განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100117002246888
1/72-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ა---- ჩერნეცკაია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული გ------ ე-–-----ის ძე გ------ოვი; დაბადებული 19---–-–-------------ს; მისი სიტყვებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო, მაგრამ ამჟამად მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია; ფაქტობრივად მცხოვრები: ნინოწმინდის რაიონის სოფელ ო---–-----ში;
ადვიკატი: ზაზა ზარიძე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. გ------ გ------ოვს ბრალი ედება (საქ. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) - ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულია ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, კერძოდ:
2017 წლის 27 სექტემბერს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ო---–-----ში, საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 16:00 საათზე, გ------ გ------ოვმა არასრულწლოვანი შვილის ნ----- ნ----ოვის თანდასწრებით ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ე---- ნ----ოვას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.2. გ------ გ------ოვს ბრალი ასევე ედება საქ. სსკ-ს 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, კერძოდ:
2017 წლის 27 სექტემბერს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გ------–-----ში, საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 16:00 საათზე, გ------ გ------ოვმა მეუღლეს ე---- ნ----ოვას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლავდა მას, აღნიშნული მუქარა ე---- ნ----ოვამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------ გ------ოვის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
3.2. მოცემულ შემთხვევაში, გ------ გ------ოვის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია: დაზარალებულ ე---- ნ----ოვის, არასრულწლოვანი შვილი ნ----- ნ----ოვის (ბრალდების მიხედვით ინციდენტი მოხდა ნ----- ნ----ოვის თანდასწრებით); აგრეთვე, მოწმეების: მეზობლების - ა--------------ნის, ს-----–----------––--ნის, არასრულწლოვანი შვილი რ----- ნ----ოვის, თვით გ------ გ------ოვის ჩვენებები და აღნიშნული პირები როგორც მოწმეები. ასევე, როგორც მოწმეები წარმოდგენილია: გამომძიებლები - კ-------------ნი, ტ------–---------ძე, ა---------–------ძე, ექსპერტ დ-------------–--ლი, თარჯიმანი ჯ---–---–-------ნი. აგრეთვე წარმოდგენილია დოკემენტები: შეტყობინებების რეგისტრაციის ბარათები და ელსმენით შეტყობინების ოქმი, ე---- ნ----ოვას სამედიცინი დოკუმენტები და სტაციონარული სამედიცინო ბარათი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება 22.01.2015 N1/1/548).
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს (ნაფიც მსაჯულებს) არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი; ბ) განაჩენი ნასამართლობაზე; გ) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის; დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ამავე კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის ან სხვა პირთა წინააღმდეგ, რომელთა წრეც განისაზღვრება ამ კოდექსით. ამავე კოდექსის მე-36 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება, თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
3.4. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ გ------ გ------ოვის მიერ ე---- ნ----ოვას ცემის და მუქარის ფაქტების დამდგენი პირდაპირი მტკიცებულება შეიძლება იყოს მხოლოდ ე---- ნ----ოვას, ნ----- ნ----ოვის და თვით გ------ გ------ოვის ჩვენებები, ვინა----ნ საქმეზე წარმოდგენილი დანარჩენი მოწმეები (მეზობლები - ა--------------ნი, ს-----–----------––--ნი, გამომძიებლები - კ-------------ნი, ტ------–---------ძე, ა---------–------ძე, ექსპერტი დ-------------–--ლი, თარჯიმანი ჯ---–---–-------ნი, ასევე რ----- ნ----ოვი) არ არიან ცემის ან მუქარის თვითმხილველები და მათ მიერ გაცემული ინფორმაცია (რომ მისი მეუღლე სცემა და აგრეთვე ემუქრებოდა) ეფუძნება სხვა პირის - ნ----- ნ----ოვის და ე---- ნ----ოვას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას; ასევე დოკემენტების (შეტყობინებების რეგისტრაციის ბარათები და ელსმენით შეტყობინების ოქმი, ე---- ნ----ოვას სამედიცინი დოკუმენტები და სტაციონარული სამედიცინო ბარათი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) ინფორმაცია ეფუძნება სხვა პირის - რ----- ნ----ოვის და ე---- ნ----ოვას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოხსნა მოწმეები ტ------–---------ძე, რ----- ნ----ოვი, თარჯიმანი ჯ---–---–-------ნი, ამასთან დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა რ----- ნ----ოვის გამოძიების დროს გამოკითხვის ოქმი, ხოლო ტ------–---------ძე, ექსპერტი დ-------------–--ლი, თარჯიმანი ჯ---–---–-------ნი გამოძიების დროს დაკითხული/გამოკითხული არ იყვნენ.
3.5. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გ------ გ------ოვმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ გ------ გ------ოვის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ-დაზარალებულმა ე---- ნ----ოვამ, ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა - მოწმემ ნ----- ნ----ოვმა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საოპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ გ------ გ------ოვის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული მათ მიერ გამოძიების დროს გაცემული ინფორმაცია.
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-------------ნმა აჩვენა, რომ გ------ გ------ოვის მეუღლე მივიდა პოლიციაში მის არასრულწლოვან შვილთან ერთად (სახელი და გვარი არ მიუთითა) და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ სცემა და აგრეთვე ემუქრებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------–------ძემ აჩვენა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს გ------–----ის პოლიციის განყოფილებაში 112-დან შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ სოფელ ო---–-----ში, კონკრეტულად ე---- ნ----ოვას მიმართ მიმდინარეობდა ოჯახური ძალადაბა. შეტყობინების საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად გავიდა აღნიშნულ მისამართზე, რა დროსაც ე---- ნ----ოვა გადასული იყო მეზობელთან ა---- და ს-----–----------––--ნებთან, რომელიც იყო ძალიან შეშინებული. სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, ცუდად საუბრობდა რუსულ ენაზე. მან განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა, რომ იარაღით მოკლავდა. სცადეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა, თუმცა მან განაცხადა, რომ სასწრაფო გამოძახებული ჰყავდა. ე---- ნ----ოვამ განაცხადა, რომ მისი ქმარი გ------ გ------ოვი იარაღით წასულიყო შვილის მოსაკლავად და ითხოვა დახმარება. აღსანიშნავია, რომ იარაღის ტიპი და დასახელება არ არის მითითებული.
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა--------------ნმა, აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს სახლში იყო, გარეთ წვიმდა, მის მეუღლეს ეძინა. კარზე დააკაკუნა და მათთან სახლში შევიდა გ------ის ცოლი, რომლის სახელიც არ იცის, რომელსაც სახეზე ჰქონდა ნაკაწრები. იგი ატირდა, რუსულ ენაზე დაელაპარაკა და ტელეფონი სთხოვა, რომ სახლში დაერეკა. მან დარეკა და თურქულად საუბრობდა. შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარება პოლიციასთან ერთად. სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, მან განაცხადა, რომ მისი მეუღლე უნდა წავიდეს შვილის მოსაკლავად. ა--------------ნმა ასევე აჩვენა, რომ მისი ტელეფონის ნომერია - 5--------, აღსანიშნავია, რომ კითხვაზე - როდესაც ე---- ნ----ოვამ ტელეფონზე დარეკა რა ენაზე ილაპარაკა? ა--------------ნმა უპასუხა, რომ თურქულ ენაზე, ხოლო თვით ა--------------ნთან რუსულ ენაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-----–----------––--ნმა, აჩვენა, რომ გ------ოვის ცოლი მათთან სახლში რომ მივიდა, მას ეძინა და როდესაც ადგა, რამდენიმე წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია მივიდა მათთან. მას მეუღლემ აიდა კ--------მა უთხრა, რომ გ------ს თავისი ცოლი უცემია და გ------ის ცოლი ე---- მათთან იყო მისული რათა ტელეფონით დაერეკა მამამისთან. ს-----–----------––--ნს გ------ გ------ოვსა და მის მეუღლე შორის ჩხუბი არ უნახავს. ამასთან, არც ე---- ნ----ოვას მისთვის არ უთქვამს, რომ მეუღლემ იგი სცემა. ასევე აჩვენა, რომ ე---- ნ----ოვა ტიროდა, თუმცა მასზე დაზიანებები და ჩალურჯებები არ უნახავს. აღსანიშნავია ს-----–----------––--ნის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ ე---- ნ----ოვას საავადმყოფოში წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო.
3.8. სასამართლო სხდომაზე გამოკლეულად ითვლება რ----- ნ----ოვის გამოკითხვის ოქმი, შეტყობინებების რეგისტრაციის ბარათები და ელსმენით შეტყობინების ოქმი, ე---- ნ----ოვას სამედიცინი დოკუმენტები და სტაციონარული სამედიცინო ბარათი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე გ------ გ------ოვისაგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი სანთებელა, რომელიც მხარეებმა სადავოდ არ გახადეს.
3.8.1. რ----- ნ----ოვის გამოკითხვიდან გამომდინარე ირკვევა მხოლოდ ვარაუდი, რომ გ------ გ------ოვი გაბრაზებული იყო და მას განუცხადა, რომ წავიდოდა და სცემდა დედას (ანუ ე---- ნ----ოვას). მან ასევე აჩვენა, რომ მამამისი გ------ გ------ოვი მას (რ----- ნ----ოვს) დედის მოკვლით არ დამუქრებია. მან ასევე აღნიშნა, რომ მამამისის ხელში ან სახლში პისტოლეტი და პისტოლეტის მაგვარი სანთებელა არ უნახავს (ს.ფ. 46-48). შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს, რომ რ----- ნ----ოვის აღნიშნული ჩვენება ცალკე არ წარმოადგენს ე---- ნ----ოვას ცემის და მუქარის პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებას.
3.8.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------ გ------ოვისაგან ამოღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი სანთებელა. ამასთან, არ არსებობს სხვა მტკიცებულება ანდა მოწმის ჩვენება, რომელიც მიუთითებს აღნიშნულ საგანზე, როგორც მუქარის საგანი. მითუმეტეს, აღნიშნული საგანი არ წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს.
3.8.3. რაც შეეხება შეტყობინებების რეგისტრაციის ბარათებს და ელსმენით შეტყობინების ოქმს:
ა) 2017 წლის 27 სექტემბრის N2328397 შეტყობინება შედგენილია 17:51 საათზე, წყარო - 112, თემა - კონფლიქტი ოჯახური/ძალადობა, განმცხადებელი - რ----- ნ----ოვი, მიმღები - დ-----------–---–-ძე, რეზოლუცია - ა---------–------ძეს, ინციდენტის თარიღი - 27.09.17 წ. 16:26:59 სთ., მისამართი - ნინოწმინდა სოფელი ო---–-----, განმცხადებლის ტელეფონის ნომერი - 5--------, შინაარსი - მამასთან აქვს კონფლიქტი, არ უშვებს დედასთან მარნეულის რაიონში (ს.ფ. 2);
ბ) 2017 წლის 27 სექტემბრის N2328723 შეტყობინება შედგენილია 17:48 საათზე, წყარო - 112, თემა - კონფლიქტი ოჯახური/ძალადობა, განმცხადებელი - ნული (არ არის მითითებული), მიმღები - დ-----------–---–-ძე, რეზოლუცია - ა---------–------ძეს, ინციდენტის თარიღი - 27.09.17 წ. 16:43:31 სთ., მისამართი - ნინოწმინდა სოფელი ო---–-----, განმცხადებლის ტელეფონის ნომერი - 5--------, შინაარსი - მამა ეჩხუბება შვილს და იარაღი წაიღო (ქუჩაში არიან) აცხადებს რომ მოკლავსო (ს.ფ. 3);
გ) 2017 წლის 27 სექტემბრის N2329641 შეტყობინება საავადმყოფოდან 17:42 სთ. (ს.ფ. 4), საფუძველი - ნინოწმინდის რაიონულ საავადმყოფოდან შემოსული შეტყობინება (ს.ფ. 4), რაზედაც შედგენილია ელსმენით შეტყობინების ოქმი.
ელსმენით შეტყობინების ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 სექტემბერს 15:35 საათზე პოლიციას დაუკავშირდა ნინოწმინდის რაიონულ საავადმყოფოს მორიგე ექიმი რ---------–----ნი, რომელმაც შეატყობინა, რომ დახმარების მიზნით სხეულის დაზიანებით მიყვანილია ე---- ნ----ოვა, მისი სიტყვებით, იგი სცემა მეუღლემ, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება (ს.ფ. 5).
3.8.4. 2017 წლის 29 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N5--------- დასკვნის (ს.ფ. 64-66) მიხედვით, შპს „უნიმედი სამცხეს“ ნინოწმინდის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის N1---------- სამედიცინო ბარათის (ს.ფ. 37-40) მიხედვით ე---- ნ----ოვა აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში შესულა 27.09.2017 წელს 17:30 საათზე. შესვლისას უჩიოდა ტკივილს სახის მარცხენა ნახევარში და გულმკედრის მარცხენა ნახევარში. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შუბლის მარცხენა ნახევარში და მარცხენა ლოყის ზემო არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთები და შესიება, პალპაცია მტკივნეულია. გულმკერდის არე ვიზუალურად ცვლილებების გარეშე. პალპაციით მტკივნეულია მარცხენა ბეჭის პროექციაზე. თავის მრავლობითი დაჟეჟილობა (რბილი ქსოვილის). დასკვნა: შპს „უნიმედი სამცხეს“ ნინოწმინდის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის N1---------- სამედიცინო ბარათის მიხედვით ე---- ნ----ოვას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები შუბლის მარცხენა არესა და მარცხენა ლოყის ზემო არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–--ლმა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტის ჩვენებას და სამედიცინო ბარათებს, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების და ტკივილის არსებობას, და არა მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული.
3.9. სასამართლო აღნიშნავს მტკიცებულებებს შორის გამოვლენილ შეუსაბამობებს:
3.9.1. გამომძიებელი ა---------–------ძე შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღების შემდეგ გავიდა (იხ. 3.6.), ანუ 17:48 საათის შემდეგ (იხ. 3.8.3.ა,ბ,), ამავდროულად მოწმეებმა ა--------------ნმა და ს-----–----------––--ნმა აჩვენეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია ერთდროულად მივიდნენ მათთან (იხ. 3.7.). რა დროსაც 15:35 საათზე ე---- ნ----ოვა უკვე მიყვანილი იყო საავადმყოფოში (იხ. 3.8.4.);
3.9.2. 112-ზე ერთერთი ზარი იყო განხორციელებული ა--------------ნის ტელეფონის ნომრიდან - 5-------- (იხ. 3.8.3.ბ), რა დროსაც ა--------------ნმა განაცხადა, რომ ე---- ნ----ოვა საუბრობდა თურქულ (აზერბაიჯანულ) ენაზე, ხოლო თვით ა--------------ნს 112-ზე არ დაურეკავს (იხ. 3.7.). გამოდის, რომ ე---- ნ----ოვამ ა--------------ნისაგან ფარულად დარეკა 112-ზე და შეატყობინა, რომ მამა ეჩხუბება შვილს და იარაღი წაიღო მის მოსაკლავად (იხ. 3.8.3.ბ), თუმცა პოლიციაში განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა, რომ იარაღით მოკლავდა მას (იხ. 3.6.);
3.9.3. ე---- ნ----ოვა 15:35 საათზე უკვე მიყვანილი იყო საავადმყოფოში (იხ. 3.8.3.გ), ამასთან სამედიცინო ბარათის მიხედვით ე---- ნ----ოვა აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში შესულა 27.09.2017 წელს 17:30 საათზე (იხ. 3.8.4.).
3.9.4. რ----- ნ----ოვი 112-ზე ზარის განხორციელებისას უთითებს, რომ „მამასთან აქვს კონფლიქტი, არ უშვებს დედასთან მარნეულის რაიონში“ (იხ. 3.8.3), ხოლო გამოკითხვის ოქმში აღნიშნულთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ არის (იხ. ს.ფ. 46-48).
აღნიშნული შეუსაბამობები არ იყო განმარტებული/დაზუსტებული მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე და დარჩა დაუდგენლად/გაუგებრად.
აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს ეჭვი ირიბ მტკიცებულებების მიმართ.
4. სასამართლოს დასკვნა:
4.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა გ------ გ------ოვმა ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ გ------ გ------ოვის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ-დაზარალებულმა ე---- ნ----ოვამ, ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა - მოწმემ: ნ----- ნ----ოვმა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საოპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ გ------ გ------ოვის წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
4.3. საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად გ------ გ------ოვი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. უფრო მეტიც სასმართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ ირიბი მტკიცებულებებს შირის არსებობს შეუსაბამობები და რიგ შემთხვევებში ურთიერთსაწინააღმდეგოა (იხ. 3.9), რაც იწვევს გონივრულ ეჭვს აღნიშნულ მტკიცებულებების სიზუსტის და რელევანტურობის თაობაზე, შესაბამისად ეს მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებული არ არის.
4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ გ------ გ------ოვმა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წამოყენებული დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, გ------ გ------ოვის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული გ------ გ------ოვი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ გ------ოვი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2. გ------ გ------ოვის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. გამართლებულ გ------ გ------ოვს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
- ერთი ცალი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი სანთებელა (პაკეტის ნომერი FCI 601480) და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი (პაკეტის ნომერი FCI 693989), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------ გ------ოვს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან