გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
330210018002481423
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16714 -18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ა-–----------–---–------–--ე

წარმომადგენელი - ზ---------------ე

მოპასუხე - ნ-----–---------–--ე

წარმომადგენელი - თ----------–-–---–ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ-------–-----ე

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა-–----------–---–------–--ეს (დაბადებული: 1-----–-–----------------–ს, პირადი N-----------) და ნ-----–---------–--ეს (დაბადებული: 1----–-–-----------ს, პირადი N-----------) შორის 2-----–-–------------------ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, სააქტო ჩანაწერი N----------;

1.2. მოპასუხე ნ-----–---------–--ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–------------------ს დაბადებული ა----------–--ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად;

1.3. მოპასუხე ნ-----–---------–--ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–------------------ს დაბადებული ა----------–--ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 06 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე ა-–----------–---–------–--ე 2006 წლის 11 ოქტომბრიდან ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ნ-----–---------–--ესთან. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------ს, შეეძინათ შვილი, ა----------–--ე. მხარეები 2013 წლის 15 ნოემბრიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში არანაირი წვლილი არ შეაქვს და უფრო მეტიც, ის ბავშვის აღზრდასა და სწორ, ეფექტურ განვითარებას აბრკოლებს. არასრულწლოვანი ა----------–--ე ოთხი წელია არის ანსამბლ ,--–------- წევრი, ცეკვავს და ხშირად უწევს ანსამბლთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება სხვადასხვა ქვეყნებში. მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გასვლაზე არ აცხადებს თანხმობას. მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენასა და აღზრდაში, არ ეხმარება არასრულწლოვან შვილს მატერიალურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, მოპასუხე მხარეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, საზღვარგარეთ გასვლის თაობაზე მისი თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას მოსარჩელე ა-–----------–---–------–--ესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

2.2. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

2.3. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის გადახდაზე.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი არასრულწლოვანს. მოცემულ შემთხვევაში, ნათელია, რომ მხარეებს შორის არის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხე მხარისგან საჭირო დროს ვერ მოხდეს მშობლის სავალდებულო თანხმობის მიღება არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანასთან და პასპორტის აღებასთან დაკავშირებით, რის გამოც არამართლზომიერად შეიზღუდება არასრულწლოვანის ინტერესები. ბავშვის საზღვარგარეთ გასვლა და ცეკვის ანსამბლთან ერთად საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება დადებითად აისახება ბავშვის განვითარების პროცესზე, შესაბამისად, აუცილებელია, ხელი შეეწყოს არასრულწლოვანს, მიიღოს პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში დაუბრკოლებლად გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ა-–----------–---–------–--ე და მოპასუხე ნ-----–---------–--ე დაქორწინდნენ 2----–-–------------------ს. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------ს, შეეძინათ შვილი, ა----------–--ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 117);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 13).

 

3.1.2. მხარეები, ა-–----------–---–------–--ე და ნ-----–---------–--ე 2013 წლის 15 ნოემბრიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ამ პერიოდიდან მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ა----------–--ე ცხოვრობს დედასთან ა-–----------–---–------–--ესთან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოპასუხე ნ-----–---------–--ე ცხოვრობს სიღნაღის რაიონის სოფელ ნ--------ში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ მოსარჩელე ა-–----------–---–------–--ის საცხოვრებელი პირობები შემოწმდა საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, გ-–------------------------------------------ აღნიშნულ ბინაში მოსარჩელე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან, ა----------–--ესთან, დასთან და მშობლებთან ერთად. საცხოვრებელში საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, სადაც შექმნილია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ადეკვატური გარემო. არასრულწლოვანი ა----------–--ის აღზრდა-განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა დედის, ა-–----------–---–------–--ის ოჯახს აქვს აღებული. ბავშვს დედასთან და ოჯახის წევრებთან აქვს პოზიტიური ურთიერთობა. ა----------–--ის საჭიროებები დედის ოჯახში ყოველმხრივ უზრუნველყოფილია. მოზარდი ირიცხება სსიპ ქ. თბილისის 1---- საჯარო სკოლაში და მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია. ასევე, არასრულწლოვანი დედის ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფით დადის მათემატიკისა და ინგლისურის წრეებზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის 2018 წლის 19 ივნისის დასკვნა N----- (ს.ფ. 67);

 

3.2.2. მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა სტაბილურია. ა-–----------–---–------–--ე დასაქმებულია უძრავი ქონების სააგენტოში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის 2018 წლის 19 ივნისის დასკვნა N----- (ს.ფ. 67);

 

3.2.3. ნ-----–---------–--ე მშობლებთან, ნ----–------–--ესთან და გ--–------–--ესთან ერთად ცხოვრობს სიღნაღის რაიონში, სოფელ ნ--------ში, მე-7 ქ. N27. ოჯახს აქვს ერთსართულიანი პატარა სახლი, სადაც სამი საცხოვრებელი ოთახი და ერთი სამზარეულოა. სახლი ძველია და შესაკეთებელი, თუმცა არსებულ პირობებში დაცულია ჰიგიენა. სახლს არ აქვს აბაზანა და სხვა სახის სველი წერტილი. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ბოსტანი, სადაც ოჯახს მოჰყავს თვითმოხმარებისათვის ბოსტნეული. დღეის მდგომარეობით, ნ-----–---------–--ის ოჯახს, არსებულ სიტუაციაში შესწევს უნარი, უზრუნველყოს ბავშვი შესაბამისი საჭიროებებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სიღნაღის რაიონული განყოფილების მიერ 2018 წლის 16 ივლისს გაცემული დასკვნა N---- (ს.ფ. 68-69);

 

3.2.4. მოპასუხის გადმოცემით, იგი თავის შვილზე მასთან და მეუღლესთან თანაცხოვრებისას ზრუნავდა სათანადოდ. მეუღლესთან დაშორების შემდეგაც ბავშვთან სანახავად მისული აძლევდა საჩუქრებს, თანხას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფდა. მოპასუხის ოჯახის სტაბილური შემოსავალია დედის პენსია 216 ლარი. ამასთან, ნ-----–---------–--ე და მისი მამა მუშაობენ ფიზიკურად დღიურ სამუშაოზე სეზონურად და აქვთ შემოსავალი დაახლოებით (სეზონზე) 200-300 ლარი. ოჯახს აქვს დაახლოებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში კრედიტები დაახლოებით 5000 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

- სიღნაღის რაიონული განყოფილების მიერ 2018 წლის 16 ივლისს გაცემული დასკვნა N---- (ს.ფ. 68-69);

 

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ნ-----–---------–--ეს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათლით არ უფიქსირდებათ მიღებული შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 18 ივნისს გაცემული ცნობა N----------- (ს.ფ. 32);

 

3.2.6. ა----------–--ე არის ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,--–------- წევრი. ანსამბლის წევრები ხშირად გადიან სახელმწიფო საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებზე მონაწილეობის მისაღებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 116);

 

3.2.7. მოპასუხე ნ-----–---------–--ეს არ აქვს სტაბილური პირადი ხასიათის ურთიერთობა არასრულწლოვან ა----------–--ესთან, არ ნახულობს მას. მამა-შვილს შორის არის სატელოფონო კომუნიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

3.2.8. არასრულწლოვანი ა----------–--ის აღზრდა-განვითარების ინტერესებს შეესაბამება მისი, როგორც ანსამბლი ,--–------- წევრის საზღვარგარეთ გასვლა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებზე მონაწილეობის მისაღებად. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი თანახმა იქნება არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით გასცეს თანხმობა არასრულწლოვანი ა----------–--ის საზღვარგარეთ გასვლის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე არ გაჰყვება მას. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობა არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებისათვის არ უნდა იქნეს ხელის შემშლელი. შესაძლო დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით, სოციალური სამსახურის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) წარმომადგენელი თანახმაა, მოპასუხე მხარეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მხოლოდ არასრულწლოვანის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

- ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ცნობა N------ (ს.ფ. 116);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხე ნ-----–---------–--ემ ცნო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;

4.2. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეესაბამება ბავშვის კანონით დაცულ უფლებებსა და მის უპირატეს ინტერესებს.

4.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანთა ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

ა-–----------–---–------–--ე და ნ-----–---------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 11 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მხარეებს, ა-–----------–---–------–--ეს და ნ-----–---------–--ეს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე ნ-----–---------–--ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი ა-–----------–---–------–--ეს და ნ-----–---------–--ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ა-–----------–---–------–--ეს და მოპასუხე ნ-----–---------–--ეს ქორწინების პერიოდში, 2----–-–------------------ს შეეძინათ შვილი, ა----------–--ე, რომელიც მხარეთა დაშორების შემდეგ მუდმივად ცხოვრობს დედასთან, ა-–----------–---–------–--ესთან. ეს უკანასკნელი და მისი ოჯახის წევრები უზრუნველყოფენ არასრულწლოვანს ყველა საჭიროებით.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა და მოსარჩელისათვის მოპასუხის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი ა----------–--ის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მინიჭება; აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხე განმარტავს, რომ იგი არასდროს ყოფილა წინააღმდეგი არასრულწლოვანი ა----------–--ე, საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია ცეკვის ანსამბლთან ერთად საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებზე მონაწილეობის მიღებასთან, გამგზავრებულიყო საზღვარგარეთ. აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, თუმცა სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა და მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ მომხდარა. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან, ა----------–--ესთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, გ-–------------------------------------------ აღნიშნულ ბინაში ასევე ცხოვრობენ მოსარჩელის და და მშობლები. საცხოვრებელში საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, სადაც შექმნილია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ადეკვატური გარემო. არასრულწლოვანი ა----------–--ის აღზრდა-განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა დედის, ა-–----------–---–------–--ის ოჯახს აქვს აღებული. ბავშვს დედასთან და ოჯახის წევრებთან აქვს პოზიტიური ურთიერთობა. ა----------–--ის საჭიროებები დედის ოჯახში ყოველმხრივ უზრუნველყოფილია. ამასთან, საქმის მასალებით, დასტურდება, რომ ა----------–--ე არის ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,--–------- წევრი. ანსამბლის წევრები ხშირად გადიან სახელმწიფო საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებზე მონაწილეობის მისაღებად.

 

მოპასუხე მშობლებთან, ნ----–------–--ესთან და გ--–------–--ესთან ერთად ცხოვრობს სიღნაღის რაიონში, სოფელ ნ--------ში, მე-7 ქ. N27. ოჯახს აქვს ერთსართულიანი პატარა სახლი, სადაც სამი საცხოვრებელი ოთახი და ერთი სამზარეულოა. სახლი ძველია და შესაკეთებელი, თუმცა არსებულ პირობებში დაცულია ჰიგიენა. სახლს არ აქვს აბაზანა და სხვა სახის სველი წერტილი. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ბოსტანი, სადაც ოჯახს მოჰყავს თვითმოხმარებისათვის ბოსტნეული. დღეის მდგომარეობით, ნ-----–---------–--ის ოჯახს, არსებულ სიტუაციაში შესწევს უნარი, უზრუნველყოს ბავშვი შესაბამისი საჭიროებებით. მოპასუხე მხარე არსებითად არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანი ბავშვის პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გასვლის საკითხს, მით უფრო, აცნობიერებს, რომ აღნიშნული ემსახურება არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდის ინტერებს, თუმცა მოპასუხე გაუმართლებლად მიიჩნევს მისთვის ამ ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. მშობლებს აქვთ რა თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მის განვითარებაზეც. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს. მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.

 

სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნების თანახმად (რასაც ეთანხმება მეურვეობისა და მზრუნველობის წარმომდგენელი), ბავშვისათვის მნიშვნელოვანი და საჭიროა ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის ინტერესები და შეეცადონ, რომ ერთმანეთთან კონფლიქტის გამო არ დაზიანდეს ბავშვის ფსიქიკა და არ შეილახოს მისი უფლებები. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე აცხადებს, რომ ბავშვის მამა, ნ-----–---------–--ე უსაფუძვლო არგუმენტების გამო არ იძლევა ნებართვას არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით. ამგვარი დამოკიდებულებით ბავშვის ინტერესები და უფლებები იზღუდება, რაც მის სამომავლო კეთილდღეობას ზიანს აყენებს. ა----------–--ის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი კარიერული წინსვლისა და სამომავლო კეთილდღეობისათვის, მიზანშეწონილია, მოპასუხე მხარეს ბავშვის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ნაწილობრივ, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ბავშვს არ მიადგეს ფსიქო-ემოციური ზიანი და მის განვითარებას არ შეეშალოს ხელი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას, ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე. არასრულწლოვანი ა----------–--ის აღზრდა-განვითარების ინტერესებს შეესაბამება მისი, როგორც ანსამბლი ,--–------- წევრის საზღვარგარეთ გასვლა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებზე მონაწილეობის მისაღებად. მოპასუხე მხარის განმარტებით იგი თანახმა იქნება არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით გასცეს თანხმობა არასრულწლოვანი ა----------–--ის საზღვარგარეთ გასვლის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე არ გაჰყვება მას. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილის აღზრდა-განვითარებისათვის არ უნდა იქნეს ხელისშემშლელი. მომავალში მოპასუხისაგან ბავშვის საზღარგარეთ გასვლის თაობაზე თანხმობის მიუღებლობა აუცილებლად ზიანის მომტანი იქნება არასრულწლოვანისათვის. შესაბამისად, შესაძლო დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით, სოციალური სამსახურის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) წარმომადგენელი თანახმაა, მოპასუხე მხარეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მხოლოდ არასრულწლოვნის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე ა-–----------–---–------–--ის სარჩელი, მოპასუხე ნ-----–---------–--ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელე ა-–----------–---–------–--ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–------------------ს დაბადებული, ა----------–--ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ა----------–--ე ცხოვრობს დედასთან - ა-–----------–---–------–--ესთან. დადგენილია, რომ იგი ირიცხება სსიპ ქ. თბილისის 1---- საჯარო სკოლაში და მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია. ასევე, არასრულწლოვანი დედის ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფით დადის მათემატიკისა და ინგლისურის წრეებზე. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ა----------–--ე არის ანსამბლ ,--–------- წევრი. მოსარჩელე მხარის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა სტაბილურია. ა-–----------–---–------–--ე დასაქმებულია უძრავი ქონების სააგენტოში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი. მოსარჩელეს არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან მშობლები.

 

დადგენილია მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ნ-----–---------–--ეს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათლით არ უფიქსირდებათ მიღებული შემოსავალი. მოპასუხე მხარის გადმოცემით, იგი თავის შვილზე მასთან და მეუღლესთან თანაცხოვრებისას ზრუნავდა სათანადოდ. მეუღლესთან დაშორების შემდეგაც ბავშვთან სანახავად მისული აძლევდა საჩუქრებს, თანხას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფდა. მოპასუხის ოჯახის სტაბილური შემოსავალია დედის პენსია 216 ლარი. ამასთან, ნ-----–---------–--ე და მისი მამა მუშაობენ ფიზიკურად დღიურ სამუშაოზე სეზონურად და აქვთ შემოსავალი დაახლოებით (სეზონზე) 200-300 ლარი. ოჯახს აქვს დაახლოებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში კრედიტები დაახლოებით 5000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე ნ-----–---------–--ეს აქვს მატერიალური შემოსავალი, იგი ხშირად კვეთს საქართველოს საზღვარს და მიემგზავრება საზღვარგარეთ, რაც მიუთითებს მისი ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობაზე. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის პერიოდულად საზღვარგარეთ გასვლის და ამის შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა, რის გამოც სასამართლო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირი განმარტების საფუძველზე ვერ გაიზიარებს სადავო გარემოებას მოპასუხის მატერიალური მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ მოპასუხე ნ-----–---------–--ეს არ აქვს სტაბილური პირადი ხასიათის ურთიერთობა არასრულწლოვან ა----------–--ესთან, არ ნახულობს მას. მამა-შვილს შორის არის სატელოფონო კომუნიკაცია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ არასრულწლოვანი შვილისათვის მატერიალური დახმარების გაწევისა და მასზე ზრუნვის ფაქტი.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხის სტაბილური დასაქმებისა და შემოსავლის რეგულარულად მიღების ფაქტი. მოპასუხე ნ-----–---------–--ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, თანახმაა არასრულწლოვანი ა----------–--ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარი. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება კი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირებისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 120 (ას ოცი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–----------–---–------–--ის მოთხოვნა - ნ-----–---------–--ისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. მოსარჩელე ა-–----------–---–------–--ე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე ნ-----–---------–--ემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ა-–----------–---–------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს როგორც მოთხოვნის ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი, ასევე, 2018 წლის 21 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი, სულ - 100 (ასი) ლარი.

 

მოპასუხე ნ-----–---------–--ემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე და არ დაეთანხმა მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის (ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში) და 100 (ასი) ლარის (მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნის ნაწილში) გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 38-ე, 39-ე, 46-ე, 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–----------–---–------–--ის სარჩელი, მოპასუხე ნ-----–---------–--ის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. . შეწყდეს ქორწინება ა-–----------–---–------–--ეს (დაბადებული 1----–-–----------------–ს, პირადი N-----------) და ნ-----–---------–--ეს (დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი N-----------) შორის, რეგისტრირებული 2----–-–------------------ს, სააქტო ჩანაწერი N----------;

 

1.2. მოპასუხე ნ-----–---------–--ეს (პირადი N-----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის, ა----------–--ის (დაბადებული 2----–-–------------------ს) მიმართ, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

1.3. მოპასუხე ნ-----–---------–--ეს (პირადი N-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ა----------–--ის (დაბადებული 2----–-–------------------ს), სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 06 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2. ა-–----------–---–------–--ეს (პირადი N-----------) დაუბრუნდეს მის სარჩელზე ლ----------–--ის (პირადი N3----------) მიერ 2018 წლის 21 მარტს, სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ანგარიშის N300773150);

 

3. მოპასუხე ნ-----–---------–--ეს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა