გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210018002415837
საქმე №2/440-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.06.2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: სს ,,მისო კრისტალი“;
წარმომადგენელი: ნინო ახალაია;
მოპასუხე: მალხაზ ბოლქვაძე; ჯაბა ბოლქვაძე; კახა კვასხვაძე; რამაზ ბოლქვაძე; ვახტანგ გიგინეიშვილი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - მალხაზ ბოლქვაძეს, ჯაბა ბოლქვაძეს, კახა კვასხვაძეს, რამაზ ბოლქვაძეს და ვახტანგ გიგინეიშვილს სოლიდარულად დაეკისროთ 109294-1885191 სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების სახით ს.ს მისო კრისტალის სასარგებლოდ 22579.51 (ოცდაორი ათას ხუთას სამოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის, (აქედან, ძირი-13764.61 ლარი, პროცენტი 7674.9 ლარი და პირგასამტეხლო 1140 ლარი) გადახდა.
1.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მიაქციეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.3. სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მალხაზი ბოლქვაძის სასესხო ვალდებულების სრულად დასაფარად აღსრულება მიექცეს იპოთეკის საგნის ჯაბა ბოლქვაძის სახელზე რეგისტრირებული მდებარე ლანჩხუთი, ჯურუყვეთი, საკადასტრო კოდი 27.11.46.008 რეალიზაციაზე და თუ უზრუნველყოფილი საშუალების რეალიზაცის შედეგად სრულად არ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა აღსრულება მიექცეს მოვალეების მალხაზი ბოლქვაძის, ჯაბა ბოლქვაძის, კახა კვასხვაძის, რამაზ ბოლქვაძის და ვახტანგ გიგინეიშვილის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 29 მარტს №109294-1885191 ხელშეკრულებით მალხაზ ბოლქვაძემ ს.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი’’ სესხად მიიღო 13769 ლარი, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 26 % კლებად პროცენტით, 35 თვის ვადით, 3 გადახდით, 15.02.2018 წელს 6500 ლარის, 15.02.2019 წელს 7000 ლარის და 27.02.2020 წელს 7943.99 ლარის გადახდით, პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 10 (ათი) ლარი, ხოლო შემდეგ გადაცილებული ძირითადი ვალდებულების 0.5 %-ს ყოველ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 29 მარტს ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 18-20);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს/ფ 21);
3.2.2. მალხაზი ბოლქვაძის №109294-1885191 სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით დაიტვირთა ჯაბა ბოლქვაძის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ლანჩხუთი, ჯურუყვეთი, საკადასტრო კოდი 27.11.46.008.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 22-24);
3.2.3. მალხაზი ბოლქვაძის №109294-1885191 სესხის უზრუნველსაყოფად 29.03.2017 წელს ჯაბა ბოლქვაძესთან (1899409-1436795), კახა კვასხვაძესთან (139958-1436796), რამაზ ბოლქვაძესთან (123919-1436797) და ვახტანგ გიგინეიშვილთან (471771-1436800) გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულების ფარგლები მოიცავს გადასახდელ ძირ თანხას, გრაფიკის ბოლომდე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს და დარიცხულ პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულებები (იხ. ს/ფ 25-28);
3.2.4. 2018 წლის 27 თებერვალს მალხაზ ბოლქვაძეს, ჯაბა ბოლქვაძეს, კახა კვასხვაძეს, რამაზ ბოლქვაძეს და ვახტანგ გიგინეიშვილის წერილობითი ფორმით გაფრთხილებულ იქნენ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისა და შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (იხ. ს/ფ 29-39);
3.2.5. 2018 წლის 25 აპრილის ცნობა დავალიანების თანახმად, მალხაზ ბოლქვაძის №109294-1885191 სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სრული ვალდებულება შეადგენს: 22579.51 ლარს, ძირი-13764.61 ლარი, პროცენტი 7674.9 ლარი და პირგასამტეხლო 1140 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს/ფ 41);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-868-ე, 891-892-ე, 327-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე მალხაზ ბოლქვაძეზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ,,მისო კრისტალის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მალხაზ ბოლქვაძეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და მხარეების მიერ ის სადავოც არ გამხდარა. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მალხაზ ბოლქვაძემ, ჯაბა ბოლქვაძემ, კახა კვასხვაძემ, რამაზ ბოლქვაძემ და ვახტანგ გიგინეიშვილმა მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა პასუხისმგებლობა მალხაზ ბოლქვაძის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია.
მოცემულ შემთხვევაში, მალხაზ ბოლქვაძესთან ერთად ჯაბა ბოლქვაძის, კახა კვასხვაძის, რამაზ ბოლქვაძის და ვახტანგ გიგინეიშვილის სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
მოცემულ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სასამართლო ხარჯების ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირმა უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის, თავდებობით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის ფარგლებში.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცხული პროცენტით არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 22579.51 ლარი, საიდანაც ძირი - 13764.61 ლარი, პროცენტი - 7674.9 ლარი და პირგასამტეხლო - 1140 ლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს ჯარიმის (პირგასამტეხლოს) სახით უნდა დაეკისროს 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარი.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის წერილობითი ფორმით გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,მისო კრისტალის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 22008 (ოცდაორი ათას რვა) ლარი და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრი, საიდანაც ძირი თანხაა 13764 (ცამეტი ათას შვიდას სამოცდაოთხი) ლარი, პროცენტის თანხაა 7674 (შვიდიათას ექვსას სამოცდათოთხმეტი) ლარი და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრს და პირგასამტეხლო 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარი.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოსარჩელის მოთხოვნა ჯაბა ბოლქვაძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე ლანჩხუთი, ჯურუყვეთი, საკადასტრო კოდი 27.11.46.008) რეალიზაციის მოთხოვნით ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301.11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას, უზრუნველყოფილი მოთხონა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით. შესაბამიად, თუ ამონაგები თანხა არ ფარავს სრულად ,,იპოთეკარის’’ მოთხოვნებს, ,,იპოთეკარი’’ იტოვებს უფლებას დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა მსესხებლის და თავდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა ქონებით. იგივე გავრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვეს იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესში.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის ვალდებულების სრულად დაფარვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოპასუხეების სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, სასამართლო განმარტავს შემდეგ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.8. პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სს ,,მისო კრისტალს“ უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 450 ლარი. მალხაზ ბოქლვაძეს, ჯაბა ბოლქვაძეს, კახა კვასხვაძეს, რამაზ ბოლქვაძეს და ვახტანგ გიგინეიშვილს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს ,,მისო კრისტალის’’ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 227 (ორას ოცდაშვიდი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,მისო კრისტალის’’ სარჩელი მალხაზ ბოქლვაძის, ჯაბა ბოლქვაძის, კახა კვასხვაძის, რამაზ ბოლქვაძის და ვახტანგ გიგინეიშვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მალხაზ ბოქლვაძეს, ჯაბა ბოლქვაძეს, კახა კვასხვაძეს, რამაზ ბოლქვაძეს და ვახტანგ გიგინეიშვილს 109294-1885191 სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების სახით სს ,,მისო კრისტალის“ სასარგებლოდ დაეკისროს 22008 (ოცდაორი ათას რვა) ლარი და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრი, საიდანაც ძირი თანხაა 13764 (ცამეტი ათას შვიდას სამოცდაოთხი) ლარი, პროცენტის თანხაა 7674 (შვიდიათას ექვსას სამოცდათოთხმეტი) ლარი და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრს და პირგასამტეხლო 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარი.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მალხაზ ბოლქვაძის სასესხო ვალდებულების სრულად დასაფარად აღსრულება მიექცეს იპოთეკის საგნის ჯაბა ბოლქვაძის სახელზე რეგისტრირებული მდებარე ლანჩხუთი, ჯურუყვეთი, საკადასტრო კოდი 27.11.46.008 რეალიზაციაზე და თუ უზრუნველყოფილი საშუალების რეალიზაციის შედეგად სრულად არ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა აღსრულება მიექცეს მოვალეების მალხაზი ბოლქვაძის, ჯაბა ბოლქვაძის, კახა კვასხვაძის, რამაზ ბოლქვაძის და ვახტანგ გიგინეიშვილის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
4. სს ,,მისო კრისტალს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: მიმღები სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300903150.
5. მალხაზ ბოქლვაძეს, ჯაბა ბოლქვაძეს, კახა კვასხვაძეს, რამაზ ბოლქვაძეს და ვახტანგ გიგინეიშვილს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,მისო კრისტალის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 227 (ორას ოცდაშვიდი) ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე