გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1527-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2--- წელი, ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დ----- წ--------–-
სხდომის მდივანი მ------ გ---------–---–-
მოსარჩელე - ხა------ ჯა--------–ი
წარმომადგენელი - პა---- კი-----
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
წარმომადგენელი - სა-–---- ბა--------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 6--------- №6- ბრძანება ხა------ ჯა--------–ის ნაწილში;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოთხოვნების უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2--- წლის 6------------ შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 5------------- №1--- ბრძანების საფუძველზე და მის შესასრულებლად, განხორციელდა ნოტარიუს ხა------ ჯა--------–ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება 2--- წლის 6--------------- 2--- წლის 6--------------- პერიოდში, რა დროსაც გამოვლენილი იქნა რიგი დარღვევები, კერძოდ: ა) სანოტარო აქტებში (№1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------- №1--------, №1--------) ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საზღაური, ბ) 2--- წლის დ------------, 2--- წლის სექტემბრამდე შესრულებულ სანოტარო აქტებში (მათ შორის პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შესრულებულ რწმუნებულება/მინდობილობებში) სანოტარო მოქმედების მონაწილეები (მოწმის ჩათვლით) არ არიან გაფრთხილებული მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, გ) 2--- წლის დ------------, 2--- წლის ო-------------- შესრულებულ ორენოვან სანოტარო აქტებში სანოტარო მოქმედების მონაწილეები (თარჯიმნის ჩათვლით) არ არიან გაფრთხილებული თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, დ) სანოტარო აქტში (№1--------) არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, ე) ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობები (№1-------- და №1--------) გამოქვეყნებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ვ) სამკვიდრო მოწმობები (№1--------, №1--------, №1--------- გაცემულია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტს გაეცნო მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ი და აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა აქტში მითითებულ „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ დარღვევებს იმის გამო, რომ 2--- წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი იგივე ქმედებები, კომისიის მიერ დარღვევად არ დაკვალიფიცირებულა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 2---------- ბრძანებით, სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტის საფუძველზე, მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიმართ აღიძრა დისციპლინური წარმოება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ნოტარიუს ხა------ ჯა--------–ის სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტი (ს.ფ.74-76);
- „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური წარმოების აღძვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 2---------- №3- ბრძანება (ს.ფ. 47-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისადმი 2--- წლის 6----------–-- წერილობით მიმართვაში, მოსარჩელე ხა------ ჯა--------–მა განმარტა, რომ სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტში მითითებული დარღვევა - კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლები საზღაურის გადახდევინება, 2--- წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად დარღვევად არ მიჩნეულა და ასეთ მინდობილობებზე არსებობდა არაერთგვაროვანი პრაქტიკა. აქტში მითითებული დარღვევა - სანოტარო აქტზე არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, ამ დროისათვის უკვე აღმოფხვრილი იყო და იმავე სანოტარო აქტის სხვა ეგზემპლარებზე ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი დატანილი იყო, ხოლო სამკვიდრო მოწმობების (№1--------, №1--------, №1---------, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე გაცემასთან დაკავშირებული დარღვევებზე, მოსარჩელე ხა------ ჯა--------–მა განმარტა, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში (№1-------- სანოტარო აქტის შედგენისას), საქმეში არ იდო ქ. ქუთაისის საბინაო სამსახურის ცნობა, რომელიც სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა და დანარჩენ შემთხვევებში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის 2--- წლის 6----------–-- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 80-81);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
3.1.3. დისციპლინური კომისიის 2--- წლის 1-----------–-- სხდომის ოქმისა და დასკვნის თანახმად, დადასტურებულად ჩაითვალა ნოტარიუს ხა------ ჯა--------–ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, ისინი მიჩნეული იქნა სისტემატურად ჩადენილად და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განისაზღვრა, როგორც მსუბუქი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე გადაცდომები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დისციპლინური კომისიის 2--- წლის 1-----------–-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 95-98);
- დისციპლინური კომისიის 2--- წლის 1-----------–-- დასკვნა (ს.ფ. 99-106);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
3.1.4. დისციპლინური კომისიის 2--- წლის 1-----------–-- სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 6--------- №6- ბრძანების თანახმად, ნოტარიუს ხა------ ჯა--------–ს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება სამი თვის ვადით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 6--------- №6- ბრძანება (ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხა------ ჯა--------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ” და ,,მ” ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე და კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას; ამასთან, საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 6--------- №6- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონმდებლობით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული სფერო ითვალისწინებს, მათ შორის ნოტარიუსის თანამდებობაზე პირის დანიშვნისა და მისი საქმიანობის სათანადო სამართლებრივ გარანტიებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება, თავისი შინაარსით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით განმტკიცებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების პრაქტიკულ რეალიზაციას წარმოადგენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმის ნომერი: 2/5/556, ია უჯმაჯურიძე, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული სფეროს შინაარსთან დაკავშირებით, სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლო აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26-13/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2---).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არამართლზომიერი ჩარევა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელი გამოიყენოს დასაქმებულის მიმართ. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამასთან, ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- N7- ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის” პირველი მუხლის თანახმად, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ყველა პირის (ნოტარიუსი, ნოტარიუსის შემცვლელი პირი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირები) მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით. ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის მიხედვით, ნოტარიუსი არის პირი, რომელიც დანიშნულია ამ თანამდებობაზე ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. ნოტარიუსი თავის ფუნქციებს აღასრულებს თავისუფალი პროფესიის ფარგლებში. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე.
,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში - აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს; ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს; ახდენს ზედამხედველობის უფლებამოსილების დელეგირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების” მე-7 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ინპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა. ამავე დებულების მე-8 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ზედამხედველობა გაუწიოს ნოტარიუსის საქმიანობას.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2--- წლის 6------------, შერჩევის პრინციპით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 5------------- №1--- ბრძანების საფუძველზე და მის შესასრულებლად, განხორციელდა მოსარჩელე - ნოტარიუს ხა------ ჯა--------–ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება 2--- წლის 6--------------- 2--- წლის 6--------------- პერიოდში, რა დროსაც გამოვლენილი იქნა რიგი დარღვევები, კერძოდ: ა) სანოტარო აქტებში (№1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------- №1--------, №1--------) ნოტარიუსის მიერ მითითებულია დადგენილზე ნაკლები საზღაური, ბ) 2--- წლის დ------------, 2--- წლის სექტემბრამდე შესრულებულ სანოტარო აქტებში (მათ შორის პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შესრულებულ რწმუნებულება/მინდობილობებში) სანოტარო მოქმედების მონაწილეები (მოწმის ჩათვლით) არ არიან გაფრთხილებული მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, გ) 2--- წლის დ------------, 2--- წლის ო-------------- შესრულებულ ორენოვან სანოტარო აქტებში სანოტარო მოქმედების მონაწილეები (თარჯიმნის ჩათვლით) არ არიან გაფრთხილებული თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, დ) სანოტარო აქტში (№1--------) არ არის ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, ე) ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობები (№1-------- და №1--------) გამოქვეყნებულია კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ვ) სამკვიდრო მოწმობები (№1--------, №1--------, №1--------- გაცემულია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- №7- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გარიგებაში რამდენიმე მარწმუნებლის მონაწილეობისას საზღაური მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმებისათვის იანგარიშება მარწმუნებლების რაოდენობის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–მა სანოტარო აქტების - რწმუნებულებების №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------, №1--------- №1--------, №1--------) დამოწმების სანაცვლოდ ანაზღაურება განსაზღვრა მხოლოდ ერთი მარწმუნებლისათვის, როდესაც მარწმუნებელი ორი იყო, კერძოდ რწმუნებულება გაიცემოდა საწარმოს დირექტორის და პარტნიორის მიერ. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიერ დაირღვა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- №7- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
მითითებული ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით: ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს, ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს, ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვნენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი; ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას; გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამასთანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში; დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია; დ1) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე; ე) სხვა საჯარო დოკუმენტები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სამკვიდრო მოწმობებით) დადგენილია, რომ სამკვიდრო მოწმობები (№1--------, №1--------, №1--------- გაცემულია სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, კერძოდ მითითებულ საქმეებში არ დევს სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისადმი 2--- წლის 6----------–-- წერილობით მიმართვაში, მოსარჩელე ხა------ ჯა--------–მა განმარტა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე გაცემასთან დაკავშირებული დარღვევებზე, მხოლოდ ერთ შემთხვევაში (№1-------- სანოტარო აქტის შედგენისას), საქმეში არ იდო ქ. ქუთაისის საბინაო სამსახურის ცნობა, რომელიც სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა და დანარჩენ შემთხვევებში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო, ხოლო საქმეში წარმოდგენილ დისციპლინური კომისიის 2--- წლის 1-----------–-- დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–მა ახსნა-განმარტებაში, №1--------, №1-------- სამკვიდრო მოწმობის გაცემისას საქმეში, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების ფიზიკურად, აკინძული სახით არარსებობა დაადასტურა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევებში მის მიერ მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მისამართების გადამოწმება განხორციელდა, რაც მოგვიანებით ამოიბეჭდა და წარედგინა მაკონტროლებელ ორგანოს.
აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიერ გაცემული №1-------- სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ მასალებში დაცულია ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათები, რომლითაც დგინდებოდა მემკვიდრის - კახა ბაკაშვილის და რამანა ბაკაშვილის რეგისტრირებული მისამართები, თუმცა სამკვიდრო მოწმობაში მამკვიდრებლად ამირან ბაკაშვილია მითითებული.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიერ დაირღვა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- №7- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 85-ე მუხლის მოთხოვნები.
სასამართლო მიუთითებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- №7- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (თარჯიმნის ჩათვლით) გააფრთხილოს თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და თარჯიმანმა უნდა დაადასტურონ თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ.
მითითებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე (მოწმის ჩათვლით) გააფრთხილოს მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ, მაგრამ არ არის ვალდებული დოკუმენტურად შეამოწმოს ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა. მხარემ და მოწმემ უნდა დაადასტურონ მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიერ, არაერთგზის იქნა მითითებული წესი დარღვეული, კერძოდ მან არაერთხელ დაარღვია მითითებული ნომის იმპერატიული მოთხოვნა გაეფრთხილებინა სანოტარო მოქმედების მონაწილენი და თარჯიმანი მოწმეობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიერ დაირღვა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- №7- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე და 26-ე მუხლების მოთხოვნები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- №7- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, საჯარო აქტი უნდა შეიცავდეს ნოტარიუსის ხელმოწერას და ბეჭედს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის სანოტარო საქმიანობის შემოწმების პროცესში, ერთ-ერთ სანოტარო აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ნოტარიუსთან ინახებოდა არ ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი. შესაბამისად, მის მიერ დაირღვა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- №7- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 30-ე მუხლების მოთხოვნები.
მითითებული ინსტრუქციის 76-ე მუხლის თანახმად, მოანდერძის გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ, ნოტარიუსი ვალდებულია დანიშნოს ანდერძის გამოქვეყნების დღე და მოიწვიოს დაინტერესებული პირები. ანდერძი უნდა წაკითხულ იქნას მოწვეული პირის (პირების) თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი დალუქულია კონვერტში, კონვერტი უნდა გაიხსნას მოწვეული პირების თანდასწრებით. ნოტარიუსი ვალდებულია ანდერძის გამოქვეყნების შესახებ შეადგინოს ოქმი საჯარო აქტის ფორმით, რომელშიც წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტების გარდა უნდა მიეთითოს მოწვეული და დამსწრე პირების ვინაობა და იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, ინფორმაცია კონვერტისა და ლუქის მთლიანობის შესახებ, ანდერძის შესახებ ინფორმაცია (მოანდერძის ვინაობა, ანდერძის შედგენის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, ანდერძის შინაარსი. ანდერძის შინაარსის მითითება არ არის საჭირო, თუ ოქმს თან დაერთვის კონვერტში მოთავსებული ანდერძის დამოწმებული ფოტოასლი. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ დამსწრე პირებმა და ნოტარიუსმა. ოქმის დამოწმებული ასლის მიღების უფლება აქვს ყველა უფლებამოსილ პირს. ანდერძი, რომელიც გამოქვეყნდა, უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, რომელთანაც იგი ინახებოდა, ხოლო ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ან სხვა უფლებამოსილ პირს უნდა მიეცეს ანდერძის დამოწმებული ასლი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ანდერძის საფუძველზე სამკვიდრო მოწმობის (იხ. თუნდაც სამკვიდრო მოწმობები №1-------- და №1--------) გაცემასთან დაკავშირებულ მასალებში, წარმოდგენილი არ არის ანდერძის გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიერ დაირღვა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- №7- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 76-ე მუხლის მოთხოვნები.
სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამომრიცხავი გარემოება არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადრე დისციპლინური გადაცდომის არ გამოვლენა და დისციპლინური სახდელის არ შეფარდება. ისეთ პირობებში, როდესაც ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტებით, პირდაპირ, ცხადად და იმპერატიულად არის დადგენილი საზღაურის გამოთვლის წესი და ოდენობა, ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებისათვის გამოსათხოვი დოკუმენტების ჩამონათვალი, ანდერძის გამოქვეყნების წესი და ა.შ. მისი ბუნდოვანების საფუძვლით დისციპლინური გადაცდომის და პასუხისმგებლობის გამორიცხვა სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიერ ჩადენილი იყო როგორც, სხვადასხვა შინაარსის დარღვევები, ისე ერთგვარი ხასიათის გადაცდომები, კერძოდ, სანოტარო მოქმედება კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე, სხვადასხვა დროს შესრულებული იყო რამოდენიმე შემთხვევაში, საზღაურის გამოთვლის წესი, ასევე რამოდენიმე შემთხვევაში იყო დარღვეული. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩადენილია ერთი და იმავე ხასიათის ორი ან მეტი გადაცდომა, სახეზეა დარღვევების არაერთგზისობა/სისტემატურობა, რაც „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად მიჩნევისთვის ერთ-ერთ სავალდებულო ელემენტს წარმოადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--- წლის 8-------- განჩინება, საქმის №ბს-304-302(კ-17)).
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ბ’’ ქვეპუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის უფლება უჩერდება თუ მან ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც იწვევს მისთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერებას.
მითითებული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია - ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა, რაც იწვევს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 3---------- №6- ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სახდელები იყოფა მათი სიმძიმის ხარისხის შესაბამისად. აღნიშნული დებულების მიზნებისათვის დისციპლინური გადაცდომა იყოფა: ა) მსუბუქ გადაცდომად; ბ) საშუალო გადაცდომად; გ) მძიმე გადაცდომად; დ) განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად. ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომას, თუ არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ არასწორად ახდენს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის გაანგარიშებას, ან სანოტარო აქტზე გარკვევით არ უთითებს გადახდევინებული საზღაურის ზუსტ ოდენობას, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს. ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სჩადის განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს.
მითითებული დებულების მე-10 მუხლის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსს მძიმე გადაცდომისათვის შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს განსაზღვრული ვადით სანოტარო მოქმედებათა შესრულების აკრძალვას. უფლებამოსილების შეჩერების ვადაა არანაკლებ ერთი თვე და არაუმეტეს 2 წელი. უფლებამოსილების შეჩერების ვადა დგინდება გადაცდომის სიმძიმის, ნოტარიუსის პიროვნებისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების შეფასების საფუძველზე. ამასთან, განსაკუთრებით მძიმე გადაცდომისათვის ნოტარიუსი შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიერ შესრულებულია სანოტარო მოქმედებები კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე, დარღვეულია საზღაურის გადახდევინების წესი, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ისეთი გადაცდომები, რომლებიც კანონმდებლობით არის მიჩნეული მძიმედ და განსაკუთრებით მძიმედ და რისთვისაც „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-10 და მე-11 მუხლების თანახმად, ნოტარიუსი შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, ან მას შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის შერჩევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას - საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრულ სასამართლო კონტროლის განხორციელებას.
სასამართლო მიუთითებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. სანოტარო მოქმედება სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. ნოტარიუსის საქმიანობა არ არის მეწარმეობა და მოგების მიღების წყარო.
სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის თანამდებობა მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის მატარებელია და მისი როლი განსაკუთრებულია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების თვალსაზრისით, რაც ბუნებრივია ზრდის ასეთ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა პასუხისმგებლობის ხარისხს და წარმოშობს ნოტარიუსის საქმიანობაზე მკაცრი სამსახურებრივი ზედამხედველობის აუცილებლობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით. აღნიშნულით არის განპირობებული ის, რომ ნოტარიუსის გადაცდომათა სიმძიმე, ხარისხი (გრადაცია) და შესაბამისი პასუხისმგებლობა უშუალოდ კანონმდებლობით არის განსაზღვრული და მოცემულ შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საჯარო ინტერესის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, ნორმატიული აქტით არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დისციპლინური კომისიის 2--- წლის 1-----------–-- სხდომის ოქმისა და დასკვნის თანახმად, დადასტურებულად ჩაითვალა ნოტარიუს ხა------ ჯა--------–ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, ისინი მიჩნეული იქნა სისტემატურად ჩადენილად და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი განისაზღვრა, როგორც მსუბუქი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე გადაცდომები, ხოლო დისციპლინური კომისიის 2--- წლის 1-----------–-- სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 6--------- №6- ბრძანების თანახმად, ნოტარიუს ხა------ ჯა--------–ს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება სამი თვის ვადით.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში და გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება - უფლებამოსილების შეჩერება სამი თვით და უარი თქვა თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ან უფლებამოსილების მეტი ვადით შეჩერებაზე.
სასამართლო, დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომა თავისი არსით, სწორედ იმით განსხვავდება სხვა სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან (სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული), რომ იგი შედარებით მსუბუქი ხასიათის დარღვევას წარმოადგენს, რომელსაც არ მოჰყოლია არსებითი, ისეთი სახის შედეგი, რომელიც სხვა სახის პასუხისმგებლობას გამოიწვევს, თუმცა დისციპლინური გადაცდომისათვის შესაბამისი სახდელის გამოყენების მიზანს, საჯარო დაწესებულების და თანამდებობის პირების მიერ, მათზე დაკისრებული ფუნქციების კანონიერად და ჯეროვნად განხორციელების მიზანს ემსახურება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმის ნომერი: 2/5/556, ია უჯმაჯურიძე, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მითითებულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური გადაცდომა თავისი არსით წარმოადგენს ქმედებას, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველია და არ იწვევს მნიშვენლოვანი კერძო, თუ საჯარო სიკეთეების ხელყოფას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნითა და ასევე კანონით გათვალისწინებული ჩარევის პროპორციული საშუალებით, მისი მხრიდან სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხა------ ჯა--------–ის სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 6--------- №6- ბრძანება მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- განჩინებით, შეჩერებული იქნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება და უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელისათვის სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მითითებული განჩინება, აღნიშნულ ნაწილში ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ის მიერ, მისი წარმომადგენლის მეშვეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული სახელმწიფო ბაჟი, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 3--ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 36--ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხა------ ჯა--------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. მოსარჩელე ხა------ ჯა--------–ს დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის მიერ, 2--- წლის 1---------- №0 საგადასახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150);
4. ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- განჩინება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებისა და მოსარჩელისათვის სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ნაწილში;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით;
მოსამართლე დ----- წ--------–-