განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
330100118002534542
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----18

(გამოძიების №0-----------

№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და-----–----–---–ი

სტაჟიორ-პროკურორი - ილ---------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გი----------–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ----------------------------------------)

 

ადვოკატი - მა--------------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის;

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით გი----------–-–---–ი გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 15:55 საათზე, გი----------–-–---–ი ქ. თბილისში, ს------------------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,თ---–----–--------––-“ განთავსებულ მაღაზია ,,L----------დან“ შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა 3 (სამი) ცალ მამაკაცის საზაფხულო შორტს, ჯამში ღირებულს 115 (ას თხუთმეტი) ლარად და 1 (ერთი) ცალ მამაკაცის მაისურს ღირებულს 34 (ოცდათოთხმეტი) ლარად. აღნიშნული ქმედებით შპს ,,L----------ს“ მიადგებოდა 149 (ას ორმოცდაცხრა) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 3 ივნისს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ა-–------–-----–--------------ში განთავსებულ სავაჭრო ცენტრის ,,ის-------------“ ტერიტორიაზე არსებულ მაღაზია ,,ე-–-----------–-“ გი----------–-–---–ი შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა სახის ტანსაცმელს. კერძოდ: მომწვანო ფერის მაისურს, მონაცრისფრო ფერის ზედას, მოწითალო და თეთრ ფერებში გაწყობილ მამაკაცის ზედას, შავ და თეთრ ფერებში გაწყობილი მამაკაცის ზედას, მოვარდისფრო ფერის მამაკაცის ზედას, მოყვითალო-მომწვანო ფერის მამაკაცის ზედას, მონაცისფრო თეთრ და მომწვანო ფერებში გაწყობილ მამაკაცის ზედას, მონაცისფრო ფერის მამაკაცის ორ ცალ შორტს, შავი ფერის მამაკაცის შორტსა და ხაკისფერ მამაკაცის შორტს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,ე-–---------------ს“ შესაძლოა მისდგომოდა 161 (ას სამოცდაერთი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გი----------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ შპს ,,ე-–------------“ და შპს ,,ე-–---------------ს“ წარმომადგენლის გე-–-----------ს გამოკითვის ოქმებს, მოწმეების - ჯა-----–-------–---ს, გი--------------–---ს, გი------------ს და ბი------------ს გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო მოქმედების ამოღების ოქმებს, ამოღებულ ნივთმტკიცებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენი და გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება გი----------–-–---–ის მიმართ, ბრალდებულ გი----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გი----------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის, ხოლო მეორე შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. განსახილველი დანაშაულებისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულები გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულ დაუფლების მცდელობაში, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი არაერთგზის. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით გი----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით გი----------–-–---–ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და გი----------–-–---–ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან (მათ შორის პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------ წერილის თანახმად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2012 წლის 2 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი რითიც მოვალე გი----------–-–---–ს დაკისრებული აქვს 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული თანხა არ არის გადახდილი და საქმე არის მიმდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ქურდობისათვის ნასამართლევი გი----------–-–---–ი პირველ შემთხვევაში ,,თ---–----–--------––-“ განთავსებულ მაღაზია ,,L----------დან“ შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა 3 (სამი) ცალ მამაკაცის საზაფხულო შორტს, ჯამში ღირებულს 115 (ას თხუთმეტი) ლარად და 1 (ერთი) ცალ მამაკაცის მაისურს ღირებულს 34 (ოცდათოთხმეტი) ლარად. ხოლო მეორე შემთხვევაში სავაჭრო ცენტრის ,,ის-------------“ ტერიტორიაზე არსებულ მაღაზია ,,ე-–-----------–-“ შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა სახის ტანსაცმელს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებები - მნიშვნელოვანი ზიანი, ქმედება ჩადენილი არაერთგზის. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის; ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი არაერთგზის, რისთვისაც გი----------–-–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გი----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გი----------–-–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გი----------–-–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გი----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებებს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (,,L----------დან“ შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა 3 (სამი) ცალ მამაკაცის საზაფხულო შორტს, ჯამში ღირებულს 115 (ას თხუთმეტი) ლარად და 1 (ერთი) ცალ მამაკაცის მაისურს ღირებულს 34 (ოცდათოთხმეტი) ლარად. ხოლო მეორე შემთხვევაში სავაჭრო ცენტრის ,,ის-------------“ ტერიტორიაზე არსებულ მაღაზია ,,ე-–-----------–-“ შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა სახის ტანსაცმელს), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის უმუშევარი და არ აქვს მუდმივი შემოსავლის წყარო, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა), გი----------–-–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ქონების დაუფლება), სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გი----------–-–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენში არსებული გარემოებების გათვალისწინებით გი----------–-–---–ს თითოეული ქმედების განხორციელებისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გი----------–-–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გი----------–-–---–ის მიერ ჩადენილია არაერთი განზრახი დანაშაული, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გი----------–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის რეციდივით სასჯელის დანიშვნის საკითხზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-? ?????? ან 63-? მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ გი----------–-–---–ი წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს სწორედ მისი წარსული ნასამართლობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი (სანქციის მინიმუმზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთის სავალდებულოდ დანიშვნის თაობაზე).

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გი----------–-–---–ს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა არ აქვს გადახდილი, ამდენად, გი----------–-–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· სამი ცალი მამაკაცის საზაფხულო შორტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ შპს ,,L----------ს“ );

· ოთხი ცალი ალარმი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ შპს ,,L----------ს“ );

· მომწვანო ფერის უმკლავებო მაისური, მონაცისფრო მამაკაცის ზედა, მოწითალო და თეთრ ფერებში გაწყობილი მამაკაცის ზედა, შავ და თეთრ ფერებში გაწყობილი მამაკაცის ზედა, მოვარდისფრო ფერის მამაკაცის ზედა, მოყვითალო-მომწვანო ფერის მამაკაცის ზედა, მონაცისფრო, თეთრ და მომწვანო ფერებში გაწყობილი მამაკაცის ზედა, მონაცისფრო ფერის მამაკაცის ორი ცალი შორტი, შავი ფერის მამაკაცის შორტი, ხაკისფერი მამაკაცის შორტი და მოლურჯო ფერის ,,დეფაქტოს“ ფირმის მამაკაცის ჯინსის შარვალი დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ შპს ,,ე-–---------------ს“).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 მაისის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გი----------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, გი----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გი----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 აგვისტოდან.

 

გი----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· სამი ცალი მამაკაცის საზაფხულო შორტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ შპს ,,L----------ს“ );

· ოთხი ცალი ალარმი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ შპს ,,L----------ს“ );

· მომწვანო ფერის უმკლავებო მაისური, მონაცისფრო მამაკაცის ზედა, მოწითალო და თეთრ ფერებში გაწყობილი მამაკაცის ზედა, შავ და თეთრ ფერებში გაწყობილი მამაკაცის ზედა, მოვარდისფრო ფერის მამაკაცის ზედა, მოყვითალო-მომწვანო ფერის მამაკაცის ზედა, მონაცისფრო, თეთრ და მომწვანო ფერებში გაწყობილი მამაკაცის ზედა, მონაციფრო ფერის მამაკაცის ორი ცალი შორტი, შავი ფერის მამაკაცის შორტი, ხაკისფერი მამაკაცის შორტი და მოლურჯო ფერის ,,დეფაქტოს“ ფირმის მამაკაცის ჯინსის შარვალი დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ შპს ,,ე-–---------------ს“).

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი