განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
330100118002317537
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№-----------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორები - დ------------------------------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული - ე-–----------------------------, დაბადებული 1----–-–--------------- პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------------------

ადვოკატები - მ--------------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილი – გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტები - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

 

სხდომის სახე - ნაწილობრივ დახურული.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2-----------ის განაჩენით ე-–------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

1.2 2018 წლის 0---------- ქ.თბილისში, ი------- პირველი და მეორე ჩიხების მიმდებარედ, დაახლოვებით 01:30 საათზე, ე-–-------------------- ძალის გამოყენებით წააქცია თ---------------, რამდენჯერმე დაარტყა ბლაგვი საგანი თავის არეში, რის შემდგომაც წაართვა ხელჩანთა და ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედების შედეგად თ---------------- მიადგა 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.3 2018 წლის 0---------- ქ.თბილისში, ი------- პირველი და მეორე ჩიხების მიმდებარედ, დაახლოვებით 01:30 საათზე, ე-–-------------------- ძალის გამოყენებით წააქცია თ---------------, პირზე ააფარა ხელი, რის შემდგომაც გახადა შარვალი, შემოახია საცვალი, მოუწოდა გაჩუმებულიყო და სცადა თ---------------- სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, თუმცა თ---------------- მიერ წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ მოახერხა განზრახვის სისრულეში მოყვანა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა) გაუპატიურების მცდელობა ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულში ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით;

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ---------------- განმარტა, რომ 2018 წლის 0-------რს იმყოფებოდა სამსახურში. საღამოს დაახლოვებით 11:00 საათზე დაამთავრა მუშაობა და მალევე წავიდა სახლში. ვინაიდან მეორე დღეს აპირებდა ზ--------–- წასვლას, მაღაზიაში იყიდა წვენი და ტკბილეული, შემდეგ ა----–-----–-- ქუჩის გავლით წავიდა თ------------ გამზირზე. ავტობუსის მოსვლის შემდეგ დაჯდა მძღოლის უკანა მხარეს ერთადგილიან სკამზე. კ----------------–--–--- ავტობუსების გაჩერების დროს ჩასვლისას მიხვდა, რომ მის უკან ვიღაც ასევე ჩასვლას აპირებდა და ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ გაყვა მას. მის სახლამდე იყო სამი შესახვევი და ფიქრობდა, რომ ის ადამიანი რომელიც მიყვებოდა შეუხვევდა სხვა რომელიმე შესახვევში. როდესაც უკვე მეორე შესახვევს გაცდა მიხვდა, რომ უცნობი ადამიანი მას მიყვებოდა. მესამედ უკან გახედვის დროს უცნობმა ხელი პირზე მიაფარა და ორმოში ჩააგდო, მიწაში სახით იყო ჩაფლული, ხოლო მის ზემოდან იყო უცნობი პიროვნება. წინაააღმდეგობის გაწევისას მოახერხა ამოტრიალება, ფრჩხილებით მიაყენა დაზიანებები, თუმცა იგი მაინც ქვემოდან იყო მოქცეული, ხოლო თავდამსხმელი პირზე ხელს აფარებდა და გაჩუმებისკენ მოუწოდებდა. ასევე ეუბნებოდა, რომ რასაც გააკეთებდა მოეწონებოდა. ხელის გაშვების შემდეგ დაიწყო ყვირილი ხმამაღლა, ხოლო უცნობი ურტყამდა თავში ძლიერად. შემდეგ ცდილობდა გაეხადა ტანსაცმელი მისთვის, მაგრამ, იმ დროს თავად ეწინააღმდეგებოდა და არ აძლევდა გახდის საშუალებას. წინააღმდეგობის გაწევისას აიღო მისი ჩანთა და გადააგდო გვერდით, შემდეგ დაიწყო ისევ ტანსაცმლის გახდა. გაუხია შარვალი, ხოლო ჩახდის დროს გაყვა ტრუსიც, რომელიც ასევე გაიხა. თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან იმ დროს დაინახა ანთებული სინათლე. თავდამსხმელი წამოდგა, ჩანთა აიღო, მას ისევ ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორმოდან ამოსვლის შემდეგ დაზარალებულმა ჩაიცვა ტანსაცმელი, ასევე დაინახა თავდამსმხელის ლურჯი ქურთუკი. სახლში მისვლისას გონება დაკარგა.

 

2.2 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თ---------------------- განაცხადა, რომ თ--------------- არის მისი ახლო ნათესავი და ცხოვრობს მასთან სახლში. 2018 წლის 0-------რს დავურეკა თ----------------, რადგან იყო ღამე და აინტერესებდა მისი ადგილსამყოფელი. 2018 წლის 0--------ის ღამეს, დაახლოვებით 02:00 საათზე დაურეკა თ------ და უთხრა, რომ იყო ძალიან ცუდად - ,,ვკვდებიო“. რამდენიმე წუთის შემდეგ თ----- მივიდა სახლში სისხლიანი და ტალახიანი, სახეზე რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. აღნიშნული ფაქტის დანახვისას მოწმემ დარეკა სასწრაფოში, რის შემდეგადაც თ--------------- საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მან თ---------------- დედისგან და მეუღლისგან შეიტყო მომხდარი ფაქტის შესახებ.

 

2.3 2018 წლის 0--------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ი------- ქუჩაზე პირველ და მეორე ჩიხებს შორის, სადაც მდებარეობს მიწათხრილი, რომელშიც ყრია ქვები, ბეტონის ნატეხები. ამავე მიწათხრილში არის პატარა ზომის ბუჩქოვანი ხე. მიწათხრილის შუა ადგილას სიღმრეში, დაახლოვებით ორი მეტრის სიღრმეში, ხის გვერდით ტალახიანი მიწის ზედაპირზე გდია შავი ფერის ნაქსოვი ყელსახვევი. ხსენებული ყელსახვევი ექსპერტების მიერ იქნა ამოღებული, რომელიც დაილუქა სპეც პაკეტში F----------

 

2.4 საგამოძიებო მოქმედების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ა---------------------------

 

2.5 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ა---------------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 0-------რს ასრულებდა სასმახურეობრივ მოვალეობს შ--------------------------------------------------------------------- კლინიკაში მორიგე ნეიროქირურგის თანამდებობაზე. დაახლოვებით 01:00 საათზე კლინიკაში შეიყვანეს თ---------------, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრავმა მიღებული ქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად. თ---------------- ტრამვა აღენიშნებოდა თავისა და სახის მიდამოებში, აღნიშნავდა გონების დაკარგვის ეპიზოდს, დათვალიერების დროს კეფის მიდამოში აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა, ასევე თავის მიდამოში აღენიშნებოდა ექსქორიაცები. თ---------------- გაეწია დახმარება მიმღებ განყოფილებაში, ქირურგიულად დაუმუშავდა ჭრილობა და შემდგომ გაკერვა, ასევე თავის ტვინის ტომოგრაფიული გამოკვლევა რადიოლოგიური დასკვნით. მეორე დღეს თ---------------- მდგომარეობა გაუმჯობესდა და გამომძიებლებს ნება დაერთოთ გამოეკითხათ დაზარალებული.

 

2.6 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--------- 2018 წლის 0--------ის პატაკით დგინდება , რომ 2018 წლის 0---------- თ---------------- მიმართ ძარცვის ჩამდენი პირი იყო 1--- წელს დაბადებული ე-–-------------------, რომელიც უნდა ყოფილიყო ქ.თბილისი, მ-------------------------–- მის მეგობარ მ---------------- საცხოვრებელ სახლში.

 

2.7 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ---------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 0---------- მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თ---------------- მიმართ ძარცვის ჩამდენი პირი იყო ე-–-------------------. აღნიშნულის შესახებ მოიძია ინფორმაცია და პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

2.8 2018 წლის 0---------- ამოღების ოქმით დგინდება (შემდგენი: გამომძიებელი ი--------------------- რომ ქ-----------------------------------ში, მ-----–---------–------------–-------------------------------–-------------------- ნეიროქირურგიის განყოფილებაში №3---ე ოთახში - თ------------------- ნებაყოფლობით ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის გრძელსახელოიანი საროჩკა და მოშავო ფერის გრძელსახელოიანი სვიტერი.

 

2.9 ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ი-------------------) თანახმად, 2018 წლის 0----------, 19:00-19:15 სთ., შსს ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ------ განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი-------------------- ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტის - ლ-------------------- მიერ, თ-------------- აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.

 

2.10 ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ლ------------------- თანახმად, 2018 წლის 0-------რს, 11:05-11:35 სთ., შსს ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ------ განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ------------------- ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტების - ლ-------------------------------------- მიერ, თ-------------- აღებულ იქნა ფრჩხილის ნიმუში.

 

2.11 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ---------------- განაცხადა, რომ ე-------------------------- ერთად იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. 2018 წლის 0--------ის ღამეს 02 საათზე გაიგო კარის ხმა, კარის გაღების შემდეგ დაინახა ე-–-------------------, რომელსაც ტანსაცმელი ჰქონდა ტალახიანი, ხოლო სახეზე ეტყობოდა დაზიანებები. სახლში შესვლის შემდეგ მან სტუმარს მისცა თავისი ტანსაცმელი, ხოლო ტალახიანი ტანსაცმელი ე-–-------------------- მოათავსა სარეცხ მანქანაში. ე-–-------------------- უთხრა მას, რომ მუშაობის დროს ჯართზე დაეცა და მიიღო დაზიანებები. დაახლოვებით 2 დღის შემდეგ მასთან მივიდნენ პოლიციის თამაშმრომლები, რომელთაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა, რომლის შედეგადაც არანაირი კანონსაწინააღმდეგო არ იქნა ამოღებული. როგორც მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი, ე-–------------------- დაკავებულ იქნა ძარცვისთვის და გაუპატიურების მცდელობისთვის.

 

2.12 2018 წლის 0--------ის ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება (შემდგენი: გამომძიებელი ლ-------------------, რომ ე-–-------------------- მეგობრის - მ---------------- თანხმობით გაჩხრეკილი იქნა ქ.თბილისში, მ------------------- №24ბ-ში მდებარე მ---------------- საცხოვრებელი ბინა. მ---------------- საცხოვრებელი სახლიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ იქნა.

 

2.13 საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს გამომძიებელმა, ბრალდებულმა ე-–-------------------- და ექსპერტ კრიმინალისტებმა. ე-–-------------------- მითითებით მივიდნენ კ----------------–--–--- არსებულ გაზგასამართი სადგურის ,------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც ე-–------------------------------------------ ერთად ჩამოვიდა №-- ავტობუსიდან და გაყვა მას უკან. შემდეგ გავიდნენ გაზგასამართი სადგურის ,------------- გავლით ი------- ქუჩის მიმართულებით, ე-–-------------------- მიუთითა ვიწრო ბილიკზე, სადაც თ---------------- გადაუხვია და თავადაც გაყვა უკან. ამის შემდგომ მივიდნენ ბილიკის გვერდით არსებულ დიდი ზომის მიწის თხრილთან, ე-–-------------------- მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულ მიწის თხრილთან მიახლოვებისას შეეცადა თ----------------თვის წაერთმია ხელჩანთა, რის შემდეგადაც ორივე ჩავარდა თხრილში. შემდეგ წავიდნენ ი------- ქუჩის გავლით რკინიგზის ლიანდაგების მიმართულებით, სადაც ე-–-------------------- მიუთითა ქალაქისკენ მიმავალ გზაზე, რითიც შემდგომ თავად ისარგებლა. აღნიშული ლიანდაგის გავლით მივიდნენ კ----------------–--–--- არსებულ ,------–------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხიდთან, სადაც ე-–-------------------- მიუთითა რკინიგზის ლიანდაგთან არსებულ №--- ბეტონის ბოძზე და განმარტა, რომ გატაცებული ხელჩანთიდან ნივთების ამოღების შემდეგ აღნიშNული ადგილიდან მარჯვნივ გადააგდო გვერდით გამავალ გრუნტიან გზაზე და აღნიშნული გზითვე წავიდა ქალაქის მიმართულებით კვლავ. შემდგომ რკინიგზის გავლით მივიდნენ მ--------------------- არსებულ ,----------- ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ე-–-------------------- მიუთითა ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ ერთსართულიან სახლზე, კერძოდ, მ-------------------------–- მდებარე სახლზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ სახლში მივიდა თავის ნაცნობთან - მ---------------------

 

2.14 საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ------------------------------------------------------

 

2.15 პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, სამი ამოსაცნობად წარდგენილი პირიდან თ---------------- ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველი ე-–-------------------.თ---------------- ე-–------------------- ამოიცნო ასაკით, სიმაღლით, მოგრძო პირსახით, მოგრძო ცხვირის ფორმით, ჭ-------–-------–--------- შემელოტებული თმით და სიმაღლით.

 

2.16 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ე----------------------- განაცხადა, რომ მას რიგი საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებილი, კერძოდ, მოწმის სახით გამოკითხული მყავს ს----------------------- და ო------------- დაათვალიერა ,------------ მიმდებარე ტერიტორია. ო------------ იყო ,------------ მენეჯერი და საჭირო იყო მისგან ინფორმაციის მიღება და დადგენა ავტოგასამართ სადგურზე იყო თუ არა დამონტაჟებული ვიდეო-კამერები. ს----------------------- არის სტილისტი, რომელიც სალონში მუშაობს. ვინაიდან ე-–-------------------- სახეზე აღენიშნებოდა ნაიარევი, ამიტომ საჭირო იყო მისი მიმსგავსება ამოსაცნობად წარდგენილ ორი პირისათვის. მას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

2.17 ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის (შემდგენი: გამომძიებელი ლ------------------- თანახმად, 2018 წლის 0-------რს, 16:32 საათზე, ქ.თბილისის ს-------–------------------------ მიმდებარედ შსს ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში დეტექტივის თანაშწმე-გამომძიებლლის - ლ------------------- მიერ, ძარცვის ბრალდებით, დაკავებული იქნა ე-–----------------------------.

 

2.18 ოქმით დაკავების შეტყობინების შესახებ დგინდება, რომ ე-–-------------------- ბრალდებულის სახით დაკავების შესახებ ეცნობა მის ძმას - ხ-------------------

 

2.19 ნიმუშის აღების შესახებ ოქმის (შემდგენი პირი: გამომძიებელი ლ------------------- თანახმად, 2018 წლის 04-----------ს, 23:57-00:15 სთ., შსს ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ------ განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ------------------- ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ექსპერტ - ლ---------------- მიერ, ე----------------- აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

2.20 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ლ-------------------- და ლ---------------- დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და სისწორე.

 

2.21 2018 წლის 0-------რს ამოღების ოქმით დგინდება (შემდგენი: გამომძიებელი ლ-------------------, რომ ქ.თბილისში, შსს ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ე-–----------------------- ნებაყოფლობით ამოღებული იქნა ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, ლურჯი ფერის ,,ნაიკის“ ფირმის ბოტასი, მუქი ფერის ჯინსის შარვალი შავი ფერის ტყავის ქამრით, მომწვანო ფერის ნაქსოვი ჯემპრი

 

2.22 2018 წლის 08 იანვარს ამოღების ოქმით დგინდება (შემდგენი: გამომძიებელი ი--------------------- რომ ქ.თბილისში, ი------- ქუჩა მე-2 ჩიხი №14-ში თ-------------------- - ამოღებული იქნა თ----------- შავი ფერის დუტის ქურთუკი კაპიშონიანი ელვაშესაკრავით, შავი ფერის ნაჭრის შარვალი, ერთი წყვილი შავი ფერის წინდა, შავი ფერის ბოტასი და შავი ფერის ტრუსი მოწითალო ყვავილებით. ტრუსს აღენიშნება დაზიანებები, არის დახეული.

 

2.23 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ--------------------- განაცხადა, რომ მან შეადგინა ავტობუსის დადგენის ოქმი, გამოკითხა მოწმეები - ა-------------------------------------------------------------------------- ასევე პროკურორის დავალებით ბრალდებულს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, რომელიც შემდგომ ბრალდებულის სახით გამოკითხა. შსს ბაზაში მოიძია ის ავტობუსი, რომლითაც იმგზავრეს ე-–-------------------- და თ----------------.

 

2.24 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ზ---------------------- განაცხადა, რომ მათ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ძარცვისა და გაუპატიურების ფაქტზე, რის შემდგომაც ბრალდებულის სახით დააკავეს ე-–-------------------. მან ლ--------------------- და პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად გაჩხრიკა მ---------------- ბინა, სადაც ე-–------------------ იმყოფებოდა და იმალებოდა კიდეც. ბინის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ იქნა აღმოჩენილი.

 

2.25 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ა---------------------------- განაცხადა, რომ 2018 წლის იანვარში მუშაობდა შსს ი--------------- პოლიციის მ------ განყოფილებაში უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მისი თანამშრომლის - გ---------------- მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ის და გამომძიებელი ი------------------- მივიდნენ მ---------------- საცხოვრებელ სახლში, სადაც უნდა ყოფილიყო ე-–-------------------. ადგილზე დახვდათ ე-–-------------------, რის შემდეგაც მან გააცნო დადგენილება და მისივე თანხმობით ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შემდგომაც ტელეფონის გარდა სხვა რაიმე ნივთი ამოღებული ყოფილა.

 

2.26 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ------------------- განაცხადა, რომ შსს ი--------------- სამმართველოს მ------ განყოფილებაში დაწყებულ იქნა გამოძიება თ---------------- მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტზე. თანამშრომლებთან და ექსპერტებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგადაც ამოღებულ იქნა მუქი ფერის ქალის ,,კაშნე“. მისი თანამშრომლის - გ---------------- მიერ იქნა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თ---------------- მიმართ ძარცვის ფაქტი ჩადენილი იყო ე-–-------------------- მიერ, რომელიც იმყოფებოდა მისი მეგობრის საცხოვრებელ სახლში. ისინი მივიდნენ მ---------------- საცხოვრებელ სახლში, თუმცა ბინის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ. აგრეთვე მის მიერ იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული და ხელმოწერითაც აქვს დადასტურებული კანონიერება.

 

2.27 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ---------------–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 0-------რს მიიღო ინფორმაცია ავტობუსის შესახებ, რომლითაც გადაადგილდებოდა თ----------------. აღნიშნულ ავტობუსში შესაძლებელია ყოფილიყო სათვალთვალო კამერები, სადაც აღბეჭდილი იქნებოდა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი. აღნიშნულის შესახებ შეადგინა პატაკი, რომლის შემდგომაც გამოიკითხა გამომძიებლის მიერ.

 

2.28 ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,თ---------------- ტანსაცმელი...” მოთავსებულ ქვედა საცვალსა და შარვალზე არსებული მოყვითალო და მონაცრისფრო ლაქები (ობ. №1-3) სპერმას არ შეიცავს. ობ. №1,2-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ობ. №3-ში, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე პაკეტში მოთავსებულ ქურთუკზე, წინდებსა და ფეხსაცმელზე, სისხლსა და სხვა ბიომასალაზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,თ---------------- საროჩკა და სვიტერი...“ მოთავსებულ პერანგსა და სვიტერზე მოწითალო-მოყვითალო ლაქები (ობ.№4,5.9) წარმოადგენს ადამიანის სისხსლ. ობ. №4,9-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ №1,2-ის გენეტიკურ პროფილს. ობ.№5-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-–-------------------- (ობ. №18, პაკეტი, წარწერით: ,,.... ნერწყვის ნიმუში 01 (ერთი) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ ე-–----------------------------ს (დაბ: 1-----1--- წელს) პირის ღრუს მიდამოდან ...“), ამავე პერანგსა და სვიტერზე არსებული მოთეთრო ფერის ლაქები(ობ.№6-8) სპერმას არ შეიცავს. ობ. №6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ. №1,2,4,9-ის გენეტიკურ პროფილს. ობ. №7,8-ში, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,01 (ერთი) ცალი ნაქსოვი მუქი ფერის ყელსახვევი ამოღებული ი------- პირველი და მეორე ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწათხრილში მიწის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ შავი ფერის კაშნეზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№10-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ.№1,2,4,6,9-ის გენეტიკურ პროფილს.

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,ე-–-------------------- ტანსაცმელი...“, მოთავსებულ ქურთუკსა და ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№11,12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ე-–-------------------- (ობ.№8) გენეტიკური პროფილისაგან.

 

Ø ამავე პაკეტში მოთავსებულ შარვალსა და ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.№13-15) სისხლს არ წარმოადგენს.

 

Ø პაკეტში, წარწერით: ,,ფრჩხილის ნიმუში ხელის მტევნიდან აღებულ იქნა თ------------------- დაბ 1--- წ....“, მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტევზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№16,17) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№16,17-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.№16,17-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ.№1,2,4,6,9,10-ის გენეტიკური პროფილის. ობ.№16,17-ის მინორული წილი ეკუთვნის ე-–-------------------- (ობ.№18).

 

2.29 აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი---------------

 

2.30 სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-----------–---------–-------------–---------–------------------------------–-------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №69-დან, თ--------------- აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 02.---2018 წ, სადაც დაესვა დიაგნოზი:

 

Ø 05.---2018 წ, მოქალაქე თ---------------- პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარჯვნივ კეფის მიდამოში გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული /სამედიცინო დოკუმენტაციით ნახეთქი/ჭრილობის, თავის მიდამოში ორი უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და სისხლჩაქცევის სახით.

 

Ø დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.

 

Ø კეფის მიდამოში არსებული გაკერილი ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

Ø დანარჩენი დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

Ø ხადაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2.31 აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------------------

 

2.32 ტრასოლოგიური ექსპერტიზის №---------- დასკვნის თანახმად, ,,თ---------------- ტანსაცმელს (ქურთუკი, ჯემპრი, პერანგი, შარვალი, ერთი წყვილი უყელო წინდა და ე.წ ,,თათები) და ერთ წყვილ ფეხსაცმელს - ექსპლუატაციის ცვეთის ფონზე, გარდა საექსპერტო კვლევისათვის საჭირო ამონაჭრებისა რაიმე დაზიანება, დამახასიათებელი მექანიკური ზემოქმედებისათვის, არ აღენიშნება.

 

Ø ,,ე-–-------------------- ტანსაცმელს (ქურთუკი, ჯემპრი, ჯინსის შარვალი ქამრით) და ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელზე (ბოტასზე) - ექსპლუატაციის ცვეთის და საექსპერტო კვლევისათვის მარკირებული უბნების, მათზე დაზიანება არ აღენიშნება.

 

2.33 აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------–--–----–---–---

 

2.34 სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ე-–-------------------- ნაწილობრივ ცნო თავი (ძარცვის ფაქტი) დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ თემქიდან ლ--–--- მიმართულებით მიდიოდა მამიდაშვილიდან. მეტროსადგურ ,--------------- ჩაჯდა ა-------------- მიმართულებით მიმავალ ავტობუსში დაახლოვებით ღამის პირველ საათზე. ა----------------- მიმავალ გზაზე ჩავიდა გაჩერებაზე და დაინახა ჩანთით მიმავალი გოგონა, რომელსაც გაეკიდა, მოკიდა ჩანთას ხელი, გოგონა ყვიროდა, ჩანთას არ აძლევდა და ხელით ჩამოაკაწრა სახე, ხოლო თავადაც ჩაარტყა, ჩამოაგლიჯა ჩანთა და გაიქცა. მათი შეხლა-შემოხლა დაახლოებით ერთი-ორი წუთი გრძელდებოდა. აღნიშნულის შემდეგ წავიდა მეგობართან - მ--------------------- სადაც დარჩა დაახლოვებით 2-3 დღე. მ---------------- ჰკითხა სახეზე არსებული დაზიანებების შესახებ, მან კი უპასუხა, რომ სამსახურში მოუვიდა კონფლიქტი და მიიღო დაზიანებები. სამი დღის შემდგომ გავიდა სახლიდან სიგარეტის საყიდლად დაახლოვებით 09-10 საათისთვის, მაღაზიაში მისვლისას დახვდა პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც განუმარტეს, რომ დაკავებული იყო ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ჰკითხეს ჩანთის არსებობის შესახებ. პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას სთხოვეს ეჩვენებინა პოლიციელებისთვის შემთხვევის ადგილი. პოლიციელების მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, სცემდნენ და აიძულებდნენ ეთქვა ჩანთის არსებობის შესახებ. გაუპატიურების მცდელობას თ---------------- მიმართ ადგილი არ ჰქონია, ხმოლოდ ჩანთა წაართვა და გაიქცა. ე-–------------------- დაეთანხმა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და განაცხადა, რომ დასკვნაში მითითებული დაზიანებები სწორედ მან მიაყენა თ----------------.

 

2.35 სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ე-–-------------------- უდანაშაულობის შესახებ და თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლივი ანალიზით, უტყუარად დგინდება ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენა.

 

2.36 სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ წარმოუდგენელია თ---------------- ტრუსი ყოფილიყოს ტალახიანი და დაზიანებული ისე, რომ შარვალიც არ ჰქონოდა ოდნავადაც შელახული. დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება დარაზალებულის მიერ მიცემულ ჩვენებასთან. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას თ----------- დეტალურად განმარტა 2018 წლის 0--------ის ღამეს განვითარებული მოვლენები და ის ფაქტი, რომ ე-–-------------------- მიერ მოხდა შარვლის ,,ჩახდა“ და ამ უკანასკნელს გაჰყვა ტრუსიც. აღნიშნული გარემოება წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის პოზიციასთან, რომლის თანახმადაც შარვალი თ----------- არ ჰქონდა გახეული, თუმცა ტრუსი იყო შელახულ მდგომარეობაში (ნაწილობრივ გახეული).

 

2.37 სასამართლო აღნიშნავს, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ არის საჯარო ხასიათის, რის გამოც მითითებული კატეგორიის საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის შემსწრე უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ არსებობენ. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულ თ----- ჩვენება სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებაა.

 

2.38 საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. სტამბოლის კონვენცია), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 36-ე მუხლით დადგენილია ყოველი ქალის სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურებისაგან დაცვის ვალდებულება. ნიშანდობლივია, რომ სექსუალური ძალადობის განსაკუთრებულად მძიმე ხასიათსა და მის დამანგრეველ გავლენას მსხვერპლზე და, შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებას სექსუალური ძალადობისგან ადამიანის დაცვის თაობაზე, ხოლო უკვე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში დამნაშავის გამოვლენისა და მისთვის ადეკვატური სასჯელის შეფარდების, დანაშაულის მსხვერპლის მიმართ კი სათანადო მორალური/ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას.

 

2.39 საქმეზე ,,SN შვედეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სქესობრივ დანაშაულთა საქმეების განხილვის თავისებურებებზე და აღნიშნა, რომ მსგავს საქმეებზე, როგორც წესი, საქმის სასამართლოში განხილვას დაზარალებული აღიქვამს როგორც უმძიმეს გამოცდას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას უწევს ბრალდებულთან დაპირისპირება.

 

2.40 დაცვის მხარე ასევე აპელირებს ამოცნობის ოქმზე და აღნიშნავს, რომ სასამართლის მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს, ვინაიდან ამოსაცნობად წარდგენილ ე-–----------------------- განსხვავებით სხვა პირები აშკარად განსხვავდებოდნენ ბრალდებულისგან (გრიმი არ შეესაბამებოდა რეალობას). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ამოცნობა ტარდება ამომცნობის თანხმობით და ამასთან, ამომცნობს უნდა წარედგინოს ამოსაცნობი ობიექტი არანაკლებ ორ სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არსებითად არ არის დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნები, რამეთუ ამოსაცნობად წარდგენილ პირებს სახეზე გაუკეთდა ესკორაციების მიმსგავსებული მაკიაჟი. ასევე, ამოცნობის ნამდვილობა დადასტურებული აქვს ბრალდებულს ოქმზე ხელმოწერით.

 

2.41 სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს ეჭვი შეიტანოს დაზარალებული თ---------------- გულწრფელობასა და კეთილსინდისიერებაში, მით უფრო, რომ რაიმე გარემოება, რომელიც მიანიშნებდა თ----------- მხრივ ე------------------- დანაშაულის დაბრალების ინტერესზე, საქმის სასამართლო განხილვისას არ დადგენილა (ამგვარი ინტერესის არსებობას არც თავად ე-------------- აღნიშნავს). ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თ------------ თავად არ მიუმართავს სამართალდამცველებისათვის და მის მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტის შესახებ დაზარალებულის ნათესავმა თ---------------------- პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა მას შემდეგ, როდესაც მძიმე მდგომარეობაში ნახა თ-----------

 

2.42 ე-–-------------------- ბრალადშერაცხულ ეპიზოდებში, რომლის ჩადენასაც იგი დღეის მდგომარეობით უარყოფს, დადასტურებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ამ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირის - გამომძიებლების თ----------------–---–--- და ი-------------------- ჩვენებით. მოცემულ მტკიცებულებებში დაწვრილებით და დამაჯერებლადაა ასახული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიუთითა ე-------------- გამოძიებას ის ადგილები, სადაც, მისი განმარტებით, შეეცადა თ----------------თვის წაერთმია ხელჩანთა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაემთხვა გამოძიების ხელთ არსებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ იქნა შავი ფერის ნაქსოვი ყელსახვევი.

 

ბ) ძარცვა, ჩადენილი არაერთგზის

 

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2-----------ის N--------- განაჩენის თანახმად, ე-–------------------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

3.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის N--------- განჩინების თანახმად, ე-–-------------------- მიმართ გავრცელდა ,,ამინისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

3.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინად ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

3.4 საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა 177-ე-186-ე მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

3.5 იმის გათვალისწინებით, რომ ე-–------------------- ნასამართლევია სსკ-ის 178-ე მუხლით, ხოლო ამჟამადაც მას ბრალად ედება სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე-–------------------- დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის, ვინაიდან ნასამართლობა გაქარწყლებული არ არის.

4. სამართლებრივი შეფასება:

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძარცვისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ზემოაღნიშნული მუხლით სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შესაძლებელია ახლდეს ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ძარცვის ობიექტური შემადგენლობისათვის აუცილებელია მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს ნივთის დაუფლებას თვალნათლივ, როგორც მესაკუთრის/მფლობელის/მოსარგებლის, ისე - სხვა პირთათვის. ძარცვა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, როდესაც დამნაშავეს უჩნდება დაუფლებული ქონების განკარგვის ფაქტობრივი შესაძლებლობა. მოცემული დანაშაულის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირის დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩამდენს გაცნობიერებული აქვს, რომ მისაკუთრების მიზნით, აშკარად ეუფლება ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია და ითვალისწინებს შედეგად მესაკუთრის/კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების გარდაუვალობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ძარცვის ჩადენას ძალადობის გამოყენებით (მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი) და არაერთგზის (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი); ასევე, დამამძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, „მნიშვნელოვან ზიანად“ მიიჩნევა ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით; ხოლო საქართველოს სსკ მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

სასამართლო თვლის, რომ ე-–-------------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

საქართველოს სსკ-ის 137-ე და 178-ე მუხლების სანქციით დადგენილ ფარგლებში ე-------------------------- სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლეს, მიყენებული ზიანის ოდენობას და თვლის, რომ ე-–-------------------- მიმართ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

1. ერთი ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. თ--–------------- ტანსაცმელი და მუქი ფერის ყელსახვევი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. 3. სისხლის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. 4. ე-–-------------------- ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ე-------------- ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე-–------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით და სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

2. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

3. საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ე-–-------------------- განესაზღვროს 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ე-–-------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 0--------იდან.

6. ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ერთი ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. თ--–------------- ტანსაცმელი და მუქი ფერის ყელსახვევი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. 3. სისხლის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. 4. ე-–-------------------- ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ე-------------- ნდობით აღჭურვილ პირს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე