განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
330100116001580064
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------6

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1- ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - შ-------------–---–ის, ა------–----ის, ნინო ამაღლობელის, ი---------ას, ს--–----------–---–ის, ს--–----------ის, ა----------–---–ის,ბრალდებულის - ა----------–-----–--ს,ადვოკატების - თ------–-------–-----ას, კ-------------ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა----------------------–-–-----–--ს (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა----------–-----–--მ მ------ა მ-----–-–---–ი დაარწმუნა, რომ მუშაობდა უ–-–-------ში, მაღალ თანამდებობაზე და გაუკეთებდა ვიზას, რომლითაც მ.მ-----–-–---–ი შეძლებდა ამერიკაში გამგზავრებას. კონკრეტულად კი, მიიღებდა ვიზას უ–-–------ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. აღნიშნულის ნაცვლად, 201- წლის 17 მარტიდან - იმავე წლის 19 ივნისამდე პერიოდში, პერიოდულად, მ------ა მ-----–-–---–ს გამოართვა სხვადასხვა რაოდენობის ფულადი თანხა, საერთო ჯამში - 3254 ლარი და 12 თეთრი (1200 აშშ დოლარი და 470 ლარი).

ა----------–-----–--ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მ------ა მ-----–-–---–ს მიადგა 3254 ლარი და 12 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

201- წლის აპრილში, გ------------------ისთვის, მისი მეგობრის - მ------ა მ-----–-–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ სურვილის შემთხვევაში, შეახვედრებდა პიროვნებას, რომელიც მას 1200 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაუკეთებდა ამე-------–------ებულ შტატებში გასამგზავრებელ ვიზას. მისი დარწმუნება მოახერხა იმ გარემოებით, რომ ვიზას გაუკეთებდა უ–-–------ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, რადგან მუშაობდა იქ მაღალ თანამდებობაზე. ამასთან, ვიზის მიღების გაადვილების მიზნით, დააწყებინებდა მუშაობას თავის ასისტენტად. აღნიშნულის სანაცვლოდ, 201- წლის აპრილიდან - იმავე წლის ივნისამდე პერიოდში, გ------------------ეს გამოართვა სხვადასხვა რაოდენობის ფულადი თანხა, საერთო ჯამში 3147 ლარი და 08 თეთრი (1200 აშშ დოლარი და 470 ლარი).

ა----------–-----–--ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, გ------------------ეს მიადგა 3147 ლარის და 08 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:

 

დაზარალებულ მ------ა მ-----–-–---–ის ჩვენებით, მუშაობს „სამთო ქ-----“ შენობაში მდებარე ავტო სკოლაში პედაგოგად. პარალელურად, დაკავებულია სამხატვრო საქმიანობით და გამოფენებს აწყობს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოფენის მოწყობას აპირებდა ამე-------–------ებულ შტატებში, რის გამოც 201- წლის 1- იანვარს მიმართა ამერიკის ს---–---ს ვიზის მისაღებად. უარის მიღების შემდგომ, მისმა მოსწავლემ - მ-----------------ემ შესთავაზა დახმარება, კერძოდ, თითქოს მისი ნათესავი მუშაობდა უ–-–-------ში მაღალ თანამდებობაზე და შეძლებდა მის დახმარებას. 1- მარტს, მ-----------------ემ შეახვედრა ა----------–-----–--ს, რომელიც დაჰპირდა ვიზის მიღებაში დახმარებას, რაც გამოიხატებოდა საბუთების მოწესრიგებაში, უ–-–------ის და საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან რეკომენდაციების გაწევაში. ამასთან, დაარწმუნა, რომ მისი სამხატვრო საქმიანობა ხელს შეუწყობდა ვიზის მიღებაში და დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 1000 აშშ დოლარი. ა----------–-----–-- არწმუნებდა, რომ საბუთები გაკეთდებოდა ოფიციალურად, ხოლო დახარჯული თანხის დამადასტურებელ ქვითრებს წარუდგენდა მოგვიანებით. მეორე დღეს, სამთო ქ----- შენობაში, ა----------–-----–--ს გადასცა 1000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემას არავინ დასწრებია, რადგან თავად ა--------- ითხოვდა, რომ თუ ვინმე გაიგებდა თანხის გადაცემის ფაქტს, საქმე აღარ გამოვიდოდა. ა.შ-----–--ს მისივე მოთხოვნის საფუძველზე, 05 აპრილს დამატებით გადასცა 200 აშშ დოლარი. ამის შემდგომ, ა---------მ უთხრა, რომ ანალოგიური პირობებით შეძლებდა ვიზის სხვისთვის გაკეთებასაც. აღნიშნულის შესახებ აცნობა მეგობარ გ------------------ეს, რომელმაც თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ პირობებზე და იქიდან გამომდინარე, მას ჰქონდა მხოლოდ 600 აშშ დოლარი, დარჩენილი 600 აშშ დოლარი პირადად მისცა გ------------------ეს, რაც მან სრულად გადასცა ა----------–-----–--ს. იგი არწმუნებდა მათ, რომ ვიზის მიღებაში პრობლემა არ შეექმნებოდათ და არცერთი თეთრი მათ არ დაეკარგებოდათ. ამის შემდგომ, ა---------ს მისივე მოთხოვნით, მან და გ------------------ემ გადასცეს დაზღვევის თანხა 2-0 ლარის ოდენობით, ასევე გადასცეს 670 ლარი, როგორც ბილეთის ღირებულება. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ა.შ-----–-- თავს არიდებდა მათთან შეხვედრას, იგონებდა სხვადასხვა მიზეზს, რითაც ცდილობდა დროის გაყვანას, თუმცა მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ა----------–-----–-- მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ თანხას, მოსთხოვა მისი უკან დაბრუნება, მაგრამ დაუბრუნა მხოლოდ პასპორტები და თანხის დაბრუნებას შეჰპირდა რამდენიმე დღეში. ამის შემდეგ, ა---------მ გამორთო მობილური ტელეფონი და ვეღარ ახერხებდა მასთან დაკავშირებას. ზარალი კი დღემდე არ აქვს ანაზღაურებული, რაც შეადგენს 1200 აშშ დოლარს და 470 ლარს.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ გ------------------ის ჩვენებით, 201- წლის აპრილში, დაუკავშირდა მისი ნაცნობი მ------ა მ-----–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ იყო პიროვნება - ა----------–-----–--, რომლისთვისაც მიცემული ჰქონდა 1200 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც უკეთებდა ამერიკაში გასამგზავრებელ ვიზას. საუბრისას მ------ამ უთხრა, რომ ა---------ს შეეძლო ანალოგიური პირობებით მისთვისაც გაეკეთებინა ვიზა. თავადაც გამოთქვა სურვილი, თუმცა იმ მომენტისთვის ჰქონდა მხოლოდ 600 აშშ დოლარი, დარჩენილი 600 აშშ დოლარი გადასცა მ------ა მ-----–-–---–მა. 201- წლის აპრილში, შეთანხმებისამებრ, მ------ა მ-----–-–---–ის სამსახურში შეხვდა ა----------–-----–--ს, რომელსაც გადასცა 1200 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას უნდა გაეკეთებინა ამერიკაში გასამგზავრებელი ვიზა. ა---------ს განმარტებით, იგი მუშაობდა უ–-–-------ში და ვიზის გაკეთების დეტალებში ვერ ჩაახედებდა. მისივე დაპირებით, იგი გააკეთებდა ყველა დოკუმენტს კანონიერად საგარეო საქმეთა სამინისტროს და უ–-–------ის სამინისტროს მეშვეობით, ასევე დაჰპირდა სამსახურში მის ასისტენტად გაფორმებას, რაც დაეხმარებოდა ვიზის მიღებაში, ხოლო მ------ა მ-----–-–---–ს მისი შემოქმედებითი საქმიანობიდან გამომდინარე, ვიზის მიღებაზე პრობლემა არ შეექმნებოდა. ამის შემდგომ, 201- წლის ივნისში, მან და მ------ა მ-----–-–---–მა ა.შ-----–--ს გადასცეს მის მიერ მოთხოვნილი თანხა, თითოეულმა 135 ლარის ოდენობით, როგორც დაზღვევისთვის დამატებით გადასახდელი თანხა და საზღვარგარეთის პასპორტები. დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდა ა----------–-----–--, რომელმაც მოსთხოვა ავიაბილეთებზე დასამატებლად 1-7 ლარის გადახდა. მ------ა მ-----–-–---–თან ერთად, ა.შ-----–--ს დამატებით გადასცა მოთხოვნილი თანხა. ა--------- არწმუნებდა მათ, რომ პასპორტები ვიზის გასაკეთებლად შეტანილი ჰქონდა ამერიკის ს---–---ში, სადაც ითხოვდნენ ავიაბილეთების წარდგენას, რომლის წარდგენის შემდგომაც პასპორტში ჩაარტყამდნენ ვიზას. ა.შ-----–--ს თავად მეტად აღარ შეხვედრია, ხოლო მ------ა მ-----–-–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ მას უკან დაუბრუნებია პასპორტები, რომელშიც ამერიკის ვიზა ჩარტყმული არ ყოფილა. გადაცემული ფულადი თანხა ა.შ-----–--ს მათთვის არ დაუბრუნებია, რაც შეადგენს 1200 აშშ დოლარს და 470 ლარს.

მოწმე მ------–--–---–ის ჩვენებით, მ------ა მ-----–-–---–ს სურდა ამე-------–------ებულ შტატებში გასამართ გამოფენაში მონაწილეობის მიღება და ვიზის მისაღებად მიმართა ამერიკის ს---–---ს, საიდანაც მიიღო უარი. მ------ა მ-----–-–---–ს დახმარება შესთავაზა მისმა მოსწავლემ - მ-----------------ემ, რომლის განმარტებითაც, მისი ნათესავი მუშაობდა უ–-–-------ში მაღალ თანამდებობაზე და შეძლებდა მის დახმარებას. მ-----------------ემ მ------ა მ-----–-–---–ს გააცნო ა----------–-----–--, რომელიც დაჰპირდა ვიზის გაკეთებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც მ------ას მოსთხოვა 1200 აშშ დოლარი. ა----------–-----–--მ დაარწმუნა მ------ა მ-----–-–---–ი, რომ იმ შემთხვევაში თუ ვიზის გაკეთებას ვერ შეძლებდა, გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდებოდა. მ------ა ენდო მას და გადასცა მოთხოვნილი თანხა 1200 აშშ დოლარის ოდენობით. ა---------მ მ------ას შესთავაზა, თუ იქნებოდა მსურველი, ის მისთვისაც შეძლებდა იგივე პირობებით კიდევ ერთი ვიზის გაკეთებას. აღნიშნულის შესახებ მ------ამ აცნობა მეგობარ გ------------------ეს, რომელიც დასთანხმდა შეთავაზებას, თუმცა მას ჰქონდა მხოლოდ 600 აშშ დოლარი. დარჩენილი 600 აშშ დოლარი კი დაუმატა მ------ა მ-----–-–---–მა, რის შემდეგაც გ------------------ემ 1200 აშშ დოლარი სრულად გადასცა ა----------–-----–--ს. მისივე განმარტებით, ა--------- ითხოვდა, არავისთან გაემჟღავნებინათ ვიზის გაკეთების დახმარებაში მისი მონაწილეობის თაობაზე, ვინაიდან შეიძლება აღნიშნული გამხდარიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. მას შემდეგ, რაც მ------ა მ-----–-–---–ი დარწმუნდა, რომ ა--------- ატყუებდა, მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ბრალდებულს ზარალი არ აუნაზღაურებია.

მოწმე ვ-–------------------–ის ჩვენებით, მ------ა მ-----–-–---–ს, რომელთანაც აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა, სურდა ამე-------–------ებულ შტატებში წასვლა. ვიზის გაკეთებაში დახმარებას უწევდა ა----------–-----–--. მ------ა მ-----–-–---–თან სამსახურში ყოფნის დროს, შეესწრო მასსა და ა---------ს შორის საუბარს, რა დროსაც მ------ა ეკითხებოდა თუ რატომ არ უკეთებდა ვიზას, რაზეც ა--------- პასუხობდა, რომ ვიზის გაკეთებას სჭირდებოდა დრო. მ------ა მ-----–-–---–ი თავს გრძნობდა მოტყუებულად და ითხოვდა საბუთების და ფულის უკან დაბრუნებას, რის შემდეგაც ა---------მ გადასცა პასპორტები, ხოლო ფულის მიცემას დაჰპირდა მეორე დღეს. როგორც მ------ა მ-----–-–---–ისგან შეიტყო, ა---------ს მისთვის თანხა არ დაუბრუნებია.

მოწმე მ-----------------ის ჩვენებით, 201- წლის იანვარში სწავლობდა ავტო სკოლაში, სადაც მისი მასწავლებელი იყო მ------ა მ-----–-–---–ი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ------ა მ-----–-–---–ს ამერიკის ს---–---დან უარი ეთქვა ვიზის მიღებაზე და იგი ვერ ახერხებდა ამერიკაში გამგზავრებას. გადაწყვიტა დაკავშირებოდა მის ბიცოლას - ა----------–-----–--ს, რომელიც როგორც მისთვის ცნობილი იყო, მუშაობდა უ–-–-------ში მაღალ თანამდებობაზე და სთხოვა მისთვის ვიზის ასაღებად რეკომენდაციის გაწევა. თავდაპირველად, დაუკავშირდა ბიძას, რომელსაც სთხოვა დალაპარაკებოდა ა---------ს და გაერკვია შეძლებდა თუ არა დახმარებას. ა.შ-----–--მ განუცხადა, რომ შეძლებდა დახმარებას და მოითხოვა საბუთების გადაცემა. მ------ა მ-----–-–---–თან ერთად, შეხვდა ა----------–-----–--ს, რომელმაც მ.მ-----–-–---–ს დოკუმენტების მოსაწესრიგებლად მოსთხოვა 1000 აშშ დოლარი. ამასთან, დაჰპირდა, რომ მიუტანდა დახარჯული თანხის დამადასტურებელ ყველა ოფიციალურ დოკუმენტს. აღნიშნულ დღეს, ა---------სთვის თანხის გადაცემა არ მომხდარა. მეორე დღეს, მ------ასგან შეიტყო, რომ მან ვიზის გასაკეთებლად და ამერიკაში გასამგზავრებლად, ა---------ს გადასცა 1000 აშშ დოლარი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ა--------- ითხოვდა დამატებით დროს. საბოლოოდ კი, დაბლოკა მისი ნომერი და ვერ ახერხებდა მასთან დაკავშირებას. მოწმის განმარტებით, ა.შ-----–--ს მ------ასთვის შეუთავაზებია ანალოგიური პირობებით მეორე ვიზის გაკეთებაში დახმარება, რის შემდეგაც ვინმე გ-------ს, მ------ას რჩევით, ა---------სთვის გადაუცია გარკვეული თანხა, თუმცა ა.შ-----–--ს მათთვის არც ვიზა გაუმზადებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ--------–-------ის ჩვენებით, 201- წლის 10 ოქტომბერს, მის მიერ გაცემულ იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ტელეფონის მეხსიერებიდან ამოღებულ იქნა პროგრამა „v----”-ით განხორციელებული მიმოწერა მომხმარებლებს: “m-----------------i (+9-----------)” და „A.h (+9-----------)” შორის, რაც მოცემულია დასკვნის თანდართულ დანართში სახელწოდებით” „m-----------------i (+9-----------)” – „A.h (+9-----------)”.

მოწმე მ---------------–---–ის ჩვენებით, მ------ა მ-----–-–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, დაწყებულ იქნა გამოძიება. დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, რომლისგანაც ამოღებულ მობილურ ტელეფონზე დანიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. ამასთან, დადგენილ იქნა, რომ ა----------–-----–--ს შეცვლილი ჰქონდა სახელი და სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია სახელის შეცვლის თაობაზე.

ბრალდებულ ა----------–-----–--ს ჩვენებით, თავს სრულად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მან წინასწარ განიზრახა მ------ა მ-----–-–---–ის და გ------------------ის კუთვნილი ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, რისთვისაც დაარწმუნა ისინი, რომ სამსახურებრივი გავლენის მეშვეობით, შეძლებდა ამე-------–------ებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებაში დახმარებას. გამოართვა ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებული ფულადი თანხა, თუმცა არც ვიზის გაკეთებას და არც თანხის დაბრუნებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მისივე ჩვენებით, იგი ადასტურებს სოციალური ქსელის - „ვ--------“ საშუალებით, მ------ა მ-----–-–---–თან მიმოწერის ნამდვილობას და აცხადებს, რომ დაზარალებულთა დოკუმენტები და პასპორტები ამერიკის ს---–---ში საერთოდ არ ჰქონდა წარდგენილი. ნანობს მის საქციელს და დებს პირობას, ერთი თვის ვადაში, დაზარალებულებს სრულად აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს.

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მ------ა მ-----–-–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი მ.მ-----–-–---–ის დიპლომის ასლი, T--- N0----6, ნიუორკში არსებული სამხატვრო გამოფენა „ა-----------ს“ მოწვევა. აღნიშნული დოკუმენტი შედგება ერთი უცხოენოვანი გვერდისგან. გვერდზე ინგლისურ ენაზე მითითებულია მ------ა მ-----–-–---–ის დემოგრაფიული მონაცემები. ამერიკის ს---–---ში ვიზის მისაღებად ჩარიცხული თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შედგება სამი უცხოენოვანი გვერდისაგან. პირველი გვერდის ბოლოში, ლათინური ასოებით დაბეჭდილია „M-------------, M-----” GEL 400.00-0-----------; მეორე გვერდი არის უცხოენოვანი; მესამე გვერდზე კი არის საძიებო ვებგვერდი და „გ----–-დან“ ამობეჭდილი რუკა, რომელზედაც აღინიშნება წარწერა „ა––-------–---“; უარი ვიზის მიღებაზე და გამოფენაზე ფართის დასაქირავებლად გადარიცხული თანხის ქვითარი, რომლის თანახმადაც, 201- წლის 25 დეკემბერს, მ------ა მ-----–-–---–მა სამხატვრო გამოფენაზე ფართის დასაქირავებლად გადარიცხა 800 აშშ დოლარი.

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, ა----------–-----–--ს 201- წლის 29 სექტემბერს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდება.

 

ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

დაზარალებულ მ------ა მ-----–-–---–ის ჩვენებით, ამერიკაში გასამგზავრებელი ვიზის გასაკეთებლად, ა----------–-----–--ს თავად გადასცა 1200 აშშ დოლარი. მისმა მეგობარმა გ------------------ემ ასევე გადასცა ა---------ს 1200 აშშ დოლარი, საიდანაც 600 აშშ დოლარი თავად მისცა გ.მ---------ეს. მან და გ------------------ემ ა---------ს ასევე გადაუხადეს დაზღვევის თანხა 2-0 ლარის ოდენობით და ბილეთების თანხა 670 ლარი.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ გ------------------ის ჩვენებით, ამერიკაში გასამგზავრებელი ვიზის გასაკეთებლად, ა----------–-----–--ს თავად გადასცა 1200 აშშ დოლარი, რომლის ნაწილიც 600 აშშ დოლარის ოდენობით, გამოართვა მ------ა მ-----–-–---–ს. მ------ამაც ანალოგიურად გადასცა ა---------ს 1200 აშშ დოლარი. 201- წლის ივნისში, მან და მ.მ-----–-–---–მა ა.შ-----–--ს დამატებით მისცეს დაზღვევის თანხა, თითოეულზე 135 ლარის ოდენობით და ავიაბილეთების შესაძენად 1-7 ლარი.

მოწმე მ------–--–---–ის ჩვენებით, მ------ა მ-----–-–---–მა ა----------–-----–--ს ამერიკაში გასამგზავრებელი ვიზის გასაკეთებლად გადასცა 1200 აშშ დოლარი. როგორც მისთვის ცნობილია, მ------ას მეგობარმა - გ------------------ემაც, ანალოგიურად, 1200 აშშ დოლარი გადასცა ა---------ს, საიდანაც თანხის ნაწილი - 600 აშშ დოლარის ოდენობით, გ.მ---------ეს მისცა მ.მ-----–-–---–მა.

მოწმე მ-----------------ის ჩვენებით, როგორც მისთვის ცნობილია, მ------ა მ--------–---–მა მის ბიცოლას - ა----------–-----–--ს, ვიზის გასაკეთებლად და ამერიკაში გასამგზავრებლად გადასცა 1000 აშშ დოლარი.

ბრალდებულ ა----------–-----–--ს ჩვენებით, ამერიკაში გასამგზავრებელი ვიზის გასაკეთებლად, მ------ა მ--------–---–ს და გ------------------ეს გამოართვა ფულადი თანხა, თითოეულს 1200 აშშ დოლარის და 470 ლარის ოდენობით.

 

ქმედების ჩადენა არაერთგზის:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, ა--------- (ო-–--) შ-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

ა--------- (---–---) შ-----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 25 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 07 თებერვლის განაჩენით, ა--------- (ო-–--) შ-----–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით, მსჯავრდებულ ა--------- (ო-–--) შ-----–--ს, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 1/3-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით.

დანარჩენ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 05 მარტის N0------------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ა--------- (ო-–--) შ-----–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 2825 საათის ვადით, რომლის მოხდაც დაასრულა 201- წლის 05 ივნისს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა----------–-----–--ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (02 ეპიზოდი).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ა----------–-----–--ს მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, დაზარალებულთა კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუების გზით დაუფლება.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა----------–-----–--ს წინასწარ ჰქონდა განზრახული მ------ა მ-----–-–---–ის და გ------------------ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა.შ-----–--მ დაარწმუნა მ.მ-----–-–---–ი და გ.მ---------ე, რომ მუშაობდა უ–-–-------ში მაღალ თანამდებობაზე და შეძლებდა მათ დახმარებას. კონკრეტულად კი, შეჰპირდა ვიზის მიღებაში დახმარებას, საქართველოს უ–-–------ის და საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით. აღნიშნულის სანაცვლოდ, 201- წლის 17 მარტიდან - 19 ივნისამდე პერიოდში, ა----------–-----–--მ სხვადასხვა დროს მ------ა მ-----–-–---–ს და გ------------------ეს გამოართვა ფულადი თანხა, თითოეულს 1200 აშშ დოლარის და 470 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ა.შ-----–--ს საერთოდ არ ჰქონდა ამერიკის ს---–---ში დაზარალებულთა დოკუმენტები წარდგენილი და მათ კუთვნილ თანხას მოტყუებით დაეუფლა.

ის ფაქტი, რომ ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა მ------ა მ-----–-–---–ის და გ------------------ის კუთვნილ ფულად თანხას, დასტურდება როგორც ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ისე დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ: ბრალდებულ ა----------–-----–--მ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში სრულად აღიარა მიერ ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ განიზრახა მ------ა მ-----–-–---–ის და გ------------------ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, დაარწმუნა ისინი, რომ მისი სამსახურებრივი გავლენის მეშვეობით, შეძლებდა ამე-------–------ებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებაში დახმარებას, რისთვისაც თითოეულ მათგანს სხვადასხვა დროს გამოართვა 1200 აშშ დოლარი და 470 ლარი, თუმცა მათთვის არც ვიზა გაუკეთებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან. ბრალდებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ დაზარალებულთა პასპორტები ამერიკის ს---–---ში საერთოდ არ ჰქონდა წარდგენილი და მის მიზანს წარმოადგენდა არა ვიზის მიღებაში დახმარება, არამედ მათი კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება.

ა----------–-----–--ს დანაშაულებრივი განზრახვა, რომ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ქონებას დასტურდება დაზარალებულ მ------ა მ-----–-–---–ის ჩვენებითა და დაზარალებულ გ------------------ის გამოკითხვის ოქმით, რომლებმაც დაადასტურეს სხვადასხვა დროს ა----------–-----–--ზე 1200 აშშ დოლარის და 470 ლარის გადაცემის ფაქტი, რის სანაცვლოდაც ა--------- ჰპირდებოდა მათ, ამე-------–------ებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის მიღებაში დახმარებას, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად, მ------ა მ-----–-–---–ის და გ------------------ის სახელზე ვიზების გაცემა არ მომხდარა, ხოლო მათ მიერ გადახდილ თანხას მოტყუებით დაეუფლა ბრალდებული.

მოწმე მ------–--–---–ის ჩვენებით კი, 201- წლის 25 აპრილს, მ--------–---–ის ქუჩაზე სს „თ-----------ის საგამოფენო დარბაზში, მ------ა მ-----–-–---–ის პერსონალური გამოფენის დროს, გაიცნო ა----------–-----–--, რომელიც არწმუნებდა მას, რომ იგი აუცილებლად დაეხმარებოდა მ------ა მ-----–-–---–ს და გ------------------ეს ამერიკის ვიზების მიღებაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ შეძლებდა დახმარებას, თანხა, რომელიც მათ ჰქონდათ გადახდილი, უკლებლივ დაუბრუნდებოდათ, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა.

მოწმე ვ-–------------------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 201- წლის 26 ივლისს, მ------ა მ-----–-–---–ის სამუშაო ოთახში შეესწრო საუბარს ამერიკის ვიზების გაკეთების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ვ-–------------------–მა სასამართლოს წინაშე განმარტა, რომ მან მ------ა მ-----–-–---–ისგან იცოდა, რომ ა----------–-----–--ს მისთვის და მისი მეგობრისთვის უნდა გაეკეთებინა ამე-------–-----------–--–-------ის ვიზები, რაშიც ფული ჰქონდა აღებული, თუმცა როგორც მ------ასგან იცის, ა---------ს მისთვის არც ვიზა გაუკეთებია და არც ფული დაუბრუნებია უკან. მისივე ჩვენებით, შეხვედრისას, მ------ა მ-----–-–---–ი ა----------–-----–--ს სთხოვდა ფულის და პასპორტების უკან დაბრუნებას, ვინაიდან თავს გრძნობდა მოტყუებულად, რის შემდეგაც ა---------მ პასპორტები დაუბრუნა, ხოლო თანხის დაბრუნებას დაჰპირდა რამდენიმე დღეში.

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე მ-----------------ის ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მ------ა მ-----–-–---–ს სურდა ამე-------–------ებულ შტატებში გამგზავრება, ასევე ცნობილი იყო, რომ ვიზის აღებაზე მას ს---–---დან უარი ჰქონდა მიღებული. გადაწყვიტა დახმარებოდა ბიცოლამისის - ა----------–-----–--ს მეშვეობით, ვინაიდან ნათესავებისგან იცოდა, რომ იგი მუშაობდა უ–-–-------ში მაღალ თანამდებობაზე და ჰყავდა დიდი სანაცნობო წრე. სწორედ ამ მიზნით, შეახვედრა მ------ა მ-----–-–---–ი ა.შ-----–--ს, რა დროსაც მისივე თანდასწრებით მოილაპარაკეს შეხვედრაზე, საბუთების მიტანასა და ფულადი თანხის ოდენობაზე. მოწმის ჩვენებით, ა----------–-----–--მ მ------ა მ-----–-–---–ს და მის მეგობარს ვიზების გაკეთების მიზნით, გამოართვა ფულადი თანხა, თუმცა არც ვიზები გაუკეთებია მათთვის და არც ფული დაუბრუნებია უკან.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მ------ა მ-----–-–---–სა და ა----------–-----–--ს შორის, სოციალურ ქსელ „ვაიბერში“ განხორციელებული მიმოწერის ამსახველ დოკუმენტაციაზე, საიდანაც ირკვევა, რომ ა----------–-----–--ს სისტემატიურად შეჰყავდა შეცდომაში მ------ა მ-----–-–---–ი და მისივე მეშვეობით, გ------------------ე. ა.შ-----–--ს მიერ მ.მ-----–-–---–ისთვის მიწერილ შეტყობინებებში ნათლად ჩანს თუ როგორი დამაჯერებლობით ჰპირდება იგი დაზარალებულებს ამერიკის ვიზების გაკეთებას, ნათლად ჩანს ფულის მოთხოვნა და მხარეთა მოლაპარაკება, ფულადი თანხის გადაცემის ადგილზე. ამავე შეტყობინებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ა----------–-----–-- ცდილობს მაქსიმალურად გააჭიანუროს როგორც პასპორტების, ისე მათი კუთვნილი ფულადი თანხის უკან დაბრუნება.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ა----------–-----–--ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა მ------ა მ-----–-–---–ის და გ------------------ის კუთვნილ ფულად თანხას, რაც მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 1-0 ლარს ზევით.

იმის შესაფასებლად, ა----------–-----–--ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ნამდვილად მიადგათ თუ არა დაზარალებულებს: მ------ა მ-----–-–---–ს და გ------------------ეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ მ------ა მ-----–-–---–ის, მოწმეების: მ------–--–---–ის და მ-----------------ის, თავად ბრალდებულ ა----------–-----–--ს ჩვენებებს და დაზარალებულ გ------------------ის გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას, რომელთა მიხედვითაც დადგენილად მიიჩნევს, რომ ა----------–-----–--ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულებს: მ------ა მ-----–-–---–ს და გ------------------ეს, თითოეულს ცალ-ცალკე მიადგა 1200 აშშ დოლარის და 470 ლარის ზიანი. მითითებული თანხები კი თითოეულის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულ 1-0 ლარს.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-1- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, ხოლო იმავე კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

ვინაიდან, ა----------–-----–-- ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია დაზარალებულების: მ------ა მ-----–-–---–ის და გ------------------ის ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებისას, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა----------–-----–--მ თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩაიდინა არაერთგზის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას, პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.

თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგო, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ ა----------–-----–--ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ ა----------–-----–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს, დაზარალებულ მ------ა მ-----–-–---–ს ნაწილობრივ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და გამოთქვამს მზაობას, ერთი თვის ვადაში სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი დაზარალებულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელთა დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა----------–-----–--ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში უნდა დაენიშნოს არასაპატიმრო სასჯელები - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მათი ოდენობა კი, უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, ა----------–-----–--ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ა----------–-----–-- 201- წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი, ვინაიდან თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო და ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

მ------ა მ-----–-–---–ის „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–------------------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ მ------ა მ-----–-–---–ს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 2-1-2-4, 2-7-2-9-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა----------–-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------ა მ-----–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 201- წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1- 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

ა----------–-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 201- წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------ა მ-----–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 201- წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1- 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 201- წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა----------–-----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 201- წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1- 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინებით, ა----------–-----–--ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ვალდებულებები - საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის ჩაბარების, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე დროის პერიოდში გამოცხადების თაობაზე, გაუქმდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ა----------–-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ლ----------------–----–------ის სოფელ ს-----აში (საკადასტრო კოდი - 2-.1-.5-.0--) მდებარე, ნ------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.

მსჯავრდებულ ა----------–-----–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

მ------ა მ-----–-–---–ის „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–------------------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ მ------ა მ-----–-–---–ს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე