გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №411210018002433644
საქმე №2/106-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.07.2018 წელი, ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - სს „კრ---ო ბა--ი“
წარმომადგენელი - თი----ნ ნა------–ი
მოპასუხეები - ეკ-----–----ე, მა----ე კუ--–-–---–ი, ზუ---- კუ--–-–---–ი, ნი--- კვ-–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - ეკ-----–----ეს, მა----ე კუ--–-–---–ს, ზუ---- კუ--–-–---–ის და ნი--- კვ-–----ეს მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2339.34 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1506.21 ლარი, სარგებელი - 114.01 ლარი, პირგასამტეხლო - 654.61 ლარი, დაზღვევის საფასური - 64.51 ლარი;
1.2. მოპასუხეებს - ეკ-----–----ეს, მა----ე კუ--–-–---–ს, ზუ---- კუ--–-–---–ს და ნი--- კვ-–----ეს მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ამონაწერების განახლებისთვის გადახდილი 11 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასურის - 42 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 30 ივლისს, მოსარჩელესა და მოპასუხე ეკ-----–----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც მოპასუხემ სესხად მიიღო 5000 ლარი, 24 თვის ვადით. სარგებლის ოდენობა თვეში 1.23% -ით განისაზღვრა. ხელშეკრულების 3.15. მუხლის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%. თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნაკლებია, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.
მოპასუხეებთან - მა----ე კუ--–-–---–თან, ზუ---- კუ--–-–---–თან და ნი--- კვ-–----ესთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები და მოპასუხეებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს სოლიდარული ვალდებულება, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.
მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მსესხებელი და თავდები პირები გაფრთხილებულები იქნენ მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე როგორც ზეპირი, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა მოპასუხეებმა სესხი არ გადაიხადეს. მოსარჩელემ გამარტივებული წარმოებით დავალიანების გადახდევინების განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გადახდის ბრძანების გამოცემა მოითხოვა, თუმცა მოპასუხეებმა პროტესტი წარადგინეს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ სცნეს 1506.21 ლარის დაკისრების ნაწილში და დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, იმ მოტივით რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდნენ დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდას.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 30 ივლისს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრ---ოს“ და მოპასუხე ეკ-----–----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც მოპასუხემ სესხად მიიღო 5000 ლარი, 24 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
- თანხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 21).
3.1.2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრ---ომ“, 2015 წლის 31 ივლისს, მოპასუხე ზუ---- კუ--–-–---–თან დადო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკ-----–----ის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 6 632.45 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის განცხადება, ხელშეკრულება (ს.ფ. 26-27);
3.1.3. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრ---ომ“ ეკ-----–----ესთან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 31 სექტემბერს, მა----ა კუბლაშვითან და ნი--- კვ-–----ესთან გააფორმა სამომავლო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ეკ-----–----ის მიერ დადებულ სამომავლო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. სოლიდარული პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა თითოეული თავდების მიმართ განისაზღვრა 6632 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების განცხადებები (ს.ფ. 22; 24);
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 23, 25).
3.1.4. მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ი“ არის შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრ---ოს“ უფლებამონაცვლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 47-48).
3.1.5. ეკ-----–----ეს გრაფიკით გათვალისწინებული გადახდა უწევდა 2017 წლის 03 მარტს, გადასახდელი თანხა კი 280.94 ლარს შეადგენდა, საიდანაც ძირი თანხა 240.07 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 30.04 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა 10.83 ლარი იყო. მსესხებელმა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა, რითაც დაირღვა ხელშეკრულების პირობები. ძირითად მოვალეს და თავდებ პირებს რამოდენიმეჯერ გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები ვალდებულების შერულების და მოსალოდნელი პასუხიმგებლობის შესახებ. მოსარჩელის გაფრთხილებას მოპასუხეების მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-17);
- საქართველოს ფოსტის უკუგზავნილები (ს.ფ. 32-39).
3.1.6. მოპასუხეთა დავალიანება სს „კრ---ო ბა--ის“ მიმართ შეადგენს 2339.34 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1506.21 ლარი, სარგებელი - 114.01 ლარი, პირგასამტეხლო - 654.61 ლარი, დაზღვევის საფასური - 64.51 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 41);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლო თვლის, რომ სს „კრ---ო ბა--ის“ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ ეკ-----–----ესთან დადო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, სადაზღვევო პრემიის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. მოპასუხეებთან - ზუ---- კუ--–-–---–თან, მა----ე კუ--–-–---–თან და ნი--- კვ-–----ესთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეებმა ეკ-----–----ესთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, სახელშეკრულებო ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნჯიშნული კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტი სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობაა, რომლის საფუძველზეც, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, მსესხებელი კი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, სესხის ხელშეკრულება განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელის საფუძველზეც, გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ეკ-----–----ესთან, 30.07.2015 წელს, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მან სესხად მიიღო 5000 ლარი. აგრეთვე დადასტურდა, რომ სესხი სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა მთლიანობაში 1 482.20 ლარით განისაზღვრა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება, სარგებელთან ერთად, გადახდის გრაფიკის მიხედვით, 24 თვის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, სახეზეა სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება და ვინაიდან დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ეკ-----–----ეს, როგორც მსესხებელს, უნდა დაეკისროს სესხად მიღებული ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება.
რაც შეეხება სადაზღვევო პრემიის გადახდას, მოსარჩელესა და ეკ-----–----ეს შორის 2015 წლის 30 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელს უნდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის საფასურიც, ხელშეკრულების დანართ გრაფიკში კი ასახულია დაზღვევის საფასური და მისი ოდენობა 259.92 ლარს შეადგენს. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისინებული დარჩენილი ძირი თანხის - 1506.21 ლარის, სარგებლის - 114.01 ლარის და სადაზღვევო პრემიის - 64.51 ლარის გადახდევინების დაკისრება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად კი მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ხელშეკრულების დანართში (გრაფიკში) მითითებულ ვადაში უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა, დარიცხული სარგებელი და დაზღვევის საფასური. ეკ-----–----ეს გრაფიკით გათვალისწინებული გადახდა უწევდა 2017 წლის 03 მარტს, გადასახდელი თანხა კი 280.94 ლარს შეადგენდა, საიდანაც ძირი თანხა 240.07 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 30.04 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა 10.83 ლარი იყო. მსესხებელმა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას, ხელშეკრულების 3.9. პუნქტის მიხედვით, პირველ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით, რაც 75.31 ლარს შეადგენს, ხოლო მომდევნო 150 დღეზე დაერიცხა დღეში 0.27%, რაც მთლიანობაში შეადგენს 685.31 ლარს. მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს - 654.61 ლარის გადახდევინების დაკისრებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება, ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, ამავე კოდექსის 419-ე მუხლით, კრედიტორს შეუძლია ვალდებულების შესრულებასთან ერთად პირგასამტეხლოს გადახდაც მოითხოვოს, თუკი პირგასამტეხლო ვალდებულების დროში შესრულებისთვის არის გათვალისწინებული და მოვალე ვალდებულებას დადგენილ დროში არ ასრულებს. გამომდინარე აქედან, 654.61 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას, ხოლო 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით, კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, თავდები პირადად აგებს პასუხის კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. თავდებობა არსებობს ჩვეულებრივი და სოლიდარული. ჩვეულებრივი თავდებობის შემთხვევაში, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას (სსკ მუხლი 894). სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს არ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა (სსკ მუხლი 895), იგი უფლებამოსილია უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ პრეტენზიის წარდგენის გარეშეც.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ძირითად მოვალესთან (ეკ-----–----ესთან) 2015 წლის 30 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო მოპასუხეებთან - ზუ---- კუ--–-–---–თან, ნი--- კვ-–----ესთან და მა----ე კუ--–-–---–თან. თავდებმა პირებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და სიცოცხლის დაზღვევის საფასურის გადახდაზე. ვინაიდან ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა ვალდებულება, მოსარჩელე უფლებამოსილია მასთან ერთად ვალდებულების შესრულება სოლიდარულად თავდები პირებისგანაც მოითხოვოს. ამასთან, მოპასუხეებთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, თითოეულის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 6 632 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული თავდები პირი ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულებაზე მხოლოდ ამ მოცულობით შეიძლება იყო პასუხისმგებელი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ძირითადი მოვალის - ეკ-----–----ის დავალიანება შეადგენს 2339.34 ლარს. მოპასუხეებმა - მა----ე კუ--–-–---–მა, ზუ---- კუ--–-–---–მა და ნი--- კვ-–----ემ ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა იკისრეს 6632 ლარის ფარგლებში. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ის“ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2339.34 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება („ა“ ქვეპუნქტი), ხოლო ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე, არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით („დ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი განისაზღვრა 2339.34 ლარით და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 100 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ამონაწერების განახლებისთვის გადახდილია 11 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასური - 21 ლარი.
განსახილველ საქმეში, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 2339.34 ლარს, სარჩელი მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია, ამიტომ მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სადავო თანხის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის, ამონაწერების განახლებისთვის გადახდილი 11 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისთვის გადახდილი 22 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხე მა----ე კუ--–-–---–ს (პ/ნ 35001017296) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თავისუფლების ქ. №1 (საკადასტრო კოდი №54.01.54.186.01.508), გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ის“ სარჩელი მოპასუხეების - ეკ-----–----ის, მა----ა კუ--–-–---–ის, ნი--- კვ-–----ის და ზუ---- კუ--–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს სრულად.
2. მოპასუხეებს - ეკ-----–----ეს, მა----ა კუ--–-–---–ს, ნი--- კვ-–----ეს და ზუ---- კუ--–-–---–ს მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2.339.34 (ორიათას სამას ოცდაცხრამეტი ლარი, ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1506.21 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 114.01 ლარი, ჯარიმა - 654.161 ლარი, დაზღვევის საფასური - 64.51 ლარი.
3. მოპასუხეებს - ეკ-----–----ეს, მა----ა კუ--–-–---–ს, ნი--- კვ-–----ეს და ზუ---- კუ--–-–---–ს მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 100 ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის, ამონაწერების განახლებისთვის გადახდილი 11 (თერთმეტი) ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. მოპასუხეებს - ეკ-----–----ეს, მა----ა კუ--–-–---–ს, ნი--- კვ-–----ეს და ზუ---- კუ--–-–---–ს მოსარჩელე სს „კრ---ო ბა--ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ უძრავ ქონებაზე შეზღუვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 22 ლარი
6. ძალაში დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხე მა----ე კუ--–-–---–ს (პ/ნ 35001017296) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თავისუფლების ქ. №1 (საკადასტრო კოდი №54.01.54.186.01.508), გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქუჩა №21) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე