განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1--------
№(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. ლ---- ჯ---–-ა - დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ზ---------ს რაიონი, სოფელი რ---; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ------–------------.
ადვოკატი - მ--- ბ-----ე, მ------ ქ-----
2. მ------ შ----–----ე - დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ს-----------, ს------–--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ფ--–------–---–--------.
ადვოკატი - მ--- გ----–--ე
კვალიფიკაცია:
1. ლ---- ჯ---–-ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
2. მ------ შ----–----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2--------ს განაჩენით ლ---- ჯ---–-ა მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი; მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით.
2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თბილისში, ნ----–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ------- ყ------ი, ო-–-- ჩ------ე, ლ---- ჯ---–-ა და მ------ შ----–----ე წინასწარი შეთანხმებით, ფულადი თანხის, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ გ------- ხ---–--ეს, ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ ამ უკანასკნელს დაუწყეს ცემა, რა დროსაც ო-–-- ჩ------ემ გ------- ხ---–--ეს აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოაცალა 10 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული 1080 ლარის ოდენობის ფულადი თანხით. აღნიშნული ქმედებით ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ გ------- ხ---–--ეს მიაყენეს 1090 (ათას ოთხმოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ------- ხ---–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს გ-----------დან ჩავიდა თბილისში და სს ,,ს----------–--------ში“ მოახდინა გადარიცხვები. გ------- ხ---–--ემ მისი მეგობრის გ------- გ------–--ის ბარათიდან გამოიტანა 790 ლარი, რომელიც მოათავსა საფულეში. მას საფულეში ასევე ჰქონდა მისი კუთვნილი 405 ლარი. ვინაიდან, ჰქონდა თავისუფალი დრო, გადაწყვიტა მიეღო მცირე ოდენობის ალკოჰოლური სასმელი. იგი ეწვია გ------–ის ქუჩაზე მდებარე ბარს, სადაც მიირთვა რამდენიმე ჭიქა სპირტიანი სასმელი და ლუდი. გ------- ხ---–--ემ როდესაც დატოვა ბარი, ქუჩაში შეხვდა უცნობი ქალბატონი (როგორც შემდგომა გაირკვა თ------- ყ------ი), რომელიც თხოვდა გაცნობას, შემდეგ ქალბატონმა გ------- ხ---–--ეს თხოვა დახმარება, ვინაიდან, ჰყავდა შვილი ავად. გ------- ხ---–--ე ქალბატონს გაჰყვა სახლში, სადაც ცოტა ხანი დაჰყვეს, გამოსვლისას მან გახსნა საფულე, რა დროსაც თ------- ყ------მა დაინახა მასში არსებული თანხა. გ------- ხ---–--ე და მისთვის უცნობი ქალბატონი ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გ------- ხ---–--ემ დაინახა მოაჯირთან მდგომი ქალბატონი და ორი მამაკაცი, როგორც შემდგომ გაირკვა ო-–-- ჩ------ე, ლ---- ჯ---–-ა და მ------ შ----–----ე. გ------- ხ---–--ეს მიმართა ო-–-- ჩ------ემ, რომ გაჰყვებოდა გ-----------ში და უკან გაყვა გ------- ხ---–--ეს. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გ------- ხ---–--ემ იგრძნო, რომ ასევე უკან მიჰყვებოდნენ ლ---- ჯ---–-ა და მ------ შ----–----ე, რომლებმაც გ------- ხ---–--ის მიმართეს ,,მ-----, შენა ხარ“ და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ გ------- ხ---–--ეს დაუწყეს ხელებით ცემა სახის არეში, რა დროსაც გ------- ხ---–--ემ განიცადა ტკივილი და ძირს დაეცა, ამ დროს მასთან მივარდა ო-–-- ჩ------ე, რომელიც ცდილობდა დაუფლებოდა გ------- ხ---–--ის საფულეს, რა დროსაც გ------- ხ---–--ეს ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ ხელები დაუჭირეს, ხოლო ო-–-- ჩ------ემ გ------- ხ---–--ეს ამოაცალა საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით. ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ გ------- ხ---–--ეს რამდენჯერმე დაარტყეს, რის შედეგადაც გ------- ხ---–--ემ დაკარგა გონება. ბრალდებულებმა გ------- ხ---–--ეს გასტაცეს საფულე და თანხა 1080 ლარი, რითაც მიაყენეს 1090 (ათას ოთხმოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ო-–-- ჩ------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს მაღაზიაში შეხვდა თ------- ყ------ს, რომელმაც უთხრა, რომ ნახა ერთი კაცი, რომელსაც ქონდა ფული, მაგრამ ო-–-- ჩ------ეს არანაირი ქმედება არ ჩაუდენია გ------- ხ---–--ის თანხის წართმევის მიზნით და არც საფულე ამოუცლია. გამოძიების პროცესში დანაშაული აღიარა ზეწოლის შედეგად, რადგან ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების დაჭერით, ასევე, დანაშაული აღიარა საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით. ო-–-- ჩ------ემ განმარტა, რომ ლ----ი და მ------, რომელთა გვარები არ იცის, სულ ორჯერ ყავს ნანახი და მათთან ერთად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------- ყ------მა განაცხადა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს გ------- ხ---–--ეს შეხვდა გ------–ის ქუჩაზე, ნახა რომ ქონდა თანხა და გადაწყვიტა გაეძარცვა. თ------- ყ------მა თავდაპირველად ო-–-- ჩ------ეს სთხოვა დახმარება გ------- ხ---–--ის გაძარცვაში, მაგრამ, ვინაიდან ვერ შეძლებდნენ, დახმარება სთხოვეს ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ეს, რომლებმაც გ------- ხ---–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ო-–-- ჩ------ემ გ------- ხ---–--ეს ამოაცალა საფულე. თ------- ყ------ის განმარტებით, მან, ო-–-- ჩ------ემ, ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ გ------- ხ---–--ის საფულეში მოთავსებული თანხა, რომელიც შეადგენდა 1000 ლარამდე, ერთმანეთში გაინაწილეს თანაბრად. თანხა გაანაწილა ო-–-- ჩ------ემ.
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ჭ---–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს დაახლოებით 18:00 საათზე იმყოფებოდა თ-----------ს გ-------ზე, დაინახა მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში ეგდო ძირს, სდიოდა სისხლი და იყო ცუდად. ლ---- ჭ---–---–მა მამაკაცს, დაალევინა წყალი და მოუწმინდა სისხლი, შემდეგ დაუკავშირდა სასწრაფო დახმარებას.
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ----- ხ--------–---–მა განაცხადა, რომ 19 თებერვალს მის მიერ მოპოვებულ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გ------- ხ---–--ის ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ქონოდა ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ეს, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------ ჩ-----მ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელს გადასცა ვიდეო ჩანაწერი.
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა რ----- ხ--------–---–მა, გ------ დ--------–--ემ, ზ------- დ---–-–---–მა, დ----- ს--------–--ემ, დ-------- თ-----–---–მა, გ--- გ-------ემ, ბ--- რ-------–---–მა, ი---- ქ----–---–მა, კ----–-- ბ--------მ, ნ-----–---- ბ---–-----მა, ე-–--- ს---–-----–---–მა, ბ--- ო---–--–-–---–მა, ლ------ ლ-----მ და გ--–- მ--------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2.8. ამოღების ოქმის თანახმად, გ------- ხ---–--ისგან ამოღებული იქნა ჯინსის შარვალი, რომელსაც აღენიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები.
2.8.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–- მ--------–--ემ.
2.9. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან გ------- ხ---–--ის მიერ ამოცნობილი იქნა 1--- წელს დაბადებული მ------ ე-–------ს ძე შ----–----ე. გ------- ხ---–--ის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი ბიჭი არის ერთ-ერთი იმ ბიჭთაგანი, რომელიც მას სცემდა ნ----–---–-------------თან მდებარე სკვერში, რა დროსაც გოგონამ ამოაცალა საფულე, შემდეგ კი სამივე გაიქცა.
2.9.1. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ბ--- ო---–--–-–---–მა.
2.10. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან გ------- ხ---–--ის მიერ ამოცნობილი იქნა 1--- წელს დაბადებული ლ---- მ-----ის ძე ჯ---–-ა. გ------- ხ---–--ის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პიროვნება არის იმ ორი ბიჭიდან ერთ-ერთი, რომელიც სცემდა მას ნ----–---–-------------ის მიმდებარედ სკვერში, რა დროსაც მსუბუქი ყოფაქცევის გოგონამ ამოაცალა მას საფულე შარვლის უკანა ჯიბიდან.
2.10.1. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ბ--- ო---–--–-–---–მა.
2.11. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან თ------- ყ------ის მიერ ამოცნობილი იქნა 1--- წელს დაბადებული მ------ ე-–------ს ძე შ----–----ე, რომელთან ერთად 2018 წლის 16 თებერვალს მისთვის უცნობ მამაკაცს გასტაცეს საფულე.
2.11.1. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ბ--- რ-------–---–მა.
2.12. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან თ------- ყ------ის მიერ ამოცნობილი იქნა 1------9-- წელს დაბადებული ლ---- მ-----ის ძე ჯ---–-ა, რომელთან ერთად მისთვის უცნობ მამაკაცს გასტაცეს საფულე.
2.12.1. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ბ--- რ-------–---–მა.
2. 13. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------- ხ---–--ის მიერ ამოცნობილ იქნა ო-–-- ჩ------ე, რომელმაც მას ამოაცალა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით.
2.13.1. ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ნ-----–---- ბ---–-----მა.
2.14. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------- ხ---–--ის მიერ ამოცნობილ იქნა თ------- ყ------ი, რომელმაც მას შესთავაზა ბინაში წაყოლა და სექსუალური კავშირი, მან გ------- ხ---–--ეს დაუნახა საფულე და მასში არსებული ფულადი თანხა, იგი ცდილობდა არ მოშორებოდა გ------- ხ---–--ეს. რის შემდეგაც მას მიაყენეს სხეულის დაზიანება და გასტაცეს საფულე, მასში არსებული თანხით.
2.14.1. ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ნ-----–---- ბ---–-----მა.
2.15. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, თ------- ყ------ის მონაწილეობით გამომძიებლები და ექსპერტები იმყოფებოდნენ თ-----------ს გ-------ის და ე.ნ----–---–-------ების კუთხეში, ე------–---–-------ში მდებარე პატარა ზომის სკვერში. თ------- ყ------მა განაცხადა, რომ სკვერში არსებული ერთ-ერთი ხის ძირში ო-–-- ჩ------ემ, ორ ნაცნობ მამაკაცთან - ლ----თან და მ------სთან ერთად წააქციეს უცხო მამაკაცი, რომელსაც ლ----ი და მ------ სცემდნენ. ხოლო ო-–-- ჩ------ემ მას ჯიბიდან ამოაცალა საფულე, შემდეგ კი მასთან ერთად გაიქცა ვ-----–ის მიმართულებით. ლ----ი და მ------ კი გაიქცნენ მისთვის გაურკვეველი მიმართულებით. თ------- ყ------მა ასევე განმარტა, რომ მან და ო-–-- ჩ------ემ საფულიდან ამოიღეს თანხა და გაინაწილეს, ხოლო ცარიელი საფულე გადააგდეს თ-----------ს გ--------------ის პირდაპირ მდებარე რესტორან ,,ქ--------ს’’ წინ არსებულ სანაგვე ურნაში.
2.15.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ბ--- რ-------–---–მა.
2.16. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ო-–-- ჩ------ის მონაწილეობით გამომძიებლები და ექსპერტები გავიდნენ ე.ნ----–---–-------აზე მდებარე პატარა ზომის სკვერში. სადაც ო-–-- ჩ------ემ განაცხადა, რომ მან ორ ნაცნობ მამაკაცთან ერთად წააქციეს უცხო მამაკაცი. ლ----ი და მ------ ცემდნენ მას, ხოლო თვითონ შარვლის ჯიბიდან ამოაცალა საფულე და თ-------თან ერთად გაიქცა ვ-----–ის მიმართულებით. ო-–-- ჩ------ემ საფულიდან ამოიღო თანხა და გაინაწილეს, ხოლო ცარიელი საფულე გადააგდეს თ-----------ს გ--------------ის პირდაპირ მდებარე რესტორან ,,ქ--------ს’’ წინ არსებულ სანაგვე ურნაში.
2.16.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–- მ--------–--ემ.
2.17. ბიოლოგიური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, გ------- ხ---–--ის სისხლი მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს. გ------- ხ---–--ის შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს. გ------- ხ---–--ის სისხლი და გ------- ხ---–--ის შარვალზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს.
2.17.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი---------------მ.
2.18. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ.თბილისში, თ-----------ს გ--------------ის მიმდებარედ შპს ,,----–---“ გარე ფასადზე არსებული ვიდეო კამერის ჩანაწერები. პირველი ვიდეო კამერის ჩანაწერზე გამოსახულია თ-----------ს გ-------------ის მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა სავალი გზა. ტროტუარზე გადაადგილდებიან მოქალაქეები, 17:37:40 საათისთვის (კამერის დროით) ტროტუარზე გ------- ხ---–--ე და მის გვერდით მარცხენა მხარეს ო-–-- ჩ------ე ჩერდებიან, იყურებიან უკან და გზაზე მათ ეწევა და მარჯვენა მხარეს უდგება თ------- ყ------ი, რომლებსაც გაყრილი აქვთ ხელმკლავი გ------- ხ---–--ეზე და ფეხით ვ-----–ის მოედნის მხრიდან მიემართებიან ე.ნ----–---–-------ის მიმართულებით, მათ გვერდს უვლის და უსწრებს წინ ლ---- ჯ---–-ა და ოთხივენი ქრებიან კადრიდან. მათ უკან მოსდევს სირბილით 17:38:50 საათზე მ------ შ----–----ე, რომელიც ასევე ქრება კადრიდან. 17:41:08 საათისთვის კადრში ჩნდება ო-–-- ჩ------ე და თ------- ყ------ი, რომლებიც ტროტუარზე გარბიან ვ-----–ის მოედნის მიმართულებით, 17:41:18 საათისთვის მათ უკან მიყვება ლ---- ჯ---–-ა, რომელიც მიემართება ვ-----–ის მოედნის მიმართულებით იხედება უკან და ქრება კადრიდან. 17:41:30 საათისთვის კადრში ჩნდება მ------ შ----–----ე, რომელიც მიემართება ფეხით ვ-----–ის მოედნის მიმართულებით და ქრება კადრიდან. მეორე ვიდეო კამერის ჩანაწერზე გამოსახულია თ-----------ს გ-------------ის მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა სავალი გზა. ტროტუარზე გადაადგილდებიან მოქალაქეები, 17:38:30 საათისთვის (კამერის დროით) ტროტუარზე გადაადგილდება ე.ნ----–---–-------ის მიმართულებით თ-----------ს გ-------ზე ლ---- ჯ---–-ა და ქრება კადრიდან. 17:38:38 საათისთვის მას უკან მიყვებიან ო-–-- ჩ------ე და თ------- ყ------ი, რომლებსაც ხელკავი აქვთ გამოდებული გ------- ხ---–--ეზე და ქრებიან კადრიდან, 17:38:50 საათისათვის კადრში ჩნდება და მათ მისდევს მ------ შ----–----ე. 17:39:42 საათისთვის კადრში ჩნდებიან ო-–-- ჩ------ე და თ------- ყ------ი, რომლებიც ჩერდებიან სავალუტოს გვერდით, ო-–-- ჩ------ე მიდის ნ----–---–-------ის მიმართულებით, რის შემდგომაც მას უკან მიყვება თ------- ყ------ი და ქრებიან კადრიდან, უეცრად ისევ ჩნდებიან კადრში და გარბიან ორივენი ვ-----–ის მოედნის მიმართულებით და ქრებიან კადრიდან, მათ ფეხდაფეხ მოყვება უკან ლ---- ჯ---–-ა და 17:41:50 საათისთვის კადრში ჩნდება მ------ შ----–----ე და მიემართება ვ-----–ის მოედნის მიმართულებით და ქრება კადრიდან.
2.18.1. აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ--–- მ--------–--ემ.
2.19. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ,,გ------------–---------------------------------–-------–------ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----დან, გ------- ხ---–--ე 1-----2018 წ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 1-----2018 წ., სადაც დაუდგინდა დიაგნოზი თავის ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა საფეთქლის მიდამოში მარცხნივ, მარჯვნივ მტევნის მე-2 ნების ძვლის მოტეხილობა (რაც არ დადასტურდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რენტგენოფირის შესწავლის შედეგად). სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ექსკორაციები მარჯვენა მტევნის პირველი თითის არეში, მარცხნივ საფეთქლის მიდამოში კანქვეშა ჰემატომა. 2----.2018 წ. მოქ. გ------- ხ---–--ის პირადი შემოწმებისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების, სისხლჩაქცევის და ერთი უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით/ ზუსტი ლოკალიზაცია ი.აღწერილობით ნაწილში/. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.19.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა.
2.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–-ს განაჩენით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, თ------- ყ------ი გ------- ხ---–--ეზე განხორციელებული ძალადობის და თანხის წართმევის ფაქტზე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი - 3(სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.21. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–-ს განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გ------- ხ---–--ეზე განხორციელებული ძალადობის და თანხის წართმევის ფაქტზე, ო-–-- ჩ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი 2(ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ო-–-- ჩ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2------------ის განაჩენით, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ო-–-- ჩ------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი ძირითადი სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საბოლოოდ, ო-–-- ჩ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი 2(ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.22. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ---- ჯ---–-ამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ცხოვრობს გ------–ის ქუჩაზე, ხმაურზე გამოვიდა გარეთ და დაინახა გ------- ხ---–--ე შარდავდა მისი კარის წინ, რაზეც მასთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც გაარტყა ხელი და მათ შორის მოხდა ჩხუბი, ამ დროს მივიდა მ------ შ----–----ე, რომელმაც ისინი გააშველა. ეს გოგონები (ო-–-- ჩ------ე და თ------- ყ------ი) თუ სად იყვნენ იმ დროს მისთვის უცნობია. შემდეგ მან დაინახა ო-–-- ჩ------ე და თ------- ყ------ი მივარდნენ გ------- ხ---–--ეს, დაუწყეს ცემა და ზემოდან ასხდნენ წაქცეულ გ------- ხ---–--ეს. როცა გოგოები ცემდნენ დაზარალებულს ის და მ------ შ----–----ე საუბრობდნენ. ლ---- ჯ---–-ამ უარყო მომხდარ დანაშაულის გამო ო-–-- ჩ------ესთან და თ------- ყ------თან რაიმე სახის კავშირი.
2.23. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ------ შ----–----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 16 თებერვალს იმყოფებოდა მაღაზიაში, როცა ბრუნდებოდა სახლში დაინახა გოგონები (ო-–-- ჩ------ე და თ------- ყ------ი) ეჩხუბებოდნენ გ------- ხ---–--ეს ფულზე, კერძოდ, ო-–-- ჩ------ე გ------- ხ---–--ეს ექაჩებოდა საფულეზე. იგი გაუბრაზდა გოგოებს და როდესაც ისინი წავიდნენ გ------- ხ---–--ე იძახდა ფული წამართვესო. მ------ შ----–----ემ გ------- ხ---–--ეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც კი აჩვენა იმის დასადასტურებლად, რომ მის მიმართ დანაშაული არ ჩაუდენია. მ------ შ----–----ემ უარყო რაიმე სახის ნაცნობობა ო-–-- ჩ------ესთან და თ------- ყ------თან. მისი განმარტებით, ო-–-- ჩ------ის და თ------- ყ------ის მიერ მ------ შ----–----ის და ლ---- ჯ---–-ას საწინააღმდეგო ჩვენება მიცემულ იქნა საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით.
2.24. ბრალდებულების ლ---- ჯ---–-ას და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციით, ბრალდებულებს არ ქონიათ არანაირი დანაშაულებრივი კავშირი თ------- ყ------თან და ო-–-- ჩ------ესთან და არ ჩაუდენიათ ბრალად შერაცხული ქმედება. ლ---- ჯ---–-ას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა გ------- ხ---–--ის ცემა და მოითხოვა ლ---- ჯ---–-ას ქმედების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 126-ე მუხლზე. დაცვის მხარემ მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2.25. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და ბრალდებულების ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების.
2.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძარცვა, რომელიც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულს მიეკუთვნება და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც სხვისი ქონების დაუფლება ხდება აშკარად, თვალნათლივ. იგი წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ხდება ანგარების მოტივით. კონკრეტულ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ძარცვის შემადგენლობის ყველა ელემენტს. კერძოდ:
2.26.1. დაზარალებულ გ------- ხ---–--ის, მოწმეების თ------- ყ------ის, ლ---- ჭ---–---–ის ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 16 თებერვალს ქ. თბილისში ნ----–---–-------აზე ო-–-- ჩ------ემ, ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, გ------- ხ---–--ეს აშკარად გასტაცეს საფულე და მასში არსებული თანხა 1090 (ათას ოთხმოცდაათი) ლარი.
2.26.2. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ო-–-- ჩ------ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოზე გადათქვა ის ფაქტები, რაც მან გამოძიებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას აჩვენა, რა დროსაც აღწერა ის ვითარება და ადგილი, სადაც მ------ შ----–----ესთან და ლ---- ჯ---–-ასთან ერთად განახორციელა გ------- ხ---–--ის მიმართ დანაშაულებრივი ქმედება. სასამართლო აძლევს რა შეფასებას ო-–-- ჩ------ის ჩვენებას, მიაჩნია, რომ იგი აშკარად ეწინააღმდეგება თ------- ყ------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ როცა თ------- ყ------მა შენიშნა გ------- ხ---–--ეს ქონდა თანხა, თავდაპირველად ო-–-- ჩ------ეს სთხოვა დახმარება გ------- ხ---–--ის გაძარცვაში, მაგრამ რადგან ისინი ვერ შეძლებდნენ, ამის გამო სთხოვეს დახმარება ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ეს. ამასთანავე, მოწმე ო-–-- ჩ------ის ჩვენება აშკარად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ გ------- ხ---–--ის, თ------- ყ------ის და თავად ბრალდებულ მ------ შ----–----ის ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ ისინი არიან თვითმხილველები თუ როგორ ექაჩებოდა და ამოაცალა ო-–-- ჩ------ემ გ------- ხ---–--ეს საფულე. აღნიშნული გარემოებები უტყუარად მიუთითებენ, რომ ო-–-- ჩ------ე იძლევა არასწორ ჩვენებას და მისი გაზიარების საფუძვლები სასამართლოს არ გააჩნია.
2.26.3. იმ ფაქტს, რომ დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ ერთად იმყოფებოდა ოთხივე პირი ადასტურებს ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ გადაადგილდება გ------- ხ---–--ე, როგორ უდგება გვერდით ო-–-- ჩ------ე, მათ ეწევა და მარჯვენა მხარეს უდგება თ------- ყ------ი, მათ გვერდს უვლის და უსწრებს წინ ლ---- ჯ---–-ა, ასევე უკან მოსდევთ მ------ შ----–----ე, შემდეგ ჩნდება კადრი თუ როგორ გარბიან ო-–-- ჩ------ე და თ------- ყ------ი ვ-----–ის მოედნის მიმართულებით, მათ უკან მიყვება ლ---- ჯ---–-ა და მ------ შ----–----ე.
2.26.4. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს და არ იზიარებს ბრალდებულ ლ---- ჯ---–-ას ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. სასამართლო აძლევს რა შეფასებას ლ---- ჯ---–-ას ჩვენებას დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები ნამდვილად იმყოფებოდნენ დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე, ლ---- ჯ---–-ამ ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გ------- ხ---–--ეს, ასევე ლ---- ჯ---–-ა ადასტურებს თ------- ყ------ის და ო-–-- ჩ------ის მიერ გ------- ხ---–--ის ცემის ფაქტს. ხოლო უშუალოდ ლ---- ჯ---–-ას მიერ გ------- ხ---–--ის ძარცვის ფაქტზე, ლ---- ჯ---–-ას ჩვენება ეწინააღმდეგება გ------- ხ---–--ის, თ------- ყ------ის ჩვენებებს, ვიდეოჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას და საქმეში გამოკვლეულ სხვა ურთიერთშეთავსებად მტკიცებულებებს, რომლებიც უტყუარად ამხელენ ლ---- ჯ---–-ას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; ხოლო სხვა მტკიცებულება, რომელიც ლ---- ჯ---–-ას ჩვენებას სარწმუნოდ გახდიდა საქმეში არ მოიპოვება.
2.26.5. სასამართლო ასევე სარწმუნოდ არ მიიჩნევს და არ იზიარებს ბრალდებულ მ------ შ----–----ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. მ------ შ----–----ე თავისი ჩვენებით ადასტურებს შემთხვევის ადგილზე ყოფნის, თ------- ყ------ის და ო-–-- ჩ------ის მიერ გ------- ხ---–--ესთან ჩხუბის და ო-–-- ჩ------ის მიერ თანხის წართმევის ფაქტს. ამასთანავე, მ------ შ----–----ის ჩვენება აშკარად ეწინააღმდეგება გ------- ხ---–--ის, თ------- ყ------ის, ო-–-- ჩ------ის ჩვენებებს, ვიდეოჩანაწერში ასახულ ინფორმაციას და საქმეში არსებულ მის მამხილებელ მტკიცებულებებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და რომლებიც უტყუარად ამხელენ მ------ შ----–----ეს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; სხვა მტკიცებულება, რომელიც მ------ შ----–----ის ჩვენებას სარწმუნოდ გახდიდა საქმეში არ მოიპოვება.
2.26.6. საკასაციო პალატამ საქმეში #45აპ-17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულების პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელთა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
2.27. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ----–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ------- ყ------ი, ო-–-- ჩ------ე, ლ---- ჯ---–-ა და მ------ შ----–----ე წინასწარი შეთანხმებით, ფულადი თანხის, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ გ------- ხ---–--ეს, ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ ამ უკანასკნელს დაუწყეს ცემა, რა დროსაც ო-–-- ჩ------ემ გ------- ხ---–--ეს აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოაცალა 10 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული 1080 ლარის ოდენობის ფულადი თანხით. აღნიშნული ქმედებით ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ გ------- ხ---–--ეს მიაყენეს 1090 (ათას ოთხმოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.
2.28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ თანმხლებ პირებთან ერთად გ------- ხ---–--ეს აშკარად გასტაცეს საფულე მასში მოთავსებული თანხით.
ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.29. დაზარალებულ გ------- ხ---–--ის, მოწმე თ------- ყ------ის ჩვენებებით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---- ჯ---–-ას, მ------ შ----–----ის, თ------- ყ------ის და ო-–-- ჩ------ის მიერ გატაცებულ იქნა გ------- ხ---–--ის საფულე, მასში მოთავსებული 1080 ლარის ოდენობის თანხით.
2.30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
2.31. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ ჩაიდინეს ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2.32. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის განსაზღვრებას, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.33. საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც. კონკრეტულ საქმეში ის ფაქტი, რომ თ------- ყ------მა, მას შემდეგ, რაც შეამჩნია, რომ გ------- ხ---–--ეს საფულეში ქონდა თანხა და განიზრახა მისი დაუფლება, აღნიშნულში ჯერ დახმარება სთხოვა ო-–-- ჩ------ეს, შემდეგ ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ეს, რომლებმაც ფიზიკური ძალის გამოყენებით გაუადვილეს ო-–-- ჩ------ეს გ------- ხ---–--ის თანხის დაუფლება, შემდეგ ოთხივე პირი ერთად გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და, როგორც თ------- ყ------მა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, ო-–-- ჩ------ემ ძარცვაში მონაწილე ოთხივე პირზე გაანაწილა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა. დანაშაულის ჩადენის მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ ლ---- ჯ---–-ა და მ------ შ----–----ე, თანმხლებ პირებთან ერთად, წინასწარ შეკავშირდნენ გ------- ხ---–--ის გაძარცვის მიზნით.
2.34. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ ჩაიდინეს ძარცვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
2.35. დაზარალებულ გ------- ხ---–--ის, მოწმეების თ------- ყ------ის, ლ---- ჭ---–---–ის, ჩვენებებით, ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- ხ---–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია მ------ შ----–----ის და ლ---- ჯ---–-ას მიერ მისი კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით გამოყენებული ძალადობის შედეგად.
2.36. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გ------- ხ---–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.37. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ ჩაიდინეს ძარცვა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
ძარცვა, ჩადენილი არაერთგზის.
2.38. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2--------ს განაჩენით ლ---- ჯ---–-ა მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი, მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით;
2.39. 2017 წლის 3---------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლ---- ჯ---–-ა, განაჩენთა ერთობლიობით, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ლ---- ჯ---–-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2--------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, ლ---- ჯ---–-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2.40. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მომართვის თანახმად, ლ---- მ-----ის ძე ჯ---–-ა აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში 2017 წლის 21 თებერვლიდან დღემდე (21.02.2018) თბილისის საქალაქო სასამართლო 2017 წლის 3---------ს განაჩენით.
2.41. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.42. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.43. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ჯ---–-ამ ჩაიდინა ძარცვა არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ჯ---–-ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ შ----–----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ---- ჯ---–-ას დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო ითვალისწინებს პირობით გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენას; პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ლ---- ჯ---–-ას არ გაჩნია.
4.2. მ------ შ----–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ლ---- ჯ---–-ას და მ------ შ----–----ეს ბრალი ედებათ სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში; წარსულში ორივე ბრალდებული ნასამართლებია, ლ---- ჯ---–-ამ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში.
5.3. 2017 წლის 3---------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ლ---- ჯ---–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ლ---- ჯ---–-ას დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ლ---- ჯ---–-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2--------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ---- ჯ---–-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი ძირითადი სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2--------ის განჩინებით განსაზღვრული ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საბოლოოდ, ლ---- ჯ---–-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ლ---- ჯ---–-ას მიმართ, როგორც პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით, ასევე, დანაშაულის რეციდივის წესით, სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.
5.4. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ლ---- ჯ---–-ას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით; მ------ შ----–----ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა ლ---- ჯ---–-ამ და მ------ შ----–----ემ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. გ------- ხ---–--ისგან ამოღებული შარვალი, რომელიც ინახება შსს ძ---–-------–-----------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.2. გ------- ხ---–--ისგან ამოღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ძ---–-------–-----------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.3. შპს „გ---–---დან“ ამოღებული ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.4. თ------- ყ------თან და ო-–-- ჩ------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 2 ცალ ლაზერულ-დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.5. გ------- ხ---–--ის კატე დისკი, რენდგენოფირი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ჯ---–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2. ლ---- ჯ---–-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ლ---- ჯ---–-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3---------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
4. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ---- ჯ---–-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-------ს განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ლ---- ჯ---–-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 7 (შვიდი) წლის ვადით, დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-------ს განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ლ---- ჯ---–-ას, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
6. მ------ შ----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/უნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
7. მ------ შ----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
8. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს 2014 წლის 5------ს განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ------ შ----–----ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
9. ლ---- ჯ---–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
10. ლ---- ჯ---–-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 17 თებერვლიდან.
11. მ------ შ----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
12. მ------ შ----–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 11 აპრილიდან.
13. მსჯავრდებულების მ------ შ----–----ის და ლ---- ჯ---–-ას მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
14. მსჯავრდებულ ლ---- ჯ---–-ას ყოფაქცევაზე კონტროლი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. ნივთმტკიცება:
15.1. გ------- ხ---–--ისგან ამოღებული შარვალი, რომელიც ინახება შსს ძ---–-------–-----------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
15.2. გ------- ხ---–--ისგან ამოღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ძ---–-------–-----------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
15.3. შპს „გ---–---დან“ ამოღებული ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
15.4. თ------- ყ------თან და ო-–-- ჩ------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 2 ცალ ლაზერულ-დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
15.5. გ------- ხ---–--ის კატე დისკი, რენდგენოფირი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
16. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითის განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/