გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.08.2018
საქმის ნომერი
101210118002437300
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N101210118002437300

№2/124-2018 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 აგვისტო 2018 წელი ჭიათურა

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ჭიათურის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი თამარ წერეთელი

 

მოსარჩელე: ს.ს „ფ----------------------–ო“

წარმომადგენელი: დ-----------–--ე, ა-–-----------–------–--ე

მოპასუხეები: გ----------------ე ( არ გამოცხადდა ) და ბ-----------------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

მოთხოვნა: თანხის დაკისრება

განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 08 მაისს ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მომართა ს.ს „ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2-------2) წარმომადგენელმა მოპასუხეების - გ----------------ის (პ.№5---------6) და ბ-----------------ის (პ.N.5---------3) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. ამასთან სარჩელთან ერთად წარმოდგენილი იქნა განცხადება (შუამდგომლობა) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, სადაც მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხე გ----------------ის საკუთრებაში არსებულ “გაზ 5---1” ფირმის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით B----9, რათა არ მოხდეს მისი გაყიდვა, გასხვისება ან სხვა პირზე გადაფორმება;

 

ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის N2/124 განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე გ----------------ის საკუთრებაში არსებულ “გაზ 5---1” ფირმის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით B----9;

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გ----------------ემ სს „ფ----------------------–ოსგან“ აიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 30.11.2016 წლიდან 04.12.2017 წლამდე ანუ 369 დღის ვადით; საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 40.95% წლის განმავლობაში; 2017 წლის 28 აპრილს გ----------------ემ სს „ფ----------------------–ოსგან“ აიღო სესხი 1000 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 28.04.2017 წლიდან 22.10.2018 წლამდე ანუ 542 დღის ვადით; საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 55% წლის განმავლობაში; სესხი უზრუნველყოფილია ბ-----------------ესთან გაფორმებული თავდებობით; სათავდებო თანხად განისაზღვრა 1490 ლარი; მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების მიხედვით გ----------------ის დავალიანება შეადგენს 535.08 ლარს, რომელიც არის სესხის ძირი თანხა, ხოლო მსესხებლის და თავდებ ბ-----------------ის დავალიანება 2017 წლის 28 აპრილის ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 808.47 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 715.52 ლარი, ხოლო სარგებელი 92.95 ლარი;

 

სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე გ----------------ეს (პ.№5---------6) 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების მიხედვით დაეკისროს 535.08 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეებს გ----------------ესა (პ.№5---------6) და ბ-----------------ეს (პ.N.5---------3) 2017 წლის 28 აპრილის სესხის ხელშეკრულების მიხედვით სოლიდარულად დაეკისროთ 808.47 ლარის გადახდა მოსარჩელე ს.ს „ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ;

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს სს „ფ----------------------–ოს“ სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

2. მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელე სს „ფინკა ბანკის საქართველოს“ წარმომადგენელმა დ-----------–--ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე გ----------------ეს (პ.№5---------6) 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების მიხედვით დაეკისროს 535.08 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეებს გ----------------ესა (პ.№5---------6) და ბ-----------------ეს (პ.N.5---------3) 2017 წლის 28 აპრილის სესხის ხელშეკრულების მიხედვით სოლიდარულად დაეკისროთ 508.47 ლარის გადახდა მოსარჩელე ს.ს „ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ-----------------ემ შესაგებლით სარჩელი სცნო ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ----------------ე, რომლის თავდებიც იყო სს „ფინკა ბანკის საქართველოში“ არღვევდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რის შემდეგაც იკითხა ბანკში არსებული მდგომარეობა, სადაც მისცეს გრაფიკი და გააფრთხილეს რომ არ უნდა დაერღვია აღნიშნული გრაფიკი; მან 2017 წლის ნოემბერში შეიტანა თახა 85 ლარის ოდენობით, რაც ბანკს გადაუტანია სხვა ვალდებულების დასაფარად, რაც გააპროტესტა, აღნიშნული გადახდის ქვითარი არ ჰქონდა შენახული, რის გამოც თანხა დაკარგულად ჩაუთვალეს; მას შემდეგ ინახავს გადახდის დამადასტურებელ ქვითრებს; ბანკში გადახდილი აქვს 610 ლარი და არც აპირებს გრაფიკის დარღვევას, მან ბანკის თანამშრომლებს აუხსნა, რომ ვალდებულებას დაფარავდა; არ სურს ბანკთან რაიმე ვალდებულება ჰქონდეს დარღვეული; ბანკის მიმართ დარჩენილი აქვს გადასახდელი 390 ლარი, რასაც გადაიხდის მომავალში გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად 85 ლარის ოდენობით;

 

მოპასუხე ბ-----------------ემ სასამართლოს მოსამზადებე და მთავარ სხდომებზე ცნო დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს 508 ლარი 47 თეთრი, თუმცა ამჟამად მძიმე ფინანსური მდგომარეობა გააჩნია;

 

2.2. მოპასუხე გ----------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არ გამოცხადდა არც მოსამზადებელ და არც მთავარ სასამართლო სხდომაზე;

 

მოპასუხეებს მოსარჩელის მეშვეობით სარჩელი და თანდართული საბუთები გადაეგზავნა საფოსტო გზავნილით, მაგრამ მიუხედავად მოსარჩელე მხარის არაერთგზის მცდელობისა, აღნიშნული გზავნილის ჩაბარება მოპასუხე გ----------------ეზე ვერ მოხერხდა; (საფოსტო უკუგზავნილები);

 

2018 წლის 14 ივნისს მოსარჩელე ს.ს. „ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2-------2) წარმომადგენელმა მეგი ფაღავამ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე გ----------------ეზე სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარება დაევალოს პოლიციას ან გამოტანილი იქნეს განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის N2/124-18წ. განჩინებით მოპასუხე გ----------------ეზე სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარება დაევალა პოლიციას;

 

2018 წლის 29 ივნისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ სასამართლოს აცნობა, რომ მოპასუხე გ----------------ეზე სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარება ვერ მოხერხდა, ოჯახის წევრის (მამა) განმარტებით მოპასუხე არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, წასულია სავარაუდოდ თბილისში; და მისი მისამართი და საკონტაქტო ნომერი უცნობია;

 

ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისს გამოტანილი იქნა განჩინება N2/124-17წ. გ----------------ეზე სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარების თაობაზე საჯარო შეტყობინებით. მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია; მასვე დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის ადგილი და თარიღი, თუმცა არ გამოცხადდა და გამოუცხადებლობის მიზეზები არ უცნობებია;

 

2018 წლის 14 აგვისტოს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა მოპასუხე გ----------------ის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და ამ გზით პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე მოითხოვა მოპასუხეებზე გ----------------ესა და ბ-----------------ეზე სოლიდარულად 508.47 ლარის დაკისრება;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ სს „ფინკა ბანკის საქართველო“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში-საიდენტიფიკაციო ნომერი 2-------2;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი)

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

 

3.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გ----------------ემ სს „ფ----------------------–ოსგან“ აიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 30.11.2016 წლიდან 04.12.2017 წლამდე ანუ 369 დღის ვადით; საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 40.95%-ით წლის განმავლობაში; 2017 წლის 28 აპრილს გ----------------ემ სს „ფ----------------------–ოსგან“ აიღო სესხი 1000 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 28.04.2017 წლიდან 22.10.2018 წლამდე ანუ 542 დღის ვადით; საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 55%-ით წლის განმავლობაში; სესხი უზრუნველყოფილია ბ-----------------ესთან გაფორმებული თავდებობით; სათავდებო თანხად განისაზღვრა 1490 ლარი; მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების მიხედვით გ----------------ის დავალიანება შეადგენს 535.08 ლარს, რომელიც არის სესხის ძირი თანხა, ხოლო მსესხებლის და თავდებ ბ-----------------ის დავალიანება 2017 წლის 28 აპრილის ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 808.47 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 715.52 ლარი, ხოლო სარგებელი 92.95 ლარი; დაზუსტებული მოთხოვნაა 508.47 ლარის დაკისრება მოპასუხეებზე სოლიდარულად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ.სარჩელი)

- სესხის ხელშეკრულება; თავდებობის ხელშეკრულება

- განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერი

- ცნობა დავალიანების შესახებ

- მოპასუხის მიერ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნის ცნობა ნაწილობრივ;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.4 დადგენილია, რომ მოპასუხე გ----------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი აქვს 535.08 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით; ხოლო მოპასუხე გ----------------ესა და ბ-----------------ეს 2017 წლის 28 აპრილის სესხის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 508.47 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ.სარჩელი)

- სესხის ხელშეკრულება; თავდებობის ხელშეკრულება

- განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერი

- ცნობა დავალიანების შესახებ

- მოპასუხის მიერ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნის ცნობა ნაწილობრივ;

- მხარეთა განმარტებები;

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სასამართლოს მთავარ სხდომაზე

-მოპასუხე ბ-----------------ის ახსნა-განმარტება სასამართლოს მთავარ სხდომაზე;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, სს „ფ----------------------–ოს“ დაზუსტებული სარჩელი გ----------------ის და ბ-----------------ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 49-ე, 53-ე, 131-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხე გ----------------ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არავითარი დოკუმენტი, რომელიც საპატიოდ ჩათვლიდა მის გამოუცხადებლობას. ასევე მას არ წარმოუდგენია შესაგებელი;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხე ბ-----------------ემ სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე დაზუსტებული სარჩელი ცნო;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი ); მოსარჩელე მხარემ ვალდებულება შეასრულა და მოპასუხეს გადასცა სესხის თანხა; თავის მხრივ მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება სესხისა და სარგებლის ვადაში დაბრუნების თაობაზე;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;

 

სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე, განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე კოდექსის 2-ე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად მოპასუხე ბ-----------------ე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 39-ე, 49-ე, 83-ე, 131-ე, 230--242-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე - ს.ს „ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2-------2) სარჩელი მოპასუხეების გ----------------ის (პ.№5---------6) და ბ-----------------ის (პ.N.5---------3) მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. გ----------------ეს (პ.№5---------6) - მოსარჩელე ს.ს „ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ დაეკისროს 535.08 (ხუთასოცდათხუთმეტი ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხეებს გ----------------ესა (პ.№5---------6) და ბ-----------------ეს (პ.N.5---------3) - მოსარჩელე - ს.ს „ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 508.47 (ხუთასრვა ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა;

 

4. მოპასუხე გ----------------ეს (პ.№5---------6) მოსარჩელე - ს.ს „ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა (გადახდილი სახელმწიფო ბაჟი).

 

5. მოპასუხე გ----------------ეს (პ.№5---------6) მოსარჩელე - ს.ს „ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2-------2) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

6. განემარტოს მოპასუხე გ----------------ეს, რომ მას შეუძლია შეიტანოს საჩივარი საჩხერის რაიონულ სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოში (ქ. ჭიათურა, გ. თხელიძის ქუჩა №41) ამ გადაწყვეტილებაზე ( სარეზოლუციო ნაწილის 2-ე, 4-ე და 5-ე პუნქტებთან მიმართებაში) 10 (ათი) დღის განმავლობაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს.

 

7. გადაწყვეტილება სხვა ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ჭიათურა, გ. თხელიძის ქუჩა N 41).

 

მოსამართლე: დავით კეკენაძე