გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
050210018002431530
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210018002431530

საქმე №2/473-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.06.2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: სს ,,კრ----------ი“;

წარმომადგენელი: ლა–ა ხო----------ე;

მოპასუხეები: ბე----ი გრ-----–-ა; გა---ზ მუ-----ი;

წარმომადგენელი: აკ--ი თო--ე;

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ბე----ი გრ-----–-ას და გა---ზ მუ-----ს სოლიდარულად დააკისროთ 53,464.39 (ორმოცდაცამეტი ათას ოთხას სამოცდაოთხი და ოცდაცხრამეტი) ა–შ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 39,941.65 ა–შ დოლარი, დარიცხული პროცენტი (მიუღებელი შემოსავალი) - 11,462.97 ა–შ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა 2,001.47 ა–შ დოლარი და ჯარიმა - 31.62 ა–შ დოლარი, ჯარიმა ძირზე-26.69 ა–შ დოლარი.

 

1.2. იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ბე----ი გრ-----–-ას საკუთრება–ი არსებული უძრავი ქონება (მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გურიანთა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3600 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ნაგებობის ჩამონათალი №1 საერთო ფართი 581.28 კვ.მ, განა–ენიანების ფართი 630.00 კვ.მ, სართულიანობა 1. უძრავი ქონების ს/კ 26.06.26.018).

 

1.3. იმ შემთხვევა–ი, თუ უზრუნველყოფა–ი არსებული ქონების (საკადასტრო კოდით: 26.06.26.018) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ბე----ი გრ-----–-ას და გა---ზ მუ-----ის ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს ბე----ი გრ-----–-ასა და გა---ზ მუ-----ის საკუთრება–ი არსებულ სხვა ქონებებსა და აქტივებზე.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა ბე----ი გრ-----–-ამ და გა---ზ მუ-----იმ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2017 წლის 24 ივლისს სს ,,კრ----------სა’’ და ბე----ი გრ-----–-ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 43,000 (ორმოცდასამი ათასი) ა–შ დოლარი, კრედიტის ვადა: 72 თვე, საბანკო კრედიტის დაფარვა: გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის 07 რიცხვში 821.23 ა–შ დოლარის ოდენობით; წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი:10.68%, ვადაგადაცილების შემთხვევა–ი ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული -გადაუხდელი ძირის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირის თანხის 5% არის 5 ლარზე ნაკლები, მა–ინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა 5 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირის თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდებოდა მაქსიმუმ 275 დღის განმავლობა–ი ყოველ ვადაგადაცილებაზე).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 24 ივლისის ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ 21-30).

 

3.2.2. სს ,,კრ----------სა’’ და ბე----ი გრ-----–-ას შორის 2017 წლის 24 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ბე----ი გრ-----–-ას საკუთრება–ი არესებული უძრავი ქონებით (მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გურიანთა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3600 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა, ნაგებობის ჩამონათალი №1 საერთო ფართი 581.28 კვ.მ, განა–ენიანების ფართი 630.00 კვ.მ, სართულიანობა 1. უძრავი ქონების ს/კ 26.06.26.018) უზრუნველყოფილი იქნება ბე----ი გრ-----–-ასა და სს ,,კრ----------ს" შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები, ხოლო ხელშეკრულების 5.11 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ იპოთეკის საგნის ნებისმიერი გზით რეალიზაციის შემთხვევა–ი, თუ რეალიზებული ქონების თანხა არ დაფარავს იპოთეკარის მთლიან მოთხოვნას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად. იმავდროიულად გათვალისწინებეულია დარჩენილი ვალდებულებების შესრულება მსესხებლის სხვა ქონებიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 24 ივლისის ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ 21-30).

 

3.1.3. 2017 წლის 25 ივლისს სს ,,კრ----------სა’’ და გა---ზ მუ-----ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გა---ზ მუ-----მა აიღო ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინა–ე ძირითადი მოვალის ბე----ი გრ-----–-ას, მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, კერძოდ სესხის ძირითად თანხაზე 43 000 ა–შ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტებზე 13,940.24 ა–შ დოლარი, სადაზღვეო პრემიაზე 2,193.12 ა–შ დოლარი, საკომიო გადასახდელებზე, რაც მთლიანობა–ი შეადგენს 59,133.36 ა–შ დოლარს. თავდებობის ხელშეკრულების 3.1 პუნქტით თავდები ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინა–ე და დაფაროს დავალიანება მა–ინაც კი, როცა ადგილი არ ჰქონდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მსესხებლის მიმართ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 25 ივლისის ხელშეკრულება. (იხ. ს.ფ 31-41).

 

3.1.4. 2018 წლის 17 აპრილს მოპასუხეებს - ბე----ი გრ-----–-ას და გა---ზ მუ-----ს სს „კრ----------მა“ გაუგზავნა შეტყობინებები, რომლითაც მათ ეცნობათ, რომ სს „კრ----------ის“, მიმართ ერიცხებათ დავალიანება და მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული შეტყობინებები 2018 წლის 19 აპრილს ჩაბარდათ მხარეებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 აპრილის შეტყობინებები და ჩაბარების დასტურები (იხ. ს.ფ 49-52).

 

3.1.5. 2018 წლის 19 აპრილს ბე----ი გრ-----–-ამ განცხადებით მიმართა სს ,,კრ----------ის’’ ოზურგეთის სერვის ცენტრის მმართველს, სადაც მიუთითა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც ვერ ახერხებს სს ,,კრ----------ის’’ წინა–ე არსებული ვალდებულების შესრულებას და ითხოვა ყოველთვიური შესატანი თანხის გადანაწილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 19 აპრილის განცხადება (იხ. ს.ფ 63).

 

3.1.6. 2018 წლის 05 მაისს ბე----ი გრ-----–-ამ განცხადებით მიმართა სს ,,კრ----------ის’’ დირექტორს. განცხადება–ი მიუთითა, რომ ყოველთვიური გადახდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად რთული ხდება. შესაბამისად, შესთავაზა სესხის დაფარვასთან დაკავშირებით ორი ვარიანტი: 1) ყოველთვიური სესხის გადახდის ოდენობა განახევრდეს და გაიზარდოს მისი დაფარვის ვადა. 2) დადგენილი გრაფიკის შესაბამისად წლის განმავლობა–ი ყოველთვიური გადასახდელის ჯამური ოდენობა გადახდილი იქნას ერთჯერადად ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს 31 დეკემბრის ჩათვლით (ანუ როგორც სეზონური სესხი). აღნიშნული პირობები განხილული იქნა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ მხარეებს შორის ვერ იქნა მიღწეული მორიგება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 05 მაისის განცხადება (იხ. ს.ფ 79-80).

- სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.1.7. 2018 წლის 04 მაისის მდგომარეობით ბე----ი გრ-----–-ას სს „კრ----------ის“ წინა–ე ერიცხება დავალიანება 53,455.88 (ორმოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი და ოთხმოცდარვა) ა–შ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 39,941.65 ა–შ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 11,462.97 ა–შ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 2,001.47 ა–შ დოლარი და ჯარიმა - 28.10 ა–შ დოლარი, ჯარიმა ძირზე - 21.69 ა–შ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ 62).

- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ 42-48).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-868-ე, 891-892-ე, 327-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლება–ი გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობა–ი იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრება–ი გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ბე----ი გრ-----–-აზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინა–ე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ბე----ი გრ-----–-ას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინა–ე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულება–ი) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულება–ი გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულება–ი დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და მხარეების მიერ ის სადავოც არ გამხდარა. დადგენილია, რომ მოპასუხემ გა---ზ მუ-----მა მოსარჩელის წინა–ე წერილობით იკისრა პასუხისმგებლობა ბე----ი გრ-----–-ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულება–ი (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მა–ინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა ა–კარაა.

 

თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სა–უალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინა–ე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია.

 

მოცემულ შემთხვევა–ი, ბე----ი გრ-----–-ასთან ერთად გა---ზ მუ-----ის სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინა–ე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევა–ი პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მა–ინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მა–ინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

მოცემულ შემთხვევა–ი, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სასამართლო ხარჯების ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირმა უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის, თავდებობით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის ფარგლებში.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი სა–უალებებიც, პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევა–ი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადა–ი თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სა–უალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცხული პროცენტით არ გადაიხადეს.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალა–ი შედის მა–ინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევა–ი დადგენილია, რომ მოსარჩელის წერილობითი ფორმით გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის ანაზღაურება.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრება–ი გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის სა–უალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოსარჩელის მოთხოვნა ბე----ი გრ-----–-ას საკუთრება–ი არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: ს/კ 26.06.26.018) რეალიზაციის მოთხოვნით ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301.11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის სა–უალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევა–იც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევა–ი საქმეში არსებული ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის ბე----ი გრ-----–-ას საკუთრება–ი არსებული უძრავი ქონებით. იპოთეკარს უფლება აქვს სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა იპოთეკის საგნით. ამავე ხელშეკრულების 5.11. პუნქტის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრება–ი გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის ვალდებულების სრულად დაფარვის შეუძლებლობის შემთხვევა–ი მოპასუხეების სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, სასამართლო განმარტავს შემდეგ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევა–ი მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.3. პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3946.31 ლარის ოდენობით. ბე----ი გრ-----–-ას და გა---ზ მუ-----ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3946.31 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი ბე----ი გრ-----–-ას და გა---ზ მუ-----იას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბე----ი გრ-----–-ას და გა---ზ მუ-----ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 53 464 (ორმოცდასამეტი ათას ოთას სამოცდაოთხი) ა–შ დოლარის და 39 (ოცდაცხრამეტი) ცენტის, (ძირი თანხაა - 39941,65 ა–შ დოლარი, დარიცხული პროცენტი მიუღებელი შემოსავალი თანხაა - 11 462.97 ა–შ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხაა 2001.47 ა–შ დოლარი და ჯარიმის თანხაა 31,62 ა–შ დოლარი) გადახდა;

3. ზემოაღნიშნული დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს სადაზღვეო პრემიის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ბე----ი გრ-----–-ას საკუთრება–ი არსებული უძრავი ქონება მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთა–ი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3600 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა, ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართი 581,28 კვ.მ განა–ენიანების ფართი 630.00 კვ.მ სართულიანობა 1, უძრავი ქონების ს/კ 26.06.26.018.

3.1. იმ შემთხვევა–ი თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ბე----ი გრ-----–-ას და გა---ზ მუ-----ის ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს ბე----ი გრ-----–-ასა და გა---ზ მუ-----ის საკუთრება–ი არსებულ სხვა ქონებებსა და აქტივებზე.

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5. მოპასუხეებს გა---ზ მუ-----სა და ბე----ი გრ-----–-ას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის 3946,31 ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე