განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2018
საქმის ნომერი
030100117001942648
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100117001942648

№1/115-2017

განაჩენი

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ფ-----

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივნები: ალექსანდრე ჩაჩიბაია, თამარ მგალობლიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------;

დაცვის მხარე:

ადვოკატი: პ----- დ--------,ბრალდებული: გ------- ქ-------,მამის სახელი: ხ-----,დაბადებული: 2-.1-.1--- წელი,დაბადების ადგილი: ქ. ბ-------,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: უ-----–---,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 6----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ბ-------, კ--------ს ქ. N18.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პუნქტები - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. გ------- ქ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2007 წლის 20 მარტს შპს „ა-–----9--ის" დირექტორმა გ------- ქ-------მ და შპს „ა-----–----9--ის" თანამშრომელმა გ------- გ---------მ ყალბად დაამზადეს N-01-001 ხელშეკრულება თითქოსდა შპს „ა-----–----9--ის" დირექტორის დ----- ს--------–---საგან 60 000 აშშ დოლარად შეიძინეს 10 000 კვ.მ. ლამინირებული ფილა.

2007 წლის 20 აპრილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გ------- ქ------- და გ------- გ--------- სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების წარდგენით, ფ------ საბაჟო საწყობიდან მოტყუებით დაეუფლნენ შპს „ა-----–----9--ის" კუთვნილ 68 000 ლარად ღირებულ 5 000 კვ.მ. ლამინირებულ ფილას, რომელიც შემდგომ გაასხვისეს ინდ. მეწარმე „ი-----–- ც---------–---–ზე“. აღნიშნულით, შპს „ა-----–----9--ს" მიადგა დიდი ოდენობით - 68 000 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. გ------- ქ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პუნქტებით შერაცხული დანაშაული (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) არ ჩაუდენია და ამ ბრალდებაში იგი უდანაშაულოა.

 

2.2. გ------- ქ-------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი, №3309-Iს).

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

დაზარალებულ დ----- ს--------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის სამშენებლო კომპანია შპს „ა-----–--- 9--ის" დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი. კომპანია მონაწილეობდა ტენდერებში და აწარმოებდა ფართო მასშტაბის საამშენებლო სამუშაოებს. ყოფილი თანამშრომლის გ------- გ--------ის მეშვეობით გაიცნო გ------- ქ-------, რომელიც უნდა დახმარებოდა თ---------დან სხვადასხვა სახის საამშენებლო მასალების შემოტანაში. ამ მიზნით თურქეთში წავიდნენ და ქ. ტ----------–- შეხვდნენ ფირმა „ო----- გ----ს“ დირექტორს ო----- მ--------ს, გააფორმეს ხელშეკრულება და მოლაპარაკების თანახმად გ------- ქ-------, საშუამავლო თანხის სახით, შემოტანილი მასალების ღირებულების 2%-ის მიიღებდა. ყველაფერი კარგად დაიწყო და საქმიანი ურთიერთობა დამყარდა. ბოლოს დადგა საკითხი ლამინირებული პარკეტის შემოტანაზე, რომელიც სკოლებში უნდა დაგებულიყო, მაგრამ შემოტანა დაგვიანდა ორი თვით და ფ------ საბაჟო ტ--------––- 2006 წლის 12 სექტემბერს შემოვიდა 26 200მ2 ლამინირებული პარკეტი. დაგვიანებამ გ------–---ს სამინისტროსთან პრობლემები გამოიწვია და დაძაბული სიტუაცია წარმოიშვა. ამ პარკეტის ღირებულებიდან 73 000 აშშ დოლარი გადარიცხული ჰქონდა თურქულ კომპანიაში და დარჩენილი იყო 88 860 აშშ დოლარი, რომლის მთლიანად ანაზღაურებას ითხოვდნენ, ხოლო გ------–---ს სამინისტრო თანხას არ ურიცხავდა, ვინაიდან ყველა თანხა არჩევნებისთვის იყო მობილიზებული. მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მოახერხა ბ-------- სესხის აღება და ამ თანხის გადახდა და მისი ფირმის მომმარაგებელი გ------- გ--------- გ------- ქ-------სთან გაუშვა გემის საბუთების წამოსაღებად, მაგრამ მან საბუთები არ მისცა, ვინაიდან მის საშუამავლო თანხას ითხოვდა 5500 აშშ დოლარის ოდენობით. გ------–---ს მინისტრის მოადგილემ მხოლოდ სამი დღე მისცა სკოლებში პარკეტის შესატანად და მიუხედავად იმისა, რომ გ------- ქ-------ს უთხრა, რომ ამ თანხას ჩაურიცხავდა სამინისტროს მიერ თანხის გადმორიცხვის შემდეგ, მან არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და უარი განაცხადა საბუთების გადაცემაზე, რის გამოც დათქმულ ვადაში ვერ შეიტანეს პარკეტი და მისი დაკავებაც სწორედ ამან გამოიწვია. მის ფირმაში პროკურატურა შევიდა. ამას მოჰყვა ხელისუფლებასთან მისი დაპირისპირება. ფული ისესხა და გ------- ქ-------ს 5 500 თუ 6000 აშშ დოლარი, 11 ოქტომბერს კ--- გ--------ის და გ------- გ--------ის მეშვეობით მისცა, მან კი საბუთები გადასცა და 12 ოქტომბერს ორი კონტეინერი განაბაჟეს, რომელიც ორ სკოლაში შეიტანეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო და 2006 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს და ვინაიდან თანამშრომლობაზე არ დათანხმდა, 11 წელი მიუსაჯეს.

ამის შემდეგ, კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მისი ბიძაშვილი, ვ-–-------- ს--------–--- დანიშნა. კომპანიას, მის მიერ განხორციელებული შესრულებული სამუშაოების შედეგად, გ------–---ს სამინისტროსგან 2 მილონამდე ლარი ერგებოდა, რასაც მინისტრიც აღიარებდა, თუმცა ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიუხედავად ამისა საქმიანობას აგრძელებდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რა დროსაც წარმოეშვათ საბიუჯეტო დავალიანება 72 636 ლარი, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ ეცნობათ 2007 წლის 20 მარტს. ამ დროისათვის ლამინირებული პარკეტი, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაწყობებული ჰქონდათ ქ. ფოთში ლ-------ს ქუჩაზე მდებარე „ფ----- მ-–-----ს“ საწყობში. საბიუჯეტო დავალიანების წარმოშობამდე, 21 109 მ2 ლამინირებული პარკეტი გ------- გ--------ის მონაწილეობით გაიტანეს, რეალიზაცია მოახდინეს და მუშების ხელფასები დაარიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ამავე დროს საბიუჯეტო დავალიანებაც უნდა გაესტუმრებინათ, რათა კომპანიას საქმიანობა გაეგრძელებინა. ამ პროცესს გ------- გ--------- ხელმძღვანელობდა, რომელიც საწყობის გამგე იყო და მის მიერ გაცემული სამდღიანი მინდობილობებით 2006 წლის ოქტომბრამდე ასრულებდა აღნიშნულ ოპერაციებს. იგი ციხეში იმყოფებოდა, გარეშე პირებთან კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ ადვოკატის მეშვეობით ვ-–-------- ს--------–---სთან შეთანხმდა, რომ 5 000 მ2 ლამინირებული პარკეტი, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენდა, გამოეტანათ, გაეყიდათ და გაესტუმრებინა საბიუჯეტო დავალიანება, მაგრამ ვ-–-------- ს--------–---ს საბაჟო ტ--------–-- არ მისცა განბაჟების უფლება. ადრე განბაჟების თანხას ნაღდი ფულით იხდიდნენ და ამჯერადაც ასე უნდა გადაეხადათ, ვინაიდან ფირმის ანგარიშიდან, საბიუჯეტო დავალიანების გამო, ს------- გადარიცხვას ვერ განახორციელებდნენ, მაგრამ ამჯერად უთხრეს, რომ კანონი შეიცვალა და თანხა უნდა ჩარიცხულიყო შესაბამისი ანგარიშიდან, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ ეს სიცრუე იყო და კანონში არანაირი ცვლილება არ შესულა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ყველაფერი თავიდანვე იყო გამიზნული და დაგეგმილი.

ციხეში ყოფნის დროს აცნობეს, რომ ფოთში მისი ხალხი ძალიან საეჭვოდ იქცეოდა, რის გამოც დაუკავშირდა ვ-–-------- ს--------–---ს, რომელმაც უთხრა, რომ პარკეტი საიმედო ადგილას საბაჟოში ინახებაო, მაგრამ 2007 წლის 20 აპრილს მაინც მოიპარეს, რის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვე გ------- გ---------ს ვერ უკავშირდებოდა. გააყალბეს ხელშეკრულება, როგორც მისი, ასევე ვ-–-------- ს--------–---ს ხელმოწერები, რაშიც ხელი შეუწყო საბაჟო ტ--------–-- თანამშრომლებმა, რომლებიც დამნაშავეები არიან, მათ შორის საბაჟოს უ-------ი ვ-–- დ--------, რადგან მისი ნებართვის გარეშე არ უნდა მომხდარიყო ლამინირებული პარკეტის გატანა. პარკეტი გ------- ქ-------მ მოიპარა და გაყიდა, ამაში მისი ყოფილი თანამშრომლებიც არიან გარეული, მათ შორის ზ------ ბ--------–---, რომელსაც ადრე ტელეფონი და მანქანა უყიდა და სამი სკოლა ჩააბარა გ------- რაიონებში. საქმეში არსებული ორი ხელშეკრულებიდან, თუ რომელი იქნა წარდგენილი საბაჟო სამსახურში, მისთვის უცნობია.

შემდგომში სარჩელი შეიტანა ბ-------ს საქალაქო სასამართლოში და გ------- ქ-------ს ფირმას "ა-–--- 9--ს", სასამართლომ დააკისრა 68 000 ლარის და სასამართლო ხარჯების გადახდა, რასაც არ ეთანხმებოდა, ვინაიდან გაცილებით მეტ თანხას ითხოვდა.

გ------- ქ-------ს ადვოკატების ინიციატივით, საქმე სისხლის სამართლის კუთხით წარიმართა და მანაც გამოითხოვა ეს საქმე ბ-------ს საქალაქო სასამართლოდან. პროკურატურაში საქმის გამოძიება ძალიან გაჭიანურდა და ბოლოს გ------- ქ-------ს ბრალის წაუყენეს. ზ------ ბ--------–---ს, რომელიც მისი მეგობარი იყო, ჰქონდა მიზეზი, თითქოს სახელფასო დავალიანების მოტივით გაეყიდა პარკეტი, ბ--------–---მ თავისი ძმის მეშვეობით გაიცნო ც---------–---–ი და უნდოდათ ამ პარკეტის გამოტანა და ეძებდნენ გზებს მის მოსაპარად, ასევე მისი მეორე თანამშრომელი გ------- გ---------ც იცნობდა გარკვეულ პირებს და იპოვეს გზა, თუ როგორ გაეტანათ ეს პარკეტი და შეხვდნენ გ------- ქ-------ს. ეს პროცესი ზ----- ბ--------–---მ დაიწყო, მაგრამ გ------- ქ-------ს ბრალი მიუძღვის მასში, რომ არ უნდა შემცდარიყო და ამხელა დანაშაული არ უნდა ჩაედინა. თუ გ------- ქ------- არ დათანხმდებოდა, ამ პარკეტს ვერ გამოიტანდნენ.

გ------- ქ------- ვ-–-------- ს--------–---ს აბრალებდა ყველაფერს, რაც არასწორია, ვინაიდან ვ-–-------- ს--------–---ს ისედაც ჰქონდა პარკეტის გამოტანისა და გაყიდვის უფლება და დოკუმენტების გაყალბება რაში დასჭირდებოდა.

თავიდან ეჭვი გ------- გ---------ზე ჰქონდა, რომელსაც სამ დღიანი მინდობილობა მისცა ვ-–-------- ს--------–---მ, პარკეტის გამოტანის, გაყიდვის და მუშებისთვის ხელფასის დარიგების მიზნით, მაგრამ შემდეგ დარწმუნდა, რომ ამ საქმეში მთავარი დამნაშავეა ზ------ ბ--------–---, შემდეგ გ------- ქ-------, ც---------–---–ი და საბაჟო ტ--------–-- უ-------ი ვ-–- დ--------.

გ------- ქ-------სთან 5000 მ2 პარკეტის გაყიდვის თაობაზე არანაირი კავშირი ან საუბარი არ ჰქონია, მისი გაყიდვის თანხმობა არც მას და არც ვ-–-------- ს--------–---ს არ მიუციათ. ასევე ამ პარკეტის გატანაზე ან გაყიდვაზე არანაირ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გ------- ქ-------ს მხოლოდ ერთხელ ესაუბრა ტელეფონით და საუბარი ეხებოდა ლამინირებული პარკეტის პლინტუსებს, რომელიც ძირითად პარტიას არ მოჰყვებოდა და ითხოვდა მისი თ---------დან გამოგზავნას და ამ საუბრის დროს ტელეფონის ხმამაღალი რეჟიმი ჩართული იყო თუ არა არ იცის.

პარკეტი გაიტანეს 2007 წლის 20 აპრილს და დაახლოებით ორ კვირაში გაიგო ამის შესახებ ვ-–-------- ს--------–---სგან. ც---------–---–ი მისულა ვ-–-------- ს--------–---სთან ოფისში და უთქვამს, რომ ქ-------სგან ვიყიდეო და თანხა გადახდილი მაქვსო. შემდეგ გ------- გ--------- მისულა ც---------–---–თან და მისთვისაც იგივე უთქვამს.

გ------- ქ-------ს ბრალეულობა გამოიხატება იმაში, რომ დროულად არ გადასცა ტვირთის დოკუმენტები, იმის გამო, რომ საკუთარი შუამავლობის წილი არ ჰქონდა მიღებული, რის გამოც ვერ მოახერხეს ლამინირებული პარკეტი სკოლებში დაგეგმილ დროში შეეტანათ. სწორედ აქედან წარმოიშვა პრობლემები, საბოლოოდ კი მისი ფირმის კუთვნილი საქონელი შემოსავლების სამსახურმა გაყიდა, ასევე ფირმის ოფისებიც და დაიკარგა ბ---–- ჩადებული მისი სამი ბინა.

პარკეტის ღირებულება არ აუნაზღაურებიათ და თვლის, რომ ეს თანხა ბ--------–---მ და გ------- ქ-------მ მიითვისეს. საერთო ჯამში მის მიმართ მიყენებული ზიანის მოცულობა დაახლოებით 1 003 000 ლარს შეადგენს, ამ თანხაში შედის პარკეტის ღირებულებაც 68 000 ლარის ოდენობით, ამიტომ წინააღმდეგია გ------- ქ-------ს მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე და ითხოვს მის პასუხისმგებლობას.

 

(იხ.19.07.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ვ-–-------- ს--------–---ს ჩვენებით დგინდება, რომ მისმა ბიძაშვილმა დ----- ს--------–---მ დააარსა სამშენებლო კომპანია „ა-----–--- 9-“, რომლის დირექტორიც თვითონ იყო, ხოლო 2006 წლის 28 ოქტომბრიდან, დ-----ის დაკავების შემდეგ, მისივე თხოვნით, თვითონ ჩაიბარა ფირმის საქმიანობა, სადაც ბევრი პრობლემა დაგროვდა. ფირმას, დაახლოებით 28 ობიექტი ჰქონდა სხვადასხვა რეგიონებში და ყველგან პრობლემა იყო. პროკურატურის და ფინანსური პოლიციის მიერ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. მთელი დღეები ფინანსურ პოლიციაში ან პროკურატურაში იმყოფებოდა. ფირმაში მუშაობდნენ გ------- გ--------- - საწყობის გამგედ და ზ------ ბ--------–--- - სამუშაოთა მწარმოებლად. მისი დირექტორად დანიშვნამდე კომპანიას შემოტანილი ჰქონდა ლამინირებული პარკეტი 30-32000მ2 ოდენობით, რომელიც „M------ის" კონტეინერებში იყო დასაწყობებული და ამ ფირმასთან მოლაპარაკების შემდეგ, "ფ----- მ-–-----ს" საწყობში დააწყვეს, საიდანაც ხდებოდა ამ პარკეტის გაცემა.

მისი დირექტორობის პერიოდში 2007 წლის დეკემბერში, იანვარში და თებერვალში გაიცა დაახლოებით 15-17 ათასი მ2 პარკეტი და დარჩა 15 ათასი. გ------- გ---------ს აძლევდა მინდობილობას და პარკეტის გატანაზე და განბაჟებაზე ის აწარმოებდა დოკუმენტაციას.

დ----- ს--------–---ს დაკავების შემდეგ, ყველა ცდილობდა ხელშეკრულების შეწყვეტას ამ ფირმასთან, თუმცა შეძლეს და სამუშაოები გააგრძელეს.

ამ პერიოდში, 2007 წლის 07 მაისს სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ საწყობიდან გატანილი იყო პარკეტი, ელიავას ბაზრობიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ჩინური პარკეტიაო შემოსული, რომელიც თქვენი ფირმის გარდა არავის არ აქვსო. მან თანამშრომელს დაარეკინა "ფ----- მ-–-----ში", სადაც პარკეტი ინახებოდა და უთხრეს 5000 კვ.მ პარკეტი გატანილიაო. მეორე დღესვე ჩავიდა ფოთში, სადაც დარჩენილი ჰქონდათ დაახლოებით 15000 კვ.მ. განუბაჟებელი პარკეტი, რომლის დაცვაც ხელშეკრულებით საწყობს ევალებოდა და საფრთხეს არ ელოდა. იურისტთან ერთად მივიდა საბაჟოს უ-------თან, დ--------სთან და მოსთხოვა პარკეტის გატანის საბუთები, რომელიც ელექტრონული ფოსტით 2 დღეში გამოუგზავნა, რაც შემდგომში გამომძიებელ დ--------ს გადასცა.

ამის შემდეგ საგადასახადო ინსპექციაში დაადგინა, რომ პარკეტი გაიტანა შპს „ა-–--- 9--მა", რომლის დირექტორი იყო გ------- ქ-------, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა და არც მისი ფირმის არსებობის შესახებ იცოდა. ასევე დაადგინა, რომ პარკეტის გატანაში მონაწილეობდა ბ--------–--- და მისი ძმა, ხოლო სხვებს არ იცნობდა.

ტვირთის გატანა მოხდა გაყალბებული დოკუმენტაციით, „ა-–--- 9--ს" და „ა-----–--- 9--ს" შორის გაფორმებული ყალბი ხელშეკრულებით, გაყალბებული იყო ხელმოწერა და დირექტორად ეწერა დ----- ს--------–---, მათ შორის გაყალბდა მისი ხელმოწერებიც. როგორც აღმოჩნდა, ეს პროცესი 2007 წლის მარტის თვეში დაწყებულა, თავიდან 10000 მ2 პარკეტის გატანა სურდათ, მაგრამ განბაჟების თანხა არ ეყოთ და 5000 მ2 გაიტანეს. ბ-------ს და ფ------ საბაჟოსთვის ცნობილი იყო, რომ ფირმის დირექტორი ვ-–-------- ს--------–--- იყო და მათ არ უნდა დაეშვათ გაყალბებული ხელმოწერებით ტვირთის გაცემა, რაზედაც პასუხიმგებლობა ეკისრებათ.

მას არანაირი შეთანხმება ან დავალება არ ჰქონია ვინმესთვის 5000 მ2 ლამინირებული პარკეტის განბაჟების ან გატანაზე, არცერთ დოკუმენტზე ამ მიზნით ხელი არ მოუწერია და არც რაიმე მინდობილობაც გაუცია.

ასეთი შეთანხმება არ ჰქონია ასევე არც დ----- ს--------–---სთან, ვინაიდან ნებისმიერ გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა. ფირმის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ ორი ბეჭედი ჩაიბარა და არც ერთი ბეჭედი არავისთვის არ გადაუცია.

როდესაც ტვირთის გატანის შესახებ შეიტყო, დაურეკა ბ--------–---ს და 1 კვირის ვადა მისცა იმისთვის, რომ პარკეტის საფასური შეეტანათ ხაზინაში, ვინაიდან მისი ინფორმაციით იგი მონაწილეობდა, თავის ძმასთან და გ------- გ---------სთან ერთად ამ პროცესში, რაც არ შეასრულეს და ამის შემდეგ საჩივარი შეიტანეს პროკურატურაში, სადაც 2007 წლის აგვისტოში დაიბარა გამომძიებელმა დ--------მ, რა დროსაც საქმის გარშემო დაკითხა. დაკითხვის ოთახში შემოვიდა 2 მამაკაცი, იგი ცოტა ხნით გარეთ გავიდა და როდესაც დაბრუნდა დ--------მ უთხრა, რომ იმ ორიდან მამაკაციდან ერთი იყო გ------- ქ------- და მეორე მისი ბუღალტერი სახელად ფ--–---. სწორედ მაშინ შეხვდა პირველად გ------- ქ-------ს, სხვა დროს ამ პირთან არანაირი შეხება არ ჰქონია, შემდეგ ბ-------ს საქალაქო სასამართლოში შეხვდა.

ამის შემდეგ ბათუმში ჩააკითხა გ------- ქ-------ს, რომელმაც უთხრა, რომ ც---------–---–ს უნდა ედავოთო, დოკუმენტი წარუდგინა მისი ხელმოწერით, ასევე ანახა ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ ამ ნომერზე თითქოს მას ესაუბრა. მან გ------- ქ-------ს მაშინათვე დაარეკინა მის მიერ მოწოდებულ ტელეფონის ნომერზე და როგორც კი ვ-–-------- ს--------–--- იკითხა, ტელეფონი გაითიშა.

მას გ------- ქ-------სთან სატელეფონო საუბარი პარკეტთან დაკავშირებით არასდროს ჰქონია.

შემდეგ ც---------–---–საც შეხვდა, რომელმაც „ა-–--- 9--სა" და ინდ.მეწარმე ც---------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულება წარუდგინა და უთხრა, რომ პარკეტი „ა-–--- 9--გან" ვიყიდე და მასთან მაქვსო საქმე. ვალის ნაწილი გავუსტუმრე და დარჩენილ ნაწილსაც ავანაზღაურებო, თუმცა მისთვის უცნობია ც---------–---–მა თანხა მისცა თუ არა „ა-–--- 9--ს".

 

(იხ.02.08.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე კ--- გ--------ის ჩვენების მიხედვით 2006-2007 წლებში მუშაობდა შპს „ა-----–--- 9--ში" მომმარაგებლად, რომელსაც ფოთში დასაწყობებული ჰქონდა, დაახლოებით 28000 მ2 ლამინირებული პარკეტი. გარკვეული ნაწილი ამ პარკეტიდან გაიტანს და ობიექტებში დაარიგეს.

2006 წლის 10-11 ოქტომბერს ფ------ საბაჟოდან ტვირთის გამოტანა უნდოდა დ----- ს--------–---ს, მაგრამ გ------- ქ-------მ ტვირთის საბუთები არ მისცა, ვინაიდან საშუამავლო თანხას ითხოვდა, რის შემდეგადაც დ----- ს--------–---მ 11000 აშშ დოლარი გადმორიცხა და ამ თანხიდან 6000 აშშ დოლარი მან და გ------- გ---------მ გ------- ქ-------ს ჩაუტანეს ბათუმში და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანეს 2 ტრაილერი პარკეტი, რომელიც ასევე ობიექტებზე განაწილდა. გ------- ქ-------ს შუამავლობით ხდებოდა თ---------დან ლამინირებული პარკეტის შემოტანა.

დ----- ს--------–--- დააკავეს 2006 წელს და ამის შემდეგ ფირმას ვ-–-------- ს--------–--- ხელმძღვანელობდა, მაგრამ ვ-–-------- ს--------–---ს დავალებით პარკეტი არ განუბაჟებია.

2007 წელს ელიავას ბაზრობიდან დაურეკა ნაცნობმა და უთხრა, რომ თქვენი პარკეტი იყიდება, რაც დაუყოვნებლივ აცნობა ვ-–-------- ს--------–---ს, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა და მინდობილობაც არ ჰქონდა ვინმეზე გაცემული. შემდეგ გაიგეს, რომ 5000 მ2 პარკეტი მოპარული იყო, რაშიც მონაწილეობდნენ ზ------ ბ--------–---, გ------- ქ-------, გ------- გ--------- და სხვები.

 

(იხ.02.08.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე გ------- კ-------ს ჩვენების მიხედვით 2007 წლის 28 მარტს დაინიშნა ფ------ საბაჟო ს----–---- პ-------- გაფორმების განყოფილების უ-------ად. დანიშვნიდან, დაახლოებით 10 დღეში შემოვიდა ერთ-ერთი ფირმის დირექტორის წერილი, სადაც ითხოვდნენ ტვირთის გასხვისებას, შპს „ა-----–----9--ის" ტვირთი იყო დასაწყობებული და ითხოვდნენ ამ ტვირთის გასხვისებას სხვა ფირმაზე.

დასაწყობებული ტვირთის განბაჟებისას, ტვირთის მესაკუთრე ადგენს წერილს, დაადებს ახალ ინვოისს და აქცევს სხვა კომპანიაზე, რის შემდეგად ეს კომპანია აკეთებს ტვირთის განბაჟებას და ანალოგიური პროცედურა ჩატარდა ამ შემთხვევაშიც, კანონის შესაბამისად შემოვიდა დეკლარაცია, რომელსაც წერილები ახლდა, ყველა პროცედურა სწორად გაკეთდა და მოხდა ტვირთის განბაჟება. წარმოდგენილ დოკუმენტებზე პასუხისმგებელი იყო შპს „ა-–----9-“ და მისი დირექტორი გ------- ქ-------. საბაჟოზე ვერ ამოწმებენ საბუთებზე ხელმოწერისა და ბეჭდის ნამდვილობას.

მას ს--------–---სთან და ქ-------სთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

 

(იხ.02.08.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ზ------ ბ--------–---ს ჩვენების მიხედვით დ----- ს--------–---ს ბავშვობიდან იცნობს. მისი დაკავების შემდეგ, შპს „ა-----–----9--ის" დირექტორი იყო ვ-–-------- ს--------–---. ფირმაში პრობლემები შეიქმნა, მუშების ხელფასები უნდა დარიგებულიყო. მას სახლში ჩამოაკითხა ვ-–-------- ს--------–---მ და მაშინ წარმოიშვა აზრი, რომ მუშებისთვის მისაცემი ხელფასი გაესტუმრებინათ ლამინირებული პარკეტით. ვ-–-------- ს--------–---მ უთხრა ვინმე მოძებნეთო ვინც დაგვეხმარება და ლამინირებული პარკეტი განაბაჟეთო, ვინაიდან მათი ფირმის ანგარიშებს ყადაღა ედო და თვითონ ვერ განაბაჟებდნენ, ამიტომ საჭირო იყო მეორე ფირმა, რომ მომხდარიყო ლამინირებული პარკეტის გასხვისება. მან ვ-–-------- ს--------–---ს უთხრა, რომ იყო პირი, ვინც დაეხმარებოდა ლამინირებული პარკეტის განბაჟებაში და თანხმობა ჰქონდა ტვირთის გამოტანაზე ს--------–---სგან.

ლამინირებული პარკეტის განბაჟების პროცესი თითქმის 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რაღაცეებს აზუსტებდნენ, იგი და ვ-–-------- ს--------–--- ჩავიდნენ სპეციალურად გ---------სთან, იქ შეთანხმდნენ რაღაც დეტალებზე.

ლამინირებული პარკეტის გამოტანა სამსახურებრივად გ------- გ---------ს ეხებოდა, ამიტომ ი-----–- ც---------–---–ი გ------- გ---------ს მან გააცნო და ი-----–- ც---------–---–ი უნდა დახმარებოდათ ლამინირებული პარკეტის გამოტანაში.

გ------- გ---------ს ჰქონდა კავშირი დ----- და ვ-–-------- ს--------–---ებთან, ასევე გ-------ი იყო ამ საქმეში გ------- ქ-------ს ჩართვის ინიციატორი, ამიტომ იგი გ------- გ---------სთან ერთად მივიდა გ------- ქ-------სთან და ტვირთის განბაჟებაზე დახმარება თხოვეს, რაზედაც გ------- ქ-------მ უარი უთხრა, თვითონ დ----- ს--------–---მ დამირეკოსო. ამის შემდეგ, დაახლოებით 2 კვირაში ისევ მიაკითხეს, გ------- გ---------მ ტელეფონით დაურეკა დ----- ს--------–---ს და მიაწოდა გ------- ქ-------ს. ტელეფონიდან ვიღაცამ თქვა, რომ დ-----ი იყო და ტელეფონზე საუბრის შემდეგ, გ------- ქ-------მ თანხმობა განაცხადა დახმარებაზე. ამ დროს დ----- ს--------–--- პატიმრობაში იმყოფებოდა.

ი-----–- ც---------–---–ი ამბობდა რომ ლამინირებული პარკეტის განბაჟების დროს არავითარი კანონის დარღვევა არ ხდებოდა. მან გ------- გ--------ისგან იცის, რომ პარკეტის განბაჟების ფული ი-----–- ც---------–---–მა ჩამოიტანა, ხოლო პარკეტის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უნდა ჩაერიცხა „ა-–----9--ის" ანგარიშზე.

ამ თანხის ნაწილი ვ-–-------- ს--------–---ს მისთვის უნდა ჩაერიცხა მუშებისთვის ხელფასების დასარიგებლად და მისი ინტერესიც ამ პროცესში მხოლოდ მუშებისთვის მისაცემი ვალების გასტუმრება იყო, თუმცა თანხა არ ჩარიცხულა და მუშები მას აკითხავდნენ ხელფასზე.

5000 მ2 ლამინირებული პარკეტის განბაჟების და გამოტანის თაობაზე პირადად ესაუბრა დ----- ს--------–---ს და მან იცოდა ამის შესახებ. განბაჟების დროს ფოთში იმყოფებოდა, მაგრამ უშუალოდ განბაჟების პროცესს და საბაჟო ოპერაციებს არ დასწრებია და ეს არც ეხებოდა და არც ვინმესგან ჰქონდა ამის შესახებ დავალება. მხოლოდ დატვირთვას დაესწრო. ლამინირებულ პარკეტს ანბაჟებდა გ------- გ--------- და ი-----–- ც---------–---–ი, რომელთაც 5000 კვ.მ. ლამინირებული პარკეტის განბაჟებაზე დ----- ს--------–---ს და ვ-–-------- ს--------–---სგან ჰქონდათ ნებართვა.

როდესაც თანხა არ ჩაირიცხა, ი-----–- ც---------–---–ს შეუთვალა, თუ რატომ არ იყო თანხა ჩარიცხული, რაზედაც უპასუხა, რომ პატრონები ნანახი მყავსო და შენ რატომ კითხულობო, რის შემდეგადაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ პატრონებში ს--------–---ებს გულისხმობდა.

 

(იხ.09.08.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ვ-–- დ--------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2007 წლის მარტის თვიდან სექტემბრის ჩათვლით მუშაობდა საბაჟო გამშვებ ფ------ პ-------- უ-------ად, რომლის უფლება-მოვალეობებში შედიოდა, როგორც საბაჟო საზღვარზე შემოსული ტვირთების დამუშავება, ასევე ტვირთების საბაჟო გაფორმება და ტერმინალების მომსახურება.

„ა-–----9--ს" და „ა-----–----9--თან" დაკავშირების საქმის დეტალები გაიგო საბაჟო გაფორმებიდან, დაახლოებით თვენახევარი-ორი თვის შემდეგ როცა „ა-----–----9--ის" ადვოკატი მივიდა და მოითხოვა საბუთების ქსეროასლების ამოღება, რადგან საბუთების გაყალბებაზე მიუთითებდა. შესაბამისი განცხადებით მომართვის შემდეგ, ადვოკატს გადასცეს საბუთების ასლები, რაც საბაჟოს არქივში ინახებოდა.

მისთვის ცნობილია, რომ გასხვისდა საბაჟო საწყობში შენახული, დასაწყობებული ტვირთი სხვა ორგანიზაციაზე, რომელსაც ითვალისწინებს მანამდე არსებული ინსტრუქცია საბაჟო საწყობში შენახული ტვირთების დამუშავების და განკარგვის შესახებ. საბაჟო ორგანომ „ა-–----9--სგან" მიიღო განაცხადი, ინვოისი, ხელშეკრულება „ა-–----9--ს" და „ა-----–----9--ს" შორის დადებული, რომელიც სველი ბეჭდებით იყო დამოწმებული და ორგანიზაციების პასუხისმგებელი, უფლებამოსილი პირები აწერდნენ ხელს. წარდგენილ იქნა განაცხადი იმის თაობაზე, რომ სურდათ საბაჟო საწყობში სხვის სახელზე არსებული ტვირთის იმპ-------- რეჟიმში მოქცევა, დეკლარაციის წარმოდგენა მოხდა „ა-–----9--ის" მიერ შესაბამისი ინსტრუქციების თანახმად, შემოსული განცხადება დაეწერა ერთ-ერთ განყოფილებას და განხორციელდა დამუშავების ოპერაცია, რის შემდეგაც ტვირთი გადავიდა „ა-–----9--ის" საკუთრებაში. ტვირთის გასაფორმებლად საბუთები წარმოადგინა „ა-–----9--მა", ის იყო პასუხისმგებელი საბუთების იდენტურობაზე, სისწორეზე და ტვირთის გადაფორმება თუ გაყალბებული დოკუმენტებით განხორციელდა, პასუხისმგებლობა ეკისრება „ა-–----9--ს". ხელშეკრულების ნამდვილობის და ბეჭდების ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება და წვდომა საბაჟოს არ გააჩნია.

 

(იხ.14.08.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ე-–----- ძ--------მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საპროცესო კანონმდებლობა არ დარღვეულა.

 

(იხ.30.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე გ------- გ--------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა შპს „ა-----–----9--ის" საწყობის გამგედ. გ------- ქ------- მან გააცნო დ----- ს--------–---ს, რის შემდეგადაც ფირმას კავშირი ჰქონდა თურქ ბიზნესმენებთან და შემოჰქონდათ სხვადასხვა საამშენებლო მასალა; იმ დროისათვის შემოტანილი ჰქონდათ, დაახლოებით 25000 მ2 ლამინირებული პარკეტი, რომლის ნაწილი გაიტანეს და ობიექტებზე განაწილდა, ხოლო ნაწილი დარჩა. 2006 წელს, დ----- ს--------–---ს დაკავების შემდეგ, პრობლემები შეიქმნა, ფირმას დ-----ის ბიძაშვილი, ვ-–-------- ს--------–--- ხელმძღვანელობდა, კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები წარმოეშვა, ანგარიშებს ყადაღა ედო, ამიტომ ამ ფირმის სახელით საქონლის განბაჟება შეუძლებელი იყო. ამის შესახებ იცოდნენ დ----- და ვ-–-------- ს--------–---ებმა და ვ-–-------- ს--------–---მ უთხრა, რომ თუ კანონიერი გზით იქნებოდა შესაძლებელი, გამოეტანათ პარკეტი და იგი მოქმედებდა მათი დავალებით, თუმცა 5000 მ2 ლამინირებული პარკეტის გამოტანაზე მინდობილობა არ ჰქონია, მოქმედებდა საერთო მინდობილობის საფუძველზე. ფირმის ბეჭედი არ ჰქონია, მას გააჩნდა მხოლოდ სასაწყობე ბეჭედი. პარკეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა უნდა შესულიყო „ა-----–----9--ის" ანგარიშზე მუშების ხელფასების დასაფარად.

გ------- ქ-------ს და მისი ფირმის ჩართვას ამ საქმეში დაჟინებით მოითხოვდა ი-----–- ც---------–---–ი, რომელიც მას ზ------ ბ--------–---მ გააცნო. ამბობდა, რომ მხოლოდ შუამავალი ფირმის მეშვეობით იყო შესაძლებელი პარკეტის გამოტანა. სურდათ ყველაფერი კანონიერად გაკეთებულიყო და ამის შესახებ იცოდნენ დ----- და ვ-–-------- ს--------–---ებმა.

ამ მიზნით, ზ------ ბ--------–---სთან ერთად ოფისში მივიდნენ გ------- ქ-------სთან და დახმარება თხოვეს პარკეტის გამოტანაში, რაზედაც უარი განაცხადა და თქვა, რომ კაცი ციხეში ზის და როგორ დაგეხმაროთო, თუ დ----- ს--------–--- იტყვის და კანონიერი გზით განხორციელდება ყველაფერი, დაგეხმარებითო. გ------- ქ-------მ იცოდა, რომ დ----- ს--------–--- ამ დროისათვის პატიმრობაში იმყოფებოდა. დაახლოებით ერთ კვირაში ისევ მივიდნენ გ------- ქ-------სთან, ამ დროისათვის დ----- ს--------–---სთან სატელეფონო საუბარი დაგეგმილი და შეთანხმებული იყო. დ----- და ვ-–-------- ს--------–---ებმა იცოდნენ, თუ როდის იქნებოდა გ------- ქ-------ს ოფისში და ამ დროისათვის უნდა დაერეკათ. დაგეგმილ დროს გ------- ქ-------სთან ოფისში ყოფნისას ტელეფონზე დარეკა დ----- ს--------–---მ, თუ ვის ტელეფონზე, არ ახსოვს. ჯერ თვითონ დაელაპარაკა, ხოლო შემდეგ ტელეფონი ხმამაღალი საუბრის რეჟიმზე დააყენეს და გ------- ქ-------სა და დ----- ს--------–---ს შორის საუბარი ყველას ესმოდა. თუ რაზე ისაუბრეს არ ახსოვს, მაგრამ საუბრის დასრულების შემდეგ გ------- ქ-------მ თქვა, რომ დაგეხმარებითო. მას ამ პროცესში ფინანსური ინტერესი არ ჰქონდა, უბრალოდ ეხმარებოდა დ----- ს--------–---ს.

შეთანხმების თანახმად, ი-----–- ც---------–---–ს უნდა მოეგვარებინა დოკუმენტალური მხარე, გადაეხადა განბაჟების თანხა, მოეხდინა პარკეტის რეალიზაცია და მიღებული თანხა „ა-----–----9--ისთვის" გადაეცა. ეს საკითხი ვ-–-------- ს--------–---სთან შეთანხმებული იყო. ი-----–- ც---------–---–მა იცოდა, თუ ვინ იყო „ა-----–----9--ის" ხელმძღვანელი და მისთვის ცნობილი იყო ამ ფირმის პრობლემების შესახებ.

ამის შემდეგ ი-----–- ც---------–---–მა 1 კვირაში სამარშუტო ტაქსით გამოაგზავნა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულება, რომელსაც დახვდა ბათუმში, საბაგიროსთან და მიიტანა გ------- ქ-------სთან ოფისში. საბუთებში იყო „ა-----–----9--ის" ბეჭდით დამოწმებული ხელშეკრულება. თუ ვინ დასვა ბეჭედი ამ ხელშეკრულებაზე მისთვის უცნობია, ასევე არ იცის, თუ საიდან ან რატომ აღმოჩნდა ხელშეკრულების მეორე ეგზემპლარი, ხოლო ხელმოწერები იყო თუ არა ხელშეკრულებაზე, არ ახსოვს.

გ------- ქ-------მ 2007 წლის 20 მარტით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე საკუთარი ბეჭედი დასვა და ხელმოწერა გააკეთა, ოფისში მასთან ერთად იყვნენ, თურქი ბიზნესმენი, სახელად ქ------, ზ------ ბ--------–--- და გ------- ქ-------ს ფირმის წარმომადგენელი მ-----– ტ------

მეორე დღეს, დილით, ჩამოვიდა ი-----–- ც---------–---–ი, ჩამოიტანა თანხა 10000 ლარის ოდენობით და მივიდნენ გ------- ქ-------სთან ოფისში, ი-----–- ც---------–---–ი გ------- ქ-------ს ოფისში არ შესულა, გარეთ ელოდებოდა მანქანაში. იგი და გ------- ქ------- წავიდნენ „კ----------- ბ---–-", გ------- ქ-------მ გადარიცხვის დოკუმენტებს მოაწერა ხელი და ბიუჯეტის ანგარიშზე გადარიცხეს ლამინირებული პარკეტის განბაჟების თანხა 10000 ლარამდე.

ამის შემდეგ წავიდნენ ფ------ საბაჟოზე ტვირთის განსაბაჟებლად და გამოსატანად. გ------- ქ-------მ თავისი ფირმის წარმომადგენლად ფ--–--- ა----–--- გამოუშვა, რომელიც „ა-–----9--ის" უფლებამოსილი პირი იყო და ბეჭედი გამოატანა. ფოთში საბაჟოზე ი-----–- ც---------–---–ს ელოდებოდნენ, რომელიც 2 უცნობ პიროვნებასთან ერთად მოვიდა, ზ------ ბ--------–---ც იქ იყო, რამდენიმე საათი შეყოვნდნენ, მერე გამოვიდა ი-----–- ც---------–---–ი, რაღაც საბუთზე ბეჭედიაო დასარტყმელი და ფ--–--- ა----–---ს უთხრა ზედნადებზე და რაღაც საბუთზე ბეჭედი დაარტყიო, ფ--–--- ა----–---მ ბეჭედი დაარტყა, რის შემდეგადაც ფ--–--- ა----–---სთან ერთად ბათუმში დაბრუნდა. ლამინირებული პარკეტის გატანას არ დასწრებია და ამ პარკეტის გატანასთან დაკავშირებით არანაირ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, ყველა დოკუმენტალურ მხარეს ი-----–- ც---------–---–ი აწესრიგებდა. როგორც მისთვის ცნობილია ტვირთი „ა-–----9--ის" სახელით განბაჟდა, ხოლო ხელშეკრულებას რატომ არ აწერენ ხელს დ----- და ვ-–-------- ს--------–---ები მისთვის უცნობია.

მას შემდეგ, რაც ლამინირებული პარკეტის თანხა არ იქნა გადახდილი ი-----–- ც---------–---–ის მიერ, მას გ------- ქ-------სთან ურთიერთობა დაეძაბა, ვინაიდან საგადასახადო ვალდებულებიდან გამომდინარე 2400 ლარს ითხოვდა საშემოსავლო გადასახადის სახით. მას საამისო თანხა არ ჰქონდა და გურიაში დარეკა, რის შემდეგადაც ვ-–-------- ს--------–---მ თუ ზ------ ბ--------–---მ, ზუსტად არ ახსოვს, ბ---–- ჩაურიცხეს გ------- ქ-------სთვის მისაცემი თანხა 2400 ლარი, რომელიც პირადად გადასცა გ------- ქ-------ს, რომელმაც შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი.

თავიდან ეგონა, რომ ი-----–- ც---------–---–ი ეხმარებოდათ, მაგრამ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, პარკეტი ი-----–- ც---------–---–მა თბილისში წაიღო და თანხა არ გადაუხდია არც „ა-----–----9--სთვის" და არც გ------- ქ-------სთვის და მაშინ აღმოჩნდა რომ ლამინირებული პარკეტი უკანონო გზით იყო გატანილი, ხოლო პარკეტს რა ბედი ეწია, არ იცის.

 

(იხ.09.10.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა გ------- ქ---------მ, ქ------- მ-–---–---მა, ს------ ო---–-–---–მა, ნ----- კ---------–---–-ა და თ----- კ--------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგები და დასკვნები.

 

(იხ.27.09.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაცვის მოწმის ე-–--- გ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი მეუღლე გ------- გ--------- მუშაობდა შპს „ა-----–----9--ში" დ----- ს--------–---სთან საწყობის გამგედ. იცნობს დ----- ს--------–---ს, ვ-–-------- ს--------–---ს და ზ------ ბ--------–---ს, რომელმაც გ-------თან ჩამოიყვანა დ----- ს--------–---. მათ ოჯახში, გ------- გ---------ს, ზ------ ბ--------–---ს და ვ-–-------- ს--------–---ს შორის ხშირად მიმდინარეობდა საუბარი შპს „ა-----–----9--ში" არსებულ პრობლემებზე, მშენებლობასთან დაკავშირებით, ლამინირებულ პარკეტზე, ასევე მუშების სახელფასო დავალიანებებზე, რომლებიც სახლში აკითხავდნენ. ბოლოს ჩამოვიდა ვ-–-------- ს--------–--- და მისი და დ----- ს--------–---ს ინიციატივით გადაწყვიტეს გამოეტანათ ლამინირებული პარკეტი და დაერიგებინათ მუშების ვალი და მოეგვარებინათ სხვა პრობლემები. დ----- ს--------–--- ურეკავდა გ------- გ---------ს ლამინირებული პარკეტის გამოტანასთან დაკავშირებით, ხოლო ციხეში ყოფნის დროს, პარკეტის გამოტანის შემდეგ, მას ურეკავდა და გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ გ-------ს ვერ უკავშირდებოდა. გ------- ქ-------ს აღნიშნულ საქმეში ჩართვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ შპს „ა-----–----9--ისთვის" შეუძლებელი იყო ლამინირებული პარკეტის გამოტანა და ეძებდნენ ფირმას, ვინც გამოიტანდა ლამინირებული პარკეტს და ამ მიზნით დაუკავშირდნენ გ------- ქ-------ს, რომელმაც თავიდან უარი განაცხადა ლამინირებული პარკეტის გამოტანაზე. იგი ოჯახის დიასახლისი იყო და ესმოდა, თუ რაზე საუბრობდნენ გ------- გ---------, ზ------ ბ--------–--- და ვ-–-------- ს--------–--- ლამინირებული პარკეტის გატანის პერიოდში, თუმცა საუბარში არ მონაწილეობდა. ვ-–-------- ს--------–--- იყო მაღალი, შავგვრემანი პიროვნება, დადიოდა მერსედესით და იმ დროისთვის მუქი ლურჯი პალტო ეცვა.

 

(იხ.18.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაცვის მოწმე ფ--–--- ა----–--ის ჩვენების მიხედვით, 2007 წელს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს გ------- ქ-------სთან ოფისში მივიდა ვინმე გ------- გ---------, რომელმაც გ------- ქ-------ს სთხოვა, რომ მისი ფირმის საშუალებით დახმარებოდა საქონლის განბაჟებაში ფ------ პ-----------, იმ მოტივით, რომ დ----- ს--------–---ს ჰქონდა პრობლემები, იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სთხოვდა მისი საქონლის განბაჟებაში დახმარებას, ვინაიდან მუშების ვალები დაუგროვდათ და ოჯახს აწუხებდნენ, რაზედაც გ------- ქ-------მ უარი განუცხადა, ვიდრე დ----- ს--------–--- არ მეტყვის, ვერ დაგეხმარებითო, რაზედაც უპასუხა, რომ ამას მოაგვარებდა. ამის შემდეგ, მე-2 თუ მე-3 დღეს გ------- ქ-------სთან ოფისში მოვიდნენ გ------- გ---------, ვ-–-------- ს--------–---, ბ--------–--- და ვინმე ც---------–---–ი და უთხრეს, რომ დ----- ს--------–--- ტელეფონზე დაურეკავდა. ამ დროს გ------- გ--------ის ტელეფონმა დარეკა, რომელიც ჩართეს ხმამაღალ რეჟიმზე და დ----- ს--------–---მ უთხრა, რომ დამალაპარაკეთო გ------- ქ-------, საუბარი დაიწყეს და დ----- ს--------–---მ გ------- ქ------- მოიკითხა, უთხრა რომ პრობლემები ჰქონდა ოჯახში მუშების ვალების გამო, რომლებიც სახლში აკითხავდნენ და ოჯახს აწიოკებდნენ და ფ------ პ------–- არსებული მისი საქონლის განბაჟებაში დახმარება თხოვა, რასაც ყველანი უსმენდნენ. გ------- ქ------- დახმარებას შეპირდა, მოილაპარაკეს, შეადგინეს ხელშეკრულება, იქვე გააფორმეს და ხელი მოაწერეს.

იმ დღეს გ------- ქ------- შეუძლოდ იყო, ამიტომ მას თხოვა ფოთში ჩასულიყო და 5000 მ2 ლამინირებული პარკეტი განებაჟებინა, ამავე დროს ფირმის ბეჭედი მისცა, რაც მან შეასრულა, ჩავიდა ფოთში და ტვირთი განაბაჟეს ფ------ პ------–-, სადაც იმყოფებოდნენ ვ-–-------- ს--------–---, ბ--------–--- და ი-----–- ც---------–---–ი, რომელიც ყველა დოკუმენტალურ მხარეს აწესრიგებდა, თან ამბობდა, რომ პრეზიდენტი ჩამოდიოდა საბაჟოში და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დაესრულებინათ. ი-----–- ც---------–---–ი თავის ხალხს ეჩხუბებოდა რაღაც საბუთი მაკლიაო, შემდეგ თქვეს ხელშეკრულება არ წამოგვიღიაო, რომელიც საბაჟოში უნდა წარედგინათ, რის გამოც დარეკეს ბათუმში და ი-----–- ც---------–---–მა ფაქსით გამოაგზავნინა ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულებაში ბეჭედი არ ჩანდა და ამაზეც პრეტენზია აქვთო და ამ დროს ი-----–- ც---------–---–მა ბეჭედს ხელი დაავლო და წაართვა, ჩქარა თორემ პრეზიდენტი მოდისო და ვერ მოვასწრებთო მანქანების გაყვანას, რაზეც იგი გაბრაზდა და მებაჟეს უთხრა, რომ თუ ი-----–- ც---------–---–ი ბეჭედს არ დაუბრუნებდა, ტვირთს არ განაბაჟებდა. ი-----–- ც---------–---–მა შემდეგ ბეჭედი დაუბრუნა და მისი მოთხოვნით გადასცა საბუთები, რომელიც გადაათვალიერა დარწმუნდა, რომ საბუთებში ის ტვირთი იყო ასახული, 5000 მ2 ლამინირებული პარკეტი, რაც გ------- ქ-------მ დაავალა და ბეჭედი დაურტყა, თუმცა ხელი არაფრისთვის არ მოუწერია. მას უთხრეს, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, ვ-–-------- ს--------–---მ ი-----–- ც---------–---–ს ჩააბარა ტვირთი, ხოლო საბუთების შესახებ უთხრეს, რომ ბათუმში ვერ გაატანდნენ, ვინაიდან გზაში ჭირდებოდათ და შემდეგ ჩამოიტანდნენ.

ამის შემდეგ იგი და გ------- გ--------- ბათუმში დაბრუნდნენ, სადაც გ------- ქ-------მ ზედნადებები მოითხოვა და უთხრეს, რომ ი-----–- ც---------–---–მა არ მისცა, ვინაიდან გზაში ჭირდებოდათ. გ------- ქ------- საბუთების გადაცემას ითხოვდა და ადვოკატს დაუკავშირდა, რომელიც მოვიდა, ვიღაცასთან დარეკეს და მანქანები ქუთაისის შესასვლელთან გააჩერებინეს. ამის შემდეგ გ------- ქ-------ს დაურეკეს, რომელმაც საბუთების გადაცემა მოითხოვა და ჩამოვიდა 3 კაცი, ვ-–-------- ს--------–--- და კიდევ 2 პიროვნება, ერთერთი სავარაუდოდ ბ--------–--- იყო, საბუთი ჩამოუტანეს. გ------- ქ-------მ საბუთი შეამოწმა, ნახა, რომ მას ხელი არ ჰქონდა მოწერილი, თვითონ მოაწერა ხელი და შეინახა, ხოლო იმათ ჰკითხა ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვთო, რაზეც უპასუხეს, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ და გააკეთეს ხელშეკრულება ვ-–-------- ს--------–---ს და გ------- ქ-------ს შორის, რომ ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ და ხელი მოაწერეს. ეს საბუთი გ------- ქ-------მ შეინახა და დაშორდნენ ერთმანეთს.

 

(იხ.30.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა გ------- ქ-------მ განმარტა, რომ 1992 წელს დააარსა ფირმა „ა-–--- 9-“. მასთან მუშაობდა თურქი პიროვნება, სახელად ქ----- ე-----------, რაც ცნობილი იყო გ------- გ--------ისთვის და 2005 წელს გააცნო დ----- ს--------–---, რომელიც სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობდა და თ---------დან სამშენებლო მასალების შემოტანა სურდა. ქ----- ე----------ს ტ----------–- ამხანაგი ჰყავდა, რომელიც სამშენებლო ბიზნესში მუშაობდა, მას დაუკავშირდა და მოწვევა მიიღო.

ამის შემდეგ თურქეთში წავიდნენ, შეხვდნენ ქ----- ე-----------ს ჯარის ამხანაგს მ------ ო------ს, მოილაპარაკეს და შედარებით დაბალ ფასზე შეთანხმდნენ.

3-4 დღის შემდეგ დ----- ს--------–--- მივიდა მასთან და ქ----- ე----------თან ბათუმში და უთხრა, რომ ხელშეკრულებას აფორმებდა და რა თანხის მასალასაც შემოიტანდა, იმ თანხის 2 პროცენტს თქვენ გადაგიხდითო, რაზედაც შეთანხმდნენ და ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ამის შემდეგ დ----- ს--------–--- არ უნახავს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დ----- ს--------–---მ დაურეკა და უთხრა ლამინირებული პარკეტი გვინდაო და ფასი გვაინტერესებსო. ქ----- ე----------მა გადარეკა მეგობართან თურქეთში და მეორე დღეს აცნობეს, რომ გერმანული ლამინირებული ფილები კვადრატული მეტრი ღირდა 10 დოლარი, თურქული 8 დოლარი და ჩინური 6 დოლარი, რაც გადასცეს დ----- ს--------–---ს და მან შეკვეთა მისცა, თუ რა ოდენობის არ იცის. ჩამოვიდა საქონელი და დ----- ს--------–---მ ფ------ პ------–- დაასაწყობა, თუმცა მთლიანი თანხა არ ჰქონდა გადახდილი, ნაწილი დარჩენილი იყო. მ------ ო------მა მასთან ჩამოიტანა კონოსამენტი, რომლის გარეშეც ფ------ პ----------- ტვირთს ვერავინ ვერ გამოიტანდა და გადასცა ქ----- ე----------ს, რომელიც გააფრთხილა, რომ თანხა ჰქონდათ დარჩენილი და მისი დაფარვის გარეშე კონოსამენტი არ მიეცათ, სხვა შემთხვევაში თანხა მათი გადასახდელი გახდებოდა. დ----- ს--------–---მ ითხოვა კონოსამენტი და თანხას პარკეტის გაყიდვის შემდეგ ავანაზღაურებო, რაზედაც მან და ქ----- ე----------მა უარი უთხრეს და კონოსამენტი არ მისცეს. გარკვეული დროის შემდეგ დ----- ს--------–---მ გ------- გ--------ის მეშვეობით გამოაგზავნა თანხა და ქ----- ე----------მა გადასცა კონოსამენტი, რის შემდეგადაც დ----- ს--------–---მ დაიწყო ლამინირებული პარკეტის გამოტანა და გაყიდვა.

გარკვეული დროის შემდეგ გ------- გ--------ისგან გაიგო, რომ დ----- ს--------–--- დააპატიმრესო, მას მისი შუამავლობის 2 პროცენტიც არ გადაუხდია. შემდეგ ისევ მოვიდა გ------- გ--------- და უთხრა, რომ ფ------ პ------–- დარჩენილი იყო 10000 კვადრატულ მეტრზე მეტი ლამინირებული პარკეტი, რომელიც დ----- ს--------–---მ არ გამოიტანა და ფ------ პ------–- ინახებოდა და მას თხოვა დახმარება, რაზედაც უარი განუცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ, გ------- გ---------მ მოიყვანა ვ-–-------- ს--------–---, რომელიც დ----- ს--------–---ს შემდეგ ხელმძღვანელობდა „ა-----–--- 9--ს" და ზ------ ბ--------–---, რომელიც იყო მშენებელი. უთხრეს, რომ მუშების სახელფასო დავალიანება ჰქონდათ და პარკეტის გამოტანასა და განბაჟებაში დახმარება თხოვეს, რაზედაც ისევ უარით გაისტუმრა და უთხრა, სანამ დ----- ს--------–--- არ მეტყვის მანამდე ვერ დაგეხმარებითო.

1 კვირის შემდეგ ისევ მოვიდნენ მის ოფისში, დაახლოებით 12 საათზე ვ-–-------- ს--------–---, ზ------ ბ--------–--- და გ------- გ---------. ამ დროს მასთან ოფისში იყვნენ ფ--–--- ა----–---, მ-----– ტ----- და ქ----- ე-----------. ვ-–-------- ს--------–---მ უთხრა, რომ 3 საათზე დ----- ს--------–--- დარეკავსო და არსად წახვიდეთო, 3 საათზე დარეკეს გ------- გ--------ის ტელეფონზე და მას უთხრეს დ----- ს--------–--- რეკავს და დაელაპარაკეო და ჩართეს ხმამაღალ რეჟიმზე. დ----- ს--------–---ს საუბარი ყველას ესმოდა. ისინი მიესალმნენ ერთმანეთს, დ----- ს--------–---მ უთხრა ციხეში მოვხვდიო, ჩ------------ს სკოლებში ვალები დაგვრჩაო, მუშების ვალიაო გადასახდელი და საუბრის დროს თხოვა დახმარებოდა ფ------ პ----------- 10000 კვადრატული მეტრი ლამინირებული პარკეტის განბაჟებაში მისი ფირმის სახელით, რადგან მათი ფირმა დაყადაღებული იყო და არ ფუნქციონირებდა. იგი შევიდა დ----- ს--------–---ს მდგომარეობაში, დათანხმდა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ფოთში თვითონ არ წავიდოდა. ვ-–-------- ს--------–---, ზ------ ბ--------–--- და გ------- გ--------- წავიდნენ და ცოტა ხანში ჩამოიტანეს განბაჟების თანხა 10000 ლარი, რომლის დატოვებასაც აპირებდნენ, მაგრამ მისი მოთხოვნით თანხა ბ---–- შეატანინა, 9180 ლარის ოდენობით და წავიდნენ.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვ-–-------- ს--------–---მ დაურეკა და უთხრა ფ------ პ------–- უნდა ჩამოხვიდეთო საქონლის გასაბაჟებლად. იმ დროისათვის ფ--–--- ა----–--- ჰყავდა დირექტორად დანიშნული, ამიტომ გ------- გ---------ს ფ--–--- ა----–--- გააყოლა ფ------ პ------–-, რომელსაც ბეჭედი მიჰქონდა და გააფრთხილა, რომ 5000 კვადრატი მეტრი პარკეტის განბაჟების გარდა ბეჭედი არაფერში არ გამოეყენებინა. ტვირთი განაბაჟეს, საქონელი გამოიტანეს, მანქანებზე დატვირთეს და წავიდნენ თბილისისკენ. ფ--–--- ა----–--ისგან იცის, რომ გარეთ ელოდებოდათ ვ-–-------- ს--------–---, რომელიც იქვე მანქანაში იჯდა მასთან ერთად იყვნენ ი-----–- ც---------–---–ი, ზ------ ბ--------–--- და ზ---– ბ--------–---. მანქანების გამოსვლის შემდეგ, ი-----–- ც---------–---–ს ბეჭედი დაუბრუნებია ფ--–--- ა----–--ისთვის, რომელიც მანამდე გამოართვა და გამოუშვეს, ხოლო სხვა საბუთები არ მისცეს. ფ--–--- ა----–---მ მხოლოდ მანქანების ნომრები ჩაინიშნა. როდესაც ფ--–--- ა----–--- ბათუმში საბუთების გარეშე დაბრუნდა და აღნიშნულის შესახებ მოუყვა, ძალიან გაბრაზდა, ვინაიდან ტვირთი მისი ფირმის სახელით იყო განბაჟებული და საბუთების გარეშე ბუღალტერიაში ვერ ასახავდა, ამიტომ გადაწყვიტეს მათთან დაკავშირება და საბუთების დაბრუნება, მაგრამ ვერცერთს ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონით, არცერთმა არ უპასუხა, რის გამოც საპატრულო პოლიციას დაურეკა და უთხრა, რომ ქუთაისის მონაკვეთზე მიდიოდა მანქანები, რომლებიც დატვირთული იყო ლამინირებული ფილებით, რომლებსაც ფირმის საბუთები ჰქონდათ გაყოლებული და გაჩერება მოსთხოვა. მცირე დროში აცნობეს, რომ მანქანები გაჩერებული ჰყავდათ ქუთაისის ტრასის მონაკვეთზე. ამის შემდეგ დაიწყეს რეკვა, თუ რატომ გააჩერა მანქანები, რაზედაც უთხრა, რომ საბუთები დაებრუნებინათ. ამ დროს ბუღალტერიც იყო ოფისში, რომელმაც გამოიანგარიშა 68000 ლარის ღირებულების ქონების გადასახდელი 2400 ლარის ოდენობით და ამ თანხის ჩამოტანაც მოსთხოვა. ჩამოიტანეს საბუთები, ასევე ოქმი, სადაც ეწერა, რომ „ა-----–----9--ს" „ა-–--- 9--თან" არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, ასევე მოიტანეს 3 ცალი სატრანსპორტო ზედნადები, რომელთაგან ერთზე მოაწერა ხელი და თვითონ დაიტოვა, ხოლო 2 მათ გაატანა, ასევე დაიტოვა ოქმი, სადაც დ----- ს--------–---ს და ვ-–-------- ს--------–---ს ხელმოწერა იყო და „ა-----–----9--ის" ბეჭედი, რაზედაც იკითხა, თუ როგორ მოაწერინეს ხელი დ----- ს--------–---ს, რაზედაც უპასუხეს, რომ როცა დ----- ს--------–---ს ხელმოწერა გვჭირდება ციხეში ჩავდივართ და ხელს ვაწერინებთო. ამის შემდეგ ვ-–-------- ს--------–--- სამჯერ იყო მისული მის ოფისში, ბოლო მისვლაზე თანხა ჩამოუტანა 2400 ლარი.

ხელშეკრულება N01001 ვ-–-------- ს--------–---მ მიუტანა და უთხრა, რომ ხელშეკრულებაზე დ----- ს--------–---ს მოვაწერინეთო ხელი, შენც მოაწერეო ხელი და აქ დარჩესო. მან ნახა, რომ ხელშეკრულებაზე იყო დ----- ს--------–---ს ხელმოწერა და „ა-----–----9--ის" ბეჭედი და თვითონაც მოაწერა ხელი და შეინახა სეიფში. ეს ხელშეკრულება მასთან ინახებოდა სეიფში, არავის არ გამოუყენებია და შემდგომში პოლიციამ მისგან ამოიღო, ხოლო მეორე ხელშეკრულება სავარაუდოდ მაშინ გააფორმეს, როდესაც ბეჭედი წაართვეს ფ--–--- ა----–---ს, ვინაიდან მინდობილობით და ხელშეკრულებით 10000 კვადრატული მეტრი ლამინირებული პარკეტი უნდა გამოეტანათ, მაგრამ ლამინირებული პარკეტი ფ------ პ------–- დიდი ხნით იყო დასაწყობებული, ქირის ფასმა და განბაჟების თანხამ მოიმატა და ეტყობა განბაჟების ფული ვერ მოიძიეს და მარტო 5000 კვადრატული მეტრი ლამინირებული პარკეტი განაბაჟეს.

პარკეტის გამოტანის შემდეგ, დაახლოებით 1 თვეში სამჯერ დაურეკა ი-----–- ც---------–---–მა და დარჩენილი 5000 კვადრატული მეტრი ლამინირებული პარკეტის გამოტანა თხოვა, რაზედაც უარი უთხრა, ამის შემდეგ მეოთხედ ვ-–-------- ს--------–---მ დაურეკა და მანაც იგივე შესთავაზა და მასაც უარი განუცხადა.

ამ ოპერაციებიდან არანაირი სარგებელი არ მიუღია და მისი შუამავლობის 2 პროცენტიც არ გადაუხდიათ.

ბრალდებულის განმარტებით, 5000 მ2 ლამინირებული პარკეტი საბუთიერად მისი ფირმის საკუთრება გახდა და მისთვის უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ მას ამ ნივთთან შემდგომში არანაირი შეხება არ ჰქონია და ვ-–-------- ს--------–---ს მოთხოვნით და მისი უშუალო მონაწილეობით, ი-----–- ც---------–---–ს გადასცეს საქონელი, ამიტომ თვლის, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

 

(იხ.19.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმეში არსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ა-–----9-“ რეგისტრირებულია 1995 წლის 2 დეკემბრიდან, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია გ------- ქ-------.

 

(იხ. ტ. 3. ს.ფ.150).

 

დ----- ს--------–--- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განაჩენით, 2006 წლის 28 ოქტომბრიდან, 2012 წლის 13 დეკემბრამდე, სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

(იხ. ტ. 3. ს.ფ. 206-226).

 

საქმეში არსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ა-----–--- 9-“ რეგისტრირებულია 1998 წლის 26 თებერვალს, წარმომადგენელი და 100%-იანი წილის მფლობელია დ----- ს--------–---, ხოლო დირექტორი - თ----- ს--------–---.

 

(იხ. ტ.3.ს.ფ. 227).

 

საქმეში არსებული საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებით, შპს „ა-----–--- 9--ის" სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში შეტანილი ცვლილების შედეგად, დირექტორი გახდა ვ-–-------- ს--------–---.

 

(იხ.ტ.1.ს.ფ.131).

 

გამოძიების პროცესში, გ------- ქ-------სთვის ბრალად შერაცხული 5000 მ2 ლამინირებული პარკეტის საბაჟო ტერმინალიდან გატანასთან დაკავშირებით სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია, ხოლო შემდგომ გრაფიკული ექსპერტიზების გზით, შემოწმდა ამ დოკუმენტებზე ხელმოწერათა და დასმულ ბეჭედთა ნამდვილობა და ხელმომწერთა ვინაობა, რის შედეგადაც დადგენილია შემდეგი გარემოებები:

 

2016 წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს ბ-------ს საცავიდან ამოღებულ იქნა შპს „ა-–----9--ის“ დირექტორის გ------- ქ-------ს 2017 წლის 18 აპრილის განცხადება №9581, დედანი, ბ-------ს საგადასახადო ინსპექციის სახელზე.

 

(იხ. ტ. 3. ს.ფ. 22-27).

 

გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერა არაა შესრულებული გ------- ქ-------ს მიერ.

 

(იხ. ტ. 3. ს.ფ. 36-50).

 

2007 წლის 20 სექტემბერს შპს „ა-–----9--ის" განყოფილების უ-------მა ფ--–--- ა----–---მ დაკითხვის ოქმში მიუთითა, რომ ყველა დოკუმენტაცია, რაც შეეხებოდა 5000მ2 ლამინირებული პარკეტის განბაჟებას და ი-----–- ც---------–---–ზე გადაცემას, ინახებოდა მათ ოფისში და შეეძლო წარმოდგენა, რის შემდეგადაც 2007 წლის 25 სექტემბერს გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა და მისგან ამოღებულ იქნა დეკლარაცია, სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება №01-001, წერილი ბ----–---ის სახელზე, კომერციული ინვოისი, სამი ცალი სალაროს შემოსავლის ორდერი, ორი ცალი საგადასახადო დავალება და ერთი ცალი გასავლის ორდერი.

 

(იხ. ტ.1. 73-75, 79-100).

 

2007 წლის 15 აგვისტოს საბაჟო ს----–---- „ფ------ პ--------“ არქივიდან ამოღებულ იქნა საბაჟო დეკლარაცია 2 ფურცელზე, №C-------------., ს--------–---ს განცხადების ქსეროასლი ერთ ფურცელზე, წერილის ქსეროასლი ჯ.ბ----–---ის სახელზე, კომერციული ინვოისი №01-001 შპს „ა-----–--- 9-“-სა და შპს „ა-–----9--ს" შორის, ხელშეკრულება №01-001 შპს „ა-----–--- 9--სა" და შპს „ა-–----9--ს" შორის, საწყობის დეკლარაციის ქსეროასლი №G----- ერთ ფურცელზე, ხელშეკრულება № ფ-95 შპს „გ-–-----–-ბ-----სა“ შპს „ა-–----9--ს" შორის, გადასახადის გადამხდელის მოწმობის ქსეროასლი, გ. ქ-------ს განცხადების ქსეროასლი, წერილი შპს „ა-–----9--ის" დირექტორის სახელზე, დ----- ს--------–---ს განცხადების ორიგინალი (დედანი) და ნ. ბ----–---ის სახელზე წერილის ორიგინალი (დედანი).

 

(იხ. ტ. 1. ს.ფ. 27-38).

 

ამრიგად, საქმის მასალების მიხედვით, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ამოღებულია შპს „ა-----–--- 9--სა" და შპს „ა-–----9--ს" შორის გაფორმებული ორი ხელშეკრულება №01-001, ერთი - გ------- ქ-------ს ოფისიდან, ხოლო მეორე საბაჟო ს----–---- „ფ------ პ--------“ არქივიდან.

მხარეთა შორის დავის საგანი გახდა, თუ რომელი ხელშეკრულება იქნა წარდგენილი საბაჟო სამსახურში ტვირთის გამოსატანად, აღნიშნული გარემოება არ დააზუსტა ბრალდების მხარემ, რაზედაც მართებულად მიუთითა დაცვის მხარემ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად საქმის მასალების მიხედვით სასამართლო აფასებს წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ საბაჟო სამსახურში წარდგენილია ის ხელშეკრულება, რაც ამოღებულია საბაჟო ს----–---- „ფ------ პ--------“ არქივიდან, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებით:

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელშეკრულება დადებულია ერთ დღეს, 2007 წლის 20 მარტს და აქვს ერთი და იგივე ნომრები, მათ შორის არსებობს აშკარა სხვაობა, რაც გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებშიც აისახა, კერძოდ:

გ------- ქ-------ს ოფისიდან ამოღებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების ერთ მხარეს მითითებულია „დ----- ს--------–---“, ხოლო მეორე მხარედ „გ----- ქ-------“.

 

(იხ.ტ.1.ს.ფ.91).

 

საქმეში არსებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია გ------- ქ-------ს მიერ. ამავე დასკვნით, ასევე გ------- ქ-------ს მიერაა ხელმოწერილი 2007 წლის 25 სექტემბერს მისივე ოფისიდან ამოღებულ, 2007 წლის 20 აპრილით დათარიღებულ სასაქონლო ზედნადების გრაფაში - ჩაიბარა გამყიდველმა (ტვირთის გამგზავნმა) (დედანი იხ. ტ.1.ს.ფ.141).

 

(იხ.ტ.3.ს.ფ.50).

 

საბაჟო ს----–---- „ფ------ პ--------“ არქივიდან ამოღებულ ხელშეკრულების ერთ მხარედ მითითებულია „დ----- ს--------–---“, ხოლო მეორე მხარედ „გ------- ქ-------“.

 

(იხ.ტ.1.ს.ფ.140).

 

საქმეში არსებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა გ------- ქ-------ს მიერ. ამავე დასკვნით, 2017 წლის 18 აპრილის განცხადებაზე №9581, ბ-------ს საგადასახადო ინსპექციის სახელზე, (ამოღებულია 2016 წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს ბ-------ს საცავიდან), შესრულებულია არა გ------- ქ-------ს მიერ. ზემოაღნიშნული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ.

 

(იხ.ტ.3.ს.ფ.50).

 

საქმეში არსებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, დასახელებულ ორივე ხელშეკრულებაზე, ასევე შპს „ა-----–--- 9--ის" ცნობაზე, დათ:28.04.2007წ (გ------- ქ-------ს ოფისიდან ამოღებული ცნობა იმის შესახებ, რომ 5000 მ2 ლამინირებულ პარკეტთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა ორივე მხარის მიერ შესრულებულია იხ. ტ.1.ს.ფ.94, დედანი) დ----- ს--------–---ს გასწვრივ არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა დ----- ს--------–---ს მიერ, არამედ სხვა, ერთი და იმავე პირის მიერ, სავარაუდოდ შესრულებულია ზ---– ბ--------–---ს მიერ. აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერები შესრულებულია არა ვ-–-------- ს--------–---ს მიერ, ხოლო „ა-----–--- 9--ის" ცნობაზე, დათ: 28.04.2007წ. ვ. ს--------–---ს გვარით არსებული ხელმოწერა არ გამოკვლეულა გრაფიკული მასალის სიმცირის და მარტივი აგებულების გამო.

ამავე ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2007 წლის 19 აპრილით დათარიღებული №C---- საბაჟო დეკლარაციის პირობითად მეორე ეგზემპლარის გრაფაში „54 ადგილი და თარიღი“, 2007 წლის 19 აპრილით დათარიღებული №C---- საბაჟო დეკლარაციის პირობითად მესამე ეგზემპლარის გრაფაში „54 ადგილი და თარიღი“ და 2007 წლის 18 აპრილით დათარიღებული შპს „გ-–-----–-ბ-----სა“ და შპს „ა-–----9--ს" შორის დადებული №ფ-95 ხელშეკრულების უკანა გვერდზე გრაფაში „დირექტორი“ (ამოღებულია 2007 წლის 15 აგვისტოს საბაჟო ს----–---- „ფ------ პ--------“ არქივიდან) არსებული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ. ზემოთ მითითებული ხელმოწერები შესრულებულია არა გ------- ქ-------ს, არამედ სხვა პირის მიერ.

 

(იხ. ტ. 1. ს.ფ. 47-51, ტ.2.ს.ფ.165-171).

 

საქმეში არსებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დასახელებულ ორივე ხელშეკრულებაზე, 2007 წლის 26 მარტით დათარიღებულ განცხადებაზე და 2007 წლის 20 მარტით დათარიღებულ №01-001 კომერციულ ინვოისზე არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდები გადატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კუსტარულად დამზადებული ბეჭდით, არამედ დოკუმენტებზე დატანილია ფაბრიკული წესით დამზადებული ბეჭდის უშუალო შეხებით.

 

(იხ.ტ.1.ს.ფ.176).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-----–- ც---------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულია აქვს პატიმრობა (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ბრალდებით) და მის მიმართ გამოცხადებული ძებნა. იგი ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

 

(იხ.ტ.2.ს.ფ.89-91, 172 176).

 

ფ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის 2017 წლის 18 მარტის დადგენილებით გ------- გ--------ის მიმართ უარი ეთქვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე შპს „ა-----–--- 9--ის" კუთვნილი ლამინირებული ფილის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაზარალებულ დ----- ს--------–---ს პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც თანხმობა განაცხადა მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

 

(იხ.ტ.4.ს.ფ.64-67).

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ გ------- ქ-------ს ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, თაღლითობა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის მოტყუებასთან და ამ გზით ქონებრივი უფლების მიღებასთან, ხოლო ამ ქმედების დამამძიმებელი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ზიანის ოდენობა. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციით, დაზარალებულს ბრალდებულთან 5000 მ2 ლამინირებული ფილების გატანაზე, განბაჟებაზე ან სხვა რაიმე გზით ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არანაირი კომუნიკაცია, მით უფრო თანხმობა არ ჰქონია; ასევე არც გ------- გ---------ს ჰქონდა ამ ნივთის გამოტანაზე უფლებამოსილება, ამას თვით ნივთის მესაკუთრე, დაზარალებული დ----- ს--------–--- და იმ დროისათვის ფირმის მართვის უფლებამოსილი პირი ვ-–-------- ს--------–--- კატეგორიულად უარყოფენ.

განსხვავებული პოზიცია აქვს დაცვას, რომელიც აღნიშნავს, რომ ფილების გატანის ინიციატორი დ----- და ვ-–-------- ს--------–---ები იყვნენ და მათი ინიციატივით და ვ-–-------- ს--------–---ს უშუალო მონაწილეობით მოხდა ფილების განბაჟება და ი-----–- ც---------–---–ზე გადაცემა.

ბრალდების მიხედვით, ნივთის დაუფლება მოხდა გ------- ქ-------ს და გ------- გ--------ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ყალბი ხელშეკრულების წარდგენით, თუმცა გ------- გ---------მ უარყო გ------- ქ-------სთან რაიმე სახის დანაშაულებრივი კავშირი და შეთანხმება.

ფაქტი იმის თაობაზე, თუ ვინ იყო ლამინირებული ფილების გამოტანის ინიციატორი, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარობის სტანდარტით ვერ დადგინდა, არც წერილობითი მტკიცებულებები იძლევა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად უტყუარობის კრიტერიუმს, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------- ქ-------ს ბრალეულობის დასადგენად ამ ფაქტს არც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს, ვინაიდან სასამართლო აფასებს ბრალდების მხარის წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მის პოზიციას და წონადობას გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტში.

როგორც აღინიშნა, მოტყუება თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ერთერთი აუცილებელი ნიშანია, იგი გამოიხატება როგორც აქტიურ, ასევე პასიურ ქმედებაში, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ პირის მოტყუება შეუძლებელია მასთან ურთიერთობის და ან რაიმე გზით კომუნიკაციის გარეშე, იგივე ურთიერთობაა აუცილებელი პირის ნდობის მოსაპოვებლად, შემდგომში მოტყუების მიზნით.

ბრალდების მიხედვით, ბრალდებულს და დაზარალებულს, დაუფლებულ ნივთთან დაკავშირებით არანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია არ ჰქონიათ, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მათ შორის არსებული ხელშეკრულება ბრალდების მიხედვით ყალბია, არც სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფილან, ასეთ შემთხვევაში გ------- ქ-------ს შეუძლებელია მოეტყუებინა დ----- ს--------–--- ან ვ-–-------- ს--------–--- ან მათი ნდობა გამოეყენებინა ბოროტად და ამ გზით დაუფლებოდა ნივთს, ვინაიდან მხარეებს ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა და რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონიათ, ამავე დროს ნივთის გამოტანა გ------- ქ-------ს, დ----- ს--------–---ს ან ვ-–-------- ს--------–---ს ხელმოწერილი რომელიმე დოკუმენტით არ განხორციელებულა.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ გ------- ქ-------ს მიმართ შერაცხულ ქმედებაში არ არსებობს თაღლითობის, როგორც დანაშაულის ერთერთი შემადგენელი ნიშანი - მოტყუება, ანუ ობიექტური მხარე, შესაბამისად არ არსებობს შერაცხული დანაშაული.

 

5.4. გ------- ქ-------ს მიმართ შერაცხული დანაშაულის ან თუნდაც ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულის დასადასტურებლად აუცილებელია დადგინდეს მოხდა თუ არა ნივთის დაუფლება, განკარგა თუ არა ეს ნივთი ბრალდებულმა, როგორც საკუთარი და გამოიყენა თუ არა თავის სასარგებლოდ ანგარებითი მოტივით.

ბრალდება უთითებს საბაჟო დეკლარაციაზე, რაზედაც გ------- ქ-------ს ხელმოწერა არ დადგინდა და 2007 წლის 20 აპრილით დათარიღებულ სასაქონლო ზედნადებზე, რომელზეც ბრალდებულის ხელმოწერაა და რომლითაც ირკვევა, რომ ტვირთის მესაკუთრე გახდა შპს „ა-–----9-“ და გ------- ქ-------მ ტვირთი გადასცა ინდ.მეწარმე ი-----–- ც---------–---–ს.

ბრალდების პოზიციით, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ------- ქ-------ს მიერ ნივთის თაღლითური გზით მითვისების ფაქტი.

სხვა მტკიცებულება, ნივთის დაუფლებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია გ------- ქ-------მ თვითონვე წარუდგინა გამოძიებას და ბრალდებული სასაქონლო ზედნადებზე საკუთარ ხელმოწერას არ უარყოფს და ხსნის იმით, რომ ტვირთი მისი ფირმის სახელით იქნა გამოტანილი, რის გამოც ბუღალტერიისთვის და საგადასახადო ვალდებულის შესასრულებლად შეინახა აღნიშნული დოკუმენტაცია.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების პოზიციას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ნივთი ისე გასხვისდა ი-----–- ც---------–---–ზე, რომ ბრალდებულის ან მისი ფირმის ფაქტობრივ მფლობელობაში არ გადასულა და ის ფაქტი, რომ შპს „ა-–----9-“ ფორმალურად, დოკუმენტალურად გახდა ამ ნივთის მესაკუთრე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ნივთის მითვისების, მით უფრო თაღლითური გზით მითვისების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რაზედაც მართებულად მიუთითა დაცვის მხარემ.

აღნიშნულ მსჯელობის მართებულობას ამყარებს ასევე შემდეგი გარემოებები:

როგორც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დადგინდა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი გ------- ქ-------ს ხელმოწერილი არცერთი დოკუმენტით, მათ შორის შპს „ა-----–--- 9--სა" და შპს „ა-–----9--ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, არ განხორციელებულა ლამინირებული ფილების განბაჟება და გატანა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ლამინირებული ფილები ან მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა გ------- ქ-------მ მიითვისა, ამ ფაქტის თაობაზე სასამართლოსთვის არც დ----- და ვ-–-------- ს--------–---ებს მოუწოდებიათ სარწმუნო ინფორმაცია.

საქმის მასალების მიხედვით, მას შემდეგ რაც ტვირთი ი-----–- ც---------–---–ს გადაეცა, მისი ადგილსამყოფელი და შემდგომი ბედი გაურკვეველია.

ამავე მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გ------- ქ-------მ ან მისმა ფირმამ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით მიიღო ფილების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა.

საქმეში არსებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ წარდგენილ დოკუმენტებზე, მათ შორის ხელშეკრულებებზე არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდები გადატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კუსტარულად დამზადებული ბეჭდით, არამედ დოკუმენტებზე დატანილია ფაბრიკული წესით დამზადებული ბეჭდის უშუალო შეხებით.

დაცვის მხარის მიერ აიხსნა, თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნულ დოკუმენტებზე შპს „ა-–----9--ის" ბეჭდები, ხოლო ბრალდებამ ვერ ახსნა, თუ ვის მიერ იქნა დასმული აღნიშნულ დოკუმენტებზე შპს „ა-----–--- 9--ის" ბეჭდები, ვინაიდან დ----- და ვ-–-------- ს--------–---ებმა აღნიშნეს, რომ ფირმის ბეჭედი არავისთვის არ გადაუციათ.

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გ------- ქ-------ს მიერ 5000 მ2 ლამინირებული ფილების მითვისების ფაქტი არ დასტურდება.

 

5.6. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

5.8. ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ გ------- ქ-------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პუნქტებით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს.

 

5.9. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ გ------- ქ-------ს ოფისიდან ამოღებულ 2007 წლის 20 მარტის ხელშეკრულებაში №01-001, ხელშეკრულების ერთ მხარეს მითითებულია „დ----- ს--------–---“, ხოლო მეორე მხარედ „გ----- ქ-------“. ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნულ ხელშეკრულებაზე გ------- ქ-------ს ხელმოწერაა, ხოლო დ----- ს--------–---ს სახელით გაკეთებული ხელმოწერა არ ეკუთვნის დ----- ს--------–---ს.

დადგენილია, რომ ხელშეკრულების შედგენისას, 2007 წლის 20 მარტს, დ----- ს--------–--- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა და მას არ გააჩნდა ხელშეკრულებზე ხელმოწერის შესაძლებლობა და ამას არც ბრალდებული უარყოფს. ამდენად გ------- ქ-------სთვის ცნობილი იყო, რომ წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე დ----- ს--------–---ს სახელით ხელმოწერა არ ეკუთვნოდა ამ უკანასკნელს და ვერც მოაწერდა ხელს, მიუხედავად ამისა ბრალდებულმა ხელშეკრულება მაინც დაამოწმა საკუთარი ხელმოწერით.

განსახილველი ხელშეკრულება, მისი ნამდვილობის შემთხვევაში, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოშობს სამართლებრივ ვალდებულებებს და უფლებებს, შესაბამისად იგი წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, ხოლო ბრალდებულის ქმედებით იქცევა ყალბად, ვინაიდან არ ასახავს დოკუმენტში მითითებულ რეალურ ვითარებას, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ერთი მხარის რეალურ ნებას და მის ნამდვილ ხელმოწერას.

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სამ ალტერნატიულ მოქმედებაში: ყალბი დოკუმენტის დამზადებაში, გასაღებაში და მის გამოყენებაში.

მოცემულ შემთხვევაში, გ------- ქ-------ს მიერ დამზადდა, შეიქმნა, ყალბი დოკუმენტი - ხელშეკრულება, რამეთუ მისი ხელმოწერის გარეშე, ხელშეკრულება რაიმე უფლებას ან ვალდებულებას არ წარმოშობდა, ხოლო აღნიშნული მოქმედება თავისთავად უკვე დამთავრებული დანაშაულია.

 

5.10. ამრიგად, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ 2007 წლის 20 მარტს გ------- ქ-------მ დაამზადა ყალბი დოკუმენტი - 2007 წლის 20 მარტის ხელშეკრულება №01-001, რითაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად გ------- ქ-------სთვის ბრალად შერაცხული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი, №3309-Iს. დანაშაულის ჩადენიდან განაჩენი გამოტანამდე მოქმედი ყველაზე მსუბუქი ნორმა).

 

6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ქ-------ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის პროცესში არ გამოკვეთილა.

 

8. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

8.2. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია 2007 წლის 20 მარტს. ხოლო გ------- ქ-------ს ბრალი წარედგინა 2017 წლის 16 მარტს.

საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე.

გ------- ქ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაული, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება, შესაბამისად იგი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან,2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ------- ქ------- თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის:

ა) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

ბ) გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე გ------- ქ------- უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

9. ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

9.1. საქმეზე დართული ხელშეკრულება №01-001 (დედანი) (20.03.2007), შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

9.2. გ------- ქ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით უნდა გაუქმდეს.

ყადაღა უნდა მოეხსნას ფ------ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განჩინებით ბრალდებულ გ------- ქ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 20 000 (ოცი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, ხ------- ქ-------ს (პირადი ნომერი 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ დაყადაღებულ ქონებას, მდებარე: ქ.ბ-------, კ---------ს დასახლებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობი: 2502.00 მ2 უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: №0-.3-.2-.3--), 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული გ------- ქ------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2. გ------- ქ-------სთვის ბრალად შერაცხული ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი, №3309-Iს).

3. გ------- ქ------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4. 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გ------- ქ------- გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

5. გ------- ქ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით გაუქმდეს.

ყადაღა მოეხსნას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განჩინებით ბრალდებულ გ------- ქ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 20 000 (ოცი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, ხ------- ქ-------ს (პირადი ნომერი 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ დაყადაღებულ ქონებას, მდებარე: ქ. ბ-------, კ---------ს დასახლებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობი: 2502.00 მ2 უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: №0-.3-.2-.3--), 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

6. საქმეზე დართული ხელშეკრულება №01-001 (დედანი) (20.03.2007), შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე