განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002056664
საქმე N--711/17წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15.11.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ზუ---------–--–-ძე
1. ბრალდებული: მე---------–------ძე
მამის სახელი: სო---
დაბადებული: 1--12.1963 წელს
პირადი ნომერი: 6---------4
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–ო
ნასამართლობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ზუ---–-–---–---------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,ა’’ ქვეპუნქტები.
2. ბრალდებული: და--------–--–--ლი
მამის სახელი: ქ----–ი
დაბადებული: 2--05.1975 წელს
პირადი ნომერი: 6---------1
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–ო
ნასამართლობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, დ.თ------------–ის ქუჩა, შე----------
ადვოკატი - ზა--------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ა’’ ქვეპუნქტები.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N-71060717001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 06 ივლისს, ღამის საათებში, მე---------–------ძემ და--------–--–--ლთან, ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ქ.ბათუმში, მე---- აბ-–--ის გამზირი N-, ბინა N-3-ში მდებარე ლი-–----–------იას კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ამ უკანასკნელის პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.2. 2017 წლის 06 ივლისს, ღამის საათებში, და--------–--–--ლმა, მე---------–------ძესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ქ.ბათუმში, მე---- აბ-–--ის გამზირი N-, ბინა N-3-ში მდებარე ლი-–----–------იას კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ამ უკანასკნელის პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობის მცდელობა,2.1 სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით;
ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ მიღებული შეტყობინებით მოქალაქეები მე---------–------ძე და და--------–--–--ლი 2017 წლის 06 ივლისს ღამით აპირებდნენ ქ. ბათუმში მე---- აბ-–--ის გამზირი #- ბინა #---ის გაქურდვას; (იხ ს.ფ.1-2)
მოწმის სახით დაკითხვისას გო---------ემ განაცხადა, რომ მის მიერ ღამის საათებში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარკვეული პირები აპირებდნენ ლი-–----–------იას ბინის გაქურდვას; ინფორმაციის მიღების შემდეგ მოახდინა პიროვნებების იდენტიფიცირება; გააფორმა პატაკი და მოახსენა ხელმძღვანელს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 1-.02.2018, 14:06:11სთ-14:09.52სთ);
მოწმის სახით დაკითხვისას კა----------------ძემ განაცხადა, რომ მუშაობს პოლიციის მესამე განყოფილებაში, შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მე---- აბ-–--ის ქ ბინა #---ში ადგილი ჰქონდა ბინის ქურდობის ფაქტს; დაკითხა პატაკის ავტორი, განყოფილებაში დაიგეგმა სამოქმედო გეგმა და ჯგუფთან ერთად წავიდა იმ მისამართზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სხვა განყოფილების და სამმართველოს თანამშრომლებიც; შევიდნენ საცხოვრებელ კორპუსში; წინ მიდიოდა გი------------–-ძე და მა-------------ე მესამედან მეოთხე სართულზე ასვლისას დაინახა, რომ მარცხნივ მდებარე ბინის კარი გაიღო, საიდანაც გამოვიდა და--------–--–--ლი; მას ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, მე---------–------ძემ მათ დანახვაზე მოახერხა უკან შებრუნება და ჩაკეტა კარი, და--------–--–--ლის კარებიდან მოცილებული იქნებოდა დაახლოებით ერთი მეტრით, მან ვერც მოახერხა ადგილიდან წასვლა, წამიერად მასთან მივიდნენ და მოახდინეს მის დაკავება და ჩხრეკა; შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი; როგორც ახსოვს და--------–--–--ლთან იმყოფებოდა მასთან ერთად ნუ----------ძე, მა-------------ე
დანარჩენი პირები მივიდნენ ბინასთან მიმართავდნენ შიგ მყოფ მე---------–------ძეს, ის რაღაც პერიოდი არ აღებდა კარს; იცის, რომ მოიყვანეს ოჯახის ახლობელიც გი---------–---ა, რომელსაც ბინის გასაღები ჰქონდა, თუმცა მან ვერ მოახერხა გასაღებითაც კარის გაღება; შემდეგ მე---------–------ძემ თვითო გააღო კარები; პოლიციის თანამშრომლები - ზუ----------–-ძე, დათო გოხიძე და გუ---- აბულაძე შევიდნენ ბინაში ექსპერტთან ერთად, მას კარებთან ჰქონდა ორი პოლიეთილენის პარკი აქ მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის ჭურჭელი, რაც ამოიღეს; ექსპერტის მიერ კვლები ამოღებული ვერ იქნა; მე---------–------ძე დააკავეს და გადაიყვანეს განყოფილებაში, დაკავების შესახებ აცნობა მის ახლობელს;
როცა მივიდნენ იქნებოდა 03:20 საათი, შეტყობინება არ მიუღიათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია დაახლოებით 02:50 საათზე, დაკითხვის შემდეგ წავიდა;
ბინა არის მეოთხე სართულზე; მისვლისას იქ იმყოფებოდნენ სამმართველოს თანამშრომლები, ეზოში იყვნენ ასევე ხელმძღვანელი პირებიც, მათ შორის ზაზა დიასამიძე; სადარბაზოში მაღლა ავიდა პოლიციის რვა თანამშრომელი, მოვიდნენ ექსპერტები, მოგვიანებით მოვიდა ბინის მესაკუთრის სიძე - გი---------–---ა, მან შეეცადა, მაგრამ ვერ გახსნა კარი, გასაღები ვერ მოარგო; გასაღებით კარი არ გაიხსნა შიგნიდან იყო ასევე გასაღები; სავარაუდოდ კარი ჩაკეტა შიგნით მყოფმა პირმა, და--------–--–--ლი იმყოფებოდა ბინასთან გამოდიოდა კარიდან და მან ვეღარ მოასწრო მათ დანახვაზე შებრუნება; მცდელობა ვერც ექნებოდა რომ დაინახა ისინი მერაბი უკვე ჩაიკეტა; კიბეზე ასვლისას დაინახა მარცხენა მხარეს, კარებიდან მეტრნახევარით იქნებოდა დაცილებული, მცდელობაც არ ჰქონია, მათ იცოდნენ უკვე მიღებული ინფორმაციით ამ პირებზე და მოახდინეს სწრაფად დაკავება ;
ადასტურებს, რომ და--------–--–--ლს უკან მოყვებოდა მე---------–------ძე, და--------–--–--ლი იყო ნახევრად გამოსული კარებიდან, რომ დაინახა ისინი, მე---------–------ძე შებრუნდა და ჩაიკეტა კარი; საბოლოოდ საკუთარი სურვილით დაიძახა და გახსნა კარი, მისი მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია; და--------–--–--ლს ქუდი ეხურა, ეცვა შავი მაისური; ეზოში ისინი ფაქტიურად არ შეჩერებულან; მალევე ავიდნენ ბინაში; ხიმშიაშვილი ადგილზე გააჩერეს და აწარმოებდნენ მასთან საგამოძიებო მოქმედებებს;
გამომძიებელმა დაიწყო ოქმის შედგენა, თავად არ მონაწილეობდა; სადარბაზო განათებული იყო;
სუ-–------ძე დააკავეს დაახლოებით ხიმშიაშვილის დაკავებიდან 10 წუთის შემდეგ; სლაბერიძის ჩხრეკა ჩაატარეს და გადაიყვანეს , ხიმშიაშვილთან ერთად არ წაუყვანიათ; ხიმშიაშვილი სადაც დააკავეს იქვე იყო პარკიც, ვინაიდან ის არ მონაწილეობდა ხიმშიაშილის დაკავებისას, ზუსტად ვერ აღწერს; და--------–--–--ლი, რომ გამოვიდა და მოყვებოდა ხელში ეჭირა ეკავა ხელში პოლიეთილენის პარკები რაც მან დაინახა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 21.02.2018წ 15:50:11სთ-16:07:24სთ)
გი------------–-ძემ განმარტა, რომ 2017 წლის 06 ივლისს ღამის საათებში ოპ ერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რადგან დაფიქსირდა ქურდობის ფაქტი, თათბირი ჩატარდა, იყო მისი უბნის ტერიტორია, აღწერა ჰქონდა ჩატარებული თავის სამოქმედო ტერიტორიაზე და იცოდა, რომ მე---- აბ-–--ის გამზირი #--ში, ბინა #---ში ცხოვრობდა ლი-–----–------ია; დაუკავშირდა და აცნობა შემთხვევის შესახებ; ის ამ დროს , რომ იყო ფოთში, მისივე განმარტებით მისი ბინის გასაღები მოიძიეს სიძე გი---------–---ასთან; გი---------–---ა მოვიდა ადგილზე, ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში, მივიდნენ მისამართზე, აბ-–--ის ქუჩაზე დაუხვდათ სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებიც; მიიღეს ხელმძღვანელებიდან ადგილზე დავალებები; დაახლოებით ექვსი პირი ავიდა მეოთხე სართულზე, ასვლისას კიბის თავზე დაინახა, რომ და--------–--–--ლი გამოვიდა ბინიდან, ხელში ეწირა პოლიეთილენის პარკი; მან გააგდო ეს პარკი ხელიდან; იმავე ბინის კარებიდან გამოდიოდა მე---------–------ძე, რომელმაც მოასწრო ბინაში შებრუნება და ჩაკეტა კარები; მალევე მოვიდა გი---------–---აც, მან ვერ გააღო კარი , ისევ მე---------–------ძემ გააღო თავისი ნებით და ის დააკავეს; თავად ბინაში არ შესულა; და--------–--–--ლი დააკავეს, ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და წაიყვანეს პირდაპირ პოლიციის მესამე განყოფილებაში;
დაკავების პერიოდში მოვიდა გი---------–---ა, ბინა როგორც კი გახსნეს და შევიდანენ თვითონ უკვე წაიყვანეს და--------–--–--ლი განყოფილებაში; გამომძიებელი ნუ----------ძე ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს; მასთან ერთად მონაწილეობას იღებდა გე-–------------–--ლი;
ადასტურებს კიდევ, რომ როცა ავიდნენ მეოთხე სართულზე, ბინიდან გამოდიოდა და--------–--–--ლი, ერთ ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი და სწრაფად დადო ძირს; ის გამოდიოდა, ხოლო სუ-–------ძე მოყვებოდა, მათ დანახვაზე შეტრიალდა ბინისკენ, მასაც ეჭირა ხელში პოლიეთილენის პარკები და მაგრამ ის შებრუნდა უკანვე ბინაში;
როცა ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ, ეზოში შეჩერდნენ მხოლოდ განაწილების მიზნით, კონკრეტული მისამართი იცოდა და ნაწილი განაწილდა მიმდებარე ტერიტორიაზე; ზუსტად იცოდა ვისი ბინა იყო და სად იყო ეს ბინა; მეზობლებთან რაიმე სახის კონტაქტი არ ჰქონიათ, მას ის არც ჭირდებოდა , იცოდა ეს ბინა; ხიმშიაშვილს ეცვა ნაჭრის შარვალი და შავი ფერის პერანგი, ქუდი ეხურა; სუ-–------ძეს ჯინსის შარვალი და პერანგი; სადარბაზო განათებული იყო; არა ავტომატური განათებით; ხიმშიაშვილის დაკავებიდან დაასრულეს და წამოვიდნენ; ხიმშიაშვილთან საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და წამოვიდა; ალანია მოვიდა დაახლოებით 15-20 წუთში, ლი-–----–------იადან შეიტყო საკონტაქტო ნომერი; (იხ ოქმი 21.02.2018წ 16 :15 :32სთ-16:31:05სთ)
ნუ----------ძემ განაცხადა, რომ 2017 წლის 06 ივლისს ღამის საათებში შემოვიდა ინფორმაცია მასზედ, რომ მე---- აბ-–--ის გამზირი #--ში არსებული საცხოვრებელი სახლის ბინაში იმყოფებოდნენ მე---------–------ძე და და--------–--–--ლი;
მასთან ერთად იმყოფებოდნენ ზუ----------–-ძე, გი------------–-ძე კა----------------ძე, გე-–------------–--ლი, იქ დახვდათ სამმართველოს ხელმძღვანელები, ასევე სხვადასხვა განყოფილებიდან თანამშრომლები;
სადარბაზოში ავიდნენ კიბეებზე, ასვლისას დაინახეს, რომ საცხოვრებელი ბინიდან გამოდიოდა და--------–--–--ლი, მათ დანახვაზე პოლიეთილენის პარკი დადო ძირს, მე---------–------ძე ამავე დროს გამოდიოდა ბინიდან, მას ხელში ეჭირა ორი პოლიეთილენის პარკი; ის მათ დანახვაზე შეტრიალდა და კარი დაკეტა; თავად და--------–--–--ლთან დარჩა, მოვიდნენ ექსპერტ კრიმინალისტები, ჩაატარეს პირადი ჩხრეკა; ამოიღეს პარკი, მასში მოთავსებული იყო ოცი ცალი თეფში, ასევე წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ორი ცალი სანთებელა; დაილუქა ამოღებული ნივთები; და--------–--–--ლი გადაიყვანეს განყოფილებაში და მისი დაკავების შესახებ აცნობეს ახლობელს;
და--------–--–--ლი დაინახა, რომ გამოდიოდა ბინიდან, მას მარჯვენა ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი და მათ დანახვაზე ეს პარკი დადო ძირს, ბინის კარებიდან მეტრი მეტრნახევრის მანძილზე იქნებოდა;
იქ ალბათ იყო ერთი საათის განმავლობაში, რაც დაჭირდა საგამოძიებო მოქმედებებს და გადაიყვანეს ამის შემდეგ; და--------–--–--ლს ეხურა ქუდი ეცვა მუქი ფერის მაისური, განათება იყო სადარბაზოში მუდმივი განათებით; ხილვადობა იყო კარგი (იხ. ოქმი 21.02.2018წ 16:33:11სთ-16:46:31სთ)
და-----------ემ განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდნენ მე---- აბ-–--ის ქუჩაზე; იყვნენ სამმართველოს და სხვა განყოფილების თანამშრომლებიც, შევიდნენ ბინაში, მესამედან მეოთხე სართულზე ასვლისას დაინახეს, რომ ერთი გამოდიოდა, ხოლო მეორე მოყვებოდა, და--------–--–--ლი გამოდიოდა ბინიდან, მათ დანახვაზე დაიბნა და გაჩერდა ადგილზე, მე---------–------ძე კი შებრუნდა და ჩაკეტა კარები; მიმართავდნენ მე---------–------ძეს რომ კარი გაეღო , ამ მომენტში მოვიდა ბინის მესაკუთრის სიძე გი---------–---ა, მან გასაღები კარებს ვერ მოარგო, ამ დროს უკვე მე---------–------ძემ დაიძახა, რომ კარებს აღებდა, ის იდგა კარებთან, იქვე ჰქონდა ორი პოლიეთილენის პარკი და მაში მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის ჭურჭელი; დააკავეს, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, გადაიყვანეს განყოფილებაში;
ინფორმაციის საფუძველზე ეზოში მისვლისას არ გაჩერებულან ავიდნენ მაშინვე; ერთი (და--------–--–--ლი) იდგა კარებთან, მეორე (მე---------–------ძე) ცოტა მოშორებით, უფრო ზუსტად, გამოდიოდა კარებიდან; და--------–--–--ლი წინ იყო ნივთებიც ეჭირა ხელში, ეს ნივთები დადო ძირს; და--------–--–--ლს ეხურა კეპი; (იხ ოქმი 21.02.2018წ 16:50:51სთ-16:59:49სთ)
მა-------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 06 ივლისს დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე იქ იყვნენ მესამე განყოფილების თანამშრომლები; ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ბინა იმყოფებოდა მეოთხე სართულზე, მესამე სართულზე ასვლიდან კარები გაიღო, დაინახა, გამოვიდა და--------–--–--ლი, მას ხელში ეჭირა შავი პოლიეთილენის პარკი და გამოყვა მე---------–------ძე, რომელიც შევარდა უკან და ჩაიკეტა კარები, ხოლო და--------–--–--ლი დარჩა გარეთ, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება, ჩაუტარდა ჩხრეკა ამოღებული იქნა დანისმაგვარი საგანი, - ე.წ. „ ატმეჩკა“, რითაც შესაძლებელია ბინის გახსნა, და პარკი მასში არსებული ნივთებით; მე---------–------ძეს კი მიმართავდნენ რომ გაეღო კარები; რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა გი---------–---ა, ის ფლობდა ბინას, მე---------–------ძემაც უკვე რამდენიმე წუთში გააღო კარები და შიგნით შევიდნენ სხვა თანამშრომლები და ბინაში უკვე რა ხდებოდა ის ვერ ხედავდა, რადგან ის იყო ხიმშიაშვილთან, რომელიც ჩაიყვანეს ქვევით და გადაიყვანეს განყოფილებაში;
ის იცნობს და--------–--–--ლს მეოთხე განყოფილებაში მუშაობის პერიოდში და ის იყო ადრე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მე---------–------ძესაც იცნობდა რადგან არაერთხელ არის ნასამართლევი ქურდობისათვის; ოპერატიულად ორივე პიროვნება საინტერესო იყო და აქედან გამომდინარე იცნობდა ორთავეს;
როდესაც ავიდა და უშუალოდ ბინის კარებს ხედავდა, კარი გაიღო, და--------–--–--ლი სრულად გამოვიდა, ხოლო მე---------–------ძე გამოდიოდა, იყვნენ პოლიციის ფორმაში, როგორც დაინახა, და--------–--–--ლს პოლიეთილების პარკი ეჭირა მარჯვენა ხელში; სადარბაზო იყო კარგად განათებული;
როგორც კი გამოვიდა ბინიდან და--------–--–--ლი, წამიერად მივიდნენ , მას წასვლის ს-–----–ებაც აღარ ჰქონდა, თუმცა წინააღმდეგობაც არ გაუწევია; ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი ჩავიდნენ ქვევით; როგორც ახსოვს იქ იყვნენ ნუ----------ძე, კა----------------ძე გუ---- აბულაძე ზუ----------–-ძე და-----------ე; (იხ. ოქმი 22.12.2017წ 1-:44:18სთ -14:04:36სთ);
ფა-------------------–--ლის განმარტებით ღამის საათები იყო 06 ივლისი, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა განყოფილებაში, იყო ინფორმაცია ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით და უნდა გასულიყვნენ აბ-–--ის ქუჩა #--ში ლი-–----–------იას კუთვნილ ბინაში, იქ მისვლისას გარე პერიმეტრის და აივნის მეთვალყურეობა დაევალა თანამშრომლებთან ერთად; გამოვიდა აივანზე კეპით პიროვნება და ის რამდენიმე წამში შეტრიალდა; ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ პირები დააკავეს; იქ იყო ასევე მისი მეწყვილე - პაატა ჩინჩალაძე; ასევე იყვნენ სხვა თანამშრომლებიც; პირების დაკავების შემდეგ მან ტერიტორია დატოვა; (იხ. ოქმი 22.12.2017წ 14:09:18სთ-14:1-:11სთ);
მოწმე ზუ----------–-ძემ განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაცია იყო შემოსული ბინის ქურდობის ფაქტზე; ადგილზე მივიდა სხვა თანამშრომლებთან ერთად, ის ადიოდა კიბეებზე ბინა 1--ისკენ, კა----------------ძესთან და სხვა პირებთან ერთად; ასევე მათთან ერთად იყვნენ პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები; ასვლისას შეამჩნიეს რომ ბინიდან გამოდიოდნენ და--------–--–--ლი და მე---------–------ძე, მე---------–------ძე მათ დანახვაზე უკან შებრუნდა და დაკეტა კარები; გი---------–---ა მოვიდა, თუმცა გასაღებით ვერ გააღო; კარი თავად სუ-–------ძემ გახსნა; ნივთები ჰქონდა ჩალაგებული პოლიეთილენის პარკში, წასაღებად გამზადებული;
ადასტურებს, რომ მესამე სართულიდან მეოთხეზე ასვლისას კარებიდან გამოდიოდა და--------–--–--ლი, მე---------–------ძე კი მათ დანახვაზე შებრუნდა ბინაში და მოიკეტა კარები; ბინა იყო საკმაოდ არეული, ნივთები ჩალაგებული იყო ორ პარკში; ბინაში მათთან ერთად იყო ექსპერტ კრიმინალისტი;
კარების გაღების ხმაც გაიგონა და დაინახა, რომ გამოდიოდა ხიმშიაშვილი; ხიმშიაშვილს მარჯვენა ხელში ეჭირა პარკი; (იხ ოქმი 1--03.2018წ,12:12:24სთ-12:27:21სთ);
გე-–------------–--ლმა განაცხადა, რომ ღამის პირველი საათი იქნებოდა დაახლოებით ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გარკვეულ პირებს უნდა მოეხდინათ ბინის გაქურდვა; წავიდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად; იქ, ეზოში - აბ-–--ის პირველ ნომერში, იყვნენ სხვა განყოფილების თანამშრომლებიც; წავიდნენ მეოთხე სართულისკენ, ავიდნენ მესამეზე, მეოთხე სართულისკენ ასვლისას ხელმარცხნივ არსებული ბინიდან გამოდიოდა კარებიდან ერთი, მას ხელში ეწირა პოლიეთილენის პარკი, უკან მოყვებოდა მეორე პირი, რომელიც დაბრუნდა და ჩაიკეტა კარი; ეს პირი დაახლოებით ბინიდან ერთი მეტრით იყო უკვე მოშორებული, დააკავეს, მასთან ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა; , მეორე პირს რაც შეეხება, მოუწოდებდნენ გაეღო კარები; და--------–--–--ლს გამომძიებელმა განუმარტა უფლებები და იმ პარკში ექსპერტების მიერ დათვალიერდა და აღმოჩნდა ჭურჭელი; და--------–--–--ლმა ვეღარ მოახერხა უკვე მათ დანახვაზე უკან შებრუნება, ხოლო უკან მომავალმა შეასწრო და ჩაიკეტა კარი; სადარბაზო განათებული იყო; (იხ ოქმი 29.03.2018წ 11:23:07სთ-11:40:23სთ)
მოწმე გუ---- აბ-–--ემ განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე; მესამე სართულზე ასვლისას ერთერთი პირი გამოდიოდა კარებიდან ხელში ეჭირა პოლიეთილების პარკი, მეორე პიროვნება კი შებრუნდა და დახურვა მოასწრო; დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მან თავად გააღო კარი და შევიდნენ ბინაში; (იხ ოქმი 29.03.2018წ 11:43:26სთ-11:55:36სთ)
ომ--------------ემ განაცხადა, რომ მე---- აბ-–--ის ქუჩა #-, ბინა 1--ში მისვლისთანავე სადარბაზოში დაუხვდათ პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ მითითების მიხედვით მეოთხე სართულზე, იქ კარებთან პიროვნება ყავდათ დაკავებული; როგორც გაირკვა იყო და--------–--–--ლი, ნაწილი თანამშრომლები ცდილობდნენ კარების გაღებას სადღაც 10 წუთის შემდეგ კარი გაიღო, იქ შიგნით იყო მე---------–------ძე ის ადგილზე დააკავეს; ჩატარდა ჩხრეკა; როგორც ახსოვს ჯიბეებიდან ამოიღეს სიგარეტი და თანხა, მის გვერდით იყო ორი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იყო სხვადასხვა ზომის თეფშები დაამუშავეს, მაგრამ მათზე კვალი არ აღმოჩნდა; შემდეგ დაათვალიერეს ბინა; გამომძიებელ ალ--------------------ძესთან ერთად; ბინა იყო არეული; კვლები აქაც ამოღებული არ ყოფილა, ამოიღეს საკეტის გულა, სამზარეულოში სკამთან ეგდო ორი ცალი რეზინის ხელთათმანი, დაილუქა ნივთები და გადაეცა გამომძიებელს; (იხ ოქმი 28.02.2018წ 1-:52:60სთ-14:06:38სთ)
ემ----------------ემ განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო და--------–--–--ლის პირად ჩხრეკაში; ის იყო დაკავებული სადარბაზოში, კიბის უჯრედში, 1- ნომერი ბინის შესასვლელში; (იხ ოქმი 28.02.2018წ 14:04:19სთ -14:17:28სთ)
გი---------–---ამ განმარტა, რომ ბათუმში იმყოფებოდა მეგობართან, სადაც ღამით დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, გაეცნო, როგორც უბნის რწმუნებული, აცნობა ბინის გაქურდვის თაობაზე; წამოვიდა მეუღლის დეიდას მისამართზე; ეზოშიც და სართულზეც პოლიციელები იყვნენ, ხშირად ჩამოდიოდა და თან ჰქონდა გასაღები; გასაღებით ვერ გააღეს, სავარაუდოდ შიგნიდან იყო ჩაკეტილი თუ დაზიანდა არ იცის; ერთერთი პირი იქვე იდგა პოლიციელებთან; რამდენიმე წუთის შემდეგ იქ მყოფმა პირმა გააღო კარი, პოლიციელები შევიდნენ შიგნით; ჩამოიყვანეს ერთერთი, მანქანაში ჩასვეს, შემდეგ მეორე; ამის შემდეგ ავიდა ბინაში , ბინა იყო არეული; ნახეს რეზინის ხელთათმანი, როგორც იცის ბინის მესაკუთრეს ეს არ ეკუთვნოდა; გვიანი იყო, როცა დაუკავშირდნენ; ზუსტად დრო არ იცის; როცა მივიდა ერთი პირი იქვე კარებთან იდგა და ირგვლივ პოლიციელები იყვნენ; დაკავშირებიდან სწრაფად მივიდა, რადგან გვიანი იყო და მოძრაობაც არ იყო დატვირთული ქალაქში;(იხ ოქმი 21.03.2018წ, 11:34:18სთ-11:56:27სთ)
დაზარალებულმა ლი-–----–------იამ განაცხადა, რომ 2017 წლის 06 ივლისს დაუკავშირდნენ ღამით პოლიციიდან, რომ ბინა იყო გაქურდული, ჩამოვიდა მეორე დღეს, ბინა იყო საერთოდ იყო გადაბრუნებული; პოლიციის განყოფილებაში მივიდა ნახა მისი ჭურჭელი; ბინა იყო დაკეტილი; გასაღები ჰქონდა ასევ მის სიძეს - გი---------–---ას, იმ დღესაც ბათუმში იყო და მას დაუკავშირდა; 60-მდე თეფში იყო და სხვა სერვიზი ანუ ნაკრები სრულად იყო; ხელთათმანს საერთოდ არ ხმარობს და არც ჰქონია სახლში;
ჭურჭელი დაინახა გამჭვირვალე პარკში, კარგად ჩანდა, ის დახურული იყო და არ გაუხსნიათ; სახლი დაათვალიერა მთელი სერვიზი იყო წაღებული; არცერთ მეზობელთან საუბარი არ ჰქონია; (იხ ოქმი 1--03.2018წ 11:54:03- 12:08:36სთ)
ხა--------------ამ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ცხოვრობს მე---- აბ-–--ის გამზირი #--ში, 2017 წლის 06 ივლისს იყო მოხუც მამამთილთან შვილის მეუღლესთან და ჩვილ ბავშვთან ერთად; ოთახები იზოლირებულია სადარბაზოდან ხმაური ადვილად შემოდის; ღამის ორიდან სამ საათამდე დაახლოებით ხმაურზე გაიხედა და დაინახა ორი ახალგაზრდა, მათგან შეიტყო, რომ მისი ბინის ქვევით გაიქურდა ბინა, რომ ერთი უკვე დაკავებული იყო და მეორე ჩაიკეტა ოთახში და რადგან მფლობელი არ იყო ბათუმში, ცდილობდნენ დაეყოლიებინათ კარების გაღებაზე; სახლში შეშინდნენ, რომ მცდელობა ხომ არ ექნებოდათ რომ აივნიდან ხომ ვერ შეძლებდნენ ასვლას მათ სართულზე; ცხოვრობს მეხუთე - დაშენებულ სართულზე, იცის, რომ ბინა ეკუთვნოდა ლი-–----–------იას და იცის მხოლოდ ეს ქალბატონი; პოლიციელებმა რა მოქმედებები განახორციელეს, არ იცის, არც ადასტურებს, რომ იქ მესამე სართულზე ცხოვრობენ გარკვეული პირები; სხვა ინფორმაციას არ ფლობს; შუაღამეს შესაძლებელია გადაშორებულიც იყო, როც ეს ხდებოდა; (იხ. ოქმი 26.03.2018წ 12.01.52სთ-12:08:27სთ)
მოწმე ალ--------------------ძემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედება დათვალიერება ჩაატარა, ადასტურებს მის ავთენტურობას, დათვალიერდა და დასურათდა შემთხვევის ადგილი და ნივთმტკიცების სახით ამოღებული იქნა ხელთათმანი და საკეტის გულა გასაღებით, მე---- აბ-–--ის გამზირი #-, ბინა 1--ში; (იხ.ოქმი 21.02.2018წ 16:09:11სთ-16:11:12სთ);
მოწმის სახით დაკითხვისას გო----------------------–--------------------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა, აღნიშნეს, რომ რომელიმე საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნა, ან პრეტენზია არ გაცხადებულა; (იხ. სხდომის ოქმები 02.11.2017წ 12:14:03სთ -12:16:21სთ; 22.12.2017წ 14:06:45სთ-14:07:26სთ);
ცი--–-----------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ფეხის ხმა გაიგონა და ეძებდა სადარბაზოში, მეორე სართულის შუაში დაინახა ჩაცუცქული ახალგაზრდა ბიჭი პოლიციელები იყვნენ გარშემო; როცა მოიკითხა თუ რა ხდებოდა, უთხრეს, რომ ბინის გაქურდვა მოხდა; ეს შემდეგ შეიტყო; კარებთან დაინახა მა-------------ე, დაახლოებით იქნებოდა თორმეტი პირველის ნახევარი; ვინ იყო დაკავებული არც ის იცის, ვერ დაინახა რა ეცვა ამ პირს ან თავზე ეხურა თუ არა რაიმე არ იცის, არც ის იცის რამდენი პოლიციელი იყო გარშემო, ასევე ვერ ადასტურებს ზუსტად როდის დააკავეს და სად დააკავეს და რა ვითარებაში; არც პიროვნების ამოცნობა შეუძლია და არც იცის ვინ იყო; მეორე სართულის ქვევით კუთხეში დაინახა მან; ვიღაც პირს თეფშები ეჭირა; თეფშები მეორე სართულზე ჩამოჰქონდათ როგორც იცის; (იხ ოქმი 20.07.2018წ 11:04:06სთ-11:10:01სთ);
2017 წლის 06 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ და--------–--–--ლის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2017 წლის 06 ივლისის 03:30 საათზე და დასრულდა 2017 წლის 06 ივლისის 04:25 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2017 წლის 06 ივლისი 03:25 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, მ.აბ-–--ის გამზირი N-, ბინა N-3-ის შესასვლელი კარის წინ. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ნუ----------ძემ. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებიდნენ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი მა-------------ე, საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი გი------------–-ძე და ამავე განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორი ვლადიმერ გვარიშვილი.
ამავე ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი მა-------------ის, საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გი------------–-ძის, ამავე განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორის და ექსპერტ-კრიმინალისტის ემ----------------ის მონაწილეობით, ქ. ბათუმში, მ.აბ-–--ის გამზირი N-, ბინა N-3-ის შესასვლელი კარის წინ 2017 წლის 06 ივლისის 03:36 საათზე დაიწო და--------–--–--ლის პირადი ჩხრეკა, რომელიც დასრულდა 2017 წლის 06 ივლისის 04:05 საათზე. ჩხრეკა მომდინარეობდა ხელოვნური განათების პირობებში, დახურულ სივრცეში, ღამის საათებში. პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: და--------–--–--ლის მარჯვენა ხელიდან ერთი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელსაც თავი ჰქონდა მოხუფული თეთრი ფერის ბაწარი. აღნიშნულ პარკშ აღმოჩნდა მთლიანობაში 20 ცალი ფაიფურის თეფში ზედაპირზე მოოქროვილი ორნამენტებით და ფერადი ყვავილებით. აღნიშნულ თეფშებში არის 12 ცალი ჩვეულებრივი მრგვალი ფორმის თეფში, 4 ცალი ოვალური თეფში, 1 ცალი დიდი ზომის თეფში, 2 ცალი ღრმა თეფში და ერთი ცალი საშაქრე მისი თავსახურით. ასვე აღნიშნული პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა ს-–----–ო ზომის ნაჭრის ტილო. ასევე და--------–--–--ლის პირადი ჩხრეკის დროს მისი მარცხენა მხარის წინა შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა 2 ცალი გასაღები, 1 ცალი მცირე ზომის დანის მაგვარი საგანი, 1 ცალი მცირე ზომის კოვზი და 2 ცალი სანთებელა.
და--------–--–--ლის პირადი ჩხრეკის დროს ამღებული თეფშები ექსპერტის მიერ დამუშავებული იქნა დაქტილო ფხვნილებით, რა დროსაც რაიმე ხელის კვალი ვერ იქნა ამოღებული.
და--------–--–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საგნები და ნივთები მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პაკეტებში. (იხ.ს/ფ 7-16).
2017 წლის 06 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მე---------–------ძის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2017 წლის 06 ივლისის 03:40 საათზე და დასრულდა 2017 წლის 06 ივლისის 04:35 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2017 წლის 06 ივლისი 03:35 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, მ.აბ-–--ის გამზირი N-, ბინა N-3-ის შესასვლელი კართან, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგოის გაწევის გარეშე. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლმა კა----------------ძემ. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებიდნენ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლი ზუ----------–-ძე, უბნის უმცროსი ინსპექტორი და-----------ე და პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორი გუ---- აბ-–--ე.
ამავე ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლ ზუ----------–-ძის, უბნის უმცროსი ინსპექტორის და-----------ის, პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორ გუ---- აბ-–--ის და ექსპერტის ომ--------------ის მონაწილეობით, ქ. ბათუმში, მ.აბ-–--ის გამზირი N-, ბინა N-3-ის შესასვლელ კართან 2017 წლის 06 ივლისის 03:43 საათზე დაიწო მე---------–------ძის პირადი ჩხრეკა, რომელიც დასრულდა 2017 წლის 06 ივლისის 04:20 საათზე. ჩხრეკა მომდინარეობდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ხელოვნური განათების პირობებში, წვიმიან ამინდში, დახურულ შენობაში. პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: მე---------–------ძის პერანგის წინა მარცხენა ჯიბიდან ,,Marlboro-ს’’ სიგარეტის კოლოფი 6 ცალი სიგარეტით და სანთებელა, რომლის ნახევარიც არის გამჭვირვალე. შარვლის მარჯვენა გვერდით ჯიბეში აღმოაჩნდა შავი ფერის გასაღები და ხურდა ფული ხუთი ლარის ოდენობით. პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა ჭურჭელი და გაზეთები, კერძოდ 8 ცალი პატარა ზომის თეფში, 12 ცალი ს-–----–ო ზომის თეფში, 12 ცალი დიდი ზომის ღრმა თეფში, 1 ცალი დიდი ზომის თეფში, 2 ცალი ოვალური თეფში, 2 ცალი სამარლე თავისი სახურავით, 1 ცალი ს-–----–ო ზომის ჭურჭელი და 1 ცალი ს-–----–ო ზომის ქვაბი თავისი სახურავით.
აღნიშნული თეფშები და სხვა ჭურჭელი დამუშავდა იქნა დაქტილო ფხვნილებით, თუმცა რაიმე კვალი არ ამოღებულა.
მე---------–------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საგნები და ნივთები მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პაკეტებში. (იხ.ს/ფ 24-33).
საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ემზარ ჭაღალიძის (ექსპერტი), ომ--------------ის (ექსპერტი) და გი---------–---ას (მფლობელი) მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 06 ივლისს 04:50 საათზე და დასრულდა 2017 წლის 06 ივლისს 05:32 საათზე. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, წვიმიან ამინდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ბათუმში, მ.აბ-–--ის გამზირი N-, სადაც დგას ოთხ სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის ერთი მხარე მიმართულია ქუჩის მხარეს, ხოლო მეორე ეზოს მხარეს. დათვალიერებას ექვემდებარება მე-4 სართუზე კიბით ასასვლელიდან ხელმარცხნივ მდებარე ბინა, რომლის მესაკუთრეა ლი-–----–------ია, ბინაში შესასვლელი კარი არის რკინის მოყავისფრო-მოწითალო ხის ფერის, გააჩნია ორი შიგა საკეტი, აქედან ქვედა საკეტს შიგნიდან ბინის მხრიდან მორგებული აქვს გასაღები. დათვალიერებისას კარები ღია მდგომარეობაშია. საკეტებს გარეგნულად ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ბინა შედგება ექვსი ოთახის, შემოსასვლელის და აბაზანისაგან, ასევე გააჩნია ორი აივანი. ყველა ოთახში აღინიშნება ქურდობისთვის დამახასაითებელი არეულობის კვალი. არეულია ლოგინები, ღიაა კარადები, საიდანაც გადმოყრილია ნივთები და დაყრილია იატაკზე. ბინაში შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ არის დერეფნიდან მისაღებ ოთახშ შესასვლელი კარი. მისაღებ ოთახში არის არეულობა, იატაკზე დაყრილია თეთღეული და წიგნები, აშლილია დივანი, ამ ოთახში შემოსასვლელიდან მოპირდაპირედ არის აივანზე გასასვლელი ორფრთიანი ხის შემინული კარი ღია მდგომარეობაშ, აივანი მიმართულია მ.აბ-–--ის ქუჩის მხარეს. აღნიშნულ მისაღბ ოთახში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს არის საძინებელში ასევე შესასვლელი კარები, ამ საძინებელში ასევე შესასვლელი კარი არის ბინის დერეფნიდან. საძინებელს მ.აბ-–--ის ქუჩის მხარეს აქვს ფანჯარა დაკეტილ მდგომარეობაში. საძინებელში არეულია ლოგინი და თეთრეულოი გადმოყრილია იატაკზე, ღიაა საძინებელში კედელთან მდგარი ხის კარადის კარი, რომლიდანაც გამოღებულია უჯრა და აგდია იატაკზე დაყრილ თეთრეულზე. უჯრაში და თეთღეულზე დაყრილია სამზარეულოს დანები, ჩანგლები და შამფურები.
ბინაში შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ არის საძინებელი ოთახი, რომლიდანაც არის მომდევნო საძინებელ ოთახში გასასვლელი, საიდანაც არის აივანზე გასასვლელი, რომელიც მიმართულია ქუჩის მხარეს ბინაში შემოსასვლელიდან საძინებლის შემდგომ ხელმარცხნივ არის სამზარეულო ოთახი ორად გაყოფილი, სამზარეულო ოთახიდანაც არის ეზოს მხარეს გასასვლელი აივანზე. სამზარეულო ოთახშიც აღინიშნება არეულობის კვალი, ღიაა კარადების კარები, არეულია დივანი, იატაკზე დაყრილია სხვადასხვა ნივთბი. სამზარეულო ოთახში შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ კედელთან მდგარ მაგიდაზე ორი წყვილი რეზინის ხელთათმანი.
შემთხვევის ადგილი დქამუშავდა დაქტილოსკოპიური ფხვნილით, მაგრამ კვლების ამოღება ვერ მოხერხდა, ვერ იქნა აღმოჩენილი დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ბინაში შესასვლელი კარების შიგა საკეტების გულები ორი ცალი და ერთი გასაღები. სამზარეულოში აღმოჩენილი ორი წყვილი ხელთათმანი.
ამოღებული ნივთბი დაილუქა ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ პაკეტებში. (იხ. ს/ფ42-54);
საქმეში არსებული 2017 წლის 6 ივლისის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლის კახა გოგუაძის მიერ, მანანა სუ-–------ძის (ბრალდებულ მე---------–------ძის და), არჩილ ავალიანის (ექსპერტი), ომ--------------ის (ექსპერტი), ირაკლი ზაქარაძის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) და გუ---- აბ-–--ის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) მონაწილეობით ჩატარებული იქნა ბრალდებულ მე---------–------ძის საცხოვრებელ სახლში, თავის დასთან მანანა სუ-–------ძესთან, მდებარე ქ.ბათუმი, ზუ---–-–---–----------------------ში ჩხრეკა. ბინის ჩხრეკა დაიწყო 2017 წლის 06 ივლისს 07:00 საათზე და დასრულდა 2017 წლის 06 ივლისს 08:28 საათზე.
ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა დღისით, ბუნებივი და ხელოვნური განათების წყაროზე, ნალექიან ამინდში, დახურულ შენობაში, ნორმალურ სამუშაო გარემოში.
ბრალდებულ მე---------–------ძის საცხოვრებელი ბინა მდებრეობს ქ.ბათუმში, ზუ---–-–---–----------------------ში, იტალიური ტიპის ეზოში მეორე სართულზე. ბინა თანმიმდევრობით იქნა გაჩხრეკილი. შესასვლელიდან ხელმარცხნივ შედიან მერაბ სულაბრეძის დისშვილის გიორგი ჩორგოლაშვილის ოთახში,კ დეტალურად იქნა გაჩხრეკილი, რა დროსაც კუთხეში არსებულ საკეც მაგიდაზე არსებული თეფშიდან ამოღებული იქნა ოქროსფერი ძეწკვი ხვეული, ოვალური ფორმის კაუჭიანი საკეტით, ოქროსფერი ბეჭედი ზედა ნაწილში სადა და მოპირკეთებული ზოლებით, ვერცხლისფერი ბეჭედი შავი დიდი თვალით და ირგვლივ ჩასმული პატარა ზომის თეთრი თვლებით. საწოლის გვერდით მაგიდიდან ამოღებული იქნა სვოჩის ფირმის ვერცხლისფერი საათი, რეზინის სამაჯურით. ამოღებული სამკაულები და საათი დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში. აღნიშნული ოთახის მოპირდაპირედ გაჩხრეკილი იქნა სააბაზანო და საკუჭნაო ოთახები, რა დროსაც გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ნივთბი არ იქნა ამოღებული. კოლიდორის გავლით შედიან სამზარეულო ოთახში, სადაც დეტალურად იქნა გაჩხრეკილი სამზარეულოში განთავსებული კარადები, რა დროსაც რაიმე არ იქნა ამოღებული. სამზარეულოდან გადიან მისაღებ ოთახში, რომელიც ასევე დეტალურად იქნა გაჩხრეკილი, რა დროსაც რაიმე მნიშვნელოვანი არ იქნაქ აღმოჩენილი და ამოღებული. მისაღბი ოთახიდან გადიან მანანა სუ-–------ძის საძინებელ ოთახში. დეტალურად იქნა გაჩხრეკილი აღნიშნული ოთახი, რა დროსაც შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ მოგრძო კომოდის მარჯვენა მხარეს არსებული განყოფილების ზედა თაროზე არსებულ გამჭვირვალე პლასტმასის ყუთში მოთავსებული ყვითელი ქისიდან ამორებული იქნა ოქროსფერიუ ძეწკვი ოქროსფერი ღუზის გამოსახულებიანი კულონით, ოქროსფერი საათი ,,მიცჰაულ კორსის’’ ფირმის თავისივე ოქროსფერი სამაჯურით, მოვერცხლისფრო პატარა ზომის საათი ფოთლისმაგვარი ნაწილებისგან შემდგარი სამაჯურით, პატარა ზომის უსამაჯურო საათი ოქროსფერი უკანა მხარეს ციფრებით 826814, მომწვანო ფერის ბეჭედი ლურჯი დიდი ზომის თვლით, რომლის გარშემო ჩასმულია პატარა თეთრი თვლები, ვერცხლისფერი ბეჭედი მართკუთხა ფორმის ლურჯი თვლით, ვერცხლისფერი ბეჭედი ერთი დიდი და ირგვლივ პატარა ზომის ბრჭყვიალა თვლებით, ოქროსფერი ბეჭედი ზედა ნაწილში სამი ცალი ბრჭყვიალა თვლით, ოქროსფერი ბეჭედი ზემოდან ჩახრახნილი ბრჭყვიალა თვლით წარწერით ,,BVLGARI’’. ერთი წყვილი საყურე გაწყობილი სხვადასხვა ფერის ფოთლების გამოსახულებით, ორი ცალი ვერცხლისფერი და ოქროსფერი კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით, ოქროსფერი ერთი წყვილი საყურე, ბოლო ნაწილში წითელი თვლებით, მოყავისფრო ფერის ბროლის მსგავსი კულონი, წვრილი ოქროს ძეწკვის ნაწილი, პლასმასის ჯვარი რელიეფური გამოსახულებით, გულის ფორმის ოქროსფერი კულონი წითელი თვლით, სამი ცალი წვრილი ოქროსფერი ჯვარი. ამოღებული ქისა და მასში მოთავსებული ზემოთჩამოთვლილი ოქროს სამკაულები და საათები მოთავსებული იქნა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში. აღნიშნული საძინებელი ოთახიდან გადიან მე---------–------ძის საძინებელ ოთახში, რომელიც დეტალურად იქნა გაჩხრეკილი, რა დროსაც საწერი მაგიდის შუა უჯრიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2 ცალი 2 დოლარიანი (A23570964A, B42663160A) ერთი ცალი ერთ დოლარიანი (F74141693Q), ვერცხლისფერი ოთკუთხა ფორმის ,,სეიკოსის’’ ფირმის საათი, ციფრული ფოტოაპარატი ,,OLYMPOUS-ის’’ ფირმის. ამოღებული ნივთბი, ფული, საათი და ფოტოაპარატი მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში. აღნიშნულ ოთახში ხელმარჯვნივ კედელთან განთავსებული კარადის მარცხენა განყოფილებაში ზემოდან მეორე თაროზე ტანსაცმლებს შორის აღმოჩენილი და ამოღებული იქნა შემდეგი ნივთები: ,,სვოჩის’’ ფირმის ვერცხლისფერი საათი ამავე ფერის სამაჯურით, შავი ფერის საათი ,,Polaroid’’ ფირმის მართკუთხა ეკრანიანი ფორმის , მერსედესის ავტომანქანის მარკის გასაღები, რომელსაც გამობმული აქვს წითელი ფერის დანა და მერსედესის ვერცხლისფერი ემბლემა, რგოლის ოქროსფერი ბეჭედი ბრტყელი ფორმის ,,ITALY’’ წარწერით შიგნითა მხარეს, ოქროსფერი ბეჭედი წითელი, ლურჯი და თეთრი ფერის თვლებით, ვერცხლისფერი ძეწკვი დელფინის გამოსახულების კულონით, რომელზეც თვლებია დამაგრებული, ვერცხლისფერი ძეწკვი ამავე ფერის ყვავილის ფორმის კულონით, ე.წ. ოქროსფერი ბრელოკი. ამოღებული ნივთები დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყველა ნივთი წარედგინა ჩხრეკის მონაწილეებს, რის შემდეგაც დაილუქა.
ჩხრეკის დროს წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ჩხრეკის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ ციფრული ფოტოაპარატი ,,ნიკონით’’.
ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა ოთხ პაკეტად ნივთმტკიცებებისთვის განკუთნილ პაკეტში ლუქებით: 1) FCD823745, 2) FCI360225, 3) FCI598530, 4) 598531.(იხ ს/ფ 69-87);
2017 წლის 26 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №2---- დადგენილია, რომ
1) ექსპერტიზაზე წარდგენილი სადილის სერვიზის ,,MZ CZECHOSLOVAKIA’’ არაკომპლექტური ნაკრების (39 ერთეული) საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 368 (სამას სამოცდარვა) ლარს;
2) ექსპერტიზაზე წარდგენილი სადილის სერვიზის ,,MZ CZECHOSLOVAKIA’’ არაკომპლექტური ნაკრების (20 ერთეული) საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 280 (ორასოთხმოცი) ლარს;
3) ექსპერტიზაზე წარდგენილი სადილის სერვიზის ,,MZ CZECHOSLOVAKIA’’ არაკომპლექტური ნაკრებების საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 648 (ექვსას ორმოცდარვა) ლარს. (იხ ს/ფ 304-314);
2017 წლის 19 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №ტ-68 დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ორივე კარის საკეტის გულას გარე ზედაპირზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნება და ორივე საკეტის გულა გახსნილია მორგებული გასაღებით. (იხ ს/ფ 318-321);
2017 წლის 31 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №ტ-80 დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დეტალი არის სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყო დანა-სკალპელი და ის არ წარმოადგენს ე.წ. ,,ატმიჩკას’’ (იხ ს/ფ 327-330);
ბრალდებულმა მე---------–------ძემ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ხსენებული ბინის ქურდობა სპონტანურად მოხდა, წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია; საღამოს საათები იყო, როცა ჩაიარა სტალინის ქუჩაზე, თვალში მოხვდა მეოთხე სართულის ჩაბნელებული ფანჯარა; ავიდა მეოთხე სართულზე ჩაბნელებული იყო და სანთებელათი გაიკვლია გზა; კარის სახელურზე არსებული მტვერით მიხვდა, რომ ბინაში ბოლო პერიოდში არ იმყოფებოდა ვინმე; გააღო მისი კუთვნილი მორგებული გასაღებით, შიგნიდან ჩაკეტა კარები, რამდენიმე ოთახიანი იყო ბინა, ბინაში ნახა პატარა ზომის შავი ხელთათმანი და იმის გამოყენებით მოქმედებდა, რომ არ ენახა წინდას გამოიყენებდა; ბინაში ღირებული ვერაფერი ვერ ნახა, წასაღებად გაამზადა სადილის სერვიზი, დაახლოებით ორი საათი დაყო ბინაში; ტელეფონი არ ჰქონდა, მარტო ამ ნივთებს ვერ წაიღებდა და წამოვიდა; სახლიდან დაუკავშირდა და--------–--–--ლს, რომ მასთან მისულიყო სწრაფად, მას ყავდა მოპედი ; მართლაც მოვიდა და ეზოში დახვდა, წავიდნენ იმ სახლისკენ სადაც ნივთები დატოვა, და--------–--–--ლს უთხრა, რომ ნივთები ჰქონდა წამოსაღები, მისი ვალი ჰქონდათ, თანხა ვერ დაუბრუნეს და მის ნაცვლად ნივთები გადასცეს და უნდა დახმარებოდა წამოღებაში;
მოპედით გაემართნენ, შორიახლოს გააჩერებინა ეზოში არ სურდა გაჩერება; არც უნდოდა მიყოლოდა ბინამდე, რადგან მიხვდებოდა; შევიდა ბინაში და სამი პარკიდან ამოიღო ყველზე მოზრდილი პარკი, ჩაირბინა მის შესახვედრად, გადასცა ეს პარკი, უთხრა, რომ დალოდებოდა და 15 -20 წუთში თვითონაც ჩავიდოდა, როცა გამოვიდა გარეთ ქვევიდან საუბრის ხმა გაიგონა, იუყო მოძრაობა, კარის გაღება, დაკეტვა; რამოდენიმე კაცი სირბილით წამოვიდა ზევით, მიხვდა რომ მას ეძებდნენ, ყველა კარზე აკაკუნებდნენ, მათ არავინ ხმას არ ცემდა;
ერთი პოლიციელი დაჟინებით ითხოვდა რომ ზედა სართულიდან ჩამოსულიყო აივნიდან, რისი უფლებაც არ მისცეს; ცდილობდნენ კარის გაღებას, სამზარეულოს გვერდით ოთახში ნახა გასაღები, აღმოჩნდა ქვედა საკეტის, წყნარად დაკეტა და თავისი გასაღები ჯიბეში ჩაიდო; დაჯდა შუა ოთახში , აქ ასე გაატარეს სამ საათზე მეტი, შემდეგ კარის შემტვრევაზე საუბრობდნენ, გასაღები თავიდან მოიშორა, წყალს გაატანა; აივნიდან გადაიხედა, ხელმძღვანელობიდან ერთერთმა დაუძახა, რომ გაეღო კარები და იცოდნენ ვინ იყო; ისიც დაემორჩილა, და გააღო კარები; პოლიციელებმა უთხრეს რომ სტალინის ქუჩიდან მოსდევდნენ და სურათებიც აჩვენეს, იქ ჩანდა, რომ მარტო გადაადგილდებოდა; და--------–--–--ლს, რომ დაშორდა, რაღაც წუთებში დააკავეს ის, როცა დავითი ქვევით წავიდა, თვითონ ბინაში შებრუნდა; დავითს, რომ შეხვდა იყო თორმეტის თხუთმეტი წუთი, ახსოვს; დავითის იქ ყოფნა მისი ბრალით მოხდა, ქურდობა ჩაიდინა თვითონ, დავითი მხოლოდ ნივთების წამოსაღებად წაიყვანა იქ; (იხ ოქმი 2--09.2018წ, 17:02:16სთ-17:19:18სთ)
ბრალდებულმა და--------–--–--ლმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია ; ის პოლიციელებმა დააკავეს პირველსა და მეორე სართულს შუა, შემდეგ თვითონ აიყვანეს სადარბაზოში მეოთხე სართულზე და თითქოს იქ დააკავეს; იქ მეზობლად მცხოვრებმა პირებმაც დაინახეს მისი დაკავება სად მოხდა, თუმცა მან ვერ მოახერხა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა; ასევე ფაქტიურად დაკავება მოხდა გაცილებით გვიან, ვიდრე დაფიქსირებულია;
სასამართლომ შეაფასა რა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია გამოიტანილი იქნეს დასკვნა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება;
თავად ბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენებების შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს რამდენიმე ფაქტს, გარემოებას, რომელიც საქმის განხილვით სახვაგვარად დასტურდება, და შესაბამისად სასამართლოს მხრიდან შეფასებაც მას სხვაგვარი ეძლევა;
კერძოდ, მე---------–------ძე საქმის განხილვისას აჩვენებს, რომ ის მარტო იმყოფებოდა ხსენებულ ბინაში, მან მოამზადა წასაღებად ნივთები და ამ ნივთების გადასატანად დაუკავშირდა და--------–--–--ლს, რომელთანაც მეგობრობს და ახლო ურთიერთობა აქვთ ოჯახებით; უკან წამოსული დაუკავშირდა ტელეფონით და დაელოდა ეზოში, რაც სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო იქედან გამომდინარე, რომ ბრალდებული ჩვენების ამ სახით მიცემისას ცდილობს დაადასტუროს და--------–--–--ლის უდანაშაულობა, რომ მას და--------–--–--ლთან ბინის გაქურდვამდე კავშირი არ ჰქონია, ვინაიდან მე---------–------ძეს თან ტელეფონი არ ჰქონდა, ჩვენების დამაჯერებლობისთვის მხოლოდ ამ სახით იყო შესაძლებელი გაემართლებინა და--------–--–--ლის ადგილზე მასთან ერთად თავდაპირველად არ ყოფანა და სასამართლოს შეფასებით ეს და--------–--–--ლის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლადაა ნაჩვენები;
ასევე მე---------–------ძის მცდელობა, რომ და--------–--–--ლი გამორიცხოს ლი-–----–------იას ბინაში ყოფნისაგან არის კიდევ ერთი გარემოება მისი ჩვენებიდან, კერძოდ, ის აჩვენებს, რომ როცა პოლიციელები უკვე როცა ეზოში იყვნენ მოსულები, ის რამდენიმე გავიდა აივანზე; მოწმის სახით დაკითხული ფარნაოზ დედაბრიშვილის ჩვენებით ღამის საათები იყო 06 ივლისი, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა განყოფილებაში, იყო ინფორმაცია ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით და უნდა გასულიყვნენ აბ-–--ის ქუჩა #--ში ლი-–----–------იას კუთვნილ ბინაში, იქ მისვლისას გარე პერიმეტრის და აივნის მეთვალყურეობა დაევალა თანამშრომლებთან ერთად; გამოვიდა აივანზე კეპით პიროვნება და ის რამდენიმე წამში შეტრიალდა; ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ პირები დააკავეს; (იხ. ოქმი 22.12.2017წ 14:09:18სთ-14:1-:11სთ) ამ ჩვენების დროს მე---------–------ძის დასტური მყისიერად კეთდება, რომ სწორია კეპით ის იყო თავად, თუმცა არც ერთი მოწმე არ აჩვენებს, რომ მე---------–------ძეს თავზე ეხურა კეპი, ხოლო დაკითხული მოწმეებიდან არაერთი მიუთითებს, რომ კეპი ეხურა და--------–--–--ლს, როცა მის ჩაცმულობას აღწერენ; კერძოდ, კა----------------ძის ჩვენებით და--------–--–--ლს თავზე ეხურა კეპი (იხ.ოქმი 21.02.2018წ, 15:50:11სთ-16:07:24სთ)) გუ---- აბულაძის ჩვენებით ხიმშიაშვილს ეცვა ნაჭრის შარვალი და შავი ფერის პერანგი, ქუდი ეხურა; სუ-–------ძეს ჯინსის შარვალი და პერანგი; (იხ ოქმი 21.02.2018წ 16 :15 :32სთ-16:31:05სთ); ნუ----------ძის ჩვენებით: და--------–--–--ლს ეხურა ქუდი ეცვა მუქი ფერის მაისური, განათება იყო სადარბაზოში ხილვადობა იყო კარგი (იხ. ოქმი 21.02.2018წ 16:33:11სთ-16:46:31სთ); მოწმის და-----------ის ჩვენებით: და--------–--–--ლს ეხურა კეპი; (იხ ოქმი 21.02.2018წ 16:50:51სთ-16:59:49სთ); აქედან გამომდინარე აღნიშნულიც ასევე მცდელობაა მე---------–------ძის მხრიდან თავიდან აარიდოს პასუხისმგებლობა და--------–--–--ლს; საგულისხმოა ასევე კა----------------ძის მიერ ჩვენების მიცემისას მე---------–------ძის შეკითხვა, რომელიც უკავშირდებოდა იმ გარემოების დადგენას, თუ რა ეჭირა მას ხელში როცა უკან მოყვებოდა ბინიდან გამოსვლისას და--------–--–--ლს (იხ ოქმი 21.02.2018წ 16:07:23სთ)
ასევე ნაკლებად დამაჯერებელია მე---------–------ძის განმარტება, რომ ის ბინიდან წამოსული გვიან ღამით უკავშირდება დავით ხიმაშიაშვილს და თხოვს ნივთების წამოსაღებად გაყოლას თავისი მოპედით, რომელიც მას მართლზომიერად მისცეს თითქოს ვალის სანაცვლოდ; როცა და--------–--–--ლი მას კარგად იცნობს და თან ოჯახით, არ უჩნდება რაიმე სახის შეკითხვა და არ აქვს რაიმე სახით ეჭვი; აქედან გამომდინარე, მე---------–------ძის თითქოს გულწრფელი აღიარება, რომ და--------–--–--ლი მისი ბრალით მოხვდა იმ ადგილზე , - არასარწმუნოა ;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. თუმცა სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ზოგადად ბრალდებულების ჩვენებებს, რადგან სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა მოწმეთა ჩვენებებსა და გაამყარებდა დაცვის ვერსიას, წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება, როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრ მტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში მის ინტერესშია. დაცვის მხარის მიერ კი წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ვერსიები. სასამართლო ვერ მიიჩნევს ვერც ბრალდებულების და ვერც მოწმის ციალა დიასამძის ჩვებნებას საპირისპირო გარემოების დამადასტურებლად, რადგან ბრალდებულების ვერ ამტკიცებენ და მხოლოდ ვერსიებს ადგენენ, ხოლო ცი--–-----------ე ვერცერთ გარემოებაზე ვერ მიუთითებს ზუსტად: არ იცის ვინ დააკავეს, სად დააკავეს, როდის დააკავეს , რა ვითარებაში დააკავეს; (იხ ოქმი)
სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულების მე---------–------ძის და და--------–--–--ლის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
საქართველოს სსსკ-ის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს დასკვნები უნდა გამომდინარეობდეს რეალურად არსებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათ უნდა მიეცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება სწორი კვალიფიკაციის თვალსაზრისით.
მოცემულ კონკრეტულ საქმეში საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ ბრალდებულების მოქმედებას მისცეს შეფასება და მათი ქმედების კვალიფიცირება მოახდინოს სამართლებრივად სწორად;
გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულოები მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით სხვისი კუთვნილი ნივთების ფარულად დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; საქმის განხილვისას გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ უდასტურდება სასამართლოს, რომ ბრალდებულების დაკავება მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტში , საგამოძიებო მოქმედებაში მითითებულ დროს და ადგილას; არცერთი მოწმის ჩვენება კი არ ადასტურებს საპირისპიროს ;
2.2. ქმედების ჩადენა,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ლი-–----–------იას კუთვნილი სადილის სერვიზის ,,MZ CZECHOSLOVAKIA’’ არაკომპლექტური ნაკრებების საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 648 (ექვსას ორმოცდარვა) ლარს.
აღნიშნული კი რამდენჯერმე სცილდება 150 ლარიან ნიშნულს, შესაბამისად ბრალდებულების ქმედებას უტყუარად დასტურდება, რომ შესაძლოა გამოეწვია მნშვნელოვანი ზიანი; ქმედება ამ ნაწილში სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკვალიფიცირებულეია სწორად;
2.3. დანაშაულის ჩადენა არაერთგზის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ”ქ/პუნქტი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს არაერთგზის დანაშაულის ჩადენისათვის;
დანაშაული არაერთგზის ჩადენილად, რომ ჩაითვალოს, პირი, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამგვარი დანაშაული, უნდა იყოს ნასამართლევი და ნასამართლობა არ უნდა ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით "მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.”
ქურდობის შემადგენლობაში ნასამართლობა გათვალისწინებულია მაკვალიფიცირებელ ნიშნად. ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ნასამართლობა მოხსნილი აქვს თუ არა პიროვნებას. ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული პირის ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" პუნქტით.
პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს და ნასამართლევია ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისათვის - იწოდება ნასამართლევად სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და გამოძალვისათვის. ამის შემდეგ თუ ის ჩაიდენს ძარცვას მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" პუნქტით.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული - მე---------–------ძე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის გასამართლებულია წარსულში, კერძოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მაისს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით;
ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ის მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ქ/პუნქტით რასაც დაემატა წინა 29.05.2006 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელი; ნასამართლობა დღეის მდგომარეობით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის;
შესაბამისად მე---------–------ძე დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ითვლებოდა ქურდობისათვის ნასამართლევ პირად;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია. ასევე, კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობაის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ბინაში უკანონო შეღწევით ;
3.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლკოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი; მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაული, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შესაძლო ზიანს შეადგენს სხვადასხვა სახის ჭურჭლის ღირებულება 648 ლარის ოდენობით ;
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მე---------–------ძე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მონაწილოებით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში, - ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
3.8. სასამართლოს კი ზემოთაღნიშნულ გამოკვლეულ მტკიცებულებატა შეფასებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მე---------–------ძემ და და--------–--–--ლმა მათ მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ და--------–--–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, მე---------–------ძესთან ერთად ბათუში მე---- აბ-–--ის გამზირი #- ბინა #---ში უკანონო შეღწევით და იქედან ლი-–----–------იას კუთვნილი ნივთების ფარულად დაუფლების მცდელობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისიწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და„გ“ქ/პუნქტებით და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
ასევე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მე---------–------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, და--------–--–--ლთან ერთად ბათუში მე---- აბ-–--ის გამზირი #- ბინა #---ში უკანონო შეღწევით და იქედან ლი-–----–------იას კუთვნილი ნივთების ფარულად დაუფლების მცდელობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისიწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და„გ“ქ/პუნქტებით და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას; მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზნით ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული ზიანი და შედეგი, ასევე ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები;
ბრალდებულები წარსულში არაერთხელ არიან ნასამართლევი სხვადასხვა სახის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის; სასჯელის სახედ მათ მიმართ ასევე წარსულში გამოყენებული იყო თავისუფლების აღკვეთაც; შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი და ის უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით; რაც შეეხება სასჯელის ზომას სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში Olsson v. Sweden სასამართლომ დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულების პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულებს უნდა შეეფარდოს სასჯელი -თავისუფლების აღკვეთა ისეთი ზომით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ბრალდებულ მე---------–------ძის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მე---------–------ძე გარდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებებისა, მსჯავრდებულია ნარკოტიკული დანაშაულისათვის და ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის გაქარწყლებული არ არის, - შესაბამისად მის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი;
ასევე ბრალდებულ და--------–--–--ლის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რომ ის გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 03 ივნისს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წელი 8 თვე და 15 დღე თავისუფლების აღკვეტა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი 8 თვე და 15 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი თ/ა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
აჭარის პრობაციის ბიუროს მომართვით დასტურდება, რომ და--------–--–--ლის მიმართ 2017 წლის 06 ივლისის მდგომარეობით სააღსრულეობო წარმოება მიმდინარეობდა, ანუ ის დანასაულის ჩადენის მომენტისათვის აღრიცხვაზე იმყოფებოდა პრობაციის ბიუროში;
(იხ ს.ფ.258);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ემუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
ზ/ მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას;
სასამართლო საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით მიზანშეწონილად მიიჩნევს და--------–--–--ლის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ბრალდებულების და--------–--–--ლის და მე---------–------ძის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოების დისკი, ბრალდებულ და--------–--–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი სანთებელა, 2 ცალი გასაღები, პატარა კოვზი, დანის მაგვარი საგანი, 20 ცალი სხვადასხვა ზომის თეფში, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში.
ასევე - ბრალდებულ მე---------–------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 37 ცალი სხვადასხვა ზომის თეფში, 2 ცალი ქვაბი და 2 ცალი სამარილე, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში.
ასევე - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი საკეტის გულა და გასაღები, 2 წყვილი ხელთათმანი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში.
ასევე -ბრალდებულ მე---------–------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათების დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ამავე სახლის ჩხრეკისას ამოღებული ,,OLYMPUS-ის’’ ფირმის ფოტოაპარატი, ვერცხლისფერი მამაკაცის საათი, 2 ცალი ორ აშშ დოლარიანი და 1 ცალი ერთ აშშ დოლარიანი კუპიურა, შავი ფერის ,,POLAROID-ის’’ ფირმის მაჯის საათი, ვერცხლისფერი ქალის მაჯის საათი, მამაკაცის რგოლის ბეჭედი, მესედესის ფირმის ავტომობილის გასაღები მასზე არსებული წითელი ფერის საკეცი პატარა დანით, ვერცხლის ყელსაბამის ყვავილის ფორმის ვერცხლის კულონით, ვერცხლისფერი ყელსაბამი დელფინის გამოსახულებიანი კულონით, გასაღების ე.წ. ბრელოკი წარწერით ,,ლუჩშაია მამაჩკა’’, ქალის ფერად თვლებიანი ბეჭედი, 5 ცალი სხვადასხვა ფორმის ბეჭედი, 2 ცალი ოქროსფერი საათი, 2 ცალი ოქროსფერი საათი გულის ფორმის და ხატის გამოსახულებიანი კულონებით, საათის ციფერბლატი სახელურების გარეშე, ჯვარი, საყურეები, ,,SWOCHI-ის შავი ფერის საათი, ოქროსფერი ყელსაბამი, ოქროსფერი გრეხილი რგოლის ბეჭედი, ვერცხლისფერი ქალის ბეჭედი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში.
ზ/მითითებული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული მე---------–------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მე---------–------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - მანანა სუ-–------ძეს (პ/ნ 6---------3) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით 2018 წლის 20 აპრილს შეტანილი თანხა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N-6440, დასტურის №ა 0-------
მსჯავრდებულ მე---------–------ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 06 ივლისიდან 2018 წლის 02 აპრილის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 15 ნოემბრიდან.
ბრალდებული და--------–--–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით და--------–--–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი ) წლის ვადით.
მსჯავრდებულ და--------–--–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ და--------–--–--ლს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 06 ივლისიდან 2018 წლის 02 აპრილის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 15 ნოემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ბრალდებულების და--------–--–--ლის და მე---------–------ძის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოების დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ და--------–--–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი სანთებელა, 2 ცალი გასაღები, პატარა კოვზი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ და--------–--–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანის მაგვარი საგანი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგელი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ და--------–--–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 20 ცალი სხვადასხვა ზომის თეფში, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 37 ცალი სხვადასხვა ზომის თეფში, 2 ცალი ქვაბი და 2 ცალი სამარილე, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი საკეტის გულა და გასაღები, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგელი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 წყვილი ხელთათმანი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგელი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათების დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ,,OLYMPUS-ის’’ ფირმის ფოტოაპარატი, ვერცხლისფერი მამაკაცის საათი, 2 ცალი ორ აშშ დოლარიანი და 1 ცალი ერთ აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ,,POLAROID-ის’’ ფირმის მაჯის საათი, ვერცხლისფერი ქალის მაჯის საათი, მამაკაცის რგოლის ბეჭედი, მესედესის ფირმის ავტომობილის გასაღები მასზე არსებული წითელი ფერის საკეცი პატარა დანით, ვერცხლის ყელსაბამის ყვავილის ფორმის ვერცხლის კულონით, ვერცხლისფერი ყელსაბამი დელფინის გამოსახულებიანი კულონით, გასაღების ე.წ. ბრელოკი წარწერით ,,ლუჩშაია მამაჩკა’’, ქალის ფერად თვლებიანი ბეჭედი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 5 ცალი სხვადასხვა ფორმის ბეჭედი, 2 ცალი ოქროსფერი საათი, 2 ცალი ოქროსფერი საათი გულის ფორმის და ხატის გამოსახულებიანი კულონებით, საათის ციფერბლატი სახელურების გარეშე, ჯვარი, საყურეები, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულ მე---------–------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ,,SWOCHI-ის შავი ფერის საათი, ოქროსფერი ყელსაბამი, ოქროსფერი გრეხილი რგოლის ბეჭედი, ვერცხლისფერი ქალის ბეჭედი, რომელიც ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე