განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1----18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–---------------–---–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ----------------–--------–------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–------------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ვ-------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, ლ--------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 13 სექტემბრის, 2--- წლის 22 აგვისტოს, 2--- წლის 25 ივნისის, 2--- წლის 19 ივნისის და 2--- წლის 6 სექტემბრის ეპიზოდები).
2018 წლის 17 თებერვალს, გამთენიისას, ლ--------–------ემ უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში, ნ--------–ის ქუჩა, კორპუსი #-, ბინა #-1ა-ში, ნ-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რის შემდეგაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა „TCL“-ის ფირმის ტელევიზორი და „LUC“-ის ფირმის პერსონალური კომპიუტერი.
ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს - ნ-----------–---–ს მიადგა 1600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით;
სასამართლოს დასკვნა ლ--------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ნ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თბილისში, ნ--------–ის ქუჩა N--ში მდებარე ნ-------–---–---–--გან ნაქირავებ ბინაში. 2018 წლის 16 თებერვალს დილის საათებში დაუკავშირდა მისი მეუღლე თ-------------–---–ი, რომელმაც გააფრთხილა, რომ მივიდოდა ლ-------–----აძე და გადაეცა ფეხსაცმელი. დაუკავშირდა ლ-------–----აძე, რომელსაც განუმარტა, რომ არ იყო სახლში და როდესაც სახლში დაბრუნდებოდა, დაუკავშირდებოდა. დაახლოებით 18:00 საათისთვის დაბრუნდა სახლში, დაუკავშირდა ლ-------–----აძეს, რომელიც მივიდა მასთან. ლევანის მისვლისას სახლში იმყოფებოდა შვილთან ერთად. ლ--------–------ე დაახლოებით 4 წუთი გაჩერდა, რის შემდეგ დააპირა წასვლა. სწორედ ამ დროს მასთან სტუმრად მივიდა მისი და, რომელსაც ესაუბრებოდა სოფელში წასვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ლ-------–----აძემ გაიგონა მათი საუბრის შინაარსი და იცოდა, რომ სახლში არავინ იქნებოდა და სახლი იქნებოდა დაკეტილი. ლ-------–----აძის წასვლის შემდეგ სახლიდან თავადაც გამოვიდნენ და ჩაკეტეს კარები, თუმცა შვილს დარჩა მობილური ტელეფონი და დაბრუნდა სახლში, რომელმაც სავარაუდოდ ჩაკეტა კარი. დაახლოებით ერთ საათში ჩავიდნენ საგარეჯოს რაიონში. ღამე მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, თუმცა ეძინა და არ წაუკითხავს. დაახლოებით 03:00 საათზე დაუკავშირდა ბინის მეპატრონის რძალი - ნ--------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ ბინიდან გაიგონა ხმაურის ხმა და ჰკითხა ხომ მშვიდობა ჰქონდა. აღნიშნულზე უპასუხა, რომ სახლში არ იყო, სთხოვა შესულიყო ბინაში და ენახა, რა ხდებოდა. ნ--------–--ე და მისი მეუღლე თემური შევიდნენ ბინაში, ბინის კარი დახვდათ ღია, თუმცა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. გამოსვლისას მოიხურეს კარები, ვინაიდან ნინოს გასაღები არ ჰქონდა. გასაღები აქვს მხოლოდ მას და ბინის მეპატრონე - ნ-------–---–---–ს. დილით დაუკავშირდა ბინის მეპატრონე ნ-------–---–---–ი, რომელსაც ნინოსგან გაგებული ჰქონდა, რომ ბინაში ხმაური იყო და დაინტერესდა რა ხდებოდა. ნ-------–---–---–ს სთხოვა, რომ შესულიყვნენ ბინაში და ენახათ, რა ხდებოდა. შევიდნენ ბინაში, დაათვალიერეს და აღმოჩნდა, რომ ბინის საძინებელი ოთახიდან გატანილი იყო „TCL“-ის ტელევიზორი, ღირებული 900 ლარად და კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა „LUC“-ის ფირმის მონიტორი, ხოლო პროცესორის ფირმა არ ახსოვს, ღირებული 700 ლარად. დაუკავშირდა და ესაუბრა ნ--------–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ გამთენიისას კვლავ გაიგონა ხმაურის ხმა, მაგრამ აღარ დაკავშირებია. მოწმის განმარტებით, მისი კუთვნილი ნივთების განკარგვის უფლება არც მას და არც მის მეუღლეს არავისთვის, მათ შორის არც ლ-------–----აძისთვის, არ მიუციათ. გამოიკითხა მოწმის სახით, რის შემდეგ მონაწილეობა მიიღო კომპიუტერის, ტელევიზორის და პროცესორის ამოცნობაში. პირველად ერთმანეთის მსგავს სამ მონიტორს შორის განაკაწრით და ვიზუალით ამოიცნო მისი კუთვნილი კომპიუტერის მონიტორი. ასევე, სამ პროცესორს შორის ამოიცნო, მისი კუთვნილი პროცესორი, დაზიანებული და ამოტეხილი დისკის ჩასადებით და ვიზუალით. მის მიერ ამოცნობილი იქნა ტელევიზორიც. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი. მოწმის ჩვენებით, სოფელში წასვლამდე მისი კუთვნილი ნივთები დატოვა სახლში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თბილისში, ნ--------–ის ქუჩა N------------ში მეხუთე სართულზე მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მის მეზობლად ცხოვრობს მისი დედამთილი - ნ-------–---–---–ი, ხოლო ქირით ცხოვრობს ნ-----------–---–ი მცირეწლოვან შვილთან - ლ-----------–---–თან ერთად, რომლის მეუღლე - თ-------------–---–ი იმყოფება საზღვარგარეთ. 2018 წლის 17 თებერვალს 01:00 საათზე გააცილა მეგობარი, რა დროსაც, სადარბაზოში ერთი სენსორი არ აინთო, მაგრამ ივარაუდა, რომ ნათურა დაიწვა და არ მიუქცევია ყურადღება. დაახლოებით 02:00 საათზე აძინებდა ბავშვებს, რა დროსაც, გაიგონა ნ-----------–---–ის კარის და ნივთის დავარდნის ხმა. მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა ნ-----------–---–ს, რომელმაც არ უპასუხა შეტყობინებაზე. ბავშვების დაძინების შემდეგ დაახლოებით 02:30 საათზე დაუკავშირდა ნ-----------–---–ს და ჰკითხა სახლში იყო თუ არა, რაზეც-------- უპასუხა, რომ რაიონში იყო წასული. გაიხედა კარიდან და დაინახა მაღალი, დაახლოებით 190 სმ სიმაღლის გამხდარი მამაკაცის სილუეტი, რომელსაც ეცვა ე.წ. „დუტის“ ქურთუკი, რომელიც ნათურის მოხსნას ან/და ჩაქრობას ცდილობდა. გააღვიძა მეუღლე და უთხრა, რომ შემოსასვლელში ვიღაც იყო. გავიდნენ შემოსასვლელში, თუმცა არავინ აღარ დახვდათ, ხოლო მათი კარის თავზე არსებული ნათურა იყო გატეხილი. ნ------ ბინის კარი მიხურული იყო, თუმცა ჩაკეტილი არ ყოფილა. შევიდნენ ბინაში, საძინებლის კარი, სადაც იდო ტელევიზორი და კომპიუტერი, იყო მოხურული, თუმცა აღარ შესულან შიგნით და გავიდნენ ბინიდან. ვინაიდან გასაღები არ ჰქონდათ, ვერ ჩაკეტეს კარი. გავიდნენ თავიანთ ბინაში და დაიძინეს. დილის დაახლოებით შვიდის ნახევარზე კვლავ გაიგონა ხმაურის ხმა, თუმცა აღარ მიუქცევია ყურადღება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კომპანიაში ტაქსის მძღოლად. 2018 წლის 17 თებერვალს 07:00 საათზე მოძრაობდა სამგორში, რა დროსაც, ნ--------–ის ქუჩიდან შევიდა გამოძახება, ხოლო მიმართულება იყო ვ---------––------------ის ქუჩაზე. ადგილზე მივიდა დაახლოებით 5-7 წუთის შუალედში, სადაც დახვდა პიროვნება პლაზმური ტელევიზორით და ლურჯი ფერის დიდი პარკით, რომელშიც ედო კომპიუტერის პატარა მონიტორი და პროცესორი. პიროვნებამ ნივთები ჩაალაგა უკან, ხოლო თვითონ დაჯდა მის გვერდით და განუმარტა, რომ უნდა მისულიყვნენ ვ---------–ში მდებარე ლომბარდში ნივთების ჩასაბარებლად. მივიდნენ ვ---------––------------ის ქუჩაზე წრიულიდან დაახლოებით 10-15 მეტრში ამ პიროვნებამ გადაიტანა პარკი, თუმცა ავტომანქანა ჰყავდა არასწორად გაჩერებული, რის გამოც პატრულის თანამშრომლებმა უთხრეს გადაეყენებინა ავტომანქანა. ვ-----------კენ შემოუხვია და მივიდა ისევ იმ ადგილას და სთხოვა ბრალდებულს გადაეტანა ნივთები, მეორე წრეზე წავიდა და რომ დაბრუნდა ბრალდებულმა გადაიტანა ნივთები ავტომანქანიდან. ამ დროს ისევ მივიდნენ პატრულის თანამშრომლები, ბრალდებული გარეთ იდგა, თუმცა ნივთები აღარ ეჭირა ხელში. ბრალდებულმა მისი კუთვნილი თანხა გადაუხადა, ნივთები გადაიტანა ავტომანქანიდან და წავიდა. მოგვიანებით დაიბარეს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, რა დროსაც, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში მიუთითა იმ ადგილების შესახებ, თუ სად აიყვანა მგზავრი და სად ჩამოსვა ავტომანქანიდან. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც, სამი პიროვნებიდან სახის მოყვანილობით ამოიცნო შუაში მდგომი მამაკაცი - ბრალდებული ლ--------–------ე. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული არის სწორედ ის პიროვნება, ვისაც მოემსახურა ტაქსით. მოწმის ჩვენებით, გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. 2018 წლის 22 თებერვალს ის---------------------------–-------- განყოფილებიდან დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში მ-----–-------–---–მა წაიყვანა ოჩხელიძის ქუჩის მიმართულებით, შემდგომ ჩაუხვიეს ხელმარცხნივ და გაჩერდნენ ნ--------–ის ქუჩა N--თან. მ-----–-------–---–ის მითითებით სწორედ იქ აიყვანა 17 თებერვალს 07:00 საათზე მგზავრი. შემდეგ გაემართნენ მ-------------------------------ის ქუჩაზე, სადაც მოატრიალეს ავტომანქანა და გაჩერდნენ ვ---------–ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ლომბარდთან. მ-----–-------–---–ის მითითებით, სწორედ იქ ჩამოსვა მგზავრი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ-------------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ-----------–---–ის ბინის ქურდობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ლ--------–------ეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ჩაბარებული უნდა ყოფილიყო თბილისში, ჯ---------------------–ი მდებარე ლომბარდში. გამომძიებლის მიერ გამოკითხა მოწმის სახით, რომელსაც მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–-----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მეწყვილე - ვ----–---–----ესთან, ბინის მესაკუთრესთან და გამომძიებელთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. მათ მიერ შესასვლელი კარებიდან და საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა სამი ცალი ხელის კვალი, რომელიც დაილუქა ცალ-ცალკე კონვერტში კანონმდებლობით დადგენილი წესით და გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ვ----–---–----ემ და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მათ მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომელიც გადასცეს გამომძიებელს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ კინოლოგიის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ მოხდა ქურდობა. შემთხვევის ადგილზე გავიდა მეწყვილე - ლ-–---------–---–თან ერთად, სადაც დახვდა დაზარალებული, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამომძიებელი და პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილზე საძინებელ ოთახში კომპიუტერის მაგიდის წინ იატაკის ზედაპირიდან აიღეს სუნის კვალის ნიმუშები, რომელიც დალუქეს მინის ქილაში და გადასცეს გამომძიებელს. გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც ჩავიდა და გაჩერდა პირველ სართულზე. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ-–----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ტყავის საფულე, მასში მოთავსებული პირადობის მოწმობით და პლასტიკური ბარათებით, რომლებიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შედგენილი იქნა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც გაეცნო და დაადასტურა ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ვ---------––------------ის ქუჩა N4---–ი მდებარე ლომბარდში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე. ნივთის ჩაბარებისას კლიენტს სთხოვენ პირადობის მოწმობას, რომელსაც ადარებენ პიროვნებას ვიზუალურად, ხოლო შემდეგ პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემების საფუძველზე ადგენენ ხელშეკრულებას ორ ეგზემპლარად. ხელშეკრულებას ორივე მხარე აწერს ხელს, რომელთაგან ერთი რჩება ლომბარდში, ხოლო მეორე გადაეცემა ნივთის მესაკუთრეს. 2018 წლის 17 თებერვალს ლომბარდში მისული იყო ლ--------–------ე, რომელმაც დასალომბარდებლად მიიტანა პერსონალური კომპიუტერი კეისი მონიტორით. კეისი იყო „Pentium g 2030“ 19 ინჩიანი, თავისივე სადენით. ლ--------–------ესთან გაფორმებული იქნა სალომბარდო ხელშეკრულება, რომელსაც ორივე მხარემ მოაწერა ხელი. ხელშეკრულების საფუძველზე ლ-------–----აძეს გადაეცა 100 ლარი, 15 დღის ვადით, 10% საპროცენტო განაკვეთით. გამოკითხვის დასრულების შემდგომ მონაწილეობა მიიღო ნივთების ამოღებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ლ--------–------ის მიერ დალომბარდებული ნივთები, რაზედაც გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ამოღების ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოწმის სახით გამოკითხა ლომბარდში მომუშავე პირები: გ---------------ი და ი-----–--–----ე. დაკითხვის დასრულების შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ორი სხვადასხვა ლომბარდიდან ამოღებული იქნა ტელევიზორი და პერსონალური კომპიუტერი. ასევე, ექსპერტების მონაწილეობით ბრალდებულისგან აღებული იქნა სუნის ნიმუში. მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ-----–--------–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა თ-------------–---–ი, გ--------–---–---–ი, ნ----------------–---–ი, ლ------------აძე, ნ--------–--ე, ნ-----------–---–ი, ლ--------–------ე, რომელმაც გამოიყენა დუმილის უფლება. ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, შეადგინა ბრალდებულის გარე სამყაროსთან შეზღუდვის ოქმი, გამოითხოვა ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც დაათვალიერა. ჩაატარა ტელევიზორის, მონიტორის და პროცესორის ამოცნობა. გამოიტანა დადგენილება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მიმართვის წერილები გააგზავნა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, შპს „ჯეოსელის“ ოფისში, პრობაციის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სასჯელაღსრულების დეპარატმენტში, ხოლო შპს „ჯეოსელიდან“ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია და ლ--------–------ეს გაუცვალა მტკიცებულებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა ი--------------–---–ი, ვ-------------------–ი, მ-----–-------–---–ი. მ-----–-------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში მოწმემ მიუთითა თუ საიდან აიყვანა და სად ჩამოსვა მგზავრი. მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა ლ--------–------ეს, რომელიც უწყებით დაბარებული იქნა განყოფილებაში და გამოიკითხა მოწმის სახით. მ-----–-------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა პირის ამოცნობა, რომელმაც ამოიცნო ბრალდებული. ამოცნობის დასრულების შემდგომ ლ--------–------ეს განემარტა უფლებები, ხოლო შემდეგ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, საფულე, მასში მოთავსებული აიდი ბარათით და მეტრომანის ბარათით, რაზეც შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. დაკავების შესახებ აცნობა ლ--------–------ის ოჯახის წევრებს. დაზარალებულს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და განუმარტა დაზარალებულის უფლება-მოვალეობები. მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შეადგინა შესაბამისი ოქმები, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელისმოწერით.
2018 წლის 17 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ნ--------–ის ქუჩა კორპუსი N-, ბინა N-1ა-ში, სადაც განთავსებულია ერთ ფრთიანი რკინის კარი, რომლის საკეტს დაზიანების კვალი არ აღენიშნება. სახლში შესვლისას კორიდორის გავლით შედიხარ საძინებელ ოთახში, სადაც შესასვლელიდან ხელმარცხნივ დგას ხის კომოდი, სადაც დევს ტელევიზორის არხების გადამრთველი მოწყობილობა, ტელევიზორის ე.წ. „პულტი“, რომელსაც აწერია „TCL“ და ინტერნეტის ჩამრთველი მოწყობილობა. ნ-----------–---–ის განმარტებით, აღნიშნულ კომოდზე იდო პერსონალური კომპიუტერის მონიტორი და პროცესორი, ხოლო კომოდის ზედა მხარეს ლურსმანზე ჩამოკიდებული იყო ტელევიზორი. საძინებელ ოთახში ჩრდილოეთ კედელთან დგას ხის კარადა, ხოლო აღმოსავლეთ კედელთან საწოლი ლოგინი. საძინებელი ოთახის გვერდით არის სამზარეულო ოთახი, სადაც შესასვლელიდან ხელ მარჯვნივ დგას სარეცხი მანქანა, მის გვერდით გაზქურა და წყლის ონკანი. სამზარეულო ოთახის შუა ნაწილში დევს მაგიდა და სკამები. სამზარეულო ოთახის გვერდით არის საპირფარეშო ოთახი. საცხოვრებელი სახლის კორიდორში დევს მაცივარი, ხის კომოდი და ფეხსაცმლის დასალაგებელი თაროები. საცხოვრებლ სახლს არეულობის კვალი არ აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა კინოლოგიის სამსახური, რომელთა მიერ საძინებელი ოთახიდან კომპიუტერის მაგიდის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები ერთ ქილად, რომელიც მოთავსებული იქნა 0,5 ტევადობის მინის ქილაში. სუნის კვალზე გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი „ქრისტინა“, რომელიც გავიდა ბინიდან, ჩავიდა პირველ სართულზე, გავიდა სადარბაზოდან და გაჩერდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ფოიეში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ხელის კვალი, ხოლო ერთი ხელის კვალი ამოღებული იქნა საძინებელი ოთახში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან.
2018 წლის 21 თებერვლის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ჯ---------------------–ი მდებარე ლომბარდი „ნ------------ის“ საცავიდან ამოღებული იქნა 2018 წლის 17 თებერვალს ლ--------–------ის (პ/ნ 0----------) მიერ დალომბარდებული პერსონალური კომპიუტერი მონიტორით და ელ. სადენებით. ასევე, ამოღებული იქნა სალომბარდო ხელშეკრულება N-----
2018 წლის 22 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო შსს ის---------------------------–ოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები ჩასხდნენ სამსახურეობრივ ავტომანქანა „შკოდა ოქტავიაში“ სახ. NK------ და მ-----–-------–---–ის მითითებით გაემართნენ ქ-----------–-------ის მიმართულებით, საიდანაც მისივე მითითებით შეუხვიეს ხელმარჯვნივ ოცხელების ქუჩაზე და გაემართნენ ქუჩის ბოლოს მდებარე ნ--------–ის ქუჩის მიმართულებით. ოცხელების ქუჩიდან ხელმარცხნივ შეუხვიეს ნ--------–ის ქუჩაზე, სადაც მ-----–-------–---–ის მითითებით გაემართნენ საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. ნ--------–ის ქუჩა კორპუსი N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----–-------–---–ის მითითებით გაჩერდნენ აღნიშნული კორპუსის წინ მიმდებარედ საავტომობილო გზაზე. მისივე განმარტებით და მითითებით 2018 წლის 17 თებერვალს გამთენიისას დაახლოებით 07:00 საათის პერიოდში თავის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით ავტომანქანა „VOLKSWAGEN POLO“ სახ. N---------, რომელზეც მიიღო გამოძახება, მივიდა აღნიშნულ ადგილას, საიდანაც წაიყვანა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც ასფალტის ზედაპირზე დადებული ჰქონდა ლურჯი ფერის პოლეთილენის პარკი, მასში მოთავსებული კომპიუტერის მონიტორით და დეტალებით. ასევე, აღნიშნულ პარკთან დადებული ჰქონდა შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, რომელმაც აღნიშნული საგნები ჩაალაგა ტაქსში. მ-----–-------–---–ის მითითებით, აღნიშნული ადგილიდან გაემართნენ ბაბუციძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც გავიდნენ ქ-----------–-------ის გავლით მოსკოვის გამზირის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რის შემდგომაც მისივე მითითებით წავიდნენ ვ---------–ში ჯ-----------უჩის მიმართულებით. ჯ-----------უჩაზე მეტრო ვ---------–ის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე არსებულ წრიულზე მ-----–-------–---–ის მითითებით მოატრიალეს ავტომანქანა და გაეშურნენ ჯ-----------უჩაზე მდებარე შუქნიშნის მიმართულებით, თუმცა მ-----–-------–---–მა გააჩერებინა ავტომანქანა ჯ---------------------–ი მდებარე ტექნიკის ლომბარდში „ნ------------ის“ წინ და მისივე განმარტებით და მითითებით სწორედ აღნიშნული ლომბარდთან გააჩერებინა მისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსი მისთვის უცნობმა პიროვნებამ და აღნიშნულ ლომბარდში შეიტანა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული კომპიუტერის მონიტორი და დეტალები, ასევე, ტელევიზორი ლომბარდში ჩასაბარებლად, რის შემდეგ, აღნიშნულმა პირმა მ-----–-------–---–ს გადაუხადა მომსახურების საფასური და წავიდა თავისი ტაქსით.
2018 წლის 22 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა მ-----–-------–---–მა განაცხადა, რომ მან ამოიცნო შუაში მდგომი პიროვნება - ლ--------–------ე, რომელმაც 2017 წლის 17 თებერვალს 07:00 საათზე, ქ.თბილისში, ნ--------–ის ქუჩა #- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან მისი მანქანით წაიღო კომპიუტერის მონიტორი, დეტალებით და შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, რომელმაც ჩააბარა ჯ-----------------4---–ი მდებარე ლომბარდში. მ-----–-------–---–ის განმარტებით, ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, სახის მოყვანილობით, აღნაგობით, ასაკით და საერთო იერსახით.
2018 წლის 22 თებერვლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ლ--------–------ე დაკავებული იქნა 2018 წლის 22 თებერვალს 07:05 საათზე საქართველოს შსს ის---------------------------–ოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.
2018 წლის 22 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის---------------------------–ოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის ვ-----–--------–-ას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა პერსონალური კომპიუტერის მონიტორი და პროცესორი, რომელიც წარდგენილი იქნა ამოსაცნობად.
2018 წლის 22 თებერვლის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა ნ-----------–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მონიტორიდან ამოიცნო მარჯვნივ დადებული, ანუ მარცხნიდან მესამე და მარჯვნიდან პირველი მონიტორი. ნ-----------–---–ის განმარტებით, ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, მოყვანილობით, მართკუთხა ფორმით, მონიტორის ქვედა მარცხენა მხარეს არსებული ღილაკებით, მონიტორის მარცხენა მხარეს არსებული ნაკაწრებით და მონიტორის ზედა მარცხენა მხარეს არსებული ნიშნით E 2050S.
2018 წლის 22 თებერვლის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა ნ-----------–---–მა მის წინ წარდგენილი სამი პროცესორიდან ამოიცნო მარცხნიდან შუაში და მარჯვნიდან შუაში მოთავსებული ანუ მეორე პროცესორი. ნ-----------–---–ის განმარტებით, ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, მართკუთხა ფორმით, CD დისკის ჩასადებით, მომძვრალი პლასტმასით და მთლიანი მოყვანილობით.
2018 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით დგინდება, რომ თბილისში, ჯ-----------უჩა N44-ში მდებარე ტექნიკის ლომბარდიდან შპს „ვ-------“-დან ამოღებული იქნა შავი ფერის „LED40D2900“ მონაცემების „TCL“-ის ფირმის პლაზმური ტელევიზორი ერთი ცალი, რომელსაც უკანა მხარეს გაკეთებული აქვს კედელზე ჩამოსაკიდი სამაგრი ფეხსაცმლის თეთრი ფერის ზონარისგან.
2018 წლის 26 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის---------------------------–ოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის ვ-----–--------–-ას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა „TCL“-ის ფირმის ტელევიზორი, რომელიც წარდგენილი იქნა ამოსაცნობად.
2018 წლის 26 თებერვლის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა ნ-----------–---–მა მის წინ წარდგენილი სამი ტელევიზორიდან ამოიცნო მარცხნივ დადებული ტელევიზორი. ნ-----------–---–ის განმარტებით, ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: მართკუთხა ფორმით, ფერით და მისი მთლიანი მოყვანილობით.
2018 წლის 16 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის---------------------------–ოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის ვ-----–--------–-ას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა სამი ცალი ვიდეო ფაილი. ვიდეო ფაილის ჩართვისას მონიტორის ზედა მარცხენა კუთხეში აწერია თარიღი 17.02.2018. 2018 წლის 17 თებერვალს ლომბარდ „ნ------------ის“ გარე სათვალთვალო კამერებზე 07:25:29 საათზე ლომბარდში შედის ლ--------–------ე, რომელიც ესაუბრება ოპერატორს. 07:26:47 საათზე ლ--------–------ე გადის ლომბარდიდან და 07:27:13 საათზე ლ--------–------ე ისევ შედის ლომბარდში, რომელსაც ხელში უჭირავს დიდი ზომის ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, ხსნის პარკს, საიდანაც იღებს პერსონალური კომპიუტერის მონიტორს და პროცესორს ელსადენებთან ერთად და 07:29:22 საათზე აწვდის ლომბარდის ოპერატორს. 07:38:57 საათზე ლ--------–------ე საფულიდან იღებს პირადობის მოწმობას და აწვდის ლომბარდის მოლარეს. 07:39:55 საათზე ლ--------–------ე გადის ლომბარდიდან და 07:40:02 საათზე ისევ შედის ლომბარდში, რომელსაც ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკში უდევს შავი ფერის ტელევიზორი. 07:43:49 საათზე ლ--------–------ეს ოპერატორი აწვდის ფურცელს, სადაც ხელმოწერით ადასტურებს და უბრუნებს ისევ ოპერატორს. 07:44:20 საათზე ოპერატორი ლ--------–------ეს აწვდის ფულად თანხას და ფურცელს, ფულად თანხას იდებს საფულეში. 07:45:11 საათზე ლ--------–------ე იღებს ტელევიზორს, რომლიც არის ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკში და გადის ლომბარდიდან.
2018 წლის 16 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ის---------------------------–ოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის ვ-----–--------–-ას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი ვიდეო ფაილი. ვიდეო ფაილის ჩართვისას მონიტორის ზედა მარცხენა კუთხეში ეწერება თარიღი 17:02:2018. 2018 წლის 17 თებერვალს ლომბარდ „ვ--------“-ის სათვალთვალო კამერებზე 09:47:35 საათზე ლომბარდში შედის ლ--------–------ე, რომელსაც ხელში უჭირავს ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკში ჩადებული ტელევიზორი და ესაუბრება ოპერატორს. 09:59:01 საათზე ლ--------–------ე გადის ლომბარდიდან, ხოლო ტელევიზორს ტოვებს ლომბარდში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმე ნ--------–--ის ჩვენება, ვინაიდან მან ხმაური გაიგონა 02:00 საათზე, ხოლო ტაქსის მძღოლის ჩვენებით, გამოძახებული იქნა 07:00 საათზე, შესაბამისად ერთოთახიანი ბინიდან ტელევიზორის და კომპიუტერის გატანას არ სჭირდებოდა ამდენი დრო. სასამართლო განმარტავს, რომ ნ--------–--ის ჩვენებით, მან პირველად ხმაურის და ნივთის დავარდნის ხმა გაიგონა 02:00 საათზე, თუმცა განმეორებით ხმაურის ხმა გაიგონა დაახლოებით 06:30 საათზე, თუმცა ვინაიდან ძილბურანში იყო, ყურადღება აღარ მიუქცევია. მოწმის სახით დაკითხული ტაქსის მძღოლის - მ-----–-------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ გამოძახება შევიდა დაახლოებით 07:00 საათზე, ხოლო დაზარალებულის კორპუსთან მივიდა 5-7 წუთის შუალედში, სადაც დახვდა ბრალდებული, რომელსაც თან ჰქონდა პროცესორი, მონიტორი და ტელევიზორი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებში ფაქტობრივი გარემოებებისა და დროის მითითებისას არ არის წინააღმდეგობები. მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ფაქტობრივი გარემოებების აღწერის თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:
დაზარალებულის: ნ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 16 თებერვალს მასთან სახლში მისული იყო ლ--------–------ე, რომელმაც მოისმინა მისი და მისი დის საუბარი, რომ იმ დღეს მიდიოდა სოფელში და სახლში არავინ არ იქნებოდა. ღამე როდესაც ეძინა, დაუკავშირდა ბინის მეპატრონის რძალი - ნ--------–--ე, რომელმაც ბინიდან ხმაურის ხმა გაიგონა და დაინტერესდა რა ხდებოდა. ნინოს განუმარტა, რომ სოფელში იყო და გადაემოწმებინა რა ხდებოდა. გადამოწმების შედეგად ნინომ უთხრა, რომ ბინის კარი ღია იყო, თუმცა ბინაში ყველაფერი თავის ადგილას იდო. მხოლოდ დილით გაიგო ბინის მეპატრონისგან, რომ ბინის საძინებელი ოთახიდან გატანილი იყო „TCL“-ის ტელევიზორი, ღირებული 900 ლარად და კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა „LUC“-ის ფირმის მონიტორი, ღირებული 700 ლარად. მოწმის განმარტებით, მისი კუთვნილი ნივთების განკარგვის უფლება არც მას და არც მის მეუღლეს არავისთვის, მათ შორის არც ლ--------–------ისთვის, არ მიუციათ. მონაწილეობა მიიღო კომპიუტერის, ტელევიზორის და პროცესორის ამოცნობაში. რა დროსაც, ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურდა საქმეზე ჩატარებული ნივთების ამოცნობის ოქმებით.
დაზარალებულის ჩვენება დაადასტურა მოწმე ნ--------–--ემ და განმარტა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს ღამის 02:00 საათზე გაიგონა ნ-----------–---–ის ბინის კარის და ნივთის დავარდნის ხმა. დაუკავშირდა ნ------ და ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც-------- უპასუხა, რომ სოფელში იყო და სთხოვა გადაემოწმებინა, რა ხდებოდა ბინაში. შევიდა მეუღლესთან ერთად მის ბინაში, ბინის კარი დახვდათ მიხურული, თუმცა ბინაში საეჭვო ვერაფერი შენიშნეს, ხოლო საძინებელი ოთახის კარი იყო მოხურული, სადაც არ შეუხედავთ. ვინაიდან ბინის გასაღები არ ჰქონდათ, კარები მოხურეს, თუმცა არ ჩაუკეტავთ. დილით დაახლოებით 06:30 საათზე კვლავ გაიგონა ხმაურის ხმა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია.
მოწმე: ვ-------------------–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ-----------–---–ის ბინიდან ნივთები მოპარული ჰქონდა ლ--------–------ეს, რომელიც ჩაბარებული ჰქონოდა თბილისში, ჯ---------------------–ი მდებარე ლომბარდში.
მოწმე: მ-----–-------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს დილის 07:00 საათზე გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც დახვდა ბრალდებული, რომელსაც თან ჰქონდა ტელევიზორი და კომპიუტერი, კომპიუტერი ჩადებული ჰქონდა პოლიეთილენის პაკეტში, ხოლო ტელევიზორი იქვე ედო ასფალტზე. ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები მისი კუთვნილი ტაქსით მიიტანა ვ---------–ში წრიულთან მდებარე ლომბარდში. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში გამომძიებელს მიუთითა ბრალდებულის მარშუტის შესახებ. მ-----–-------–---–მა მოგვიანებით ამოიცნო ლ--------–------ე და დაადასტურა, რომ სწორედ იგი იყო ის პიროვნება, რომელიც ჩაისვა ავტომანქანაში ნივთებთან ერთად და მიიყვანა ლომბარდში. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმე თ-------------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში მ-----–-------–---–მა აჩვენა, თუ სად აიყვანა მგზავრი და სად ჩამოსვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურდა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.
ლომბარდის თანამშრომელმა მოწმე ი-----–--–----ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს ლ--------–------ემ მასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლომბარდში ჩააბარა პერსონალური კომპიუტერი კეისი მონიტორით. კეისი იყო „Pentium g 2030“ 19 ინჩიანი, თავისივე სადენით. აღნიშნული გარემოება დადასტურდა 2018 წლის 21 თებერვლის ამოღების ოქმით, რა დროსაც, თბილისში, ჯ------------------20-ში მდებარე ლომბარდიდან ამოღებული იქნა ლ--------–------ის მიერ ლომბარდში ჩაბარებული პერსონალური კომპიუტერი მონიტორით და თავისივე სადენით. 2018 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ თბილისში, ჯ------------------4-ში მდებარე ტექნიკის ლომბარდიდან შპს „ვ-------“-დან ამოღებული იქნა ბრალდებულის მიერ ლომბარდში დატოვებული შავი ფერის „LED40D2900“ მონაცემების „TCL“-ის ფირმის პლაზმური ტელევიზორი. ლ--------–------ის მიერ მოპარული ნივთების ლომბარდში ჩაბარების ფაქტი დადასტურდა ასევე საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერებით, სადაც დაფიქსირებულია, თუ როგორ აბარებს ბრალდებული მოპარულ ნივთებს ოპერატორს - ი-----–--–----ეს.
2018 წლის 22 თებერვალს მოწმე მ-----–-------–---–მა ამოიცნო ბრალდებული და მიუთითა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს 07:00 საათზე, ქ.თბილისში, ნ--------–ის ქუჩა #- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან მისი მანქანით სწორედ ლ--------–------ემ წაიღო კომპიუტერის მონიტორი, დეტალებით და შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი, რომელიც ჩააბარა ჯ-----------------4---–ი მდებარე ლომბარდში.
ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას იმას თაობაზე, რომ მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ლ--------–------ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ--------–------ისათვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული ნ-----------–---–ი მიემგზავრებოდა სოფლად და არ იქნებოდა სახლში, რის გამოც განიზრახა ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ნივთებს. აღნიშნული მიზნით ლ-------–----აძემ შეაღწია დაზარალებულის კუთვნილ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „TCL“-ის ფირმის ტელევიზორს და „LUC“-ის ფირმის პერსონალურ კომპიუტერს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მოწმე ნ--------–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს მან გაიგონა ხმაური დაზარალებულის სახლიდან დაახლოებით 06:30 საათზე, თუმცა ვინაიდან ძილბურანში იყო, ყურადღება აღარ მიუქცევია. მოწმის სახით დაკითხული ტაქსის მძღოლის - მ-----–-------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით 07:00 საათზე იგი მივიდა სწორედ იმ სახლთან, სადაც ცხოვრობს დაზარალებული და მას კორპუსთან დახვდა ბრალდებული ლ--------–------ე, რომელსაც თან ჰქონდა პროცესორი, მონიტორი და ტელევიზორი. ბრალდებულის მითითებით ისინი გაემართნენ ჯ-----------უჩისკენ, სადაც ბრალდებულმა ლომბარდში ჩააბარა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ტექნიკა. საქმეში წარმოდგენილი ვიდეო კამერის ჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ლომბარდში მივიდა სწორედ ლ--------–------ე, რომელმაც ჩააბარა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დადასტურებულია ლომბარდის თანამშრომლის ჩვენებით და ლ--------–------ესთან გაფორმებული ხელშეკრულებით. ბრალდებულის მიერ ლომბარდში ჩაბარებული ნივთები მოგვიანებით ამოსაცნობად წარედგინა დაზარალებულს, რომელმაც დაადასტურა, რომ ლ--------–------ის მიერ ლომბარდში ჩაბარებული ნივთები იყო მისი საკუთრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის უტყუარი, თანმიმდევრული, დამაჯერებელი და არ არსებობს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამავე დროს, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უტყუარობა.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ--------–------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით
დაზარალებულმა ნ-----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს ბინიდან გასვლისას ჩაკეტა ბინის კარი. ბინიდან წასვლისას ბინაში დატოვა მისი კუთვნილი ტელევიზორი და კომპიუტერი. მოგვიანებით გაარკვია, რომ მისი ბინის საძინებელი ოთახიდან მოპარული იყო „TCL“-ის ტელევიზორი „LUC“-ის ფირმის პერსონალური კომპიუტერი. დაზარალებულის ჩვენებით, მას ბინაში არსებული ნივთების განკარგვის უფლება არავისათვის არ მიუცია.
მოწმე ნ--------–--ემ დაადასტურა, რომ ნ-----------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან გაიგონა კარის გაღების და ნივთის დავარდნის ხმა, ხოლო როდესაც გადაამოწმა აღმოჩნდა, რომ ბინის კარი იყო გაღებული, ხოლო ნივთები მოპარული.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ქურდობას ჩადენას ისეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, როგორიცაა: ბინაში უკანონო შეღწევა. შეღწევა უკანონოა, თუკი იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, არც კანონით და არც მესაკუთრის ნებართვით. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ქურდობის მიზნით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულისთვის მის ბინაში შესვლის და იქიდან ნივთების გატანის ნებართვა არ მიუცია.
ამდენად, საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ--------–------ემ ჩაიდინა ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით;
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ნ----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქურდობის შედეგად მას მიადგა 1600 (ათას ექვსასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2------------------ნაჩენით: ლ-------–----აძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 (ორი) წლის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3(სამი) წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი. ლ--------–------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 3 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 7 თებერვლის განჩინებით: მსჯავრდებულ ლ--------–------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2------------------ნაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 (სამი) წლით და 9(ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1(ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2(ორი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 16 ოქტომბრის განაჩენით: ლ--------–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 13 სექტემბრის, 2--- წლის 22 აგვისტოს, 2--- წლის 25 ივნისის, 2--- წლის 19 ივნისის და 2--- წლის 6 სექტემბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 19 ივნისის ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 25 ივნისის ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზიდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ--------–------ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2------------------ნაჩენით და ამავე სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2--- წლის 7 თებერვლის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2------------------ნაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 7 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ--------–------ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ--------–------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 14 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1--------------ენით: ლ--------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ--------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით.
ლ--------–------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 14 მაისიდან. ლ--------–------ე სასჯელის მოხდის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლდა - 2017 წლის 13 მარტს.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთმიმოხილული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბრალდებულ ლ--------–------ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სასამართლო ადგენს, რომ ლ--------–------ე, იყო რა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით ფარულად დაუფლებოდა ნ-----------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან მის კუთვნილ ნივთებს, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. აღნიშნულით დაზარალებულს ნ-----------–---–ს მიაყენა 1600 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ--------–------ეს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ლ--------–------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ნ-----------–---–ის კუთვნილი ნივთების ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთების მიმართ. ამასთან, ლ--------–------ე სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ლ--------–------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ნ-----------–---–ისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1600 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, ლ--------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2--- წლის 13 სექტემბრის, 2--- წლის 22 აგვისტოს, 2--- წლის 25 ივნისის, 2--- წლის 19 ივნისის და 2--- წლის 6 სექტემბრის ეპიზოდები) და საბოლოოდ ლ--------–------ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით. მსჯავრდებულ ლ--------–------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 14 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1--------------ენით, ლ--------–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4(ოთხი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ--------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით. ლ--------–------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2015 წლის 14 მაისიდან. ლ--------–------ე სასჯელის მოხდის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლდა - 2017 წლის 13 მარტს. შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისათვის (2018 წლის 17 თებერვალს) ლ--------–------ე ითვლებოდა ნასამართლობის მქონე პირად. მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, მას სწორედ წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობის ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ქურდობის მიზნით. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლ--------–------ემ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ნ-----------–---–ის ბინაში უკანონო შეღწევით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ლ--------–------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------–------ის მიერ განხორციელებული ქმედებებით - მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ--------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ლ--------–------ე ითვლებოდა ნასამართლობის მქონე პირად, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1--------------ენით, ლ--------–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ--------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით. ლ--------–------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2015 წლის 14 მაისიდან. ლ--------–------ე სასჯელის მოხდის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლდა - 2017 წლის 13 მარტს კალენდარულად სასჯელის ვადის გასვლის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ლ--------–------ე ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ნასამართლობის გაქარწყლებამდე მან კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წინა ნასამართლობის გათვალისწინებით, ლ--------–------ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით, კერძოდ: დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ--------–------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი ხელის კვალი, სუნის კვალი, ლ-------–----აძის სუნის კვალის ნიმუში, ლ-------–----აძის ხელის კვალის და ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- „TCL“-ის ფირმის ტელევიზორი და „LUC“-ის ფირმის პერსონალური კომპიუტერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულს.
- სალომბარდე ხელშეკრულება, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ლ-------–----აძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე, მოქალაქის პირადობის მოწმობა, მეტრომანის ბარათი, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის ის---------------------------–ოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ლაზერული დისკები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. ლ--------–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 თებერვლიდან.
3. ლ--------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი ხელის კვალი, სუნის კვალი, ლ-------–----აძის სუნის კვალის ნიმუში, ლ-------–----აძის ხელის კვალის და ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- „TCL“-ის ფირმის ტელევიზორი და „LUC“-ის ფირმის პერსონალური კომპიუტერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულს.
- სალომბარდე ხელშეკრულება, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- ლ-------–----აძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე, მოქალაქის პირადობის მოწმობა, მეტრომანის ბარათი, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის ის---------------------------–ოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ლაზერული დისკები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი