გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/32360-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.08.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - გო---–-----–---–ი
წარმომადგენელი - არჩ--–------–-–---–ი
მოპასუხე - ნატ--–-----------–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნატ--–-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–--------–--–-------------------------------------–-------------------------- (ს/კ N 01.------------------------ და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე გო---–-----–---–ს.
1.2. ნატ--–-----------–---–ს გო---–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება 2017 წლის 06 ოქტომბრიდან უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე, ყოველთვიურად 680 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხემ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქა-–--------–--–-------------------------------------–------------------------- (ს/კ N 01.------------------------ მესაკუთრედ რეგისტირებულია გო---–-----–---–ი, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქარტველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურის N A----------------, დამოწმების თარიღი: 0----------
3.2.2 დადგენილია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქა-–--------–--–-------------------------------------–------------------------- (ს/კ N 01.------------------------ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე.
3.2.3 დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის თანახმად, სადავო საცხოვრებელი ბინის საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს ყოველთვიურად 680 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 312-ე, 168-ე, 982-ე, 976-ე, 986-ე, 987-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს დისპოზიციურობა, რომელიც მხარეებს ანიჭებს საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, რომლის საშუალებითაც მოპასუხის მიერ ხდება თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ნატ--–-----------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ აღიარა მის მიერ სადავო უძრავი ქონების, მდებარე: ქა-–--------–--–-------------------------------------–-------------------------- (ს/კ N 01.------------------------ უკანონოდ ფლობის ფაქტი.
6.4 მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება მოპასუხის მიერ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანი, რაც გამოიხატებოდა ნივთის უკანონო ფლობის გამო მოსარჩელისათვის ფაქტობრივად დამდგარ ქონებრივ დანაკლისში, მისი ქონების შემცირებაში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხის ქონების გაზრდის გზით მისი უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, ანუ სახეზე არაა შესრულების კონდიქციის შემთხვევა. ნივთის უკანონო მფლობელობა, თავისი შინაარსით, არ გულისხმობს არამართლზომიერი მფლობელის მიერ რაიმე სარგებლის ფაქტობრივ მიღებას, შეძენას, რაც სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მიმღების მიმართ დაბრუნების მოთხოვნის წაყენების საფუძველია.
ასევე არ იკვეთება მიღებული სარგებლის დაბრუნების შესაძლებლობა ვინდიკაციის წესებიდან გამომდინარე, რადგან სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი არ აწესრიგებს შემთხვევას დაბრუნების შეუძლებლობისას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სარჩელზე. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. 41-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით და კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება. საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ვინდიკაციურ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 120 ლარით, ხოლო, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 734 ლარს. ვიდაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, მე-40, 41-ე, 49-ე, 53-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე,, 364-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გო---–-----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფიდეს
1.1. ნატ--–-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–--------–--–-------------------------------------–-------------------------- (ს/კ N 01.------------------------ და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე გო---–-----–---–ს
1.2. გო---–-----–---–ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს
2. გო---–-----–---–ს დაუბრუნდეს არჩ--–------–-–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი, რომელიც გადახდილია 2017 წლის 13 ნოემბერს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №1) .
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე