განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
330100115718186
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1---------------, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- გ------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ-----–---- გ----- ძე ძ-------–-–---–ი (დასწრების გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2--------, რეგისტრირებული: თ---–---- ჯ--------ს ქუჩა #--, ბინა #1-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით)

 

ადვოკატი - ნ-----–-- ჩ-----–---–ი

 

ბრალდებული - ბ---- ფ---------- ძე ფ-----ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---------, თ------------ ქუჩა #--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით)

 

ადვოკატი - ზ----------------

 

ბრალდებული - ლ-–- ნ-----–----ის ძე მ----–--ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, რეგისტრირებული: თ---–---- ბ------------ ქუჩა #-, ბინა #-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------ ა----–-----–-- 1-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით)

 

ადვოკატი - ი-----–- გ--------ე

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ნ-----–---- ძ-------–-–---–ი რამდენიმე წელი ეწეოდა ბიტუმის რეალიზაციას, რაშიც დახმარებას უწევდა ბ---- ფ-----ე. 2014 წლის სექტემბერში, მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ მიერ რეალიზაციის მიზნით ირანიდან შემოტანილი იქნა 5 სატვირთო ავტომანქანა ბიტუმი. ამავე დროს ნ-----–---- ძ-------–-–---–ისათვის ცნობილი იყო, რომ შპს „ბ------------ის“ წარმომადგენელს სურვილი ჰქონდა შეეძინა დიდი ოდენობით ბიტუმი.

 

1.2. ნ-----–---- ძ-------–-–---–მა და ბ---- ფ-----ემ განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ კუთვნილ დიდი ოდენობით ბიტუმს და მისი რეალიზაციით მიღებული თანხები მიესაკუთრებინათ.

 

1.3. განზრახვის განსახორციელებლად, დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად ბ---- ფ-----ე შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ წარმომადგენლებს დაარწმუნებდა, რომ მათგან შეიძენდა 5 სატვირთო ავტომანქანა ბიტუმს, რომლის საფასურსაც გადაიხდიდა საქონლის ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ.

 

1.4. იმის გამო, რომ ბ---- ფ-----ეს, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იცნობდნენ შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ წარმომადგენლები და არ სურდა მათთან გამოჩენა, დახმარება სთხოვა ლ-–- მ----–--ეს და გაანდო მისი და ნ-----–---- ძ-------–-–---–ის დანაშაულებრივი გეგმის შესახებ, რაზედაც ლ-–- მ----–--ე დასთანხმდა.

 

1.5. ამავე დროს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრმა, ნ-----–---- ძ-------–-–---–მა დაარწმუნა შპს „ბ------------ის“ წარმომადგენელი მ------ ჟ------ი, რომ იმ შემთხვევაში, თუ თანხას ტრანსპორტირების დასრულებისთანავე გადაუხდიდა, 5 სატვირთო ავტომანქანა ბიტუმს მიაწოდებდა საბაზრო ფასზე გაცილებით დაბალ ფასად.

 

1.6. დანაშაულებრივმა ჯგუფმა განზრახვა გეგმის მიხედვით მოიყვანა სისრულეში და 2014 წლოს 18 სექტემბერს ლ-–- მ----–--ე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „ა-–----–-------–-“ შეხვდა შპს „ი--------–----–----------–--------------------“-ს წარმომადგენლებს. მათ თავი წარუდგინა, რომ თითქოსდა იყო - ნ-----–---- ძ-------–-–---–ის ფაქტობრივ გამგებლობაში არსებული საწარმოს - შპს „ჯ------“-ს დირექტორი გ------- ჭ----–--ე და სურდა მათგან 5 სატვირთო ავტომანქანა ბიტუმის შეძენა, რომლის საფასურის გადახდასაც დაჰპირდა მას შემდეგ, როცა დასრულდებოდა საქონლის ტრანსპორტირება. ლ-–- მ----–--ემ დაარწმუნა შპს „ი--------–----–----------–--------------------“-ს წარმომადგენლები: ბ---- მ---- - ფ---------ი და ც------ პ--------ა, რომ შპს „ჯ-------ს“ სახელზე გამოეწერათ საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ელექტრონული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შპს „ბ------------ის“ წარმომადგენელ მ------ ჟ--------თან შეთანხმების შესაბამისად, სამი სატვირთო ავტომანქანა გაეგზავნათ ქალაქ ბათუმში, ხოლო ორი სატვირთო ავტომანქანა ზესტაფონის რაიონში.

 

1.7. შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლის 21 სექტემბერს, შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ წარმომადგენლის მიერ, შპს „ჯ-------ს“ სახელზე გამოწერილ იქნა 5 ელექტრონული სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის თანახმად სამი სატვირთო ავტომანქანა მასზე განთავსებული 91 006,05 ლარის ღირებულების 69 370 კგ ბიტუმით, გაიგზავნა ქალაქ ბათუმის მიმართულებით. ხოლო ორი ავტომანქანა ზესტაფონის რაიონის მიმართულებით. ამავდროულად, ნ-----–---- ძ-------–-–---–მა, შპს „ჯ-------ს“ სახელით, გამოწერა 5 ელექტრონული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საიდანაც სამ სატვირთო ავტომანქანაზე განთავსებული 69 370 კგ ბიტუმი, 80 084 ლარად მიაწოდა შპს „ბ------------ს“, მაშინ როცა შპს „ჯ-------ს“ აღნიშნული საქონელი შეძენილი ჰქონდა 91 006,05 ლარად.

 

1.8. საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერის შემდეგ, ნ-----–---- ძ-------–-–---–მა შპს „ბ------------ის“ წარმომადგენლებს შპს „ჯ-------ს“ ანგარიშზე ჩაარიცხინა ბიტუმის ღირებულების ნაწილი - 72 210 ლარი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ნ-----–---- ძ-------–-–---–მა, ბ---- ფ-----ემ და ლ-–- მ----–--ემ ურთიერთშორის გაინაწილეს. ხოლო შპს ,,ი--------–----–----------–---------------------ს“ წარმომადგენლებს ბიტუმის ღირებულება არ გადაუხადეს და მიაყენეს 91 006,05 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით

 

2.1. დაზარალებული კომპანიის შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ ასპროცენტიანი წილის მფლობელის (2014 წლის მდგომარეობით) - მოწმე მ------ ჯ--–--–ის ჩვენებით დადგინდა, რომ საწარმოს საქმიანობის სფერო იყო ნავთობპროდუქტების, ძირითადად ბიტუმის იმპორტი და მისი საბითუმო რეალიზაცია. იმპორტი ხორციელდებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. შპს-ში გაყიდვების მენეჯერი იყო ბ---- მ-----ფ---------ი. შპს „ი--------–----–----------–--------------------“ იმპორტირებულ ბიტუმს ყიდიდა საქართველოში არსებულ სხვადასხვა კომპანიაზე. 2014 წლის 19 სექტემბერს, კომპანიამ ირანიდან შემოიტანა 117 790 კგ. ბიტუმი, რომელიც დატვირთული იყო 5 სატვირთო ავტომანქანაზე. შემოტანისთანავე ბ---- მ-----ფ---------ი ც------ პ--------ას შუამავლობით შეხვდა მყიდველს, შპს „ჯ-------ს“ წარმომადგენელს, რომელიც გაეცნო გ------- ჭ----–--ის სახელით. მათ შორის შედგა შეთანხმება ფასზე, ერთი ტონა ბიტუმის ღირებულება იყო 750 აშშ დოლარი. მყიდველს - შპს „ჯ-------ს“ თანხა უნდა გადაეხადა ნედლეულის მიღებამდე. 2014 წლის 21 სექტემბერს შეთანხმებისამებრ, გამოწერილი იქნა ხუთი სპეციალური ანგარიშფაქტურა, რომლის საფუძველზეც შპს „ი--------–----–----------–---------------------მ“ შპს „ჯ-------ს“ ბათუმსა და ზესტაფონში გაუგზავნა 5 სპეციალური სატვირთო ცისტერნით დატვირთული ბიტუმი, რომლის ფასი შეადგენდა 88 342,5 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, 154 528,7 ლარს. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო 2014 წლის 22 სექტემბერს, დილის 10 საათისთვის, ხოლო თანხის გადახდამდე სატვირთოებიდან ბიტუმი არ ჩამოიტვირთებოდა. ამავდროულად შპს-ს სახელით გამოიწერა ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები. 2014 წლის 21 სექტემბერს დილით გაგზავნილი 5 დატვირთული სატვირთო ავტომანქანიდან სამი მანქანა ჩავიდა ბათუმში გ------- ჭ----–--ის მიერ მითითებულ ადგილზე, ხოლო ორი მანქანა ზესტაფონში. შეთანხმების თანახმად, თანხა, რომელიც უნდა ჩარიცხულიყო „ი--------–----–----------–---------------------ს“ ანგარიშზე 2014 წლის 22 სექტემბრისთვის გ------- ჭ----–--ის მიერ, არ ჩაირიცხა. ბ---- მ---- ფ---------მა არაერთგზის სცადა ვითარებაში გარკვევა, თუმცა გ------- ჭ----–--ისგან არანაირი განმარტება არ მიუღია. ვინაიდან თანხა არ ჩაირიცხა მთელი დღის განმავლობაში და არც მყიდველი გამოვიდა კონტაქტზე მ------ ჯ--–--–მა მიიღო გადაწყვეტილება არ მომხდარიყო ავტომანქანების ჩამოცლა თანხის მიღებამდე, მან უკან გამოიხმო ზესტაფონში გაგზავნილი ორი ავტომანქანის მძღოლი და მანქანები განათავსა ქ.ქუთაისში მდებარე ავტოსადგომზე. ბათუმში გაგზავნილ ავტომანქანებთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა, კერძოდ 2014 წლის 23 სექტემბერს დილის საათებში, ტელეფონზე დაუკავშირდა შპს „ბ------------ის“ წარმომადგენელი მ------ ჟ------ი ბათუმში გაგზავნილ ბიტუმთან დაკავშირებით. სატელეფონო საუბრის შემდეგ, შეხვედრა შედგა მ------ ჯ--–--–ის ოფისში, ბ---- მ-----ფ---------ისა და ც------ პ--------ას თანდასწრებით. შპს „ბ------------ის“ წარმომადგენელმა მ------ ჟ------მა „ი--------–----–----------–---------------------ს“ წარმომადგენლობას წარუდგინა შპს „ჯ---------ს“ მიერ გამოწერილი სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძელზეც შპს „ბ----------- -ამ“ შპს „ჯ-------სგან“ შეიძინა 5 ავტომანქანა ბიტუმი, ერთი ტონა 660 აშშ დოლარად. შპს „ბ------------ამ“ შეძენილი ბიტუმიდან 3 ავტომანქანა ჩამოტვირთა ქალაქ ბათუმში და თანხაც გადაუხადა შპს „ჯ------ს“. მ------ ჯ--–--–ის ჩვენებით, მ------ ჟ------ის კომპანიას, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს გადაეცა სამ ავტომანქანაზე განთავსებული ბიტუმი, ხოლო მისმა კომპანიამ დამნაშავე პირების ქმედებით განიცადა მატერიალური ზიანი, „ი--------–----–----------–--------------------ს“ მიადგა დაახლოებით 92 000 ლარის ზარალი.

 

2.2. შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ გაყიდვების მენეჯერმა - მოწმე ბ---- მ-----ფ---------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მ------ ჯ--–--–ის ჩვენებაში გაჟღერებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ 2014 წლის სექტემბრის თვეში შპს „ი--------–----–----------–--------------------მ“ საქართველოში სარეალიზაციოდ შემოიტანა 5 სატვირტთო ავტომანქანა ბიტუმი. პროდუქციის გაყიდვის მიზნით იგი ც------ პ--------ას მეშვეობით დაუკავშირდა შპს „ჯ------“-ს წარმომადგენელს, რომელიც გაეცნო, როგორც გ------- ჭ----–--ე. მათ შორის შედგა შეხვედრა მოწმის კუთვნილ კაფე-ბარში „ა-–----–--------“. მიღწეულ იქნა შეთანხმება - ფასზე, მიწოდების პირობებსა და სრული ღირებულების გადახდის ვადებზე. შეძენილი ბიტუმის ნაწილი 3 ავტომანქანა უნდა გაგზავნილიყო ბათუმში, ხოლო - 2 ავტომანქანა ზესტაფონში. შემძენს უნდა გადაეხადა ტრანსპორტირების ხარჯი წინასწარ. ამასთან ბიტუმის სრული ღირებულება უნდა დაფარულიყო შემძენის მიერ ნედლეულის მიღებამდე. პირმა, რომელიც გაეცნო გ------- ჭ----–--ის სახელით, გადასცა მას 3000 აშშ დოლარი, ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველსაყოფად. შეთანხმებისამებრ 5 დატვირთული სატვირთო ავტომანქანიდან სამი მივიდა ბათუმში გ------- ჭ----–--ის მიერ მითითებულ ადგილზე, ხოლო ორი მანქანა ზესტაფონში. თანხა, რომელიც უნდა ჩარიცხულიყო კომპანიის ანგარიშზე გ------- ჭ----–--ის მიერ, არ ჩაირიცხა. მოწმემ სცადა ვითარებაში გარკვევა, თუმცა კლიენტისგან არანაირი განმარტება არ მიუღია. რადგან თანხა არ ჩაირიცხა მთელი დღის განმავლობაში. გამყიდველმა კომპანიამ „ი--------–----–----------–--------------------მ“ მიიღო გადაწყვეტილება არ მომხდარიყო ავტომანქანების ჩამოცლა თანხის მიღებამდე, უკან გამოიხმო ზესტაფონში გაგზავნილი ორი ავტომანქანა და განათავსა ქ.ქუთაისში მდებარე ავტოსადგომზე. ბათუმში გაგზავნილ ავტომანქანებთან დაკავშირებით, 2014 წლის 23 სექტემბერს კომპანიაში მოვიდა შპს „ბ------------ის“ წარმომადგენელი მ------ ჟ------ი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ჯ-------სგან“ შეიძინა 5 ავტომანქანა ბიტუმი, რომელთაგან სამი ჩავიდა ბათუმში, ასევე გაირკვა, რომ ბიტუმი შეძენილი ჰქონდა იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე თავად შპს „ჯ------“-ს უნდა გადაეხადა იმპორტიორტი კომპანიისთვის. მ------ ჟ------მა წარადგინა შპს „ჯ------“-ს მიერ შპს „ბ-----------“-ისთვის გამოწერილი სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები. მოგვიანებით შპს „ბ------------ს“, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს გადაეცა სამ ავტომანქანაზე განთავსებული ბიტუმი. მოწმემ განაცხადა, რომ როგორც მოგვიანებით გაირკვა მამაკაცი, რომელიც მას გაეცნო გ------- ჭ----–--ის სახელით იყო ლ-–- მ----–--ე.

 

2.3. ის ფაქტი, რომ გ------- ჭ----–--ის სახელით მოლაპარაკებას მართლაც ლ-–- მ----–--ე აწარმოებდა დასტურდება 2014 წლის 23 დეკემბრის ამოცნობის ოქმით, რომლის თანახმად, ბ---- მ-----ფ---------მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ლ-–- მ----–--ე და განმარტა, რომ ეს არის ის პირი, რომელიც მას გაეცნო შპს „ჯ-------ს“ დირექტორის გ------- ჭ----–--ის სახელით და შეუთანხმდა 5 ავტომანქანა ბიტუმის შესყიდვაზე.

 

2.4. მოწმე ც------ პ--------ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ და შპს „ჯ-------ს“ შორის ბიტუმის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკება. იგი ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა როგორც შუამავალი. მოწმემ განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად შპს „ჯ-------ს“ „ი--------–----–----------–---------------------სგან“ შეძენილი ბიტუმის 1 ტონაში უნდა გადაეხადა - 750 აშშ დოლარი. შპს „ჯ------მ“ წინასწარ გადაიხადა მისთვის სასურველ ადგილებში ბათუმსა და ზესტაფონში ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯი. გარდა ამისა, შეთანხმების მთავარი პირობა იყო მყიდველის მიერ თანხის გადახდა ნედლეულის მიღებამდე. შპს „ჯ-------ს“ მიერ არ იქნა შესრულებული აღნიშნული პირობა. ამასთან მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიტუმი გასხვისებული იყო შპს „ბ-----------“-ზე ტონა 660 აშშ დოლარად, სპეციალური ანგარიშფაქტურებით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით შეიტყო, რომ პირი, რომელიც მოლაპარაკებაში მონაწილეობდა როგორც შპს „ჯ------ს“ ხელმძღვანელი გ------- ჭ----–--ე, რეალურად იყო ლ-–- მ----–--ე.

 

2.5. 2014 წლის 23 დეკემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად, ც------ პ--------ამ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ლ-–- მ----–--ე და განმარტა, რომ ეს არის ის პიროვნება, რომელიც მას და ბ---- მ-----ფ---------ს გაეცნო როგორც შპს „ჯ-------ს“ დირექტორი გ------- ჭ----–--ე.

 

2.6. ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დადასტურდა, რომ შპს „ი--------–----–----------–---------------------მ“ (ს/კ 4--------) შპს „ჯ------ს“ მიჰყიდა 91 006.5 ლარის ბიტუმი.

 

2.7. დაზარალებული კომპანიის შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ წარმომადგენელმა მოწმე რ--------- ნ----ამ დაადასტურა ბრალდებულების მიერ კომპანიისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული მატერიალური ზარალი დაანგარიშებულია აშშ დოლარის იმდროინდელი კურსით ქართულ ლართან მიმართებაში. დაზარალებული კომპანიის 2014 წლის 24 დეკემბრის წერილით ასევე იკვეთება, რომ შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ (ს/კ 4--------) შპს „ჯ-------სთვის“ ბიტუმის მიწოდების შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი, რომელიც რაოდენობრივად შეადგენს 91 006.5 ლარს.

 

2.8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „ჯ-------ს“ საიდენტიფიკაციო კოდით: 4--------, დირექტორი და ასპროცენტიანი წილის მფლობელია გ------- ჭ----–--ე.

 

2.9.მოწმე გ------- ჭ----–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ შპს „ჯ------“ დაარეგისტრირა ნ-----–---- ძ-------–-–---–ის თხოვნით. რეგისტრაციისათვის საჭირო თანხა გადაიხადა ნ-----–---- ძ-------–-–---–მა. გ------- ჭ----–--ის ჩვენებით კომპანია „ჯ-------ს“ სახელით მას არ განუხორციელებია რაიმე საქმიანობა. ის დირექტორად და ასპროცენტიანი წილის მფლობელად მითითებული იყო ფორმალურად.

 

2.10. მ------ ჟ------ის ჩვენებით დადგინდა, რომ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა შპს ,,ა----------ში“, პარალელურ რეჟიმში შპს ,,ბ------------ის“ სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდა ბრალდებულ ნ-----–---- ძ-------–-–---–თან ბიტუმის შეძენაზე ხელსაყრელ ფასად - 660 აშშ დოლარად, საიდანაც 3 მანქანა ბიტუმი შპს ,,ბ-------------ს“ უნდა მიეღო ქალაქ ბათუმში, ხოლო 2 მანქანა უნდა მიეღო შპს ,,ა----------ს ზესტაფონში“. 2014 წლის 21 სექტემბერს შპს ,,ჯ------ს“ სახელით შპს ,,ბ------------ზე“ მიწოდების დამადასტურებლად გამოწერილი იქნა სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ამის შემდეგ შპს „ბ-----------“-ის მიერ შპს „ჯ------“-ს საბანკო ანგარიშზე გადარიცხული იქნა სამი ავტომანქანა ბიტუმის საფასური 72 210 ლარი, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯის ასანაზღაურებლად მოწმემ 4500 აშშ დოლარი გადასცა ნ-----–---- ძ-------–-–---–ის მითითებით ბ---- ფ-----ეს. თანხის გადახდის მიუხედავად შპს ,,ბ-----------“ ვერ ახერხებდა ნედლეულის ჩამოტვირთვას, ვინაიდან მძღოლები აცხადებდნენ, რომ ბიტუმის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელისგან ჰქონდათ მითითება, რომ არ ჩამოეტვირთათ ბიტუმი. მ------ ჟ------ი საკითხში გასარკვევად ცდილობდა ნ-----–---- ძ-------–-–---–თან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ იგი დაუკავშირდა შპს „ჯ-------ს“ დირექტორს გ------- ჭ----–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ იმ დროისათვის იმყოფებოდა საქართველო-თურქეთის საზღვარზე და თურქეთის რესპუბლიკაში მიდიოდა ნ-----–---- ძ-------–-–---–თან შესახვედრად. შეჰპირდა ვითარებაში გარკვევას, თუმცა მას შემდგომ მასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა. მ------ ჟ------ი შეხვდა ჯ--–--– მ------ს. შეხვედრისას შეიტყო, რომ სადავო ნედლეული იყო შპს „ი--------–----–----------–--------------------ს“ საკუთრება და მათ მიჰყიდეს შესაბამისი სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით ბიტუმი შპს „ჯ-------ს“ რომელმაც არ გადაიხადა ბიტუმის საფასური. მოგვიანებით შპს „ბ-----------“-ს მიაკუთვნეს 3 სატვირთო მანქანა ნედლეული, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს.

 

2.11.2014 წლის 20 ნოემბერს დათვალიერდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ბაზა Oracle შპს „ჯ------“-სა (ს/ნ 4--------) და შპს „ი--------–----–----------–--------------------“-ს (ს/ნ 4--------) მიერ გამოწერილი სპეც.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ:

 

1) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ი--------–----–----------–--------------------“-მ შპს „ჯ------“-ს მიაწოდა 31826,69 ლარის ღირებულების 24260 კგ ბიტუმი.

2) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ი--------–----–----------–--------------------“-მ შპს „ჯ------“-ს მიაწოდა 29609,58 ლარის ღირებულების 22570 კგ ბიტუმი.

3) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ი--------–----–----------–--------------------“-მ შპს „ჯ------“-ს მიაწოდა 31695,5 ლარის ღირებულების 24160 კგ ბიტუმი.

4) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ი--------–----–----------–--------------------“-მ შპს „ჯ------“-ს მიაწოდა 28848,68 ლარის ღირებულების 21990 კგ ბიტუმი.

5) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ი--------–----–----------–--------------------“-მ შპს „ჯ------“-ს მიაწოდა 32548,24 ლარის ღირებულების 24810 კგ ბიტუმი.

6) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ჯ------“-მ შპს „ა---------“-ს მიაწოდა 28007 ლარის ღირებულების 24260 კგ ბიტუმი.

7) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ჯ------“-მ შპს „ა---------“-ს მიაწოდა 27892 ლარის ღირებულების 24160 კგ ბიტუმი.

8) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ჯ------“-მ შპს „ბ-----------“-ს მიაწოდა 26056 ლარის ღირებულების 22570 კგ ბიტუმი.

9) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ჯ------“-მ შპს „ბ-----------“-ს მიაწოდა 25386 ლარის ღირებულების 21990 კგ ბიტუმი.

10) 2014 წლის 21 სექტემბრის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #1-----, სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს „ჯ------“-მ შპს „ბ-----------“-ს მიაწოდა 28462 ლარის ღირებულების 24810 კგ ბიტუმი. ოქმის თანახმად, შპს „ჯ------“-ს მიერ შპს „ბ-----------“-სათვის 2014 წლის 21 სექტემბერს გამოწერილი #1-----, #1----- და #1----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „ჯ------ს“ მიერ 2014 წლის 22 სექტემბერს დაკორექტირებულ იქნა, კერძოდ ტრანსპორტირების დასრულების ადგილის გრაფაში „ხელვაჩაურის რაიონის“ ნაცვლად მითითებულ იქნა „ქ---------- შ---------–ეს. #-ა“. კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურების ნომრებია #---------------------------.

1-----

2.12.საქმეში ასევე წარმოდგენილია 2014 წლის 22 სექტემბრით დათარიღებული ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სერიული ნომრებით #1----3, 1----5, 1----2, რომელთა მიხედვით შპს „ჯ------“-მ (ს/ნ 4--------) შპს „ბ-----------“-ს მიჰყიდა სამ სატვირთო ავტომობილში მოთავსებული ბიტუმი.

 

2.1-. ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები უტყუარად ადასტურებს, შპს „ი--------–----–----------–---------------------ს“ მიერ შპს „ჯ-------სთვის“ ბითუმის გადაცემისა და შემდგომ ამ უკანასკნელის მიერ შპს „ბ-----------“-ზე გასხვისების ფაქტს.

 

2.14.მოწმე გ------- ჭ----–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს ნ-----–---- ძ-------–-–---–ის მითითებით ბ---- ფ-----ესთან და ი-----–- მ----–--ესთან ერთად მივიდა ქალაქ ფოთში, სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში და იქიდან გამოიტანა შპს „ჯ------ს“ ანგარიშზე დარიცხული 72 069 ლარი, საიდანაც 2069 ლარი ნ-----–---- ძ-------–-–---–ის მითითებით დაიტოვა თავად, ხოლო დარჩენილი თანხა გადასცა ბ---- ფ-----ეს. როგორც მოგვიანებით ამ უკანასკნელისგან შეიტყო, მას მხოლოდ 8000 ლარი ერგო ხსენებული თანხიდან, დანარჩენი კი წაიღო ი-----–- მ----–--ემ და გადასცა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ნ-----–---- ძ-------–-–---–ს.

 

2.15.სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ელექტრონული საგადასახადო დავალება No-----, რომლის თანახმად 2014 წლის 22 სექტემბერს შპს „ბ-----------“-ის (ს/ნ 2------) საბანკო ანგარიშიდან შპს „ჯ------“-ს საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა ბიტუმის თანხა 72 210,00 ლარი.

 

2.16.სს „საქართველოს ბანკი-დან“ წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერი, რომელიც შეიცავს მონაცემებს შპს „ჯ------“-ს მიერ ხსენებულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე 07/05/2014 წლიდან 16/10/2014 წლამდე პერიოდში თანხის მოძრაობის შესახებ, ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს შპს „ბ-----------“-ის საბანკო ანგარიშიდან შპს „ჯ------“-ს ანგარიშზე ჩაირიცხა ბიტუმის ღირებულება 72 210 ლარის ოდენობით. ასევე წარმოდგენილია 2014 წლის 22 სექტემბრით დათარიღებული სალაროს გასავლის ორდერი #1------, რომლის თანახმად შპს „ჯ------“-ს საბანკო ანგარიშიდან გ------- ჭ----–--ის მიერ გატანილი იქნა 72 069 ლარი.

 

2.17.მოწმე ი-----–- მ----–--ემ დაადასტურა ბ---- ფ-----ისა და გ------- ჭ----–--ისგან ნ-----–---- ძ-------–-–---–ისათვის გადასაცემად ფულადი თანხის მიღების ფაქტი. მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ ნ-----–---- ძ-------–-–---–ის თხოვნით ამ თანხიდან ნაწილით შეიძინა 1000 თურქული ლირა და თურქეთის საზღვრის გავლით გადასცა ნ-----–---- ძ-------–-–---–ს. მეორე დღეს ი-----–- მ----–--ეს თურქეთიდან დაუკავშირდა ნ-----–---- ძ-------–-–---–ი და უთხრა, რომ მივიდოდა მისი ნაცნობი პირი, რომლისთვისაც ი-----–- მ----–--ეს უნდა გადაეცა ბ---- ფ-----ისა და გ------- ჭ----–--ისგან მიღებული თანხა. მოწმის განმარტებით, ნ.ძ-------–-–---–ის მითითებით, ამ უკანასკნელის ნაცნობ მამაკაცს გაატანა კონვერტში მოთავსებული თანხა ნ-----–---- ძ-------–-–---–ისთვის გადასაცემად.

 

2.18.შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 31 ოქტომბრის #2---------- წერილით დადგინდა ის IP მისამართები, საიდანაც შპს „ჯ------“-მ (ს/ნ/ 4--------) განახორციელა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების სისტემასთან აუტენტიფიკაცია, 2014 წლის 21 სექტემბერს ნავთობის სპეც. ანგარიშ-ფაქტურები გამოიწერა IP 7------------ მისამართიდან, ხოლო 2014 წლის 22 სექტემბერს - IP 7------------.

 

2.19.2014 წლის 20 ნოემბერს დათვალიერდა IP მისამართების საძიებო ვებ-გვერდი და დადგინდა, რომ შპს „ჯ------“-ს (ს/ნ 4--------) მიერ 2014 წლის 21 და 22 სექტემბერს სპეც.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოიწერა თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, : 1) IP მისამართის 7------------ საძიებო ველში განთავსებისა და ძებნის ბრძანების შემდეგ დაფიქსირდა, რომ აღნიშნული მისამართის მქონე კომპიუტერული მოწყობილობა მდებარეობს თ--------–-, ქ.რ---ეში და არის ორგანიზაცია T------------ის აბონენტი. 2) IP მისამართის 7------------ საძიებო ველში განთავსებისა და ძებნის ბრძანების შემდეგ დაფიქსირდა, რომ აღნიშნული მისამართის მქონე კომპიუტერული მოწყობილობა მდებარეობს თ--------–-, ქ.რ---ეში და არის ორგანიზაცია T------------ის აბონენტი. მოწმეთა ზეპირი ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ნ-----–---- ძ-------–-–---–ი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროისათვის იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში და ნავთობის სპეც. ანგარიშ-ფაქტურები მან ელექტრონულად გამოწერა სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში.

 

2.20.სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შპს „ჯეოსელიდან“ და შპს „მაგთიკომიდან“ მოპოვებული ზარების დეტალური ნუსხა, რომელიც აშკარას ხდის ნ-----–---- ძ-------–-–---–ის და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების ინტენსიურ სატელეფონო კომუნიკაციას დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლებთან და ჯგუფის წევრებთან.

 

2.21.სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა ბ---- ფ-----ემ და ლ-–- მ----–--ემ აღიარეს დანაშაული და სრული მოცულობით დაეთანხმნენ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. როგორც ლ-–- მ----–--ემ, ასევე ბ---- ფ-----ემ დაადასტურეს, რომ თაღლითობა ჩაიდინეს ნ-----–---- ძ-------–-–---–თან ერთად.

 

2.22.საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ნ-----–---- ძ-------–-–---–მა აღიარა წარდგენილი ბრალდება, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაიწყო მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა შემდეგ მან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, რამაც შეცვალა დაცვის მხარის სტრატეგია. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა ნ-----–---- ძ-------–-–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, სასამართლოს შეფასებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ-----–---- ძ-------–-–---–ის, ბ---- ფ-----ის და ლ-–- მ----–--ის მიერ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულების ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

 

3.4. რაც შეეხება წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო მიმოიხილავს თითოეულ მათგანს.

 

§ თაღლითობა სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს ან/და გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი: განსახილველ შემთხვევაში ნ-----–---- ძ-------–-–---–ი და მისი თანამზრახველები ბ---- ფ-----ე და ლ-–- მ----–--ე შევიდნენ საქმიან გარიგებაში დაზარალებულ კომპანიასთან „ი--------–----–----------–--------------------სთან“ და მოტყუების გზით დაეუფლნენ კომპანიის კუთვნილ მოძრავ ნივთს - ბიტუმს, რაც გაასხვისეს შპს „ბ-----------“-ზე იმაზე დაბალ ფასად ვიდრე შპს „ი--------–----–----------–--------------------“-სთვის უნდა გადაეხადათ. საბოლოოდ ბრალდებულებმა გაასხვისეს შპს „ი--------–----–----------–--------------------“-ს კუთვნილი ბიტუმი და დაზარალებულ კომპანიას არ გადაუხადეს საზღაური.

 

§ თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. გარდა ამისა, - დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიიჩნევა, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. აუცილებელია, რომ წინასწარი შეთანხმება დროში წინ უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებას. განსახილველ საქმეში - დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და თითოეული ბრალდებულის როლი პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულებრივ ჯგუფის წევრები ერთმანეთთან შეაკავშირა ნ-----–---- ძ-------–-–---–მა, მან შეასრულა ორგანიზატორის როლი ამასთან უშუალოდ აწარმოა მოლაპარაკება შპს „ბ-----------“-სთან ბიტუმის გაყიდვის მიზნით.

 

§ თაღლითობა დიდი ოდენობით - ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ თაღლითური ჯგუფის მიერ დაზარალებული კომპანიისთვის მიყენებული ზარალი შეადგენს ჯამში 91 006,05 ლარს, ამასთან ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებული ნივთი გასხვისდა 72210 ლარად, რაც რაღა თქმა უნდა ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს 10 000 ლარს.

 

3.5. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, თითოეული მტკიცებულების თანხვედრა და კავშირი სხვა მტკიცებულებებთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-----–---- ძ-------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბ---- ფ-----ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ლ-–- მ----–--ემ ჩაიდინა თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ-----–---- ძ-------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი წარსულში კანონთან კონფლიქტის კუთხით.

 

4.2. ბ---- ფ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.3. ლ-–- მ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება (ნ-----–---- ძ-------–-–---–ის ნაწილში):

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.2. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელებს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ბრალდებულ ნ-----–---- ძ-------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ხასიათს, ხერხსა და სპეციფიკას, ასევე გასათვალისწინებელია ბრალდებულ ნ-----–---- ძ-------–-–---–ის უშუალო როლი აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში, იგი არის იდეის ავტორი და ქმედების ორგანიზატორი. სწორად მან მოახდინა ჯგუფის სხვა წევრების ჩართვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

 

5.4. საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ-----–---- ძ-------–-–---–მა თაღლითობის ჩადენის შემდეგ, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შუალედში ჩაიდინა განზრახი დანაშაული: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1--------–-- განაჩენით ნ-----–---- ძ-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2014 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23-------ის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5-------ბრის განაჩენი, რომლის მიხედვით ნ-----–---- ძ-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას უკანონოდ მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (2014 წლის 5-------ბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2--------–-- გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელი). ასევე გადაისინჯა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1--------–-- განაჩენი. საბოლოო ჯამში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2--------–-- განაჩენში შევიდა ცვლილება და ნ-----–---- ძ-------–-–---–ს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი შეეცვალა ჯარიმით 1000 ლარით. ნ-----–---- ძ-------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2014 წლის 26 დეკემბრიდან - 2017 წლის 23-------ის ჩათვლით) გათვალისწინებით შეფარდებული ძირითადი სასჯელი ჯარიმა 1000 ლარი ჩაეთვალა მოხდილად, ასევე მოხდილად ჩაეთვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1--------–-- განაჩენით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშნული სასჯელი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. სხვა ნაწილში განაჩენები დარჩა უცვლელი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს 28.09.2018 წერილის მიხედვით ნ-----–---- ძ-------–-–---–ი თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2017 წლის 25 იანვრიდან. გამოსაცდელი ვადის დასასრულია 22.01.2019წ.

 

5.5. ბრალდებულ ნ-----–---- ძ-------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და სასჯელის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით ნ-----–---- ძ-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

6. საპროცესო შეთანხმება (ბ---- ფ-----ის და ლ-–- მ----–--ის ნაწილში):

 

6.1. ადვოკატებისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორს გ------- გ------ს, ბრალდებულებს ბ---- ფ-----ეს, ლ-–- მ----–--ეს და მათ ადვოკატებს ზ----------------ს და ი-----–- გ--------ეს შორის.

 

6.2. პროკურორმა გ------- გ------მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის

კოლეგიას შუამდგომლობებით მომართა და ითხოვა ბრალდებულების ლ-–- მ----–--ისა და ბ---- ფ-----ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

6.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობებს მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გ------- გ------მ, ბრალდებულებმა ბ---- ფ-----ემ და ლ-–- მ----–--ემ, ადვოკატებმა ზ----------------მ და ი-----–- გ--------ემ.

 

6.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებთ ბრალდებულებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

6.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ; ბრალდებულები ასევე სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. გარდა ამისა, მათთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

6.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ეთანხმებებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

6.7. სასამართლომ გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე პროკურორმა დაზარალებული კომპანიის „ი--------–----–----------–---------------------ს“ ამჟამინდელ წარმომადგენელს - დირექტორს შ---- ფ----------ს საპროცესო შეთანხმების შესახებ გაუწია კონსულტაცია. შ---- ფ---------- დაადასტურა, რომ ბ---- ფ-----ემ და ლ-–- მ----–--ემ კომპანიას აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი, რის გამოც თანახმაა მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

6.8. საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის გ------- გ-----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების და ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7.2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ლ-–- მ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23-------ის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ---- ს---–-------ის უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ------------ გ------------ ქუჩა #--, ავტოფარეხი #-- ფართი 17,92 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0------------------) დადებული ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის გ------- გ-----ის შუამდგომლობები.

 

2. დამტკიცდეს პროკურორ გ------- გ------სა და ბრალდებულებს ბ---- ფ-----ეს და ლ-–- მ----–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმებები.

 

3. ბ---- ფ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ბ---- ფ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

5. ლ-–- მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ლ-–- მ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23-------ის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ---- ს---–-------ის უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ------------ გ------------ ქუჩა #--, ავტოფარეხი #-- ფართი 17,92 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0------------------) დადებული ყადაღა.

 

7. ნ-----–---- ძ-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1--------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი ჰქონდა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ნ-----–---- ძ-------–-–---–ს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელში 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთაში ჩაეთვალოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1--------–-- განაჩენით დანიშნული რეალურად მოხდილი სასჯელი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

10. ნ-----–---- ძ-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნის მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

11. მსჯავრდებულების ბ---- ფ-----ის და ლ-–- მ----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.

 

12. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

1-. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

14. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი ბ---- ფ-----ის და ლ-–- მ----–--ის მიმართ არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

 

მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

განაჩენი ნ-----–---- ძ-------–-–---–ის მიმართ პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ-------–-–---–ს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა