განაჩენი

სისხლის სამართლის 06.08.2018
საქმის ნომერი
330100117002184751
თარიღი
06.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-----------------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-----------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

 

ლ-------------------------------------- დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, პირადი №------------ ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ------–------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი :

 

1. წარდგენილი ბრალი:

 

1.1. ლ-------------------- ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

 

ლ-------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1-------- განაჩენით ლ------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით,ხოლო 7 წელი ჩაეთვალა პირობით, 8 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2017 წლის 2---------------- ღამის საათებში, ქ.თბილისი, ნ-------------------------------------, ბინა №---ში მდებარე თ------------ საცხოვრებელ სახლში ყაჩაღური თავდასხმის მიზნით მივიდა მისი ნაცნობი ლ-------------------, რომელსაც თ------------ კარი გაუღო და შეიპატიჟა. შესვლისთანავე ლ-------------------- შეაგინა თ------------ და მუშტი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა იატაკზე, წაქცეულს წიხლებს ურტყავდა ლ------------------- და ამავდროულად ძალადობის გამოყენების მუქარით სთხოვდა ფულს და ძვირფასეულობას. ლ-------------------- დანით ფარდას მოაჭრა ორი ნაჭერი, რომლითაც ხელებიდა ფეხები შეუბოჭა თ------------, შემდეგ დანა მიადო ყელზე, კვლავ მოსთხოვა ფული და ოქრო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თ------------ უთხრა, რომ ფული და ოქრო არ გააჩნდა, რის გამოც ლ------------------- გავიდა გვერძე, ხელსაწყოების გამოყენებით დაამტრვრია ძვირადღირებული დაკეტილი კარადა, სადაც ეძებდა ძვირფასეულობას, თუმცა კარადაში შეღწევის გზით ვერაფერი აღმოაჩინა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თ------------ სახელზე გაცემულ ,,-–----------------- პლასტიკურ ბარათს, თანხას 4 (ოთხი) ლარის ოდენობით, ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს, ვერცხლისფერ ქანდაკებას წარწერით ,,RHODES”, ,,GENTLIS”-ის სახელწოდების სუნამოს ფლაკონს, ასევე თ------------ ნათესავის - რ----------------- კუთვნილ ,,HP”-ის ფირმის ლეპტოპს, ანდროიდის სატენის კაბელს და ე.წ ,,ჯოესტიკს“. აღნიშნული ქმედებით თ------------ მიადგა მორალური, ფიზიკური და 839 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო რ----------------- მიადგა 635 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით

 

2.1 დაზარალებულ თ------------ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ის და ლ------------------- ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ და იცნობს ბავშვობიდან. 2017 წლის 2--------------- იმყოფებოდა სახლში, კარის ხმა გაიგო. კარის გაღების შემდეგ დაინახა ლ--------–------------------- მას ხშირად სტუმრობდა და შესაბამისად შეიპატიჟა სახლში. ოთახში შესვლისას ლ------ იგი ძირს დააგდო, კისერზე დაადო დანა, ცხვირში დაარტყა მუშტი, სისხლი წამოუვიდა, შემდეგ მოსთხოვა ფული და ოქრო რაც ჰქონდა სახლში. მას არც ფული ჰქონდა და არც ოქრო. ე.წ ,,ლოჯში“ ლ-------------------- ჩამოგლიჯა ფარდა, გაჭრა დანით და მას შეუკრა ხელები და ფეხები, აგინებდა, ძირს დაწოლილს ძალით ურტყამდა ფეხს თან ეუბნებოდა მიეცა მისთვის ძვირფასეულობა ან ფული. მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამის შემდგომ სამზარეულოდან გამოიტანა ,,ნაჯახი“, ,,ჩაქუჩი“, ,,ქლიბები“ და ე.წ ,,ზალაში“ მდგარ ,,დესეუს“ გატეხვა დააპირა. ვინაიდან ,,დესეუს“ კარები იყო დაკეტილი და ლ-------------------- ვერ გააღო, ხელებით, ფეხებით და ,,ნაჯახით“ ძლიერად ურტყამდა. ,,დესეუს“ დანგრევისას გაიჭრა მარჯვენა ხელის თითი, შემდეგ ჩამოგლიჯა მისი ლურჯი პერანგი და შეიხვია ხელი. იგი ცივ ,,მეტლახზე“ ეგდო ნაცემი, წინააღმდეგობა არ გაუწევია, არ უყვირია. ლ-------------------- გასვლისას რა ეჭირა ხელში ვერ დაინახა, მაგრამ როგორც მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი წაუღია მისი მობილური, მაჯის საათი, საპენსიო პლასტიკური ბარათი, ხურდები, ლეპტოპი. სახლის ტელეფონი არ უმუშავებდა. ლ-------------------- წასვლის შემდეგ გავიდა მეზობლეთან სისხლიანი, უთხრა რაც მოხდა და თან სთხოვა ტელეფონი. შემდეგ გამოიძახეს პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ. ვინაიდან ლ-------------------- ვალი და სხვა ვალდებულებები არ ჰქონია უცნობია რატომ გადაწყვიტა მისი დაყაჩაღება, რადგან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს მასთან.

 

2.2 დაზარალებულ რ----------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებულ ლ------------------- არ იცნობს და არც არასდროს უნახავს თ------------ სახლში. უნივერსიტეტიში ჩაბარების შემდეგ ცხოვრობდა დედამისის დეიდაშვილის მეუღლესთან - თ----------------, შესაბამისად სახლში ინახებოდა მისი პირადი ნივთები - ლეპტოპი, თეთრი ანდროიდის სატენი და ჯოესტიკი. 2017 წლის 2------------- დაუკავშრდა თ----------- და უთხრა, ჰქონდა თუ არა პირადი ნივთები მასთან სახლში, ასევე უამბო მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაზე. როგორც მისთვის გახდა ცნობილი თავის ნივთებთან ერთად თავდამსხმელს წაღებული ჰქონდა საპენსიო პლასტიკური ბარათი, ქანდაკება და სუნამოს კოლოფი. პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემის შემდეგ გამომძიებელმა წარუდგინა დალუქული ლეპტოპი. მან ამოიცნო თავისი ლეპტოპი შემდეგი მახასიათებლებით, კერძოდ, ლეპტოპი იყო შავი ფერის, შიდა მაუსით, ლეპტოპი მარცხენა მხარეს იყო გახუნებული და ასევე ჰქონდა სტიკერი.თავდასხმის შემდეგად მას მიადგა 635 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.3 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ------–---–-- 2017 წლის 2--------------- პატაკით დგინდება, რომ 2017 წლის 2------------------------------ მიმართ ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენი პირი იყო 1----–-–----------------- დაბადებული ლ-------------------------------------- რომელიც უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, ხ------------------------- მიმდებარედ. მას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შავი ფერის ,,HP”-ის ფირმის ლეპტოპი უნდა ჰქონოდა თან და აპირებდა ლომბარდში ჩაებარებინა.

 

2.4 მოწმე ვ-------------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 2--------------- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლ------------------- იმყოფებოდა გ-–----–----------------- ქუჩაზე და თან ჰქონდა ლეპტოპი. აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

2.5 მოწმე გ------------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 2------------- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია რომლის თანახმადაც, ლ------------------- იმყოფებოდა გლდანში ხ------------- ქუჩაზე და აპირებდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების ლომბარდში ჩაბარებას. იგი თავის თანამშრომლებთან - ი----------------------- და რ------------------ ერთად გავიდნენ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას დახვდათ ლ----------–----–---- რომელსაც მოუწოდეს კანონსაწინააღმდეგო ნივთი წარმოედგინა მათთვის, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა. ლ------------------- ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული იყო შავი ფერის ლეპტოპი, საათის სამაჯური და სუნამოს ფლაკონი. აღნიშნულის შემდეგ იგი იქნა დააკავებული ბრალდებულის სახით. დაკავებისას ლ-------------------- მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითზე აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც ჰქონდა შეხვეული.

 

2.6 მოწმე რ---------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 2------------- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა - ვ-------------------- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, კერძოდ დანაშაულის ჩამდენი პიროვნება უნდა ყოფილიყო ლ-------------------, რომელიც იმყოფებოდა ქ.თბილისში, ხ------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ვ-------------------- პატაკით მოახსენა ხელმძღვანელს, ხოლო შემდეგ შეიქმნა ჯგუფი მისი, გ-------------------- და ი--------------------- მონაწილეობით. აღნიშნული ჯგუფი გაერმართა პატაკში მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას ლომბარდის წინ შენიშნეს ლ-------------------, რომელთანაც მივიდნენ, წარუდგინეს სასმასახურეობრივი მოწმობები და ი--------------------- განუმარტა ლ--------------------, თუ რასთან დაკავშირებით იყვნენ მასთან მისულები. შესთავაზა წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ლ--------------------- უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდგომ გამომძიებელმა გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ. ლ-------------------- ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, საიდანაც ჩანდა პარკში არსებული ნივთები, კერძოდ ლეპტოპი, ვერცხლისფერი საათის სამაჯური და სუნამოს ფლაკონი. ნივთების ამოღება და შემდგომ დალუქვა ჩატარდა კანონით დადგენილი წესით.

 

2.7 მოწმე ი--------------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 2------------- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც სამსახურეობრივი ავტომობილით რ------------------ და გ---------------------- ერთად გაემართნენ გ-–----–----------------- ქუჩაზე. ადგილზე მისვლისას ლ-------------------- წარუდგინეს სამსახურეობრივი მოწმობები, ხოლო მან გააცნო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს პოლიეთილენის პაკრში მოთავსებული შავი ფერის ლეპტოპი, სამაჯური და სუნამოს ფლაკონი. აღნიშნული ნივთები დალუქეს კანონით დადგენილი წესით. მან ლ------------------- შესთავაზა სამედიცინო შემოწმების შესახებ. იმავე დღეს თანამშრომლებთან - ა----------------------------------------------------------------------- ერთად გაემართნენ ლ-------------------- ბინის გასაჩხრეკად. ბინა გაიჩხრიკა ბრალდებულის მეუღლის - ი----------------- თანდასწრებით. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა პატარა ზომის ქანდაკება, ბარათი თ------------ სახელზე გაცემული მოვერცხლისფრო ბანკის პლასტიკური სახელი. ბინის ჩხრეკის ოქმის კანონიერება დაადასტურეს მონაწილე პირებმა, მათ შორის ლ-------------------- მუღლემ ი------------------

 

2.8 მოწმე ვ---------------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ხ-----------------------–- მდებარე ლომბარდში მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე. 2017 წლის ო----------- თვეში ლ-------------------- მიუტანა შავი ფერის ,,HP”-ის ფირმის ლეპტოპი, რომელიც პოლიეთილენის პარკში ჰქონდა ჩადებული, მაგრამ არ დაიტოვა დაზიანებების გამო. ლომბარდში ნივთის ჩაბარებისას ჩამბარებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის გარდა სხვა დოკუმენტს არ ითხოვს. ვინაიდან ლ-------------------- მიერ მიტანილი ლეპტოპი არ ჩაიბარა, შესაბამისად არ მოუთხოვია არც მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ლომბარდიდან გასვლისას ლ--------------------თან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინეს სამსახუეობრივი მოწმობები და ჩხრეკის ჩატარების შემდგომ დააკავეს. მას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

2.9 მოწმე ე--------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ.თბილისის პ---–-–-----------------------------------------------------------–------------------------ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის ო----------–- თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლ-------------------- ბინის ჩხრეკაში, რის შემდეგაც მათ მიერ ტანსაცმლის კარადის უჯრიდან ამოღებულ იქნა პლასტიკური ბარათი წარწერით ,------- და მცირე ზომის ქანდაკება. ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ბრალდებულის მეუღლე - ი---------------- რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება და სისწორე.

 

2.10 მოწმე დ----------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს დ-----------------------------------–------------------------ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან თავის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლ-------------------- ბინის ჩხრეკაში, სადაც დახვდათ ბრალდებულის მეუღლე. ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ქანდაკება და ლ--------------- საპენსიო ბარათი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2.11 მოწმე ა--------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის ო----------- თვეში განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია ყაჩაღობის ფაქტზე. აღნიშნულის შემდეგ შეიქმნა ჯგუფი, რომლებიც გავიდნენ ლ-------------------- საცხოვრებელ სახლში მდებარე-------------------------–-. ადგილზე მისვლისას მათ ბინაში დახვდათ ბრალებულის მეუღლე, რომელმაც თანხმობა განაცხადა ბინის ჩხრეკაზე. ოთახში შესვლისას ტანსაცმლის კარადის უჯრიდან ამოღებულ იქნა ლ--------------- პლასტიკური ბარათი დაზარალებულ თ------------ ინიციალებით და ვერცხლისფერი ქანდაკება. ჩხრეკის კანონიერება და სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირებმა.

 

2.12 მოწმე მ------------------ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ლ-------------------- იცნობს ბავშვობიდან. 2017 წლის 2--------------- იყო რაიონიდან ჩამოსული. სახლში ყოფნისას გაიგო ზარის ხმა, გააღო კარი და დაინახა მისი მეზობელი თ-----------. თ------------ სთხოვა ტელეფონი, რადგან უნდოდა 112-ში დარეკვა. მისი განმარტებით თ----------- იყო გაღიზიანებული, სახე და პერანგი ჰქონდა სველი, ნერვიულობდა, ასევე შენიშნა ცხვირთან სისხლის ლაქა. 112-ში დარეკვის შემდეგ თ------------ უამბო მოხდარი ფაქტის შესახებ, კერძოდ, მისი მეგობრის შვილის ლ-------------------- სახლში შეპატიჟების შემდეგ როგორ დაესხა თავს და როგორ სთხოვდა ოქროს და ფულს, მას კი არც ფული და არც ოქრო არ გააჩნდა. ლ-------------------- უძალადია თ--------------, სცემა, გაკოჭა, ფარდა ჩამოგლიჯა. როგორც მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი თავდამსხმელს წაღებული ჰქონდა თ------------ პირადი ნივთები.

 

2.13 2017 წლის 2--------------- პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ლ-------------------- პირადი ჩხრეკისას მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლითილენის პარკი ოქროსფერი ლათინური წარწერით „VINTAGE, ROYAL COLLECTION”-ი, რომელშიც მოთავსებულია შავი ფერის ,,HP”-ის ფირმის ლეპტოპი, როემლსაც კვების ბლოკის ადგილას შიდა მხარეს აქვს საიდენთიფიკაციო აღნიშვნები ლათიმური ასოებით და ციფრებით ორ ცალ შტრიხკოდთან ერთად, სადაც აღნიშნულია ,,HP PROBOOK 455 G1, SERIAL: 2CE41907QW, PRODUCT: G6V53ES# ACB, WARRANTY: 1y1yOy”. პოლითილენის პარკში ასევე მოთავსებულია 1 ცალი ვერცხლისფერი მეტალის საათის სამაჯური, რომელსაც შესაკრავზე აქვს ლათინური წარწერა (ტვიფარი) ,,ORIENT” და 1 ცალი გამჭირვალე ფერის სუნამოს მინის მოთლი ე.წ ფლაკონი თავსახურის გარეშე ლათინური წარწერით ,,GENTLE, EUA DE TOILETTE, 60ml”.

 

2.14 2017 წლის 2--------------- ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ლ-------------------- მეუღლის - ი---------------- თანხმობით გაჩხრეკილი იქნა ქ. თბილისში, ნ-------------------------–- მდებარე ლ-------------------- საცხოვრებელი ბინა. რა დროსაც, ლ-------------------- საცხოვრებელი ბინაში საძინებელ ოთახში, ტანსაცმლის კარადის ქვედა უჯრიდან ამოღებულ იქნა ,,-–----------------- პლასტიკური ბარათი, რომელზეც მითითებულია მფლობელის სახელი და გვარი ლათინური წარწერით ,,I------------”. ბარათზე ასევე აღნიშნულია ,,VISA ELECTRON” და ბარათის ნომერია 4---------------, მოქმედების ვადა 03/24. ამავე უჯრიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის ვერცხლისფერი ქანდაკება სადგამით, რომელზეც მიწებებულია ოქროსფერი წარწერა ,,RHODES”.

 

2.15 2017 წლის 2--------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ნ------------------------ ბინა №---ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, კინოლოგების და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სუნის და ხელის კვლები.

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა - ექსპერტმა რ------------------------ და განმარტა, რომ მუშაობს შ------------------------------------------------------–--------------------------------------–---------------------------------------–---- მთავარ ექსპერტის თანამდებობაზე. ექსპერტიზაზე იყო წარდგენილი ერთი ცალი პაკეტი დალუქული სახით, რომლის მთლიანობა არ იყო დარღვეული. მისი გახსნის შემდეგ მასში აღმოჩდა სამი ცალი დაქტილოფირი, რომლებზეც არის გადატანილი პროვნების ხელის კვლები. აღნიშნულიდან ვარგისი კვალი №2 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 1----–-–----------------- დაბადებული ლ-------------------- მარჯვენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის, ხოლო კვალი №1 და №3-ის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. მანვე დაადასტურა ის გარემოება, რომ შეუძლებელია იდენტური თითის კვალი ორ სხვადასხვა პიროვნებას ჰქონდეს. აღნიშნული ნიმუშები აღებულ იქნა დაზარალებულის სახლიდან.

 

2.16 ლ-------------------- დაკავების ოქმის თანახმად (შემდგენი:დეტექტივ-გამომძიებელი ი---------------------- 2017 წლის 2-------------, 10:16 სთ-ზე, ქ. თბილისში, ხ------------------------- მიმდებარედ, დ-----------------------------------–--------–-–------------------------ დეტექტივ-გამომძიებლის ი---------------------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ---------------- და გ------------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გვათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალდებულის სახით, დაკავებული იქნა ლ-------------------.

 

2.17 2017 წლის 2------------- უფასო სამედიცინო მომსახურების შეთავაზების ოქმით დგინდება, რომ დ-----------------------------------–--------–-–------------------------ დეტექტივ-გამომძიებლმა ი--------------------- ბრალდებულ ლ-------------------- განუმარტა, რომ უფლება ჰქონდა ჩაეტარებინა უფასო სამედიცინო შემოწმება, რაზეც ლ---------------- უარი განაცხადა.

 

2.18 ოქმით დაკავების შეტყობინების შესახებ დგინდება, რომ ლ-------------------- ბრალდებულის სახით დაკავების შესახებ ეცნობა მის მეუღლეს - ი----------------

 

2.19 2017 წლის 2--------------- ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დ-----------------------------------–------------------------ დეტექტივ-გამომძიებლის ი--------------------- მიერ მოწმე რ----------------- მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ,,HP”-ის ფირმის ლეპტოპი, რომელსაც აქვს ე.წ მაუსი და რომელსაც მარცხენა ღილაკი აქვს ცვეთისგან გათეთრებული მონიტორი მარჯვენა მხარეს მიკრული თეთრ-ლურჯ და შავ ფერებში გაფორმებული სტიკერი, რომელზეც გამოსახულია ვიდეო კამერა ფორმის თეთრი და ცისფერში ჩასმული ვიდეო კამერის ფირმის ნახატი და წარწერა ლათინური ასოებით ,,HD WEBCAM HD VIDEO CONFERENCING”. რ----------------- განმარტებით, აღნიშნული ლეპტოპი არის მისი საკუთრება.

 

2.20 ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ზ-------------------- თანახმად, 2017 წლის 2---------------, 21:10-21:35 სთ., შსს დ-----------------------------------–--------–-–---------------------------- გამომძიებელმა ზ-------------------- ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის - დ----------------ას მიერ, ლ-------------------- აღებულ იქნა სუნის ნიმუში.

2.21 ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ზ-------------------- თანახმად, 2017 წლის 2---------------, 22:05-22:20 სთ., შსს დ-----------------------------------–--------–-–---------------------------- გამომძიებელმა ზ-------------------- ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის - ლ------------- მიერ, ლ-------------------- აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.

2.22 ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ზ-------------------- თანახმად, 2017 წლის 2---------------, 22:40-22:50 სთ., შსს დ-----------------------------------–--------–-–---------------------------- გამომძიებელმა ზ-------------------- ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის - ნ---------------- მიერ, ლ-------------------- აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.

2.23 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა - ექსპერტმა თ--------------------- და განმარტა, რომ დ-----------------------------------–--------–-–------------------------ გამომძიებლის დადგენილების თანახმად მოქალაქე თ------------ ამბოლატორიულად ჩაუტარა პირადი შემოწმება სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით. დაზარალებულს აღენიშნებოდა მხოლოდ თვალის მარჯვენა კუთხეში ერთი სისხლაჟღენთი, ხოლო ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. მოწმის განმარტებით თ------------ უამბო მას 2017 წლის 2--------------- მომხდარი ფაქტის შესახებ.

 

2.24 2017 წლის 30 ო----------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ქ.თბილისი, ხ------------------------------------ ბინა N---ში თ-------------- განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ლ----------------------- აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

2.25 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ბ------------------ რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2.26 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის (ექსპერტი: შ------------------- თანახმად:

 

- პაკეტში, წარწერით: ,,-–---------------- სისხლი“ მოთავსებული სისხლი (ობ.N29) მიეკუთვნება 0 (1) ჯგუფს;

 

- პაკეტში, წარწერით: ,,თ------------ სისხლი...“ მოთავსებული სისხლი (ობ.N30) მიეკუთვნება 0 (1) ჯგუფს;

 

- პაკეტში, წარწერით: ,,....ობ N2 მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ფარდა მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ფარდაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ------------ (ობ.N30)

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... მოცისფრო ფერის მცირე ზომის ნაჭერი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ-------------------- (ობ.N29)

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ------------ (ობ.N30)

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N6 1ც. მაკრატელი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით და 1ც ტაფიდან საკვების ამოსაღები მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ მაკრატელზე (ობ.N4) და მეტალის საგანზე (ობ.N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N4,6-ის და მეტალის საგნის სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------------------- (ობ.N29)

 

- მაკრატელის სახელურზე (ობ.N5) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... სამზარეულოს დანა მომწვანო ფერის ტარით, ამოღებული საძინებელ ოთახში იატაკიდან...“ მოთავსებული დანის პირზე (ობ.N8) და ტარზე (ობ.N9) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N8-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ლ-------------------- (ობ.N29) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N8-ის გენეტიკურ პროფილში თ------------ (ობ.N30) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ.N9-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს. ობ.N9-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება თ------------ (ობ.N30) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ლ-------------------- (ობ.N29) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N5 მოყავისფრო-მოთეთრო ფერის, სავარაუდოდ ფარდის ქსოვილის ფრაგმენტი...“ მოთავსებული ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N10-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ.N9-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილის. ობ.N10-ის პროფილის მინორული წილი და თ------------ (ობ.N30) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ანაწმენდები 6 ცალ ნიმუშად, აღებული ბინაში შესასვლელი კარის სხვადასხვა ზედაპირიდან...“ მოთავსებულ შესასვლელი კარის შიდა სახელურის ზედაპირიდან (ობ.N12) და ბინაში შესასვლელი კარის ურდულის ზედაპირიდან (ობ.N13) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია თ------------ (ობ.N30) ამავე პაკეტში მოთავსებულ ბინაში შესასვლელი კარის გარე სახელურის ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდებზე (ობ.N11) გენეტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N7 საკეცი დანა, ამოღებული მისაღებ ოთახში იატაკიდან...“ მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) შერეული გენეტიკურ პროფილში ვლინდება ლ--------------------ა (ობ.N29) და თ------------ (ობ.N30) გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N8 მცირე ზომის მკვნეტარა, 1 ცალი ჩაქუჩი...“ მოთავსებულ ჩაქუჩსა (ობ.N15) და მკვნეტარაზე (ობ.N16) არსებული ბიომასალის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ლ--------------------ა (ობ.N29) და თ------------ (ობ.N30) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ.N15-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N9 ქლიბი, ამოღებული მისაღებ ოთახში მდებარე დივანის სახელურიდან...“ მოთავსებულ საგანზე (ობ.N17) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N10 1 ცალი სახრახნისი, 1 ცალი ხის სატეხი, 1 ცალი ბრტყელტუჩა...“ მოთავსებულ ბრტყელტუჩაზე (ობ.N18), მეტალის საგანზე (ობ.N19) და სახრახნისზე (ობ.N20) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N11 შავი ფერის სამაჯური ჯვრის გამოსახულებით...“ მოთავსებულ სამაჯურზე არსებული ბიომასალის (ობ.N21) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ლ-------------------- (ობ.N29), ხოლო მეორე წილი თ------------ (ობ.N30) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N12 საშუალო ზომის ნაჯახი...“ მოთავსებული ნაჯახის პირზე (ობ.N22) და ტარზე (ობ.N23) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N23-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ლ--------------------ა (ობ.N29) და თ------------ (ობ.N30) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ.N22-ის პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N13, ჩაქუჩი, ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული ნარდის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ჩაქუჩზე არსებული ბიომასალის (ობ.N24) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------------ (ობ.N30).

 

- პაკეტში, წარწერით: ,,.... ობ.N7-ის მიმდებარედ საკეტი, ამოღებული მისაღებ ოთახში იატაკიდან...“ მოთავსებულ მეტალის კონსტრუქციაზე (ობ.N25) და პაკეტში, წარწერით: ....ანაწმენდები 6 ცალ ნიმუშად, ამოღებული მისაღებ ოთახში მდებარე ე.წ ,,დესაუს“ სხვადასხვა ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობN26-28) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

2.27 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი შ------------------- რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2.28 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - ექსპერტმა რ--------------------- განმარტა, რომ 2017 წლის 2--------------- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დ---------------------------------------------- სამორიგეოში შევიდა შეტყობინება ყაჩაღობის ფაქტზე და მის მეწყვილესთან - ჯ--------------------- გავიდა შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ნ-------------------------------------ს ბინა №---ში. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ გამომძიებელი თ------------------ რამდენიმე პოლიციელი, დაზარალებული თ----------- და მისივე მეზობელი. ბინაში შესვლისას დახვდათ არეულობა, კერძოდ ნაჯახით იყო დაჩეხილი კომოდი. შემდგომ აიღეს სუნის ნიმუში მისაღები ოთახიდან, სავარძლის გვერდიდან, პარკეტიდან და ძირს ნაგდები დანიდან. ნიმუშები კანონით დადგენილი წესით დალუქეს სპეცპაკეტში და გაკეთდა ხელმოწერები.

 

2.29 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - ექსპერტმა გ------------------- განმარტა, რომ 2017 წლის 2--------------- შევიდა შეტყობინება ღამის საათებში ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით-------------- ქუჩაზე №- ნომერში ბინა №---ში. შემთხვევის ადგილზე გავიდა თანამშრომელ ხ------------------------ ერთად. ადგილზე მისვლისას დახვადათ დამტრეული ე.წ ,,დესაუ“, ფარდა იყო დახეული და აღენიშნებოდა მოწითალო ფერი ლაქები, იქვე ეყარა ინსტრუმენტები, კერძოდ, ნაჯახი, 2 ჩაქუჩი, ქლიბები და მაკრატელი, საძინებელი ოთახიდან ამოიღეს მოცისფრო ნაჭერი თითის ფორმის, რომელიც დალუქეს. დაზარალებული თ----------- აღნიშნავდა, რომ მეგობრის შვილი ლ----- შევიდა მასთან სახლში და მოსთხოვა ფული, ხოლო უარის მიღების შემდეგ ცდილობდა გაეტეხა ე.წ ,,დესაუ“, რადგან იქ ეძებდა ფულს. ბინიდან იქნა ანაწმენდები აღებული იმ ადგილებიდან, სადაც ლ-------------------- ჰქონდა შეხება.

 

2.30 მოწმე თ------------------ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ თ------------ მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე აწარმოებდა გამოძიებას. მან ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ოდოროლგიური, დნმ-ის, ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზები.

 

2.31 ბრალდებულმა ლ-------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ თ------------ იცნობს დიდი ხანია, მის საცხოვრებელ ბინაშიც ხშირად სტუმრობდა. 2017 წლის 2--------------- მორიგი ვიზიტის დროს კარებში მოყვა თითი, ხოლო ბინაში შესვლისას დაინახა დაყრილი ნივთები, თ------------ კი უთხრა, რომ ჰყავდა ხელოსანი და აღნიშნულიდან გამომდინარე ბინა იყო დაულაგებელი. მისი მხრიდან თ-------------- არ ყოფილა ზეწოლა და ცემა, მხოლოდ ხელი ჰქკა, რის შემდეგაც ჩააგდო ე.წ ,,კრესლოში“. საცხოვრებელი ბინიდან გარდა ლეპტოპისა მას არაფერი წაუღია, ხოლო მის სახლში აღმოჩენილი ნივთები, რომელიც თ------------ ეკუთვნოდა პოლიციელების მიერ იქნა ,,ჩადებული“.

 

3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:

 

3.1 დაზარალებულ თ------------ ჩვენებით დადგინდა, რომ ლ-------------------- იცნობს ბავშვობიდან. 2017 წლის 2--------------- იმყოფებოდა სახლში, კარის ხმა გაგონების შემდეგ გააღო კარები და დაინახა ლ--------–------------------- მას ხშირად სტუმრობდა და შესაბამისად შეიპატიჟა სახლში. ოთახში შესვლისას ლ------ იგი ძირს დააგდო, კისერზე დაადო დანა, ცხვირში დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც სისხლი წამოუვიდა. შემდეგ მოსთხოვა ფული და ოქრო რაც ჰქონდა სახლში. მას არც ფული ჰქონდა და არც ოქრო. ე.წ ,,ლოჯში“ ლ-------------------- ჩამოგლიჯა ფარდა, გაჭრა დანით, შეუკრა ხელები და ფეხები, აგინებდა, ძირს დაწოლილს ძალით ურტყამდა ფეხს თან ეუბნებოდა მიეცი მისთვის ძვირფასეულობა ან ფული. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამის შემდგომ სამზარეულოდან გამოიტანა ,,ნაჯახი“, ,,ჩაქუჩი“, ,,ქლიბები“ და ე.წ ,,ზალაში“ მდგარ ,,დესეუს“ გატეხვა დააპირა. ვინაიდან ,,დესეუს“ კარები იყო დაკეტილი და ლ-------------------- ვერ გააღო, ხელებით, ფეხებით და ,,ნაჯახით“ ძლიერად ურტყამდა. ,,დესეუს“ დანგრევისას გაიჭრა მარჯვენა ხელის თითი, ჩამოგლიჯა ლურჯი პერანგი და შეიხვია ხელი. იგი ცივ ,,მეტლახზე“ ეგდო ნაცემი, წინააღმდეგობა არ გაუწევია, არ უყვირია. ლ-------------------- გასვლისას რა ეჭირა ხელში ვერ დაინახა, მაგრამ როგორც მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი წაუღია მისი მობილური, მაჯის საათი, საპენსიო პლასტიკური ბარათი, ხურდები, რ------------–---- და მისი ლეპტოპები. თავდამსხმელს წაღებული ჰქონდა მისი მობილური ტელეფონი, ხოლო სახლის ტელეფონი არ უმუშავებდა. ლ-------------------- წასვლის შემდეგ გავიდა მეზობლეთან სისხლიანი, უთხრა რაც მოხდა და თან სთხოვა ტელეფონი. შემდეგ გამოიძახეს პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ. ვინაიდან ლ-------------------- ვალი და სხვა ვალდებულებები არ ჰქონია, მისთვის უცნობია რატომ გადაწყვიტა მისი დაყაჩაღება, რადგან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს მასთან.

 

3.2 სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან თ-------------- არ ყოფილა ყაჩაღობის ფაქტი, მით უმეტეს ფიზიკური შემხებლობა გარდა ხელის კვირსა.

 

3.3 დაზარალებულის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგინდა, რომ მოქალაქე თ------------ პირადი შემოწმებისას, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

3.4 თ-------------- ფიზიკური დაზიანების ფაქტი დაადასტურა მეზობელმა მ------------------- რომლის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 2--------------- სახლში ყოფნისას გაიგო ზარის ხმა, გააღო კარი და დაინახა მისი მეზობელი თ-----------. თ------------ სთხოვა ტელეფონი, რადგან უნდოდა 112-ში დარეკვა. მისი განმარტებით თ----------- იყო გაღიზიანებული, სახე და პერანგი ჰქონდა სველი, ნერვიულობდა, ასევე შენიშნა ცხვირთან სისხლის ლაქა. 112-ში დარეკვის შემდეგ მას მოუყვა თ------------ მოხდარი ფაქტის შესახებ, კერძოდ, მისი მეგობრის შვილის ლ-------------------- სახლში შეპატიჟების შემდეგ დაესხა თავს და სთხოვდა ოქროს და ფულს.

 

3.5 შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიმუშების საფუძველზე ჩატარებული ბილოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგინდა, რომ - ლ-------------------- სისხლი მიეკუთვნება 0 (1) ჯგუფს, ხოლო თ------- ბინის ჩხრეკისას ამოღებულ მოცისფრო ფერის მცირე ზომის ნაჭერზე, მაკრატელზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები, ტაფიდან საკვების ამოსაღებ მეტალის საგანზე არსებული ეკუთვნის ლ--------------------.

 

3.6 სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ იგი თ------------ საცხოვრებელ ბინაში ხშირად სტუმრობდა და აღნიშნულიდან გამომდინარე აიხსნება ნივთებზე მისი ანაბეჭდების აღმოჩენის ფაქტი.

 

3.7 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მეორე დაზარალებულმა რ----------------- განმარტა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ ცხოვრობს თ----------------, თუმცა არასდროს უნახავს ლ------------------ და შესაბამისად არ იცნობს მას.

 

3.8 შემთხვევის ადგილიდან აღებული ხელის კვლების საფუძველზე ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------- დასკვნით დადგინდა, რომ ხელის კვალი №2 იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ლ-------------------- მარცხენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის.

 

3.9 შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიმუშების საფუძველზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ქ.თბილისი, ხ------------------------------------ ბინა №---დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ლ----------------------- აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

 

3.10 სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მის ბინაში აღმოჩენილი თ------------ ნივთები მას პოლიციელებმა ,,ჩაუდეს“. სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა პოლიციის თანამშრომლებმა, დაკითხვისას განმარტეს და არც ბრალდებული უარყოფს, რომ 2017 წლის 2--------------------–---------------- არ იცნობდნენ და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისი მიცემის რაიმე ინტერესი არ გააჩნიათ. სასამართლოს საფუძველი არ აქვს ეჭვი შეიტანოს დაკითხულ სამართალდამცველთა ჩვენებებში, რადგან მათი მხრივ ლ-------------------------- დანაშაულის ,,დაბრალების“ მოტივი, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ვერ იქნა.

 

3.11 სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ბინის ჩხრეკას გარდა მისი მეუღლისა არ ესწრებოდა დამსწრე პირები, რაც არის კანონის უხეში დარღვევა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექის 111-ე მუხლში, რომელიც არეგულირებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესს არსად არ არის მითითებილი, რომ ჩხრეკას უნდა ესწრებოდეს დამსწრე პირები, რაც შეეხება ბინის მესაკუთრის დასწრებას საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ჩხრეკას ესწრებოდა მისი მეუღლე.

 

3.12 მტკიცებულების სანდოობასა და უტყუარობას განსაზღვრავს მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი. ამასთან, მტკიცებულების მტკიცე და მყარი ხასიათის დეტალური შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი წყაროს თვითმხილველ მოწმესთან დაკავშირებით, მტკიცებულების უტყუარი ხასიათი კი საეჭვო შესაძლოა, თავად ამ მოწმის არაგულწრფელმა ჩვენებამ გახადოს. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ მოწმის სა-ხით დაკითხულ დაზარალებულ თ--------- ჩვენება მიჩნეულ იქნეს არაგულწრფელად და საეჭვო გახადოს მისი რეალობა, მით უმეტეს, რომ საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულად არის თანხვდენილი დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებასთან.

 

3.13 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov. Russia, no.4378/02, 95) მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ ლ---------------- მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

 

3.14 ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ-------------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

4. ყაჩაღობა საცავში უკანონო შეღწევით:

 

4.1 საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ყაჩაღობა ჩადენა საცავში უკანონო შეღწევით. საცავში იგულისხმება მატერიალური ფასეულობის მქონე მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარად დაცვა. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა ჩაიდინა სწორედ ყაჩაობა, საცავში უკანონოდ შეღწევით, კერძოდ, ხელსაწყოების გამოყენებით დაამტვრია ძვირადღირებული დაკეტილი კარადა, სადაც ეძებდა ძვირფასეულობას, თუმცა კარადაში შეღწევით ვერაფერი ვერ აღმოაჩინა.

 

4.2 სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა - ექსპერტმა ლ-----–----------- განმარტა, რომ მან სასაქონლო ექსპერტთან ერთად კომპლექსურად გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ გამომძიებლის და მესაკუთრის თანდასწრებით დავათვალირეს კარადა, რომელსაც ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად ჰქონდა ორი ე.წ სადგამი ფეხი მოტეხილი. დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ დაზიანებული იყო ასევე კარებები, ფეხები და ჩარჩო, რომლებიც რაიმე მჩეხავი საგნის კონტაქტის შედეგად იყო წარმოქმნილი. მჩეხავი საგანი შეიძლება ყოფილიყო ნაჯახი, ცული ან/და დიდი ზომის დანა.

 

5. ქმედების ჩადენა არაერთგზის:

 

5.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1-------- განაჩენით, ლ------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (-----–-–---------------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 07 (შვიდი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 08 (რვა) წლის გამოსაცდელი ვადით.

5.2 ლ------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (-----–-–---------------- ეპიზოდი) და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.3 საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ლ-------------------- საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 07 (შვიდი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 08 (რვა) წლის გამოსაცდელი ვადით.

5.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0-------------- განჩინებით, ლ-------------------- 2011 წლის 1-------- განაჩენით 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით (-----–-–---------------- ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼ -ით და განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 05 (ხუთი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.

5.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0-------------- განჩინებით, ლ-------------------- 2011 წლის 1-------- განაჩენით 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით (-----–-–---------------- ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.

5.6 ზემოაღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლ-------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 05 (ხუთი) წელი და 03 (სამი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 06 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.

5.7 დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, ლ-------------------- წარედგინა ბრალდება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის.

5.8 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

5.9 საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა 177-ე -186-ე მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

5.10 სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის ’’ე’’ ქვეპუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.

5.11 იმის გათვალისწინებით, რომ ლ------------------- ნასამართლევია სსკ-ის 179-ე მუხლით, ხოლო ამჯერადაც ბრალად ედება სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-------------------- დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის, ვინაიდან ნასამართლობა გაქარწყლებული არ არის.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1 საქართველოს სსსკ 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

6.2 ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

6.3 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობის დროს გამოყენებული ფიზიკური ძალადობა საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძველიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

 

6.4 სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ ლ-------------------- მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7.1 ბრალდებულ ლ-------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

7.2

8. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

8.1 სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულთა პიროვნებას.

 

8.2 გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, ლ-------------------- რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუქნტებით გათვალისწინებული სასჯელი - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით 10 (ათი) წლის ვადით.

 

9.ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

1. ლ-------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლითილენის პარკი და მასში მოთავსებული ლეპტოპი, სუნამოს შუშა და საათის სამაჯური, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეთ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

2. ლ-------------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ,,-–----------------- პლასტიკური ბარათი და მცირე ზომის ქანდაკება, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

3. ლ----------------------- აღებული სუნის ნიმუში, სისხლის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

4. თ--------------- აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული დაქტილოფირები რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ხოლო დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები მოთავსებული 01(ერთი) ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოყავისფრო ფარდის ფრაგმენტი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოწითალო ლაქებით მოთეთრო-მოყავისფრო ფარდა დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული სამზარეულოს დანა მომწვანო ფერის ტარით დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოცისფრო ფერის მცირე ზომის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ფარდის ფრაგმენტი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დესაოდან აღებული ანაწმენდები დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

13. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად შესასვლელი კარიდან აღებული ანაწმენდები დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

14. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშთან ერთად დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მაკრატელი მოწითალო ფერის ლაქებით და ნიჩაბი მოწითალო ფერის ლაქებით ერთად დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

16. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული დასაკეცი დანა დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

17. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მცირე ზომის მკვნეტარა ერთ ცალ ჩაქუჩთან ერთად დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

18. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული ქლიბი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

19. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული სახრახნისი, ხის სატეხი და ბრტყელტუჩა დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

20. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული შავი ფერის სამაჯური ჯვრის გამოსახულებით დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

21. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული საშუალო ზომის ნაჯახი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

22. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული ჩაქუჩი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

23. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული საკეტი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-ე, 273-274-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 საფუძველზე ახლადანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1--------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0-------------- განჩინებით შემცირებული სასჯელი 05 (ხუთი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ--------------------, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3.ლ-------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2-------------------

 

4.ლ-------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

5.საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

1. ლ-------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლითილენის პარკი და მასში მოთავსებული ლეპტოპი, სუნამოს შუშა და საათის სამაჯური, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეთ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

2. ლ-------------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ,,-–----------------- პლასტიკური ბარათი და მცირე ზომის ქანდაკება, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

3. ლ----------------------- აღებული სუნის ნიმუში, სისხლის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

4. თ--------------- აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული დაქტილოფირები რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ხოლო დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები მოთავსებული 01(ერთი) ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოყავისფრო ფარდის ფრაგმენტი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოწითალო ლაქებით მოთეთრო-მოყავისფრო ფარდა დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული სამზარეულოს დანა მომწვანო ფერის ტარით დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოცისფრო ფერის მცირე ზომის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ფარდის ფრაგმენტი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დესაოდან აღებული ანაწმენდები დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

13. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად შესასვლელი კარიდან აღებული ანაწმენდები დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

14. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშთან ერთად დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მაკრატელი მოწითალო ფერის ლაქებით და ნიჩაბი მოწითალო ფერის ლაქებით ერთად დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

16. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული დასაკეცი დანა დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

17. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული მცირე ზომის მკვნეტარა ერთ ცალ ჩაქუჩთან ერთად დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

18. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული ქლიბი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

19. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული სახრახნისი, ხის სატეხი და ბრტყელტუჩა დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

20. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული შავი ფერის სამაჯური ჯვრის გამოსახულებით დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

21. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული საშუალო ზომის ნაჯახი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

22. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული ჩაქუჩი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

23. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული საკეტი დალუქული სახით რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ.თბილისის დ---------------------------–-–-----------------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე