ხოლო მისი სანდოობა, სსსკ-ის იმავე მუხლზე დაყრდნობით, მოწმდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც ადასტურებს ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას.

 

5.6. ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ დ----- ჩ-----ს ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა მხოლოდ მოწმე ი-----–- მ-------ს (გამომძიებელი) ჩვენება, ესე იგი მხოლოდ ერთი ირიბი ჩვენება, რაც არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს.

 

5.7. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

6.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- ჩ-----ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ((ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ დ----- ჩ-----ს დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ და უტყუარად ამ ფაქტს ადასტურებს.

ამრიგად, ბრალდებული დ----- ჩ----- უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ((ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული დ----- ჩ-----ს ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

2. დ----- ჩ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებო გაუქმდეს, ასევე გაუქმდეს ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით დ----- ჩ-----ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად დაწესებული ყველა ვალდებულება და დ----- ჩ-----ს დაუბრუნდეს საქმის გამომძიებლისთვის ჩაბარებული საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა.

3. გამართლებულ დ----- ჩ-----ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. საქმეს ნივთმტკიცება და საგნები არ ერთვის.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე