გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
21021001-002353714
საქმე №2/211-1-წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი 201- წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე - თ-----------–---–ი;
მოპასუხე - სსიპ ე---------–---------------------
წარმომადგენელი - ა-----–---------ა, მ-----–-----–---–---–ი
მესამე პირი: ა-----–-----------–---
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ე---------–---------------------ს მიერ 201- წლის 30 იანვარს გამოცემული №----- ბრძანება თ----------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
1.2. თ-----------–---–ი აღდგენილი იქნეს გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე- სსიპ ე---------–----------------------------------------------------ს ს-------------------------------- უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე.
1.3. მოპასუხე სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს თ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად 472 (ოთხას სამოც და თორმეტი) ლარის ოდენობით.
სარჩელის დასაბუთება
თ-----------–--–- სსიპ ე---------–----------------------------------------------------ს ს-------------------------------- უბნის ტყის მცველად მუშაობდა 2017 წლის 01 იანვრიდან. 2015 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მუშაობდა ს--------------------------------- მცველად. 2017 წლის 02 ნოემბრიდან თ-----------–---–ის სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენდა კახეთის სატყეო სამსახურის ს-------------------------------- უბნის N8 სამცველო. ე---------–---------------------ს 30.01.2---–-------კ ბრძანების საფუძველზე იგი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და შეუწყდა შრომითი ურთიერთობა სქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქ/პ საფუძველზე, რომელსაც საფუძვლად დაედო ე---------–---------------------ს შიდა კონტროლის სამსახურის 20.12.2017 წლის N2-- და 29.01.201-წ. N2- დასკვნა, რომლის თანახმადაც, თ-----------–---–ის მიერ ჯეროვნად არ მომხდარა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ №----- ბრძანება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახება არის უსაფუძვლო, ვინაიდან ტყის მცველად მუშაობის დაწყების დღიდან შესაძლებლობების ფარგლებში ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. მისი, როგორც ტყის მცველის კომპეტენცია იყო ხე-ტყის დოკუმენტების გაწერა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარება. ამასთან, ზეპირი სახის მითითებით ევალებოდა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის აღრიცხვა კვარტლების მიხედვით. მუშაობის პერიოდში შედგენილი აქვს დაახლოებით 70 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებითაც ჯარიმების ოდენობა შეადგენს ჯამში დაახლოებით 45 000 ლარს. დადგენილი წესით აღწერილი და გადაცემული აქვს რამდენიმე კვარტლის მონაცემები. ასევე აღნიშნავს, რომ მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, არ ჰქონია მიღებული შენიშვნა ან გაფრთხილება. მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა ს--------------–-------------------------------------------ს ს-------------------------------- უბნის მანავის სატყეოს N1-, N3- და N1- კვარტლებში გამოვლენილი ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები, მაშინ, როდესაც აღნიშნულ კვარტლებში ხე-ტყის უკანონო ჭრა ხდებოდა, იმყოფებოდა კვარტალ N2--ში და აწარმოებდა ხე-ტყის აღრიცხვას. აღრიცხვის დაწყებისა და დასრულების პერიოდი კონკრეტულად არ არის გაწერილი და იგი ვალდებული იყო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები დაეწერა ტყეკაფში, რომელიც მოცილებულია ტყის მოსაზღვრე სოფლებიდან დაახლოებით 10-25 კილომეტრით. მისი განმარტებით, ერთდროულად შეუძლებელია ერთის მხრივ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შედგენა და მეორეს მხრივ ტყით უკანონო სარგებლობის აღმოფხვრა. შესაბამისად, მოვალეობას ასრულებდა ჯეროვნად, შეუძლებელი იყო მისი სამოქმედო ტერიტორიის სრული კონტროლი და ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხე-ტყის უკანონო სარგებლობის სრულად გამოვლენა და აღკვეთა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 201- წლის 29 იანვრის N2- დასკვნაში მითითებულია, რომ შეეძლო გამოყენებინა სამსახურებრივი ავტომანქანა, თუმცა აღნიშნული ავტომანქანით სარგებლობა შეუძლებელი იყო, რადგან ავტომანქანა იყო გაუმართავი. ხე-ტყის გატანა N1-, N3- და N1- კვარტლებიდან შესაძლებელი იყო საჭაპანე ტრანსპორტით ნებისმიერი ტყის ბილიკით, მის მიერ საჭაპანე ტრანსპორტის გაკონტროლება ვერ მოხდებოდა, რადგან ტყეში შედის უამრავი ბილიკი, შესაბამისად ავტომანქანის გამოყენების გარეშე შეუძლებელია გატანილი ხე-ტყის დაფიქსირება. ამასთან შიდა კონტროლის სამსახურის N2- დასკვნაში აღნიშნულია, რომ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 30 646.8 ლარია, თუმცა გაუგებარია რის მიხედვით დადგინდა ზიანი და რა ოდენობის თანხა ჩაითვლება უმნიშვნელო ზიანად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ არ დარღვეულა შინაგანაწესი, მუშაობის დაწყების დღიდან ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ-----------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 2- დეკემბრის N50 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ე---------–---------------------ს დებულების ’’, ასევე სსიპ ე---------–---------------------ს 2014 წლის 31 დეკემბრის №3--/ს ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–---------------------ს შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. შესაბამისად, ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადაოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები. ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4-მე-7 პუნქტების თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
ამდენად, მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს იმ დარღვევების არსებობა, რომელთა გამოც შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაც გამოიხატა სატყეო უბანში უკანონოდ დიდი ოდენობის ხე-ტყის მოჭრაში, ასევე უკანონო ჭრების არ გამოვლენაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები აღნიშნული უკანონო ჭრების ზუსტი დროის დასადგენად. ამდენად, აღნიშნული გარემოების შეფასებას სასამართლო ახდენს საქმის გარემოებების ურთიერთ შეჯერების და ანალიზის საფუძველზე.
თ-----------–---–ი 2014 წლის 05 ივნისიდან 2014 წლის 06 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ე---------–----------------------------------------------------ს საგარეჯოს სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლის 04 ივლისის ბრძანების შესაბამისად, თ----------–---–ი გადაყვანილ იქნა კახეთის სატყეო სამსახურის ს--------------------------------- მცველის თანამდებობაზე 2014 წლის 03 ივლისიდან 2014 წლის 06 სექტემბრამდე. 2014 წლის 24 ივლისიდან თ----------–---–ს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა. ხოლო 2015 წლის 30 იანვრის N1---- ბრძანების შესაბამისად, თ----------–---–ი დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ე---------–----------------------------------------------------ს ს--------------------------------- მცველის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2015 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე. თ-----------–---–ი სსიპ ე---------–----------------------------------------------------ს ს-------------------------------- უბნის ტყის მცველად სააგენტოში მუშაობს 2017 წლის 01 იანვრიდან 201- წლის 30 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ე---------–---------------------ს 2-.01.201-წ. ცნობა;
3.1.2. 2017 წლის 30 ნოემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების ინსპექტორების მიერ ს-------------------------------- უბნის მანავის სატყეოს N3- კვარტალში მორიგი შემოვლის დროს ნანახი იქნა სულ 78 ძირი უკანონოდ მოჭრილი ხის ძირკვები, აქედან 65 ძირი მუხის, 3 ძირი იფნის, 9 ძირი რცხილის და 1 ძირი კუნელის ჯიშის. მერქნული რესურსი ხე-ტყის ჭრის ადგილზე არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.11.2017წ. აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2017 წლის 27 და 28 დეკემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების ინსპექტორების მიერ ს-------------------------------- უბნის მანავის სატყეოს N1- და N1- კვარტალში მორიგი შემოვლის დროს ნანახი იქნა სულ 230 ძირი უკანონოდ მოჭრილი და აღურიცხავი წიფლის, რცხილის, ნეკერჩხლის, იფნის, მუხის და პანტის ჯიშის ხის ძირკვები, მერქნული რესურსი ხე-ტყის ჭრის ადგილზე არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.12.2017წ. აქტი;
- 28.12.2017წ. აქტი
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2017 წლის 29 დეკემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნის მანავის სატყეოს NN 1-, 1- და 3- კვარტლებში აღმოჩენილი უკანონო ჭრის ფაქტებზე მასალები კომპეტენციის ფარგლებში შესწავლის მიზნით გაეგზავნა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.12.2017წ. მიმართვა და თანდართულ მასალები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. სსიპ ე---------–---------------------ს შიდა კონტროლის სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის N2-- დასკვნით დადგენილ იქნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით ს-------------------------------- უბნის მანავის სატყეოს N8 სამცველოს N3- კვარტლებში უკანონოდ მოჭრილი ხეების საერთო მოცულობამ შეადგინა 70.82 მ3, ხოლო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 12-56.64 ლარი. სსიპ ე---------–---------------------ს შიდა კონტროლის სამსახურის 201- წლის 29 იანვრის N2- დასკვნით დადგენილ იქნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით ს-------------------------------- უბნის მანავის სატყეოს N8 სამცველოს N1- და N1- კვარტლებში უკანონოდ მოჭრილი ხეების საერთო მოცულობამ შეადგინა 11-.67 მ3, ხოლო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 17 990.16 ლარი. სულ N8 სამცველოში უკანონოდ მოჭრილი ხეების საერთო მოცულობამ შეადგინა 1-0.49 მ3, ხოლო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 30 646.8 ლარი. აღნიშნული დასკვნების თანახმად კახეთის სატყეო სამსახურის ს-------------------------------- უბნის ტყის მცველის თ-----------–---–ის მიერ ჯეროვნად არ მომხდარა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა. მისი სამცველოს N1-, N1- და N3- კვარტლებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია დიდი რაოდენობით უკანონოდ მოჭრილი და აღურიცხავი ხე-ტყე, რომლის საერთო მოცულობამ შეადგინა 1-0.49 მ3, ხოლო მის მიერ ამავე კვარტლებში აღრიცხულია მხოლოდ და მხოლოდ 54.86 მ3 უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი იქნა, რომ თ-----------–---–ის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 2- დეკემბრის N50 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–---------------------ს დებულების’’ დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და შესაბამისად მის მიერ უხეშად დარღვეულია სსიპ ე---------–---------------------ს უფროსის 2014 წლის 31 დეკემბრის N3--/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–---------------------ს შინაგანაწესის’’ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი. ამავე დასკვნით გაიცა რეკომენდაცია კახეთის სატყეო სამსახურის საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნის ტყის მცველის თ-----------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ე---------–---------------------ს შიდა კონტროლის სამსახურის 20.12. 2017წ. N2-- დასკვნა
- სსიპ ე---------–---------------------ს შიდა კონტროლის სამსახურის 29.01. 201-წ. N2- დასკვნა
3.1.6. სსიპ ე---------–---------------------ს უფროსის 201- წლის 30 იანვრის N2--/კ ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–----------------------------------------------------ს ს-------------------------------- უბნის ტყის მცველს თ-----------–---–ს 201- წლის 30 იანვრიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა.
ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი ,,ზ’’ ქვეპუნქტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 2- დეკემბრის N50 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ე---------–---------------------ს დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ" და ,,ი" ქვეპუნქტი, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ე---------–---------------------ს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" სსიპ ე---------–---------------------ს უფროსის 2014 წლის 31 დეკემბრის N3--/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტი და სსიპ ე---------–---------------------ს შიდა კონტროლის სამსახურის 20.12.2017წ. N2-- და 29.01.201-წ. N2- დასკვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ე---------–---------------------ს უფროსის 30.01.2---–------/კ ბრძანება;
3.1.7. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტისათვის თ-----------–---–ის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგელობის ზომა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საფინანსო და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ 2-.01.201-წ. გაცემული ცნობა;
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მას არ ქონდა საშუალება თავიდან აეცილებინა დასკვნაში მითითებული მოცულობის ხე-ტყის განადგურება. მისი არგუმენტები, რომ ტრანსპორტი მწყობრში არ იყო და ამ პერიოდში უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული, სარწმუნო არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-----------–---–ის მხრიდან ადგილი ქონდა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებას და ვალდებულების უხეშ დარღვევას, რის გამოც შიდა კონტროლის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაცია კახეთის სატყეო სამსახურის საგარეჯო-გურჯაანის სატყეო უბნის ტყის მცველის თ-----------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საფუძვლიანი იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ე---------–---------------------ს შიდა კონტროლის სამსახურის 20.12. 2017წ. N2-- დასკვნა
- სსიპ ე---------–---------------------ს შიდა კონტროლის სამსახურის 29.01. 201-წ. N2- დასკვნა
- მხარეთა განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება დასაქმებულის მხრიდან მნიშვნელოვანი სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მართლზომიერი იყო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით სასამართლოს მიმართა.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ზ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ, სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის, გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან ვალდებულების უხეში დარღვევის ელემენტზე მითითებით თავისუფლდება, დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაადასტუროს გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი თავს ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ართმევდა.
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, მათ შორის, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ ზ “ ქვეპუნქტის წინა პირობებისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი.
1-1- წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1-82 წელს არის მიღებული და ითვალისწინებს გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით გონივრულობის პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.
რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას „ გონივრული საფუძვლის “ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს - კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს.
მოცემული კონვენცია მოიცავს რეგულაციას, თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონო დათხოვნად, ისევე როგორც - რა არ ჩაითვლება. კონვენციის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან; ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან. ამგვარ კვალიფიკაციების დადგენისას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს - ექსპერტთა კომიტეტის კომენტარებს, გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო შრომით რეკომენდაციებს, რომელთაც, მართალია, სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მაგრამ განმარტავენ კონვენციის ტექსტს, რეგულირების მასშტაბებს და ისინი შესაძლოა წარმოდგენილ იქნას, როგორც შთაგონების წყარო კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოებისთვის. შსო-ს ექსპერტთა კომისიის 1-95 წლის მოხსენებაში მიმოხილულია „ არასათანადო ქცევის “ კონცეფცია, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ორ კომპონენტად: 1) მუშა-მოსამსახურეთა მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება (არასათანადო პროფესიული ქცევა); 2) შეუფერებელი ყოფაქცევა.
მუშაკის მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებაში იგულისხმება:
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უგულებელყოფა;
- შრომის შინაგანაწესის დარღვევა (განსაკუთრებით, უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვის წესების კუთხით);
- დამსაქმებლის ლეგიტიმური ბრძანების დაუმორჩილებლობა;
- არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე დაგვიანება ან საერთოდ გამოუცხადებლობა.
ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლები წარმოადგენს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების გონივრულ, ლეგიტიმურ საფუძვლებს. სწორედ აქედან გამომდინარე, სასამართლო უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს, ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის გათავისუფლების გონივრულ საფუძვლებს. შესაბამისად, მიმოიხილავს და დაადგენს საქმეში არსებულ ფაქტებს.
თ-----------–---–ის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შეფასების მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 2- დეკემბრის №50 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–---------------------ს ტერიტორიული ორგანოების - სატყეო სამსახურების ტიპური დებულებაზე, რომლის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულია ტყის მცველის კომპეტენციები. ამ ნორმის თანახმად, ტყის მცველის კომპეტენციაა: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა. სატყეო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, ადმინისტრაციული დაკავების განხორციელება, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე, სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების, ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა; გ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე კონტროლი, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება შესაბამისი ორგანოებისათვის; დ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ე) ტყეკაფების მონიშვნის ან/და გამოყოფის, დახურვის, გაუქმების ღონისძიებებში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის, ,,უფროსი მეტყევისა ” და სატყეო უბნის უფროსის სხვა დავალებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ამდენად, ტყის მცველის უფლებამოსილებაში შედის მის სამცველოში არსებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, რაც გულისხმობს ტყის მცველის მოვალეობას ზედამხედველობა გაუწიოს მის სამცველოში ხე-ტყის დამზადების პროცესს, აღკვეთოს და გამოავლინოს ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები და მოახდინოს მათზე რეაგირება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებით - შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან სამართალდამრღვევი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი აქტები უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის აღწერით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ ზ “ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმადაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით შეფასებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა. შ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს სამსახურებრივი მოვალეობების სისტემატიური დარღვევა, შრომის დისციპლინის ისეთი დარღვევა, რაც არსებით გავლენას ახდენს დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებაზე, ქმედება, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა დამსაქმებელი, შრომითი მოვალეობების ისეთი დარღვევა, რომლის გამოც დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულების გაგრძელება შეუძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ.
განსახილველ შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ს-------------------------------- სამსახურის მანავის სატყეო უბნის ტყის მცველის თ-----------–---–ის სამცველოს N1-, N1- და N3- კვარტლებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია დიდი რაოდენობით უკანონოდ მოჭრილი და აღურიცხველი ხე-ტყე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-----------–---–მა უხეშად დაარღვია მისი სამსახურებრივი მოვალეობა, არ გაუწია სათანადო ზედამხედველობა მისდამი დაქვემდებარებულ სატყეო უბნებში ხე-ტყის დამზადების პროცესს, რის შედეგად უკანონოდ მოიჭრა დიდი ოდენობის ხე-ტყე, გარემოს მიადგა სერიოზული ზიანი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოს გულისხმიერად და კეთილსინდისიერად შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სასამართლო დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისას, ითვალისწინებს დარღვეულ მოვალეობას - მოსარჩელის მიერ არ მოხდა ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა და მათი გამოვლენა - და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დგინდება მოსარჩელის მხრიდან სამუშაოს შესრულების გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტის დარღვევა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტყის მცველის მოვალეობაში პრიორიტეტს წარმოადგენდა ტყის დაცვა უკანონო ჭრებისგან და ასევე არსებულ უკანონო ჭრებზე კანონის შესაბამისად რეაგირება, რაც თ-----------–---–ის მიერ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად არ იქნა შესრულებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული არგუმენტაცია დაედო საფუძვლად შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს 37-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა „ უბრალოდ დარღვევა “, არამედ, მითითებულ ვალდებულებათა „ უხეში დარღვევა “. შესაბამისად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არის ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით გაწერილი ქცევის იმ სტანდარტების დარღვევა, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას გააქარწყლებს. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო დარღვევის შედეგად დაზიანდა უნიკალური ბუნება, რაც ჩვენი ქვეყნის შეუფასებელ სიკეთეს წარმოადგენს.
სასამართლოს მოსაზრებით, თ-----------–---–ის მიერ ჩადენილია სამსახურებრივ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებლის ინიციატივით თ-----------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გამოწვეულია მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევით, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ცალმხრივი ნების გამოვლენა - 2017 წლის 1- აგვისტოს ბრძანება შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ” ზ ” ქვეპუნქტს და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 3--ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მართლზომიერად და მოსარჩელეს უარი ეთქვა ბრძანების ბათილად ცნობაზე, მოსარჩელის მოთხოვნები სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის აღძვრისას თ-----------–---–ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. ვინაიდან განაცდურის ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ბაჟის თანხა რჩება სახელმწიფო ბიუჯეთში.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.თ-----------–---–ის სარჩელი სსიპ ე---------–---------------------ს მიერ 201- წლის 30 იანვარს გამოცემული №----- ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2.თ-----------–---–ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე