გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/68 -18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.10.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ვ------რ ეჟ-----ი. ვლ------რ ეჟ-----ი
წარმომადგენელი - ე-----ი ტა-–----ე
მოპასუხე - ზ-----ბ გე-–----ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ზ-----ბ გე-–----ეზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის - 6737.00 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელე ვ------რ ეჟ-----ის განმარტებით, საკუთრებაში ჰყავს ა/მანქანა ,---------- სედანი, რომელსაც სიტყვიერი თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე, მართავს მისი შვილი ვ------რ ეჟ-----ი. 2----–-–------------ წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე მომხდარი ა/სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, წყალტუბოს რაიონში მცხოვრებმა, ზ-----ბ გე-–----ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ოპ--–--------------------------------------------- შეაჯახა მის კუთვნილ, ვ------რ ეჟ-----ის მფლობელობაში მყოფ ა/მანქანა ,---------- სედანს, სარეგისტრაციო ნომრით რტ-099ტრ და დააზიანა. მოპასუხის მიმართ, როგორც ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის 10-ე ნაწილით დამრღვევი მძღოლის მიმართ, გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიება და დაჯარიმდა. მოკვლეული მასალებით დამრღვევი მძღოლის ბრალეულობა დადგენილი იქნა. ორივე ავტომანქანა გადაყვანილი იქნა დროებით ავტოსადგომზე, სადაც ყოველდღიურად ა/მანქანის დგომისათვის გადასახდელი თანხა იქნა გათვალისწინებული. ავტომანქანის შემოწმება და ზარალის ოდენობის დადგენა ლევან სამხარაულის სასაქონლო ექსპერტიზამ მოახდინა 2017 წლის 09.0- გაფორმებული საექსპერტო ხელშეკრულების საფუძველზე. 2017 წლის 17.0- შედგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დაზიანებული ა/მანქანის ,---------- სედანის, სარეგისტრაციო ნომრით რტ-099ტრ აღდგენითი ღირებულება დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრა 6100.00 (ექვსი ათას ასი) ლარით. საექსპერტო მომსახურებისათვის გადახდილი იქნა 369.00 ლარი. ავტომანქანის ავტოსადგომზე გადაყვანისათვის გადახდილი იქნა 80 ლარი. თვით ავტოსადგომზე დგომისათვის კი 178.00 ლარი. ელექტრონული დიაგნოსტიკისათვის გადახდილი იქნა 10 ლარი. აღნიშნული თანხები დასჭირდა დაზიანებულ ავტომანქანას შემოწმების და დროებით ავტოსადგომზე გადაყვანას, ასევე ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა თანხა 6100.00 ლარი, რაც სჭირდება მოპასუხის ბრალეული ქმედებით დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას. წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე, მოპასუხემ მიმართა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს, სადაც გაასაჩივრა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს დადგენილება №20/27-1594752 და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა.
წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს 2017 წლის 0- აგვისტოს განჩინებით ვ------რ ეჟ-----ი საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული. წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის დადგენილებით ზ-----ბ გე-–----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს- ავტომანქანის ავტოსადგომზე გადაყვანისათვის თანხა 80.00 ლარი. ავტოსადგომზე დგომისათვის 178.00 ლარი. ელექტრონული დიაგნოსტიკისთვის 10 ლარი. სასაქონლო ექსპერტიზისათვის გადახდილი 369.00 ლარი, მანქანის აღდგენისათვის განკუთვნილი 6100.00 ლარი. სულ 6737.00 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ზ-----ბ გე-–----ემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო.
2.2. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ზ-----ბ გე-–----ემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი 3500.00 ლარის ოდენობით და განმარტა, რომ მოსარჩელე უსაფუძვლოდ ითხოვს 6737.00 ლარის მოპასუხეზე გადასახდელად დაკისრებას, რადგან დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება გაცილებით ნაკლებია. მისივე განმარტებით, დადგენილი არ არის ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა ავტოსაგზაო შემთხვევამდე და დაუდგენელია ექსპერტმა რის საფუძველზე განსაზღვრა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენით ღირებულებად 6140.00 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2----–-–------------ წყალტუბო - ქუთაისის საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე მომხდარი ა/სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის 10-ე ნაწილით გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიება დამრღვევი მძღოლის ზ-----ბი გე-–----ის (დაბ. 0--------- წელს პ/ნ 5----------) მიმართ, რომელიც მართავდა ,,O-----------’’-ს მარკის ა/მანქანის სახ. ნომრით X------ და მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ე-–------- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
მტკიცებულება: შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის პასუხი. (ტ.1.იხ.ს.ფ. გვ.15-20).
3.1.2. დადგენილია, რომ წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ზ-----ბ გე-–----ის საჩივარი. უცვლელად დარჩა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 04 ივლისის დადგენილება და 2----–-–------------ ზ-----ბ გე-–----ის მიმართ შედგენილი N ე-–-------- ელექტრონულ საჯარიმო ქვითარი.
მტკიცებულება: წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის დადგენილება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ ვ------რ ეჟ-----ის ავტომანქანის დიაგნოსტიკისათვის გადახდილია 10 ლარი. 28.0-.2017 / 15:18:00 G--------- შესრ. თ/დ: 28.0-.2017 / 15:18:02; შეკვეთის ტიპი: სერვისი - ნაღდი / მომენტალური გადახდა; სამუშაო ადგილი: 195105 / ნ----------უქი - ელ. მექან-დიაგნოსტ; სახ. № 1-------; R------; W----------------; მძღოლი: ვ------რ ეჟ-----ი; მწარმ/მარკა: BMW; მოდელი: 5; წელი/თვე: 2004; გარბენი: 180000 კმ; დამკვეთი: 900125/05; არაიდენტ-მაღაზია ,,ნ----------’’; 6------ სავალი ნაწილის დათვალიერება/შემოწმება;ტაბელური: 1---------: 1, 000;ღირ. (ლ): 10, 00; სულ: 10, 00.
მტკიცებულება: ინვოისი (ტ.1.იხ.ს.ფ.21).
3.2.2.საქმეზე დართული დეფექტის აქტით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შედგინა 1.080.00 ლარი.
მტკიცებულება: დეფექტის აქტი. (ტ.1.იხ.ს.ფ.22).
3.2.3. შპს იმპერია 2009 მიერ გაცემული ელ. 0--------- სასაქონლო ზედნადებით დადგენილია, რომ დაზიანებული ავტომანქანის გადაყვანის და ავტო საჯარიმო სადგომზე მომსახურებისათვის გადახდილია შესაბამისად - 80 ლარი და 178 ლარი.
მტკიცებულება: ელ. 0--------- სასაქონლო ზედნადები. (ტ.1.იხ.ს.ფ.24-26).
3.2.4. საქმეზე დართული ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------–---- N 5--------- დასკვნით დადგენილია, რომ ექპერტიზაზე წარმოდგენილი დაზიანებული ავტომანქანის ,,B--------’-ს ნომერი R------, აღდგენითი ღირებულება დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრა 6140.00 (ექვსი ათას ას ორმოცი) ლარით.
მტკიცებულება: ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------–---- N 5--------- დასკვნა. (ტ.1. იხ. ს.ფ. 33-40).
3.2.5. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხემ მიაყენა ზიანი, ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე მართალია ადასტურებს ავტოავარიის ფაქტს, თუმცა სადავოდ ხდის ზიანის სარჩელით მოთხოვნილ ოდენობას. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზიანი არ მიუყენებია საკმარისი არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის სახით 3500.00 ლარის ანაზღაურების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. სარჩელი ასევე საფუძვლიანია მოთხოვნის სხვა ნაწილშიც შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ სარჩელში, მოსარჩელე თავის მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, შესაბამისად, მოცემული დავის მომწესრიგებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის დადგომის გარემოებები, აუცილებელია ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და ზიანის დადგომასა და პირის ქმედებას შორის კაუზალური (მიზეზშედეგობრივი) კავშირი. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
6.3. მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა მოცულობის ზიანი მიადგა მოსარჩელეს მოპასუხის მიერ.
წინამდებარე შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2----–-–------------ წყალტუბო - ქუთაისის საავტომობილო გზის მე-4 კილომეტრზე მომხდარი ა/სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ა.ს.კ-ის 125-ე მუხლის 10-ე ნაწილით გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიება დამრღვევი მძღოლის ზ-----ბი გე-–----ის (დაბ. 0--------- წელს პ/ნ 5----------) მიმართ, რომელიც მართავდა ,,O----------’-ს მარკის ა/მანქანის სახ. ნომრით X------ და მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ე-–------- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
დადგენილია, რომ წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ზ-----ბ გე-–----ის საჩივარი. უცვლელად დარჩა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 04 ივლისის დადგენილება და 2----–-–------------ ზ-----ბ გე-–----ის მიმართ შედგენილი N ე-–-------- ელექტრონულ საჯარიმო ქვითარი.
საქმეზე დართული ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------–---- N 5--------- დასკვნით დადგენილია, რომ ექპერტიზაზე წარმოდგენილი დაზიანებული ავტომანქანის ,,B--------’-ს ნომერი რტ099ტრ, აღდგენითი ღირებულება დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრა 6140.00 (ექვსი ათას ას ორმოცი) ლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სასამართლო განმარტვს, რომ არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არის ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის დაკისრებისათვის. დადგენილია, რომ ავტოავარიის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ოდენობა შეადგენს 6140.00 ლარს. ავტომანქანის ავტოსადგომზე გადაყვანისათვის გადახდილია 80 ლარი. ავტოსადგომზე დგომისათვის-178 ლარი. ელექტრონული დიაგნოსტიკისათვის-10 ლარი. სასაქონლო ექსპერტიზისათვის - 369.00 ლარი, მთლიანობაში მოპასუხის მიერ მოსარჩელეებზე მიყენებული ზიანი შეადგენს 6737.00 ლარს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე უსაფუძვლოდ ითხოვს 6737.00 ლარის მოპასუხეზე გადასახდელად დაკისრებას, რადგან დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება გაცილებით ნაკლებია, რადგან დადგენილი არ არის ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა ავტოსაგზაო შემთხვევამდე და დაუდგენელია ექსპერტმა რის საფუძველზე განსაზღვრა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენით ღირებულებად 6140.00 ლარი.
-სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით ითხოვს, რომ მოპასუხეს დაეკისროს თანხა - 6140.00 ლარის ოდენობით და ამ მოთხოვნის დასადასტურებლად უთითებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------–---- N 5--------- დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ექპერტიზაზე წარმოდგენილი დაზიანებული ავტომანქანის ,,B--------’-ს ნომერი რტ099ტრ, აღდგენითი ღირებულება დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრა 6140.00 (ექვსი ათას ას ორმოცი) ლარით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილზე, სადაც მითითებულია რომ საავტომობილო ბაზრობებზე ანალოგიური მარკის ა/მანქანების საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს - 6140.00 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტმა საკვლევი ობიექტის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრა ზიანის ოდენობა.
საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად -
1.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
2.სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
3.სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
7.2. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ზ-----ბ გე-–----ემ სარჩელი სცნო 3500 ლარის ნაწილში და იგი სსს კოდექსის 49.2-ე ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის, 116.89 ლარის გადახდისგან და აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს შესაბამისი ანგარიშიდან.
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო 2837.00 ლარის დაკისრების ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 202 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა განაწილდეს დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციით - კერძოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან ბიუჯეტში უნდა დარჩეს 85.11 ლარი, ხოლო 116.89 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოარჩელეს.
7.3.განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადაიხადა 369.00 ლარი, რაც მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოსარჩელის წარმომადგენელი სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს ადვოკატის მომსახურების თანხის გადახდას. მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია, რადგან საქმეს თან ერთვის წარმომადგენელისათვის თანხის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლიდან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 269.48 ლარი. 6737.00 ლარის 4%.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ვ------რ ეჟ-----ის და ვლ------რ ეჟ-----ის სარჩელი.
2. დაეკისროს მოპასუხე ზ-----ბ გე-–----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6737.00 (ავტომობილი აღდგენისათვის - 6100.00, სასაქონლო ექსპერტიზისათვის-369.00, ავტოსადგომზე დგომის -178.00, ავტოსადგომზე გადაყვანის -80.00, ელექტრონული დიაგნოსტიკის-10.00 ლარი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - ზ-----ბ გე-–----ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 85.11 ლარის და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 269.48 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 85.11 ლარი ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს 116.89 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან. 300183150. საგადასახადო დავალება - N13851121. გადამხდელი ვ------რ ეჟ-----ი პ/ნ 47001011304. სს ,,ლიბერთი ბანკი“.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე