გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2018
საქმის ნომერი
130210018002487998
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-635-18

(130210018002487998)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ივლისი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - ნა-------------ძე

წარმომადგენელი - გი------------ძე

მოპასუხე - არ---–--------ე

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს ქორწინება ნა-------------ძესა (პ/ნ 57--------9) და არ---–--------ეს (პ/ნ 210--------) შორის, რეგისტრირებული 2009 წლის 06 იანვარს - სააქტო ჩანაწერი №30--------3.

 

1.2. არ---–--------ეს არასრულწლოვანი შვილების - 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დათო ხუჯაძის და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული სა-----------ს სარჩენად დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულისათვის 150-150 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2009 წლის 06 იანვრიდან ნა-------------ძე და არ---–--------ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დათო ხუჯაძე და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული სა---------ძე. მხარეთა შორის არსებობდა სისტემატიური კონფლიქტი, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა, მითითებულის გამო მოსარჩელე ითხოვს ქორწინების შეწყვეტას შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე. ასევე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა შვილების დათო და სა---------ძეების სარჩენად 150 -150 ლარი თვითოეულზე ყოველთვიურად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მთლიანად.

2.2. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილების 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დათო ხუჯაძის და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული სა-----------ს სარჩენად ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 50-50 ლარის გადახდაზე, რადგან არა აქვს მუდმივი სამუშაო და ეწევა სოფლის მეურნეობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნა-------------ძე და არ---–--------ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2009 წლის 06 იანვრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ 15).

 

3.1.2. ნა-------------ძეს და არ---–--------ეს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დათო ხუჯაძე და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული სა---------ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები (ს.ფ.16-17).

 

3.1.3. ნა-------------ძე და არ---–--------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილები, დათო ხუჯაძე და სა---------ძე ცხოვრობენ დედასთან, ნა-------------ძესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება. ნა-------------ძესა და არ---–--------ეს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1122-ე, 1106-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის ნაწილში სასამართლომ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ შვილები ძირითადად იზრდებიან დედასთან, ორივე მშობელი არის უმუშევარი, ამასთან ორივე მშობელი ვალდებულია თანაბარი წვლილი შეიტანონ ბავშვების აღზრდაში. ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობიდან გამომდინარე სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა მოპასუხეზე 100-100 ლარის დაკისრება თითოეული შვილების რჩენისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნა-------------ძე ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე არ---–--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 წლის ალიმენტის თანხის - 1200 ლარის 3% - 36 (ოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 38-39-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნა-------------ძის სარჩელი არ---–--------ის მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. შეწყდეს ქორწინება ნა-------------ძესა (დაბადებული 1989 წლის 13 ოქტომბერს, პ/ნ 57--------9) და არ---–--------ეს (დაბადებული 1980 წლის 22 ოქტომბერს, პ/ნ 210--------) შორის და გაუქმდეს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 2009 წლის 6 იანვარს რეგისტრირებული სააქტო ჩანაწერი №30--------3.

 

3. არ---–--------ეს (პ/ნ 210--------) ნა-------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2009 წლის 18 მარტს დაბადებული დათო ხუჯაძის და 2013 წლის 29 მაისს დაბადებული სა-----------ს სარჩენად ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროს - 2018 წლის 11 ივნისიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან 100-100 ლარი თითოეულ შვილზე ყოველთვიურად მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

4. არ---–--------ეს (პ/ნ 210--------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 36 (ოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი