გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/25822 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - ალ---------–------ა
წარმომადგენელი - ნა----–---------ძე
მოპასუხე - გი-----ი მა------ე
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ალ---------–------ას და გი-----ი მა------ეს შორის 2018 წლის 5-------–- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (სააქტო ჩანაწერი N0----------);
1.2. მოპასუხე გი-----ი მა------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნი–- მა------ის (დ----------–--------–-–------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 03 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე ალ---------–------ა და მოპასუხე გი-----ი მა------ე 2013 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, მხარეებს მუდმივად კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ. მათ არაერთხელ მოახდინეს განქორწინება სამოქალაქო რეესტრში და შემდეგ კვლავ ახორციელებდნენ ქორწინების რეგისტრაციას. ბოლოს, მხარეები 2018 წლის 05-------–- დაქორწინდნენ, რაც დარეგისტრირდა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------ შეეძინათ შვილი ნი–- მა------ე. მოსარჩელის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი ოჯახის შენარჩუნების მცდელობას, თუმცა საბოლოოდ, მხარეთა ურთიერთობა გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მოპასუხე ოჯახური ძალადობის გამო დააკავეს, მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. დღეის მდგომარეობით, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. არასრულწლოვანი ნი–- მა------ე ცხოვრობს დედასთან. მოპასუხე გი-----ი მა------ე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში.
(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას ალ---------–------ასთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------ დაბადებული ნი–- მა------ის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ნი–- მა------ის რჩენა-აღზრდაში. ამ ეტაპზე მოპასუხე მხარე არ არის დასაქმებული, არ გააჩნია შემოსავალი, რის გამოც ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
(იხ. შესაგებელი სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ალ---------–------ა და მოპასუხე გი-----ი მა------ე 2013 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ კონფლიქტური ურთიერთობის გამო არაერთხელ მოახდინეს განქორწინების რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრში, რის შემდეგაც კვლავ ახორციელებდნენ ქორწინების რეგისტრაციას;
ბოლოს, ალ---------–------ამ და გი-----ი მა------ემ ქორწინების რეგისტრაცია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოახდინეს 2018 წლის 05-------–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N8---------- ( ს.ფ. 14);
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 15);
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებობს შემდეგი სახის მონაცემები: 31.10.2013 წელს ქ. თბილისის N- ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებულია ალ---------–------ას და გი-----ი მა------ის ქორწინების აქტი N8---------- ჩანაწერი, რომელიც შეწყვეტილია განქორწინების რეგისტრაციის საფუძველზე 25.03.2014 წელს, 21.05.2015 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებულია ალ---------–------ას და გი-----ი მა------ის ქორწინების აქტის N0---------- ჩანაწერი, რომელიც შეწყვეტილია განქორწინების რეგისტრაციის საფუძველზე 06.10.2016 წელს, 05.04.2018 წელს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებულია ალ---------–------ას და გი-----ი მა------ის ქორწინების აქტის N0---------- ჩანაწერი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს გაცემული ცნობა N0--------, დანართი, ქორწინების სააქტო ჩანაწერები (ს.ფ. 44-52).
3.1.3. ალ---------–------ას და გი-----ი მა------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------ შეეძინათ შვილი ნი–- მა------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 17);
3.1.4. მხარეები, ალ---------–------ა და გი-----ი მა------ე 2018 წლის მაისის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ნი–- მა------ე ცხოვრობს დედასთან, ალ---------–------ასთან ერთად. არასრულწლოვანი ნი–- მა------ე დადის კერძო საბავშვო ბაღში, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 230 (ორას ოცდაათი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. მოპასუხე გი-----ი მა------ე ოჯახური ძალადობის გამო, 2018 წლის მაისის თვეში დააკავეს და მიმდინარე წლის 28 ივნისს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი განაჩენით სასამართლოს მიერ შეეფარდა პირობითი მსჯავრი ერთი წლის ვადით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.6. მოსარჩელე ალ---------–------ა არ არის დასაქმებული, იგი არის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2017 წლის 01 იანვრიდან მიმდინარე პერიოდისათვის,ალ---------–------ას შემოსავლები არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის მიმართვა N2----------- (ს.ფ. 69);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.7. მოსარჩელე ალ---------–------ა ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მისი მშობლები დასაქმებული არიან ვაჭრობის სფეროში, ბაზრობაზე და ისინი ეხმარებიან მატერიალურად მოსარჩელე მხარეს არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.8. მოპასუხე გი-----ი მა------ე დასაქმებული იყო შპს ,,გ-------–-----სში“. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2017 წლის 01 იანვრიდან მიმდინარე პერიოდისათვის, გი-----ი მა------ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის სექტემბრის თვეში - 1087.5 ლარს, ოქტომბრის თვეში - 487.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 600 ლარს, დეკემბრის თვეში - 112.5 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის მიმართვა N2-----------, დანართი (ს.ფ. 69-71);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.9. მოპასუხე გი-----ი მა------ე ცხოვრობს მშობლებთან და დასთან ერთად. მოპასუხის მამა დასაქმებულია დაცვის სამსახურში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე გი-----ი მა------ე არ არის დასაქმებული და მას მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია; საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის დასაქმებას (თუნდაც პერიოდულობით) და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. გი-----ი მა------ეს მიკროსაფინანსორ ორგანიზაციის წინაშე ერიცხება დავალიანება დაახლოებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. მოპასუხე გი-----ი მა------ეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა და მზრუნველი დამოკიდებულება არასრულწლოვან შვილთან, ნი–- მა------ესთან. როგორც თავად მოპასუხე მხარე განმარტავს, მოსარჩელესთან და მის ოჯახთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, მას საშუალება არ ეძლევა ინახულოს არასრულწლოვანი და ურთიერთობა ჰქონდეს მასთან. ბოლო ხუთი თვეა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილი არ უნახავს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-1128-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე ალ---------–------ა და მოპასუხე გი-----ი მა------ე 2013 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ კონფლიქტური ურთიერთობის გამო არაერთხელ მოახდინეს განქორწინების რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრში, რის შემდეგაც კვლავ ახორციელებდნენ ქორწინების რეგისტრაციას;
ბოლოს, ალ---------–------ამ და გი-----ი მა------ემ ქორწინების რეგისტრაცია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოახდინეს 2018 წლის 05-------–- (სააქტო ჩანაწერი N0----------);
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოსარჩელეს ალ---------–------ას და მოპასუხე გი-----ი მა------ეს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან, 2----–-–------------ დაბადებულ ნი–- მა------ესთან ერთად ცხოვრობს ცალკე, მშობლებთან ერთად.
მოპასუხე გი-----ი მა------ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი ალ---------–------ას და გი-----ი მა------ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე ალ---------–------ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–------------ დაბადებული ნი–- მა------ე. მხარეთა შორის საბოლოოდ, 2016 წლიდან ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და არასრულწლოვანი ნი–- მა------ე ცხოვრობს მოსარჩელე ალ---------–------ასთან ერთად.
მხარეები, ალ---------–------ა და გი-----ი მა------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2018 წლის მაისის თვიდან. დადგენილია, რომ ალ---------–------ა არასრულწლოვან შვილთან - ნი–- მა------ესთან მშობლებთან ერთად ცხოვრობს ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში. არასრულწლოვანი ნი–- მა------ე დადის კერძო საბავშვო ბაღში, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 230 (ორას ოცდაათი) ლარს. როგორც მოსარჩელე მხარის განმარტებიდან ირკვევა, მოსარჩელე ალ---------–------ა არ არის დასაქმებული, იგი არის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2017 წლის 01 იანვრიდან მიმდინარე პერიოდისათვის,ალ---------–------ას შემოსავლები არ უფიქსირდება. მოსარჩელის მშობლები დასაქმებული არიან ვაჭრობის სფეროში, ბაზრობაზე და ისინი ეხმარებიან მატერიალურად მოსარჩელე მხარეს არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. დადგენილია, რომ მოპასუხე გი-----ი მა------ე დასაქმებული იყო შპს ,,გ-------–-----სში“. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2017 წლის 01 იანვრიდან მიმდინარე პერიოდისათვის, გი-----ი მა------ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის სექტემბრის თვეში - 1087.5 ლარს, ოქტომბრის თვეში - 487.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 600 ლარს, დეკემბრის თვეში - 112.5 ლარს. დღეის მდგომარეობით, მოპასუხე გი-----ი მა------ე არ არის დასაქმებული და მას მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის დასაქმებას (თუნდაც პერიოდულობით) და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. გარდა ამისა, მოპასუხის განმარტებით (რასაც ეთანხმება მოსარჩელე მხარეც), გი-----ი მა------ე ოჯახური ძალადობის გამო, 2018 წლის მაისის თვეში დააკავეს და მიმდინარე წლის 28 ივნისს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი განაჩენით სასამართლოს მიერ შეეფარდა პირობითი მსჯავრი ერთი წლის ვადით. მოპასუხე გი-----ი მა------ე ცხოვრობს მშობლებთან და დასთან ერთად. მოპასუხის მამა დასაქმებულია დაცვის სამსახურში. როგორც მხარე განმარტავს, მას აქვს დავალიანება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინაშე, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. სასამართლო განმარტავს, რომ სასესხო ვალდებულების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, მოპასუხის მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური ვალდებულებები არ ამცირებს არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს.
არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ნი–- მა------ე ცხოვრობს დედასთან - ალ---------–------ასთან და იმყოფება მისი და მისი მშობლების რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხე თანახმაა თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად არასრულწლოვანის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 (ასი) ლარი. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი ბავშვები. მხარეთა განმარტებით, გი-----ი მა------ეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა და მზრუნველი დამოკიდებულება არასრულწლოვან შვილთან, ნი–- მა------ესთან. როგორც თავად მოპასუხე მხარე განმარტავს, მოსარჩელესთან და მის ოჯახთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, მას საშუალება არ ეძლევა ინახულოს არასრულწლოვანი და ურთიერთობა ჰქონდეს მასთან. ბოლო ხუთი თვეა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილი არ უნახავს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იდგენს დადგენილი და შენარჩუნებელი.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 140 (ას ორმოცი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ---------–------ას მოთხოვნა - გი-----ი მა------ისათვის არასრულწლოვანი შვილის ნი–- მა------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ალ---------–------ას სახლემწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე ალ---------–------ას სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, გი-----ი მა------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ალ---------–------ა (პირადი N0----------) სარჩელი;
1.1. შეწყდეს ქორწინება ალ---------–------ას (პირადი N0----------) და გი-----ი მა------ეს (პირადი N0----------) შორის რეგისტრირებული 2018 წლის 05-------–-, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N0----------).
1.2. დაეკისროს გი-----ი მა------ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილების ნი–- მა------ის (დაბადებული 2----–-–------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 140 (ას ორმოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 03 სექტემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
2. დაეკისროს გი-----ი მა------ეს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე ალ---------–------ას (პირადი N0----------) მისი წარმომადგენლის ნა----–---------ძის (პირადი N-----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თ-----------", საგადახდო დავალება N0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 03 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე