გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210017002024294
#2/2821-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.10.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - გ------ი კ-----ე
წარმომადგენლი - რ----------ე
მოპასუხეები - ნ---- კ-----ე, ნ----–--ა კ-----ე, ა----------–--ი
წარმომადგენელი - ნ---- კ-----ე
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ---- კ-----ისათვის ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა №6---- მდებარე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე ნ----–--ა კ-----ის მიერ 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2 ნაწილში.
1.2. ა----------–--ისათვის ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა №6---- მდებარე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე ნ---- კ-----ის მიერ 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2 ნაწილში.
1.3. ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა №6---- მდებარე, რ---ზ კ-----ის სამკვიდრო უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) ½ ნაწილის მესაკუთრედ მოსარჩელე გ------ი კ-----ის აღიარება (რაც ამჟამად აღრიცხულია ა----------–--ის საკუთრებად).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე გ------ი კ-----ე და მოპასუხეები ნ---- კ-----ე, ნ----–--ა კ-----ე, ა----------–--ი არიან ახლო ნათესავები - გ------ი კ-----ე და ნ---- კ-----ე არიან ნ----–--ა კ-----ის შვილები, ხოლო ა----------–--ი არის ნ---- კ-----ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ. ბათუმში, ო----------ის ქ. №6-----ში მდებარე სადავო უძრავი ქონება 1990 წლამდე წარმოადგენდა მოსარჩელე გ------ი კ-----ის მამის და მოპასუხე ნ----–--ა კ-----ის მეუღლის რ---ზ კ-----ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა - ს. ფ. 119;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 16-31;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 32-45;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2015 წლის განჩინება - ს. ფ. 46-52;
3.2.2. რ---ზ კ-----ე გარდაიცვალა 1990 წლის 13 მარტს. რ---ზ კ-----ის მეუღლე ნ----–--ა კ-----ე და შვილი გ------ი კ-----ე რ. კ-----ის გარდაცვალების მომენტიდან ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, რითაც მათ მიიღეს მემკვიდრეობა. ნ----–--ა კ-----ემ 1990 წლის 13 სექტემბერს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს, რ---ზ კ-----ის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის მიღების მიზნით.1990 წლის 14 სექტემბერს გაიცა სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ----–--ა კ-----ემ მემკვიდრეობით მიიღო რ---ზ კ-----ის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა - ს. ფ. 120;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 16-31;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 32-45;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2015 წლის განჩინება - ს. ფ. 46-52;
3.2.3. 2008 წლის 5 დეკემბერს ნ----–--ა კ-----ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა რ---ზ კ-----ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის მიერ ნ----–--ა კ-----ის სახელზე გაიცა სანოტარო აქტი - კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზე ნ----–--ა კ-----ე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე უძრავი ქონებიდან 82.30 კვმ. ფართის მესაკუთრედ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ს/კ 0-----------, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 473 კვმ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 264.60 კვმ)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, სამკვიდრო მოწმობა - ს. ფ. 121-124;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 16-31;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 32-45;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2015 წლის განჩინება - ს. ფ. 46-52;
3.2.4. 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ----–--ა კ-----ემ, ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ 0-----------) მისი კუთვნილი წილი - 82.30 კვმ. ფართი მთლიანად აჩუქა შვილს ნ---- კ-----ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 16-31;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 32-45;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2015 წლის განჩინება - ს. ფ. 46-52;
3.2.5. 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ---- კ-----ემ ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე უძრავი ქონების მისი კუთვნილი წილი 82.30 კვმ. ფართი მთლიანად აჩუქა შვილს ა----------–--ს. 2014 წლის 28 ივლისს ა----------–--ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა 6-----ში მდებარე 82.30 კვმ.უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.04.2013 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება - ს. ფ. 56-57
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 54-45;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 16-31;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 32-45;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2015 წლის განჩინება - ს. ფ. 46-52;
3.2.6. გ------ი კ-----ემ 2013 წელს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ნ----–--ა კ-----ის, ნ---- კ-----ისა და ა----------–--ის მიმართ და მოითხოვა: 2008 წლის 5 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა ½ ნაწილში, რომლის საფუძველზე ნ----–--ა კ-----ე აღირიცხა რ---ზ კ-----ის მთლიანი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ. ასევე მოითხოვა ნ----–--ა კ-----ესა და ნ---- კ-----ეს შორის 2013 წლის 16 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და 2013 წლის 15 აპრილს ნ---- კ-----ესა და ა----------–--ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა ½ ნაწილში და მის მიერ რ---ზ კ-----ის მემკვიდრეობის მიღებულად აღიარება, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილებით გ------ი კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
1) ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მარინა მახარაძის მიერ 2008 წლის 05 დეკემბერს მოპასუხე ნ----–--ა კ-----ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში.
2) რ---ზ კ-----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, მდებარე - ქ. ბათუმი, ო----------ის ქ.№6-----ში, მიჩნეული იქნა გ------ი კ-----ის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებულად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2015 წლის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეთა მიერ სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების შემდგომ კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 5 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.01.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 16-31;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.05.2014 წლის გადაწყვეტილება - ს. ფ. 32-45;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2015 წლის განჩინება - ს. ფ. 46-52;
3.2.7. ქ. ბათუმში, ო----------ის ქ. №6-----ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილში 2013 წლის 16 იანვრისა და 2013 წლის 15 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, მხარეთა შორის დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებითად არ გადაწყვეტილა.
დადგენილია, რომ გ------ი კ-----ემ 2013 წელს სარჩელი აღძრა ნ---- კ-----ის, ნ----–--ა კ-----ის და ა----------–--ის მიმართ და მოითხოვა:
ა) ½ ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს მარინა მახარაძის მიერ 2008 წლის 5 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ----–--ა კ-----ემ მემკვიდრეობით მიიღო რ---ზ კ-----ის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ო----------ის ქ. №6-----ში.
ბ) ½ ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი ქ. ბათუმი ო----------ის ქ. №6-----ში მდებარე ქონებაზე ნ----–--ა კ-----ესა და ნ---- კ-----ეს შორის 2013 წლის 16 იანვარს დადებული
ჩუქების ხელშეკრულება;
გ) 1/2 ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 15 აპრილს ნ---- კ-----ესა და ა----------–--ს შორის დადბული ჩუქების ხელშეკრულება.
დ) რ---ზ კ-----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, გ------ი კ-----ეს ჩაეთვალოს ფაქტობრივი მფლობელობის გზით მემკვიდრეობით მიღებულად.
ასევე დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით: გ------ი კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
- ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მარინა მახარაძის მიერ 2008 წლის 05 დეკემბერს მოპასუხე ნ----–--ა კ-----ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში.
- რ---ზ კ-----ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი, მდებარე - ქ. ბათუმი, ო----------ის ქ. №6-----ში, მიჩნეული იქნა გ------ი კ-----ის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებულად.
დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე.
3.2.8. 2016 წლის 23 თებერვალს, სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე, იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ასახული პასუხი მოთხოვნებზე ჩუქების ხელშეკრულებათა ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში, რის გარეშეც მოსარჩელე გ------ი კ-----ე მოკლებულია შესაძლებლობას დაირეგისტრიროს მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით გ------ი კ-----ის განცხადება, უსწორობის აღმოფხვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. იმავდროულად, სასამართლოს ინიციატივით საქმეზე მიღებული იქნა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნ----–--ა კ-----ესა და ნ---- კ-----ეს შორის 2013 წლის 16 იანვარს ქ. ბათუმი ო----------ის ქ. №6-----ში მდებარე ქონების ჩუქებაზე დადებული ხელშეკრულება 1/2 ნაწილში. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ნ---- კ-----ესა და ა----------–--ს შორის 2013 წლის 15 აპრილს ქ. ბათუმი ო----------ის ქ. №6-----ში მდებარე ქონების ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.2016 წლის დამატებითი გადაწყვეტილება - ს. ფ. 126 – 133;
3.2.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება გაუქმდა. 23.01.2017 წლის განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 მაისის განჩინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.01.2017 წლის განჩინება - ს. ფ. 135-139;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.05.2017 წლის განჩინება - ს. ფ. 149-156;
3.2.10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 25 თებერვალს გაიცა სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვით 1990 წლის 13 მარტს გარდაცვლილი რ---ზ კ-----ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე 2008 წლის 5 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება და დადასტურდა, რომ ნ----–--ა კ-----ემ და გ------ი კ-----ემ, როგორც გარდაცვლილი მამკვიდრებლის რ---ზ კ-----ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს სამკვიდრო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა #6-----ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.02.2016 წლის სანოტარო აქტი - ს. ფ. 53;
3.2.11. რ---ზ კ-----ის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა #6-----ში, ჩუქების სადავო ხელშეკრულებების საფუძველზე დღემდე სრულად ირიცხება მოპასუხე ა----------–--ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 54-45;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.12. 2017 წლის 25 ივლისს გ------ი კ-----ემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად ცნობა და ამჟმად ა----------–--ის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარება. (სამოქალაქო საქმე #2/2821-17). მოპასუხე მხარემ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით იშუამდგომლა #2/2821-17 სამოქალაქო საქმიწარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ მოტივით, რომ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე #2/1668-13, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
მოპასუხე მხარის შუამდგომლობა სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სახეზე არ არის საქმის წარმოების შეწყვეტის სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან #2/2821-17 სამოქალაქო საქმისაგან განსხვავებით, 2/1668-13 სამოქალაქო საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება და ამასთან, უძრავი ნივთის ჩუქების შესახებ გარიგებათა ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეთა კანონიერ ინტერესებს.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეების მხრიდან დაირღვა მისი, როგორც მემკვიდრისა და მესაკუთრის კანონით გარანტირებული უფლებები, რის გამოც უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
დადგენილია, რომ მხარეთა დავა შეეხება ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებას, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის მამის რ---ზ კ-----ის საკუთრებას. ასევე დადგენილია, რომ რ---ზ კ-----ის სამკვიდრო ქონება მიიღეს მისი პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა - მეუღლემ ნ----–--ა კ-----ემ და შვილმა გ------ი კ-----ემ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
ამავე კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
დადგენილია, რომ მამკვიდრებელი რ---ზ კ-----ე გარდაიცვალა გარდაიცვალა 1990 წლის 13 მარტს, რითაც გაიხსნა სამკვიდრო. რ---ზ კ-----ის სამკვიდრო მოიცავდა ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებას. რ---ზ კ-----ეს ანდერძი არ დაუტოვებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს სამკვიდრო ქონების მიღების წესსა და ვადას. კერძოდ: სკ-ის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გ------ი კ-----ემ დედასთან ნ----–--ა კ-----ესთან ერთად მიიღო სამკვიდრო ქონება, მან მოიპოვა საკუთრების უფლება სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე.
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს ნ----–--ა კ-----ის მიერ 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად ცნობას, ნ---- კ-----ისათვის ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა №6---- მდებარე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე და ნ---- კ-----ის მიერ 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად ცნობას,ა----------–--ისათვის იგივე უძრავი ქონების ჩუქების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ხოლო ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
განსახილველ საქმესთან დაკავშირებით დადგენილია, რომ ნ----–--ა კ-----ემ 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით გ------ი კ-----ის თანხმობის გარეშე, მთლიანად განკარგა რ---ზ კ-----ის სამკვიდრო ქონება, მათ შორის გ------ი კ-----ის კუთვნილი წილიც - უძრავი ქონების ½ ნაწილი, რითაც მან ბუნებრივია, დაარღვია მოსარჩელის, როგორც მემკვიდრისა და მესაკუთრის კანონით გათვალისწინებული უფლებები, რის გამოც სახეზეა ამ გარიგების ბათილად ცნობის სკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ასევე, დადგენილია, რომ დასაჩუქრებულმა ნ---- კ-----ემ სადავო უძრავი ქონება თავის მხრივ აჩუქა ქალიშვილს ა----------–--ს, 2013 წლის 15 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა, ვინაიდან ის რეალურად მიზნად ისახავდა გ------ი კ-----ისათვის დაბრკოლების შექმნას რეალურად მიეღო სამკვიდრო ქონება - გარიგება მიზნად ისახავდა თავიდან აერიდებინათ სამკვიდრო ქონების გ------ი კ-----ისათვის გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მოდავე მხარეები არიან უახლოესი ნათესავები. შესაბამისად, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო უძრავი სამკვიდრო ქონების მიმართ ერთმანეთის უფლებების შესახებ. მათ შორის გ------ი კ-----ის უფლებების შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ გ------ი კ-----ის ნებისაგან დამოუკიდებლად, მისი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე განკარგეს სადავო უძრავი ქონება.
არის თუ არა გარიგება მოჩვენებითი ხასიათის შეფასებითი კატეგორიისაა და იგი უნდა დადგინდეს საქმის მთლიანი მასალების ანალიზითა და შინაგანი რწმენით. ისეთ ვითარებაში, როცა მოპასუხეებმა, როგორც გ------ი კ-----ის უახლოესმა ნათესავებმა (ოჯახის წევრებმა) იმთავითვე იცოდნენ გ------ი კ-----ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ინფორმირების/ნების გარეშე მიიღეს და გაასხვისეს ეს ქონება, ისე რომ ფაქტობრივი მოცემულობა არ შეცვლილა და უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელად დღემდე გვევლინება ნ----–--ა კ-----ე, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ უძრავი ქონების გასხვისება რეალურად განხორციელდა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. განსახილველ შემთხვევაში გარიგება დაიდო იმ მიზნით, რომ გამოერიცხათ გ------ი კ-----ის შესაძლებლობა, როგორც მემკვიდრესა და მესაკუთრეს მოეხდინა უძრავი ნივთის მიმართ თავისი უფლებების რეალიზაცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება წარმოადგენს სამკვიდრო ქონების გ------ი კ-----ის მიერ მიღების შეზღუდვის საშუალებას, რის გამოც მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების გარიგებები მიჩნეული უნდა იქნას მოჩვენებით გარიგებად და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1850 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 1850 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.06.2017 წლის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა----------–--ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავ ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, ო----------ის ქუჩა N6---- (საკადასტრო კოდი №0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს გ------ი კ-----ის სარჩელი მოპასუხეების ნ----–--ა კ-----ის, ნ---- კ-----ისა და ა----------–--ის მიმართ.
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 16 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ნ----–--ა კ-----ის მიერ ნ---- კ-----ისათვის ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა №6---- მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის ჩუქების ნაწილში.
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ნ---- კ-----ის მიერ ა----------–--ისათვის ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა №6---- მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის ჩუქების ნაწილში.
1.3. მოსარჩელე გ------ი კ-----ე ცნობილი იქნეს ქ. ბათუმში, ო----------ის ქუჩა №6---- მდებარე, რ---ზ კ-----ის სამკვიდრო უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) ½ ნაწილის მესაკუთრედ.
2. მოპასუხეებს ნ---- კ-----ეს, ნ----–--ა კ-----ესა და ა----------–--ს მოსარჩელე გ------ი კ-----ის სასარგებლოდ დაეკისროთ 1850 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი