გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.07.2018
საქმის ნომერი
190210115001129283
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-140--15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

მოსარჩელე: სს ,,თ----------ი“

მოსარჩელის წარმომადგენელი: მ-----------–---–ი ს--–-------–----–---–ი,მოპასუხეები: ი-----–----------–ი, ზ---------------–ი,მოპასუხეების წარმომადგენელი: მ-----------–-----ი

მესამე პირი: სს ,,კ------------------ი“

მესამე პირის წარმომადგენელი: გ----------------–---–ი

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზ---------------–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებისა და 2012 წლის 24 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის შემცირების ხარჯზე დაკორექტირებული დავალიანების - 4930 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4176,09 აშშ დოლარი, პროცენტი - 562,12 აშშ დოლარი, ჯარიმა 191,79 აშშ დოლარი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ზ---------------–სა და ი-----–----------–ს შორის დადებული 2013 წლის 1 აგვისტოს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. რუსთავი, პირველი მაისის შესახვევი, კორპუსი N7-2, საკადასტრო კოდით 0-.0-.0-.6-- აღდგეს ზ---------------–ის საკუთრების უფლება.

 

1.3. ზ---------------–ს დაეკისროს სს ,,თ----------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 353,94 ლარის ანაზღაურება.

 

1.4. ზ---------------–ს და ი-----–----------–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თ----------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ, 471,92 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

 

სს ‘თ----------სა“ და სს „კ------------------ს“ შორის 2012 წლის 24 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ თ----------სა“ და ზ---------------–ს შორის თავდების განცხადების საფუძველზე 2012 წლის 24 ოქტომბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა - 4930 აშშ დოლარი.

 

სს „კ------------------მა“ და და ზ---------------–მა საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს 2013 წლის 24 ივნისს და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავდებისათვის დავალიანების დაკისრება.

 

2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით სს „კ------------------სა“ ზ---------------–ს საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებისა და 2012 წლის 24 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 25567,47 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4176,09 აშშ დოლარი, პროცენტი-562,12 აშშ დოლარი, ჯარიმა-20829,26 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის მხრიდან აღნიშნულ საქმეზე რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული მოპასუხე ზ---------------–ი, რათა შეესრულებინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელის მხრიდან დამატებით მოხდა დაკავშირება მოპასუხესთან იმ განზრახვით, რომ შემდგარიყო მოლაპარაკება მორიგების თაობაზე, მოპასუხის მხრიდანაც იყო მზაობა, თუმცა მოლაპარაკების პარალელურად 2013 წლის 1 აგვისტოს, მოპასუხე ზ---------------–მა შეიტანა განაცხადი საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებაზე ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაციის გზით. აღსანიშნავია, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო ზ---------------–სა და მის შვილს - ი-----–----------–სა შორის სწორედ მას შემდეგ რაც ზ---------------–მა და სს „კ-------------------მა“ დაარღვიეს საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2013 წლის 24 ივნისს. ცხადია. რომ ი-----–----------–ი წარმოადგენს ზ---------------–ის ოჯახის წევრს (შვილს) და მისთვის ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტში ცნობილი იყო ზ---------------–ის დავალიანების შესახებ სს „თ----------ის“ მიმართ.

 

ჩვეულებრივ, ჩუქება თავის არსიდან გამომდინარე გამოხატავს მჩუქებლის კეთილ ნებას, მოცემულ შემთხვევაში კი ზ---------------–მა მოჩვენებითად გაასხვისა მისი კუთვნილი უძრავი ქონება შვილის-ი-----–----------–ის სახელზე, რასაც არ მოჰყოლია ხელშეკრულების დადების შემდეგ ჩუქების საგნის მფლობელის ცვლილება და ზ---------------–ი კვლავ ძველებურად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ბინაში. აღსანიშნავია, რომ მან აღნიშნული ქმედება განახორციელა მას შემდეგ, რაც დაარღვია საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სს „თ----------ის“ მიერ გაფრთხილებული იქნა შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მორიგების პირობებზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ზ---------------–მა ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება დადო მოჩვენებით, რათა თავი აერიდებინა საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ი-----–----------–მა და ზ---------------–მა სარჩელი არ ცნეს

 

შესაგებლის ფაქტობრივი საფუძვლები

 

მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და იგი არ ატარებს მოჩვენებით ხასიათს, მამამ ზ---------------–მა შვილს ი-----–----------–ს გადასცა უძრავი ქონება საჩუქრად, რადგან ი-----–----------–ი დაოჯახდა და სიცოცხლეშივე უნდოდა მამას შვილისთვის გადაეცა ეს ქონება.

 

ი-----–----------–მა შესაგებელში განმარტა, რომ მისთის უცნობი იყო აქამდე მამის ვალდებულებების შესახებ სს ,,თ-------------ის წინაშე.

 

მოპასუხე მხარემ დამატებით საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით ი-----–----------–ის განკარგვის ქვეშაა, ის სარგებლობს, იხდის გადასახადებს, არის ბინის მფლობელი, ბინაში ცხოვრობს მისი ოჯახი.

 

ფულადი თანხის დაკისრების ნაწილში მოპასუხე ზ---------------–მა განმარტა, რომ იგი არ არის იურისტი, რის გამოც ფაქტობრივად მოტყუებული დარჩა. ისე მიაღებინა ბანკმა და მესამე პირმა (რომლის ინტერესებშიც იყო კრედიტის გაფორმება)სესხი და ისე მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, რას აკეთებდა. კომპანიას ჰყავდა წარმომადგენელი, რომელიც ამავე დროს იყო მისი ახლობელი, რომელიც უხსნიდა და არწმუნებდა, რომ არ იქნებოდა არანაირი პრობლემა. ეს იყო გარიგება, რომლის მიხედვით მანქანას ჩამოუყვანდნენ კარგ მდგომარეობაში. ორგანიზაციამ ისარგებლა, ჩამოიყვანა მანქანა, ოღონდ არა ისეთ მდგომარეობაში, რომელზეც შეთანხმდნენ. მანქანას ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემები. თვითონ ორგანიზაციამ -„კ------------------მა“ წაიყვანა მანქანა, ჩააბარა. თავად 2700 დოლარი ჰქონდა გადახდილი, მანქანა ჩააბარა, არანაირი სარგებელი არ მიუღია, პირიქით ზარალი ჰქონდა 2700 დოლარი. ორგანიზაციამ უთხრა, რომ არ ექნებოდა პრობლემები, გაყიდიდნენ მანქანას და იქიდან აუნაზღაურებდნენ. საუბარია საკრედიტო ხელშეკრულების თავდებობაზე.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რამდენი აქვს ძირითად მოვალეს ვალდებულება და რა ნაწილში უნდა აგოს თავდებმა პასუხი. ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 2 ნოემბერს (გენერალური). მხარეებს ხელშეკრულება დადებული აქვთ 2012 წლის 22 ოქტომბერს. ძირითად მოვალეს-„კ------------------ს“ „თ----------თან“ საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 1 წლით ადრე ვიდრე ურთიერთობაში შევიდოდა მარწმუნებელთან. მარწმუნებელთან იძულებით არ დაუდიათ ხელშეკრულება. ზ---------------–ის სურვილი იყო შეეძინა მანქანა. საამისოდ ჰქონდა 2700 დოლარი. როდესაც ჩამოიყვანეს მანქანა წინა მხარე - ე.წ „ბამპერი“ იყო მოხსნილი, სალონში დაზიანებული იყო აქსესუარები. აქედან გამომდინარე ჰქონდა გარკვეული პრეტენზია. ნაწილი შეაკეთა. მანქანასთან მიმართებით იზრდებოდა ვალდებულებები. ეს რომ შეიტყო ჩააბარა, დაუბრუნა „კ------------------ს“ და უთხრა, რომ გაეყიდათ მანქანა და გადაეფარათ ვალდებულებები. თვითონ რომ მოსთხოვდა ვინმე ვალდებულების შესრულებას ამის წარმოდგენაც არ შეეძლო. მანქანა გაიყიდა ნებაყოფლობით 4000 აშშ დოლარად, სად წავიდ თანხა მისთვის უცნობია.

 

არ შეიძლება თავდებს დაეკისროს ის ვალდებულება, რომელიც არ აუღია თავად და არ არის თუნდაც მასთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელი ძირითადი მოვალე.

 

2.2. მესამე პირმა სარჩელი არ სცნო

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 24 ოქტომბერს სს ,,თ-------------ს და სს ,,კ------------------ს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება კრედიტის თანხად განისაზღვრა 4930 აშშ დოლარი, კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა ავტომანქანის შეძენა, სესხის გაცემამდე ზ---------------–ის მიერ წარდგენილ იქნა თანამონაწილეობის თანხა 2660 აშშ დოლარის სახით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 26 ივნისამდე ( იმ შემთხვევაში თუ მე-8 თვეში გადახდილი იქნება 4 თვის პროცენტი სრულად, საშეღავათო პერიოდი გაგრძელდებოდა 3 თვით და ჯამში სესხის ვადა განისაზღვრებოდა 12 თვით. წლიური სარგებლის ოდენობა -17%

 

3.1.2. 2012 წლის 24 ოქტომბერს სს ,,თ-------------სა და შპს ,,კ------------------------ს“ შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სს ,,თ-------------ს, სს ,,კ------------------ს“ და შპს ,,კ------------------------ს“ შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებისა და მოგირავნესა და მსესხებელს შორის 2012 წლის 24 ოქტომბერს დადებული საბანკო კრედიტის # 1-------------- ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ მომავალში შეძენილი მოძრავი ნივთების დაგირავებაზე მოგირავნის სასარგებლოდ, მოგირავნესა და მსესხებელს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის და არსებობის შემთხვევაში მის საფუძველზე გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. გირავნობის საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა B------------- ვერცხლისფერი გირავნობის საგნის შეფასებითი ღირებულება იყო 7590 აშშ დოლარი. მოთხოვნის მოცულობა 4930 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 24 ივნისამდე. წლისური სარგებლის ოდენობა შეადგენდა -17 % პირგასამტეხლო - 0,5 %

 

3.1.3. 2012 წლის 24 ოქტომბერს სს ,,თ------------ში“ წარდგენილ იქნა ზ---------------–ის მიერ თავდებობის განცხადება, რომლის მიხედვით ზ---------------–მა სს ,,კ------------------თან“ ერთად იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კლიენტის მიერ აღებული პასუხიმგებლობასა და ვალდებულებებზე.

 

3.1.4. 2012 წლის 24 ოქტომბერს სს ,,თ------------სა“ და ზ---------------–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ზ---------------–მა იკისრა სს ,,კ------------------თან დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე სოლიდარული პასუხიმგებლობა მსესხებელთან ერთად. თავდების პასუხისმგებლობის თანხად განისაზღვრა 4930 აშშ დოლარით.

 

3.1.5. მსესხებელმა სს ,,კ------------------მა“ ამ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გადაიხადა 754,91 აშშ დოლარი 2014 წლის 10 დეკემბერს.

 

3.1.6. 2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით სს ,,თ------------სა“ და სს „კ------------------სა“ საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებისა და 2012 წლის 24 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდათ დავალიანება -25567.47 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4176,09 აშშ დოლარი, პროცენტი-562,12 აშშ დოლარი, ჯარიმა -20829.26 აშშ დოლარი.

 

3.1.7. 2013 წლის 1 აგვისტოს ზ---------------–ს და ი-----–----------–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ--------------------–---------–-------------

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „კ------------------მა“ საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2013 წლის 24 ივნისს და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავდებისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---------------–ს, როგორც თავმდებ პირს არ შეუსრულებია მოვალე სს ,,კ------------------ის“ მიერ მის სასარგებლოდ აღებული ფულადი ვალდებულება.

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ,,კ------------------ის“ მიერ სს ,,თ------------იდან სესხის აღება ემსახურებოდა ზ---------------–ისთვის ავტომანქანის შეძენას, აღნიშნული დასტურდება თავად ზ---------------–ის თანამონაწილეობითაც ავტომანქანის ღირებულების თანხის ნაწილის გადახდის სახით. მის მიერ ავტომანქანის საფასურის ნაწილი 2660 აშშ დოლარის სახით გადახდილ იქნა წინასწარ.

 

3.2.5. მოსარჩელე სს ,,თ------------ს“ პასუხისმგებლობა უნაკლო ნივთის მიწოდებაზე არცერთი ხელშეკრულებით არ უკისრია.

 

3.2.6. მოპასუხე ზ---------------–ს სარჩელის განხილვის პერიოდისთვის, მოთხოვნა სს ,,კ------------------ისთვის“ ნაკლიანი ნივთის მიწოდებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ წარუდგენია.

 

3.2.7. მოპასუხე ზ---------------–ს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია ინფორმაცია ავტომანქანის შეძენის, შემძენის, ავტომანქანის გადაცემის, მისი ფაქტობრივი მდგომარეობის და ბოლოს მისი გასხვისების ან გამსხვისებელი პირების შესახებ.

 

3.2.8. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სს ,,თ------------ი“ არ არის ვალდებული პასუხი აგოს ზ---------------–ის წინაშე სს ,,კ------------------ის“ ან სხვა პირის მიერ ზ---------------–ისთვის ნაკლიანი ნივთის მიწოდების გამო. შესაბამისად, ზ---------------–მა, როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელმა პირმა უნდა შეასრულოს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.

 

3.2.9. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 1 აგვისტოს ზ---------------–სა და მის შვილს - ი-----–----------–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზ---------------–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ. რ-----------------–---------–------------------------ საკადასტრო კოდით: 0-.0-.0-.6-- საჯარო რეესტრში აღირიცხა ი-----–----------–ის სახელზე. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა ცნობის ნაწილში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს გარიგების მოჩვენებითობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოპასუხე ი-----–----------–მა, როგორც ზ---------------–ის შვილმა და ოჯახის წევრმა, იცოდა ზ---------------–ის საბანკო ვალდებულებების და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ და გააფორმეს მოჩვენებით უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება მოსალოდნელი პასუხიმგებლობისგან ტავის არიდების და უძრავი ქონების დაცვის მიზნით. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება ხდება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ვალდებულება უკვე დარღვეულია და ზ---------------–ს უკავშირდება ინტენსიურად საბანკო დაწესებულების უფლებამოსილი პირი და ითხოვს ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული დადასტურებულია თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით. ამდენად ი-----–----------–ის მიერ ჩუქების ხელშეკრულებით ქონების მიღება ვერ იქნება განხილული როგორც კეთილსინდისიერი ფაქტი, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ---------------–ს გააჩნდა დავალიანება, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო, არ ან ვერ შესრულდა იგი ზ---------------–ის მიერ და შესაბამისად შეიძლება საფრთხე დამუქრებოდა ზ---------------–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას.

 

ამდენად აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას. რომელსაც რეალურად არ მოჰყოლია არანაირი იურიდიული შედეგი, არ მოჰყოლია ნასყიდობის ფასის გადახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ ჩუქების საგნის მფლობელის ცვლილება და იქ კვლავ ცხოვრობს მოპასუხე ზ---------------–ი თავის ოჯახთან ერთად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 10--ე მუხლების, თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეთა მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად ვერ იქნა უარყოფილი მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა სრულად და ასევე მოპასუხეებს ი-----–----------–სა და ზ---------------–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ატარებს მოჩვენებით ხასაითს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს 524-ე, 529-530-ე, 316-ე მუხლი,317-ე მუხლი, 623-ე მუხლი, 361-ე მუხლი, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საბანკო კრედიტი N1-------------- ხელშეკრულება და 2012 წლის 24 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,თ----------მა’’ მოპასუხეზე გასცა 4930 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულებულია ჯეროვნად, ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ უარყვია ხელშეკრულებებით პროცენტის გადახდაზე შეთანხმების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ჩუქება პირის მიერ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს, რომლის ხასიათიც ვლინდება ნივთის უსასყიდლოდ გადაცემაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექასის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. 52-ე მუხლის მიხედვით კი ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა გარიგების ბათილობის რამდენიმე სახეს იცნობს და ადგენს იმ კონკრეტულ ჩამონათვალს თუ რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს ცნობილი ბათილად მხარეთა შორის დადებული გარიგება, ესენია: მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი, გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი, გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო, გარიგების ბათილობა ქმედუუნარობის ან ფსიქიკური მოშლილობის გამო, ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მხარეთა მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა ამტკიცოს იმ მხარემ რომელსაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

მოჩვენებით გარიგებაში, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები უნდა მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა “ურთიერთშეთანხმება”, “გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. როგორც წესი, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან დაკავშირებულ/არსებულ ურთიერთობასთან, მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადაო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

როგორც წესი, მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სს ,,თ-------------ის“ მიერ სასამართლოს წინაშე დადასტურდა ზ---------------–სა და ი-----–----------–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითობა, რომელმაც შელახა, მისი, როგროც კრედიტორის უფლებები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 230-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;

 

2. მოპასუხე ზ---------------–ს დაეკისროს მოსარჩელე სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ 4930 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა 4176,09 აშშ დოლარი, პროცენტი - 753,91 აშშ დოლარი) გადახდა.

 

3. მოპასუხე ზ---------------–ს დაეკისროს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ 353,94 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი ზ---------------–სა და ი-----–----------–ს შორის 2013 წლის 1 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე მდებარე ქ--------------–----------------–-------------, ს.კ. 0-.0-.0-.6--.

 

5. ზ---------------–ს და ი-----–----------–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის 20 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6. ზ---------------–ს და ი-----–----------–ს სოლიდარულად დაეკისროთ 471,92 ლარის გადახდა მოსარჩელის საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების მიზნით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი