განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2018
საქმის ნომერი
030100118002264560
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 0-0100118002264560

№1/09-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

23 ივლისი, 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივნები: ალექსანდრე ჩაჩიბაია, ელზა წურწუმია.

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ა-–---------- კ-------;

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ლ-–- ხ--–-------, გ---- ა--------,ბრალდებული: მ----- ნ---------,მამის სახელი: გ---–-,დაბადებული: 3-.0-.1--- წელი,დაბადების ადგილი: ქ. ს-----,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 3----------,ნასამართლეობა: მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ს-----, კ.გ-------------ს ქ. N9-.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-177 მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. მ----- ნ---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

გამოძიების მასალებით მ----- ნ---------ს მიერ დანაშაული ჩადენილია შემდეგ გარემოებებში: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი მ----- ნ---------, 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 15:10 საათზე, სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ.ხ---–-, ც------ დ-------ს ქ.N2---ში მდებარე თ--- ჯ------ს მარკეტში ყოფნის დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობითა და 100 ლარის ოდენობის თანხით, რითაც თ--- ჯ------ს მიაყენეს 390 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. მ----- ნ---------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდების ამ ნაწილში უდანაშაულოა.

 

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლები მ----- ნ---------, 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 15:10 საათზე, ქ. ხ---–-, ც------ დ-------ს ქ. N2---ში მდებარე თ--- ჯ------ს მარკეტში ყოფნის დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობას და 100 ლარის ოდენობის თანხას, რითაც თ--- ჯ------ს 271,99 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები) დადგინდა შემდეგი გარემოებები:

 

დაზარალებულ თ--- ჯ------ს ჩვენებით დგინდება, რომ ქ. ხ---–-, დ-------ს ქ.N2---ში, უ------------ შ------–- დაქირავებული აქვს ფართი, სადაც გააჩნია სასურსათო მაღაზია, რომელიც კუთხის მხარესაა და 2 კარი აქვს. 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 14 საათზე მაღაზიაში დისტრიბუტორები შემოვიდნენ, რომლებიც გაისტუმრა და საკუთარი ხელჩანთა, სადაც ნავაჭრ თანხას ინახავდა, მაგიდის უჯრის გვერდით სკამზე დადო. 14:00 საათის შემდეგ მაღაზიაში შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, კეპკიანი ქუდით, რომელიც, როგორც შემდეგ ვიდეოკამერაში ამოიცნეს, აღმოჩნდა ვ------- ჭ----------. იგი დიდხანს იდგა და აკვირდებოდა, თუ საიდან იღებდა და სად ინახავდა თანხას, რის გამოც შეეკითხა რა გნებავთო, რაზედაც ცელოფნის შავი ფერის მოზრდილი პარკი ამოარჩია, წარწერით ჯუნიორი და ხუთლარიანი მიაწოდა, რომლის ხურდა არ ჰქონდა, რის გამოც აღნიშნული პირი დასახურდავებლად გავიდა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა და თანხა მისცა. ამის შემდეგ უთხრა, რომ 11 წლის ბავშვისთვის, დაბადების დღისთვის საჩუქარს ეძებდა და დახმარება თხოვა საჩუქრის შერჩევაში, თან ტელეფონით ეკითხებოდა ვიღაცას რჩევას რა ვუყიდოო, შემდეგ ჯერ 15 ლარიანი ტყავის ბურთების ფასი იკითხა, რომლებიც გარეთ ეკიდა და 2 ბურთის ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც მან ჩამოხსნა და წამოიღო, ამ დროს მაღაზიაში შემოვიდა მ----- ნ---------, რომელიც სიგარეტის მყიდველი ეგონა. იგი ორივეს აკვირდებოდა. ვ------- ჭ----------მ მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მიზნით, სხვა 2 კოპლებიანი ბურთი მოითხოვა, რომელიც ამოიღო და მოშორებით დადო, შემდეგ სათამაშო ავტომატების არჩევა დაიწყო და ძირს ჩამოყარა, შემდეგ მანქანას მიადგა და უთხრა, რომ მანქანა მინდაო, რაც მან აიღო და მიაწოდა და ამ დროს შეამჩნია, რომ მ----- ნ--------- უკვე აღარ იყო მაღაზიაში, რამაც მაშინათვე დააეჭვა, რადგან ვ------- ჭ----------მ იმდენი ატრიალა და უმალვე ჩანთასთან მივიდა, რომელიც ადგილზე არ დახვდა. ვ------- ჭ---------- ისე წავიდა სათამაშო არ უყიდია.

ხელჩანთა იყო შავი ფერის, რომელშიც იდო გულის კარდიოგრამა, ექიმის დანიშნულება, მედიკამენტები, წამლების ქვითრები, პირადობის მოწმობა, ს-------- მოწმობა, დაზღვევის ბარათი, 2 ცალი საფულე, ერთი იყო ჭრელი ფერის და თავი ჰქონდა მოტეხილი, საფულეში იდო 2 დაღუპული ძმის სურათები, ერთი 100 ლარიანი ახალი კუპიურა, წითელი ფერის გულსაბნევი, შავი საკითხავი სათვალე, ფეხსაცმლის საწმენდი შავი ფერის, შავი მანიკური, ხელთათმანი და ქუდი. წამლები ახალი ნაყიდი ჰქონდა, რაშიც 150 ლარი გადაიხადა. ნავაჭრ ფულს მაგიდის უჯრაში ინახავდა, რომელიც ადგილზე დახვდა.

ამის შემდეგ ქურდობის შესახებ პოლიციაში განაცხადა. შემდგომში მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, რა დროსაც ინდივიდუალური ნიშნებით ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები: საფულე, ასევე წითელი საფულე, გულსაბნევი, შავი მანიკური. თითოეული ამოცნობის დროს ამოსაცნობად 3 ნივთი წარუდგინეს. ასევე აჩვენეს ვიდეოფირი და ფოტოსურათები, სადაც ამოიცნო ვ------- ჭ---------- და მ----- ნ---------.

ქურდობის და მ----- ნ---------ს დაკავების მეორე დღეს მასთან მაღაზიაში მივიდნენ მ----- ნ---------ს მეუღლე და მეუღლის ძმა, რომელიც გაეცნო და უთხრა ფოთელი ვარო და ბოდიშს გიხდითო მომხდარის გამო, რაზედაც უპასუხა, რომ 100 ლარი არ მინდა, ჩემი წამლები და ნივთები მომიტანეთო როგორმე, რაზეც მ----- ნ---------ს ცოლის ძმამ დაამშვიდა, ჩანთის დაბრუნებას შეპირდა. ერთი კვირის შემდეგ დიდი ხელჩანთა დაუბრუნა ნ--------ში მცხოვრებმა გოგომ, რომლის სახელი არ იცის, რომელმაც უთხრა, რომ ჩემი ქმრის მამიდამ იპოვაო 1 კვირის წინ შენი ჩანთა, ეს ჩანთა მეზობლის ჰგონებია და დაფნის ბუჩქებში შეუნახავს და შემდეგ გადაავიწყდაო. ჩანთაში ყველაფერი იდო, 100 ლარის და შავი საკითხავი სათვალის გარდა. აღნიშნული ჩანთა შემდგომ პოლიციას წარუდგინა და მისგან ამოიღეს.

მისი სურვილით მაღაზია დაათვალიერეს პოლიციელებმა და ექსპერტებმა, რომლებმაც გარკვეული მოქმედებები განახორციელეს, ადგილი ლენტით შემოსაზღვრეს, სურათები გადაიღეს და ა.შ.

 

იხ.21.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე ნ-----–- ა-–----ს ჩვენებით დგინდება, რომ მარტოხელა პენსიონერია და ცხოვრობს ხ----- რაიონის სოფელ ნ--------ში, ხოლო ღამეს მეზობლად მცხოვრები ძმის სახლში ათენებს. 2017 წლის შემოდგომაზე ეზოს ჭიშკართან არსებულ სკამთან ნახა დაგდებული ჩანთა; იქვე ახლოს ექთანი ქალბატონი ცხოვრობს და იფიქრა, რომ მას დარჩაო და მოიკითხავსო, ამიტომ ჩანთა იქვე ჭიშკართან დაფნარში შეინახა. ერთი კვირის განმავლობაში ჩანთა არავის მოუკითხავს და არც თვითონ უნახავს ჩანთაში რა იდო, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, მის სახლთან მიკროავტობუსი გაჩერდა, საიდანაც ორი ბიჭი ჩამოვიდა და უთხრეს, რომ ჯ------ს ნათესავები იყვნენ და ჰკითხეს მისი ჩანთის დაკარგვის შესახებ ხომ არავის უკითხავსო, რაზედაც უარით უპასუხა, ვინაიდან ეს პირები საეჭვოდ მიიჩნია, არ ჩათვალა საჭიროდ ჩანთის გადაცემა, რის შემდეგადაც ეს პირები წავიდნენ. საღამოს ამის შესახებ უამბო თავისი ძმისშვილის ცოლს და უთხრა რომ ჩანთა დაფნარში ჰქონდა შენახული, რაზედაც ძმისშვილის ცოლმა უთხრა, რომ ჯ------ს ვიცნობო და ჩანთა თვითონ წაიღო ჯ------სთან.

 

იხ.21.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე დ-----– თ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. ხ----- ცენტრში, დ-------ს 2---ში, ყოფილი უ------------ შ------–- მდებარე ს-------- ცენტრი თანაბარ ნაწილად გაყოფილია 4 მესაკუთრეზე და თვითონ არის ოთხივე მესაკუთრის ნდობით აღჭურვილი პირი და ასრულებს ს-------- ც-------- ადმინისტრატორის მოვალეობას. ს-------- ც-------- პირველ სართულზე განთავსებულია მაღაზიები და სხვადასხვა სახის ს-------- ობიექტები, შენობის ოთხივე მხარეს გარე პერიმეტრი კონტროლდება 8 ვიდეოკამერით, ხოლო ჩანაწერი ინახება კომპიუტერულ მეხსიერებაში, რომელიც მდებარეობს ს-------- ც-------- პირველ სართულზე თავის სამუშაო ოთახში. თ--- ჯ------ს ს-------- ც-------- სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გააჩნია მაღაზია, სადაც ვაჭრობს კვების და სხვადასხვა დასახელების საქონლით. 2017 წლის 02 ნოემბერს თ--- ჯ------ს მაღაზიაში მოპარეს ჩანთა. 2017 წლის 05 ნოემბერს გამომძიებელმა გ------- ხ----–--–---მ მისი სამუშაო ოთახიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოიღო ვიდეოჩანაწერი, DVD დისკის სახით, რომელიც ჩაიდო კონვერტში ერთ პაკეტად და დაილუქა.

 

იხ.28.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე ლ--–- ა---–---ს ჩვენების მიხედვით, მუშაობს ხ----- რაიონის სოფელ ნ--------ში N1 საბავშვო ბაღში მ---------–-დ. 2017 წლის 09 ნოემბერს დილით ადრე გავიდა ბაღში და დაახლოებით 15:00 საათზე დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდა მეუღლის მოხუცი მამიდა ნ-----–- ა-–----, რომელიც იქვე ცხოვრობს, მაგრამ ღამე მათთან რჩება და უთხრა, რომ 1 კვირის წინ უნახავს ჩანთა, რომელიც შეუნახავს და იმ დღეს მოსულან ვიღაც ბიჭები, რომლებიც ამ ჩანთას ეძებდნენ თუმცა ვინაობა არ გაუმხელიათ. ამის შემდეგ მოიტანა შავი ფერის ჩანთა, რომელიც მან გახსნა და შიგნით იდო საფულე, რომელშიც აღმოჩნდა თ--- ჯ------ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, 2 კოლოფი წამალი და სხვადასხვა ნივთები. იგი იცნობდა თ--- ჯ------ს და აღნიშნული ჩანთა მიუტანა მას, რომლისგანაც გაიგო, რომ ჩანთა მოპარეს, თ--- ჯ------მ ჩანთა ნახა და თქვა, რომ 100 ლარი აკლდა მხოლოდ, ჩანთაში იდო ქუდი, ხელთათმანი, წამლები და 2 საფულე, მათ შორის წითელ საფულეში ოდო პირადობის მოწმობა.

 

იხ.28.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმეებმა ჯ---- გ-----–--მ, რ----- ხ------მ, ბ----- კ-----–---–--მ, ფ-------- დ----------მ, ი-----–- ჯ----მ, კ------- ი--------მ, ბ------ ლ---–---მ, დ----- ს-------მ, მ------ ქ------მ, მ-----– ხ---–-----მ და გ------- ხ----–--–---მ (შსს ს--------–---ზ---- ს-------ს პოლიციის დეპარტამენტის და ხ----ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლები) დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და აღნიშნეს, რომ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

იხ.23.04. 23.05. 06.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმები.

 

ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ დაადასტურა მის მიერ მოცემულ საქმეზე გენეტიკური ექსპერტიზის შედეგები.

 

იხ.23.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

ექსპერტმა გ------- გ---------მ დაადასტურა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები.

 

იხ.23.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

ექსპერტ თ---------- ბ------ს ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 06 ნოემბერს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ.ფოთში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, გამომძიებელ მ-----– ხ---–-----სა და ადვოკატის მონაწილეობით ბრალდებულ მ----- ნ---------სგან ნებაყოფლობით აიღო ნერწყვის ნიმუში, რაც დალუქა სათანადო რეკვიზიტების დაცვით და ჩააბარა გამომძიებელს.

 

იხ.23.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

საქმეში არსებული, არსებითი განხილვისას გამოკვლეული, 2017 წლის 02 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი, თ--- ჯ------ს მარკეტი მდებარეობს ქ.ხ---–-, ც.დ-------ს ქ.№2--, ყოფილი უ------------ შ------–-, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ლ. ბ-----ს ქუჩა, სამხრეთით ი.ს----–---ს ქუჩა. შენობა ორსართულიანია. მის პირველ სართულზე განთავსებულია მარკეტები და სხვა ს---------საყოფაცხოვრებო ობიექტები. თ--- ჯ------ს მარკეტის წინა მხარეს (აღმოსავლეთი) აქვს ერთი კარი და მარჯვენა გვერდითა მხარეს (სამხრეთი) მეორე კარი. შენობის გვერდითა მხარე მთლიანად გადახურულია თუნუქის სახურავით და პირველ სართულზე არის ღია აივანი, სადაც, როგორც თ--- ჯ------ს მარკეტიდან, ასევე სხვა ს-------- ობიექტებიდან გამოტანილია დახლები და ს-------- საქონელი. თ--- ჯ------ს მარკეტში განთავსებულია თაროები, მაცივრები და დახლ-მაცივრები. მაცივრებში და დახლ-მაცივრებში მოთავსებულია საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. თაროებზე მოთავსებულია საკვები პროდუქტები, ბავშვის სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები. მარკეტში წინა კარის მარცხენა მხარეს კედელთან დგას მოწითალო ფერის მაგიდა. მაგიდაზე დევს სასწორი, კალკულატორი, საკასო აპარატი. მაგიდის უკან, ჩრდილოეთ მხარეს აქვს უჯრა. მის ქვემოთ მაგიდა არის ღია, რომლის წინა მხარე დაფარულია. მაგიდის ქვემოთ დგას ელექტრო გამათბობელი მის გვერდით დევს მუყაოს ყუთები.

ექსპერტმა მაგიდის უჯრის სახელურიდან აიღო ანაწმენდი, რაც დაილუქა, მარკეტის გვერდითა კარის მარცხენა ფრთის სახელურებზე ჩამოკიდებულია პოლიეთილენის პარკები, მათ შორის შავი ფერის, სახელურიანი პოლიეთილენის პარკი წარწერით „JUNIOR”. გვერდითა კარის მოპირდაპირედ ჩამოკიდებულია ბადეები, რომელშიც მოთავსებულია ფეხბურთის ბურთები. გვერდით დახლზე დევს ბავშვის სხვადასხვა სათამაშო. მარკეტის გარე პერიმეტრზე, სახურავთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეო კამერა. მარკეტის გვერდით, სამხრეთ მხარეს, გარე პერიმეტრზე, სახურავის შუა ადგილას, დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეო კამერა. ბოროტმოქმედის სავარაუდო ხელის შეხების ადგილები დამუშავდა დაქტილოკოსპიური ფხვნილით, მაგრამ ხელის კვალი აღმოჩენილი და ამოღებული ვერ იქნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად თ--- ჯ------ს მარკეტში მაგიდის უჯრის სახლურიდან ექსპერტმა ამოიღო ანაწმენდი 1 (ერთი) ცალი დანამული და 1 (ერთი) ცალი მშრალი ჩხირით, რაც დაილუქა 01 პაკეტად.

 

იხ. 1 ტომი, ს.ფ. 13-29.

 

საქმეში არსებული, არსებითი განხილვისას გამოკვლეული, მ----- გ---–-ს ძე ნ---------ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ის შედგენილია 2017 წლის 04 ნოემბერს შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ მ------ ქ------ს მიერ ქ. სენაკში. ჩხრეკა ჩატარდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----- კ-----–---–--ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----- ხ------ს მონაწილეობით, იძულების გარეშე, მშვიდ ვითარებაში, მ----- ნ---------ს თანხმობით. მ----- ნ--------- მისი პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილებას გაეცნო და განაცხადა, რომ დადგენილებაში მითითებული ნივთები არ გააჩნდა და თანახმა იყო პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე. პირადი ჩხრეკის შედეგად დადგენილებაში მითითებული ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი მ------ ქ------, ჩხრეკის მონაწილეები: ბ----- კ-----–---–-- და რ----- ხ------ და თვითონ მ----- ნ---------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 41-46.

 

საქმეში არსებული, არსებითი განხილვისას გამოკვლეული, T------ სანომრე ნიშნის მქონე „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ის შედგენილია 2017 წლის 04 ნოემბერს შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ მ------ ქ------ს მიერ, ქ. სენაკში. ჩხრეკა ჩატარდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----- კ-----–---–--ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----- ხ------ს მონაწილეობით ქ. სენაკში, ი.ჭ--------ს ქუჩა №195 საცხოვრებელი სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე, გ. ა----–-----–-- ქუჩის გადაკვეთასთან. ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა იძულების გარეშე, მშვიდ ვითარებაში, გასაჩხრეკი ობიექტის მფლობელის მ----- ნ---------ს თანხმობით, დღის საათებში, მზიან ამინდში, ბუნებრივი განათების პირობებში. ჩხრეკის შედეგად მ----- ნ---------ს მართვის ქვეშ მყოფი T------ სანომრე ნიშნის მქონე „ჰონდა ფიტის“ მარკის მარჯვენა საჭიანი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ავტომანქანის სალონში ტორპედოს ქვემოთ შუა ადგილას აღმოჩენილ იქნა „ნოკიას“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონის აპარატი, რაც წარედგინა ჩხრეკაში მონაწილე პირებს და ამოღებულ იქნა. ტელეფონში მოთავსებულია 1 (ერთი) ცალი სიმბარათი, რომელზეც იკითხება ციფრი: 8------------------ ტელეფონის იმეი კოდია: 3------------------ აღწერისა და დათვალიერების შემდეგ ამოღებული მობილური ტელეფონის აპარატი სიმბარათთან ერთად მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად №1 შსს ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4. ავტომანქანის წინა სალონში მძღოლის გვერდით ტორპედოს უჯრაში აღმოჩენილ იქნა სახელურიანი, შავი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით „JUNIOR”, რაც წარედგინა ჩხრეკაში მონაწილე პირებს და ამოღებულ იქნა. პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა 1 (ერთი) ცალი მოვერცხლისფერო და მოშავო ფერის ზოლებიანი ხელჩანთა, რომელიც ზემოდან იკვრება ელვაშესაკრავით. მასში აღმოჩნდა: 1 (ერთი) ცალი წითელი ფერის გულსაბნევი, წითელი ფერის თვლებით; 1 (ერთი) ცალი ფეხსაცმლის საწმენდი წარწერით „GICIR” შავი ფერის; 1 (ერთი) ცალი მანიკურის შუშა, წარწერით enjoy color“; 1 (ერთი) კოლოფი სანტავიკი (ერთჯერადი ლეიკოპლასტირი); 1 (ერთი) ფირფიტა მედიკამენტი „მეზიმფორტე“ 12 აბით. აღწერისა და დათვალიერების შემდეგ, ეს ნივთები მოთავსდა იმავე ხელჩანთაში, შემდეგ იმავე პოლიეთილენის პარკში, რაც მოთავსებულ იქნა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად №2 შსს ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4. სხვა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ან კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი მ------ ქ------, ჩხრეკის მონაწილეები: ბ----- კ-----–---–-- და რ----- ხ------ და თვითონ მ----- ნ---------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 49-55;

 

საქმეში არსებული, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული 2017 წლის 04 ნოემბრის ავტომანქანის ამოღების ოქმით დგინდება, რომ შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ------ ქ------მ, ქ. სენაკში, ი.ჭ--------ს ქუჩა №195 საცხოვრებელი სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე, გ.ა----–-----–-- ქუჩის გადაკვეთასთან მ----- ნ---------სგან ამოიღო საავტომობილო გზაზე გაჩერებული T------ სანომრე ნიშნის მქონე „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც დაილუქა შსს ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4 და განთავსდა ხ----- რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში. ამოღების ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი მ------ ქ------, ჩხრეკის მონაწილეები: ბ----- კ-----–---–-- და რ----- ხ------ და თვითონ მ----- ნ---------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 58-63;

 

საქმეში არსებული, არსებითი განხილვისას გამოკვლეული, მ----- ნ---------ს საცხოვრებელი სახლის და ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული შენობა-ნაგებობების ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ის შედგენილია 2017 წლის 04 ნოემბერს შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ მ------ ქ------ს მიერ ქ. სენაკში, კ.გ-------------ს ქუჩა №9--ში. ჩხრეკა ჩატარდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----- კ-----–---–--ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----- ხ------ს მონაწილეობით, იძულების გარეშე, მშვიდ ვითარებაში, მესაკუთრის - მ----- ნ---------ს თანხმობით. მ----- ნ--------- მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილებას გაეცნო და განაცხადა, რომ დადგენილებაში მითითებული ნივთები და ფულადი თანხა არ გააჩნდა და თანახმა იყო ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩხრეკის შედეგად დადგენილებაში მითითებული ან სხვა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან საგანი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი მ------ ქ------, ჩხრეკის მონაწილეები: ბ----- კ-----–---–-- და რ----- ხ------ და თვითონ მ----- ნ---------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 66-71;

 

საქმეში არსებული, 2017 წლის 04 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მ----- ნ---------ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში ერთ ფუთად დალუქული კონვერტი, რომლის შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ არის, კონვერტი ოთხივე კუთხეში დალუქულია შსს ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის №36/4 მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდიანი ქაღალდის ლუქით. კონვერტი დათარიღებულია და ოთხივე ლუქზე გააჩნია ხელმოწერები. ამოსაცნობი ნივთების თ--- ჯ------სთვის ამოსაცნობად წარდგენის მიზნით ქაღალდის კონვერტი იქნა გახსნილი და მასში აღმოჩნდა, შავი ფერის სახელურიანი პოლიეთილენის პარკი წარწერით „JUNIOR”, რომელშიც აღმოჩნდა 1 (ერთი) ცალი მოვერცხლისფერო და მოშავო ფერის ზოლებიანი ხელჩანთა, რომელიც ზემოდან იკვრება ელვაშესაკრავით. ელვაშესაკრავი არის გატეხილი. ჩანთაში აღმოჩნდა: 1 (ერთი) ცალი გულსაბნევი წითელი ფერის თვლებით; 1 (ერთი) ცალი ფეხსაცმლის საწმენდი წარწერით „GICIR” შავი ფერის; 1 (ერთი) ცალი მანიკურის შუშა, წარწერით enjoy color“; 1 (ერთი) კოლოფი სანტავიკი; 1 (ერთი) ფირფიტა მედიკამენტი „მეზიმფორტე“ 12 აბით. დათვალიერების შედეგად გახსნილ ქაღალდის კონვერტთან ერთად, შავი ფერის სახელურიანი პოლიეთილენის პარკი წარწერით „JUNIOR”, 1 (ერთი) ცალი ფეხსაცმლის საწმენდი წარწერით „GICIR” შავი ფერის; 1 (ერთი) კოლოფი სანტავიკი; 1 (ერთი) ფირფიტა მედიკამენტი „მეზიმფორტე“ 12 აბით მოთავსებულ იქნა ახალ ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4, გაუკეთდა წარწერა და ხელმოწერა შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს ჭ--–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ-----– ხ---–-----ს მიერ.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ.99-103;

 

საქმეში არსებული, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული 2017 წლის 04 ნოემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ------ ქ------მ, მ----- ნ---------ს ადვოკატის ლ-–- ხ--–-------ს მონაწილეობით, შსს ხ----- რაიონული სამმართველოში გამოკითხვისათვის გამოყოფილ ოთახში, მშვიდ გარემოში, იძულების გარეშე ჩაატარა ამოღება. ამოღების ჩატარების შედეგად მ----- ნ---------სგან ამოიღო ერთი ცალი, მუქი-ლურჯი ფერის ქურთუკი, რომელსაც უკანა მხარეს აქვს თავისი ქუდი. შიგნითა მხარეს აქვს თეთრი ფერის ქსოვილი. ქურთუკი წინა მხარეს ეკვრება ელვაშესაკრავით. სახელურზე და ქვედა ბოლოს აქვს თეთრი და ნაცრისფერი ზოლები. ამოღებული ქურთუკი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. ამოღების ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი მ------ ქ------, ამოღების მონაწილე ლ-–- ხ--–------- და თვითონ მ----- ნ---------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 106-107;

 

საქმეში არსებული, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული 2017 წლის 04 ნოემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს ჭ--–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ-----– ხ---–-----მ, მონაწილე ფ-------- დ----------ს თანდასწრებით ამომცნობ პირს თ--- ჯ------ს წარუდგინა ამოსაცნობი საგნები: 1. ჩანთა: მოთეთრო და მოყავისფრო ზოლებით, ზემოდან იკვრება ელვაშესაკრავით, რომელიც არის გატეხილი. 2. ჩანთა: მოვერცხლისფრო და მოშავო ფერის ზოლებით, ზემოდან იკვრება ელვაშესაკრავით, რომელიც არის გატეხილი. 3. ჩანთა: მოვერცხლისფრო და მოშავო ფერის ზოლებით, ზემოდან რომელიც იკვრება ელვაშესაკრავით.

საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ, ამომცნობმა განაცხადა, რომ მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე ჩანთა არის მისი კუთვნილი, რომელიც 2017 წლის 02 ნოემბერს მისი მაღაზიიდან ფარულად იქნა დაუფლებული. თ--- ჯ------ს განმარტებით, მან ჩანთა ამოიცნო ზომით, ფორმით, ფერით, გატეხილი ელვაშესაკრავით და საერთო ვიზუალური გარეგნობით. ამოცნობის დამთავრების შემდეგ, თ--- ჯ------ს მიერ ამოცნობილი №2 ჩანთა მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4, დათარიღდა და გაუკეთდა ხელმოწერები. ნივთის ამოცნობის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი მ-----– ხ---–-----, მონაწილე ფ-------- დ---------- და თ--- ჯ------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 108-110;

 

საქმეში არსებული დაკავების ოქმით დადგინდა, რომ ის შედგენილია 2017 წლის 04 ნოემბერს შსს ხ----ს რაიონული სამართველოს დეტექტივ-გამომძიებელ მ------ ქ------ს მიერ ქ. ხ---–-, მ----- ნ---------ს ადვოკატის ლ-–- ხ--–-------ს მონაწილეობით. მ----- ნ---------ს ფაქტობრივი დაკავება მოახდინა შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ------ ქ------მ 2017 წლის 04 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე. დაკავების ოქმი ხელმოწერილია ოქმის შემდგენის მ------ ქ------ს, დაკავებულის მ----- ნ---------ს, ადვოკატის ლ-–- ხ--–-------ს და უფლებამოსილი პირის ბ------ ლ---–---ს მიერ.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 111-113;

 

საქმეში არსებული, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული 2017 წლის 04 ნოემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს ჭ--–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ-----– ხ---–-----მ, მონაწილე ფ-------- დ----------ს თანდასწრებით ამომცნობ პირს თ--- ჯ------ს წარუდგინა ამოსაცნობი საგნები: 1. მანიკური: შავი ფერის მანიკურის შუშა, მუქი ფერის თავსახურით, შუშაზე მოთეთრო ფერის წარწერით; 2. მანიკური: შავი ფერის მანიკურის შუშა, წარწერის გარეშე, მუქი ფერის თავსახურით; 3. მანიკური: შავი ფერის მანიკურის შუშა, წარწერის გარეშე, შავი ფერის თავსახურით.

საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე მანიკური არის მისი კუთვნილი, რომელიც 2017 წლის 02 ნოემბერს მისი მაღაზიიდან მოპარულ ჩანთაში ჰქონდა, რომელიც უყიდა მისმა შვილმა ე-- ჯ------მ. თ--- ჯ------ს განმარტებით მან საგანი ამოიცნო ფერით, ზომით, საერთო ვიზუალური გარეგნობით. ამოცნობის დამთავრების შემდეგ თ--- ჯ------ს მიერ ამოცნობილი №2 მანიკურის შუშა მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4, დათარიღდა და გაუკეთდა ხელმოწერები. ნივთის ამოცნობის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი მ-----– ხ---–-----, მონაწილე ფ-------- დ---------- და თ--- ჯ------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 118-120;

 

საქმეში არსებული, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული 2017 წლის 04 ნოემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს ჭ--–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ-----– ხ---–-----მ, მონაწილე ფ-------- დ----------ს თანდასწრებით ამომცნობ პირს თ--- ჯ------ს წარუდგინა ამოსაცნობი საგნები: 1. გულსაბნევი: მოგრძო ფორმის ყვავილის ფორმის მსგავსი გულსაბნევი წითელი ფერის თვლებით; 2. გულსაბნევი: მომრგვალებული ფორმის ყვავილის ფორმის მსგავსი გულსაბნევი მოწითალო ფერის თვლებით. 3. გულსაბნევი: მოგრძო ფორმის ყვავილის ფორმის მსგავსი გულსაბნევი მოწითალო ფერის თვლებით.

საგნების ამოსაცნობად წარდგენის შემდეგ ამომცნობმა განაცხადა, რომ მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველი გულსაბნევი არის მისი კუთვნილი, რომელიც 2017 წლის 02 ნოემბერს მისი მაღაზიიდან მოპარულ ჩანთაში ჰქონდა. თ--- ჯ------ს განმარტებით, მან საგანი ამოიცნო ზომით, ფორმით, თვლების სიდიდით და საერთო ვიზუალური გარეგნობით. ამოცნობის დამთავრების შემდეგ თ--- ჯ------ს მიერ ამოცნობილი №1 გულსაბნევი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4, დათარიღდა და გაუკეთდა ხელმოწერები. ნივთის ამოცნობის ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი მ-----– ხ---–-----, მონაწილე ფ-------- დ---------- და თ--- ჯ------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 121-123;

 

საქმეში არსებული, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული 2017 წლის 05 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დგინდება, რომ შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ხ----–--–---მ, ქ. ხ---–-, ც. დ-------ს ქუჩა №2---ში მდებარე ს-------- ცენტრიდან, ს-------- ც-------- ადმინისტრატორის დ-----– თ-------ს მონაწილეობით საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გამოითხოვა ინფორმაცია. ს-------- ც-------- ადმინისტრატორმა დ-----– თ-------მ სასამართლოს განჩინების გაცნობის შემდეგ, ინფორმაციის გამოთხოვისას ნებაყოფლობით აჩვენა სათვალთვალო კამერების მონიტორი, სადაც ნათლად ჩანს მაღაზიის გარე პერიმეტრი. დათვალიერება დაიწყო დაჩქარებული რეჟიმით და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ს-------- ც-------- გარე პერიმეტრზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერების შესახებ, 2017 წლის 02 ნოემბრის 13:30 საათიდან, 2017 წლის 02 ნოემბრის 16:00 საათამდე, რაც გადაიტანეს ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4, დათარიღდა და გაუკეთდა ხელმოწერები. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი გ------- ხ----–--–--- და მონაწილე დ-----– თ-------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 163-165;

 

საქმეში არსებული, არსებითი განხილვისას გამოკვლეული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ -არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ს--------–--სა და ზ---- ს-------ს პრობაციის ბიუროს უფროსის 2017 წლის 06 ნოემბრის MOC 0 17 00869286 წერილის საფუძველზე, დგინდება, რომ მ----- ნ--------- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.10.2016 წლის განაჩენის საფუძველზე იმყოფება აღრიცხვაზე ს--------–--სა და ზ---- ს-------ს პრობაციის ბიუროში.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ.188;

 

საქმეში არსებული, 2017 წლის 06 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულ თ--- ჯ------ს მონაწილეობით მოხდა ქ. ხ---–-, ც.დ-------ს ქუჩა №2---ში მდებარე ს-------- ც-------- ვიდეო კამერის მიერ 2017 წლის 02 ნოემბრის 13:30 საათიდან, 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში დაფიქსირებული ვიდეო ჩანაწერის დათვალიერება (დაჩქარებულ რეჟიმში). დათვალიერება მიმდინარეობდა შსს ხ----- რაიონული სამმართველოში დაკითხვისათვის გამოყოფილ ოთახში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ ვითარებაში. დათვალიერებით გაირკვა, რომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი ჩაწერილია დვდ დისკზე და დალუქულია ქაღალდის კონვერტში შსს ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4. კონვერტზე იკითხება წარწერა „სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დართული დვდ დისკი. დავლუქე მ------ ქ------. კონვერტი ხელმოწერილია და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ არის. გახსნისას მასში აღმოჩნდა 1 ცალი დვდ დისკი. დვდ დისკი მოთავსდა კომპიუტერში და გახსნისას აღმოჩნდა 8 ვიდეოგრამა, აქედან 4 ვიდეოგრამის კამერა მიმართულია თ--- ჯ------ს მარკეტის წინა მხარეს (ბ-----ს ქუჩა), ხოლო 4 ვიდეოგრამის კამერა მიმართულია თ--- ჯ------ს მარკეტის გვერდითა მხარეს (ს----–---ს ქუჩა და ბ-----ს ქუჩის გადაკვეთა) ყველა ვიდეოგრამა დათარიღებულია თარიღით - 02/11/2017. ვიდეოგრამები 1_04_R_112017133000; 2_04_R_112017140000; 3_04_R_112017150000; 4_04_R_112017160000 მიმართულია მარკეტის წინა მხარეს. ვიდეოგრამები: 1_07_R_112017133000; 2_07_R_112017140000; 3_07_R_112017150000; 4_07_R_112017160000. კადრის დათვალიერებით გაირკვა, რომ 2017 წლის 02 ნოემბერს 15:04 საათზე თ--- ჯ------ს მარკეტის კუთხეში გამოჩნდა 2 პირი, პირველს ახურავს ქუდი, ხოლო მეორეს ხელში უჭირავს შავი ფერის პოლიეთილენის პარკი. დაზარალებულ თ--- ჯ------ს განმარტებით, პირველი მამაკაცი არის ის, ვინც მისგან შეიძინა პოლიეთილენის პარკი და შემდეგ შეიქცია, ხოლო მეორე მამაკაცი, რომელსაც უჭირავს პოლიეთილენის პარკი არის ის, ვინც ნახა დახლთან ქურდობის დროს. გაგრძელდა დათვალიერება და გაირკვა, რომ მარკეტის წინა მიმართულებით (ბ-----ს ქუჩა) ჩაწერილი ვიდეო კამერით 15:20 საათზე მეორე მამაკაცი (პოლიეთილენის პარკით) მოძრაობს თ--- ჯ------ს მარკეტის კართან, შედის და გამოდის, 15:23 საათზე დგას და მოძრაობს მარკეტის წინა კართან, 15:25 საათზე დგას წინა კართან, 15:27 საათზე შედის მარკეტში წინა კარიდან და გამოდის პოლიეთილენის პარკით ხელში. მარკეტის გვერდითა მხარის (ს----–---ს ქუჩა) ჩაწერილი ვიდეო კამერის დათვალიერებით გაირკვა, რომ 2017 წლის 02 ნოემბერს 15:06 საათზე ორივე დგანან თ--- ჯ------ს მარკეტის გვერდითა კართან. აქედან პირველი საუბრობს ტელეფონით, ხოლო მეორეს უჭირავს პოლიეთილენის პარკი. 15:12 საათზე მეორე მოძრაობს უკანა კართან და გზის კუთხეში, ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკი. 15:15 საათზე პირველი მოძრაობს უკანა კართან, ასევე 15:24 საათზე. 15:26 საათზე მასთან გარეთ გამოდის თ--- ჯ------ და უწევს კონსულტაციას. 15:27 საათზე პარკით ხელში წინა კარებიდან გამოდის მეორე მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკი, რომელიც თ--- ჯ------სთან გვერდის ავლის დროს იფარებს სხეულის წინა მხარეს. პარკს ეტყობა, რომ მასში მოთავსებულია რაღაც ნივთი. დათვალიერების შედეგად თ--- ჯ------მ განაცხადა, რომ პირველად აღწერილი მამაკაცი, რომელსაც ახურავს ქუდი არის ის, ვინც 2017 წლის 02 ნოემბერს ქურდობის დღეს იმყოფებოდა მის მარკეტში და შეიძინა პოლიეთილენის პარკი, შემდეგ უწევდა კონსულტაციას მარკეტის გარეთ, ხოლო მეორედ აღწერილი მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკი არის ის მამაკაცი, რომელიც ქურდობის დროს ნახა მის მარკეტში შიგნით დახლთან. დათვალიერების შედეგად დვდ დისკი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და პირველ კონვერტთან ერთად (ძველი დალუქვა) დაილუქა ერთ პაკეტად ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4, გაუკეთდა წარწერა და ხელმოწერები.

აღნიშნული ვიდეოფირები ასევე დათვალიერდა სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც დადგინდა იგივე ფაქტობრივი გარემოებები.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ.195-196; 18.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

საქმეში არსებული, არსებითი განხილვისას გამოკვლეული, 2017 წლის 06 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 6 ნოემბერს, 15:10 საათიდან, 15:40 საათამდე, შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს ჭ--–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ-----– ხ---–-----ს მიერ, ადვოკატ ლ-–- ხ--–-------ს და ექსპერტ თ---------- ბ------ს მონაწილეობით, ბრალდებულ მ----- ნ---------სგან აიღეს ნერწყვის ნიმუში, კერძოდ, მისი პირის ღრუდან სპეციალური ბიოლოგიური ჩხირით აიღეს ნერწყვის ნიმუში, რომელიც წარედგინა მონაწილე პირებს, დათვალიერდა და მოთავსდა სპეციალურ პაკეტში ნომრით FCI415343, დაილუქა და დათარიღდა. ოქმს ხელი მოაწერეს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ-----– ხ---–-----მ, ბრალდებულმა მ----- ნ---------მ, ადვოკატმა ლ-–- ხ--–-------მ და ექსპერტმა თ---------- ბ------მ.

 

იხ. პირველი ტომი 231-232;

 

საქმეში არსებული, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული 2017 წლის 09 ნოემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ შსს ხ----ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- ხ----–--–---მ დაზარალებულ თ--- ჯ------ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მის მიერ მითითებული ხელჩანთის და მასში მოთავსებული ნივთების ამოღების შესახებ, რის შემდეგ ჩატარდა ამოღება და დაზარალებულ თ--- ჯ------სგან ამოიღეს: 1 ცალი ხელჩანთა, შავი ფერის, ტყავის, იკვრება ზემოდან ელვაშესაკრავით, წინა მხარეს აქვს ლითონის ემბლემა, გვერდითა მხარეს ჯიბე, რომელიც იკვრება ელვაშესაკრავით. დასახელებულ ხელჩანთაში აღმოჩნდა წითელი ფერის დოკუმენტების შესანახი საფულე, მრავალ დანაყოფიანი, რაშიც დევს: ორი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა ნომრებით C-------- და B---------. 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა N----------, სააფთიაქო ქსელის „ა-------“ მ-------- ბარათი ნომრით 0------, სს „ლ---------------„ ს-------- მოწმობა რეგისტრირებული თ--- ჯ------ს სახელზე, თ--- ჯ------ს სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა, მამაკაცის 3 ცალი ფოტოსურათი, 2 ცალი პატარა ზომის ხატი, 1 ცალი 1 ლარიანი ლითონის მონეტა, 1 ცალი სავიზიტო ბარათი (ექიმის) წარწერით ლ---–- შ--–---ბ-----, 1 ცალი ტაქსის სავიზიტო ბარათი წარწერით „პ----- 5-- 9- 0- 6-; 5-- 4- 6- 2-“. ხელჩანთაში ასევე აღმოჩნდა გულის კარდიოგრამის ფურცელი, ჩალისფერი ანგორკის ქუდი, რომელიც ზევით გაწყობილია ღია ფერის მძივებით. ხელჩანთაში ასევე აღმოჩნდა სათვალე, რომელიც მოთავსებულია შავი ფერის ბუდეში (სათვალეს აკლია მარჯვენა ყურზე ჩამოსადები) ხელჩანთაში ასევე აღმოჩნდა შავი ფერის 1 ცალი ჩინური წარმოების „ბ--–------ სატენი, შავი ფერის ნაჭრის ხელთათმანი თეთრი კოპლებით, 1 ცალი სადაზღვევო კომპანია ა-–----- ბ------ სადაზღვევო პოლისი. ხელჩანთაში ასევე აღმოჩნდა პოლიეთილენის ელვაშესაკრავიანი პარკი, რომელშიც მოთავსებულია შემდეგი დასახელების მედიკამენტები: 1 ფირფიტა „კორაქსანი“, 1 ფირფიტა „ფიზიოტენზი“, 1 ფირფიტა „ზოკარდისი“, 1 ფირფიტა „ნიფედიპინი“, 1 „ფირფიტა „კორსიზი“, 1 ფირფიტა „ნებიეტი“, 1 ფირფიტა „მეზიმ ფორტე“, 1 ფირფიტა „ნეიროსერკი“ (აბების გარეშე), 1 შუშა „ხიმელინ მენტოლი“, 1 შუშა „ლევოკსიმედი“, 1 შუშა „ნოშპა“, 1 ცალი გრადუსი, შპს „--------------- 4 ცალი ჩეკი, 2 ცალი ელემენტი „მაქსელი“, 1 შუშა 5 მილიგრამიანი მედიკამენტი „მაგნია სულფატ დარნიცა“, 1 ცალი ერთჯერადი საინექციო შპრიცი, 1 ფირფიტა მედიკამენტი „ანგიოზილ მრ“ მოთავსებული თავის ქაღალდის პაკეტში წარწერით „--------, მედიკამენტების დანიშნულებები და ინსტრუქცია, სტაფილოსფერ ქაღალდში შეხვეული 2 თეთრიანი, 1 ფირფიტა 2 აბი მედიკამენტი „ბედიპინი“. ჩანთაში აღმოჩნდა ქაღალდის კონვერტი სამშენებლო მასალის ჩამონათვალით და შიგნით მოთავსებული ქაღალდის ფურცელი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამონათვალით. ჩანთაში აღმოჩნდა მეორე პოლიეთილენის ელვაშესაკრავიანი პარკი, რომელშიც მოთავსებულია შემდეგი დასახელების მედიკამენტები: 1 ფირფიტა „კალცი გლუკონატი“, 1 ფირფიტა “ სენადე“, 1 ფირფიტა „ბეტასერცი“, 1 ფირფიტა „ზოკარდისი“, 1 ფირფიტა „ოკსიბრალი“, 1 ფირფიტა „ლევომიცეტინი“, 1 ფირფიტა „კორვალოლ ჯ“, 1 ფირფიტა „ბატასერცი“, 1 ფირფიტა „დეკსალგინი“, 12 აბი „ციტრამონი“, 4 აბი „ინფლუციდი“, 2 აბი „ მელონი“, 1 ფირფიტა „სუპრასტინი“, 2 შუშა „ვალერიანი“, 1 პაკეტი „ნიმესილი“, 1 პაკეტი „ვალურესტი“, 1 ცალი ერთჯერადი სალფეთქი „სელპაკი“, 1 ცალი ფანრიანი სანთებელა, მედიკამენტების დანიშნულებები, ინსტრუქცია, სალაროს ქვითრები. ხელჩანთის გარეთა ჯიბეში აღმოჩნდა წითელი ფერის უჯრედებიანი ბლოკნოტი, სადაც წერია ტელეფონის ნომრები. ამოღებული ნივთები წარედგინა ამოღებაში მონაწილეს, დათვალიერდა, მოთავსდა ჩანთასთან ერთად შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს ხ----- რაიონული სამმართველოს კანცელარიის ბეჭდით №36/4. ამოღების ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი გ------- ხ----–--–---, ამოღების მონაწილე თ--- ჯ------.

 

იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 253-255;

 

საქმეში არსებული, 2017 წლის 08 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგინდა, რომ თ--- ჯ------ს ამოსაცნობად წარედგინა მამაკაცების ოთხი ცალი ფოტოსურათი, რომლებიც გადანომრილი იყო ერთიდან ოთხის ჩათვლით. თ--- ჯ------მ მიუთითა, რომ №2 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2017 წლის 02 ნოემბერს მის მაღაზიაში დახლთან იდგა ხელჩანთის ქურდობის დროს და შემდგომ აღნიშნულ საქმეზე ვიდეო ფირის დათვალიერების დროს ამოიცნო. ეს პირი მან ამოიცნო ცხვირით, წარბებით და სახის მოყვანილობით. №2 ფოტოსურათზე გამოსახულ პირი არის მ----- ნ---------.

 

იხ. მეორე ტომი ს.ფ. 60-62;

 

საქმეში არსებული ლ---- ს----------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №007397117 დასკვნით დგინდება, რომ გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა: - პაკეტში წარწერით: ,,...ანაწმენდი ამოღებული მაგიდის უჯრის სახელურიდან“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.№1) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ობ. №2,3,10,11,13,16-ის გენეტიკური პროფილი (რომელიც ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს) იდენტურია. ობ.№1-ის პროფილში მ----- ნ---------ს (ობ.№17; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში აღებული ბრალდებულ მ----- ნ---------ს პირის ღრუდან...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.;

- პაკეტში, წარწერით: „...შავი ფერის პოლიეთილენის პარკი; ფეხსაცმლის საწმენდი; ერთჯერადი ლეიკოპლასტირი, 12 აბი მედიკამენტი „მეზიმფორტე“...“ მოთავსებულ კონვალუტებზე (ობ.№2), მუყაოს მართკუთხა ფორმის კოლოფზე (ობ.№3) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და იდენტურია ობ. №10,11,13,16-ის პროფილის. ამავე პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერსა (ობ.№4) და პოლიეთილენის პარკზე (ობ.№5) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.№4-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ობ. №2,3,10,11,13,16-ის, ხოლო მინორული წილი მ----- ნ---------ს (ობ.№17) გენეტიკური პროფილების იდენტურია. ობ.№5-ის პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

- პაკეტში, წარწერით: „...ჩანთა, რომელიც ამოიცნო დაზარალებულმა თ--- ჯ------მ...“ მოთავსებულ ჩანთაზე არსებული ბიომასალის (ობ.№6) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

-პაკეტში, წარწერით: „...გულსაბნევი, რომელიც ამოიცნო დაზარალებულმა თ--- ჯ------მ...“ მოთავსებულ გულსაბნევზე (ობ.№7) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ობ.№2,3,10,11,13,16-ის, ხოლო მინორული წილი მ----- ნ---------ს (ობ.№17) გენეტიკური პროფილების იდენტურია;

--პაკეტში, წარწერით: „...მანიკურის შუშა, რომელიც ამოიცნო დაზარალებულმა თ--- ჯ------მ...“ მოთავსებულ ბოთლზე არსებული ბიომასალის(ობ.№8) გენეტიკური პროფილი და მ----- ნ---------ს (ობ.№17) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

-პაკეტში, წარწერით: „...თ--- ჯ------ს მიერ წარმოდგენილი და ამოღებული ხელჩანთა და მასში მოთავსებული ნივთები...“ მოთავსებულ ჩანთაზე (ობ.№9) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ჩანთის გარეთა ჯიბეში მოთავსებულ წიგნაკსა და ხელსახოცზე (ობ.№10), ჩანთაში მოთავსებულ ქუდზე (ობ.№11) გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკზე (ობ.№13) და წითელი ფერის ტყავისმაგვარ საფულეზე (ობ.№16) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ობ. №10,11,13,16-ის გენეტიკური პროფილი და ობ.№2,3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ობ.№10,11,13,16-ის გენეტიკური პროფილი და ობ.№2,3-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ჩანთაში მოთავსებულ ხელთათმანებზე (ობ.№12), გადამყვანსა და მცირე ზომის ჩანთაზე (ობ.№15) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ.№2,3,10,11,13,16-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ორი ცალი გამჭვირვალე მცირე ზომის ჩანთაზე (ობ.№14) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოაჩნდა.

 

იხ. მეორე ტომი, ს.ფ.77-83;

 

საქმეში არსებული 2017 წლის 26 დეკემბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №785/ჰ დასკვნით დგინდება, რომ: 1. სს №0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „3_04_R_112017150000”, რომელიც ხარისხის ამაღლების მიზნით გაწმენდილი და დამუშავებული იქნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით: „Cognitech video investigator 2011-ის“ საშუალებით ვარგისია კონკრეტული პიროვნების კონკრეტულ გამოსახულებასთან შესადარებლად.

სს №0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „3_04_R_112017150000i”, ამოღებულ ფოტოსურათზე (№7) და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ნ--------- მ-----ი გ---–-ს ძე დაბადებული 3-.0-.1---წ (პ/ნ 3----------) პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება.

 

იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 84-102;

 

საქმეში არსებული, 2007 წლის 21 ნოემბრის ს-----ს რაიონული სასამართლოს №1-1-- განაჩენით დგინდება, რომ მ----- ნ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით და მიესაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მ----- გ---–-ს ძე ნ---------ს მიესაჯა თ/აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მ----- გ---–-ს ძე ნ---------ს ჩამოერთვას 5 წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მ----- ნ---------ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაეწყო ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

მსჯავრდებულ მ----- გ---–-ს ძე ნ---------ს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში გატარებული დრო და სასჯელის მოხდის ვადა გამოეთვალა 2007 წლის 11 სექტემბრის 18 საათი და 30 წუთიდან, ე.ი. ეჭვმიტანილის სახით დაკავების მომენტიდან.

 

იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 109-115;

 

საქმეში არსებული, 2008 წლის 25 ნოემბრის ს-----ს რაიონული სასამართლოს №13/113 დადგენილებით დგინდება, რომ საქართველოს კანონის „ამნისტიის შესახებ“ მეორე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ----- გ---–-ს ძე ნ---------ს გაუნახევრდა ს-----ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბერს №1-1-- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვე და მოსახდელად დაურჩა 03 (სამი) თვე. ამასთან, ს-----ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის №1-1-- განაჩენში შევიდა ცვლილება და მ----- გ---–-ს ძე ნ---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით, რაც დაემატა 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს 07 (შვიდი) წელს და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო 2007 წლის 11 სექტემბრიდან.

 

იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 116-117;

 

საქმეში არსებული, 2009 წლის 20 იანვრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს №1-1--- განაჩენით დგინდება, რომ მ----- გ---–-ს ძე ნ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა ს-----ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და 06 (ექვსი) თვის ვადით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით), აქედან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განსასჯელ მ----- გ---–-ს ძე ნ---------ს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წელი და 07 (შვიდი) თვე, საიდანაც საბოლოოდ მოსახდელად დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წელი, 02 (ორი) თვე და 21 (ოცდაერთი) დღე, რომლის ათვლა დაეწყო ამ განაჩენის დადგენის დღიდან.

 

იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 118-121.

 

საქმეში არსებული, 2009 წლის 27 ნოემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს №6/2-- დადგენილებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ მ----- გ---–-ს ძე ნ---------ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2007 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და ან ნაწილში მოსახდელი დარჩა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით; მასვე გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2007 წლის 03 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის ვადით და ამ ნაწილში მოსახდელი დარჩა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2007 წლის 11 სექტემბრის და 2007 წლის 03 აგვისტოს ეპიზოდები) დანიშნული სასჯელებიდან მ----- ნ---------ს სულ მოსახდელი დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, რასაც დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის, 09 (ცხრა) თვისა და 14 (თოთხმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ მ----- ნ---------ს მოსახდელი დაურჩა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 29 (ოცდაცხრა) დღის ვადით, რისი ათვლაც დაეწყო 2009 წლის 27 ნოემბრიდან.

 

იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 122-125;

 

საქმეში არსებული, 2013 წლის 22 იანვრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს №6/3--/13 განჩინებით დგინდება, რომ მსჯავრდებული მ----- გ---–-ს ძე ნ---------, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. სასამართლოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 126-127;

 

საქმეში არსებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №0689851 ცნობით დგინდება, რომ ნ--------- მ----- გ---–-ს ძე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 2007 წლის 11 სექტემბრიდან 2013 წლის 22 იანვრამდე.

 

იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 128;

 

საქმეში არსებული, 2016 წლის 27 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს №0----------------- 1-9--/16 განაჩენით დგინდება, რომ მ----- ნ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

იხ.პირველი ტომი, ს.ფ. 189-193;

 

საქმეში არსებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №0677917 ცნობით დგინდება, რომ ნ--------- მ----- გ---–-ს ძე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 2016 წლის 29 აგვისტოდან 2016 წლის 20 სექტემბრამდე.

 

იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 129;

 

სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი, არსებითი განხილვისას გამოკვლეული ლ---- ს----------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის №000581018 დასკვნით დგინდება, რომ: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შეფასებული ნივთების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 144,67 ლარს (იხ. დანართი№1). ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თვალის წვეთების „левоксимед 0,5%“ (5 მლ.) ანალოგიური ახლის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 21,21 ლარს.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ცხვირის აეროზოლი „xymelin mentol 0,5%” (10 მლ.) ანალოგიური ახლის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 6.11 ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთების ნაწილი არ შეფასდა კვლევით ნაწილში მითითებულ გარემოებათა გამო.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთების ნაწილი არ შეფასდა იმის გამო, რომ დაკარგული აქვთ სასაქონლო სახე და სარეალიზაციო ღირებულება.

აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ--- ჯ------ს მიმართ მიყენებული ზიანის მოცულობა შეადგენს 271.99 ლარს.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარის პოზიცია:

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოითხოვა ბრალდებულ მ----- ნ---------ს დამნაშავედ ცნობა შერაცხული ბრალდებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-177 მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

4.2. დაცვის მხარის პოზიცია:

 

დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულ მ----- ნ---------ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ბრალდებულმა მ----- ნ---------მ აირჩია მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, თუმცა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დაეთანხმა დაცვის პოზიციას.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, კერძოდ: ბრალდებულ მ----- ნ---------ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და ბრალდების ამ ეპიზოდში მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ასევე სხვა, ნებისმიერი გარეშე პირისაგან ფარულად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. იმისათვის, რომ დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნების საწინააღმდეგო. ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. ქურდობის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არა აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის საკუთრებას. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა სინამდვილეში მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებს. დამნაშავის შეგნება, რომ მის მოქმედებას ფარული ხასიათი აქვს, უნდა ეფუძნებოდეს დანაშაულის ჩადენის რეალური სიტუაციიდან გამომდინარე გარკვეულ ობიექტურ ფაქტებს, კერძოდ, ეს შეიძლება იყოს ადამიანთა ადგილზე არ ყოფნა და სხვა. ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს მას ეს ზიანი. ამასთან დანაშაულის მცდელობა განზრახი ქმედებაა, რომელიც მიმართულია დანაშაულის ჩასადენად, ამასთან დანაშაული ბოლომდე არაა მიყვანილი. დანაშაულის მცდელობა იწყება მაშინ, როდესაც პირმა თავისი ქმედება უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლად მიმართა და ამგვარად შედეგის დადგომის, ანუ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონკრეტული საფრთხე შექმნა.

 

5.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ----- ნ---------ს მიმართ ბრალდების ამ ნაწილში შერაცხული ქმედება მოიცავს ქურდობას პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, რომლის დასადასტურებლად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამ ნაწილში ბრალდება, ჯგუფის მეორე წევრად უთითებს სხვა პირს, რომლის ვინაობაც დადგენილი არ არის, შესაბამისად ამ პირის მიმართ ბრალი არ წარდგენილა, ხოლო ის მტკიცებულებები (ვიდეო ფირი და დაზარალებულის ჩვენება), რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ მ----- ნ---------ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების ამ ნაწილში, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ და უტყუარად ამ ფაქტს ადასტურებს.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

5.3. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს მოცემულ საქმეში არ წარმოუდგენია და საქმის მასალებს არ ერთვის მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ----- ნ---------ს ბრალეულობას პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ქურდობის ჩადენაში, აღნიშნული ბრალდება აგებულია მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, რის გამოც იგი ბრალდების ამ ეპიზოდში უდანაშაულოდ უნდა ჩაითვალოს და უნდა გამართლდეს.

 

5.4. სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ მ----- ნ---------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-177 მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის) შერაცხული ბრალდების ნაწილში წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, და დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

1. სასამრთლო სხდომაზე დათვალიერებული ვიდეო ფირებით, დაზარალებულ თ--- ჯ------ს ჩვენებით და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბრალდებული მ----- ნ--------- 2017 წლის 02 ნოემბრის 13:30 საათიდან, 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში იმყოფებოდა ქ. ხ---–-, ც. დ-------ს ქუჩა №2---ში მდებარე ს-------- ც-------- ტერიტორიაზე და შევიდა დაზარალებულ თ--- ჯ------ს მარკეტში.

დაზარალებული თ--- ჯ------ უთითებს, რომ სწორედ მ----- ნ---------ს მიერ მოხდა დროის ამ შუალედში მისი ხელჩანთის ფარული დაუფლება.

2. 2017 წლის 4 ნოემბერს ბრალდებულ მ----- ნ---------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სახელურიანი, შავი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით „JUNIOR”, რომელშიც აღმოჩნდა 1 (ერთი) ცალი მოვერცხლისფრო და მოშავო ფერის ზოლებიანი ხელჩანთა, რომელიც ზემოდან იკვრება ელვაშესაკრავით. მასში აღმოჩნდა: 1 (ერთი) ცალი წითელი ფერის გულსაბნევი, წითელი ფერის თვლებით; 1 (ერთი) ცალი ფეხსაცმლის საწმენდი წარწერით „GICIR” შავი ფერის; 1 (ერთი) ცალი მანიკურის შუშა, წარწერით enjoy color“; 1 (ერთი) კოლოფი სანტავიკი (ერთჯერადი ლეიკოპლასტირი); 1 (ერთი) ფირფიტა მედიკამენტი „მეზიმფორტე“ 12 აბით.

აღნიშნული ნივთებიდან თ--- ჯ------მ ამოიცნო მოვერცხლისფრო და მოშავო ფერის ზოლებიანი ხელჩანთა, ზემოდან გატეხილი ელვაშესაკრავით, წითელი ფერის გულსაბნევი, წითელი ფერის თვლებით და მანიკური და მიუთითა, რომ ეს არის 2017 წლის 2 ნოემბერს მისი მაღაზიიდან გატაცებული ნივთი.

3. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით ბრალდებულ მ----- ნ---------ს გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა დაზარალებულ თ--- ჯ------ს მიერ ამოცნობილ და მ----- ნ---------ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანიდან ამოღებულ შავი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერზე, პოლიეთილენის პარკზე, გულსაბნევზე და მანიკურის შუშაზე.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

საქმეში არსებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ს--------–--სა და ზ---- ს-------ს პრობაციის ბიუროს უფროსის 2017 წლის 06 ნოემბრის MOC 0 17 00869286 წერილის საფუძველზე, დგინდება, რომ მ----- ნ--------- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.10.2016 წლის განაჩენის საფუძველზე იმყოფება აღრიცხვაზე ს--------–--სა და ზ---- ს-------ს პრობაციის ბიუროში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

5.5. ამრიგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, აშკარად და უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ მ----- ნ---------მ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.10.2016 წლის განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და იმყოფება პირობითი მსჯავრის მოხდის ვადაში, 2017 წლის 2 ნოემბერს, ქ. ხ---–-, ჩაიდინა დაზარალებულ თ--- ჯ------ს კუთვნილი ნივთების და თანხის - 100 ლარის ფარული დაუფლება, რითაც 271.99 ლარი მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს, ესე იგი ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-177 მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის).

რაც შეეხება მ----- ნ---------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის მუხლობრივ კვალიფიკაციას სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი თავისთავად მოიცავს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, ამიტომ მოცემული დანაშაულის მუხლობრივი კვალიფიკაცია უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

 

6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ----- ნ---------ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის პროცესში არ გამოკვეთილა.

 

8. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8.1 სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

8.2. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს წარმოადგენდა დაზარალებულის კუთვნილი ქონების და თანხის დაუფლება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება იყო პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი გამოიხატა ფარული გზით ქონების დაუფლებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის სახით დადგა ის, რომ დაზარალებულს მიადგა მნიშნელოვანი ზიანი, რაც დღემდე აუნაზღაურებელია.

ბრალდებული ნასამართლებია ანალოგიური დანაშაულისთვის და ნასამართლობის მქონეა.

პირად და ეკონომიკურ პირობების შესახებ სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებული დაოჯახებულია.

სასამართლო ბრალდებულის სასარგებლოდ განიხილავს იმ გარემოებას, რომ ჩადენილია არაძალადობრივი დანაშაული.

 

8.2. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, ან ჩადენისთანავე, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები (დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, დანაშაულის პრევენციის, მათი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ აუცილებელია ბრალდებულ მ----- ნ---------ს იზოლაცია და სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა 5 (ხუთი) წლისა დ 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ამავე დროს, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და მ----- ნ---------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად.

 

9. ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქმეს ნივთმტკიცებად ცნობილი ნივთების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

მ----- ნ---------ს მართვის ქვეშ მყოფი (სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: "T-----") „ჰონდა”-ს მარკის ავტომობილი, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს და ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მესაკუთრეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით;

მ----- ნ---------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით ,,JUNIOR’’, დაუბრუნდეს მ----- ნ---------ს კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ხელჩანთა, გულსაბნევი, ფეხსაცმლის საწმენდი, მანიკიური, 1 კოლოფი ლეოკოპლასტირი სახელწოდებით "სანტავიკი", მედიკამენტი ,,მეზიმფორტე’’, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ თ--- ჯ------ს;

მ----- ნ---------საგან ამოღებული ქურთუკი, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მ----- ნ---------ს კანონიერ წარმომადგენელს;

2017 წლის 02 ნოემბერს ქ. ხ---–-, ც------ დ-------ს ქუჩა N2---ში მდებარე ს-------- ც-------- გარე პერიმეტრზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი, ერთ ცალ DVD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით;

მ----- ნ---------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, შენახულ უნდა იქნა ს საქმის შენახვის ვადით;

2017 წლის 09 ნოემბერს საქმეზე ამოღებული ხელჩანთა და მასში მოთავსებული: წითელი ფერის უჯრედებიანი წიგნაკი, წითელი ფერის საფულე, ორი ცალი ერთდოლარიანი კუპიურა ნომრებით: "C--------" და "B---------", 1 ცალი ხუთლარიანი კუპიურა "N----------", სააფთიაქო ქსელის „ა-------“ მ-------- ბარათი ნომრით: "0------", სს "ლ---------------" ს-------- მოწმობა, რომელიც რეგისტრირებულია თ--- ჯ------ს სახელზე, თ--- ჯ------ს სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა, მამაკაცის 3 ცალი ფოტოსურათი, 2 ცალი პატარა ზომის ხატი, 1 ცალი ერთლარიანი ლითონის მონეტა, 1 ცალი სავიზიტო ბარათი (ექიმის) წარერით ლ---–- შ--–---ბ-----, 1 ცალი ტაქსის სავიზიტო ბარათი, გულის კარდიოგრამის ფურცელი, ჩალისფერი ქუდი, ბუდეში მოთავსებული სათვალე, ტელეფონის დამტენი, შავი ფერის ნაჭრის ხელთათმანი, 1 ცალი სადაზღვევო კომპანია "ა-–----- ბ------" სადაზღვევო პოლისი, პოლითილენის ელვაშესაკრავიანი პარკი, 1 ფირფიტა ,,კორაქსანი'', 1 ფირფიტა ,,ფიზიოტენზი'', 1 ფირფიტა ,,ზოკარდისი'', 1 ფირფიტა ,,ნიფედიპინი'', 1 ფირფიტა ,,კორსიზი'', 1 ფირფიტა ,,ნებილეტი'', 1 ფირფიტა ,,მეზიმ ფორტე’’, 1 ფირფიტა ,,ნეიროსერკი'' (აბების გარეშე), 1 შუშა ,,ხიმელინ მენტოლი'', 1 შუშა ,,ლევოკსიმედი'', 1 შუშა ,,ნოშპა'', 1 ცალი გრადუსი, შპს ,,--------------’’ 4 ცალი ჩეკი, 2 ცალი ელემენტი, 1 შუშა მედიკამენტი ,,მაგნია სულფატ დარნიცა’’, 1 ცალი ერთჯერადი საინექციო შპრიცი, 1 ფირფიტა მედიკამენტი ,,ანგიოზილ მრ’’, მედიკამენტების დანიშნულებები და ინსქტრუქცია, სტაფილოსფერ ქაღალდში შეხვეული 2 თეთრიანი, 1 ფირფიტა 3 აბი მედიკამენტი ,,ბედიპინი’’, ქაღალდის კონვერტი სამშენებლო მასალის ჩამონათვალით და შიგნით მოთავსებული ქაღალდის ფურცელი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამონათვალით. პოლითილენის ელვაშესაკრავიანი პარკი და მასში მოთავსებული მედიკამენტები: 1 ფირფიტა ,,კალცი გლუკონატი'' 1 ფირფიტა ,,სენადე'' , 1 ფირფიტა ,,ბეტასერცი'', 1 ფირფიტა ,,ზოკარდისი'', 1 ფირფიტა ,,ოკსიბრალი'' , 1 ფირფიტა ,,ლევომიცეტინი’’, 1 ფირფიტა ,,კორვალოლ ჯ'' , 1 ფირფიტა ,,ბატასერცი’’, 1 ფირფიტა ,,დეკსალგინი'', 12 აბი ,,ციტრამონი’’ , 4 აბი ,,ინფლუციდი’’, 2 აბი ,,მელონი’’, 1 ფირფიტა ,,სუპრასტინი'', 2 შუშა ,,ვალერიანი'', 1 პაკეტი ,,ნიმესილი’’, 1 პაკეტი ,,ვალურესტი’’, 1 ცალი ერთჯერადი სალფეთქი ,,სელპაკი'', 1 ცალი სანთებელა, მედიკამენტების დანიშნულებები, ინსტრუქცია, სალაროს ქვითრები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ თ--- ჯ------ს;

მ-----ი ნ---------ს მფლობელობაში არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულიმობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მ----- ნ---------ს კანონიერ წარმომადგენელს;

 

9.2. მ----- ნ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უნდა გაუქმდეს

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- ნ--------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. მ----- ნ---------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლისმე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სს-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით.

3. მ----- ნ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა დ 6 (ექვსი) თვის ვადით.

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 8 (რვა) დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ მ----- ნ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

5. მსჯავრდებულ მ----- ნ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 ნოემბრის 18:00 საათიდან.

6. მსჯავრდებულ მ----- ნ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

7. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი მ----- ნ---------ს მართვის ქვეშ მყოფი (სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: "T------") „ჰონდა”-ს მარკის ავტომობილი, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს და ამის შესახებ წერილობით ეცნობოს მესაკუთრეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

მ----- ნ---------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის პოლიეთილენის პარკი წარწერით ,,JUNIOR’’, დაუბრუნდეს მ----- ნ---------ს კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ხელჩანთა, გულსაბნევი, ფეხსაცმლის საწმენდი, მანიკიური, 1 კოლოფი ლეოკოპლასტირი სახელწოდებით "სანტავიკი", მედიკამენტი ,,მეზიმფორტე’’, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ თ--- ჯ------ს;

მ----- ნ---------საგან ამოღებული ქურთუკი, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მ----- ნ---------ს კანონიერ წარმომადგენელს;

2017 წლის 02 ნოემბერს ქ. ხ---–-, ც------ დ-------ს ქუჩა N2---ში მდებარე ს-------- ც-------- გარე პერიმეტრზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

მ----- ნ---------სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნა ს საქმის შენახვის ვადით;

2017 წლის 09 ნოემბერს საქმეზე ამოღებული ხელჩანთა და მასში მოთავსებული : წითელი ფერის უჯრედებიანი წიგნაკი, წითელი ფერის საფულე, ორი ცალი ერთდოლარიანი კუპიურა ნომრებით: "C--------" და "B---------", 1 ცალი ხუთლარიანი კუპიურა "N----------", სააფთიაქო ქსელის „ა-------“ მ-------- ბარათი ნომრით: "0------", სს "ლ---------------" ს-------- მოწმობა, რომელიც რეგისტრირებულია თ--- ჯ------ს სახელზე, თ--- ჯ------ს სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა, მამაკაცის 3 ცალი ფოტოსურათი, 2 ცალი პატარა ზომის ხატი, 1 ცალი ერთლარიანი ლითონის მონეტა, 1 ცალი სავიზიტო ბარათი (ექიმის) წარწერით ლ---–- შ--–---ბ-----, 1 ცალი ტაქსის სავიზიტო ბარათი, გულის კარდიოგრამის ფურცელი, ჩალისფერი ქუდი, ბუდეში მოთავსებული სათვალე, ტელეფონის დამტენი, შავი ფერის ნაჭრის ხელთათმანი, 1 ცალი სადაზღვევო კომპანია "ა-–----- ბ------" სადაზღვევო პოლისი, პოლითილენის ელვაშესაკრავიანი პარკი, 1 ფირფიტა ,,კორაქსანი'', 1 ფირფიტა ,,ფიზიოტენზი'' , 1 ფირფიტა ,,ზოკარდისი', 1 ფირფიტა ,,ნიფედიპინი'', 1 ფირფიტა ,,კორსიზი'', 1 ფირფიტა ,,ნებილეტი'', 1 ფირფიტა ,,მეზიმ ფორტე’’, 1 ფირფიტა ,,ნეიროსერკი'' (აბების გარეშე), 1 შუშა ,,ხიმელინ მენტოლი'', 1 შუშა ,,ლევოკსიმედი'', 1 შუშა ,,ნოშპა'', 1 ცალი გრადუსი, შპს ,,--------------’-ს 4 ცალი ჩეკი, 2 ცალი ელემენტი, 1 შუშა მედიკამენტი ,,მაგნია სულფატ დარნიცა’’, 1 ცალი ერთჯერადი საინექციო შპრიცი, 1 ფირფიტა მედიკამენტი ,,ანგიოზილ მრ’’, მედიკამენტების დანიშნულებები და ინსქტრუქცია, სტაფილოსფერ ქაღალდში შეხვეული 2 თეთრიანი, 1 ფირფიტა 3 აბი მედიკამენტი ,,ბედიპინი’’, ქაღალდის კონვერტი სამშენებლო მასალის ჩამონათვალით და შიგნით მოთავსებული ქაღალდის ფურცელი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამონათვალით. პოლითილენის ელვაშესაკრავიანი პარკი და მასში მოთავსებული მედიკამენტები: 1 ფირფიტა ,,კალცი გლუკონატი'' 1 ფირფიტა ,,სენადე'' , 1 ფირფიტა ,,ბეტასერცი'', 1 ფირფიტა ,,ზოკარდისი'', 1 ფირფიტა ,,ოკსიბრალი'' , 1 ფირფიტა ,,ლევომიცეტინი’’ , 1 ფირფიტა ,,კორვალოლ ჯ'' , 1 ფირფიტა ,,ბატასერცი’’ , 1 ფირფიტა ,,დეკსალგინი'', 12 აბი ,,ციტრამონი’’, 4 აბი ,,ინფლუციდი’’, 2 აბი ,,მელონი’’, 1 ფირფიტა ,,სუპრასტინი'', 2 შუშა ,,ვალერიანი'', 1 პაკეტი ,,ნიმესილი’’, 1 პაკეტი ,,ვალურესტი’’, 1 ცალი ერთჯერადი სალფეთქი ,,სელპაკი'', 1 ცალი სანთებელა, მედიკამენტების დანიშნულებები, ინსტრუქცია, სალაროს ქვითრები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ თ--- ჯ------ს;

მ-----ი ნ---------ს მფლობელობაში არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად, რომელიც ინახება შსს ხ----- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მ----- ნ---------ს კანონიერ წარმომადგენელს;

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე შოთა სირაძე