გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.08.2018
საქმის ნომერი
120210118002543359
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
20.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 120210118002543359 -2/571-18წ

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 აგვისტო 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლეგია ბერაია

მოსარჩელე: სს ,,კ------------- "

წარმომადგენელი: ზ---–----------ე

მოპასუხე: ზ----------------–---–ი

მოპასუხე: ზ------------–-----ი

მოპასუხე: ს----–-----------–---–ი

მოპასუხე: გ---------–-----ე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 13 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა სს ,,კ-------------ს” წარმომადგენელმა ზ---–----------ემ ზ----------------–---–ის, ზ------------–-----ის, სოსლანი ჯერანაშვილის და გ---------–-----ის მიმართ და ითხოვა:

 

- მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 14865,93 (თოთხმეტი ათას რვაას სამოცდახუთი მთელი ოთხმოცდაცამეტი მეასედი) ლარის გადახდა, საიდანაც 12096,35 (თორმეტი ათას ოთხმოცდათექვსმეტი მთელი ოცდათხუთმეტი მეასედი ) ლარი არის ძირითადი თანხა, 2229,13 (ორი ათას ორას ოცდაცხრა მთელი ცამეტი მეასედი) ლარი არის დარიცხული პროცენტი, 474,33 ( ოთხას სამოცდათოთხმეტი მთელი ოცდაცამეტი მეასედი) ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 66,12 (სამოცდაექვსი მთელი თორმეტი მეასედი) ლარი არის დარიცხული ჯარიმა/პირგასამტეხლო.

- მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის 723,38 ლარის გადახდა, საიდანაც: 50 ლარი წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილ სახ. ბაჟს, 467,38 ლარი არის საქმის განხილვისთვის გადასახდელი ბაჟი, 22 ლარი საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლების საფასური (ორი ამონაწერი), 42 ლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასური, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში 42 ლარი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორ უძრავ ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურს (თითოეული 21 ლარი), 100 ლარი არის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადასახდელი ბაჟი (ავტომანქანების ძებნა–დაკავებაზე რეგისტრაციის საფასური).

- გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 19 დეკემბერს N1------------- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა ზ-----------------–---–-- მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 20 000 (ოცი ათასი)ლარი 36 თვის ვადით, სესხის კლებადი ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით 1.75% .

 

სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა ს----–------------–--–---- 2016 წლის 15 დეკემბერს ხოლო ზ------------–-----თან და გ---------–-----ესთან 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 28050 (ოცდა რვა ათას ორმოცდაათი)ლარის ოდენობით.

 

სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირითანხის 0,27% -ის ოდენობით 275 დღის განმავლობაში.

 

2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით სოლიდარული მოპასუხეების სახელზე არსებული სოლიდარული დავალიანება შეადგენს 14865,93 ლარს, საიდანაც 12096,35 ლარი არის ძირი თანხა, 2229,13 ლარი არის დარიცხული პროცენტი, 5474,33 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 66,12 ლარი არის დარიცხული ჯარიმა/ პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დაევალა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომ ჩაებარებინა მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები და სასამართლოში წარმოედგინა მისი დამადასტურებელი მტკიცებულება ორი თვის ვადაში.

 

სარჩელზე მოპასუხეებს შესაგებელი არ შემოუტანიათ.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებს სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი გ---------–-----ეს ჩაბარდა 2018 წლის 21 ივლისს, ხოლო დანარჩენ სხვა მოპასუხეს 2018 წლის 24 ივლისს. მოპასუხეები გაფრთხილებული იქნენ, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10 (ათი) დღიან ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის თანახმად გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გ---------–-----ეს სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდა 2018 წლის 21ივლისს (ჩაიბარა პირადად იხ. მტკიცებულება - ჩაბარების დასტური N0----------). ზ-----------------–---–- სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდა 2018 წლის 24 ივლისს (ჩაიბარა პირადად იხ. მტკიცებულება - ჩაბარების დასტური N0----------). ს----–------------–---–- სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდა 2018 წლის 24 ივლისს (ჩაიბარა ზ---------------–---–-- ძმამ იხ. მტკიცებულება - ჩაბარების დასტური N0----------). ასევე ზ------------–-----ის სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდა 2018 წლის 24 ივლისს (ჩაიბარა ქ---------------–------- მეუღლემ იხ. მტკიცებულება - ჩაბარების დასტური N0----------). შესაბამისად, მოაპსუხეებს შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 (ათი) დღიანი ვადის ათვლა დაიწყოთ სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, გ---------–-----ის შემთხვევაში ე.ი. 2018 წლის 22 ივლისიდან ხოლო დანარჩენი მოპასუხეების შემთხვევაში 2018 წლის 25 ივლისიდან და საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2018 წლის 02 აგვისტოს და 2018 წლის 05 აგვისტოს. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, იმავდროულად არ მოუმართავთ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

 

მოპასუხე მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოსათვის არაა ცნობილი რაიმე ისეთი გარემოება დაუძლეველი ძალის ან სხვა მოვლენების შესახებ, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) სასამართლოსადმი დროულად წარმოდგენისათვის, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე მხარეს შესაგებელის წარმოსადგენად გზავნილი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს შესაგებელის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალე მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

წარმოდგენილ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 201-ე, 2321-237-ე, 268-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,კ-------------ს" ს/ნ 2-------- სარჩელი.

 

2. მოპასუხეებს ზ----------------–---–ს(პ/ნ-----------), ზ------------–-----ს (პ/ნ4----------), ს----–-----------–---–ს(პ/ნ4----------) და გ---------–-----ეს(პ/ნ 4----------) სოლიდარულად დაეკისროთ 14865,93 (თოთხმეტი ათას რვაას სამოცდახუთი მთელი ოთხმოცდაცამეტი მეასედი) ლარის გადახდა, საიდანაც 12096,35 (თორმეტი ათას ოთხმოცდათექვსმეტი მთელი ოცდათხუთმეტი მეასედი ) ლარი არის ძირითადი თანხა, 2229,13 (ორი ათას ორას ოცდაცხრა მთელი ცამეტი მეასედი) ლარი არის დარიცხული პროცენტი, 474,33 ( ოთხას სამოცდათოთხმეტი მთელი ოცდაცამეტი მეასედი) ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 66,12 (სამოცდაექვსი მთელი თორმეტი მეასედი) ლარი არის დარიცხული ჯარიმა/პირგასამტეხლო.

 

3. მოპასუხეებს ზ----------------–---–ს(პ/ნ-----------), ზ------------–-----ს (პ/ნ4----------), ს----–-----------–---–ს (პ/ნ4----------) და გ---------–-----ეს (პ/ნ 4----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის 723,38 ლარის გადახდა, საიდანაც: 50 ლარი წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილ სახ. ბაჟს, 467,38 ლარი არის საქმის განხილვისთვის გადასახდელი ბაჟი, 22 ლარი საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლების საფასური (ორი ამონაწერი), 42 ლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასური, 42 ლარი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორ უძრავ ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასური (თითოეული 21 ლარი), 100 ლარი აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადასახდელი ბაჟი (ავტომანქანების ძებნა–დაკავებაზე რეგისტრაციის საფასური).

 

4. მოპასუხეებს განემარტოთ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62), 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე გია ბერაია