გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210116001390979
#2-1771/2016
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05/07/2018 წელი ქ.ბათუმი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა კოლეგია
მოსამართლე სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე): შპს ,,მი-–-------"
წარმომადგენელი: ამ----- ც-–--–--ე
მოპასუხე: (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"
წარმომადგენელი: ირ---–- სუ--------, და---- მე-----, და----– ხი------
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"-ს მოსარჩელის შპს ,,მი-–-------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო 300 000 აშშ დოლარის ოდენობით და მიუღებელი შემოსავლისათვის 10 000 000 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ აიღო ვალდებულება 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, საკუთრებაში რეგისტრაციის და გაყიდვის უფლების მოპოვებიდან უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შპს ,,მი-–-------"-სათვის მიყიდვა.
- 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს მიერ შეძენილ იქნა რა 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, 2015 წლის 16 ივლისიდან მას წარმოეშვა მიწის ნაკვეთის მიყიდვის ვალდებულება შპს ,,მი-–-------"-სათვის. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება
- მხარეთა შორის 2015 წლის 06 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, ,,გამყიდველი" (მოპასუხე), თუ დაარღვევდა ხელშეკრულების პირობას და უ7არს განაცხადებდა უძრავი ქონების მიყიდვაზე, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 300 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე დრემდე არც ვალდებულებას ასრულებს და არც პირგასამტეხლოს იხდის, რითაც მოსარჩელეს ადგება ზიანი.
- მოპასუხეს სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს რომ ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა, შპს ,,მი-–-------" სუფთა მოგების სახით მიიღებდა დაახლოებით 13 000 000 აშშ დოლარის შემოსავალს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------" სარჩელს არ ცნობს. მისი პოზიცია ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:
- სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ აიღო ვალდებულება, ქონების შესყიდვიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდენდა მის მოსარჩელეზე მიყიდვას და არა ,,საკუთრებაში რეგისტრაციის და გაყიდვის უფლების მოპოვებიდან", როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს.
- 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს მიერ შეძენილ იქნა რა 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ. თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისათვის შეძენილი ქონების მიყიდვის ვალდებულება. ამისათვის აუცილებელი იყო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა, მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან ერთად შემძენზე გადადიოდა ვალდებულებაც. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წინააღმდეგია შეძენილი მიწის ნაკვეთის გასხვისების და მოითხოვს ვალდებულების შესრულებას შემძენისაგან - მოპასუხისაგან. ამდენად, მოპასუხეს არ აქვს უფლება შეძენილი მიწის ნაკვეთის გასხვისების.
- მხარეებს შორის 2015 წლის 06 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების (პუნქტი 1.1.) თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო შეეძინა ქონება მოპასუხისაგან 7 დღის ვადაში ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან. მოსარცელემ არ მომართა მოპასუხეს, რის გამოც მოპასუხემ აიღო კრედიტი და თვითონ გადაუხადა მიწის ნაკვეთის ღირებულება გამყიდველს - აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
- მოპასუხეს უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, შედგენილია დოკუმენტები, სამშენებლო პროექტი, მიმართული აქვს ბათუმის მერიისადმი მშენებლობის ნებართვის მისაღებად და მზად არის შეასრულოს 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები.
3. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით):
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულება.
შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელის წარმომადგენლები თავის მოთხოვნებს ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:
- 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, ს/კ #05.24.05.1--, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-" მოახდენდა ამ ნაკვეთის შპს ,,მი-–------ზე" გასხვისებას, 2015 წლის 06 აპრილისათვის წარმოადგენდა აჭარის ა.რ. საკუთრებას, ამ მომენტში მიმდინარეობდა ელექტრონული აუქციონი, და თუ სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-" გაიმარჯვებდა და სრულად დაფარავდა ნასყიდობის საფასურს, მაშინ გახდებოდა ამ ქონების მესაკუთრე. ამდენად, მიწის ნაკვეთი 2015 წლის 06 აპრილისათვის წარმოადგენდა სამომავლო ქონებას და არ იყო სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს საკუთრება.
- სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ გაიმარჯვა აუქციონზე, გაფორმდა 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, გადაიხადა 939 000 აშშ დოლარი და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ 2015 წლის 22 აპრილს. ამავე ხელშეკრულებით, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ იკისრა ვალდებულება შეძენილ მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა მრავალფუნქციური 24 სართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დაებანდებინა არანაკლებ 9 000 000 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-" არებული ვალდებულებების შესრულებამდე ვერ განახორციელებდა შეძენილი მიწის ნაკვეთის გასხვისებას. უფლებამოსილი იყო მხოლოდ დაეტვირთა ქონება იპოთეკით, ისიც აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი მას უარი უთხრა გასხვისების თანხმობის გაცემაზე.
- შპს ,,მი-–-------"-მ თავი აარიდა აუქციონზე მონაწილეობას ზედმეტი ხარჯების აცილების მიზნით, მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 06 აპრილს, როცა უკვე აუქციონი მიმდინარეობდა. ამ მოქმდებით დადებული გარიგება ეწინააღმდეგება კონკურენციის შესახებ კანონით დადგენილ საჯარო წესრიგს, ბაზრის კონკურენციას.
- 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულებით, მხარეები არსებით პირობებზე ვერ შეთანხმდებოდნენ, ქონება წარმოადგენდა სამომავლო საკუთრებას, ხოლო ვერც შპს ,,მი-–-------" ადასტურებს რაიმე მტკიცებულებით, რომ მას გააჩნდა შესაბამისი ფინანუსური რესურსი.
- საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფა, რითაც სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-" განიცდის ზიანს, კარგავს 10 703 921 ლარის სემოსავალს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი განიცდის ზიანს დღგ-ს გადასახადის სახით 1 632 801 ლარის ოდენობით.
- 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულება წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ეწინააღმდეგება კანონს.
4. მოპასუხის პოზიცია შეგებებული სარჩელის მიმართ:
4.1. შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
- მოპასუხე მიუთითებს, რომ 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულებით სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ აიღო ვალდებულება გარკვეული პირობების შესრულებისას მიეყიდა შეძენილი ქონება შპს ,,მი-–-------"-სათვის. 2015 წლის 22 აპრილს უკვე ქონება იყო ,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს საკუთრებად რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. არანაირი თანხმობა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან საჭირო არ იყო, ასეთი პირობა-აკრძალვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში რეგისტრირებული არ არის.
- მხარეთა შორის არსებული შეთანხმება არანაირ კონკურენციას, კანონის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება და არ არსებობს გარიგების ბათილობის საფუძველი. სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ დაარღვია აღებული ვალდებულება და ამით მიაყენა ზიანი შპს ,,მი-–-------"-ს.
5. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ მათ შორის 2015 წლის 06 აპრილს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, შესაგებლები, შეგებებული სარჩელი, შესაგებელი შეგებებული სარჩელის მიმართ;
- მხარეთა განმარტებები.
5.1.2. 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს მიერ აჭარის ა.რ. მთავრობისაგან შეძენილ იქნა აჭარის ავტონომიური რსპუბლიკის საკუთრებაში არსებული 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, გადაიხადა 939 000 აშშ დოლარი და შეძენილი ქონება სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს საკუთრებაში საჯარო რეესტრში აღირიცხა 2015 წლის 22 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
5.1.3. 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ იკისრა ვალდებულება შეძენილ მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა მრავალფუნქციური 24 სართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დაებანდებინა არანაკლებ 9 000 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება;
5.1.4. სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, არასათანადო მოპასუხე - სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-" შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"-თ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
5.1.5. საქმეზე, სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებულია უზრუნველყოფა, რომლითაც სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, ს/კ #05.24.05.1--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინება;
5.1.6. მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ დღეის მდგომარეობით, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს არ აქვს მიღებული მშენებლობის ნებართვა და შეძენილ 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, ს/კ #05.24.05.1--, - არ მიმდინარეობს რაიმე სახის მშენებლობა. თუმცა სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს მიმართული აქვს მშენებლობის ნებართვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:
- 2015 წლის 06 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ თუ არა მის არსებით პირობებზე;
- დაარღვია თუ არა სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ 2015 წლის 06 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება;
- მხარეთა შორის 2015 წლის 06 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულება არის თუ არა კანონსაწინააღმდეგო გარიგება, რაც იწვევს მის ბათილობას;
- ჰქონდა თუ არა უფლება სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეესრულებინა 2015 წლის 06 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და შეძენილი ქონება მიეყიდა შპს ,,მი-–-------"-სათვის;
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები განსხვავებულად განმარტავენ 2015 წლის 06 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულების შინაარსს, ასევე თუ რამდენად კანონსაწინააღმდეგოა ეს გარიგება და 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებას იმ ნაწილში, რომ ჰქონდა თუ არა უფლება სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შეძენილი ქონების შპს ,,მი-–-------"-სათვის მიყიდვის ნაწილში.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკითხები სამართლებრივი შეფასების კატეგორიას მიეკუთცვნება და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
5.2.1. დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს მიერ აჭარის ა.რ. მთავრობისაგან შეძენილ იქნა აჭარის ავტონომიური რსპუბლიკის საკუთრებაში არსებული 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, და შეძენილი ქონება სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს საკუთრებაში საჯარო რეესტრში აღირიცხა 2015 წლის 22 აპრილს, მოსარჩელე შპს ,,მი-–------მა" არაერთხელ მოითხოვა მისგან 2015 წლის 06 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულების თანახმად, შეძენილი ქონების მასზე მიყიდვა გადახდილი 939 000 აშშ დოლარის ანაზღაურებით, რაზედაც მას სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ უარი უთხრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.06.2015წ., 12.11.2015წ., 18.12.2015წ., 19.07.2017წ., 12.07.2017წ., შპს ,,მი-–-------"-ს წერილები სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-სადმი;
- 21.11.2015წ., 26.06.2015წ., 22.06.2017წ., სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს წერილობითი პასუხები სპს ,,მი-–-------"-სადმი;
- მხარეთა განმარტებები;
5.2.2. დადგენილია, რომ სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს 16.02.2016წ. მიმართვის საფუძველზე, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მოითხოვს მისგან 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილი სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს 16.02.2016წ. მიმართვის პასუხად;
5.2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო სეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა პირდაპირ არ იწვევს თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებას. ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს და მისცეს სამართლებრივი შეფასება მის საფუძვლიანობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
6.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მი-–-------"-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"-ს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ:
6.1.1. შპს ,,მი-–-------"-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"-ს მოსარჩელე შპს ,,მი-–-------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 300 000 აშშ დოლარის გადახდა.
6.1.2. შპს ,,მი-–-------"-ს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით 10 000 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6.1.3. სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
7. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს კანონი ,,კონკურენციის შესახებ".
- ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. წინამდებარე შემთხვევაშიც სადაოა საკუთრების უფლების ობიექტის გასხვისების კანონიერების საკითხი, ამიტომ დავის გადაწყვეტა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკუთრების უფლების რეალიზაციის პრობლებემთან. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
სასამართლო გამარტავს, რომ საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია. საკუთრება ადამიანის იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც საფუძველს უყრის დემოკრატიულ და სოციალურ სახელმწიფოს, იგი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა სახელმწიფოში საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და მეწარმეობის განვითარებისა. საკუთრების შეძენისა თუ შენარჩუნების მიზნით სუბიექტები მონაწილეობენ სხვადასვა სამართალურთიერთობებში. საკუთრება ასოცირდება პირის დამოუკიდებლობასთან. მესაკუთრეს დამოუკიდებლად, მესამე პირების გარეშე შეუძლია საკუთრების უფლებით სარგებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულება წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ეწინააღმდეგება კანონს. კერძოდ, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს ,,კონკურენციის შესახებ" და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონს. მისი შეფასებით, მას არ ჰქონდა უფლება სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეესრულებინა 2015 წლის 06 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და შეძენილი ქონება მიეყიდა შპს ,,მი-–-------"-სათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს ამტკიცოს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა და მათი გაბათილების გზით მოითხოვოს საკუთრების უფლების აღდგენა. ამ საკითხის გარკვევისათვის აუცილებელია გაირკვევეს გარიგების დადების სამართლებრივი საფუძვლები და მათი შესაბამისობა კანონით დადგენილ წესსთან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლით ,,უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით: ,,ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს მიერ აჭარის ა.რ. მთავრობისაგან შეძენილ იქნა აჭარის ავტონომიური რსპუბლიკის საკუთრებაში არსებული 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, გადაიხადა 939 000 აშშ დოლარი და შეძენილი ქონება სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს საკუთრებაში საჯარო რეესტრში აღირიცხა 2015 წლის 22 აპრილს.
6.4. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 16 აპრილის #17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ იკისრა ვალდებულება შეძენილ მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა მრავალფუნქციური 24 სართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დაებანდებინა არანაკლებ 9 000 000 აშშ დოლარი, არც საქართველოს კანონი ,,კონკურენციის შესახებ" და არც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონი, მათი რომელიმე ნორმატიული დანაწესი ან მთლიანად ამ კანონების ზოგადი შინაარსი არ უკრძალავს მესაკუთრეს საკუთრების განკარგვას. რათქმაუნდა, ამ შემთხვევაში, შემძენზე გადადის ის ვალდებულებები, რაზედაც იქნა გაფორმებული 2015 წლის 16 აპრილის ხელშეკრულება. ამდენად, 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს ბათილ გარიგებას, არ ეწინააღმდეგება კანონს.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე, 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2015 წლის 06 აპრილის გარიგება ეწინააღმდეგება კანონს.
დადგენილია, რომ მხარეებისათვის, 2015 წლის 06 აპრილის გარიგების დადებისას ცნობილი იყო მიმდინარე პირობებიანი აუქციონის შესახებ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში, შემდგომში გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს უნდა ეკისრა ვალდებულება, რათა შეძენილ მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა მრავალფუნქციური 24 სართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დაებანდებინა არანაკლებ 9 000 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, შეძენილი ქონების შპს ,,მი-–------ზე" საკუთრებაში გადაცემისას მასზე გადავიდოდა ეს ვალდებულებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი გარიგება არაა უცილოდ ბათილი გარიგება. მსგავსი გარიგება საცილო გარიგებაა. მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს არც მოტყუებით დადებული გარიგების კვალიფიკაცია. ანუ საქ. სკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია, დასახელებული ნორმით ,,თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------" არ მიუთითებს მოტყუებაზე, ან სხვა საფუძვლებზე, ის მოითხოვს გარიგების ბათილად ცნობას, რადგან მისი შეფასებით ეს არის კანონსაწინააღმდეგო გარიგება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.5. შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------" სადავოდ ხდის 2015 წლის 06 აპრილის გარიგებას.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლინებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონების საკუთრება გადასცეს მყიდველს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება არის ორი ან მეტ პირს შორის დადებული გარიგება და მის დასადებად ცალმხრივი ნების გამოვლინება არაა საკმარისი. მისი ნამდვილობისათვის სავალდებულოა ორივე მხარემ ერთმანეთს შეათანხმოს გარიგების პირობები და შეთანხმების შემდეგ ნების გამოვლენის თაობაზე შედგნილ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი. ასეთი პირობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, ,,1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შინაარსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გარიგების მონაწილეებმა ნამდვილი ნება დაფარონ სხვა გარიგებით. მხარეთა ნება, მათი სურვილი მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ. თვალთმაქცური გარიგების დადების დროს მხარეები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, ამასთან მხარეებს სურთ სხვა გარიგების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში გარიგების დადებისას მხარეების მიზანი ნათელია და ბუნდოვანი არაა. მოსარჩელემ მოპასუხეს დაპირდა, რომ აუქციონზე ქონების შეძენისას მიყიდდა მას. ხელშეკრულების დადება თავისუფლალია და მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი სახის გარიგება, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობას. ამ შემთხვევაში მხარეებს არც რაიმე დაუფარავათ და არც სხვა გარიგების მოსაჩვენებლად არ დაუდვიათ გარიგება.
6.6. საქ. სკ-ის 90-ე მუხლით ,,პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე”.
ამავე კოდექსის 92-ე მუხლით ,,ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია”.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების მონაწილეები ხშირად გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას უკავშირებენ განსაზღვრული გარემოების არსებობას. გარიგების შედეგების დადგომა ამ გარემოებების არსებობაზეა დამოკიდებული. პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე ანდა გარიგების შეწყვეტა ხდება ამ მოვლენის დადგომისთანავე. გარიგება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება პირობითად თუ მისი ნამდვილობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე. ე.ი.ისეთ მოვლენაზე, რომელიც მომავალში უნდა დადგეს, მაგრამ ჯერ გაურკვეველია დადგება თუ არა ეს მოვლენა სინამდვილეში.
იურიდიულ მეცნიერებაში არსებობს ტერმინი ”გარიგება გაუქმების პირობით”. ასეთ პირობით გარიგებას მაშინ აქვს ადგილი, როცა შეთანხმებული პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღდგენას გარიგების დადებამდე არსებული მდგომარეობისა. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები შეთანხმდენ სამომავლო პირობაზე. კერძოდ: უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შემთხვევაში, შეძენილი ქონება მიეყიდა შპს ,,მი-–-------"-სათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 92-ე მუხლი ბათილად აცხადებს ისეთ პირობით გარიგებას, რომელიც საქ. სკ-ის 90-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი გარიგებისაგან განსხვავებით, შედეგს აკავშირებს წარსულში ან აწმყოში არსებულ პირობასთან. სწორედ ასეთ პირობას ჰქვია ნებაზე დამოკიდებული პირობა. წარსულში და აწმყოში არსებული პირობა არაა სამომავლო და უცნობი მოვლენა, ამიტომ ის არ ითვლება პირობით გარიგებად. ასეთ პირობაზე გარიგების დაკავშირებას კანონი აცხადებს ბათილად. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 06 აპრილს დადებული გარიგება არ წარმოადგენს წარსულში ან აწმყოში არსებულ პირობას და ბუნებრივია იგი არც ნებაზე დამოკიდებული გარიგება არაა. შესაბამისად მხარეთა შორის დადებული გარიგება არ შეიცავს საქ. სკ-ის 92-ე მუხლით დადგენილ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილშიც არ არასებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტებს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. ნასყიდობაში ვალდებულების არსებობა ნასყიდობის ფასის დროულად, დათქმულ დროს გადახდას გულისხმობს. ნასყიდობასთან დაკავშირებული გარიგება ხელშეკრულებაა და მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია მყიდველისა და გამყიდველის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით ნების თავისუფალი გამოვლინება. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან ნასყიდობის არსებით პირობებზე და არსებითი პირობების შეთანხმების შემდეგ გამოხატავენ ნებას ხელშეკრულების დადებაზე, რის შემდეგაც ერთი მხარე მეორე მხარეს გადასცემს ნასყიდობის საფასურს. თავის მხრივ გამყიდველი ღებულობს ვალდებულებას დათქმულ დროს საკუთრებაში გადასცეს გასხვისებული ნივთი. ნასყიდობის ხელშეკრულების დროს კრედიტორი შეზღუდულია სანაცვლო ვალდებულებებით - ფასის მიღების შემდეგ ნივთზე გადასცეს საკუთრების ნამდვილი უფლება.
დადგენილია რომ, მას შემდეგ, რაც სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-მ აუქციონზე შეიძინა ქონება და უარი განუცხადა შპს ,,მი-–------"-ს მის მიყიდვაზე, მხარეებს შორის შეიქმნა ურთიერთობის ე.წ. ვაკუუმი.
საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს გარიგებიდან, რომლითაც მოპასუხე დაპირდა მოსარჩელეს, რომ მიყიდდა ქონებას, თუ მას შეიძენდა. შესაბამისად მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ შეიძინა ქონება, წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და უარი უთხრას ქონჯების მიყიდვაზე, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულებით, პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები სეთანხმებულნი არიან, რომ თუ მოპასუხე არ მიყიდდა ქონებას მოსარჩელეს, ან მოსარცელე არ შეიძენდა მისგან ქონებას, გადაიხდიდნენ ერთჯერად პირგასამტეხლოს 300 000 აშშ დოლარის ოდენობით. როგორც დადგენილია, მოპასუხემ არ სეასრულა სეტანხმება და არ მიყიდა მოპასუხეს ქონება, რაც ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს და არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. მხარეები არ დავობენ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია 300 000 აშშ დოლარით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მი-–-------"-ს სარჩელი ამ ნაწილშისაფუძვლიანია და მოპასუხე სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"-ს მოსარჩელე შპს ,,მი-–-------"-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 300 000 აშშ დოლარის გადახდა.
6.9. რაც შეეხება შპს ,,მი-–-------"-ს მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით 10 000 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე, უნდა აღინიშნოს შემდეგი:
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების მიუხედავად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც, მაგრამ შპს ,,მი-–-------" ითხოვს 10 000 000 აშშ დოლარის დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის სახით. მის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი პროექტი და ექსპერტის დასკვნაც, რომ მასზე მიწის ნაკვეთის გადაცემის შემთხვევაში, ის განახორციელებდა შესაბამის მშენებლობას და სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღებდა ამ შემოსავალს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის), ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი (ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა), ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოპასუხეებისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ზიანის თაობაზე, თან ამ ოდენობით, მოპასუხისათვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი, ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ის ამ შემოსავალს აუცილებლად მიიღებდა. გარდა აღნიშნულისა, თვით მოპასუხე დღემდე ვერ ახერხებს მშენებლობის ნებართვის მიღებას და მშენებლობის დაწყებას. შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარცელე ამ შემოსავალს მიიღებდა, პირიქით, შეიძლება ზარალიც ენახა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა, რათქმაუნდა, ზოგადად გულისხმობს კრედიტორისათვის ზიანის მიყენებას, მაგრამ ზიანისათვის, როგორც მიუღებელი შემოსავლისათვის თანხის დაკისრებისათვის არაა საკმარისი ვალდებულების დარღვევა, ამისათვის აუცილებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მიუღებელ შემოსავალს, რომელიც არ მიუღია პირს, იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, ასევე ეს ზიანი მოპასუხისათვის წინასწარ უნდა იყოს სავარაუდო და წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამის დასადასტურებლად კი უფრო მყარი, პირდაპირი მტკიცებულების არსებობაა საჭირო, ვიდრე წარმოდგენილია.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 06 აპრილს შპს ,,მი-–-------"-ს და სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დაპირების ხელშეკრულებით, განსაზღვრულია რა პირგასამტეხლო 300 000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლოს ოდენობისა და გარიგების მთლიანი შინაარსიდან გამომდინარე, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ იმ ზიანეც, რასაც შეთანხმებული პირგასამტეხლო მოიცავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, საქმეზე, სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, ს/კ #05.24.05.1--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - უნდა დარჩეს ძალაში უცვლელად.
7. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
წინამდებარე საქმეზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოივათა დაცვით. ანუ ბაჟი გაანგარიშებული უნდა იქნას გარიგების ფასის მიხედვით. მხარეებს სახელმწიფო ბაჟი როგორც სარჩელზე, ასევე შეგებებულ სარჩელზე წინასწარ გადახდილი აქვთ 5000-5000 ლარის ოდენობით.
ვინაიდან შეგებებული სარჩელი არ კამყოფილდება, მის ავტორს სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს გადახდილად, ხოლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მი-–-------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"-ს მოსარჩელე შპს ,,მი-–-------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 300 000 აშშ დოლარის გადახდა.
3. შპს ,,მი-–-------"-ს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით 10 000 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"-ს შეგებებული სარჩელი არ
დაკმაყოფილდეს.
5. საქმეზე, სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------ს-–--------------–----------------–--–-"-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული 3845 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. ბათუმი, ს--–------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, ს/კ #05.24.05.1--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - დარჩეს ძალაში უცვლელად.
6. მოპასუხე სს ,,ია---------–-------------–----------- თი---------"-ს მოსარჩელე შპს ,,მი-–-------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 146,66 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე