გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2018
საქმის ნომერი
330310018002493173
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3608-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2--- წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დ------–--------–-

სხდომის მდივანი ე-----------------–---

 

მოსარჩელეები - ა---------–----------ე

წარმომადგენელი - ნ-------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–------------------ 2--- წლის 1---------- №MOD 0----------- ბრძანება;

 

1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე ა---------–----------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2--- წლის 1-------------, მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1. მოსარჩელე ა---------–----------ე 2--- წლიდან მსახურობს საქართველოს შ------------–----–--–- სხვადასხვა თანამდებობზე, ხოლო 2--- წლის 1---------------- იგი დაინიშნა საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–-----------–--------------------------–-----------–------–-------–--------–--------------–-------------–----------–---------–------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------ თანამდებობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ნამსახურობის ნუსხა (ს.ფ. 115);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.2. 2--- წლის 9------------, მოსარჩლე - ა---------–----------ის მიმართ, შედგა სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ ოქმი. ალკოჰოლური თრობის ტესტირების შედეგის საფუძველზე, მოსარჩელე ა---------–----------ეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის მაჩვენებელი 1.0--- პრომილე.

 

სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების საფუძველზე, მოსარჩელე ა---------–----------ის მიმართ 2--- წლის 9------------ შედგა დისციპლინური ოქმი იმის გამო, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა სამხედრო ნაწილში.

 

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შ-------–--------–--------------–--------------- 2--- წლის 1------------- ბრძანებით, მოსარჩელე ა---------–----------ეს, მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობის გამო, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

 

სადისციპლინო საბჭომ, 2--- წლის 2--------- სხდომაზე იმსჯელა, მოსარჩლე - ა---------–----------ის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე და გამოარკვია, რომ იგი სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რაც მოსარჩელის მიერ, ასევე იქნა დადასტურებული.

 

სადისციპლინო საბჭოს მიერ, 2--- წლის 2-------- მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოსარჩლე - ა---------–----------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ რეკომენდაციის გაწევის თაობაზე.

 

საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–------------------ 2--- წლის 1---------- ბრძანებით, მოსარჩლე - ა---------–----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

 

2--- წლის 2------------, მოსარჩელე ა---------–----------ეს სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო, შეეფარდა დისციპლინური სახდელი - ხელფასიდან 30%-ის დაქვითვა ერთი თვის ვადით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ ოქმი და ალკოჰოლური თრობის ტესტირების შედეგი (ს.ფ. 126-127);

- დისციპლინური ოქმი (ს.ფ. 128);

- ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შ-------–--------–--------------–--------------- 2--- წლის 1------------- ბრძანება (ს.ფ. 96);

- სადისციპლინო საბჭოს სხდომის ოქმი (ს.ფ. 110-125);

- „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–------------------ 2--- წლის 1---------- №MOD 0----------- ბრძანება (ს.ფ. 12);

- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 100-101);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------–----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.

 

მითითებული კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–------------------ 2--- წლის 1---------- №MOD 0----------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ, ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელეების ა---------–----------ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.3. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის - კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ა---------–----------ე 2--- წლიდან მსახურობს საქართველოს შ------------–----–--–- სხვადასხვა თანამდებობზე, ხოლო 2--- წლის 1---------------- იგი დაინიშნა საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–-----------–--------------------------–-----------–------–-------–--------–--------------–-------------–----------–---------–------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------ თანამდებობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ა---------–----------ე წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.

 

6.4. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების 44-ე მუხლის, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურის ადგილზე ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, მიუხედავად იმისა პირი ასრულებს, თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას, ზემოთ აღნიშნული წესდებით დისციპლინურ გადაცდომად არის გათვალისწინებული, რამდენადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, მითითებული ნორმის დისპოზიციით ცალკეა გათვალისწინებული.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-12 მუხლის და მე-13 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განწესში დანიშვნაში არ იგულისხმება სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა); დ) ხელფასიდან დაქვითვა; ე) საკრედიტო ქულის დაკლება; ვ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ზ) სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან დათხოვნა. მე-12 მუხლის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ. მე-12 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ სამსახურში ყოფნისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა - სამსახურიდან დათხოვნა, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ბრძანების საფუძველზე დანიშნული სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვა და სასწავლებლიდან გარიცხვა არ გამოიყენება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2--- წლის 9------------, მოსარჩლე - ა---------–----------ის მიმართ, სამსახურში (სამხედრო ნაწილში) შედგა სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ ოქმი. ალკოჰოლური თრობის ტესტირების შედეგის საფუძველზე, მოსარჩელე ა---------–----------ეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის მაჩვენებელი 1.0--- პრომილე, რის გამოც მოსარჩელე ა---------–----------ის მიმართ 2--- წლის 9------------ შედგა დისციპლინური ოქმი.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2--- წლის 2------------, მოსარჩელე ა---------–----------ეს სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით, იმავე ქმედების - სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო, შეეფარდა დისციპლინური სახდელი - ხელფასიდან 30%-ის დაქვითვა ერთი თვის ვადით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ სადისციპლინო საბჭომ, 2--- წლის 2--------- სხდომაზე იმსჯელა, მოსარჩლე - ა---------–----------ის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე და გამოარკვია, რომ იგი სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რაც მოსარჩელის მიერ, ასევე იქნა დადასტურებული, რის საფუძველზეც სადისციპლინო საბჭოს მიერ, 2--- წლის 2-------- მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოსარჩლე - ა---------–----------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ რეკომენდაციის გაწევის თაობაზე.

 

ამრიგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–------------------ 2--- წლის 1---------- №MOD 0----------- ბრძანება გამოცემულია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების შესაბამისად.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–------------------ 2--- წლის 1---------- №MOD 0----------- ბრძანების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6.6. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში.

 

რაც შეეხება 2--- წლის 1---------------- 2--- წლის 1-------------, მოსარჩელე ა---------–----------ის მიერ მიუღებელ თანამდებობრივ სარგოს, სასამართლო მიუთითებს „ს----------–-----------–---------------------------–------–-----------------–----------------------–-------–--------------------- სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2--- წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელთა მიხედვით, მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები. კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძველია მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორება.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შ-------–--------–--------------–--------------- 2--- წლის 1------------- ბრძანებით, მოსარჩელე ა---------–----------ეს, მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობის გამო, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–------------------ 2--- წლის 1---------- №MOD 0----------- ბრძანება, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩლე ა---------–----------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე დ------–--------–-