გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/28660-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს ,,მ---------------ო ო---------–-- თ---–----------------ი“
წარმომადგენელი - ა-–-----------–-–---ე
მოპასუხე - ი--- ფ-----ე
წარმომადგენელი - მ---------–------------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი--- ფ-----ეს მოსარჩელე შპს ,,თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 30 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ი--- ფ-----ეს მოსარჩელე შპს ,,თ---–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 15.19 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „მ---------------ო ო---------–-- თ---–----------------ი"-ს და ი--- ფ-----ეს შორის 2016 წლის 18 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება 21 000 (ოცდაერთ ათასი) აშშ დოლარზე, 6 თვის ვადით, წლიური პროცენტი 26.4 (ოცდაექვსი მთელი და ოთხი მეათედი), და უნდა დაფარულიყო 2017 წლის 18 იანვრამდე. კრედიტი იყო მიზნობრივი და იგი გაიცა იპოთეკით დატვირთული ბინის გასარემონტებლად. 2016 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის მხარეთა მიერ შეთანხმებულ გადახდის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი იხდის საურავს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 30 (ოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით.
2017 წლის 13 იანვარს, მითითებულ მხარეებს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და კრედიტის სარგებლობის ვადად განისაზღვრა 66 თვე. კრედიტი სრულად უნდა დაფარულიყო 2012 წლის 13 იანვრამდე, ამ პერიოდის მანძილზე მსესხებელს უნდა დაეფარა როგორც ძირი თანხა, ასევე სარგებელი (პროცენტი) ანუიტეტის პრინციპის შესაბამისად. დღიური სარგებელი/პროცენტი გამოდის 15,19 (თხუთმეთი აშშ დოლარი და ცხრამეტი ცენტი) აშშ დოლარი.
ი--- ფ-----ის მიერ, აღნიშნული კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის გამო, 2017 წლის 02 ნოემბერს ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი N1--------, მასში მითითებული გადასახდელი და აღსასრულებელი ვალდებულებაა 21 000 აშშ დოლარი, როგორც კრედიტის ძირი თანხა, დარიცხული სარგებელი 2 589,03 აშშ დოლარი, საურავი 260 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი.
ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება ი--- ფ-----ის მიმართ.
2017 წლის 17 ნოემბერს ი--- ფ-----ემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სამოქალაქო სარჩელით შპს „მ---------------ო ო---------–-- თ---–----------------ი"-ს მიმართ და და მოითხოვა, ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის 1-------- ნაწილობრივი გაუქმება, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით შეჩერდა 2017 წლის 2 ნოემბერს ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება 1---------------. შესაბამისად, ამ დღიდან განახლდა მოვალე ი--- ფ-----ის მიმართ პირგასამტეხლოს და სარგებლის დარიცხვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი--- ფ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასა და მოსარჩელეს შორის ნამდვილად დაიდო სესხის ხელშეკრულება 2100 აშშ დოლარზე 2016 წლის 18 ივლისს. სესხი იყო მიზნობრივი, იგი უნდა მოხმარებოდა მის მიერ 2016 წლის 05 მაისს შეძენილი ბინის მდებარე: ქალაქი თბილისი, ათონელის ქუჩა N 3–ში რემონტს,რომელიც უნდა გამოეყენებინა კომერციული დანიშნულებით და ამით უნდა გადაეხადა აღებული სესხი მოსარჩელისათვის. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გამყიდველმა გ----–----------–---–მა გაყიდული ნივთი არ გამოათავისუფლა შეთანხმებისამებრ, მოპასუხეს და ბინის გამყიდველ გ----–----------–---–ს შორის დაიწყო სასამართლო დავები. ი--- ფ-----ის სარჩელის განხილვა გ----–----------–---–ის ბინიდან გამოსახლების შესახებ დასრულდა 2017 წლის 21 თებერვალს, ხოლო გამოსახლების პროცედურა დამთავრდა 2018 წლის 23 მარტს. ამის შემდეგ გ----–----------–---–მა და მისმა ყოფილმა მეუღლემ მიმართეს სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. გ----–----------–---–ის სარჩელი წარმოებაში აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ შ--------–--------ს, სოლო მ--------------ს სარჩელი განსახილველად წარმოებაში აქვს ამავე სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ ც-------------–--ეს. აქედან გამომდინარე, დღემდე არ ეძლევა საშუალება მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება გამოიყენოს დანიშნულებისამებრ, რის გამოც აღებული სესხის ნაწილით მოსარჩელეს უხდიდა პროცენტებს ყოველთვიურად 2017 წლის 13 მაისამდე და მთლიანად მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს მხოლოდ პროცენტის სახით 5801.81 აშშ დოლარი. სესხის აღების დროს კლიენტს არ ეძლევა იმის დრო და საშუალება, რომ სრულყოფილად გაეცნოს სესხის ხელშეკრულების პირობებს, და დაუფიქრებლად და დროში შეზღუდულად აწერს ხელს ხელშეკრულებას. სესხის აღებისთანავე მოსარჩელემ ადგილზე დაატოვებინა 1260 აშშ დოლარი, - როგორც სესხის გაცემის საკომისიო, რომელიც შეადგენდა სესხის თანხის 3%-ს, აღნიშნული თანხა მოსარჩელემ მოპასუხეს გადაახდევინა 2–ჯერ ( 630+630=1263 აშშ დოლარი), რაც დასტურდება ასევე სესხის ამონაწერით.
მოპასუხემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 13 იანვარს მხარეებს შორის 2016 წლის 18 ივლისს დადებულ სესხის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება. კრედიტის სარგებლობის ვადად განისაზღვრა 66 თვე, ანუ 2022 წლის 13 იანვრამდე. ასევე განისაზღვრა სარგებელი, რომლის ოდენობაც თითქმის ტოლია ძირითადი თანხისა.
მოპასუხემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია, რადგან 2017 წლის 13 იანვარს დადებული ხელშეკრულების თანახმად კრედიტის გადახდის ვადად განისაზღვრა 66 თვე, რომლის ვადაც იწურება 2022 წლის 13 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტის გადახდის ვადა არ იყო გამოწურული, ნოტარიუსმა ო----------–---ემ ამოწერა სააღსრულებო ფურცელი, სადაც სააღსრულებო ვალდებულებად მითითებული იყო 21000 აშშ დოლარი ძირი თანხა, დარიცხული სარგებელი 2589.03 აშშ დოლარი, საურავი 4260 აშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი. ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი გასაჩივრებული იქნა მოპასუხის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში იქიდან გამომდინარე, რომ საშუალება არ ჰქონდა სახ. ბაჟის გადახდისა.
2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული ი--- ფ-----ის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა ი--- ფ-----ის მიერ სააპელაციო წესით.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებით მხარის მიერ მოთხოვნილი თანხების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები ბუნდოვანი, გაუგებარი და არალოგიკურია. რა მიუღებელ შემოსავალს ითხოვს, ან რატომ ხდება პირგასამტეხლოს და საპროცენტო სარგებლის მოთხოვნა ან რა სახის მიუღებელ შემოსავალზეა საუბარი და რა პრინციპით ხდება მისი გამოთვლა ლოგიკურ აზრს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „მ---------------ო ო---------–-- თ---–----------------ი"-ს და ი--- ფ-----ეს შორის 2016 წლის 18 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება 21 000 (ოცდაერთ ათასი) აშშ დოლარზე, 6 თვის ვადით, წლიური პროცენტი 26.4 (ოცდაექვსი მთელი და ოთხი მეათედი), და უნდა დაფარულიყო 2017 წლის 18 იანვრამდე. კრედიტი იყო მიზნობრივი და იგი გაიცა იპოთეკით დატვირთული ბინის გასარემონტებლად. 2016 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის მხარეთა მიერ შეთანხმებულ გადახდის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი იხდის საურავს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 30 (ოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 18 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23)
- სესხის ამონაწერი (ს.ფ. 24)
- საკრედიტო დავალიანების დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27-28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 13 იანვარს, მითითებულ მხარეებს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და კრედიტის სარგებლობის ვადად განისაზღვრა 66 თვე. კრედიტი სრულად უნდა დაფარულიყო 2012 წლის 13 იანვრამდე, ამ პერიოდის მანძილზე მსესხებელს უნდა დაეფარა როგორც ძირი თანხა, ასევე სარგებელი (პროცენტი) ანუიტეტის პრინციპის შესაბამისად. დღიური სარგებელი/პროცენტი გამოდის 15,19 (თხუთმეთი აშშ დოლარი და ცხრამეტი ცენტი) აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 13 იანვრის ხელშეკრულება 2016 წლის 18 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 26)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. ი--- ფ-----ის მიერ, აღნიშნული კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის გამო, 2017 წლის 02 ნოემბერს ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი N1--------, მასში მითითებული გადასახდელი და აღსასრულებელი ვალდებულებაა 21 000 აშშ დოლარი, როგორც კრედიტის ძირი თანხა, დარიცხული სარგებელი 2 589,03 აშშ დოლარი, საურავი 260 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი.
ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება ი--- ფ-----ის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.11.2017 წლის ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 34-36)
- 06.11. 2017 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 37-39)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 17 ნოემბერს ი--- ფ-----ემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სამოქალაქო სარჩელით შპს „მ---------------ო ო---------–-- თ---–----------------ი"-ს მიმართ და და მოითხოვა, ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის 1-------- ნაწილობრივი გაუქმება, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით შეჩერდა 2017 წლის 2 ნოემბერს ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება 1---------------. შესაბამისად, ამ დღიდან განახლდა მოვალე ი--- ფ-----ის მიმართ პირგასამტეხლოს და სარგებლის დარიცხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით ი--- ფ-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ო----------–---ის მიერ 2017 წლის 02 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კრედიტის ძირითადი თანხის 0.07%-ის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე, 2017 წლის 20 ნოემრბის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მ---------------ო ო---------–-- თ---–----------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე ი--- ფ-----ის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს მიერ 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომლის საფუძველზეც შეჩერდა 2017 წლის 02 ნოემბერს ნოტარიუს ო----------–---ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება A 1---------------, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც შეადგენს 2017 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად დასარიცხ 30 აშშ დოლარს და 15.19 აშშ დოლარს.
წარმოდგენილ შემთხვევაში საგულისხმოა მოსარჩელის პოზიცია და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ფორმულირება, როგოც ზიანის გამომწვევი მიზეზი და მისი ოდენობის ოდენობის განსაზღვრის კუთხით. მხარის არგუმენტაციით აღსრულების შეჩერებამ გამოიწვია პირგასამტეხლოს და საპროცენტო სარგებლის დარიცხვის განახლება. სასამართლო მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყებით ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის შეჩერება. თავად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებს და სააღსრულებო წარმოების შეჩერება, რაც შესაძლებელია ზიანის მომტანი იყოს (ფულადი თანხის მიუღებლობის გათვალისწინებით) კრედიტორისათვის, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება ავტომატურად, როგორც ხდება მითითება, სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვისა. მოსარჩელე მხარეს მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ზიანის არსებობის და მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად აღნიშნული ზიანის დადგომის ფაქტის დადასტურება. წარმოდგენილ შემთხვევაში ბუნდოვანია თუ რას მიიჩნევს მხარე ზიანის გამომწვევ გარემოებად, ვინაიდან მხარის მიერ ვალდებულების დარღვევად ვერ ჩაითვლება კანონიერი უფლებების დაწვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვა და თავის მხრივ სასამართლოს მიერ განჩინების მიღება. მოსარჩლე მხარის მითითება და წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ვერ ახდენს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ოდენობის და მისი გამოწვევი მიზეზის არსებობის სამართლებრივ საფუძვლების ნათლად მითითება, მისი არგუმენტირება. ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მიმართვის საფუძველზე სასმართლოს მიერ მიღებული განჩინებით შეჩერდა სააღსრულებო წარმოება, რაც მისი მიხედულებით ანახლებს პირგასამტეხლოს და პროცენტის დარიცხვას არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებულ ნორმატიულ შემადგენლობას.
აქვე, ვიანიდან მოსარჩელე მხარის მიერ მთლიანი აქცენტი გადატანილია სასამართლო განჩინებაზე და მისი მიღების თარიღზე, რაც მისი მიხედულებით ზიანის წარმოშობის საფუძველია, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმისგან განსხვავებული მოცემულობაა სახეზე. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით ი--- ფ-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ო----------–---ის მიერ 2017 წლის 02 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კრედიტის ძირითადი თანხის 0.07%-ის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე, 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერების თაობაზე. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ი--- ფ-----ის მიერ გასაჩივრებული სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. ანუ სახეზეა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც ი--- ფ-----ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით და ამ დროისთვის უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,თ---–----------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, შპს ,,თ---–----------------ის“ სარჩელი არ დკმაყოფილდა, 3 826.28 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მ---------------ო ო---------–-- თ---–----------------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე