გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
240210018002531579
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018002531579

(2/619-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.12.2018 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - ლა----------–-–------ა

მოპასუხე - ბე–----------–---–ი

წარმომადგენლები - თამ---------------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს 20-- წლის 1------------რს ლა----------–-–------ასა (პ/ნ 3----------) და ბე–----------–---–ს (პ/ნ 0----------) შორის N01--------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით;

 

1.2. მოპასუხე ბე–----------–---–ს არასრულწლოვანი შვილის, 20-- წლის 1-----–-სს დაბადებული ან--------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად, 350 ლარის ოდენობით, 2018 წლის 06 ივლისიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი 20-- წლის 1-----–-სს დაბადებული ან--------------–---–-. მხარები დაცილდნენ და მიუხედავად მცდელობისა, ამ ეტაპზე შეუძლებელია ოჯახის შენარჩუნება. მოპასუხე ხან თანახმაა, ხან უარს აცხადებს სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში მოახდინოს განქორწინება ნებაყოფლობით, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია მომართოს სასამართლოს.

 

მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, რომლის მიხედვით, მხარეები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომის უუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მიუხედავად ამისა, მოპასუხე არანაირ მზრუნველობას არ იჩენს შვილის მიმართ, ბავშვის აღზრდას მხოლოდ მოსარჩელე, საკუთარი მშობლების დამხმარებით ახერხებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ლა----------–-–------ა იძულებულია მომართოს სასამართლოს მოპასუხეზე ალიმენტის თანხის 350 ლარის დაკისრების მოთხოვნით. რაც შეეხება მოპასუხის შემოსავლებს, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბე–----------–---–ს აქვს სტაბილური შემოსავალი, თვეში 900 ლარის ოდენობით და მას შესწევს უნარი გადაიხადოს მოთხოვნილი თანხა შვილის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ; განმარტა, რომ 20-- წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლა----------–-–------სთან, 20-- წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი ან--------------–---–-. მოპასუხემ უარყო ბავშვის აღზრდაში მისი მონაწილეობის მიუღებლობა და განმარტა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მოსარჩელეს ბავშვისთვის ყოველ თვე გადასცემდა გარკვეულ თანხას, მეუღლეს და ბავშვებს ყიდულობდა ტანსაცმელს, საჩუქრებს, დაყავდა დასასვენებლად. ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობენ, აქვთ კომერციული ფართები და ფინანსურად უზრუნველყოფილი არიან. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მეუღლის ახალ-ახალ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. თავად მას აქვს პირადი ხარჯები, კომუნალური გადასახადები, ჰყავს სტუდენტი და-ან---------–---–ი, რომელიც ფინანსურ დახმარებას საჭიროებს, მასთან ერთად ცხოვრობს ბებია, რომელიც არის მეორე ხარისხის ინვალიდი და ესაჭიროება წამლები. მისი ხელფასი - 900 ლარი საკმარისი არ არის, რის გამოც მოუწია ბანკიდან სესხის აღება. მოპასუხემ მიუთითა, რომ დღეის მდგომარებით, სს ,,თ----------ში“ ერიცხება დავალიანება 6689 ლარი, ასევე სს ,,ვ-----------ში“ – 7346 ლარი, რისი გადახდაც მის ძალებს აღემატება. ბე–----------–---–მა ასევე მიუთითა, რომ 2018 წელს შპს ,,მ---------------------თან“ გააფორმა მორიგების აქტი, მისი დავალიანება არის 9329 ლარი და 32 თვის მანძილზე უნდა გადაიხადოს თვეში 412 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ლა----------–-–------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბე–----------–---–თან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- ქორწინების მოწმობა N4----------.

 

3.1.2. მოპასუხე ბე–----------–---–სა და ლა----------–-–------ას ჰყავთ საერთო შვილი 20-- წლის 1-----–-სს დაბადებული ან--------------–---–-.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- დაბადების მოწმობა N10---------.

 

3.1.3. ლა----------–-–------ა და ბე–----------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, სარჩელი, შესაგებელი.

 

3.1.4. მხარეთა არასრულწლოვანი შვილი ან--------------–---–- ცხოვრობს დედასთან ლა----------–-–------ასთან და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, სარჩელი, შესაგებელი.

3.1.5. მოპასუხე ბე–----------–---–ის ყოველთვიური შემოსავალი (ხელფასის სახით) შეადგენს 900 (ცხრაასი) ლარს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, სარჩელი, შესაგებელი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ბე–----------–---–ს არ აქვს საკმარისი შემოსავალი, რაც მას არასრულწლოვანი შვილის ან--------------–---–-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 ლარის გადახდის საშუალებას მისცემდა.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, შესაგებელი.

 

3.2.2. 2018 წლის 17 სექტემბერს სს ,,თ-----------ს“ მიერ გაცემული დავალიანების ცნობის თანახმად, ბე–----------–---–ის ჯამური დავალიანება შეადგენს 6689.15 ლარს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- დავალიანების ცნობა N592/1-----.

3.2.3. 2018 წლის 17 სექტემბერს სს ,,ვ-----------ის“ მიერ გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით, ბე–----------–---–ის ჯამური დავალიანება შეადგენს 7346.38 ლარს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- დავალიანების ცნობა, გაცემის თარიღი - 17--------.

 

3.2.4. 2018 წლის 16 აგვისტოს ერთის მხრივ, შპს ,,მ---------------------სა“ და მეორეს მხრივ, ბე–----------–---–ს შორის შედგენილი მორიგების აქტის თანახმად, მოპასუხეს გადასახდელი თანხა განსაზღვრულია 9320 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მორიგების აქტი.

3.2.5. მოპასუხის კმაყოფაზეა სტუდენტი და - ან---------–---–ი და ბებია, მეორე ჯგუფის ინვალიდი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, შესაგებელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქმის განხილვის პერიოდისათვის მოპასუხის დასაქმებისა და მისი შემოსავლების თაობაზე, თუმცა მოსარჩელეც და მოპასუხეც სადაოდ არ ხდიან, ბე–----------–---–ის ყოველთვიურ შემოსავალს ხელფასის სახით, რაც შეადგენს 900 (ცხრაას) ლარს. შესაბამისად, დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია შემოსავალი, თუმცა საკითხი იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ ბე–----------–---–ს შეუძლია არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 ლარის გადახდის საშუალება, დადასტურებული არ არის. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ამჟამად დასაქმებულია, იგი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება სს ,,ვ-----------თან“, სს ,,თ----------თან“, შპს ,,მ---------------------თან“, თუმცა აღნიშნული გარემოება, ბუნებრივია ვერ გახდება არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს. ასევე, ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესებს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელი ალიმენტის მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება საბანკო დაწესებულებებთან, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება გააჩნიათ ორივე მშობელს, როგორც მამას, ასევე დედას, ალიმენტის გონივრული ოდენობა, თანხის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, სასამართლოს აზრით, უნდა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, რაც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგება გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ განქორწინების ნაწილში მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, მოთხოვნა განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 11-7-ე, 11-8-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით. იგივე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. იგივე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეები განქორწინების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას მხარს უჭერენ, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წყვილს რამდენიმეჯერ ჰქონდათ შერიგების მცდელობა უშედეგოდ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ლა----------–-–------ა ცხოვრობს ქალაქ სე---ში, ხოლო ბე–----------–---–ი ქალაქ თ---–--ში, ისინი დაშორებულები არიან 20-- წლიდან, საფუძვლიანია მოთხოვნა ლა----------–-–------ასა და ბე–----------–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინების განქორწინებით შეწყვეტისა.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-8-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; 29.11.1--- წელი) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

1--- წლის 29 ნოემბრის ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის ღ (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის შესაბამისად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებებს ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობის შენარჩუნება, მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-7-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები კი უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

 

ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემდა განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს, შესაძლებლობის ფარგლებში, შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამგვარი პირობები მოიცავს შვილების უზრუნველყოფას კვებით, ჰიგიენით, საჭირო მედიკამენტებით. ამასთან, ბუნებრივია ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები, ასევე სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რაც შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად.

 

ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის ფინანსური შესაძლებლობები. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს სტაბილური შემოსავლის არსებობის ფაქტის გათვალისწინებას, მისი ვალდებულებების გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვი მოთხოვნილებებს არ ამცირებს და მით უფრო არ გამორიცხავს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობის და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.

 

მინიმალური ზღვარის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლების ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებული უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხის რეალური, მატერიალური მდგომარეობის, მისი შემოსავლების, ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია არ გახდება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისთვის შემაფერხებელი გარემოება, რადგან უდავოა, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი, მის არასრულწლოვან შვილს კი სჭირდება მშობლების ფინანსური დახმარება, ხოლო მშობლები თავის მხრივ ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა ბავშვების რჩენასა და აღზრდაში.

 

უდავოდ დადგენილია, რომ არასრულწლოვანი იზრდება დედასთან და დედა ზრუნავს მის რჩენასა და აღზრდაზე. მოპასუხე კი სათანადო მონაწილეობას არ იღებს შვილების რჩენასა და აღზრდაზე. შესაბამისად, აუცილებელია მის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მოპასუხემაც. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი და შესწევს უნარი შრომითი საქმიანობით მოიპოვოს სახსრები შვილის რჩენის მიზნით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს 150 ლარით, ყოველთვიურად, ან--------------–---–-ს სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 06 ივლისიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 46.1-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც მოცემული სარჩელის დავის საგნის ღირებულების შესაბამისად შეადგენს 1800 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ და მოპასუხე მხარე ცნობს სარჩელს ნაწილობრივ, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარს.

 

რაც შეეხება სახელწმიფო ბაჟს განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით შემოტანილი 50 ლარი.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩლე ლა----------–-–------ს სარჩელი მოპასუხე ბე–----------–---–ის მიმართ.

 

1.1. შეწყდეს 20-- წლის 1------------რს ლა----------–-–------ასა (პ/ნ 3----------) და ბე–----------–---–ს (პ/ნ 0----------) შორის 20-- წლის 1------------რს, N01--------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით;

 

1.2. მოპასუხე ბე–----------–---–ს (პ/ნ 0----------), არასრულწლოვანი შვილის - ან--------------–---–-ს, დაბადებული 1-.0-.2--წ. რჩენის მიზნით დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 06 ივლისიდან, ან--------------–---–-ს სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე ბე–----------–---–ს (პ/ნ 0----------) სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხე ლა----------–-–------ას (პ/ნ 3----------) დაუბრუნდეს მის მიერ 06.0-.2018წ. N-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე