განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1--------
№(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - გ------- შ---------
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. კ---- ო-----–--ე - დაბადებული 1--- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე (მოხსნილი), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------ა, დ----- ა----–-----–-------------------.
2. მ------ ტ--–----ე - დაბადებული 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------ა, გ--------–---–------------.
ადვოკატი - გ---- ბ---------ე
კვალიფიკაცია:
1. კ---- ო-----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
2. მ------ ტ--–----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ს----------ის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1---------ს განაჩენით მ------ ტ--–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მ–-----ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2--------–-ს განაჩენით მ------ ტ--–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 4 წელი, 9 თვე და 27 დღე თავისუფლების აღკვეთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2012 წლის 20 თებერვალს.
2018 წლის 21 მარტს მ------ ტ--–----ე და კ---- ო-----–--ე იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ბ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააჩერეს რ------ გ------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა, სახ. ნომრით R--------, რომელსაც გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოსთხოვეს წაყვანა ნ----–-----ის რაიონში. ქ. თბილისში მ-----– მ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ტ--–----ემ და კ---- ო-----–--ემ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოქალაქე რ------ გ------–--ეს მის კუთვნილ ა/მანქანაში, სახ. ნომრით R--------, წაართვეს 64 ლარი, მობილური ტელეფონი, ა/მანქანის რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით და საფულე. კერძოდ, მ------ ტ--–----ემ ა/მანქანის ღვედი რ------ გ------–--ეს მოუჭირა ყელის არეში და სიცოცხლისათვის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული და პირადი ნივთები, ხოლო კ---- ო-----–--ემ რ------ გ------–--ეს ტანსაცმლიდან ამოუღო ფული და პირადი ნივთები, რითაც დაზარალებულს რ------ გ------–--ეს მიადგა 169 ლარის მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით
და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
2.1. დაზარალებულმა რ------ გ------–--ემ განაცხადა, რომ ტაქსაობს კუთვნილი ,,მერსედეს ბენცის“ ფირმის ავტომანქანით, სახ. ნომრით R--------. 2018 წლის 21 მარტს გადაადგილდებოდა ბ--–--–---–ის ქუჩაზე, რა დროსაც შეაჩერა ორმა პიროვნებამ, რომლებმაც 8 ლარის სანაცვლოდ სთხოვეს ნ----–-----ის რაიონში მიყვანა, რაზეც დათანხმდა. ა/მანქანაში რ----- გ------–--ეს ერთი მგზავრი ჩაუჯდა გვერდით, ხოლო მეორე მგზავრი მოთავსდა უკანა სალონში მის მხარეს. მგზავრებმა გზაში უთხრეს, რომ შეეშალათ მისამართი და ლ-------ის მიმართულებით წაყვანა სთხოვეს. რ----- გ------–--ე მივიდა ხ----------ის ქუჩაზე და ვინაიდან საავტომობილო გზა არ იყო, აპირებდა ა/მანქანის მობრუნებას, რა დროსაც უკან მჯდომმა მგზავრმა, როგორც შემდგომ გაირკვა მ------ ტ--–----ემ, ყელზე მოუჭირა ა/მანქანის ღვედი, რომელიც მძღოლს ქონდა გაკეთებული, ხოლო წინ მჯდომმა მგზავრმა, როგორც შემდგომ გაირკვა კ---- ო-----–--ემ, ქურთუკის ჯიბეებში ჩაუყო ხელი და ერთი ჯიბიდან ამოუღო ფულადი თანხა, ხოლო მეორე ჯიბიდან ,----–----ს’’ მობილური ტელეფონი, ასევე აიღო სალონში შეერთებული მეხსიერების ბარათი და ტყავის საფულე. რ----- გ------–--ეს ორივე თავდამსხმელი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სთხოვდნენ ფულს. როდესაც კ---- ო-----–--ე დაეუფლა რ----- გ------–--ის თანხას - 64 ლარს და ნივთებს, კ---- ო-----–--ე და მ------ ტ--–----ე გადავიდნენ ა/მანქანიდან და გაიქცნენ. რ----- გ------–--ემ მიმართა ქუჩაში მყოფ საპატრულო ეკიპაჟს მომხდარი ფაქტი გამო. პატრულის თანამშრომლებმა და რ----- გ------–--ემ იქვე ქუჩაში დაიწყეს თავდამსხმელების მოძიება; მან მიუთითა პატრულის თანამშრომლებს ხ----------ის ქუჩიდან ჩამომსვლელ ორ პიროვნებაზე, რომლებიც თავს დაესხნენ და გასტაცეს ნივთები. პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებულები კ---- ო-----–--ე და მ------ ტ--–----ე.
2.2. მოწმე ნ-----–---- ს-------–---–-ა განაცხადა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ში პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 21 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, თავის მეწყვილესთან - დ----- ც--------სთან ერთად იმყოფებოდა ნ----–-----ის რაიონში, ც---------------ის ქუჩაზე, რა დროსაც ისინი შეაჩერა მოქალაქემ - რ----- გ------–--ემ, რომელიც აცხადებდა, რომ მ----ს ქუჩაზე დააყაჩაღეს. კერძოდ, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჩაუჯდა ტაქსში, ერთი წინ მარჯევნა მხარეს, მეორე უკან მის მხარეს, მიიყვანა ლ-------ის დასახლებაში, როდესაც მ----ს ქუჩაზე ავიდნენ რ----- გ------–--ეს უკან მჯდომმა მამაკაცმა უსაფრთხოების ღვედი მოუჭირა ყელზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო წინ მჯდომმა ჯიბეებიდან ამოაცალა საფულე და ნივთები. ნ-----–---- ს-------–---–ის განმარტებით, მან და მისმა მეწყვილემ ჩაისვეს ა/მანქანაში რ----- გ------–--ე და მიმდებარე ტერიტორიაზე გავიდნენ. მათ ხ----------ის ქუჩაზე შენიშნეს ორი მამაკაცი, რომლებმაც პატრულის ა/მანქანის დანახვაზე აუჩქარეს ნაბიჯებს და შეეცადნენ მიმალვას. რ----- გ------–--ემ იცნო თავდამსხმელები და განაცხადა, რომ ამ პირებმა რამდენიმე წუთის წინ დააყაჩაღეს. ნ-----–---- ს-------–---–ი და მისი მეწყვილე გაეკიდნენ თავდამსხმელებს, რომლებიც ხ----------ის ქუჩაზე N---- კორპუსის სადარბაზოში შევიდნენ, სადაც დააკავეს. ისინი აღმოჩნდნენ მ------ ტ--–----ე და კ---- ო-----–--ე. ბრალდებულის სახით დაკავების შემდეგ რ----- გ------–--ემ კვლავ დაადასტურა, რომ თავს დაესხნენ ეს პირები, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და დააყაჩაღეს. ბრალდებულ კ---- ო-----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, რომელიც ეკუთვნოდა რ----- გ------–--ეს. ასევე ამოღებული იქნა 64 ლარი, ორი ცალი საფულე, პირადობის მოწმობა და სანთებელა.
2.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ----- ც--------მ, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ მის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ------ ტ--–----ე.
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ვ-–-------- კ-----ემ, გ----- კ-----–---–--მ, ვ-------- კ-------–--ემ და მ-----– ჩ--------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
2.5. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 მარტს, 04:05 საათზე, ქ. თბილისში, ხ----------ის ქ------------------------------------------------------–ზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა კ---- ო-----–--ე, რომლის პირადი ჩხრეკის დროს ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა ოქროსფერი ,----–----ს’’ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეიკოდით: 8--------------, შავი ფერის სანთებელა. ქურთუკის მარცხენა გარეთა ჯიბეში აღმოჩნდა ა/მანქანის რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით, შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში აღმოჩნდა ფულადი თანხა 64 (სამოცდაოთხი) ლარის ოდენობით, შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც აღმოჩნდა კ---- ო-----–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, 11 (თერთმეტი) ცალი პლასტიკური ბარათი, 1 ცალი სავიზიტო ბარათი, ხატი. ყელზე ქონდა ხის ჯაჭვი ხის ჯვრით, უკანა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩნდა ყავისფერი ტყავის საფულე.
2.5.1. საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ნ-----–---- ს-------–---–-ა
2.6. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 მარტს, 04:05 საათზე, ქ. თბილისში, ხ----------ის ქ------------------------------------------------------–ზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ------ ტ--–----ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მისი პირადი ნივთები.
2.6.1. საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა დ----- ც--------მ.
2.7. ავტო მანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, ც----------------------------ის მიმდებარედ დათვალიერებული იქნა ,,მერსედეს ბენცის“ ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით R--------. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები.
2.7.1. საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ვ-–-------- კ-----ემ.
2.8. ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ც----------------------------ის მიმდებარედ ამოღების წესით ამოღებული იქნა ,,მერსედეს ბენცის“ ფირმის სახ. ნომრით R-------- ავტომანქანა.
2.8.1. საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ვ-–-------- კ-----ემ.
2.9. სუნის კვალის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, 2018 წლის 21 მარტს აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუშები მ------ ტ--–----ისგან და კ---- ო-----–--ისგან.
2.9.1. საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურა ოქმების შემდგენმა გამომძიებელმა ვ-------- კ-------–--ემ.
2.10. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, მ-----– მ----ს ქ---------ის მიმდებარედ რ----- ჟ-----ს ძე გ------–--ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცის“, სახ. ნომრით R---------ის წინა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან და უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და იდენტურია ბრალდებულებისაგან: კ---- ბ------ს ძე ო-----–--ისაგან (დაბადებული 1--------- წელს, მცხოვრები ქ. ს----------ა, დ----- ა----–-----–------------------ში) და მ------ ზ------ს ძე ტ--–----ისაგან (დაბადებული 2--------- წელს, მცხოვრები ქ. ს----------ა, მ-----–---–-------------ში) აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
2.10.1. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
2.11. ამოღების ოქმების თანახმად, 2018 წლის 21 მარტს ამოღებულ იქნა კ---- ო-----–--ის ტანსაცმელი - ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ქურთული წითელი ნაცრისფერში გაწყობილი. ასევე ამოღებულ მ------ ტ--–----ის კუთვნილი ტანსაცმელი.
2.11.1. ტანსაცმლის ამოღების ოქმების სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა მ-----– ჩ--------მ.
2.12. ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარმოდგენილ: ა/მანქანა ,,MERCEDES-BENZ” სახ. N R---------ის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილიდან დაქტილოფირით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ წითელის ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და კ---- ო-----–--ის ჟაკეტის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ წითელი ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება. ა/მანქანა ,,MERCEDES-BENZ” სახ. N R---------ის წინა მარჯვენა და უკანა მარცხენა სავარძლიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის მ------ ტ--–----ის ტანსაცმელი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.
2.12.1. ქიმიური N------ ექსპერტიზის დასკვნის სისწორე მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
2.13. ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, 2018 წლის 21 მარტს ნებაყოფლობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები მ------ ტ--–----ისგან და კ---- ო-----–--ისგან.
2.13.1. საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა მ-----– ჩ--------მ.
2.14. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მოყავისფრო ტყავისმაგვარი მასალის საფულეზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება კ---- ო-----–--ის (ობ. N10) და ობ. N4(უკანა მარცხენა კარის სახელურის), N7-ის (მობილური ტელეფონი ,----–----’’) პროფილების მაჟორული წილის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო მ------ ტ--–----ის (ობ. N11), არ ვლინდება.
2.14.1. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
2.15. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, სს N0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვალი N1, N2 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარმოდგენილი 1--------- წელს დაბადებული კ---- ბ------ს ძე ო-----–--ის და 2--------- წელს დაბადებული მ------ ზ------ს ძე ტ--–----ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე გადატანილი ხელის ანაბეჭდები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N1, N2 არ არის იდენტური გამოკვლევაზე წარმოდგენილი 1--------- წელს დაბადებული კ---- ბ------ს ძე ო-----–--ის და 2--------- წელს დაბადებული მ------ ზ------ს ძე ტ--–----ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშების.
2.15.1. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
2.16. ბრალდებულმა კ---- ო-----–--ემ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მან და მ------ ტ--–----ემ ისარგებლეს რ----- გ------–--ის ტაქსის მომსახურეობით, რა დროსაც იჯდა მძღოლის გვერდით და რ----- გ------–--ეს ჯიბიდან ფარულად ამოაცალა საფულე და ტელეფონი, ხოლო მეხსიერების ბარათი გვერდით იდო და აიღო. აღნიშნულით მან ჩაიდინა რ----- გ------–--ის მიმართ ქურდობა. კ---- ო-----–--ემ კატეგორიულად უარყო, რომ მან და მ------ ტ--–----ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა. კ---- ო-----–--ის განცხადებით, ვინაიდან რ----- გ------–--ეს ფარულად მოპარა ნივთები და აღნიშნული რ----- გ------–--ემ მოგვიანებით გააცნობიერა, ამის გამო მიმართა საპატრულო პოლიციას.
2.17. ბრალდებულმა მ------ ტ--–----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მან და კ---- ო-----–--ემ ისარგებელეს რ----- გ------–--ის ტაქსით, იგი იჯდა უკან და არ დაუნახავს თუ როგორ ამოაცალა კ---- ო-----–--ემ რ----- გ------–--ეს მისი კუთვნილი ნივთები. შემდეგში, როცა მანქანიდან გადმოვიდნენ კ---- ო-----–--ისგან შეიტყო, რომ რ----- გ------–--ისთვის ჩუმად მოუპარავს ნივთები.
2.18. ბრალდებულების მ------ ტ--–----ის და კ---- ო-----–--ის ადვოკატის პოზიციით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისას ბრალდება ემყარება მხოლოდ დაზარალებულ რ------ გ------–--ის ჩვენებას, რომელსაც არ აღენიშნებოდა რაიმე დაზიანება და არც სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარებია დაზიანების დადგენის მიზნით. რ------ გ------–--ის ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ------ გ------–--ის მიმართ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ან ამგვარი ძალადობის გამოყენების მუქარას საქმეში არ მოიპოვება. ადვოკატმა მოითხოვა მ------ ტ--–----ის და კ---- ო-----–--ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება. ამასთანავე, მოითხოვა კ---- ო-----–--ის ქმედების ქურდობით დაკვალიფიცირება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
2.19. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და მ------ ტ--–----ის და კ---- ო-----–--ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის.
2.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. კონკრეტულ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------ ტ--–----ის და კ---- ო-----–--ის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ელემენტს. კერძოდ:
2.20.1. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დაზარალებული რ------ გ------–--ის ჩვენებას დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 21 მარტს მის კუთვნილ ა/მანქანაში უკან მჯდომმა მ------ ტ--–----ემ ყელზე მოუჭირა ა/მანქანის სალონში განთავსებული ღვედი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მის გვერდით მჯდომმა კ---- ო-----–--ემ ჯიბეებიდან ამოაცალა ფული, მობილური ტელეფონი, საფულე და აიღო სალონში არსებული მეხსიერების ბარათი;
2.20.2. იმ ფაქტს, რომ დაზარალებულ რ------ გ------–--ის ა/მანქანაში ნამდვილად ისხდნენ კ---- ო-----–--ე და მ------ ტ--–----ე ადასტურებს ოდოროლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და ამ ფაქტს არც ბრალდებულები ხდიან სადაოდ. ასევე ბრალდებულები სადაოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ კ---- ო-----–--ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ------ გ------–--ის კუთვნილ ნივთებს.
2.20.3. დაზარალებულ რ------ გ------–--ის ჩვენება დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობის გზით ჩადენის თაობაზე სრულ თანხვედრაშია პატრულ ინსპექტორების ნ-----–---- ს-------–---–ის და დ----- ც--------ს ჩვენებებთან, რომლებმაც სასამართლოს აღუწერეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც რ------ გ------–--ისგან გახდა მათთვის ცნობილი, კერძოდ ის, რომ რ----- გ------–--ის უკან მჯდომმა მას უსაფრთხოების ღვედი მოუჭირა ყელზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო წინ მჯდომმა ჯიბეებიდან ამოაცალა საფულე და სხვა ნივთები. მართალია, პატრულის თანამშრომლების ჩვენებები არის რ------ გ------–--ის ჩვენებისგან ნაწარმოები, მაგრამ ისინი უშუალოდ აღწერენ მტკიცების საგნის ძირითად გარემოებებს და ამყარებენ რ----- გ------–--ის ჩვენების სისწორეს.
2.20.4. კ---- ო-----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმიც ადასტურებს დაზარალებულ რ----- გ------–--ის ჩვენების სისწორეს, რადგან ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი საფულე იმ თანხის ოდენობით, რაც დაზარალებულმა მიუთითა, დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი და ა/მანქანის რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით; ჩხრეკის ოქმის სისწორე დადასტურებულია პატრულ ინსპექტორების ნ-----–---- ს-------–---–ის და დ----- ც--------ს ჩვენებებით, რომელთა მიერ რ------ გ------–--ისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და მითითებით დაკავებული იქნა კ---- ო-----–--ე და მ------ ტ--–----ე.
2.20.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების და მათი ადვოკატის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ დაზარალებული რ------ გ------–--ის ჩვენება არ არის საკმარისი და არ აკმაყოფილებს ყაჩაღობის ბრალდების დასადასტურებლად მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს. ის გარემოება, რომ რ------ გ------–--ე ბრალდებულების მითითებით მივიდა ისეთ ადგილას, სადაც საავტომობილო გზა მთავრდებოდა, იყო შუაღამე, მოულოდნელად მის უკან მჯდომმა მგზავრმა მანქანის ღვედი, რომელიც მას ქონდა გადადებული, წაუჭირა ყელში, თან სთხოვდა თანხას, ხოლო მის გვერდით მყოფმა პიროვნებამ შეუმოწმა ჯიბეები თანხის მოძიების მიზნით, დანაშაულის ჩადენის მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ დაზარალებულის წარმოდგენაში მისთვის შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე, რა დროსაც მუქარის განსაზღვრული ხასიათის დადგენა სასამართლოსთვის არც არის მნიშვნელოვანი, რადგან მუქარის განუსაზღვრელი ხასიათიც კი ამგვარ მოცემულობაში ყაჩაღობის შემადგელობას ქმნის. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საქმეში არ არის რ------ გ------–--ის სხეულის დაზიანების დამადასტურებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლოს არ უჩენს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ რ----- გ------–--ის ჩვენება არ არის სარწმუნო და არ უნდა იქნას გაზიარებული.
2.20.6. საკასაციო პალატამ საქმეში #424აპ-16 აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, როგორც წესი, ხდება დაზარალებულისა და მომხდარი შემთხვევის სხვა თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებების, თვით ბრალდებულის ჩვენების გათვალისწინებითაც, მაგრამ, თანაბრად ამისა, მსგავსი შეფასება დასაშვებია აგრეთვე სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებების გათვალიწინებით... რომლებიც ასევე შესაძლებელია გვევლინებოდეს პირდაპირი მტკიცებულებების როლში და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.
2.20.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებას არ ყავს მოწმეები, აქ არის, ერთი მხრივ, დაზარალებულის ჩვენება და მეორე მხრივ, ბრალდებულების ჩვენება. შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ პირთა ჩვენებების თანმიმდევრულობაზე და შესაბამისობაზე საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ რ------ გ------–--ის ჩვენება დამაჯერებელია, თანხვედრაშია ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან და სასამართლოს არ გააჩნია დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
2.21. სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებს არ ჩაუდენიათ ყაჩაღობა და მხოლოდ კ---- ო-----–--ემ ჩაიდინა ქურდობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან, რომელსაც დაცვის მხარე გვერდს ვერ აუვლის, კერძოდ, უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტი, რომ ბრალდებულები ისხდნენ რ----- გ------–--ის ა/მანქანაში და კ---- ო-----–--ე დანაშაულებრივად დაეუფლა რ------ გ------–--ის კუთვნილ ნივთებს. მაგრამ ბრალდებულების მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით დაცვის მხარე ცდილობს მსუბუქი ბრალდებით წარმოაჩინოს კ---- ო-----–--ის ქმედება, ხოლო მ------ ტ--–----ეს საერთოდ მოეხსნას პასუხისგებლობა. დაცვის ამგვარი პოზიცია მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ არგუმენტაციას, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ---- ო-----–--ის და მ------ ტ--–----ის ჩვენების სისწორეს, უფრო მეტიც, სასამართლოსთვის არადამაჯერებელია ბრალდებულების ჩვენება იმის თაობაზე, რომ კ---- ო-----–--ემ მის გვერდით მჯდომ ტაქსის მძღოლს ისე შეუმოწმა ქურთუკის ჯიბეები და ამოაცალა ერთი ჯიბიდან საფულე, მეორე ჯიბიდან მობილური, რომ მძღოლმა ეს ვერ იგრძნო.
2.21.1. საკასაციო პალატამ საქმეში #45აპ-17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულების პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელთა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ---- ო-----–--ის და მ------ ტ--–----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
2.22. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს კ---- ო-----–--ის და მ------ ტ--–----ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 21 მარტს მ------ ტ--–----ემ და კ---- ო-----–--ემ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააჩერეს რ------ გ------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა, სახ. ნომრით R--------, რომელსაც გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოსთხოვეს წაყვანა ნ----–-----ის რაიონში. ქ. თბილისში მ-----– მ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ტ--–----ემ და კ---- ო-----–--ემ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მოქალაქე რ------ გ------–--ეს მის კუთვნილ ა/მანქანაში წაართვეს 64 ლარი, მობილური ტელეფონი, ა/მანქანის რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით და საფულე. კერძოდ, მ------ ტ--–----ემ ა/მანქანის ღვედი რ------ გ------–--ეს მოუჭირა ყელის არეში და სიცოცხლისათვის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული და პირადი ნივთები, ხოლო კ---- ო-----–--ემ რ------ გ------–--ეს ტანსაცმლიდან ამოუღო ფული და პირადი ნივთები, რითაც დაზარალებულს რ------ გ------–--ეს მიადგა 169 ლარის მატერიალური ზიანი.
2.23. ზ/ა გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა მ------ ტ--–----ემ და კ---- ო-----–--ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად.
2.24.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის განსაზღვრებას, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.25. საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც. კონკრეტულ საქმეში ის ფაქტი, რომ კ---- ო-----–--ემ და მ------ ტ--–----ემ გააჩერეს ტაქსი და მძღოლს სთხოვეს ნ----–-----ის რაიონში წაყვანა მაშინ, როდესაც არც ერთი მათგანს არ ქონდა ფული (ჩხრეკისას არ იქნა ამოღებული მათი კუთვნილი თანხა), ამასთანავე, ბრალდებულებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს თუ რა მიზნით მიდიოდნენ ნ----–-----ის რაიონში, რატომ მიიყვანეს ტაქსის მძღოლი ისეთ ადგილას სადაც საავტომობილო გზა მთავრდებოდა, ყოველივე აღნიშნული მოწმობს, რომ ბრალდებულებს თავიდანვე ქონდათ განზრახული, დანაშაულებრივი გზით დაუფლებოდნენ მძღოლის კუთვნილ თანხას და ნივთებს, ხოლო შემდეგში, როდესაც ტ--–----ემ უსაფრთხოების ღვედის გამოყენებით შექმნა საფრთხე რ------ გ------–--ის სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ხოლო ო-----–--ემ ისარგებლა აღნიშნულით და ჯიბეებიდან ამოაცალა ფული და მობილური ტელეფონი, მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ ტ--–----ესა და ო-----–--ეს შორის წინასწარ იქნა მიღწეული შეთანხმება ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების თაობაზე, რა დროსაც ორივე პირს ამოძრავებდა განზრახვა ყაჩაღობის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ტაქსის მძღოლის კუთვნილ თანხას და ნივთებს, რაც სისრულეში მოიყვანეს. წარმოდგენილი მტკიცებულებების კომპლექსური ანალიზის შედეგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ტ--–----ემ და კ---- ო-----–--ემ ყაჩაღობა ჩაიდინეს ჯგუფურად.
2.26. ზ/ა გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდებულმა მ------ ტ--–----ემ და კ---- ო-----–--ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის.
2.27. ს----------ის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1---------ს განაჩენით მ------ ტ--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
2.28. მ–-----ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2--------–-ს განაჩენით მ------ ტ--–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 04 (ოთხი) წელი, 01 (ერთი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე. მსჯავრდებულ მ------ ტ--–----ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით, 09 (ცხრა) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა. მ------ ტ--–----ე 2012 წლის 20 თებერვალს კალენდარულად გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მ------ ტ--–----ეს აღნიშნული ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი.
2.29. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.30. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.31. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა მ------ ტ--–----ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ ტ--–----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ---- ო-----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------ ტ--–----ის და კ---- ო-----–--ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავეებად.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. კ---- ო-----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. მ------ ტ--–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა, რომელიც არ წარმოადგენს ქმედების მაკვალიფიცირებელს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: მ------ ტ--–----ეს და კ---- ო-----–--ეს ბრალი ედებათ სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენაში, მ------ ტ--–----ე წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის, კ---- ო-----–--ეს წარსული ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, მ------ ტ----–--ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. წარსული ნასამართლობა, რომელიც არ წარმოადგენს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს რეციდივის წესით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს. კ---- ო-----–--ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა მ------ ტ--–----ემ და კ---- ო-----–--ემ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1. კ---- ო-----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, კერძოდ, რ----- გ------–--ის ,----–----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით, 64 ლარი და ტყავის საფულე, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–--------------------ს ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.2. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის, ხელის კვლების და მიკრონაწილაკების ანაწმენდის ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.3. ბრალდებულ კ---- ო-----–--ისაგან აღებული ნერწყვის, სუნის, ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.4. ბრალდებულ კ---- ო-----–--ისაგან ამოღებული მისი ტანსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.5. ბრალდებულ მ------ ტ--–----ისაგან აღებული ნერწყვის, სუნის, ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.6. ბრალდებულ მ------ ტ--–----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.7. რ----- გ------–--ის ავტომანქანა, რომელიც ინახება დაზარალებულთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ---- ო-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. კ---- ო-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. მ------ ტ--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. მ------ ტ--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
5. კ---- ო-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
6. კ---- ო-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.
7. მ------ ტ--–----ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
8. მ------ ტ--–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 მარტიდან.
9. ნივთმტკიცება:
9.1. კ---- ო-----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, კერძოდ, რ----- გ------–--ის ,----–----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით, 64 ლარი და ტყავის საფულე, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–--------------------ს ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9.2. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის, ხელის კვლების და მიკრონაწილაკების ანაწმენდის ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
9.3. ბრალდებულ კ---- ო-----–--ისაგან აღებული ნერწყვის, სუნის, ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
9.4. ბრალდებულ კ---- ო-----–--ისაგან ამოღებული მისი ტანსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9.5. ბრალდებულ მ------ ტ--–----ისაგან აღებული ნერწყვის, სუნის, ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
9.6. ბრალდებულ მ------ ტ--–----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–-------------------ის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9.7. რ----- გ------–--ის ავტომანქანა, რომელიც ინახება დაზარალებულთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითის განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/