გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/46-17
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - სს „მ----------------- ო---------–-- კ-------“
წარმომადგენელი - ქ------- ყ---–----
მოპასუხეები - 1. თ---------- მ-------ე, 2. ბ--- მ-------ე, 3. გ------- ჩ--------ე (ბ----–--ე) -(არ გამოცხადნენ)
4. ბ------ მ-----–--ის უფლებამონაცვლე - ე------ მ-----–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ზეპირი მოსმენის განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1. სს „მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების თ---------- მ-------ის, ბ--- მ-------ის, გ------- ჩ--------ის (ბ----–--ე) და ბ------ მ-----–--ის უფლებამონაცვლე - ე------ მ-----–--ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
სარჩელის თანახმად, 2014 წლის 26 სექტემბერს შპს „მ----------------- ო---------–-- კ-------სა“ და თ---------- მ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 3000.00 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 1.60% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-3.8. პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 150 დღემდე.
2. 2014 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა: ბ--- მ-------ემ, გ------- ბ----–--ემ (ჩ--------ე) და ბ------ მ-----–--ემ (აწ. გარდაცვლილი პირი), იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხირდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
მსესხებელსა და თავდებებს არაერთხელ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი. მოპასუხეთა მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოგვიანებით დადგენილ იქნა, რომ ერთ-ერთი თავდები ბ----- მ-----–--ე გარდაიცვალა, ხოლო 08/07/2009 წლიდან ქონება ირიცხება ოჯახის წევრის ე----- მ-----–--ის სახელზე. მოპასუხე გ------- ბ----–--ემ კი ვალდებულების შესრულებისთვის თავის არიდების მიზნით შეიცვალა გვარი- ჩ--------ედ და უძრავი ქონებებიც გადააფორმა სხვა პირებზე.
3. სარჩელის აღძვრის დღისთვის მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ - 4242.54 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი საიდანაც: 2470.55 აშშ დოლარი - არის ძირი თანხა; 686.42 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი; 117.00 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა; 949.84 აშშ დოლარი - 0.27 % ერთჯერადი ჯარიმა ძირ თანხაზე; 18.73 აშშ დოლარი კი - საკომისიო.
4. მოპასუხე თ---------- მ-------ეს და შპს „მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ შორის 2014 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა ინდივიდუალურად „განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ №406d98c121 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განვადების ლიმიტად დაუმტკიცდა – 820 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს. აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა. „განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულების. 5.1–პუნქტით, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაუმეტეს 150 დღემდე. თ---------- მ-------ეს 2015 წლის ივლისის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია.
2016 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით თ---------- მ-------ის ბარათებზე დავალიანება შეადგენს – 755.93 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. საიდანაც, 527.15 აშშ დოლარი – არის ძირი თანხა; 15.28 აშშ დოლარი – სიცოცხლის დაზღვევის თანხა; 213.50 აშშ დოლარი – 0.27% ერთჯერადი ჯარიმა ძირ თანხაზე. რაც მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი.
5. შპს „მ---------------- ო--------–-- კ-------მ“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ამჟამად საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკიმერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხულია სს „მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ საფირმო სახელით.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს: 1. გარდაცვლილი პირის ბ----- მ-----–--ის უფლებამონაცვლე პირად დადგენილ იქნას მისი ოჯახის წევრი, მემკვიდრე – მოპასუხე ე----- მ-----–--ე; 2. მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს, ე----- მ-----–--ეს, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების – 4242.54 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა; 3. მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს, ე----- მ-----–--ეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის – 127.28 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის, 22 ლარის – საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის და ასევე 84 ლარის – სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის (უძრავი ქონების ამონაწერის განახლების და უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების რეგისტრაციის საფასური სულ 256 ლარი) გადახდა; 4. მოპასუხე თ---------- მ-------ეს ინდივიდუალურად დაეკისროს 2014 წლის 26 სექტემბრის საგანვადებო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სს „მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ სასარგებლოდ, არსებული დავალიანების – 755.93 (შვიდას ორმოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეებს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რომელიც მოპასუხე ბ--- მ-------ეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 20 იანვარს, მანვე ჩაიბარა გზავნილი მამის - თ---------- მ-------ისთვის გადასაცემად 2017 წლის 20 იანვარს, მოპასუხე გ------- ჩ--------ის (ბ----–--ე) დედას - ლ--- ჩ--------ეს (პ/ნ 6----------) ჩაბარდა 2017 წლის 10 თებერვალს, ხოლო მოპასუხე ე----- მ-----–--ემ 2017 წლის 20 იანვარს გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა. ბ--- მ-------ეს, თ---------- მ-------ეს და ე----- მ-----–--ეს 2017 წლის 30 იანვრის (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით) ჩათვლით, 24:00 საათამდე, გ------- ჩ--------ეს 2017 წლის 20 თებერვლამდე, მაგრამ მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის და არც მისი წარდგენის ვადის გაგრძელება უშუამდგომლებიათ.
მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, მათ არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის და არც მისი წარმოდგენის ვადის გაგრძელება უშუამდგომლებიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 2321. -ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
8. 09.03.2017 წ. განჩინებით სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლო სხდომის დანიშვნა. მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს სხდომის თარიღი ეცნობათ საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მიუხედავად ამისა, ისინი არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებიათ სასამართლოსათვის.
9. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე გაიხმო სარჩელი მოპასუხე ე------ მ-----–--ის (ბ------ მ-----–--ის უფლებამონაცვლე) მიმართ და შესაბამისად მის მიმართ მოთხოვნა დარჩა განუხილველად.
10. ამავე სხდომაზე მანვე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: 1. მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს(ბ----–--ე) სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების – 4242.54 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა; 2. მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის – 127.28 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის, 22 ლარი – საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის და ასევე 84 ლარი – სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის (უძრავი ქონების ამონაწერის განახლების და უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების რეგისტრაციის საფასურის, სულ 256 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე თ---------- მ-------ეს ინდივიდუალურად დაეკისროს 2014 წლის 26 სექტემბრის საგანვადებო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სს „მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ სასარგებლოდ, არსებული დავალიანების – 755.93 (შვიდას ორმოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა, ასევე 100 ლარი გადახდილი სახბაჟის სანაცვლოდ.
ამასთან, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
11. სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე-465-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე-893-ე, 895-ე-896-ე, 902-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
12. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრებიდან შესაბამისი მოგების მიღება. კრედიტის მიმღების მიერ, კრედიტის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, საკრედიტო ორგანიზაცია, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაბრუნებულ კრედიტს გამოიყენებს სარგებლის მისაღებად.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება, არ გადაიხადეს კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც მოთხოვნა ძირითადი თანხის, სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის, ასევე საკომისიოს სოლიდარულად დაკისრების თაობაზე 2014 წლის 26 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, იურიდიულად გამართლებულია, რაც ამ ნაწილში აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
შესაბამისად, მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს (ბ----–--ე) სს „მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ძირი თანხის - 2470.55 აშშ დოლარის, 686.42 აშშ დოლარი-სესხზე დარიცხული პროცენტის, 117 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა, 18.73 აშშ დოლარი - საკომისიოს გადახდა.
13. მოპასუხე თ---------- მ-------ეს 2014 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული „განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ №406d98c121 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,მ---- კ-------’’-ს სასარგებლოდ კი, ინდივიდუალურად, უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის- 527.15 აშშ დოლარის, 15.28 აშშ დოლარის - სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხის გადახდა.
14. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 0.1 %-მდე, შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 2014 წლის 26 სექტემბრის სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 351.79 აშშ დოლარით, ხოლო თ---------- მ-------ის მიმართ 2014 წლის 26 სექტემბრის „განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ №406d98c121 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 79.07 აშშ დოლარით.
15. სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 347.51 ლარის ოდენობით სოლიდარული ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე და 100 ლარი №406d98c121 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე თ---------- მ-------ის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურების ვალდებულება. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს (ბ----–--ე) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 398,52 ლარის, ხოლო მოპასუხე თ---------- მ-------ეს ინდივიდუალურად - 82,22 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს (ბ----–--ე) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 150 ლარის გადახდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის და ასევე – სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის (უძრავი ქონების ამონაწერის განახლების და უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
16. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე თ---------- მ-------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, წ-- ს----ის ქუჩა, შესახვევი მე-2, N-- (ყოფ. მ-----–----ის ქ. მე-2 შეს. N--); დაზუსტებული ფართობი: 763.00 კვ.მ. ს/კ: 0----------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ხოლო მოპასუხე ბ--- მ-------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ბ--------ის რაიონი, სოფელი დ---; დაზუსტებული ფართობი: 4025.00 კვ,მ; საკადასტრო კოდი: 3-----------. - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 230-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ (წარმომადგენელი ქ------- ყ---–----) შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სს „მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.1. მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს (ბ----–--ე) სს „მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3644.49 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2470.55 აშშ დოლარი, 686.42 აშშ დოლარი -სესხზე დარიცხული პროცენტი, 117 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა, 351.79 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო ძირზე ერთჯერადი, 18.73 აშშ დოლარი - საკომისიო;
3. მოპასუხეებს თ---------- მ-------ეს, ბ--- მ-------ეს, გ------- ჩ--------ეს (ბ----–--ე) სს „მ----------------- ო---------–-- კ-------“ -ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 398,52 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე თ---------- მ-------ეს სს ,,მ---- კ-------’’-ს სასარგებლოდ, ინდივიდუალურად, დაეკისროს 621.5 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 527.15 აშშ დოლარი, 15.28 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა, 79.07 აშშ დოლარი- ერთჯერადი პირგასამტეხლო;
5. თ---------- მ-------ეს სს ,,მ---- კ-------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 82.22 ლარის ანაზღაურება;
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე თ---------- მ-------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, წ-- ს----ის ქუჩა, შესახვევი მე-2, N-- (ყოფ. მ-----–----ის ქ. მე-2 შეს. N--); დაზუსტებული ფართობი: 763.00 კვ.მ. ს/კ: 0----------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ხოლო მოპასუხე ბ--- მ-------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ბ--------ის რაიონი, სოფელი დ---; დაზუსტებული ფართობი: 4025.00 კვ,მ; საკადასტრო კოდი: 3-----------. - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელად.
7. გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოს მოპასუხეებს და განემარტოთ, რომ უფლება აქვთ გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით, ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში;
8. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე