განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა
შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების - ზ--------------–-ას, თ----------------შვილის, ი-----–- ლ-----–---–-------------------------,ბრალდებულის - შ--–-----------,მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ-------–--–---- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე შ--–----------------------------- (პ/ნ 0----------- - დაბადებულის 1--1 წლის 2---------------, ქ. თ---–--–-, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–-------------------–---–------------- ამჟამად პატიმრის - მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, საქართველოს სსკ 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
შ--–---------ეს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ასევე პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.
ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით შ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:20 საათზე, ქ. თ---–--–-, გლდანის მე-8 მიკრორაიონის მე-7 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გ---------------–---–-ს კუთვნილ ხილბოსტანის მაღაზიაში, ქურდობის ჩადენისთვის ნასამართლევი შ--–---------ე თავს დაესხა გ---------------------------–---–--ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა ერთი გასროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ---------------–---–-ს კუთვნილ ფულად თანხას 10 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით გ---------------–---–ს მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი, ხოლო თ-------------–---–ს მიადგა მორალური ზიანი.
2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე ქ. თ---–--–-, გლდანი, ხ------–---–-------------ში მდებარე შპს ,,ფ------- შოპინგ ცენტრის“ ავტოსადგომზე შ--–---------ე თავს დაესხა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- თანამშრომლებს გ--------–---------ას და ა-–--- თ------ს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა.
შ--–---------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც იგი უკანონოდ ატარებდა 2018 წლის 12 იანვარს ქ. თ---–--–-, გლდანის მე-8 მიკრორაიონის მე-7 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გ---------------–---–-ს კუთვნილ მაღაზიაში.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ შ--–---------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, საქართველოს სსკ 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილია საქმე, გამოიკვლია ბრალდების მტკიცებულებათა ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში შ--–----------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. კერძოდ:
დაზარალებულმა გ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მას აქვს საოჯახო ბიზნესი, კერძოდ, გლდანის მე-8 მ/რაიონში ამუშავებს მაღაზიას და ვაჭრობს ხილბოსტნით. 2018 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში მოწმე და მისი შვილი თეონა კ------–---–- ერთად იმყოფებოდნენ მაღაზიაში, რა დროსაც მაღაზიაში იარაღით შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავზე ე.წ. კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული, ხოლო სახეზე შარფი ჰქონდა აფარებული და მოშავო ფერის იარაღის მუქარით დაზარალებულს ფული მოსთხოვა. გ---------------–---–მა მას აუხსნა, რომ ფული არ ჰქონდა და სალაროში რა ხურდებიც ჰქონდა შეეძლო წაეღო. თავდამსხმელს რამდენჯერმე ჩამოძვრა სახეზე აფარებული შარფი, ბოლოს კი საერთოდ მოიხსნა და დაზარალებულმა მკაფიოდ დაინახა მისი სახე, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა შ--–---------ე. ახალგაზრდა მამაკაცმა შეშინების მიზნით მაღაზიაში იარაღით ჭერის მიმართულებით გაისროლა, რის შედეგადაც ჭერი დაზიანდა. ამის შემდეგ მან დაზარალებულს ჯიბეზე მოქაჩა ფულის წართმევის მიზნით, გ---------–---–-ა თავად ამოიღო ჯიბიდან ორი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა და მისცა მას, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა მაღაზია დატოვა. კ-----ის წასვლის შემდეგ ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. მოგვიანებით, გ---------–---–-ა ამოიცნო შ--–---------ე.
მოწმე თ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ გ---------------–---–-ს შვილი. 2018 წლის 12 იანვარს, ღამის დაახლოებით 00:20 საათზე მოწმე მამამისთან ერთად იმყოფებოდა გლდანის მე-8 მ/რაიონში, მე-7 კორპუსში მდებარე საკუთარი ოჯახის ხილბოსტნის მაღაზიაში. ამ დროს მაღაზიაში შევიდა ბრალდებული შ--–---------ე, რომელმაც მუქი ფერის იარაღი გადატენა და მამა-შვილს ფული მოსთხოვა. თავდამსხმელს ამ დროს ეცვა თხელი დუტის ქურთუკი, თავზე ეფარა ე.წ. კაპიშონი, მის შიგნით კი ქუდი, ხოლო მთელ სახეზე შარფი ჰქონდა მოხვეული. გ---------------–---–მა თავდამსხმელს განუმარტა, რომ ფული არ ჰქონდა და შეეძლო სალაროში რაც იყო, აეღო. შ--–---------ემ იარაღი ჭერისკენ ისროლა და კვლავ მოსთხოვა დაზარალებულს ფული. შემდეგ იგი მივიდა სალაროსთან და როდესაც ნახა, რომ იქ ხურდა ფულების გარდა მართლა არაფერი იყო, გ---------------–---–ს ჯიბეზე მოქაჩა ხელი, თუმცა ამ უკანასკნელმა თავად ამოიღო 20 ლარიანი და ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, საიდანაც ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, ანუ 10 ლარი მისცა კ-----ეს. როდესაც ბრალდებული სალაროსთან მივიდა, მას სახიდან ჩამოუვარდა შარფი, რის შედეგადაც მოწმემ დაახლოებით ნახევარი მეტრის მანძილზე კარგად დაინახა მისი სახე. ფულის აღების შემდეგ კ-----ემ დატოვა მაღაზია. მოწმემ დარეკა პოლიციაში, რის შემდეგაც ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ეტაპზე მოწმემ ამოიცნო შ--–---------ე.
მოწმე ა-–------------- სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით ღამის 11:00 საათზე მოწმე თავის მეწყვილე გ--------–---------ასთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე. ამ დროისთვის მათთვის ცნობილი იყო 12 იანვარს გლდანში, ხილბოსტნის მაღაზიაში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით და ინფორმირებულები იყვნენ ყაჩაღობის ჩამდენი პირის აღწერილობასა და აღნაგობის შესახებ. მათ ხსენებულ ქუჩაზე, მაღაზია ,,ფ-------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს მსგავსი აღნაგობის მქონე პირი, რომელმაც გამოხედვით და უცნაური ქცევებით მიიქცია ყურადღება. აღნიშნული მამაკაცი მოგვიანებით აღმოჩნდა შ--–---------ე. მას ტანთ ეცვა ღია ფერის ჯინსი, შავი ქურთუკი ე.წ. კაპიშონით და მოთეთრო ფერის ბოტასები, თავზე ეხურა კაპიშონი. პოლიციელებმა გადავწყვიტეს აღნიშნული პირის შემოწმება, გააჩერეს ავტომანქანა, გადმოვიდნენ და დაიწყეს მოძრაობა ბრალდებულისკენ. ამ უკანასკნელმა როგორც კი შენიშნა მისკენ მიმავალი პოლიციელები, დაიწყო გზის მოპირდაპირე მხარეს გადასვლა, რაზეც პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გაჩერებულიყო, რადგან პოლიციელები იყვნენ. ბრალდებულმა ამის გაგონებაზე პირიქით, მოუმატა სიარულის სიჩქარეს და დაიწყო გზაზე გადარბენა. პოლიციელები ჩასხდნენ მანქანაში და ,,ფ-------“-სთან მანქანით გადაუკეტეს გზა. კ-----ეს არსად არ ჰქონდა გასაქცევი, ამიტომ მან გაჩერებისთანავე ამოიღო იარაღი და პოლიციელების მისამართით გაისროლა. გასროლისას ბრალდებულსა და პოლიციელებს შორის მანძილი იყო დაახლოებით 5-6 მეტრი. მოწმე და მისი თანამეწყვილე იქვე მდგარ ავტომანქანას ამოეფარნენ და გასროლილი ტყვია ამ ავტომანქანის საბარგულს მოხვდა. ბრალდებული კვლავ გაიქცა, ხოლო პოლიციელები გაეკიდნენ და მოუწოდებდნენ გაჩერებულიყო, ბრალდებულმა კიდევ ერთხელ გაისროლა პოლიციელებისკენ და შემდეგ კორპუსში მიიმალა. ამ ფაქტის შესახებ პოლიციელებმა შეატყობინეს თავიანთ ხელმძღვანელობას. შემთხვევამდე პოლიციელები კარგად აკვირდებოდნენ ბრალდებულს, ისინი ორ მეტრამდე დისტანციით მიუახლოვდნენ მას, რა დროსაც პირდაპირ უყურებდნენ. გამოძიების ეტაპზე მოწმემ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში, რის შედეგადაც უყოყმანოდ ამოიცნო შ--–---------ე.
მოწმე გ--------–---------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 იანვარს მოწმე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისი ყველა თანამშრომელი ორიენტირებული იყო 2018 წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილბოსტნეულის მაღაზიასთან მომხდარ ყაჩაღობის საქმესთან დაკავშირებით. ისინი ინფორმირებულნი იყვნენ ყაჩაღობის ჩამდენი პირის აღნაგობისა და გარეგნობის თაობაზე. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე მოწმე თავის თანამეწყვილე ა-–--- თ------სთან ერთად საკუთარი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით მოძრაობდა გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტ ,,ფ-------“-სთან. ამ დროს ჟ---------ას და თ------ს ყურადღება მიიპყრო ქუჩაში მყოფმა მამაკაცმა, რომელიც აფორიაქებული ჩანდა და მისი გარეგნობა ჰგავდა იმ პიროვნებას, რომელმაც ორი დღის წინ ხილბისტანთან ჩაიდინა ყაჩაღობა. პოლიციელებმა გააჩერეს ავტომანქანა, გადმოვიდნენ და გაემართნენ ხსენებული მამაკაცისკენ, აღნიშნული მამაკაცი მოგვიანებით აღმოჩნდა ბრალდებული შ--–---------ე. ბრალდებულს ეცვა ე.წ. კაპიშონიანი ტანსაცმელი. პოლიციელები მას სამი მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ და პირადობის მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს, ბრალდებულმა თავისთვის ჩაილაპარაკა, რომ დედა ჰყავდა ცუდად და ეჩქარებოდა, რის შემდეგაც სწრაფად გაიქცა მითითებული ტერიტორიიდან. პოლიციელები ჩასხდნენ მანქანაში და გაეკიდნენ მას, რის შედეგადაც სუპერმარკეტ ,,ფ-------სთან“ გზა გადაუკეტეს, რომ ვერ გაქცეულიყო. ბრალდებულსა და პოლიციელებს შორის კიდევ 3-4 ავტომანქანა იდგა. ამ დროს კ-----ემ ამოიღო მოშავო ფერის იარაღი, რომლის ლულა მიმართა პოლიციელებისკენ და გაისროლა. პოლიციელები იქვე მდგარ ავტომანქანას ამოეფარნენ და გასროლილი ტყვია ერთერთ ავტომანქანას მოხვდა. პოლიციელებმა ბრალდებულს არ ესროლეს იარაღი, რადგან ქუჩაში ხალხმრავლობა იყო და მხოლოდ სიტყვიერი მოწოდებით შემოიფარგლენ, რომ გაჩერებულიყო. კ-----ემ ამით ისარგებლა და სწრაფად გაიქცა, ხოლო პოლიციელები კვლავ გაეკიდნენ. შემდეგ კ-----ე შემოტრიალდა და ,,ფ-------“-ს წინა მხარეს, პოლიციელების მისამართით კიდევ გაისროლა, რის შემდეგაც კორპუსების მხარეს გადავიდა და მიიმალა. მოწმემ და მისმა თანამეწყვილემ ამ ფაქტის შესახებ შეატყობინეს ხელმძღვანელობას. მოწმის განმარტებით, მან შ--–----------- სახე კარგად დაინახა და დაიმახსოვრა, მან ასევე აღწერა ბრალდებულის ჩაცმულობაც შემთხვევის დროს, კერძოდ, კ-----ეს ეცვა მოთეთრო ფერის ბოტასები, ღია ფერის ჯინსის შარვალი და კაპიშონიანი შავი ქურთუკი, თავზე ეფარა მოთეთრო ფერის ქუდი, საიდანაც გვერდითა მხარეს მოუჩანდა მოგრძო თმა. მოწმემ დაადასტურა, რომ მან გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში, რის შედეგადაც ამოიცნო შ--–---------ე.
მოწმეებმა ნ-------------–---–-ა, ვ------------------ემ, ს------------–---–მა, ზ----------–------მ, გ--------–--–--------ემ, ი-–------------ემ, ა---------–------–-ა, გ-------–---–-------------------–-–---–--------------------------------------–------------------–-----–-–---–-ა, მ-------------------------------------------–--–---–---------------------–---- სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით შ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით (ტომი II, ს.ფ. 16-20).
2018 წლის 13 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თ---–--–-, გლდანის მე-8 მ/რაიონის, მე-7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გ---------------–---–-ს კუთვნილი ხილ-ბოსტანის მაღაზია, რის შედეგადაც მაღაზიის იატაკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა, ასევე ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ორი ცალი სუნის კვალის ნიმუში და ორი ცალი პოლიეთილენის პარკი (ტომი I, ს.ფ. 76-82).
2018 წლის 18 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის #------ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 1 ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9/18 მმ კალიბრის საბრძოლო მასალის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის და სხვა. მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის, გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტში (ტომი I, ს.ფ. 134-136).
2018 წლის 25 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის #------ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 1 ცალი ტყვია არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის, ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПМ) და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (АПС) აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა, ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულიდან. ტყვიის ძირი მკვრივ-ბლაგვ საგანთან კონტაქტის შედეგად მცირედით დეფორმირებულია, ხოლო აღნიშნული დეფორმაცია გამოიწვია თუ არა ასხლეტვამ, დადგენა ვერ მოხერხდა;
ტყვია და მასრები შეადგენდა თუ არა გასროლამდე ერთ მთელს და გასროლილია თუ არა ერთი და იგივე იარაღიდან დადგენა ვერ მოხერხდა;
ა/მანქანა ,,MITSUBISHI COLT“ სახ. #O-------- საბარგულის სახურავზე არსებული დაზიანება არის პირველადი და განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 8-დან 10 მმ-მდე დიამეტრის 1 ჭურვით (დაზიანება #1). ამ დაზიანების გაგრძელებაა #2, #3, #4 და #5 დაზიანებები. ვიზირებისას დადგინდა, რომ ჭურვის ტრაექტორია მიმართულია: უკნიდან წინ, ზევიდან ქვევით და მარჯვნიდან მარცხნივ. ჰორიზონტის მიმართ დახრის კუთხე შეადგენს დაახლოებით 90, ხოლო ა/მანქანის გრძივი ღერძის მიმართ დახრის კუთხეა დაახლოებით 300. გასროლა შესაძლებელია ნაწარმოები იყოს არაახლო მანძილიდან.
2 ცალი მასრა არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის საბრძოლო მასალის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა. ორივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში და იდენტურია შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მ--------------–---- წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მასრის (ტომი II, ს.ფ. 23-29).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ზ------------ე, რომელმაც დადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და დაეთანხმა მათ.
2018 წლის 14 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თ---–--–-, გლდანი, ხ------–---–------------, მე-5 და მე-6 მ/რაიონებს შორის არსებული სუპერმარკეტი ,,ფ-------“-ს მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ სუპერმარკეტის უკანა მხარეს არსებული ავტოსადგომი და სუპერმარკეტის წინ არსებული ავტოსადგომი. სუპერმარკეტ ,,ფ-------“-ს უკანა მხარეს განთავსებული ავტოსადგომი არის დაახლოებით 600-700 კვადრატული მეტრის ფართობის, რომელზეც სამ მწკრივად განლაგებულია რამოდენიმე ათეული ავტომობილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტი-კრიმინალისტების მიერ სუპერმარკეტ ,,ფ-------“-ს უკანა მხარეს განთავსებულ ავტოსადგომის საავტომობილო შესასვლელიდან ხელმარცხნივ მოთეთრო ფერის დეკორატიული კენჭების ზედაპირზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა (ობიექტი #1), ასევე სუპერმარკეტ ,,ფ-------“-ს წინ არსებულ ავტოსადგომზე ასფალტის ზედაპირზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა (ობიექტი #2). შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სუპერმარკეტ ,,ფ-------“-ს უკანა მხარეს არსებულ ავტოსადგომზე მდგარ მიცუბიშის მარკის ავტომობილზე სახ. ნომრით 0069799 ნანახი იქნა დაზიანების კვალი, კერძოდ ავტომანქანის უკანა მხარეს საქარე მინის ძირში აღმოჩენილი იქნა დაახლოებით 1 სმ დიამეტრის ნახვრეტი, ასევე ავტომობილის სალონის დათვალიერებისას უკანა სავარძლის საზურგის მარცხენა მხარე და უკანა მარცხენა კარის პლასტმასზე აღმოჩენილი იქნა დაზიანების კვალი, ხოლო წინა საქარე მინის ქვეშ ე.წ. ,,ტორპედო“-ზე ნანახი იქნა მეტალის საგანი (გულა). ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა სათანადო წესით (ტომი I, ს.ფ. 8-13).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ავტომანქანა ,,მიცუბიში კოლტი“-ს მფლობელი თ----------------ა, რომელმაც დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა და დამატებით განმარტა, რომ დათვალიერების დროს პოლიციის თანამშრომლებმა უკანა საქარე მინის ქვემოთ აღმოაჩინეს პატარა ზომის ნახვრეტი, ხოლო ავტომანქანის სალონში, წინა საქარე მინასთან იპოვნეს პატარა ზომის ლითონის ნივთი, როგორც პოლიციის თანამშრომლებისგან გაიგო - ტყვიის გულა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 იანვარს, 14:25 საათზე, ქ. თ---–--–-, გლდანის მე-6 მ/რაიონში მდებარე სუპერმარკეტ GL-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა შ--–---------ე, რომელმაც დაკავებისას სამართალდამცავებს გაუწია წინააღმდეგობა (ტომი I, ს.ფ. 146-153).
2018 წლის 19 იანვრის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გაჩხრეკილ იქნა ქ. თბილისი, სოფელ გლდანში, მა-------–---–-------------ში მდებარე შ--–----------- საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ქუდები, სპორტული ფეხსაცმელები, შარფი, შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ქამარი იარაღისა და მჭიდის ჩასადებებით (ტომი I, ს.ფ. 195-201).
2018 წლის 19 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ-------------–---–მა ამოიცნო შ--–---------ე, რომელმაც 2018 წლის 12 იანვარს, მას და მამამისს გ---------------–---–ს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა და ჰაერში ერთხელ გაისროლა (ტომი I, ს.ფ. 162-166).
2018 წლის 19 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ გ---------------–---–მა ამოიცნო შ--–---------ე, რომელმაც 2018 წლის 12 იანვარს, მას და მის შვილს თ-------------–---–ს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა და ჰაერში ერთხელ გაისროლა (ტომი I, ს.ფ. 167-171).
2018 წლის 20 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ გ--------–---------ამ ამოიცნო შ--–---------ე, რომელმაც 2018 წლის 14 იანვარს, გლდანში სუპერმარკეტ ,,ფ-------“-სთან მას და ა-–--- თ------ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა და მიიმალა (ტომი I, ს.ფ. 57-61).
2018 წლის 20 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ა-–------------- ამოიცნო შ--–---------ე, რომელმაც 2018 წლის 14 იანვარს, გლდანში სუპერმარკეტ ,,ფ-------“-სთან მას და გ--------–---------ას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა და მიიმალა (ტომი I, ს.ფ. 68-72).
2018 წლის 25 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა შპს ,,ფ------- შოპინგ ცენტრი“-დან ამოღებული 2018 წლის 14 იანვრის ვიდეოჩანაწერები. 23:02:53 საათზე, ვიდეოჩანაწერში ჩანს გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნება, რომელიც გადაადგილდება ავტოსადგომზე სწრაფი ნაბიჯებით, რის შემდგომ ავტოსადგომზე ჩერდება ავტომანქანა, რა დროსაც ფეხით მოსიარულე პიროვნება ბრუნდება უკანა მიმართულებით სწრაფი ნაბიჯით, ხოლო ავტომანქანიდან გადმოდის ორი პიროვნება, რომლებიც მიემართებიან ფეხით მოსიარულეს მიმართულებით, რის შემდგომ ეკრანის კუთხეში ფეხით მოსიარულის მხრიდან ჩნდება ნათება ნაპერწკლების სახით, ხოლო აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოსული ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი სწრაფი ნაბიჯით მიემართება ფეხით მოსიარულის მიმართულებით, ხოლო მეორე - საპირისპირო მიმართულებით (ტომი II, ს.ფ. 63-67).
2018 წლის 27 თებერვლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 იანვარს, ქ. თ---–--–-, გ-–---------------------------- კორპუსის მიმდებარედ გ---------------–---–-ს კუთვნილი ხილბოსტანის მაღაზიაში გ------------------- კ------–---–-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: მაღაზიაში შესასვლელიდან დაახლოებით ერთ მეტრში მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და ამავე მაღაზიაში შესასვლელიდან დაახლოებით ორ მეტრში მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ შ--–-----------გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ტომი II, ს.ფ. 94-96).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ-----------------ე, რომელმაც დადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას. ექსპერტმა დაკითხვისას დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაში მონაწილეობდა სპეციალურად გაწვრთნილი სამი სამსახურებრივი ძაღლი, რომლებმაც ერთნაირად დაადასტურეს, რომ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტური იყო ბრალდებულ შ--–-----------გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
2018 წლის 09 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებულ კაშნეზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის შ--–---------ეს; პაკეტში წარწერით ,,1 ცალი მოშავო ფერის ქურთუკი“ მოთავსებულ ქურთუკზე და პაკეტში, წარწერით ,,2 ცალი სპორტული ფეხსაცმელი, წარწერით ,,AIRMAX”, ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული კომპიუტერის მაგიდის გვერდით, იატაკიდან“ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. #5,6-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი შ--–----------- გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში წარწერით ,,3 ცალი ქუდი“ მოთავსებულ კონვერტში, წარწერით ,,1 ცალი ნაქსოვი ქუდი, ამოღებული მისაღები ოთახიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ ოთახში, ლოგინიდან“, მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალა და თმები ეკუთვნის შ--–---------ეს; კონვერტში წარწერით ,,1 ცალი მოთეთრო ფერის ქუდი, ამოღებული მისაღები ოთახიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ საძინებელ ოთახში, კარადიდან“, მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. 8-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი შ--–----------- (ობ. #10) გენეტიკური პროფილის იდენტურია (ტომი II, ს.ფ. 122-128).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ი-----------ძე, რომელმაც დადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2018 წლის 26 მარტის ქიმიური ექსპერტიზის #------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მოშაო ფერის ქურთუკზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის და ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის სპილენძის და ტყვიის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა და მარცხენა სახელოზე (ტომი II, ს.ფ. 141-148).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ლ------------ა, რომელმაც დადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
ბრალდებულმა შ--–---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ შ--–----------- მიერ ბრალადშერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, მან შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.
ამასთან, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულების შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, გამოკვლეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა (ამოცნობისა და დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით) ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:20 საათზე, ქ. თ---–--–-, გლდანის მე-8 მიკრორაიონის მე-7 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გ---------------–---–-ს კუთვნილ ხილბოსტანის მაღაზიაში, ქურდობის ჩადენისთვის ნასამართლევი შ--–---------ე თავს დაესხა გ---------------------------–---–--ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა ერთი გასროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ---------------–---–-ს კუთვნილ ფულად თანხას 10 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით გ---------------–---–ს მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი, ხოლო თ-------------–---–ს მიადგა მორალური ზიანი.
გარდა ამისა, საქმეზე გამოკვლეული მასალებით დადასტურდა შ--–----------- მიერ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით შ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით (ტომი II, ს.ფ. 16-20).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს, წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე - 186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული, რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
შ--–---------ე ნასამართლევი პირია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის (ქურდობა - 177-ე მუხლის პირველი ნაწილი) და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2018 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მას ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ამდენად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზისობით.
რაც შეეხება პოლიციელებზე თავდასხმის ეპიზოდს, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--–---------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული ქმედება; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა შ--–----------- ბრალეულობა. კერძოდ, სასამართლოში დაკითხული დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებიდან და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით (ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით) დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე ქ. თ---–--–-, გლდანი, ხ------–---–-------------ში მდებარე შპს ,,ფ------- შოპინგ ცენტრის“ ავტოსადგომზე შ--–---------ე თავს დაესხა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- თანამშრომლებს გ--------–---------ას და ა-–--- თ------ს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. თავისი კონსტრუქციით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა არის ფორმალური და იგი დამთავრებულია მოქმედების ჩადენისთანავე.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე ქ. თ---–--–-, გლდანი, ხ------–---–-------------ში მდებარე შპს ,,ფ------- შოპინგ ცენტრის“ ავტოსადგომზე შ--–---------ე თავს დაესხა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–---- თანამშრომლებს გ--------–---------ას და ა-–--- თ------ს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა.
სასამართლო სარწმუნოდ და საფუძვლიანად ვერ მიიჩნევს ბრალდებულის მიერ გამოთქმულ პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალას.
გარდა ამისა, დაზარალებულ გ---------------–---–-სა და მოწმე თეონა კ------–---–-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით მკაფიოდ იკვეთება შ--–----------- მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ჩადენის ფაქტი. მართალია საქმეზე არ არის ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ მოწმეებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ მის ხელში დაინახეს მოშავო ფერის იარაღი, რომლიდანაც გაისროლა, ხოლო სროლის შედეგად დაზიანდა მაღაზიის ჭერი. დაზიანებების ფაქტი, ასევე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის ფაქტი დადასტურდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ვაზნით და ექსპერტიზის დასკვნებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ--–---------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი¬სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელო¬ვანი და უმაღლესი საფეხურია, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩე¬ნის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. ასევე ამ დროს ყურადღება გადატანილია არა მოსამართლეზე, არამედ `ობიექტურ პირზე. რომელიც ობიექტური, მიუკერძოებელი, ნეიტრალური დამკვირვებელია. მოცემული მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) სასამართლოში გამოკვლეუ¬ლი მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრუ¬ლი ეჭვის საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.
ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ შ--–---------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის), საქართველოს სსკ 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება) გათვალისწინებული ქმედებები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
შ--–----------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ დაკავებისას მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს. შ--–----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აგრეთვე ის, რომ დაზარალებულ გ---------–---–ს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. რაც შეეხება მის ნასამართლობას, ის ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს (არაერთზისობა) და შესაბამისად აღნიშნული ფაქტი ბრალდებულის პასუხისმგებლობის გამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ--–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, საქართველოს სსკ 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბოს და შ--–---------ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შ--–---------ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
შ--–---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 იანვრიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
1. ელექტრონული დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
2. სამი ცალი მასრა, ერთი ცალი ტყვიის გულა, ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ორი ცალი სუნის ნიმუშები, ნერწყვის და თმის ნიმუშები, შ--–----------- ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები- განადგურდეს;
3. შ--–----------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი ქუდი - დაუბრუნდეს შ--–---------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე
ლ. ორკოდაშვილი