განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნა-------------–ი
სტაჟიორ-პროკურორი - ნი---------ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლა–----------–---–ი
ბრალდებული - თო---------–---–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ-----------------–--–-----; ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის); 2. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისში, თ-----------------–--–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა თო---------–---–---–მა, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ლე------–---ს გასტაცა „ჰ--------------“ ფირმის (სახ. ნომრით M--------) ა/მანქანის გასაღები, რის შემდეგაც დაეუფლა ამ უკანასკნელის მფლობელობაში და ბე-----------–---ს საკუთრებაში არსებულ „ჰ--------------“ ფირმის (სახ. ნომრით M--------) ა/მანქანას ღირებულს 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
1.2. 2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თბილისში, თ-----------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თო---------–---–---–მა მის მფლობელობაში არსებული „ჰ--------------“ ფირმის (სახ. ნომრით M--------) ა/მანქანის ბე-------------ს კუთვნილი „ჰ--------------“ ფირმის (სახ. ნომრით G--------) ა/მანქანაზე მიზანმიმართული შეჯახების შედეგად, განზრახ დააზიანა ბე-------------ს კუთვნილი ა/მანქანა, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისში, თ-----------------–--–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა თო---------–---–---–მა, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ლე------–---ს გასტაცა „ჰ--------------“ ფირმის (სახ. ნომრით M--------) ა/მანქანის გასაღები, რის შემდეგაც დაეუფლა ამ უკანასკნელის მფლობელობაში და ბე-----------–---ს საკუთრებაში არსებულ „ჰ--------------“ ფირმის (სახ. ნომრით M--------) ა/მანქანას ღირებულს 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ
3.1.1. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ლე------–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, მამამისის (ბე-----------–---ს) ა/მანქანით („ჰ-------------“ სახ. ნომრით M--------) ტაქსისტობდა ქ. თბილისში, გ-–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გააჩერა ორმა ბიჭმა და სთხოვა ქ. თბილისში, თ--------------------ში წაყვანა. მითითებულ მისამართზე მისვლისას, ერთ-ერთმა მგზავრმა უთხრა, რომ შეჰყოლოდა სახლში და დახმარებოდა ღვინის გამოტანაში, შემდეგ კი დაბრუნებულიყვნენ პირვანდელ ადგილზე. სახლში შესვლისას ხსენებული პირი გავიდა გარეთ, ოთახში დაბრუნებისას კი ხელში ეჭირა თეთრტარიანი დანა, რომლის გამოყენების მუქარით უბრძანა მოწმეს მიეცა მისთვის ა/მანქანის გასაღები. მოწმემ განმარტა, რომ მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე (მოწმის თქმით, საფრთხე იმისა, რომ თავდამსხმელს მოეკლა იგი არსებობდა), მან ა/მანქანის გასაღები გადასცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თავდამსხმელს. ამ დროს თავდამსხმელთან მყოფი მეორე პირი ცდილობდა ამ უკანასკნელის დამშვიდებას და დანის გამორთმევას, თუმცა უშედეგოდ. მალევე ოთახში შევიდა მოწმისთვის უცნობი მესამე პირი, რომელსაც თავდამსხმელთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც მოწმემ დრო იხელთა და გამოიქცა ხსენებული სახლიდან. გზად მან დაურეკა თავის სიძეს (დის ქმარს) - ბე------------ს, რომელიც რამდენიმე წუთში მივიდა მათ მიერ დათქმულ ადგილზე. მოწმემ დაადასტურა, რომ იმ მომენტში, როდესაც ის თავის სიძეს პირადად უყვებოდა მომხდარის დეტალებს, დაინახა მამამისის კუთვნილი ა/მანქანით თ-------- გზატკეცილიდან სოფელი გ-–------ მიმართულებით მიმავალი თავდამსხმელი. მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან ბე------------ს თან ახლდა მეუღლე, ბ--- მის დასატოვებლად წავიდა საკუთარი სახლის მიმართულებით, ხოლო თავად დარჩა თ-----------------–--–---, რათა დაედგინა საკუთარი ა/მანქანის ადგილსამყოფელი. ამის შემდეგ, მოწმემ ორჯერ გაიგო დაჯახების ხმა. მან განმარტა, რომ ავარიის ადგილზე (ქ. თბილისი, თ-------------------) მას დახვდა პოლიცია და ბე-------------ს დამტვრეული ა/მანქანა, რაც შეეხება მამამისის ა/მანქანას, იქ არ უნახავს. შემთხვევის ადგილზე მოწმეს უთხრეს, რომ გამტაცებელი თავდაპირველად ბოძს დაეჯახა, ხოლო შემდეგ - ბე-------------ს ა/მანქანას. ამის შემდეგ, მოწმე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში. მოწმის განმარტებით, ამოცნობის დროს მას შეეცოდა თავდამსხმელი, რის გამოც ამოცნობის ოქმში თო---------–---–---–ზე მიუთითა, რომ „სავარაუდოდ“ სწორედ ის პირია, ვინც დანის გამოყენების მუქარით გასტაცა მას ა/მანქანა. საგამოძიებო მოქმედებიდან გამოსვლის შემდეგ, იგი მალევე მიხვდა თავის შეცდომას, რის გამოც დაბრუნდა პოლიციაში და დაწერა განცხადება, რის საფუძველზეც დაიკითხა განმეორებით, სადაც გამოძიებას მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია (განმეორებით მიწოდებულ სრულყოფილ ინფორმაციაში მოწმე გულისხმობს იმ ფაქტს, რომ ამოცნობისას სიტყვა „სავარაუდოდ“ იყო ზედმეტი და რომ მან დარწმუნებით ამოიცნო თავდამსხმელი). მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მან ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. რაც შეეხება ქმედების შედეგად მისთვის მიყენებულ ზიანს, იგი გამოიხატა, როგორც მორალურ (შიშის ფაქტორი), ისე მატერიალურ მხარეში (იგი ვერ სარგებლობს მამამისის ა/მანქანით, რაც მისთვის იყო შემოსავლის წყარო). მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულის მიერ ზიანი არ ანაზღაურებულა.
3.1.2. ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ლე------–---მ დადასტურებულად მიუთითა სასამართლო სხდომაზე მონაწილე ბრალდებულზე - თო---------–---–---–ზე, როგორც იმ პირზე, რომელიც 2018 წლის 1 აგვისტოს, სატრანსპორტო მომსახურების გაწევის მიზნით, ჩაისვა საკუთარ ა/მანქანაში და რომელმაც დანიშნულების ადგილზე მისვლისას, დანის დემონსტრირებით მოსთხოვა და გასტაცა ბე-----------–---ს ა/მანქანის გასაღები და ა/მანქანა.
3.1.3. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ბე------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, იმყოფებოდა ქ. თბილისში და საკუთარი ა/მანქანით („ჰ-------------“ სახ. ნომრით G--------) გადაადგილდებოდა ქ------ ქუჩაზე, რა დროსაც მობილური ტელეფონის საშუალებით, დაუკავშირდა მისი ცოლის ძმა - ლე------–--- და აცნობა, რომ დანის გამოყენების მუქარით წაართვეს ა/მანქანის გასაღები. მოწმემ განმარტა, რომ ამ უკანასკნელს შეხვდა იმავე ქუჩაზე არსებულ №----------- სკოლის წინ, მისვლამდე დასჭირდა დაახლოებით 5 წუთი. მოწმის თქმით, ლე------–---, რომელიც იმ მომენტში იდგა გზის სავალ ნაწილზე, ცდილობდა მისთვის აეხსნა, დაყაჩაღების დეტალები. სწორედ ამ დროს დაინახეს, თუ როგორ ჩაუარა ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებულმა ა/მანქანამ სწრაფი სვლით, თ-------- ქუჩის მიმართულებით. ამის შემდეგ, მან უთხრა ლე------–---ს, რომ მეუღლეს დატოვებდა სახლში და დაბრუნდებოდა ა/მანქანის მოსაძებნად, მანამდე თავად გაჩერებულიყო გზაზე და თვალყური ედევნებინა განვითარებული მოვლენებისთვის. მოწმემ განმარტა, რომ გზად, სახლისკენ მიმავლებმა დაინახეს მათკენ მიმავალი ა/მანქანა, მაგრამ მათი ხელების ქნევის მიუხედავად, მძღოლი სიჩქარეს უმატებდა და ისე, რომ არ მიუქცევია მათთვის ყურადღება, განაგრძობდა გზას. ამის შემდეგ, გაიგეს ძლიერი ხმა, რაც გამოწვეული იყო გამტაცებლის ა/მანქანის ბოძთან შეჯახებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ამ უკანასკნელმა განაგრძო გზა და წავიდა მოწმის ა/მანქანის მიმართულებით, შეეჯახა მას და კვლავ განაგრძო გზა. საკუთარი ა/მანქანის დაზიანების გამო, მოწმემ მაშინვე გააჩერა „მ-----------“ ფირმის გამვლელი ავტომობილი, რომლის მძღოლთან ერთად გაჰყვა გამტაცებლის ა/მანქანას, რომელიც გაჩერდა პ----------–----–-, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, მოწმე მიუახლოვდა გამტაცებელს და ა/მანქანის დაბრუნების მიზნით შეეცადა წინა კარის გაღებას, რა დროსაც ამ უკანასკნელისგან იგრძნო აშკარა აგრესია. იმ მომენტში მას გაახსენდა ლე------–---ს სიტყვები, რომ თავდამსხმელს შესაძლოა ჰქონოდა დანა, რის გამოც ძალზედ შეშინდა და დაიჭირა კარი, რათა არ გაეღო ამ უკანასკნელს. მოწმის თქმით, ამ დროს ჩატყდა მინა. დაზარალებული ამ დროს გამოეცალა გამტაცებელს, რომელმაც დრო იხელთა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, თავად კი ფეხით ავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა საპატრულო ეკიპაჟი. მოწმემ განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ისეთ საგამოძიებო მოქმედებებში, როგორიცაა: გამოკითხვა, ამოცნობა და საგამოძიებო ექსპერიმენტი.
3.1.4. ჩვენების მიცემისას მოწმე ბე------------მა დადასტურებულად განაცხადა, რომ გამტაცებლის ა/მანქანაში (მოწმე გულისხმობს პ----------–----–-, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერების დროს) იყო კარგი ხილვადობა, რის გამოც მან დეტალურად დაიმახსოვრა გამტაცებლის მონაცემები. მანვე, სასამართლო სხდომის დარბაზში მიუთითა ბრალდებულ თო---------–---–---–ზე, როგორც იმ პირზე, რომელიც ხსენებულ დღეს იმყოფებოდა ლე------–---სთვის გატაცებულ ა/მანქანაში. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მისი მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობას, რა დროსაც მან თითქოსდა ვერ ამოიცნო თავდამსხმელი, აღნიშნული მისი განმარტებით არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან აღნიშნული განაცხადა მხოლოდ ბრალდებულის შეცოდების გამო. შეცდომის გამოსწორების მიზნით, იგი საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან, მალევე მივიდა პოლიციაში, სადაც განმეორებითი დაკითხვის დროს განაცხადა სიმართლე. მოწმის განმარტებით, თო---------–---–---–ის ქმედების შედეგად მას მიადგა 600-700 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
3.1.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის თი---------–---ს ჩვენებით დგინდება, რომ არის ბე-------------ს მეუღლე და ლე------–---ს და. 2018 წლის 1 იანვარს, მას და მის მეუღლეს დაუკავშირდა ლე------–--- (მისი ძმა), რომელმაც აცნობა დაყაჩაღების თაობაზე, რის გამოც ისინი წავიდნენ ლე------–---სთან შესახვედრად. დანიშნულების ადგილზე მისვლისას, მისი მეუღლე გადავიდა ა/მანქანიდან ამ უკანასკნელთან სასაუბროდ, თავად კი დარჩა ავტომობილში, რა დროსაც დაინახა, რომ ბე-----------–---ს კუთვნილმა ა/მანქანამ გაიარა სოფელი გ-–------ მიმართულებით. მოწმის გადმოცემით, გამტაცებლის ვინაობის დადგენამდე, მისმა მეუღლემ გადაწყვიტა მისი სახლში დატოვება. გზად მოწმემ გაიგო შეჯახების ხმა, კერძოდ, ბე-----------–---ს ა/მანქანა, რომელსაც მართავდა გამტაცებელი, დაეჯახა რაღაცას, მოგვიანებით კი მათ ავტომობილს. მოწმემ დაადასტურა, რომ ამის შემდეგ, მისი მეუღლე გადმოვიდა ა/მანქანიდან და გამვლელ ა/მანქანის მეშვეობით გაჰყვა გამტაცებელს. მოწმეს რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. თავად პარალელურად რეკავდა 112-ში (გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში).
3.1.6. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ბე-----------–---მ რომელიც არის ლე------–---ს მამა და ბე-------------ს მეუღლის მამა, განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, სახლში ყოფნის დროს დაურეკა მისმა ქალიშვილმა - თი---------–---მ და უთხრა, რომ მისულიყო მათ სახლთან მდებარე მაღაზიასთან. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაინახა ბე-------------ს დაზიანებული ა/მანქანა (ა/მანქანას დაზიანება ეტყობოდა წინა მარცხენა მხარეს). ამ დროს ქალიშვილისგან შეიტყო, რომ ლე------–--- დააყაჩაღეს და მის სახელზე არსებული ა/მანქანა („ჰ-------------“ სახ. ნომრით M--------) წაართვეს. მოწმემ დაადასტურა, რომ მას გარდა ა/მანქანის დაზიანებით მიღებული მატერიალური ზიანისა, რაც უშუალოდ მიადგა გამტაცებლის მიერ შეჯახების შედეგად, ზიანი ადგება ყოველდღიურად, ვინაიდან ა/მანქანა, რომელიც იყო ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო, ცნობილია ნივთმტკიცებად და მისი განკარგვის შესაძლებლობა არ აქვს.
3.1.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ზვ-------------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------------------–---–-. 2018 წლის 1 იანვარს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია თო---------–---–---–ის მიერ ყაჩაღობის განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია მან პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.
3.1.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის თა----------------ს განმარტებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუშაობდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---–- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ხსენებულ დღეს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე, იგი დათვალიერების მიზნით გავიდა შემთხვევის ადგილზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმის თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მონაწილეობდა ა/მანქანის მფლობელიც. დათვალიერების შედეგად ამოიღეს ანაფხეკი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, გამოკითხეს დაზარალებულები - ლე------–--- და ბე------------- და ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოგვიანებით, ბრალდებულის სახით დააკავეს თო---------–---–---–ი და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან, ვინაიდან საქმის მასალებიდან გამოიკვეთა დანის არსებობის ფაქტი, ჩატარდა თო---------–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა თეთრტარიანი დანა. სახლის ჩხრეკის დროს, პერიმეტრს მისი თანამშრომელი ნუ--------------- იცავდა. მოწმემ განმარტა, რომ თო---------–---–---–ის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მისგან აიღეს სუნისა და ბიოლოგიური ნიმუშები, აგრეთვე ამოიღეს ტანსაცმელი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. ჩვენების მიცემისას, მოწმემ აგრეთვე ისაუბრა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაზე, რომელშიც ამოსაცნობ პირად მონაწილეობდა ბრალდებული - თო---------–---–---–ი. მართალია, ამოცნობის პერიოდში დაზარალებულებმა ლე------–---მ და ბე------------მა ცალსახად დადასტურებულად არ მიუთითეს თო---------–---–---–ზე, როგორც იმ პირზე, რომელმაც ერთის მხრივ, გასტაცა ლე------–---ს ა/მანქანა, ხოლო მეორეს მხრივ, ბე------------ს დაჯახების გზით მიზანმიმართულად დაუზიანა მისი კუთვნილი ა/მანქანა, თუმცა მოწმემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლე------–--- და ბე------------- აღნიშნულის ფაქტიდან უმალვე გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და მათი მოთხოვნის საფუძველზე, გამოიკითხნენ განმეორებით. ხელახალი გამოკითხვის ფარგლებში ლე------–---მ განაცხადა, რომ ამოცნობის პერიოდში მან მიუთითა, რომ „სავარაუდოდ“ ამოიცნო თავდამსხმელი - თო---------–---–---–ი, თუმცა დასძინა, რომ სიტყვა „სავარაუდოდ“ გამოიყენა მხოლოდ შეცოდების გამო. მსგავსად დაასაბუთა ამოცნობის დროს დაფიქსირებული პოზიციის მცდარობა ბე------------მაც.
3.1.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების მა-----------–---–-ს და ნა------------–---–-ს ჩვენებებით დგინდება, რომ მუშაობენ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში ექსპერტის პოზიციაზე. 2018 წლის 1 იანვარს, ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინების მიღების შემდეგ, გამოცხადდნენ ქ. თბილისში, თ-----------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ჩაატარეს ბე-------------ს კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დროს მათ აიღეს საღებავის ნიმუშები. მოგვიანებით, ქ. თბილისში, თ-----------------–--–--- მდებარე ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა დანა.
3.1.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული და----------–---–-ს განმარტებით, 2018 წლის 2 იანვარს, მონაწილეობდა ბრალდებულ თო---------–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. მოწმის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა სახლის მთლიან ტერიტორიაზე, მათ შორის სამზარეულოში. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა თო---------–---–---–ის მამაც, რომელიც გაეცნო ჩხრეკის ოქმს და დაადასტურა ხელმოწერით. მოწმემ დაადასტურა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საოჯახო დანა, ვერცხლისფერი პირითა და თეთრი სახელურით.
3.1.11. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით (02.01.2018) დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ-----------------–--–-------ში მდებარე თო---------–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა 1 ცალი დანა, ვერცხლისფერი პირით და თეთრი ტარით.
3.1.12. ცივი იარაღის №1---–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3.1.13. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დე--------------მ.
3.1.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ხვ-------------ს და გი----------–-----ს ჩვენებებით დგინდება, რომ 2018 წლის 2 იანვარს, მისი თანამშრომლის მეშვეობით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც გავიდნენ ქ. თბილისში, თ-----------------–--–-------ში მდებარე თო---------–---–---–ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისვლისას, მათ დააკავეს ეს უკანასკნელი და განუმარტეს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები. მასვე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ ამის შემდეგ, მათ ბრალდებული გადაიყვანეს საგამოძიებო ორგანოში. პარალელურად პერიმეტრის დასაცავად ადგილზე გამოცხადდა ნუ---------------.
3.1.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ნუ---------------ს განმარტებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუშაობდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---–- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მითითებულ დღეს, ღამის საათებში, იცავდა ქ. თბილისში, თ-----------------–--–-------ში არსებული სახლის პერიმეტრს, რათა არ დაკარგულიყო რაიმე მტკიცებულება. გარდა აღნიშნულისა, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოღებაში (თო---------–---–---–ისგან ამოიღო ქურთუკი და ჯინსის შარვალი).
3.1.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის დე--------–----ს ჩვენებით დგინდება, რომ 2007 წლიდან დღემდე მუშაობს პატრულ-ინსპექტორად. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევისა და ყაჩაღობის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე გასულს დახვდა დაზიანებული ა/მანქანის მძღოლი და მისი მეუღლე. მოწმემ განმარტა, რომ მან შეადგინა ნახაზი, სადაც სრულად ასახა შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება.
3.1.17. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა რე--------–-------მ, რომელიც 2018 წლის 1 იანვარს, დ---------–------- ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
3.1.18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალ-----------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, ლე------–---სთან და მეწყვილე ზ------------- ერთად, მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში.
3.1.19. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (02.01.2018) დგინდება, რომ 2018 წლის 2 იანვარს, 00:25-01:10 საათზე, შემთხვევის ადგილზე შემოწმდა დაზარალებულ ლე------–---ს მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რა დროსაც ლე------–---მ მიუთითა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ-–------------ ჩასახვევთან არსებულ შუქნიშანთან გააჩერა მისთვის უცნობმა ორმა პირმა, რომელთაც შეუთანხმდა ქ. თბილისში, თ-----------------–--–--- მდებარე ერთ-ერთ მისამართზე მიყვანაზე. ლე------–---მ აგრეთვე მიუთითა ქ. თბილისში, თ-----------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე და განმარტა, რომ სწორედ ამ სახლში მიიყვანა მგზავრები, მათგან ერთ-ერთმა კი იგი დააყაჩაღა.
3.1.20. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (02.01.2018) დგინდება, რომ 2018 წლის 2 იანვარს, 19:55-21:00 საათზე, შემთხვევის ადგილზე შემოწმდა დაზარალებულ ბე-------------ს მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რა დროსაც ბე------------მა მიუთითა, ქ. თბილისში, თ-----------------–--–--- არსებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, დაყაჩაღების შემდეგ სწორედ ამ ტერიტორიაზე შეხვდა თავის ცოლის ძმას. მოწმემ აგრეთვე მიუთითა ქ. თბილისში, სოფელი გ-–------ სასაფლაოების ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე და განმარტა, რომ სწორედ ხსენებული გზის პირას არსებულ ბოძს შეეჯახა ლე------–---ს დამყაჩაღებელი, ხოლო ამის შემდეგ, მიუთითა ქ. თბილისში, თ-----------------–--–-------ზე და განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილას მოხდა მის ა/მანქანასთან შეჯახება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ამის შემდეგ ბე------------მა მიუთითა ქ. თბილისში, პ----------–----–- ნ---------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაზეც აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც დაედევნა დამყაჩაღებელს.
3.1.21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ეკ----------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: თო---------–---–---–ი გამოკითხვა, ამოცნობა და ნიმუშის აღება.
3.1.22. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის მა------------–--ს ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუშაობდა ქ. თბილისის გ-–-----------–--------------------–--------------------–---–- გამომძიებლის თანამდებობაზე. მითითებულ დღეს, მან და---------–---თან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილზე (ქ. თბილისი, გლდანი, ნ---------------------ის მიმდებარე ტერიტორია) არსებული ბე-----------–---ს კუთვნილი ა/მანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანების აშკარა კვალი. მოწმემ დაადასტურა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე.
3.1.23. ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---------–---მა.
3.1.24. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ქ. თბილისი, გლდანი, ნ---------------------ის მიმდებარე ტერიტორია) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე დგას შავი „ჰ--------------“ მოდელის ა/მანქანა, სახ. ნომრით M--------, რომელსაც მარჯვენა მხარეს წინა კარების შუშა აქვს ჩამსხვრეული. დაზიანებული და მთლიანად მომძვრალია ა/მანქანის წინა ე.წ „ბამპერი“ და წყლის რადიატორი. დაზიანებები აღენიშნება წინა მარცხენა ფრთას და ორივე წინა დისკს. მარცხენა წინა საბურავი დაზიანებულია. შემდგომი კვლევის მიზნით, ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები, ასევე ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირზე.
3.1.25. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ქ. თბილისი, თ-----------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორია) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე დგას ლურჯი „ჰ--------------“ მოდელის ა/მანქანა, სახ. ნომრით G--------, რომელსაც წინა მხარეზე ეტყობა დაზიანების კვალი, კერძოდ, წინა მარცხენა ფარი აქვს გატეხილი, ასევე დაზიანებული აქვს წინა მარცხენა მხარე და ე.წ. „ბამპერი“. ა/მანქანას დაზიანებული აქვს მარჯვენა წინა მხარეც. სხვა რაიმე დაზიანების კვალი ა/მანქანას არ აღენიშნება. ა/მანქანის დაზიანებული ნაწილებიდან აღებულ იქნა საღებავის ანაფხეკები.
3.1.26. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჯა------------–---–-ს და რე-----------–-–---–-ს ჩვენებებით დგინდება, რომ მუშაობენ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურში. 2018 წლის 1 იანვარს, ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინების მიღების შემდეგ, გამოცხადდნენ ქ. თბილისში, ნ-------ს ქუჩაზე, სადაც ლე------–---ს მფლობელობაში არსებული „ჰ--------------“ ფირმის ა/მანქანიდან აიღეს სუნის კვალის ნიმუშები.
3.1.27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დი----------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, ბრალდებულისგან აიღო სუნის ნიმუში. ნიმუშის აღება ჩატარდა ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გარეშე.
3.1.28. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, თ-----------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლე------–---ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ა/მანქანა „ჰ--------------“ სახ. ნომრით M-------- წინა მარჯვენა, წინა მარცხენა, უკანა მარჯვენა და უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ თო---------–---–---–ისგან (დაბადებული 20.0--1----–--–-, პირადი №0----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
3.1.29. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა----------------მ.
3.1.30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თე-----------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის დასაწყისში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს), თავის მეწყვილე ნი-----–------თან ერთად, ბრალდებულისგან აიღო ბიოლოგიური ნიმუში. ნიმუშის აღება ჩატარდა ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გარეშე.
3.1.31. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად,ა/მანქანა „ჰ--------------“ (სახ. ნომრით M--------) საჭის ქვედა რკალიდან და საჭის შუა ნაწილიდან არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილების ერთ-ერთ წილი და თო---------–---–---–ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული ა/მანქანის საჭის ზედა რკალიდან და სიჩქარის გადამრთველი ე.წ. „რიჩაგიდან“ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. აღნიშნულ პროფილებშიც ვლინდება თო---------–---–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა.
3.1.32. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ია------–--------მ.
3.1.33. ქიმიური ექსპერტიზის №7---- დასკვნის თანახმად, ა/მანქანა „ჰ--------------“ სახ. ნომრით G-------- წინა ე.წ „ბამპერის“ მარცხენა მხრიდან ამოღებულ ლაქ-საღებავის ნიმუშების ზედაპირზე არსებული შავი საღებავის მინალესი და ა/მანქანა „ჰ--------------“ სახ. ნომრით M-------- პლასტმასის დეტალის ზედაპირზე დატანილი ლაქ-საფარის სისტემის შავი საღებავი ხასიათდება ერთნაირი მოლეკულური შემადგენლობით.
3.1.34. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თე--------მ.
3.1.35. სასაქონლო ექსპერტიზის №2---- დასკვნის თანახმად, ა/მანქანა „ჰ--------------“ სახ. ნომრით M-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 3 300 (სამი ათას სამასი) ლარს; ხოლო ა/მანქანა „ჰ--------------“ სახ. ნომრით G-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 1 400 (ათას ოთხასი) ლარს.
3.1.36. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზუ-----–-----მ.
3.1.37. პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ლე------–---მ ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველი პირი - თო---------–---–---–ი, როგორც ის პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანის მუქარით გამოართვა ა/მანქანის გასაღები და გასტაცა მამამისის კუთვნილი ა/მანქანა.
3.1.38. პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ბე------------მა მისთვის წარდგენილი პირებიდან ვერ ამოიცნო თავდამსხმელი.
3.1.39. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83, 06/12/1988, §68). ეროვნული სახელმწიფო ორგანოების, კერძოდ კი სასამართლოების გადასაწყვეტია ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაციის პრობლემების გადაჭრა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Rohlena v. The Czech Republic, №59552/08, 27/01/2015, §51). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.
3.1.40. ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
3.1.41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: მტკიცებულებას მოცემულ საქმეში აქვს თუ არა კავშირი მტკიცების საგანთან; მასში სწორად არის თუ არა ასახული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება; სანდოა თუ არა ის წყარო, საიდანაც მიღებულია მტკიცებულება და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.
3.1.42. მტკიცებულებათა უტყუარობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად: „მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლივად, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებისათვის“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14).
3.1.43. ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმსჯელებს შეესაბამება თუ არა აღნიშნული გარემოებები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სახელმძღვანელო სტანდარტს მტკიცებულებების შეფასებასთან მიმართებაში, სახელდობრ:
3.1.43.1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას -უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულთა ჩვენებებზე, ამასთან, იშველიებს ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე Jalloh v. Germany, №54810/00, 11/07/2006, §96; Gäfgen v. Germany, №22978/05, 01/06/2010, §164; Bykov v. Russia, №4378/02, 10/03/2009, §90). დაზარალებულ ლე------–---ს ჩვენების სანდოობის შეფასებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ლე------–---მ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად მიუთითა მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მან დაზუსტებით მიუთითა ბრალდებულ თო---------–---–---–ზე, როგორც იმ პირზე, ვინც 2018 წლის 1 იანვრის საღამოს, დანის გამოყენების მუქარით დაეუფლა მამამისის კუთვნილ ა/მანქანის გასაღებსა და თავად ა/მანქანას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ლე------–---მ რეალურად აღიქვა მოსალოდნელი საფრთხე სიცოცხლის მოსპობის სახით, რის გამოც დაჰყვა თავდამსხმელის ნებას და გადასცა ა/მანქანის გასაღები. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულ ჩვენებას სიმტკიცეს მატებს ის ფაქტიც, რომ მისი მონათხრობი ლოგიკურ ბმაშია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, განსაკუთრებით ისეთთან, როგორიცაა ბე-------------ს ჩვენება, რომელიც ერთგვარად არის შემთხვევის ადგილზე მყოფი დაზარალებულის ლე------–---ს ჩვენების გაგრძელება. კერძოდ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბე-------------ს ჩვენების იმ ნაწილზე, როდესაც ქ. თბილისში, თ-----------------–--–--- ლე------–---სთან ერთად დაინახა, თუ როგორ გადაადგილდებოდა ხსენებული ქუჩის მიმართულებით, ბე-----------–---ს ა/მანქანაზე მჯდარი თავდამსხმელი. მოწმემ ამ დროს მეუღლის სახლში დატოვების მიზნით, გადაწყვიტა ცოტა ხნით დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, თუმცა დროის მცირე მონაკვეთში თავდამსხმელი შეეჯახა მის კუთვნილ ა/მანქანას და ისე, რომ ეს უკანასკნელი არ შეჩერებულა, გააგრძელა გზა. ბე------------მა დადასტურებულად განაცხადა ის ფაქტი, რომ მან უმალვე გააჩერა გამვლელი ა/მანქანა და თვალთახედვის არედან დაკარგვის გარეშე, დაედევნა თავდამსხმელს, რომელიც მოგვიანებით გაჩერდა ქ. თბილისში, პ----------–----–-, ნ-------ს ქუჩაზე. ამის შემდეგ იგი მივიდა თავდამსხმელის ა/მანქანასთან, რა დროსაც კარგი ხილვადობის გათვალისწინებით, დეტალურად დაიმახსოვრა გამტაცებლის ფიზიკური მონაცემები. სასამართლო ამ უკანასკნელის ჩვენებას საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, აფასებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის დადგენისთვის საკმარის მტკიცებულებად. სასამართლოსთვის სარწმუნოა სასამართლო სხდომის დარბაზში ბე-------------ს ერთმნიშვნელოვნი და კატეგორიული მითითება ბრალდებულ თო---------–---–---–ზე, როგორც ლე------–---ს ა/მანქანაში მჯდომ პირზე. მართალია, გამოძიების ეტაპზე ჩატარებული ამოცნობის დროს მან მიუთითა, რომ თითქოს ვერ ამოიცნო თავდამსხმელი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები საგამოძიებო ორგანოდან გამოსვლის შემდეგ, მისი უკან დაბრუნება და საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ჩვენების განმეორებით მიცემა, რა დროსაც მიუთითა, რომ ამოცნობის დროს გაკეთებული განმარტება განპირობებული იყო შეცოდების ფაქტით. ანალოგიურად მოხდა ლე------–---სთან მიმართებაშიც, იმ სახეცვლილებით, რომ ამ უკანასკნელმა ამოიცნო თო---------–---–---–ი, თუმცა მასზე თავდაპირველი ამოცნობის დროს მიუთითა, როგორც „სავარაუდო“ თავდამსხმელზე. სასამართლო იზიარებს ლე------–---ს აღნიშნულ განმარტებას, რადგან იმ ფაქტს, რომ ლე------–---ს ნამდვილად შეეცოდა თავდამსხმელი, ადასტურებს დაზარალებულის შემწყნარებლური დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამასთან, სასამართლო ეყრდნობა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის თანახმადაც, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Huseyn and Others v. Azerbaijan, N35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც მათ დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს სასამართლოში შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, არ არსებობს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ როგორც ლე------–---ს, ისე ბე------------ს თო---------–---–---–თან ჰქონდათ უშუალო კონტაქტი, რაც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რომელიმე მათგანს ვერ ამოეცნო თავდამსხმელი. სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული არც სხვა მოწმეების ჩვენებები ატარებენ ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათს, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს მათზე აპელირება არ მოუხდენიათ, სასამართლო დეტალურად აღარ მიმოიხილავს მათ.
3.1.43.2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა - სასამართლო განმარტავს, რომ გარდა ზემოხსენებული მოწმეების ურთიერთშეთავსებადი პირდაპირი ჩვენებებისა, საქმეში მოიპოვება კანონიერი გზით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ისეთი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გონივრული ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა თო---------–---–---–ის ბრალეულობაში. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება: თო---------–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, რა დროსაც ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი - თეთრტარიანი დანა, რომელიც ექსპერტის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რა დროსაც დაზარალებულებმა დეტალურად აღწერეს მათი გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება ბრალდებულ თო---------–---–---–ის სუნის კვალის ნიმუშის არსებობა ა/მანქანა „ჰ--------------“ სახ. ნომრით M-------- როგორც წინა, ისე უკანა სავარძლის ზედაპირებზე; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ბე-----------–---ს კუთვნილი ა/მანქანის საჭის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა თო---------–---–---–ის გენეტიკური პროფილი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ცალსახად მიუთითებენ ბე-----------–---ს კუთვნილ ა/მანქანის საჭესთან ბრალდებულ თო---------–---–---–ის ჯდომის ფაქტზე. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სიღრმისეული შეფასების შედეგად, რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გამოკვეთილა.
3.1.43.3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე - სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული რომელიმე მოწმის ფიზიკური ნაკლი ან/და საქმეში არსებული მხარეებისადმი სუბიექტური დამოკიდებულება, საქმის მასალებიდან არ გამოკვეთილა.
3.1.43.4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება - მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ძირითად ნივთიერ მტკიცებულებაზე - დანაზე და განმარტავს, რომ მისი ფორმირება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ: მოწმე თა----------------ს განმარტებით, 2018 წლის 1 იანვარს, თო---------–---–---–ის მიერ ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ამ უკანასკნელის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც მტკიცებულებათა დაკარგვის ან განადგურების შესაძლებლობიდან გამომდინარე, სახლის მიმდებარე ტერიტორიას იცავდა ნუ---------------. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ხვ-------------მ, გ-----------–------ და თავად ნუ---------------მ. რაც შეეხება უშუალოდ სახლის ჩხრეკის მიმდინარეობას, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე და----------–---–-, რომელმაც ცალსახად დადასტურებულად განაცხადა, რომ ჩხრეკა ჩატარდა სახლის მთლიან ტერიტორიაზე, მათ შორის სამზარეულოში. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა თო---------–---–---–ის მამა, რომელიც გაეცნო ჩხრეკის ოქმს და დაადასტურა ხელმოწერით. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საოჯახო დანა, ვერცხლისფერი პირითა და თეთრი სახელურით. სასამართლო განმარტავს, რომ ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ინფორმაცია სრულად ემთხვევა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ჩხრეკის დარღვევით ჩატარების თაობაზე. კერძოდ, ადვოკატი თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნავდა, რომ ჩხრეკის ჩამტარებელი გამომძიებელი მივიდა უშუალოდ იმ ადგილას, სადაც დანა იყო განთავსებული (სამზარეულოს შესასვლელთან) და რომ მას სხვა ოთახები არ დაუთვალიერებია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დაცვის მხარის ვარაუდს, რომელიც წინააღმდეგობაშია კანონის არსებითი დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებთან (მოწმე და----------–---–-ს ჩვენება, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი), მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს აღნიშნული ვარაუდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.
3.1.44. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზეც, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა შესაძლოა არ ყოფილიყო თო---------–---–---–ის ოჯახის საკუთრება და განმარტავს, რომ დაზარალებულ ლე------–---ს მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ყაჩაღობის დროს მის მიმართ გამოყენებული დანის თაობაზე, რომელიც წინ უსწრებდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას, სრულ თანხვედრაში იყო აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ დანის აღწერილობასთან, რის გამოც სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტაციას მიიჩნევს უსაფუძვლოდ. სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დანაზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობა შეიძლება გახდეს პირის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაზე თითის კვალის აღმოჩენის შემთხვევაში, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა იქნებოდა ბრალდების დამადასტურებელი, დამატებით კიდევ ერთი მტკიცებულება, ხოლო მისი აღმოუჩენლობა, გავლენას ვერ მოახდენს მტკიცებულებათა საკმარისობაზე.
3.1.45. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93, 29/05/1997, §43). მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ თვლის ისეთ საკითხებზე მსჯელობას, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
3.1.46. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ თო---------–---–---–ის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სტრუქტურულ აღწერილობასთან, რადგან მან განახორციელა ქმედების ყველა ის ელემენტი, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
3.2. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის
3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, თო---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
3.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით, 2----–-–------------ განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, თო---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
3.2.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილებით, თო---------–---–---–ი 2----–-–-------------------- გათავისუფლდა პირობით ვადამდე 6 (ექვსი) თვით და 28 (ოცდარვა) დღით ადრე.
3.2.4. 2----–-–-------------, სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს/თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცერის წერილით დგინდება, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილების საფუძველზე, თო---------–---–---–ი (პ/ნ 0----------) თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე დადგა 2----–-–-----------------.
3.2.5. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ თო---------–---–---–ის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სტრუქტურულ აღწერილობასთან.
3.3 სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
3.3.1. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ლე------–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ა/მანქანის გატაცების შემდეგ, მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, იმყოფებოდა ქ. თბილისში, თ-----------------–--–---, რა დროსაც ორჯერ გაიგო დაჯახების ხმა. მოწმემ განმარტა, რომ ავარიის ადგილზე მისვლისას (ქ. თბილისი, თ-------------------) მას დახვდა პოლიცია და ბე-------------ს დამტვრეული ა/მანქანა, რაც შეეხება ბე-----------–---ს კუთვნილ ა/მანქანას, იქ არ უნახავს. მოწმემ დაადასტურა, რომ დაჯახების ფაქტს თავად არ შესწრებია.
3.3.2. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ბე------------მა განმარტა, რომ თო---------–---–---–ი, რომელზეც მიუთითა სასამართლო სხდომის დარბაზში, 2018 წლის 1 იანვარს, ბე-----------–---ს კუთვნილი გატაცებული ა/მანქანით შეეჯახა მის ა/მანქანას. კერძოდ, ბრალდებული თავდაპირველად შეეჯახა ბოძს, შემდეგ კი, გზა განაგრძო მათი მიმართულებით, მოუმატა სიჩქარეს და შეეჯახა. მოწმემ შეჯახების სავარაუდო მიზეზად მიუთითა ის გარემოებაც, რომ მის პარალელურად, გზის მონაკვეთზე იდგა თეთრი ფერის სამარშუტო ტაქსი, რომელსაც ცალი მხარე გზის სავალ ნაწილზე ჰქონდა, ხოლო ცალი მხარე - ბორდიურზე. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებული ისე ვერ გაივლიდა, რომ მოწმის ზოლში არ გადასულიყო. ამასთან, მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მიმართა თუ არა ბრალდებულმა საჭე მიზანმიმართულად მისკენ, მოწმემ ვერ გასცა ზუსტი პასუხი. მოწმის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ბრალდებული არ აუჩქარებდა სიჩქარეს, შესაძლებელი იქნებოდა ისე გავლა, რომ არ დაჯახებოდა მის ა/მანქანას. მოწმის განმარტებით, შეჯახების შედეგად მას მიადგა 600-700 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
3.3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის თი---------–---ს ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 1 იანვარს, მას და მის მეუღლეს, რომლებიც იმ მომენტში გადაადგილდებოდნენ ქალაქის მიმართულებით, დაუკავშირდა ლე------–--- (მისი ძმა), რომელმაც აცნობა მისი დაყაჩაღების თაობაზე. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდეგ, მათ შეიცვალეს მიმართულება და წავიდნენ ლე------–---სთან შესახვედრად. დანიშნულების ადგილზე მისვლისას, მისი მეუღლე გადავიდა ა/მანქანიდან ამ უკანასკნელთან სასაუბროდ, თავად კი დარჩა ავტომობილში, რა დროსაც დაინახა, რომ ლე------–---ს კუთვნილმა ა/მანქანამ გაიარა სოფელი გ-–------ მიმართულებით. მოწმის გადმოცემით, ამის შემდეგ მისმა მეუღლემ გადაწყვიტა მისი სახლში დატოვება. გზად მოწმემ გაიგო შეჯახების ხმა, კერძოდ, ლე------–---ს ა/მანქანა, რომელსაც მართავდა გამტაცებელი, დაეჯახა რაღაცას. ამის შემდეგ, გამტაცებელი ნელი სვლით წავიდა მათი მიმართულებით, შემდეგ მოუმატა სიჩქარეს, შეეჯახა მათ და გააგრძელა გზა. მოწმის მოსაზრებით, იმ დროს მისი მეუღლე მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო გამტაცებელი - 80 კმ/სთ სიჩქარით. მოწმის თქმით, შეჯახებამდე თავდამსხმელის მიერ საჭის მათი მიმართულებით მომართვა, შესაძლოა განპირობებულ ყოფილიყო საპირისპირო მხარეს ა/მანქანების დგომით. მოწმემ დაადასტურა, რომ ავარიის შემდეგ, მისი მეუღლე გადმოვიდა ა/მანქანიდან და გამვლელი ა/მანქანის მეშვეობით გაჰყვა გამტაცებელს, პარალელურად თავად რეკავდა 112-ში (გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში).
3.3.4. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ბე-----------–---მ, რომელიც არის ბ------–---- მამა და ბე-------------ს სიმამრი, განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, სახლში ყოფნის დროს დაურეკა მისმა ქალიშვილმა - თი---------–---მ და უთხრა, რომ მისულიყო მათ სახლთან მდებარე მაღაზიასთან. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაინახა ბე-------------ს დაზიანებული ა/მანქანა (ა/მანქანას დაზიანება ეტყობოდა წინა მარცხენა მხარეს) და ქალიშვილისგან შეიტყო მომხდარი ფაქტის შესახებ.
3.3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დე--------–----ს ჩვენებით დგინდება, რომ 2007 წლიდან დღემდე მუშაობს პატრულ-ინსპექტორად. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევისა და ყაჩაღობის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე გასულს დახვდა დაზიანებული ა/მანქანის მძღოლი და მისი მეუღლე. მოწმემ განმარტა, რომ დაზიანებული ა/მანქანა იდგა გლდანიდან თ-------- ქუჩის მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ დაზიანებას, აღნიშნული გამოიხატებოდა საბურავის დეფორმირებაში, დაზიანებული და მოტეხილი იყო ფრთის მარცხენა მხარეც. მოწმის თქმით, იმ ადგილას არ არსებობს ღერძულა ხაზი. აღნიშნულის დასტურად მან შეადგინა ნახაზი, სადაც სრულად ასახა შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება. ნახაზში შეჯახების ადგილთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ შეჯახების ადგილად მიიჩნევა ნამსხვრევების ჩამონაყარის ადგილი, მაგრამ ვინაიდან ნამსხვრევები დიდ არეალზე იყო მიმოფანტული, შეცდომაში შესვლის დიდი ალბათობა არსებობდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, შეჯახების ადგილის განსაზღვრაში მნიშვნელოვანია მძღოლის ახსნა-განმარტება და განმარტა, რომ ბე-------------ს ახსნა-განმარტებაში ნათლად ჩანდა ა/მანქანების შეჯახების ადგილი.
3.3.6. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა რე--------–-------მ, რომელიც 2018 წლის 1 იანვარს, დ---------–------- ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
3.3.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ქ. თბილისი, თ-----------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორია) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე დგას ლურჯი „ჰ--------------“ მოდელის ა/მანქანა, სახ. ნომრით G--------, რომელსაც წინა მხარეზე ეტყობა დაზიანების კვალი, კერძოდ, წინა მარცხენა ფარი აქვს გატეხილი, ასევე დაზიანებული აქვს წინა მარცხენა მხარე და ე.წ „ბამპერი“. ა/მანქანას დაზიანებული აქვს მარჯვენა წინა მხარეც. სხვა რაიმე დაზიანების კვალი ა/მანქანას არ აღენიშნება. ა/მანქანის დაზიანებული ნაწილებიდან აღებულ იქნა საღებავის ანაფხეკები.
3.3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის მა------------–--ს ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუშაობდა ქ. თბილისის გ-–-----------–--------------------–--------------------–---–- გამომძიებლის თანამდებობაზე. მითითებულ დღეს, მან და---------–---თან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილზე (ქ. თბილისი, გლდანი, ნ---------------------ის მიმდებარე ტერიტორია) არსებული ბე-----------–---ს კუთვნილი ა/მანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანების აშკარა კვალი. მოწმემ დაადასტურა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე.
3.3.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ქ. თბილისი, გლდანი, ნ---------------------ის მიმდებარე ტერიტორია) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე დგას შავი „ჰ--------------“ მოდელის ა/მანქანა, სახ. ნომრით M--------, რომელსაც მარჯვენა მხარეს წინა კარების შუშა აქვს ჩამსხვრეული. დაზიანებული და მთლიანად მომძვრალია ა/მანქანის წინა ე.წ „ბამპერი“ და წყლის რადიატორი. დაზიანებები აღენიშნება წინა მარცხენა ფრთას და ორივე წინა დისკს. მარცხენა წინა საბურავი დაზიანებულია. შემდგომი კვლევის მიზნით, ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები, ასევე ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირზე.
3.3.10. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას იმპერატიულად დადგენილ გარემოებას მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებით ხელმძღვანელობა წარმოადგენს. ამასთანავე, მტკიცებულებათა ურთიერთანალიზის პროცესში, სასამართლოს აკისრია ვალდებულება, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.
3.3.11. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.
3.3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნივთის დაზიანება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულია. ამ დანაშაულის მიზანი არ არის დამნაშავისათვის მატერიალური სიკეთის მიღება, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად აზიანებს ნივთის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს. დანაშაული გამოიხატება სხვის ნივთზე ზემოქმედებაში, რაც იწვევს მისი თვისობრიობის ისეთ შეცვლას, რომ არსებითად უარესდება ნივთის მდგომარეობა და ხდება მისი ღირებულების შემცირება.
3.3.13. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება მიეკუთვნება განზრახ დანაშაულს, სასამართლო მართებულად მიიჩნევს განმარტოს საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლით გათვალისწინებული განზრახვის სახეები. კანონმდებელმა განზრახ დანაშაულად მიიჩნია ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას; ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
3.3.14. სასამართლო განმარტავს, რომ თო---------–---–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით შეფასების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ამ უკანასკნელის მიერ ბე-------------ს ა/მანქანის განზრახ დაზიანების ფაქტზე. აღნიშნულის დასტურად სასამართლო მიმოიხილავს უშუალოდ დანაშაულის შემსწრე პირების - ბე-------------ს და თი---------–---ს სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მიჩნეულია დანაშაულის დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებებად. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებულ მოწმეთაგან დაზუსტებით ვერცერთი ამბობს, რომ თო---------–---–---–მა განზრახ დააჯახა ა/მანქანა ბე-------------ს ავტომობილს. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა ვერ იძლევა ა/მანქანათა შეჯახების ზუსტ სურათს, არ შეიძლება გავიზიაროთ მხოლოდ ამ მოწმეთა ვარაუდზე დაყრდნობილი ჩვენებები. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხოლოდ ბე-------------ს ა/მანქანის დაზიანების ხარისხითა და ავარიის შემდგომი მდებარეობით, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ სად მოხდა შეჯახება და ვისი ბრალეულობით იყო გამოწვეული, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თო---------–---–---–ის პარალელურად კუთვნილი ა/მანქანით გადაადგილდებოდა ბე-------------ც.
3.3.15. სასამართლოს აგრეთვე მართებულად მიაჩნია იმსჯელოს დე--------–----ს ჩვენებაზეც, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია ვარაუდზე. მან თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ შეადგინა შემთხვევის ადგილის ამსახველი ნახაზი, სადაც სრულად ასახა ავარიის ადგილზე არსებული ვითარება, თუმცა ყურადსაღებია ის გარემოება, რომ აღნიშნულმა მოწმემ უტყუარად ვერ მიუთითა თუ რომელი ადგილი უნდა ყოფილიყო შეჯახების ადგილი. მოწმის განმარტებით, შეჯახების ადგილად მიიჩნევა ნამსხვრევების ჩამონაყარის ადგილი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნამსხვრევები დიდ არეალზე იყო მიმოფანტული, შეცდომის დაშვების დიდი ალბათობა არსებობდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შეჯახების ზუსტი ადგილის განსაზღვრასთან მიმართებაში, აღნიშნული ჩვენება არ ხასიათდება უტყუარობის მაღალი ხარისხით. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმის განმარტებით, შეჯახების ადგილის განსაზღვრა და ავარიის გამომწვევი მოვლენების დადგენა ხდება მძღოლების ახსნა-განმარტებების შეჯერების შედეგადაც. მოცემულ შემთხვევაში, სრული სურათის აღდგენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან შეჯახებაში მონაწილე ერთ-ერთი ა/მანქანის მძღოლისგან, თო---------–---–---–ისგან ინფორმაცია მიღებული არ არის.
3.3.16. ამდენად, სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, როგორც ცალკე, ისე ერთობლიობაში და მიიჩნევს, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო განმარტავს, რომ განზრახვა არის გადაწყვეტილების შედეგად ადამიანში აღმოცენებული მზაობა, რომელშიც მეტ-ნაკლები სიზუსტით უკვე წინასწარ არის განსაზღვრული, თუ სად რა უნდა გაკეთდეს, ანუ განზრახვა წარმოადგენს სუბიექტურ კრიტერიუმს, თუმცა აღნიშნული შეიძლება დადგინდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამდენად, იმისთვის, რომ მოცემული შეჯახების დროს თო---------–---–---–ის მხრიდან გამოკვეთილიყო ბე-------------ს კუთვნილი ა/მანქანის დაზიანების განზრახვა, აუცილებელია ბრალდების მხარეს სულ მცირე წარმოედგინა: შეჯახების ადგილის განმსაზღვრელი ზუსტი სქემა ან/და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა ა/მანქანების გადაადგილებისას რაიმე სახის წინააღმდეგობის არსებობას, ან ასეთი წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, დაადასტურებდა ავტოსაგზაო წესების დაცვით მოძრავი მძღოლის მიერ, მისი აცილების შესაძლებლობას.
3.3.17. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლოს შეფასებით, ისინი ატარებენ ირიბ ხასიათს, რაც პირდაპირი მტკიცებულებების არ არსებობის ფონზე, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების უფლების დაცვისა და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობის და უტყუარობის კრიტერიუმის შეფასების გათვალისწინებით, გამორიცხულია თო---------–---–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დადასტურება.
3.3.18. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
3.3.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, თო---------–---–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3.3.20. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვისას დადგინდა იმგვარი ფაქტები და გარემოებები, რომელიც თვისობრივად და არსობრივად ახლოსაა სხვა, უფრო მსუბუქი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, მაგალითად ისეთთან, როგორიცაა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება (სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით), თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არც აღნიშნული ქმედების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოიპოვება (იხ. პუნქტი 3.3.16.), სასამართლო მსჯელობისგან თავს შეიკავებს.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მოიცავს უფლებას, სასამართლო პროცესზე მოუსმინონ მხარეებს. პროცესში ჩართულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები თავად, ან სათანადოდ წარმოდგენილი სამართლებრივი წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლოები ვალდებულნი არიან, სათანადოდ გამოიკვლიონ მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი ან მტკიცებულება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). უფლების, სასამართლო პროცესზე მოუსმინონ მხარეებს, სამართლიანი სასამართლოს უფლება ეფექტური განხორციელების წინაპირობაა, ორივე მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, ჰქონდეთ ინფორმაცია საქმეში არსებულ დოკუმენტებსა და მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz-Mateos v. Spain, №12952/87, 23/06/1993, §63).
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს სსსკ-ის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების შესაფასებლად, აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვის ყველა ეტაპში.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
5.1. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ყაჩაღობისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობის დროს ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ან სხვაგვარი მოქმედებით. ყაჩაღობის დროს დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებულ იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ამ შესაძლებლობის რეალიზება. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, თუ როგორ აღიქვა და შეაფასა დაზარალებულმა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი. კანონმდებლის მიერ დამამძიმებელ გარემოებად არის მიჩნეული ყაჩაღობის ჩადენა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
5.2. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ ლე------–---ს ჩვენებით ნათლად დასტურდება თო---------–---–---–ის მხრიდან დანის გამოყენების მუქარით ბე-----------–---ს კუთვნილი ა/მანქანის გასაღების წართმევის, ხოლო მოგვიანებით თავად ა/მანქანის დაუფლების ფაქტი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ლე------–---ს თო---------–---–---–ის მოთხოვნისთანავე გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ უკანასკნელის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს დაემუქრებოდა საფრთხე. ამდენად, ვინაიდან ლე------–---ს ჩვენებასა და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებში, რაზეც სასამართლომ იმსჯელა ქმედების სამართლებრივი აღწერის დროს, აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ელემენტის არსებობა და მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოკვეთილა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია თო---------–---–---–ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
5.3. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
5.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
5.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი განაჩენებით დგინდება, რომ თო---------–---–---–ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს, რის გამოც, სასამართლო თო---------–---–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას აფასებს არაერთგზის ჩადენილად. უფრო მეტიც, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებითა და სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს/თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცრის წერილით დგინდება, რომ თო---------–---–---–ი თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე დადგა 2----–-–-----------------, ანუ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
5.6. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის (დამატებითი ოქმი №1) 1-ლი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, რაც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულ თო---------–---–---–ს.
5.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თო---------–---–---–მა 2018 წლის 1 იანვარს, განახორციელა თავდასხმა ლე------–---ს მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის. აღნიშნულის გამო იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ თო---------–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
7.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია არაჰუმანური სასჯელის და სასტიკი სასჯელის გამოყენება, რაც სასჯელის პროპორციულობის პრინციპის კონსტიტუციურ სამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის ძირითად უფლებებში მკაცრი ჩარევა, რაც გამოიხატება სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის სასჯელის დანიშვნით, უნდა განხორციელდეს სამართლიანობის, პროპორციულობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ თო---------–---–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე ვადით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თო---------–---–---–ისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო თავის დისკრეციას გამოიყენებს მხოლოდ სასჯელის ზომასთან მიმართებაში.
7.4. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს თო---------–---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული ცივი იარაღის გამოყენებით თავს დაესხა დაზარალებულს), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (სხვის სატრანსპორტო საშუალების დაუფლებას), აგრეთვე მის პიროვნებას (მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, ზემოთ ხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, თო---------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური სანქციის ზემოთ, რაც იქნება ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
7.5. საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით, თო---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. საგულისხმოა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილებით, თო---------–---–---–ი 2----–-–-------------------- გათავისუფლდა პირობით ვადამდე 6 (ექვსი) თვით და 28 (ოცდარვა) დღით ადრე და თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე დადგა 2----–-–-----------------.
7.6. ამდენად, ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა თო---------–---–---–მა 2018 წლის 1 იანვარს, დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ უპირობოდ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
8. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· ა/მანქანები „ჰ-------------“ (სახ. ნომრით M--------) და „ჰ-------------“ (სახ. ნომრით G--------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ა/მანქანის საღებავის ანაფხეკები, 12 ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, 4 ცალი ანაწმენდი, საბუქსირის ხუფი, ხელის კვალი 2 ცალ დაქტილოფირზე, მიკრონაწილაკი 4 ცალ მწებავ ფირზე, 4 ცალი სუნის ნიმუში; თო---------–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დალუქული დანა; თო---------–---–---–ისგან აღებული ნერწყვის, სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები; თო---------–---–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი; სო-------------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს;
· 5 ცალი დალუქული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თო---------–---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თო---------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით თო---------–---–---–ისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თო---------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
თო---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ა/მანქანები „ჰ-------------“ (სახ. ნომრით M--------) და „ჰ-------------“ (სახ. ნომრით G--------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ა/მანქანის საღებავის ანაფხეკები, 12 ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, 4 ცალი ანაწმენდი, საბუქსირის ხუფი, ხელის კვალი 2 ცალ დაქტილოფირზე, მიკრონაწილაკი 4 ცალ მწებავ ფირზე, 4 ცალი სუნის ნიმუში; თო---------–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დალუქული დანა; თო---------–---–---–ისგან აღებული ნერწყვის, სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები; თო---------–---–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი; სო-------------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
· 5 ცალი დალუქული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი