გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/7582-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ს--–---- ი-–----–---–ი
მოპასუხე - დ----- მ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე დ----- მ-------ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2005 წლის 29 დეკემბრის საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ #----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანება 2344,91 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1172,43 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი და დაზღვევა - 4,94 აშშ დოლარი (მოთხოვნა შემცირდა და დაზუსტდა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 11.10.2018წ.).
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს ,,თ----------სა“ და დ----- მ-------ეს შორის 2005 წლის 29 დეკემბერს დაიდო საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ #----------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკსა და - მსესხებელს შორის: წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23%-ით. კრედიტის ვადა -24 თვე. გადახდის პერიოდი ყოველი თვის 20 რიცხვამდე. გადასახდელი თანხა - თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დარიცხული პროცენტი, მინიმუმ 20 აშშ დოლარი ( არაუმეტეს ათვისებული საკრედიტო ლიმიტისა და დარიცხული პროცენტის ჯამისა). ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% -ის ოდენობით. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის, ქმედითუუნარობისა და უმუშევრობის დაზღვევა , საკრედიტო ლიმიტის მიმდინარე ოდენობაზე.
დ----- მ-------ის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2017 წლის 30 იანვრის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს "სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის: არსებული დავალიანების დაკისრება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 09 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს 2005 წლის 29 დეკემბრის საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ #----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების 7168.85 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1172.43 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500 აშშ დოლარი (შეამცირა სხდომაზე) და დაზღვევა - 4.94. აშშ დოლარი.
მანვე განმარტა, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მხარეთა შორის მოხდა მორიგება და მხოლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდით დანარჩენი ვალდებულება მოპასუხეს შესრულებულად ჩაეთვლებოდა, აღნიშნულზე განმარტა, რომ მხარეთა შორის სხვა რაიმე შეთანხმება თანხის გადახდაზე ან/და მორიგების პირობებზე არ ყოფილა, გარდა თავდაპირველი ხელშეკრულებისა, რომლის პირობები დაარღვია რა მხარემ და ამჟამად დარჩენილი დავალიანების დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე მხარე (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე დ----- მ-------ემ სს ,,თ----------ის“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის საფუძვლით.
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები ვალდებულების ყოველთვიურად შესრულების ნაწილში.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; ვალდებულების შესრულების გრაფიკი (ს.ფ. 18-28)
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სს ,,თ----------სა“ და დ----- მ-------ეს შორის 2005 წლის 29 დეკემბერს დაიდო საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ #----------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23%-ით. კრედიტის ვადა -24 თვე. გადახდის პერიოდი ყოველი თვის 20 რიცხვამდე. გადასახდელი თანხა - თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დარიცხული პროცენტი, მინიმუმ 20 აშშ დოლარი (არაუმეტეს ათვისებული საკრედიტო ლიმიტისა და დარიცხული პროცენტის ჯამისა). ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% -ის ოდენობით. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის, ქმედითუუნარობისა და უმუშევრობის დაზღვევა , საკრედიტო ლიმიტის მიმდინარე ოდენობაზე.
მოპასუხე დ----- მ-------ეს ფულადი ვალდებულება ეტაპობრივად უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2005 წლის 29 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 14-17)
- ვალდებულების შესრულების გრაფიკი (ს.ფ. 18-28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
4.2. მოპასუხე დ----- მ-------ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2017 წლის 30 იანვრის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა გადახდა, შესაბამისად, დ----- მ-------ის დავალიანების ოდენობამ შეადგინა 7168.85 აშშ დოლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 1172.43 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 5 991.48 აშშ დოლარი, დაზღვევა 4.94 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2005 წლის 29 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 14-17)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 18-28)
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 29)
4.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცეულებებით არ დგინდება მხარეთა შორის შეთანხმების ან/და მორიგების აქტის/ხელსეკრულების არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2005 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შემდეგ მხარეთა შორის დამატებით მოხდა რაიმე სახის შეთანხმება ვალდებულების შესრულების სხვა ოდენობასა თუ გადახდის სხვა გრაფიკზე, ეკისრებოდა მოპასუხე დ----- მ-------ეს, კერძოდ, ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის იანვარში მოხდა მხარეთა შეთანხმება ჯამურად 5000 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით, რაც დაიფარებოდა ყოველთვიური გადახდით და რის შემდეგაც მას ბანკის წინაშე არსებული დავალიანება მას ჩაეთვლებოდა შესრულებულად. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, ამასთან, არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ასეთი შეთანხმების ფაქტი, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მხარეთა შორის 2014 წლის იანვრის თვის მდგომარეობით მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ახალი ხელშეკრულებისა თუ გარიგების არსებობას ახალი არსებითი პირობებით, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, ასეთი ფაქტი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი დ----- მ-------ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სს ,,თ----------ის“ მოთხოვნები დ----- მ-------ის მიმართ, რომლებიც გამომდინარეობენ სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, ხანდაზმულია, რაზე მითითებასაც აკეთებს მოსარჩელე მხარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ სადავო ფაქტობრივი გარემოების სახით დაადგინა, რომ სს ,,თ----------ის“ მოთხოვნა დ----- მ-------ის მიმართ არ არის ხანდაზმული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ვალდებულების შესრულების გარაფიკის თანახმად დაფიქსირებულია დ----- მ-------ის მიერ დროის სხვადასხვა პერიოდებში განხორციელებული გადახდები, კერძოდ, 2011 წლის 20 ივნისს დ----- მ-------ეს 2005 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშზე შეტანილი აქვს 9.82 ლარი დანიშნულებით - დაზღვევის დაფარვა, 2014 წლის 15 იანვარს იგივე დანიშნულებით გადახდილია 100 ლარი, მოპასუხეს სისტემატური და პერიოდული გადახდებით მოსარჩელის წინაშე გადახდილი აქვს სხვადასხვა ოდენობის თანხები 2015-2016 წლებში. მოპასუხე დ----- მ-------ეს ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2017 წლის 30 იანვარს, დავალიანების ძირი თანხის დაფარვა 195.35 ლარის ნაწილში და დაზღვევის თანხის დაფარვა 4.65 ლარის ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ სს ,,თ----------ს“ სასამართლოსთვის სარჩელით მომართული აქვს 2017 წლის 20 მარტს, შესაბამისად, მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში მოახდინა სარჩელის სასამართლოში წარმოდგენა, ვინაიდან მოპასუხის მიერ ბოლო გადახდიდან არ არის გასული კანონით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ----------სა“ და დ----- მ-------ეს შორის 2005 წლის 29 დეკემბერს დაიდო საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ #----------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23%-ით. კრედიტის ვადა -24 თვე. გადახდის პერიოდი ყოველი თვის 20 რიცხვამდე. გადასახდელი თანხა - თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დარიცხული პროცენტი, მინიმუმ 20 აშშ დოლარი ( არაუმეტეს ათვისებული საკრედიტო ლიმიტისა და დარიცხული პროცენტის ჯამისა). ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% -ის ოდენობით. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის, ქმედითუუნარობისა და უმუშევრობის დაზღვევა , საკრედიტო ლიმიტის მიმდინარე ოდენობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე დ----- მ-------ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2005 წლის 29 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 აშშ დოლარამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში - ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემტხვევაში პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია იგი უნდა შემცირდეს და მოაპსუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარის ოდენობით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ს----------------“ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხების ნაწილში ცნო, ამასთან, ს----------------“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 36,69 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 254.80 ლარი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე შემცირდა სასარჩელო მოტხოვნა, მოსარჩელის მიერ 2017 წლის 15 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 49,66 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 125,19 ლარის ოდენობით კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, მოპასუხე დ----- მ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 95,03 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილის - 100 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, სს ,,თ----------ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე დ----- მ-------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ-------–---- თ----ის ქ-------, საკადასტრო კოდი N0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე დ----- მ-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე დ----- მ-------ეს მოსარჩელე „თ----------ის“ სასარგებლოდ 2005 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 1172,43 აშშ დოლარი, შემცირებული ჯარიმა - 100 აშშ დოლარისა და დაზღვევის თანხა - 4,94 აშშ დოლარის ოდენობით.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის სახით 400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
2. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 15 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 49,66 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 125,19 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე დ----- მ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 95,03 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე დ----- მ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილის - 100 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე