გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
330210018002594269
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/24281 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - ინ----------ე

წარმომადგენელი ლა–---------ე

მოპასუხე - ნო----- მე-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ალ---ი მე-----–-–---–ი, მა---------–---–---–ი

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ინ----------ეს და ნო----- მე-----–-–---–ს შორის 2007 წლის 10 აპრილს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (სააქტო ჩანაწერი N0------);

 

1.2. მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ალ---ანდრე მე-----–-–---–ის (დაბადებული 2011 წლის 1--------–-) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 17 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე ინ----------ე და მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ი 2007 წლის 10 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 1--------–- შეეძინათ შვილი ალ---ანდრე მე-----–-–---–ი. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. 2017 წლის ივლისის თვიდან მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მოპასუხეს აქვს მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელებისკენ. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას მოპასუხე ხდება არადეკვატური. უმართავი. მოპასუხე მუშაობდა სხვადასხვა რესტორნებში მზარეულად, რასაც მალევე ანებდებდა თავს. ამჟამად, მოპასუხე ხშირად მიემგზავრება საზღვარგარეთ და შემდეგ უკან ბრუნდება. იგი არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში.

(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას ინ----------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

 

2.2. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხე ამ ეტაპზე იმყოფება საზღვარგარეთ, მაგრად არ აქვს სისტემატიური სამუშაო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი ვერ მუშაობს სრული დატვირთვით. ამასთან, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი და იპოთეკით დატვირთული აქვს მშენებარე სახლი და მოპასუხეს უწევს საკრედიტო დავალიანების დაფარვა, რასაც მოპასუხე მშობლების დახმარებით იხდის. მოპასუხე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შესძლებს ალიმენტის გადახდას სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ინ----------ე და მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ი დაქორწინდნენ 2007 წლის 10 აპრილს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 1--------–- შეეძინათ შვილი ალ---ანდრე მე-----–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N8---------- ( ს.ფ. 15);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16).

 

3.1.2. მხარეები, ინ----------ე და ნო----- მე-----–-–---–ი 2017 წლის ივლისის თვიდან აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. არასრულწლოვანი ალ---ანდრე მე-----–-–---–ი იზრდება დედის, ინ----------ის ოჯახში, ამ უკანასკნელის მშობლებთან. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე სწავლობს სკოლაში ქ---------–-- დამატებით, იგი დადის ცეკვის და ინგლისურის შემსწავლელ წრეებზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოსარჩელე ინ----------ე ამჟამად დასაქმებულია სს ,,ნი------ში“ ადმინისტრატორის პოზიციაზე და მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს დაახლოებით 600 (ექვსასი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით, ინ----------ის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 241.25 ლარს, თებერვლის თვეში - 512.5 ლარს, მარტის თვეში - 365 ლარს, აპრილის თვეში - 270 ლარს, მაისის თვეში - 537.5 ლარს, ივნისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 517.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 572.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 625 ლარს, ნოემბრის თვეში - 625 ლარს, დეკემბრის თვეში - 987.5 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 312.5 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 88.75 ლარს, მაისის თვეში - 482.1 ლარს, ივნისის თვეში - 767.85 ლარს, ივლისის თვეში - 990 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 06 სექტემბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 29-30);

 

3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნო----- მე-----–-–---–ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 05 სექტემბრამდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 06 სექტემბერს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 29);

 

3.1.7. მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ი ორი თვეა იმყოფება საზღვარგარეთ, გერმანიის რესპუბლიკაში. იგი წინა პერიოდშიც გაემგზავრა იმავე ქვეყანაში სამი თვის ვადით. მოპასუხე მხარეს პერიოდულად დასაქმებაში ეხმარება თავისი ძმა, რომელიც ასევე, სამუშაოდ იმყოფება (იგი მუშაობს რესტორანში) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნო----- მე-----–-–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, მას 1997 წელს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა. მისი დიაგნოზს წარმოადგენს: ,,მარცხენა თირკმლის ტრავმული გახეთქვა, დიდი-ბადექონის დაზიანება, რეტროპერიტონელური ჰემატომა“. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს შრომისუნარიანობა, ვინაიდან საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავდა. შესაბამისად, შესაბამისი დოკუმენტის არარსებობის გამო, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მოპასუხის შრომისუნარიანობა შეზღუდულია და მას არ შეუძლია სრული დატვირთვით მუშაობა. ამასთან, მხარეთა მითითებით, მოპასუხე საქართველოში ყოფნის პერიოდში დასაქმებული იყო რესტორან ,,წი-----––ი“ მზარეულად და ჰქონდა შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.07.1997 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, თე-–---ი, დაზუსტებული ფართობი 399 კვ.მ., საკადასტრო კოდი N8-----------, 2017 წლის 13 დეკემბრის მდგომაორებით ირიცხებოდა ნო----- მე-----–-–---–ის სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონება 05.09.2017 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისდა თა----------–---ზე. ხოლო 11.12.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნო----- მე-----–-–---–ის მიერ გამოსყიდული იქნა უძრავი ნივთი და ქონება კვლავ აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე;

ნო----- მე-----–-–---–მა 21.12.2017 წლის ჩუქების ხელშეკრულებით, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, თე-–---ი, დაზუსტებული ფართობი 399 კვ.მ., საკადასტრო კოდი N8-----------, 1/2 ნაწილი საკუთრებაში გადასცა მოსარჩელე ინ----------ეს. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ინ----------ე და ნო----- მე-----–-–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 13.12.2017 წელი (ს.ფ. 45);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05.09.2017 წელი (ს.ფ. 75);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.12.2017 წელი (ს.ფ. 76).

 

3.2.3. 2016 წლის 25 იანვარს, სს ,,მიკ---------------------------–----------------–ს“ და ნო----- მე-----–-–---–ს შორის გაფორმდა კრედიტის ხელშეკრულება N2---, რომლის მიხედვითაც, მსესხებელმა ნო----- მე-----–-–---–მა მიიღო კრედიტი - 18323 აშშ დოლარის ოდენობით. მიზნობრიობად განისაზღვრა N2499 კრედიტის ხელშეკრულების რეფინანსირება;

ნო----- მე-----–-–---–ი სს ,,მიკ---------------------------–----------------–ში“ იხდის თანხას მიმდინარე იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით. კერძოდ, მას გადახდილი აქვს: 17.07.2017 წელს - 600 აშშ დოლარი, 14.05.2018 წელს - 985 აშშ დოლარი, 09.07.2018 წელს - 745 აშშ დოლარი, 13.09.2018 წელს - 373 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2016 წლის 25 იანვრის კრედიტის ხელშეკრულება N2---, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 58-71);

_სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 47-50).

 

3.2.4. მხარეებს, ინ----------ეს და ნო----- მე-----–-–---–ს შორის არის მეტნაკლებად დაძაბული ურთიერთობა. მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სესხის დაფარვაში. ამ ეტაპზე, მოსარჩელე ინ----------ე სს ,,მიკ---------------------------–----------------–ში“ არსებული მიმდინარე სესხის დაფარვის მიზნით თანხას არ იხდის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ის საზღვარგარეთ სტაბილურად დასაქმებისა და შემოსავლის მიღების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხოლოდ სამი თვის ვადით იმყოფებოდა გერმანიაში და ამჟამადაც, ამავე ვადით აქვს დატოვებული საქართველოს ფარგლები. თუმცა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე ფარავს სესხის თანხას პერიოდულად, მიუთითებს მის მიერ გარკვეული შემოსავლის მიღების ფაქტზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.6. მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ს არ ეტაპზე არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მოპასუხეს არც თანამედროვე კომუნიკაციის მეშვეობით აქვს კონტაქტი ბავშვთან. პერიოდულად მოპასუხის მშობლები ბავშვს ნახულობენ. მათ არასრულწლოვან ალ---ანდრე მე-----–-–---–ს აჩუქეს ველოსიპედი, სხვადასხვა სათამაშოები. ფულადი დახმარების გაწევის ფაქტი მოპასუხე მხარის მიერ, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.7. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მოპასუხის მხარის მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხე ინ----------ემ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-1128-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოსარჩელე ინ----------ეს და მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 10 აპრილს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ალ---ანდრე მე-----–-–---–ი (დაბადებული 2011 წლის 1--------–-).

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მხარეებს, ინ----------ეს და ნო----- მე-----–-–---–ს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა 2017 წლის ივლისის თვეში და მითითებული პერიოდიდან მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ცალკე.

 

მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ამდენად, სარჩელი ინ----------ეს და ნო----- მე-----–-–---–ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე ინ----------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2011 წლის 1--------–- დაბადებული ალ---ანდრე მე-----–-–---–ი. მხარეთა შორის 2017 წლის ივლისის თვიდან ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და არასრულწლოვანი აღსაზრდელად იმყოფება მოსარჩელესთან.

 

დადგენილია, რომ ამჟამად, არასრულწლოვანი ალ---ანდრე მე-----–-–---–ი იზრდება დედის, ინ----------ის ოჯახში, ამ უკანასკნელის მშობლებთან. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე სწავლობს სკოლაში ქ---------–-. დამატებით, იგი დადის ცეკვის და ინგლისურის შემსწავლელ წრეებზე. ამ აქტივობების საფასურის გადახდას სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელე მხარე. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით, ინ----------ის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 241.25 ლარს, თებერვლის თვეში - 512.5 ლარს, მარტის თვეში - 365 ლარს, აპრილის თვეში - 270 ლარს, მაისის თვეში - 537.5 ლარს, ივნისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 517.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 572.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 625 ლარს, ნოემბრის თვეში - 625 ლარს, დეკემბრის თვეში - 987.5 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 312.5 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 88.75 ლარს, მაისის თვეში - 482.1 ლარს, ივნისის თვეში - 767.85 ლარს, ივლისის თვეში - 990 ლარს. ამჟამად, როგორც მოსარჩელის განმარტებით დგინდება, ინ----------ე დასაქმებულია სს ,,ნი------ში“ ადმინისტრატორის პოზიციაზე და მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს დაახლოებით 600 (ექვსასი) ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

ამავე 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნო----- მე-----–-–---–ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 05 სექტემბრამდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნო----- მე-----–-–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, მას 1997 წელს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა. მისი დიაგნოზს წარმოადგენს: ,,მარცხენა თირკმლის ტრავმული გახეთქვა, დიდი-ბადექონის დაზიანება, რეტროპერიტონელური ჰემატომა“. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს შრომისუნარიანობა, ვინაიდან საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავდა. შესაბამისად, შესაბამისი დოკუმენტის არარსებობის გამო, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მოპასუხის შრომისუნარიანობა შეზღუდულია და მას არ შეუძლია სრული დატვირთვით მუშაობა. ამასთან, მხარეთა მითითებით, მოპასუხე საქართველოში ყოფნის პერიოდში დასაქმებული იყო რესტორან ,,წი-----––ი“ მზარეულად და ჰქონდა შემოსავალი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქმეს არ ერთვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (კომპეტენტური ორგანოს დასკვნა), რომ მოსარჩელე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლია მუშაობა და მატერიალური შემოსავლის მიღება. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ არის საკმარისი დადგინდეს მხარის ჯანმრთელობის მდგომაროების იმგვარი გართულება, რაც მისი შრომის უნარის შეზღუდვას (თუნდაც ნაწილობრივ) გამოიწვევდა.

დადგენილია, რომ მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ი ორი თვეა იმყოფება საზღვარგარეთ, გერმანიის რესპუბლიკაში. იგი წინა პერიოდშიც გაემგზავრა იმავე ქვეყანაში სამი თვის ვადით. მოპასუხე მხარეს პერიოდულად დასაქმებში ეხმარება თავისი ძმა, რომელიც ასევე, სამუშაოდ იმყოფება (იგი მუშაობს რესტორანში) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ის საზღვარგარეთ სტაბილურად დასაქმებისა და შემოსავლის მიღების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხოლოდ სამი თვის ვადით იმყოფებოდა გერმანიაში და ამჟამადაც, ამავე ვადით აქვს დატოვებული საქართველოს ფარგლები. ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის გერმანიაში რეგულარულად დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოპასუხის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერი მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, თე-–---ი, დაზუსტებული ფართობი 399 კვ.მ., საკადასტრო კოდი N8-----------, თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ მხარეები, ინ----------ე და ნო----- მე-----–-–---–ი. ამასთან, მოპასუხე მხარეს ერიცხება დავალიანება სს ,,მიკ---------------------------–----------------–ის“ წინაშე. 2016 წლის 25 იანვარს, გაფრომებული კრედიტის ხელშეკრულების (N2---) მიხედვით, მსესხებელმა ნო----- მე-----–-–---–მა მიიღო კრედიტი - 18323 აშშ დოლარის ოდენობით. მიზნობრიობად განისაზღვრა N2499 კრედიტის ხელშეკრულების რეფინანსირება. მოპასუხე სს ,,მიკ---------------------------–----------------–ში“ იხდის თანხას მიმდინარე იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით. კერძოდ, მას გადახდილი აქვს: 17.07.2017 წელს - 600 აშშ დოლარი, 14.05.2018 წელს - 985 აშშ დოლარი, 09.07.2018 წელს - 745 აშშ დოლარი, 13.09.2018 წელს - 373 აშშ დოლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საალიმენტო ვალდებულება უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. მოპასუხის ფინანსური ვალდებულება მესამე პირების წინაშე არ ამცირებს ბავშვის მოთხოვნილებებს. ამასთან, ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე ფარავს სესხის თანხას პერიოდულად, მიუთითებს მის მიერ გარკვეული შემოსავლის მიღების ფაქტზე და გადახდისუნარიანობაზე.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ალ---ანდრე მე-----–-–---–ი ცხოვრობს და იზრდება დედის ინ----------ის ოჯახში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ს არ ეტაპზე არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მოპასუხეს არც თანამედროვე კომუნიკაციის მეშვეობით აქვს კონტაქტი ბავშვთან. პერიოდულად მოპასუხის მშობლები ბავშვს ნახულობენ. მათ არასრულწლოვან ალ---ანდრე მე-----–-–---–ს აჩუქეს ველოსიპედი, სხვადასხვა სათამაშოები. ფულადი დახმარების გაწევის ფაქტი მოპასუხე მხარის მიერ, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. მოპასუხე თანახმაა ამ ეტაპზე შესაძლებლობის ფარგლებში ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 (ასი) ლარი. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. მისი აღზრდა და კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. მოპასუხე მხარე იმყოფება საზღვარგარეთ, სადაც იგი პერიოდულად დასაქმებულია, რასაც თავად მოპასუხის მხარე ადასტურებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას მისი ასაკობრივი მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

 

ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 (ორასი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–მა ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ინ----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე ინ----------ე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხე ნო----- მე-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ინ----------ის (პირადი N0----------) სარჩელი;

 

1.1. შეწყდეს ქორწინება ინ----------ესა (პირადი N0----------) და ნო----- მე-----–-–---–ს (პირადი N0----------) შორის რეგისტრირებული 2007 წლის 10 აპრილს, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N0------;

 

1.2. დაეკისროს ნო----- მე-----–-–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის - ალ---ანდრე მე-----–-–---–ის (დაბადებული 2011 წლის 1--------–-) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2018 წლის 17 აგვისტოდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე ინ----------ეს (პირადი N0----------) მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს „თიბისი ბანკი“, საგადახდო დავალება N0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

4. დაეკისროს ნო----- მე-----–-–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე