გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/10899 - 17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით ბ--–-–- ა-----------
წარმომადგენელი ნ--- კ------–---, დ----- გ-------
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით რ----- ვ----–---
წარმომადგენელი ი-----–- კ-------, თ----- ო-----–---
დავის საგანი სარჩელით მესაკუთრედ აღიარება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა სარჩელით
რ----- ვ----–---- სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ--------------------------------------, საკადასტრო კოდი 0---------------., ერთ მეორედ ნაწილზე ბ--–-–- ა------------- მესაკუთრედ აღიარება.
უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ბ--------------, 1941 წელს აღირიცხა ხ----–--- ვ----–----- და ა------- ვ----–---- სახელზე. ვ----–--- ვ----–--- გარდაიცვალა 1982 წლის 1----------, რომელსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები, გ------- ვ----–--- და რ----- ვ----–---. გ------- ვ----–--- გარდაიცვალა 1998 წლის 1------------–-, რომელსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე შვილი ბ--–-------–--ა (ქორწინების შემდგომი გვარი ა-----------). ხ----–--- ვ----–---- ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაუფლებული იყო მისი შვილი გ------- ვ----–--- და ამ უკანასკნელის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო ერთადერთმა მემკვიდრემ ბ--–-–- ა-------------, რაზეც გაიცა 2016 წლის 1--------------- სამკვიდრო მოწმობა N---------, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნა ხ----–----------–---ს მთელი ქონების 1/2 ნაწილი. მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობა წარადგინა 2016 წლის 21 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში. 2016 წლის 27 ოქტომბერს მას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება. მოსარჩელისათვის 2016 წლის 31 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წერილით N2----- ცნობილი გახდა, რომ 2001 წლის 11 ივლისის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით N--------- ხ----–----------–---ს მთელი ქონების მესაკუთრე გახდა რ----- ვ----–---. მოპასუხე მხარე არამართლზომიერად იქნა აღრიცხული მთლიანი უძრავი ქონების მესაკუთრედ, ვინაიდან მოსარჩელე ბ--–-–- ა-----------, როგორც გ------- ვ----–---- პირველი რიგის მემკვიდრეს, მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, უფლება აქვს 1982 წლის 2---------- გარდაცვლილი ხ----–----------–---ს დანაშთი სამკვიდრო ქონების ერთ მეორედ ნაწილზე.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
2016 წლის 1--------------- ბ--–-–- ა------------- სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის - სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N--------- - ბათილად ცნობა;
2016 წლის 1--------------- მოპასუხის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რითაც ბ--–-–- ა------------- მიიღო გ------- ვ----–---- სამკვიდრო ქონება, მათ შორის სამკვიდროში შემავალი 1982 წლის 1---------- გარდაცვლილ მამის ხ----–--- ვ--–----ის ქონების 1/2 ნაწილი. სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ ბ--–-–- ა----------- ფაქტობრივად დაეუფლა გ------- ვ--–----ის სამკვიდრო ქონებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ნოტარიუსი დაეყრდნო მხოლოდ საინფორმაციო ბარათების მონაცემებს. ბ--–-–- ა----------- და გ------- ვ----–--- ერთად არასდროს უცხოვრიათ. მათ არასდროს ჰქონიათ ოჯახური თანაცხოვრება, როგორც მამა-შვილს, არც მის გასვენებაში ყოფილა. მოპასუხე მამის ქონებას არ დაუფლებია. შესაბამისად, მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა გაუგებარი, დაუსაბუთებელი და უკანონოა. მოსარჩელისთვის 2016 წლის 1---------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის თაობაზე ცნობილი გახდა 2017 წლის 1 ივნისს, მას შემდეგ რაც ჩაბარდა სასამართლოს გზავნილი.
ბ--–-–- ა----------- დედასთან ერთად ცხოვრობდა წ--–--–-, იქვე სწავლობდა, შემდეგ ჩააბარა უნივერსიტეტში უ-------–- და უკვე წლებია ცხოვრობს ს----------–-. მას არასდროს უცხოვრია მამასთან ერთად, რასაც ასევე მოწმობს სადავო სახლზე არსებულ საბინაო წიგნაკში 22.01.1985 წლის ჩანაწერიც, სადაც მითითებულია, რომ ,,ჩაწერილები არიან, მაგრამ არ ცხოვრობენ ე----------------ს ასული ი-------- (მოპასუხის დედა) და ბ--–----------ს ასული ვ--–-----“. შესაბამისად, არსებობს მოპასუხე ბ--–-–- ა------------- სახელზე მამის, გ------- ვ----–---- ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელით
მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.
ხ----–--- ვ----–---- გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალი იყო მისი მეუღლეც - ე-----------–--ი. შესაბამისად, ხ----–--- ვ----–--- დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე. ე-----------–--ი გარდაიცვალა 2007 წლის 1------------–-. მოსარჩელის მითითება, თითქოს იგი ფაქტობრივად დაუფლებული იყო გ------- ვ----–---- ქონებას, არ შეესაბამება სინამდვილეს. ბ--–-–- ა----------- საერთოდ არ უცხოვრია მამასთან. გ------- ვ----–--- ბოლო პერიოდში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის მხრივ, რა დროსაც მას უვლიდა მისი და - რ----- ვ----–--- და ძმისშვილი. ბ--–-–- ა------------ საერთოდ არ ინტერესდებოდა გ------- ვ----–---- მდგომარეობით და არ ეხმარებოდა მას ფინანსურად. მოსარჩელე მამის გასვენებაშიც არ ყოფილა. გასვენებისა და დაკრძალვის ხარჯები გასწია რ----- ვ----–----. მამა-შვილს ერთად არ უცხოვრიათ. ბ--–-–- ა------------- დაბადებიდან წლების შემდგომ, მოსარჩელის დედამ სთხოვა გ------- ვ----–--- ბ--–-–- ა------------- მის საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაცია, რადგან იმ პერიოდისათვის დროებით თბილისში ცხოვრობდნენ და სამუშაოსთვის სჭირდებოდათ რეგისტრაციის მისამართი, რაზეც გ------- ვ----–--- დათანახმდა. ბ--–-–- ა------------- მამის საცხოვრებელ მისამართზე ჩაწერა იყო ფიქტიური ხასიათის და მათ ერთად არასდროს უცხოვრიათ. მოსარჩელე მხარე დიდი ხნის წინ იყო ინფორმირებული, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული ჰქონდა რ----- ვ----–----. 2001 წლის 31 ოქტომბრის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რ----- ვ----–--- გახდა სადავო ქონების მესაკუთრე. ე-----------–--ა გამოცხადებული იყო სასამართლო სხდომაზე და თანხმობა განაცხადა, რომ რ----- ვ----–--- გამხდარიყო სადავო ბინის მესაკუთრე. მოპასუხე მხარეს სხდომაზე არ დაუმალავს, რომ რ----- ვ----–--- ჰყავდა ძმა, რომელიც იმ დროისათვის გარდაცვლილი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ხ----–--- ვ----–---- გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების ფლობას და განკარგავს შეუდგა მისი მეუღლე ე-----------–--ი და შვილი - რ----- ვ----–---, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეს უკანასკნელი ხ----–--- ვ----–---- მემკვიდრედაც იქნა აღიარებული, მან კანონიერად და მართლზომიერად მიიღო ხ----–--- ვ----–---- სამკვიდრო ქონება.
2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებული სარჩელი
მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.
საინფორმაციო ბარათი არის მტკიცებულება იმისა, რომ მამკვიდრებელი და მემკვიდრე რეგისტრირებულნი იყვნენ ერთ მისამართზე. გ------- ვ----–--- შეეძლო შვილის რეგისტრაციის გაუქმება, რაც მას თავის სიცოცხლეში არ გაუკეთებია. არადამაჯერებელია მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 1982 წლის საბინაო წიგნში არსებული ჩანაწერი მოპასუხე ბ--–-–- ა----------- არ ცხოვრობდა სადავო ბინაში, რადგან გ------- ვ----–--- 16 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან როგორც თავად მხარე მიუთითებს, მისთვის სადავო სამკვიდრო მოწმობის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის 01 ივნისს, ხოლო მან აღნიშნული მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოში სარჩელი წარადგინა კანონით დადგენილი ორ თვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხ----–--- ვ----–--- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში მდებარე თბილისი, ბ--------------. მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ სახლში ცხოვრება გააგრძელეს მეუღლემ ე----- ვ----–---- და შვილმა გ------- ვ----–----.
ხ----–--- ვ----–---- გამოსვენება მოხდა ამ საცხოვრებელი სახლიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ივლისი სხდომის ოქმი);
_მოწმე ლ------ მ------------ ჩვენება (2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი).
3.1.2. ხ----–--- ვ----–---- გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხე რ----- ვ----–--- არ ცხოვრობდა სადავო სახლში და მის ძირითად საცხოვრებელ მისამართს არ წარმოადგენდა თბილისი, ბ--------------. აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში არ ცხოვრობდა მოსარჩელე ბ--–-–- ა------------–;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ივლისი სხდომის ოქმი);
_მოწმე ლ------ მ------------ ჩვენება (2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე ბ--–-–- ა----------- არ იმყოფება საქართველოში, იგი ძირითადად ცხოვრობს საზღვარგარეთ, ს----------------------–---–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ივლისი სხდომის ოქმი);
_მოწმე ლ------ მ------------ ჩვენება (2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი).
3.1.4. რ----- ვ----–---- შვილი, ლ------ მ----------- 1994 წლიდან აღარ ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ბ--------------. იგი ამ მისამართზე ხშირად მიდიოდა (შაბათ-კვირას) ბებიის, ე------ ვ----–---- სანახავად.
სადავო სახლში, მდებარე თბილისი, ბ--------------, გ------- ვ----–---- გარდაცვალების შემდეგ, ძირითადად ცხოვრობდა გ------- ვ----–---- და რ----- ვ----–---- დედა ე------ ვ----–---. გ------- ვ----–---- გამოსვენება მოხდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან. ე------ ვ----–--- გარდაიცვალა 2007 წელს;
რ----- ვ----–--- სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თბილისი, ბ---------------ში არ ცხოვრობს და მის ამჟამინდელ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს თბილისი, გ--------–--------------------------------–-------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ივლისი სხდომის ოქმი);
_მოწმე ლ------ მ------------ ჩვენება (2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ----–----------–--- გარდაიცვალა 1982 წლის 1----------. გ------- ვ----–--- და რ----- ვ----–--- წარმოადგენენ ხ----–----------–---ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს, შვილებს;
გ------- ვ----–--- გარდაიცვალა 1998 წლის 1------------–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 7------------- გაცემული გარდაცვალების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N-- (ტომი 1, ს.ფ. 13);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 8--------- გაცემული გარდაცვალების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N---- (ტომი 1, ს.ფ. 14).
3.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით:
თბილისი, ბ--------------–- მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა (საქმის N------) აღრიცხულია 1941 წელს ხ----–--- ვ----–----- და ა------- ვ----–---- სახელზე, ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტის გარეშე; შემდგომ წარმოდგენილია 11.07.2001 წლის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება N---------, რომლის საფუძველზეც ხ----–--- ვ----–---- სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა გადაეცა რ----- ვ----–---- (სასამართლოს გადაწყვეტილებაში და სააღსრულებო ფურცელში დეტალურად დაფიქსირებულია ფართები (კერძოდ N---------------------–----------–------------------------–----------------------------------------------------------------------------------–-) მდებარეობს ლიტ. ,,ა“-ში, ხოლო სააღრიცხვო ბარათზე ფიქსირდება 1/2 ნაწილი); ხოლო ა------- ვ----–---- სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა გადაეცა პ---–- ვ----–--- (საფუძველი, 2-----1953 წლის N------ სამემკვიდრეო მოწმობა (ნოტარიუს: მ---------) სააღრიცხვო ბარათზე ფიქსირდება 1/2 ნაწილი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო ინფორმაციის განყოფილების მიერ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----- (ტომი 1, ს.ფ. 20).
3.2.3. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა რ----- ვ----–---- მოთხოვნა და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ რ----- ვ----–--- ხ----–----- ასული ნამდვილად ფლობს საკუთრებაში ბ---------------ში მდებარე ბინის N-----------------------–----------–-----------------------–--------------------------------------------------------------------------------------–- საერთო სარგებლობაში საეზოვე მიწის ნაკვეთთან ერთად. რ----- ხ----–----- ასული ვ----–---- ცნობილი იქნა მამის დანატოვარი ქონების კერძოდ ბინის მდებარე ბ---------------–-------------------------------- ფართის ოთახების მიმდებარე დამხმარე სათავსოების და მიწის ნაკვეთის კანონიერ მფლობელად და მესაკუთრედ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, 2001 წლის 11 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე N--------- (ტომი 1, ს.ფ. 144-145, 158);
_ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N--------- (ტომი 1, ს.ფ. 146-147).
3.2.4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდი 0---------------) 2002 წლის 16 აგვისტოს (0-----------; თარიღი 16.08.2002) განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდა რ----- ვ----–----: 8--------- და სახლმთფლობელობის თანამესაკუთრეს საკუთრების უფლება.
მიმდინარე პერიოდზე, უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, ქ------------------ (საკადასტრო კოდი 0---------------) 6-------- არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე, რეგისტრირებულია ა-–----------–----ის (პასპ. ნომერი: A--------), ლ--–----------ის (პირადი N6----------) და რ----- ვ----–---- (პირადი N0----------) თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 2-----------, საცხოვრებელი ფართობი 1----------- რეგისტრირებულია ლ--–----------ის (1/4 ნაწილი, საფუძველი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 10.12.2012წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), რ----- ვ----–---- (8----------- საფუძველი: ქ. თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N------) და ა-–----------–----ის (1/4 ნაწილი, საფუძველი: სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობაში შესწორების შესახებ N1-------- გაფორმების თარიღი 14.06.2012წ. ნოტარიუსი ც---------; სამკვიდრო მოწმობა N1--------გაფორმების თარიღი 24.04.2012წ, ნოტარიუსი ც---------) საკუთრების უფლება.
ქონებაზე რ----- ვ----–----ს უფლების რეგისტრაციამდე, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მიმართა თბილისის მთავარ არქიტექტორს იმის დასადგენად, ზემოაღნიშნული სახლთმფლობელობა და მასზე რიცხული მიწის ნაკვეთი თუ აკმაყოფილებს საქალაქო განაშენიანების მოთხოვნებს და შესაძლებელია თუ არა მისი სამართლებრივი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტში შესული იქნა 2001 წლის 11 ივლისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს (საქმე N------) გადაწყვეტილება, სადაც რ----- ხ----–----- ასული ვ----–--- ცნობილ იქნა მამის დანატოვარი ქონების, კერძოდ, თბილისი, ბ---------------ში N------------------------------ ფართის ოთახების, მდებარე სათავსოებისა და მიწის ნაკვეთის კანონიერ მფლობელად და მესაკუთრედ.
ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის ცნობით, კ--–--------------–-------------------ში, პ---–- ვ----–--- და რ----- ვ----–---- სახელზე რიცხული სახთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებდა საქალაქო განაშენიანების მოთხოვნებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის 2018 წლის 12 მარტს გაცემული ცნობა N1----- (ტომი 1, ს.ფ. 150);
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვალს გაცემული ცნობა N9---- (ტომი 1, ს.ფ. 167);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განცხადების რეგისტრაცია N0------------13.09.2007 წელი, აზომვითი ნახაზი, საინვენტარიზაციო გეგმა (ტომი 1, ს.ფ. 151-154);
_ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2001 წლის 22 ნოემბრის მიმართვა N2------ (ტომი 1, ს.ფ. 155);
_მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, თარიღი 16.08.2002 წელი (ტომი 1, ს.ფ. 156-157);
_მ---–----------–------ საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ 2001 წლის 16 ოქტომბერს გაცემული ცნობა N0---------, საინვენტარიზაციო გეგმა 5---- (ტომი 1, ს.ფ. 159-160);
_თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ 2001 წლის 27 დეკემბერს გაცემული ცნობა N---- (ტომი 1, ს.ფ. 161-163).
3.2.5. კ----------------–----------------------ში მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლის საბინაო წიგნში (დაიწყო 0-----1958 წელს) 1985 წლის 22 იანვრის თარიღით მითითებულია შემდეგი სახის ჩანაწერი: ჩაწერილები არიან, მაგრამ არ ცხოვრობენ ე----------------ს ასული ი-------- და ბ--–---------- ასული ვ----–---. გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამოეწერა ე---------------------ს ასული ვ----–---;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საბინაო წიგნიდან (ბ-----------------) ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 195-198).
3.2.6. ბ--–-–- ა------------- რეგისტრაციის მისამართს 1996 წლის 02 მაისიდან 2013 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში წარმოადგენდა თბილისი, ბ--------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 7------------- გაცემული საინფორმაციო ბარათი N0------------ (ტომი 1, ს.ფ. 21-22).
3.2.7. 2016 წლის 1--------------- ბ--–-–- ა------------- სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც:
ბ--–-–- ა-------------, როგორც გ------- ვ----–---- კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, მიიღო გ------- ვ----–---- მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ) მიუღებელი სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში. ასევე, გ------- ვ----–---- სამკვიდროში შემავალი ხ----–---- ვ----–---- მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები მიღებული სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში - ½ ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა 1982 წლის 1---------- გარდაცვლილ ხ----–---- ვ----–---, რომლის მემკვიდრემ, შვილმა გ------- ვ----–---- მიიღო სამკვიდრო, მაგრამ გარდაიცვალა ისე, რომ ვერ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები; ხ----–----------–---ს ქონების 1/2 ნაწილზე სამკვიდრო არ გაცემულა და რჩება ღიად; მას გაიფორმებს ხ----–----------–---ს შვილი - რ----- ვ----–---;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი 1-------- (ტომი 1, ს.ფ. 15-16).
3.2.8. 2016 წლის 21 ოქტომბერს ბ--–-–- ა------------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ბ-----------------. განმცხადებელს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N8-------------- (ტომი 1, ს.ფ. 17).
3.2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ბ----------------- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------) მესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან ლ--–----------ი (1/4 ნაწილზე), ა-–----------–----ის (1/4 ნაწილზე) და რ----- ვ----–--- (8---------------------);
რ----- ვ----–---- საკუთრების უფლება აღრიცხულია თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N------) საფუძველზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 19.02.2018 წელი (ტომი 1, ს.ფ. 168-169);
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 10 ივლისს გაცემული ცნობა N------ (ტომი 2, ს.ფ. 25-26).
3.2.10. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ბ--–-–- ა------------- (დაბადებული 1---------–-, პირადი N0----------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 1998 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 7 ივნისამდე არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ს------------ მოქალაქე ბ--–-–-----------ის (დაბადებული 1----------–--–-) მიერ საქართველოს სახლემწმიფო საზღვრის კვეთის ფაქტები ს.ს.კ.გ. ,,ვალე“-ს, ს.ს.კ.გ. ,,კარწახი“-ს და ს.ს.კ.გ. ,,ქუთაისის აეროპორტის“ გავლით, კერძოდ: შემოსვლა - 2016 წლის 07 აგვიტოს, გასვლა - 2016 წლის 31 აგვისტოს, შემოსვლა - 2018 წლის 24 მარტს და გასვლა - 2018 წლის 31 მარტს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2018 წლის 07 ივნისს გაცემული ცნობა N M-----------------, დანართი (ტომი 2, ს.ფ. 5-6).
3.2.11. ბ--–-–- ა------------- ზოგადი სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის ნომერი 1--------, 1-----2016 წელი) საფუძველზე მიიღო მამის, გ------- ვ----–---- დანაშთი ქონება, რომელშიც შევიდა ხ----–--- ვ----–---- (გარდაცვალების თარიღი 1982 წლის 1----------) მთელი სამკვიდრო ქონების ერთი მეორედი ნაწილი.
გ------- ვ----–---- დანაშთი სამკვიდრო ქონებაა უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე თბილისი, ბ-----------------, 8---------- ფართის (თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ამჟამად მოპასუხე რ----- ვ----–---- სახელზე რიცხული) ერთი მეორედი ნაწილი.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, რ----- ვ----–--- მიეკუთვნა ხ----–----------–---ს დანაშთი ქონება, კერძოდ თბილისი, ბ---------------ში მდებარე N------------------------------------------–----------–----------------------------------------–---------------------------------------------–------------------------------------------------------------------ რაც მთლიანობაში შეადგენს 8---------- ფართს. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით სამკვიდრო მასად არ იქნა მიჩნეული საერთო სარგებლობაში არსებული N-------------- ჰოლი საეზოვე მიწის ნაკვეთთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო ინფორმაციის განყოფილების მიერ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----- (ტომი 1, ს.ფ. 20);
_ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე N--------- (ტომი 1, ს.ფ. 144-145, 158).
საჯარო რეესტრის მონაცემებით, რ----- ვ----–---- საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N---------). დამატებით რაიმე სხვა საფუძვლით საჯარო რეესტრში, სადავო ქონებაზე, მოპასუხის საკუთრების უფლების აღრიცხვის ფაქტი არ დასტურდება. თავად მოპასუხე მხარე და, მისი შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული, მოწმე ლ------ მ------------- აცხადებს, რომ 2001 წელს სასამართლო სხდომაზე, სადაც იხილებოდა სამკვიდრო ქონების რ----- ვ----–---------- მიკუთვნების საკითხი, ასევე იმყოფებოდა ხ----–----------–---ს მეუღლე. რომელმაც თანხმობა განაცხადა, რომ რ----- ვ----–--- გამხდარიყო ხ----–----------–---ს სამკვიდროდან მისი (ე-----------–--ის) წილის მესაკუთრე (შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი, 2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი, 18:33სთ-18:35სთ).
3.2.12. ბ--–-–-----------ის მამის გ------- ვ----–---- გარდაცვალების დროისათვის არ იმყოფებოდა საქართველოში, ცხოვრობდა საზღვარგარეთ. იგი არ დასწრებია მამის დაკრძალვას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოწმე ლ------ მ------------ ჩვენება (2018 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმი).
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) რ----- ვ----–---- განმარტებით, ბ--–-–- ა----------- ფაქტობრივად არ დაუფლებია სადავო სამკვიდრო ქონებას, იგი არ ცხოვრობდა მამასთან, გ------- ვ----–------ და მისი გარდაცვალების შემდეგაც, არ გაუგრძელებია სადავო საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრება. მოწმე ლ------ მ------------ (რ----- ვ-----–---- შვილის) განმარტებით, მას ბ--–-–- ა----------- გ------- ვ----–---- გარდაცვალების შემდეგ არ უნახავს, იგი არ მისულა მამის ავადმყოფობის დროს თბილისში, ბ-------------- მდებარე სახლში, არ აქცევდა მამას ყურადღებას, არ ზრუნავდა მასზე და მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო გ------- ვ----–---- გარდაცვალების შესახებ, იგი არ ჩამოსულა საქართველოში, არ დასწრებია მამის დაკრძალვას. მოწმის მითითებით, ბ--–-–- ა------------ მამასთან ერთად მამის საცხოვრებელ მისამართზე ფაქტობრივად არასდროს უცხოვრია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.
მოსარჩელე ბ--–-–- ა------------- 2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის N--------- საფუძველზე მიიღო მამის, გ------- ვ----–----, სამკვიდრო ქონება და მასში შემავალი ხ----–--- ვ----–---- სამკვიდრო ქონების აქტივებისა და პასივების, ერთი მეორედი ნაწილი. შესაბამისად, არსებობს მოპასუხე რ----- ვ----–---- სახელზე რიცხული 8---------- ფართის უძრავ ქონების, მდებარე თბილისი, ბ---------------, ერთ მეორედ ნაწილზე მოსარჩელე ბ--–-–- ა------------- მესაკუთრედ აღიარების საფუძველი.
4.2.
წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ბ--–-–- ა------------- მიერ სადავო სამკვიდრო მოწმობის არამართლზომიერად მიღების ფაქტი, არ გამოიკვეთა 2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის N--------- ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძველი, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილაზე უარის თქმის საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
მოქმედი 1997 წლის, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
დავის საგანს წარმოადგენს 1998 წლის 1------------–- გარდაცვლილი გ------- ვ----–---- სამკვიდრო ქონების შესაბამის წილზე მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით უფლების აღიარება. გ------- ვ----–---- სამკვიდრო ქონებაში შედის 1982 წლის 1---------- გარდაცვლილი მამის, ხ----–--- ვ----–--- დანაშთი ქონების ერთი მეორედი ნაწილი. ხ----–----------–---ს გარდაცვალების დროისათვის მოქმედებდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი.
1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე, 541-ე, 542-ე, 540-ე, 556-ე, მუხლი.
გადასაწყვეტი საკითხის ანალოგიური მოწესრიგება გათვალისწინებულია 1997 წლის 26 ივნისის სამოქალაქო კოდექსით: 1306-1307-ე , 1336-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-1500-ე, 129-130-ე, 1450-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ბ--–-–- ა------------- რ----- ვ----–---- სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ქ-------------------------------------- (საკადასტრო კოდი 0---------------) ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენს 1998 წელს გარდაცვლილი გ------- ვ----–---- პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს და, მოპასუხესთან ერთად, აქვს თანაბარი წილის უფლება სადავო ქონებაზე.
დადგენილია, რომ ხ----–----------–--- გარდაიცვალა 1982 წლის 1----------. გ------- ვ----–--- და რ----- ვ----–--- წარმოადგენენ ხ----–----------–---ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს, შვილებს (3.2.1.).
1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით და ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.
1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 541-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის უკანასკნელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო თუ იგი ცნობილი არ არის - სამკვიდროს ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი. კოდექსის 542-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ: კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ.
1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დრიდან.
დადგენილია, რომ ხ----–----------–--- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში მდებარე თბილისი, ბ--------------. მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრება გააგრძელეს მეუღლემ ე-----------–--ამ და შვილმა გ------- ვ----–----. ხ----–--- ვ----–---- გამოსვენება მოხდა ამ საცხოვრებელი სახლიდან (3.1.1).
საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, თბილისი, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალა (საქმის N------) აღრიცხულია 1941 წელს ხ----–----------–---სა და ა------- ვ----–---- სახელზე, ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტის გარეშე (3.2.2).
გ------- ვ----–--- გარდაიცვალა 1998 წლის 1------------–-. მისი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შვილს წარმოადგენს მოსარჩელე ბ--–-–- ა----------- (3.2.1). გ------- ვ----–---- დედა, ე------ ვ----–--- გარდაიცვალა 2007 წლის 1------------–-.
1997 წლის სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია მოსარჩელე ბ--–-–- ა------------- მიერ მამის, გ------- ვ----–----, დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღება და სადავო სამკვიდრო მასის დადგენა. სასამართლომ უნდა განსაზღვროს 2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოსარჩელე მხარის მიერ მიღებული სამკვიდრო ქონების, რა ნაწილზე შეიძლება ჰქონდეს მხარეს სამართლებრივი პრეტენზია. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის არა მხოლოდ გ------- ვ----–---- სამკვიდრო მასაში შემავალ ფართის ოდენობას, არამედ მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარე ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია სადავო ქონებას და შესაბამისად მას არ მიუღია სამკვიდრო.
დადგენილია, რომ სადავო სახლში, მდებარე თბილისი, ბ--------------, გ------- ვ----–---- გარდაცვალების შემდეგ, ძირითადად ცხოვრობდა გ------- ვ----–---- და რ----- ვ----–---- დედა ე-----------–--ა. გ------- ვ----–---- გამოსვენება მოხდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან. მოწმე ლ------ მ------------ (რ----- ვ----–---- შვილი) განმარტებით, იგი 1994 წლიდან აღარ ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ბ--------------. ლ------ მ----------- ამ მისამართზე ხშირად მიდიოდა (შაბათ-კვირას) ბებიის, ე-----------–--ას სანახავად (3.1.4). იმ დროისათვის, გ------- ვ----–---- გარდაცვალებიდან, ე-----------–--ას გარდაცვალებამდე (2007 წლამდე), გ------- ვ----–---- დედის გარდა სხვა პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი, სადავო საცხოვრებელ სახლში, არ დასტურდება.
მოსარჩელე ბ--–-–- ა------------- მიერ მამის, გ------- ვ----–----, დანაშთი ქონების მიღების ფაქტი დასტურდება მყარი და უტყუარი მტკიცებულებით - სამკვიდრო მოწმობით. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კანონმდებლობით, სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ან/და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გზით. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს მემკვიდრის უფლებას და არა ვალდებულებას და სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობა კანონით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესების განუხრელ დაცვაზეა დამოკიდებული. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა და იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. თითოეული მემკვიდრის უფლება სამკვიდრო ქონებაზე შეზღუდულია ნების გამოხატვის ფორმითა და წესით.
სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 1--------------- ბ--–-–- ა----------- სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც ბ--–-–- ა-------------, როგორც გ------- ვ----–---- კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა საკუთრებაში მიიღო გ------- ვ----–---- მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ) მიუღებელი სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში. ასევე, გ------- ვ----–---- სამკვიდროში შემავალი ხ----–---- ვ----–---- მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები მიღებული სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში - ½ ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა 1982 წლის 1---------- გარდაცვლილ ხ----–---- ვ----–---, რომლის მემკვიდრემ, შვილმა გ------- ვ----–---- მიიღო სამკვიდრო, მაგრამ გარდაიცვალა ისე, რომ ვერ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები. ხ----–----------–---ს ქონების 1/2 ნაწილზე სამკვიდრო არ გაცემულა და რჩება ღიად. მას გაიფორმებს ხ----–----------–---ს შვილი - რ----- ვ----–--- (3.2.7).
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელე ბ--–-–- ა----------- მამის გ------- ვ----–---- სამკვიდროს მიღების ფაქტს ადასტურებს წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ნოტარიუსის მიერ გაიცა 2016 წლის 1---------------. შესაბამისად, ბ--–-–- ა------------- მხრიდან დამატებითი მტკიცება იმისა, რომ სამკვიდრო ნამდვილად მიღებული აქვს, არ არის აუცილებელი. საწინააღმდეგო უნდა ადასტუროს მან, ვინც უარყოფს მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს.
რ----- ვ----–--- მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ბ--–-–- ა------------ არასდროს უცხოვრია სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, ბ--------------, არც მამის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ. სწორედ აღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით, რ----- ვ----–--- ამტკიცებს, რომ მოსარჩელეს არ მიუღია სამკვიდრო. აღნიშნული გარემოების უტყუარ, მყარ და სარწმუნო მტკიცებულებად სასამართლო მხოლოდ მოწმის ჩვენებას ვერ მიიჩნევს. ამასთან მოწმე ლ------ მ----------- წარმოადგენს რ----- ვ----–---- შვილს და გარკვეულწილად, დაინტერესებულ პირსაც. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ სამკვიდროს მიღების საკითხის დასადგენად, აქცენტი არ უნდა დაისვას მხოლოდ სადავო სამკვიდრო ქონების (მდებარე თბილისი, ბ--------------) ფაქტობრივ დაუფლებაზე, ვინაიდან მამკვიდრებელის დანაშთი ქონება შესაძლოა მოიცავდეს სხვა ნივთებსაც. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა უტყუარად ადასტურებს ბ--–-–- ა------------- მიერ სამკვიდროს მიღებას. მოპასუხე მხარემ კი სარწმუნო, მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით ვერ შესძლო გაექარწყლებინა სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად სადავო ფაქტობრივი გარემოება (მოსარჩელის მიერ მამის სამკვიდროს არ მიღების თაობაზე). ასეთ მტკიცებულებად ვერ განიხილება კ----------------–----------------------ში მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლის საბინაო წიგნში (დაიწყო 0-----1958 წელს) 1985 წლის 22 იანვრის თარიღით მითითებულია ჩანაწერი (3.2.3), ვინაიდან მამკვიდრებელი გ------- ვ----–--- გარდაიცვალა 1998 წლის 1------------–-. ასევე, საზღვარგარეთ ცხოვრების პირობებშიც, შესაძლებელია მოსარჩელე დაუფლებოდა სამკვიდროში შემავალ ქონებას. უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ბ--–-–- ა------------- მამის დანაშთი ქონება მიიღო, საქმეზე წარმოდგენილია სამკვიდრო მოწმობის სახით.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება. ამდენად, სამკვიდრო წარმოადგენს იმ უფლებებისა და ვალდებულებების კომპლექსს, რომელიც მამკვიდრებელს სიცოცხლეში ჰქონდა. სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელია სასამართლოს მიერ განისაზღვროს სადავო სამკვიდრო ქონების მასა, თუ რა ქონებაზე ჰქონდა უფლება მამკვიდრებელ გ------- ვ----–--- გარდაცვალების დროისათვის, რაზეც პრეტენზიას წინამდებარე სარჩელით აცხადებს მოსარჩელე ბ--–-–- ა-----------.
დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, თბილისი, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალა აღრიცხულია 1941 წელს ხ----–--- ვ----–----- და ა------- ვ----–---- სახელზე. შემდგომ წარმოდგენილია 11.07.2001 წლის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება N---------, რომლის საფუძველზეც ხ----–--- ვ----–---- სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა გადაეცა რ----- ვ----–---- (სასამართლოს გადაწყვეტილებაში და სააღსრულებო ფურცელში დეტალურად დაფიქსირებულია ფართები (კერძოდ N---------------------–----------–------------------------–----------------------------------------------------------------------------------–-) მდებარეობს ლიტ. ,,ა“-ში, ხოლო სააღრიცხვო ბარათზე ფიქსირდება 1/2 ნაწილი). ხოლო ა------- ვ----–---- სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა გადაეცა პ---–- ვ----–--- (საფუძველი, 2-----1953 წლის N------ სამემკვიდრეო მოწმობა (ნოტარიუს: მ---------) სააღრიცხვო ბარათზე ფიქსირდება 1/2 ნაწილი). (3.2.2).
მიმდინარე პერიოდზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ბ-----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------, რეგისტრირებულია ა-–----------–----ის (პასპ. ნომერი: A--------), ლ--–----------ის (პირადი N6----------) და რ----- ვ----–---- (პირადი N0----------) თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 2-----------, საცხოვრებელი ფართობი 1----------- რეგისტრირებულია ლ--–----------ის (1/4 ნაწილი, საფუძველი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 10.12.2012წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), რ----- ვ----–---- (8----------- საფუძველი: ქ. თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N------) და ა-–----------–----ის (1/4 ნაწილი, საფუძველი: სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობაში შესწორების შესახებ N1-------- გაფორმების თარიღი 14.06.2012წ. ნოტარიუსი ც---------; სამკვიდრო მოწმობა N1--------გაფორმების თარიღი 24.04.2012წ, ნოტარიუსი ც---------) საკუთრების უფლება (3.2.4).
სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. მოცემული დავის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავო არ არის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემებითაც დასტურდება, რომ სადავო ქონების 8--------------------- მოპასუხე რ----- ვ----–---- საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქ. თბილისის, ისანი-სამგორის სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N------). აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ----- ვ----–---- მოთხოვნა, დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ რ----- ვ----–--- ხ----–----- ასული ნამდვილად ფლობს საკუთრებაში ბ---------------ში მდებარე ბინის N-----------------------–----------–-----------------------–--------------------------------------------------------------------------------------–- საერთო სარგებლობაში საეზოვე მიწის ნაკვეთთან ერთად. რ----- ხ----–----- ასული ვ----–--- ცნობილი იქნა მამის დანატოვარი ქონების კერძოდ ბინის მდებარეს ბ---------------–-------------------------------- ფართის ოთახების მიმდებარე დამხმარე სათავსოების და მიწის ნაკვეთის კანონიერ მფლობელად და მესაკუთრედ. გადაწყვეტილებაზე 2001 წლის 11 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (3.2.3).
2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტთან მიმართებით, მხარეები განსახვავებულ პოზიციას აფიქსირებენ. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოთვლილი საცხოვრებელი ოთახები და მიმდებარე დამხმარე სათავსოები შეადგენდა ხ----–--- ვ----–---- იმ დანაშთ ქონებას მთლიანად, რაც ფაქტობრივი ფლობით ფაქტის დადგენის შემდეგ გადაეცა მის მემკვიდრეს, შვილს რ----- ვ----–----, მოპასუხე მხარე კი მიუთითებს, რომ სადავო სამკვიდრო შეადგენს მხოლოდ N-------–----–----------- ჰოლი, საიდანაც შესაბამის წილზე შესაძლოა ჰქონდეს პრეტენზია მოსარჩელეს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, ხოლო დანარჩენ ფართს, რაც აღნიშნულია გადაწყვეტილებაში, მოპასუხე რ----- ვ----–--- ისედაც ფლობდა და ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ მისი კანონიერ მფლობელად და მესაკუთრედ აღიარება მოხდა.
სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. იმისათვის, რომ კონკრეტულად დადგინდეს, რას წარმოადგენს გ------- ვ----–---- სამკვიდრო ქონება, რომელზეც 2016 წლის 1--------------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე შესაძლებელია პრეტენზიას აცხადებდეს მოსარჩელე ბ--–-–- ა-----------, უპირველესად უნდა დადგინდეს, ხ----–--- ვ----–---- სამკვიდროს მასა, რაზეც უფლება მთლიანად მოიპოვა მოპასუხემ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით. უდავოა ის გარემოება, რომ ხ----–--- ვ----–---- დანაშთ ქონებაზე გ------- ვ----–--- და რ----- ვ----–---, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები, წარმოადგენენ უფლებამოსილ პირებს თანაბარი წილის უფლებით. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, თბილისი, ბ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის საარქივო მასალა აღრიცხულია 1941 წელს ხ----–--- ვ----–----- და ა------- ვ----–---- სახელზე ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტის გარეშე. ხოლო შემდგომ ხ----–--- ვ----–---- სახელზე რიცხულ ნაწილზე უფლების დამდგენი დოკუმენტად გვევლინება 2001 წლის 11 ივლისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე N------). უფლების წარმოშობის სხვა რაიმე სახის დოკუმენტი რ----- ვ----–---- კუთვნილ წილზე არც საქმის მასალებით დასტურდება და აღნიშნულზე არც მხარეები მიუთითებენ.
დავის გადასაწყვეტად მნიშნელოვანია ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების N------ სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი. მნიშვნელოვანია, კონკრეტულად, რომელ ქონებაზე ცნო სასამართლომ რ----- ვ----–--- კანონიერ მფლობელად და მესაკუთრედ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ აბზაცში იკითხება შემდეგი სახის ჩანაწერი: ,,დაკმაყოფილდეს განმცხადებლის მოთხოვნა. დადგენილად იქნეს ცნობილი ი/მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ვ----–--- რ----- ხ----–----- ასული ნამდვილად ფლობს საკუთრებაში ბ---------------ში მდებარე ბინის N-----------------------–----------–------------------------–------------------------------------------------------------------------------------ ჰოლს საერთო საერთო სარგებლობაში საეზოვე მიწის ნაკვეთთან ერთად“. ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში - ,,რ----- ხ----–----- ასული ვ----–---- ცნობილი იქნეს მამის დანატოვარი ქონების კერძოდ ბინის მდებარეს ბ---------------ში N---------------------------. ფართის ოთახების მიმდებარე დამხმარე სათავსოების და მიწის ნაკვეთის კანონიერ მფლობელად და მესაკუთრედ."
2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების N------ სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბცაზში, რომელიც ადგენს რ----- ვ----–---- ფაქტობრივი ფლობით მიღებულ მამის ქონებაზე მემკვიდრეობით საფუძვლით საკუთრების უფლებას, აღნიშნულია სწორედ ის საცხოვრებელი ოთახები შესაბამისი ფართებით (N----------------------------------) და დამხმარე სათავსოები, ნაგებობის ნუმერაციისა და ფართების აღნიშვნის გარეშე, რაზეც საუბარია პირველ აბცაზში. შესაბამისად, სამკვიდრო მასას წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების საცხოვრებელი ოთახები და მის მიმდებარედ არსებული დამხმარე სათავსოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, რ----- ვ----–--- მიეკუთვნა ხ----–----------–---ს დანაშთი ქონება, კერძოდ თბილისი, ბ---------------ში მდებარე N-----------------------------------------–----------–----------------------------------------–---------------------------------------------–-----------------------------------------------------------------, რაც მთლიანობაში შეადგენს 8---------- ფართს. სამკვიდრო მასაში არ იქნა გათვალისწინებული საერთო სარგებლობაში არსებული N-------------- ჰოლი საეზოვე მიწის ნაკვეთთან ერთად. ანალოგიური ინფორმაცია არის წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო ინფორმაციის განყოფილების მიერ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაცემულ N2----- ცნობაში (ტომი 1, ს.ფ. 20). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი კი ადგენს რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რ----- ვ----–---- საკუთრების უფლების დამდგენ ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N------) და სხვა საფუძველი სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხე მხარის საკუთრების უფლების აღრიცხვისა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კი მას, როგორც ფაქტობრივ მფლობელს მიეკუთვნა მამის, 1982 წლის 1---------- გარდაცვლილი ხ----–--- ვ----–---- დანაშთი ქონება - მთლიანობაში 8---------- ფართი.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს და იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლო პრეროგატივაა, რა დროსაც მნიშვნელოვანია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლო მიაჩნია, რომ მამკვიდრებელ გ------- ვ----–---- სამკვიდრო წარმოადგენს ხ----–----------–---ს დანაშთი სამკვიდროდან უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ბ------------------ში თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ამჟამად მოპასუხე რ----- ვ----–---- სახელზე რიცხული 8---------- ფართის ერთი მეორედი ნაწილს, რაც გ------- ვ----–---- როგორც მემკვიდრემ შვილმა მიიღო, მაგრამ გარდაიცვალა ისე, რომ ვერ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები.
საქართველოს კონსტიტუციით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.
ამდენად, მოსარჩელე ბ--–-–- ა------------ (რომელმაც 2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის N--------- საფუძველზე მიიღო მამის, გ------- ვ----–---- მთელი სამკვიდრო ქონება) აქვს უფლება, მოითხოვოს მოპასუხე რ----- ვ----–---- სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე მისამართზე თბილისი, ბ--------------, საკადასტრო კოდი 0---------------, 8---------- ფართის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება.
6.2. რ----- ვ----–---- შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2016 წლის 1--------------- ბ--–-–- ა------------- სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრის N---------) ბათილად ცნობა. სარჩელის მიხედვით, მოპასუხე ბ--–-–- ა----------- მამის ქონებას არანაირი გზით არ დაუფლებია. შესაბამისად, მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა გაუგებარი, დაუსაბუთებელი და უკანონოა.
სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამავე კოდექსის 1500-ე მუხლით, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.
დადგენილია, რომ ბ--–-–- ა----------- წარმოადგენს 1998 წლის 1------------–- გარდაცვლილი გ------- ვ----–---- პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილს. მოპასუხემ 2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში მიიღო გ------- ვ----–---- მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ) მიღებელი სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში. ასევე, გ------- ვ----–---- სამკვიდროში შემავალი ხ----–---- ვ----–---- მთელი ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები მიღებული სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში - ½ ნაწილი. ხ----–----------–---ს ქონების 1/2 ნაწილზე სამკვიდრო არ გაცემულა და რჩება ღიად. მას გაიფორმებს ხ----–----------–---ს შვილი - რ----- ვ----–--- (3.2.6).
რ----- ვ----–---- მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
აღიარებითი სარჩელის აღძვრისას იურიდიული ინტერესის შეფასების შესახებ არსებობს სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მოსარჩელე რ----- ვ----–---- ედავებიან რა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში, იკვეთება მისი ინტერესი, რაც შესაძლოა მოჰყვეს მის აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შეგებებული სარჩელით სადავოდ გამხდარი სამკვიდრო მოწმობის ბათილობის საკითხის დასმა მოსარჩელის მხრიდან ემსახურება მისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებულია უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილ აღიარების სამართლებრივ შედეგთან.
სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანების მე-3 მუხლით, ნოტარიუსის ძირითადი ფუნქციებია სამემკვიდრეო საქმისწარმოება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ამავე ბრძანების 85-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვნენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი.
სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანების 88-ე მუხლი ადგენს სამკვიდრო მოწმობის გაცემისას სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფის წესს. თუკი სამკვიდროს მიმღები აცხადებს, რომ არსებობს იგივე რიგის სხვა მემკვიდრეც, რომელსაც ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული აქვს სამკვიდრო და რომელსაც აქვს განცხადება წარდგენილი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ბიუროში ან სამკვიდროს მიმღები მოითხოვს სამკვიდროს მასის იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის მემკვიდრეს, რომელსაც არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით.
სასამართლომ გადაწყვეტილების 6.1. პუნქტში მოცემული მსჯელობისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, ერთმნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ რ----- ვ----–---- მიერ სადავოდ გამხდარი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოსარჩელე (ძირითადი სარჩელით) ბ--–-–- ა------------- მიიღო მამის, გ------- ვ----–---- სამკვიდრო ქონება, რაც გახდა მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 1--------------- გაცემული ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს ბ--–-–--------------სის მიერ მამის დანაშთი ქონების მიღებას. თავის მხრივ სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების მიიღება დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სრს მიერ 2016 წლის 7------------- ბ--–-–- ა----------- სახელზე გაცემული საინფორმაციო ბარათით. სასამართლოს მიერ მოსარჩელე ბ--–-–- ა------------- მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხავს ამ უკანასკნელის სახელზე 2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის (N1--------) ბათილად ცნობის შესახებ საკითხის დადებითად გადაწყვეტას.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
ბ--–-–- ა------------ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი აქვს 2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N---------), რომლის ძალითაც იგი ადასტურებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას - მამის, გ------- ვ----–---- სამკვიდრო ქონების მიღებას. საწინააღმდეგო გარემოებაზე მიუთითებს მოპასუხე მხარე (ძირითად სარჩელში) და განმარტავს, რომ ბ--–-–- ა------------ სადავო სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, მას სადავო სახლში მამის გარდაცვალების შემდგომ არ უცხოვრია და წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით, რ----- ვ----–--- ითხოვს მითითებული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას. პოზიციის გასამყარებლად შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს მოწმის ჩვენებაზე. მოწმე ლ------ მ------------ (რ----- ვ-----–---- შვილის) განმარტებით, მას ბ--–-–- ა----------- გ------- ვ----–---- გარდაცვალების შემდეგ არ უნახავს, იგი არ მისულა არც მამის ავადმყოფობის დროს თბილისში, ბ---------------ში მდებარე სახლში, არ აქცევდა მამას ყურადღებას, არ ზრუნავდა მასზე და მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო გ------- ვ----–---- გარდაცვალების შესახებ, იგი არ ჩამოსულა საქართველოში, არ დასწრებია მამის დაკრძალვას. მოწმის მითითებით, ბ--–-–- ა------------ მამასთან ერთად მამის საცხოვრებელ მისამართზე ფაქტობრივად არასდროს უცხოვრია (3.2.12).
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება კონკრეტული ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილების საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწორედ რ----- ვ----–---- მხარე იყო ვალდებული სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ ბ--–-–- ა------------ მამის სამკვიდრო არ მიუღია და არა ის მხარე (ამ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოპასუხე), რომელსაც სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მნიშვნელოვანი და ძირითადი დოკუმენტი - სამკვიდროს მოწმობა საქმეზე წარმოდგენილი აქვს. სასამართლო მხოლოდ მოწმის ლ------ მ------------ ჩვენებას ვერ მიიჩნევს მყარ და დამაჯერებელ მტკიცებულებად, რაც შესაძლოა ,,დაუპირისპირდეს“ საქმეში არსებულ სამკვიდრო მოწმობას (გაცემის თარიღი 1-----2016 წელი, რეგისტრაციის N---------). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ლ------ მ----------- წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ოჯახის წევრს (იგი არის რ----- ვ----–---- შვილი). სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხოლოდ იმ გარემოებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ბ--–-–- ა------------ არ მიუღია მამის სამკვიდრო, ვინაიდან იგი ფაქტობრივად არ დაუფლებია სადავო სამკვიდრო ქონებას. სამკვიდრო მასაში შესაძლებელია შედიოდეს სხვა ნივთებიც (უძრავი ან მოძრავი), ხოლო თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ მიუთითა და წარმოადგინა წონადი მტკიცებულება, რაც ეჭქვეშ დააყენებდა ბ--–-–- ა------------- მიერ 2016 წლის 1--------------- მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით გ------- ვ----–---- დანაშთი ქონების მიღების ფაქტს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობით, ღიად იქნა დატოვებული სამკვიდრო ქონებიდან ის წილი, რაც იმავე რიგის მემკვიდრეს, რ----- ვ----–---- უნდა მიკუთვნებოდა. შესაბამისად, სადავო სამკვიდრო მოწმობით (რეგისტრაციის N---------) ბ--–-–- ა-------------, როგორც გ------- ვ----–---- პირველის რიგის მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილი ისე რომ არ დარღვეულა იმავე ქონებაზე მეორე მემკვიდრის უფლებები.
ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბ--–-–- ა------------- სახელზე 2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის N---------) ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელე რ----- ვ----–---- სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ბ--–-–- ა------------- მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შეგებებული სარჩელის მოპასუხე ასევე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი). კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადას: სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
სასამართლომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ხანდაზმულად არ მიიჩნევს. მართალია, თავად შეგებებულ სარჩელშია მითითებული, რომ რ----- ვ----–---------- სადავო სამკვიდრო მოწმობის არსებობის თაობაზე ცნობილი გახდა 2017 წლის 01 ივნისს, თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას შედავების ვადის გაშვების თაობაზე. ძირითადი სარჩელის მოპასუხემ რ----- ვ----–---- შესაგებლითვე სადავო გახადა სამკვიდრო მოწმობა. თავის მხრივ, სამკვიდრო მოწმობა არ წარმოადგენს საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომ დოკუმენტს, რის გამოც მხარეს არ ექნებოდა შესაძლებლობა სამკვიდრო მოწმობის თაობაზე მანამდე შედავების უფლების განხორციელებისა. მან მოპასუხის სახელზე სამკვიდრო მოწმობა სადავო გახადა ძირითად სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში, ხოლო მოგვიანებით სარჩელის წარდგენის წესით დააყენა საკითხი მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
მოსარჩელე მხარის მიერ 2016 წლის 15 ნოემბერს გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 (ორმოცდაათი) ლარი (ტომი 1, ს.ფ. 31-32).
სარჩელი რ----- ვ----–---- მიმართ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ბ--–-–- ა------------- სასარგებლოდ მოპასუხე რ----- ვ----–---- უნდა დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოსარჩელე რ----- ვ----–---- (გადამხდელი თ----- ო-----–---) მიერ 2018 წლის 23 აპრილს გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით შეგებებულ სარჩელზე 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი (ტომი 1, ს.ფ. 199-200).
იმის გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე ბ--–-–- ა------------------- მოსარჩელე რ----- ვ----–---- მიერ შეგებებულ სარჩელზე გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო ერთ მეორედ ნაწილს რ----- ვ----–---- სახელზე რიცხული უძრავი ქონებისა, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ქ-----------------, საკადასტრო კოდი 0--------------- (ტომი 1, ს.ფ. 62-66).
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე რ----- ვ----–---- მიმართ დაკმაყოფილდა ბ--–-–- ა------------- სარჩელი, სასამართლო არ აუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით დადგენილ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ბ--–-–- ა------------- (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე რ----- ვ----–---- (პირადი №0----------) მიმართ მესაკუთრედ აღიარების თაობაზე:
ცნობილ იქნეს ბ--–-–- ა----------- (პირადი №0----------) რ----- ვ----–---- (პირადი №0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 8---------- ფართის უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე თბილისი, ბ-----------------, საკადასტრო კოდი 0---------------., ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ;
2. დაეკისროს მოპასუხე რ----- ვ----–---- მოსარჩელე ბ--–-–- ა------------- სასარგებლოდ 500 (ხუთასი) ლარის გადახდა;
3. არ დაკმაყოფილდეს რ----- ვ----–---- (პირადი№0----------) სარჩელი მოპასუხე ბ--–-–- ა------------- (პირადი №0----------) მიმართ 2016 წლის 1--------------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის (N---------) ბათილად ცნობის თაობაზე;
4. არ გადახდეს მოპასუხე ბ--–-–- ა------------ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის რ----- ვ----–---- მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. რ----- ვ----–---- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქლაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე